You are on page 1of 4

1 .

სალაროდან ფული გაიცემა


ა)მინდობილობით
ბ)სასაქონლო ზედნადებით
გ)სალაროს გასავლის ორდერით
2. სალაროში ნაღდი ფული მიიღება
ა)სალაროს შემოსავლის ორდერით
ბ)ანგარიშფაქტურით
გ)არცერთი პასუხი არ არის სწორი.
3. უნაღდო ანგარიშწორება ნიშნავს
ა)ერთი საბანკო ანგარიშიდან მეორე საბანკო ანგარიშზე თანხის
გადარიცხვას
ბ)თანხის გამოტანას ბანკიდან
გ)თანხის შეტანას ბანკში
4. საბანკო გადარიცხვები აისახება შემდეგი დოკუმენტებით
ა)საგადახდო დავალებით
ბ) სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერით
გ)ორივე პასუხი სწორეა
5. უნაღდო ანგარიშწორება ნიშნავს
ა)ერთი საბანკო ანგარიშიდან მეორე საბანკო ანგარიშზე თანხის
გადარიცხვას
ბ)თანხის გამოტანას ბანკიდან
გ)თანხის შეტანას ბანკში
6. მოგების და ზარალის ანგარიშგების ელემენტებია
ა) ვალდებულებები
ბ) აქტივები კაპიტალი და ვალდებულებები
გ) შემოსავლები და ხარჯები.
6. ფინანსური ანგარიშგების ელემენტებია
ა) ვალდებულებები
ბ) აქტივები, კაპიტალი და ვალდებულებები
გ) შემოსავლები და ხარჯები.
8. მარაგის და დაუმთავრებელი წარმოების აღრიცხვის ქვემოთ მოცემული რომელი
განცხადებაა სწორი

(I)მარაგი ბალანსში უნდა აისახოს თვითღირებულებას ,ნეტო


სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი თანხით
(II) დაუმთვრებელი წარმოების შეფასებისას თვითღირებულებაში უნდა
შევიდეს მასალის ღირებულება,პირდაპირი შრომის დანახარჯები,ცვლადი
და მუდმივი საწარმოო ზედნადები დანახარჯები.
(III) მარაგი შეიძლება შეფასდეს ფიფო და საშუალო შეწონილი მეთოდის
გამოყენებით
(IV) ფინანსურ ანგარიშგებას უნდა დავურთოთ ახსნა
განმარტება ,რომელშიც მოცემული იქნება მარაგის შეფასების სააღრიცხვო
პოლიტიკა.
ა) ყველა განცხადება სწორია.
ბ) მხოლოდ 1, 2 და 3
გ) მხოლოდ 2, 3 და 4

9 .ანგარიშვალდებულ პირზე სალაროდან გაცემულია 2 000 ლარი საქონლის


შესაძენად. ანგარიშვალდებულმა პირმა შეიძინა 2 000 ლარის საქონელი.
შევასრულოთ შესაბამისი გატარებები.

10. როდის უნდა შესრულდეს მიწაზე საგადახდო ვალდებულება?

ა) 31 დეკემბერი
ბ) 1 აპრილი
გ) 15 ნოემბერი.

11. საზოგადოებამ დღგს ანგარიშფაქტურით მიიღო წიგნების ასაკინძი


დანადგარი,რომლის ღირებულებამ დღგს-ის გარეშე შეადგინა 12 000 ლარი

განსაზღვრეთ ოპერაციის მიხედვით ჩასათვლელი დღგ-ის თანხა


12. თუ გაყიდვების რაოდენობაა 27 612,50 (დღგ ჩათვლით) და შესყიდვები 18 000 ( დღგ ს
გარეშე) , რამდენი იქნება დღგს გადასაახადი თუ დღგს განაკვეთი 18%-ია ?

ა) 962

ბ) 972

გ) 1682

13. შტუნგმა რომელიც რეგისტრირებულია დღგს გადამხდელად ,კრედიტით შეიძინა


ავეჯი ღირებულებით $ 8 000 ,პლუს დღგ $ 1440

რა გატარებების გაკეთება მოითხოვება ამ ოპერაციის ჩასაწერად ?

14. ქვემოთ მოცემული რომელი განცხადებაა სწორი

1.დღგ არის არაპირდაპირი გადახდის ფორმა

2.თუ გადახდილი დღგ აჭარბებს მიღებულს ,მაშინ საწარმო სხვაობას უხდის ბიუჯეტს

3.დღგს თანხა ჩართულია საწარმოს მიერ წარმოდგენილი გაყიდვების და შესყიდვების


რაოდენობაში

4. დღგს დაბრუნება ზოგ შესყიდვებზე შეუძლებელია

ა) 1 და 4

ბ) 1 და 2

გ) 2 და 3

15. სალაროს ანგარიშზე არსებული ნაშთი 1 აგვისტოს შეადგენდა 3500


ლარს ,თვის განმავლობაში ადგილი ჰქონდა შემდეგ ოპერაციებს:
1) შემოტანილია საბანკო ანგარიშიდან 1000ლარი
2)გაიცა საქვეანგარიშოდ 900 ლარი
3)მიღებულია კრედიტით მყიდველისაგან გაყიდული საქონლის
ღირებულება2500ლარი
4)ბანკიდან გადარიცხულია სახელფასო დავალიანების დასაფარად 2000 ლარი
5)ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულია თანხა წინა თვის საიჯარო ქირის
გადასახდელად 1500ლარი
6) მიღებულია ავანსად მყიდველისაგან 700 ლარი
დავალება:განსაზღვრეთ ნაშთი სალაროს ანგარიშზე 31 აგვისტოს
მდგომარეობით.

16. ძირითადი საშუალებების შეძენისას მათი შეფასება ხდება:


ა) რეალური ღირებულებით
ბ) თვითღირებულებით
გ)აღდგენითი ღირებულებით

17. დაზგის შესაძენად გადახდილია 57000 ლარი.ტრანსპორტირებაზე და


დამონტაჟებაზე დაიხარჯა 25000ლარი,დაზგის გამოცდის ხარჯი
1000ლარი ,ექსპლოატაციის სწავლების დანახარჯები 9000 ლარი
დაზგის თვითღირებულება არის
ა) 92000
ბ) 91000
გ) 83000.

18. ძირითადი საშუალებების ცვეთის დაანგარიშების მეთოდებია

ა) წრფივი ცვეთის მეთოდი


ბ)დაჩქარებული ცვეთის მეთოდი
გ) წრფივი ცვეთის,შემცირებადი ნაშთის და წარმოების ერთეულთა ჯამის
მეთოდები.
19. ავეჯის შეძენაში გადახდილია 51 500 ლარი ცვეთა ერიცხება ნაშთის
შემცირების მეთოდით 30% განაკვეთით’
დავალება: განსაზღვრეთ ავეჯის საბალანსო ღირებულება სამი წლის შემდეგ

20.საქონლის გაყიდვა იმავდროული გადახდით


ა)დებეტი 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში
კრედიტი 1610 საქონელი
ბ) დებეტი 7210 გაყიდული საქონლის თვითღირებულება
კრედიტი 6110 შემოსავალი რეალიზაციიდან
გ) დებეტი 1210 ეროვნული ვალუტა რეზიდენტ ბანკში
კრედიტი 6110 შემოსავალი რეალიზაციიდან.

You might also like