You are on page 1of 5

1

ქვიზი #3 (6+1 ქულა)


ბიზნეს სამართალი
სტუდენტის სახელი და გვარი amiran jiniuzaSvili

1 იურიდიული პირების შექმნის მომენტად ითვლება: (0,2 ქულა)


ა) განკერძოებული ქონების შექმნა;
ბ) ბანკში პირადი ანგარიშის გახსნა;
გ) დადებულ გარიგებებზე სასამართლოში მოპასუხედ გამოსვლა;
დ) მისი სახელმწიფო რეგისტრაცია;
ე) საშემოსავლო სამსახურში დეკლარაციების ატვირთვა.

2 შპს შეიძლება დააფუძნოს: (0,2 ქულა)


ა) სულ ცოტა ორმა ფიზიკურმა პირმა;
ბ) სულ ცოტა ერთმა ფიზიკურმა და ერთმა იურიდიულმა პირმა;
გ) ერთმა პირმაც, მათ შორის სახელმწიფომ
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი

3 სს კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს: (0,2 ქულა)


ა) აქციონერები თავიანთი აქციებით;
ბ) აქციონერები თავიანთი ქონებით;
გ) საზოგადოება თავისი ქონებით;
დ) საზოგადოება ჯერ თავისი ქონებით და თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, შემდეგ აქციონერების
ქონებით;
ე) ყველა პასუხი მცდარია.

4 იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა იწყება: (0,2 ქულა)


ა) მისი შექმნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან;
ბ) საბანკო ანგარიშის გახსნის მომენტიდან;
გ) საქმიანობის დაწყების მომენტიდან;
დ) მისი შექმნის მომენტიდან;
ე) არცერთი პასუხი არ არის სწორი

5 არაკომერციული იურიდიული პირები იქმნება: (0,2 ქულა)


ა) ამხანაგობის ფორმით;
ბ) უნიტარული საწარმოების ფორმით;
გ) სამომხმარებლო კოოპერატივების ფორმით;
დ) სამრეწველო კოოპერატივების ფორმით;
ე) ყველა პასუხი მცდარია.

6 სპს-ს პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებენ:


(0,2 ქულა)
ა) სოლიდარულად, მთელი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ;
ბ) წინასწარ განსაზღვრული საგარანტიო თანხით;
გ) საზოგადოებაში შეტანილი ქონებით
დ) ყველა პასუხი მცდარია.
7 სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებებს ახორციელებენ მისი
ორგანოები, რომლებიც: (0,2 ქულა)
ა) განიხილება იურიდიულ პირებად;
ბ) არ განიხილება იურიდიულ პირებად;
გ) მთავრობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული განიხილებიან თუ არა იურიდიულ პირებად;
დ) ყველა პასუხი მცდარია.

8 არაკომერციული იურიდიული პირის რეგისტრაციას ახორციელებს: (0,2 ქულა)


ა) სასამართლო;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;
გ) იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
დ) იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ნებისმიერი საჯარო სამართლის
იურიდიული პირი.

9 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი


ქონება ნაწილდება: (0,2 ქულა)
ა) არაკომერციული იურიდიული პირის დამფუძნებლებს შორის;
ბ) არაკომერციული იურიდიული პირის წევრებს შორის;
გ) დამფუძნებლებს, წევრებსა და ხელმძღვანელებს შორის;
დ) ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ
დამფუძნებლები.

10 ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის იურიდიული პირი: (0,2 ქულა)


ა) სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება;
ბ) სააქციო საზოგადოება;
გ) ინდივიდუალური მეწარმე;
დ) როგორც კოოპერატივი, ისე ინდივიდუალური მეწარმე.
ე) არცერთი პასუხი არ არის სწორი

11 ორმა ფიზიკურმა პირმა დაარსა კომანდიტური საზოგადოება. კომანდიტმა შესატანის სახით


შეიტანა იჯარით დატვირთული მეგობრის მიწის ნაკვეთი. ეტყვის უარს თუ არა დაფუძნებაზე
სარეგისტრაციო ორგანო? (0,2 ქულა)
უარს ეტყვის რადგან არაა კომანდიტის საკუთრებაში
12 ნათია მეზვრიშვილი დიდ ხანია ოცნებობდა საკონდიტროს გახსნაზე. მაგრამ ვერ ხსნიდა,
რადგან იურისტმა ურჩია, რომ მას აუცილებლად უნდა ჩამოეყალიბებინა კომპანია და აერჩია
სამრთლებრივ ფორმად შპს, რისთვისაც აუცილებელი იყო მინიმალური შენატანის
განხორცილება 200 ლარის ოდენობით. იმსჯელეთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და
ურჩიეთ ნათიას რა გზას დაადგეს. (0,2 ქულა)
ნებისმიერი ფორმით შეეძლო რეგისტრაციის გავლა და საქმიანობის დაწყება შესაბამისად
რჩევა არაა სწორი
13 ბექა გავაშელმა და გიორგი გელაშვილმა გადაწყვიტეს დიდი ბიზნესის წამოწყება, კერძოდ კი
სამშენებლო საქმიანობის განხორციელება. წესდებით გაითვალისწინეს, რომ ბექა კომპანიაში
შენატანს განახორციელბდა მისი სამშენებლო ინვენტარით (და სხვა კომპანიებისგან ქირაობა აღარ
დასჭირდებოდათ), ხოლო გიორგი კი უშუალოდ მშენებელი იყო და მისი შრომით შევიდოდა.
შესაძლებელია თუ არა ამგვარი შენატანების განხორციელება? (0,2 ქულა)
3

შესაძლებელია შენატანის განხორციელება როგორც მატერიალური ასევე ფიზიკური და


გონებრივი შრომის სახით
14 ლია კობაიძემ და ანი ბერიკელაშვილმა გადაწყვიტეს ბიზნესის წამოწყება, კერძოდ კი ბავშვთა
გასართობი და სადღესასწაულო ცენტრის შექმნა. ანი ბერიკელაშვილმა საწესდებო კაპიტალში
შეიტანა 3000 ლარი. ლია ამავე დროს მუშაობდა იურიდიულ საკონსულტაციო ცენტრში და
საკმაოდ კარგი ანაზღაურებაც ჰქონდა. ლიას გადადებული ფული არ ჰქონდა კაპიტალში
შესატანად და პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ ლიას საწესდებო შენატანი განისაზღვრებოდა
მისი ხელფასის მოთხოვნით ლია კობაიძის სამუშაო (იურიდიულ საკონსულტაციო ცენტრი)
ადგილიდან. იმსჯელეთ აღნიშნული ფაქტის შესახებ. (0,2 ქულა)
შესაძლებელია მსგავსი მოქმედება თუმცა შეიცავს გარკვეულ სარისკო ფაქტორებს
15 კორნელი ღვინჯილიამ შპს „ტვირთმზიდში“ შეიტანა თავისი უკვე არსებული კომპანიის
საფირომო სახელწოდება. შპს „ტვირთმზიდი“ სხვა დამფუძნებლებმა გააპროტესტეს.
მართებულია თუ არა სხვა დამფუძნებლების პროტესტი? (0,2 ქულა)
მართებულია რადგან სახელწოდებას ვერ შეიტან შენატანად
16 ნიკიტა ჯოტიამ შპს „განათებაში“ წილის სახით შეიტანა თავისი ადრე შექმნილი მოქმედი შპს
„ცისარტყელა“. შპს „ცისარტყელას“ ვალი ჰქონდა 15000 ლარის ოდენობით სს „ქსელების“
მიმართ. სს „ქსელების“ დირექტორმა აღნიშნული ვალის დაფარვა მოსთხოვა შპს „განათებას“,
რაც შპს „განათების“ დამფუძნებლებმა კატეგორიულად გააპროტესტეს. მართებულია თუ არა
შპს „განათების“ დამფუძნებლების პროტესტი? (0,2 ქულა)
 მათი პროტესტი უადგილოა რადგან უკვე წარმოადგენს ერთიან ფირმას
17 საზოგადოებას დაკისრებული ჰქონდა კომპენსაციის ვალდებულება ერთ-ერთი პარტნიორის
მიმართ 10 000 ლარის ოდენობით. ამ დროს პარტნიორთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება
პარტნიორთა შესატანის გაზრდის შესახებ. შეუძლია თუ არა კომპენსაციაზე უფლებამოსილ
პარტნიორს თავის შესატანად გამოიყენოს საზოგადოების მიმართ არსებული კომპენსაციის
მოთხოვნა? (0,2 ქულა)
 შესაძლებელია პარტნიორის მიმართ არსებული ვალდებულება გამოყეენებული იყოს
საზოგადოების მიმართ გაზრდილი შესატანის სახით
18 ალიხანდრო ჯღამაძემ შპს „სურსათში“ შეიტანა საკუთარი სასურსათო მაღაზია – თავისი
საქონლითა და მოწყობილობებით, შპს „სურსათის“ სხვა დამფუძნებლებმა გააპროტესტეს.
მართებულია თუ არა სხვა დამფუძნებლების პროტესტი? (0,2 ქულა)
 არაა მართებული რადგან შენატანი მატერიალური სახით შესაძლებელია
19 სპს-მ შპს-თან საწყობის მშენებლობასთან დაკავშირებით დადო ნარდობის ხელშეკრულება.
მშენებლობის დასრულების შემდეგ სპს-მ შესრულებული სამუშაო მხოლოდ ნაწილობრივ
აანაზღაურა იმ მიზეზით, რომ მის ანგარიშზე მეტი თანხა არ ირიცხებოდა.
შპს-ს სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სპს-ის პარტნიორებისაგან დავალიანების
სრული დაფარვა. კანონიერია თუ არა კრედიტორის მოთხოვნა? (0,2 qula)

კანონიერია და შესაბამისად მოეთხოვება დავალიანების სრულად დაფარვა


20 შპს-ს ერთ-ერთმა პარტნიორმა საწარმოს შემადგენლობიდან გასვლისას მოითხოვა
საზოგადოების კაპიტალში მის მიერ შეტანილი 2000 ლარისა და არაფულადი სახით შეტანილი
10 კომპიუტერის დაბრუნება.
1 რა წესით მოხდება შპს-ს პარტნიორის საზოგადოების შემადგენლობიდან გასვლა?
უნდა დაანგარიშდეს მისი ფულადი შენატანი და დაუბრუნდეს და ანაზღაურდეს მის მიერ
მიტანილი კომპიუტერების ღირებულება ცვეთის გათვალისწინებით.
2 კანონიერია თუ არა კონკრეტული პარტნიორის მოთხოვნა? (0,2 ქულა)
კანონიერია
21 შპს „რექსის“ დამფუძნებელმა თამაზ ჯოტიამ უღირსი საქციელი ჩაიდინა მეორე პარტნიორის
ევგენი დავითაიას მიმართ, რითაც საკმაო მატერიალური ზიანი მიაყენა ევგენის და მის ოჯახს.
ევგენიმ პარტნიორთა კრებაზე დააყენა თამაზ ჯოტიას კომპანიიდან გარიცხვის საკითხი და
კრებამ მიიღო გადაწყვეტილება.
თამაზ ჯოტიამ გააპროტესტა აღნიშნული ქმედება.
1 იმსჯელეთ რამდენად სამართლიანია ჯოტიას პროტესტი?
სამართლიანია არ აქვთ გარიცხვის უფლება
2 რა პროცედურების დაცვით უნდა მომხდარიყო პარტნიორის გარიცხვა. (0,2 ქულა)
არ შეიძლება გარიცხვა არანაირი პროცედურით რადგან აღნიშნული კომფლიქტი არ ეხება
საწარმოს
22 შპს „თავთუხის“ დომინანტმა პარტნიორებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება კომპანიის
კაპიტალის გაზრდის შესახებ. შპს „თავთუხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს გერონტი გაგნიძეს არ
ჰქონდა საშუალება გაეზარდა თავისი წილი, რის გამოც პარტნიორებმა დამატებითი ვადის
მიცემის შემდეგ კრებაზე მიიღეს გადაწყვეტილება მისი გარიცხვის შესახებ. გერონტიმ
გააპროტესტა აღნიშნული გადაწყვეტილება.
1 რამდენად მართებულია გერონტის მოთხოვნა?
მართებუია არ უნდა გაერიცხათ
2 რა წესით მოხდება შპს-ს პარტნიორის საზოგადოების შემადგენლობიდან გარიცხვა?
მისი შენატანის სრულად დაბრუნების შემდეგ შესაძლებელია მისი გარიცხვა
23 თიკო ტაბიძემ და სალომე ხიჯაკაძემ გადაწყვიტეს დაეარსებინათ სტამბა, რომელიც
დაბეჭდავდა საბავშვო წიგნებს. თიკოს ბიზნესის წამოსაწყებად მხოლოდ 300 ლარი შეეძლო
ჩაედო, ხოლო სალომეს კი საკუთარი საცხოვრებელი ბინიდან შეეძლო მხოლოდ ერთი ოთახი
გამოეყენებინა (სალომე პირველ სართულზე ცხოვრობდა). რას ურჩევთ მეგობრებს, როგორ
განახორციელონ იდეა? (0,2 ქულა)
თავადვე მიექირავებინა კომპანიისთვის აღნისნული ფართი.
24 შპს „ლებანის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს გერონტი კალაძეს ეტაპობრივად უნდა შეეტანა
თავისი წილი კომპანიაში. მას დარჩენილი ჰქონდა 100 000 ლარი. კომპანიას წარმოეშვა
დავალიანება მანდარინის მწარმოებელი ქარხნის წინაშე და დანარჩენმა დამფუძნებლებმა
გერონტის მოსთხოვეს შეუტანელი თანხიდანაც საკუთარი წილი ვალის დაფარვა, რაც გერონტიმ
კატეგორიულად გააპროტესტა, რადგან ეს 100000 მას ჯერ შეტანილი არ ჰქონდა. მართებულია
თუ არა გერონტის პროტესტი? (0,2 ქულა)
 გერონტის ქმედება და პროტესტი არაა სამართლიანი
25 სასურსათო მაღაზიის კოლექტივმა კონკურსის წესით შეიძინა აღნიშნული ობიექტი და
რეგისტრაციაში გატარდა, როგორც შპს. რამდენიმე თვის შემდეგ კოლექტივი დარწმუნდა
საქმიანობის არარენტაბელობაში და მიიღო გადაწყვეტილება, სასურსათო მაღაზია დაეხურათ და
სათამაშო ავტომატების ცენტრი გაეხსნათ. უფლებამოსილია თუ არა შპს, დამოუკიდებლად
მიიღოს გადაწყვეტილება საქმიანობის შეცვლის თაობაზე? (0,2 ქულა)
შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმიანობის შეცვლის თაობაზე
26 შპს “პეგასის” პარტნიორთა საერთო კრებამ, წინასწარ შეთანხმებულ ვადაში, საზოგადოების
კაპიტალში შესატანის სრულად შეუტანლობის საფუძველზე, დამატებითი ვადის გასვლის
შემდეგ, პარტნიორთა შემადგენლობიდან გარიცხა ერთ-ერთი პარტნიორი და მის ნაცვლად იმავე
კრების გადაწყვეტილებით მეორე მიიღო. გარიცხულმა პარტნიორმა სარჩელი აღძრა შპს
“პეგასის” წინააღმდეგ. მიუთითა, რომ საზოგადოებამ დაარღვია პარტნიორის გარიცხვის
კანონმდებლობით დადგენილი წესი და მოითხოვა ამავე საზოგადოებაში პარტნიორად აღდგენა.
მიიღეთ გადაწყვეტილება. (0,2 ქულა)
5

გარიცხვა მოხდა სამართლიანად თუმცა შესაძლებელია აღდგენა დამატებითი ვადის


გასვლამდე მის მიერ შენატანის პროპორციულად მთლიან შენატანში.
27 შპს-ის ერთადერთი დამფუძნებელი პარტნიორის გარდაცვალების შემდეგ მის კანონიერ
მემკვიდრეებს, კერძოდ, მეუღლესა და პირველი ქორწინებიდან არსებულ შვილს შორის
წარმოიშვა დავა შპს-ში წილის მემკვიდრეობით მიღების შესახებ. გადაწყვიტეთ დავა.
(0,2 ქულა)
აღნიშნულ შემთხვევაში დედა არის პირველი რიგის მემკვიდრედა ეკუთვნის 50% ხოლო
დანარჩენი 50% ნაწილდება მეუღლესა და შვილს შორის თანაბრად.
28 შპს „მტრედის“ რეგისტრაცია სარეგისტრაციო ორგანომ დაახარვეზა იმ საფუძვლით, რომ ერთ-
ერთი დამფუძნებლის ვინაობა ვერ დაადგინა, რაც დანარჩრენმა დამფუძნებლებმა გააპროტესტეს.
რამდენად მართებულია აღნიშნული პროტესტი? (0,2 ქულა)

მართებულია
29 მაჭავარიანმა 2000 წელს შედგენილი ანდერძით, მის საკუთრებაში არსებული
ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაუტოვა დისშვილს, ნოზაძეს. 2004 წელს მაჭავარიანი
შევიდა რა პარტნიორად შპს-ს შემადგენლობაში, საწარმოს ქონებაში, არაფულადი შესატანის
სახით, შეიტანა ზემოხსენებული ერთსართულიანი სახლი. 2009 წელს, მაჭავარიანის
გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ, შპს-გან ნოზაძემ მოითხოვა ანდერძში მოხსენიებული
სახლის ან საწარმოში არსებული მაჭავარიანის წილის მის საკუთრებაში გადაცემა. შპს-მ მის
მოთხოვნაზე უარი განაცხადა. განიხილეთ საკითხი და მიიღეთ გადაწყვეტილება. (0,2 ქულა)-
არ აქვს უფლება და შესაბამისად ვერც დიშვილი მიიღებს ვერაფერს
30 კიკალა ლაშხმა რომელსაც შპს „ოცნებაში“ წილის სახით შეტანილი ჰქონდა 100000 ლარი,
გადაწყვიტა გაეტანა 50000 ლარი რომელიც მას ესაჭიროებოდა სასწრაფოდ მეუღლის
ოპერაციისათვის. იურისტმა აუხსნა რომ შენატანის ნაწილის გატანა შესაძლებელი იყო მხოლოდ
კომპანიის საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით, რასაც თავად კიკალა და სხვა პარტნიორები
არ დაეთანხმნენ და გააპროტესტეს. მართებულია თუ არა კიკალას და სხვა პარტნიორების
პროტესტი? (0,2 ქულა)
არაა მართებული

You might also like