You are on page 1of 4

1

ქვიზი #2 (6+1 ქულა)


ბიზნეს სამართალი
სტუდენტის სახელი და გვარი

1 ერთმა ფიზიკურმა პირმა და ერთმა იურიდიულმა პირმა შექმნა საზოგადოება სადაც


პასუხისმგებლობა საზოგადოების კომპანიის კრედიტორების წინაშე გადანაწილდა შემდეგნაირად:
ფიზიკური პირი საზოგადოების კომპანიის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებდა მთელი თავისი
ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ, ხოლო იურიდიული პირი კი შენატანი თანხის ფარგლებში. რა
ტიპის საზოგადოებაზეა საუბარი? (0,2 ქულა)

2 მხატვართა ჯგუფმა შექმნა მხატვართა კლუბი, რომელიც რეგისტრირებული იყო როგორც ა(ა)იპ.
კლუბმა კომერციული გარიგება დადო, რომლითაც იკისრა ერთ-ერთი მონასტრის მოხატვა. ამ
გარიგებით მან მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო. განზრახული იყო ამ შემოსავლით კლუბის წევრი
მხატვრების ნამუშევრების გამოფენის მოწყობა და რეკლამირება ტელევიზიით. კლუბის რამდენიმე
წევრმა მოითხოვა შემოსავლის განაწილება კლუბის წევრთა შორის. რადგან ეს მოთხოვნა
დაკმაყოფილებული არ იქნა, კლუბის ამ წევრებმა მიმართეს სასამართლოს. სასამართლომ
მოთხოვნა დააკმაყოფილა და ამავე დროს მიუთითა, რომ კლუბს, როგორც ა(ა)იპ-ს, არ ჰქონდა
სამეწარმეო ხასიათის გარიგებების დადების უფლება.
რამდენად კანონიერია სასამართლოს გადაწყვეტილება? (0,2 ქულა)

3 სახელმწიფომ და ორმა იურიდიულმა პირმა შექმნა საზოგადოება სადაც პასუხისმგებლობა


საზოგადოების კომპანიის კრედიტორების წინაშე შემოიფარგლებოდა მხოლოდ კომპანიის
საწესდებო კაპიტალის ფარგლებში. რა ტიპის საზოგადოებაზეა საუბარი? (0,2 ქულა)

4 საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – “#1 საჯარო სკოლამ” გადაწყვიტა გაეხსნა საბეჭდი
სტამბა, სადაც დაბეჭდავდა სასწავლო წიგნებს საკუთარი მოსწავლეებისათვის და რაც მორჩებოდა
წიგნების ნაწილს გაყიდდა. გაყიდული წიგნების შემოსავალს კი მოახმარდა სკოლის გარემონტებას.
იმსჯელეთ აღნიშნული ფაქტის შესახებ. (0,2 ქულა)

5 კოოპერატივმა “მარცვლეული”, რომელსაც წესდებაში ეწერა მისი საქმიანობის მიზანი, კერძოდ კი


მარცვლეული კულტურის შემოტანა და გავრცელება საქართველოში, წამოიწყო კორპუსების
მშენებლობა. დაინტერესებულმა პირმა უჩივლა სასამართლოში, რის გამოც სასამართლომ
გამოიტანა გადაწყვეტილება კოოპერატივის გაუქმების თაობაზე, რამეთუ იგი ეწეოდა წესდებით
გაუთვალისწინებელ საქმიანობას. იმსჯელეთ აღნიშნული ფაქტის შესახებ. (0,2 ქულა)

6 არასამთავრობო ორგანიზაციამ “სამოქალაქო საზოგადოების განვითარება” რომელიც


ფინანსდებოდა ევროკავშირის ფონდიდან, რაიონებში დასარიგებელი ბუკლეტების ნაწილი გაყიდა
მაღაზიაში “საუნჯე”, რომლიდან მიღებული შემოსავალი 15000 ლარი მოახმარა ახალი
ბუკლეტების დაბეჭდვას, რომელიც ჩაიტანა ახალციხის რაიონში და მოსახლეობას უსასყიდლოდ
გადასცა. დამფინანსებელმა, კერძოდ კი ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, არასამთავრობო
ორგანიზაციას შეუწყვიტა დაფინანსება იმ საფუძვლით, რომ მას არ ჰქონდა უფლება გაეყიდა
ბუკლეტები მაღაზიაში და ამ შემოსავლით დაებეჭდა ახალი ბუკლეტები. იმსჯელეთ აღნიშნული
ფაქტის შესახებ. (0,2 ქულა)
7 ა(ა)იპ „განათლების“ დამფუძნებელმა-პარტნიორმა ეგნატე წივწივაძემ თავისი 40% წილი აჩუქა
მეუღლეს ლამზირა ჟღენტს. ნოტარიუსმა აუხსნა რომ მას წილის გაჩუქების უფლება არ ჰქონდა.
რამდენად სამართლიანია ნოტარიუსის უარი? (0,2 ქულა)

8 შპს „კომბლეს“ დამფუძნებელმა-პარტნიორმა ლავრენტ კაკაჩიამ თავისი 30% წილი აჩუქა


ძმისშვილს ლონდა გრძელიძეს. ნოტარიუსმა აუხსნა რომ მას წილის გაჩუქების უფლება არ ჰქონდა.
რამდენად სამართლიანია ნოტარიუსის უარი? (0,2 ქულა)

9 მევლუდ ლომაია თურქეთში ატარებდა შვებულებას თავის ოჯახთან ერთად. თურქეთის


ბაზარზე შემთხვევით იაფად წააწყდა მანქანის საქარე მინებს და 50 ცალი იყიდა იმ მიზნით რომ
თბილსში ჩამოიტანდა და ელიავას ბაზრობაზე ავტომაღაზიებს ჩააბარებდა, რითაც საკმაო
შემოსავალი დარჩებოდა. ითვლება თუ არა მევლუდ ლომაიას ქმედება სამეწარმეო საქმიანობად?
(0,2 ქულა)
10 ცნობილი მხატვარი თაზო ხუციშვილი თავის სურათებს ყიდის და საკმაოდ კარგი შემოსავალი
აქვს. სურათების გაყიდვაში ხშირად მისი მეუღლე ეხმარება. წარმოადგენს თუ არა მხატვრის
ქმედება სამეწარმეო საქმიანობას? (0,2 ქულა)

11 გულნაზი ჯოტიამ გადაწყვიტა დაეწყო ყვავილებით ვაჭრობა. მერიიდან მოიპოვა ნებართვა და


ვაკის სასაფლაოსთან ახლოს ჩადგა ყვავილების ჯიხური. საქმე გულნაზის კარგად აეწყო. მისმა
წლიურმა შემოსავალმა 20000 ლარს მიაღწია. ითვლება თუ არა გულნაზის ქმედება სამეწარმეო
საქმიანობად? ბიზნესის რა სტატუსის მქონე პირია გულნაზი? ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას?
(0,2 ქულა)

12 ცნობილი ბალერინა მაია პლისეცკაია ცნობილია თავისი საქველმოქმედო საქმიანობით.


ყოველწლიურად ნახევარ მილიონ რუსულ რუბლს ურიცხავს უდედ-მამო და მზრუნველობა
მოკლებულ ბავშვეთა ცენტრებს. წარმოადგენს თუ არა ცნობილი ბალერინას საქმიანობა სამეწარმეო
ან ეკონომიკურ საქმიანობას? (0,2 ქულა)

13 გერონტი ხვიაჩიამ ვაკეში, ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე მდებარე საკუთარი სახლი გაყიდა
ერთ მილიონ დოლარად და აღებული ფული შეიტანა ბანკში, საიდანაც ყოველთვიურად საკმაოდ
დიდ პროცენტს იღებდა და ბედნიერად ცხოვრობდა. წარმოადგენს თუ არა გერონტი ხვიაჩიას
ქმედება სამეწამრეო ან ეკონომიკურ საქმიანობას? (0,2 ქულა)

14 ბაჩანა მუმლაძემ მუშაობა დაიწყო კერძო კომპანიაში - ცემენტის ქარხანაში. მას თანხას
უხდიდნენ ნამუშევარი საათების მიხედვით. იგი საკმაოდ წარმატებულად ახორციელებდა თავის
საქმიანობას. ითვლება თუ არა ბაჩანა მუმლაძის ქმედება სამეწარმეო/ეკონომიკურ საქმიანობად?
ბიზნესის რა სტატუსის მქონე პირია ბაჩანა? ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას? (0,2 ქულა)

15 თიკო ტაბიძემ გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და


რჩევა ჰკითხა საკმაოდ ცნობილ იურისტს რატი ბალაშვილს, რომელმაც ურჩია რომ საფირმო
სახელწოდებად აუცილებელი იყო მისი დამფუძნებლის სახელის მითითება. იმსჯელეთ აღნიშნულ
ფაქტთან დაკავშირებით. (0,2 ქულა)

16 მარიამ გოდერძაულმა გადაწყვიტა შემოეტანა სასუქი საზღვარგარეთიდან და ჩამოაყალიბა


კოოპერატივი საფირმო სახელწოდებით - კოოპერატივი “მარიამ გოდერძაული”
მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტარციისას უარი განუცხადა და მოსთხოვა შეესწორებინა
საფირმო სახელწოდება. იმსჯელეთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. (0,2 ქულა)
3

17 გიორგი ბერიკაშვილმა და მარიამ ქურხულიშვილმა ჩამოაყალიბეს საადვოკატო კომპანია სპს


“გიორგი ბერიკაშვილი”. რეგისტრაციისას, მარეგისტრირებელმა ორგანომ რეგისტრაციაზე უარი
განუცხადა და მოსთხოვა ხარვეზის გამოსწორება, კერძოდ სპს-ს საფირმო სახელწოდებად ორივე
პარტნიორის სახელი უნდა ყოფილიყო გამოყენებული. იმსჯელეთ აღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით. (0,2 ქულა)

18 შპს “წიგნმა” და ფიზიკურმა პირმა ანი ბერიკელაშვილმა დაარსეს კს, სადაც შპს “წიგნი” შევიდა
კომანდიტი პარტნიორის სახით, ხოლო ანი ბერიკელაშვილმი კომპლემენტარის სახით.
პარტნიორებმა კომპანიის საფირმო სახელწოდებად შეარჩიეს კს “ანი ბერიკელაშვილი”. იმსჯელეთ
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. (0,2 ქულა)

19 სსიპ “ჟურნალმა” და ფიზიკურმა პირმა მადონა სესიაშვილმა ჩამოყალიბეს კს საფირმო


სახელწოდებით კს “მადონა სესიაშვილი”. (მადონა კომპანიაში დარეგისტრირდა როგორც
კომპლემენტარი). იმსჯელეთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით (0,2 ქულა)

20 მარეგისტრირებელმა ორგანომ დაარეგისტრირა ა(ა)იპ “ტექნიკა” და შპს “ტექნიკა” ერთსა და


იმავე დღეს. იმსჯელეთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით (0,2 ქულა)

21 მარეგისტრირებელმა ორგანომ დაარეგისტრირა სსიპ “საქართველოს მაუწყებლობა” და სს


“რუსთავი 2”. იმსჯელეთ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. (0,2 ქულა)

22 მარეგისტრირებელმა ორგანომ დაარეგისტრირა სააქციო საზოგადოება შემდეგი სახელწოდებით -


სს “კაბადონი-კაბადონი-კაბადონი-კაბადონი-იაგუნდი-იაგუნდი”. იმსჯელეთ აღნიშნულ ფაქტთან
დაკავშირებით. (0,2 ქულა)

23 ამხანაგობის სამართლებრივ სტატუს წარმოადგენს (0,2 ქულა)


ა) ა(ა)იპ
ბ) შპს ან სს
გ) სსიპ
დ) არცერთი ზემოაღნიშნული პასუხი არ არის მართებული

24 ამხანაგური ტიპის სამეწარმეო სუბიექტებს მიეკუთვნება (0,2 ქულა)


ა) შპს, სს, კოოპერატივი
ბ) შპს, სპს, კს
გ) სს, კს, კოოპერატივი
დ) არცერთი ზემოაღნიშნული პასუხი არ არის მართებული

25 პოლიტიკური პარტიების სამართლებრივ სტატუსს წარმოადგენს (0,2 ქულა)


ა) შპს,
ბ) ა(ა)იპ
გ) სსიპ
დ) სსიპ და ა(ა)იპ ორივე შესაძლებელია
ე) ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი მცდარია

26 ნოტარიუსთა პალატა მიეკუთვნება (0,2 ქულა)


ა) კერძო სამართლის სამეწარმეო სუბიექტს
ბ) კერძო სამართლის არასამეწარმეო სუბიექტს
გ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირს
დ) არცერთი პასუხი არ არის მართებული

27 რელიგიური პარტიების სამართლებრივ სტატუსს წარმოადგენს (0,2 ქულა)


ა) შპს, სს
ბ) ა(ა)იპ
გ) სსიპ
დ) სსიპ და ა(ა)იპ ორივე შესაძლებელია
ე) ყველა ზემოთ მოყვანილი პასუხი მცდარია

28 კომანდიტური საზოგადოების ვალებისთვის კომპლემენტარები პასუხს აგებენ: (0,2 ქულა)


ა) წინასწარ განსაზღვრული საგარანტიო თანხით;
ბ) მთელი თავიანთი ქონებით;
გ) საზოგადოებაში შეტანილი შენატანის ღირებულების ოდენობით;
დ) ყველა პასუხი მცდარია.

29 შპს შეიძლება დაარსონ: (0,2 ქულა)


ა) მხოლოდ ფიზიკურმა პირებმა;
ბ) მხოლოდ იურიდულმა პირებმა;
გ) როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირებმა;
დ) როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირებმა, მათ შორის სახელმწიფომ

30 ამხანაგობა (0,2 ქულა)


ა) ერთჯერადი ხელშეკრულებით იქმნება
ბ) არ წარმოადგენს იურიდიულ პირს
გ) მრავალჯერადი საქმიანობისათვის არ არის განკუთვნილი
დ) სუყველა ზემოთ მითითებული პასუხი მართებულია

You might also like