You are on page 1of 4

საქართველოს კონკურენციის სამართალი

(ლექტორი: ლიანა ჯაფარიძე)

პირველი შუალედური გამოცდა (15 ქულა)


27.04.2020

დრო: 2 საათი
ჩაბარების ფორმატი: MS Word; ფაილის მარცხენა ზედა კუთხეში მითითებული უნდა იყოს
შემდეგი ინფორმაცია:
 საგნის დასახელება
 სტუდენტის სახელი და გვარი
 სტუდენტის პირადი ნომერი
ინსტრუქცია: ქვემოთ მოცემული 6 საკითხიდან (3 თეორიული შეკითხვა და 3 კაზუსი),
თქვენი სურვილისა და არჩევანის შესაბამისად, დაწერეთ 3 საკითხი. დაწერილი
საკითხებიდან სულ მცირე ერთი უნდა იყოს პასუხი თეორიულ შეკითხვაზე და სულ მცირე
ერთი - კაზუსის ამოხსნა.

თითოეული საკითხზე (როგორც თეორიულზე, ისე კაზუსზე) პასუხი არ უნდა


აღემატებოდეს 800 სიტყვას. თითოეული საკითხი ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით. საკითხის
საგამოცდო ფურცელში კოპირება სავალდებულო არაა. მთავარია, საკითხზე პასუხის
დაწყებისას მითითებული იყოს მისი ნომერი (მაგ. საკითხი N3).

საკითხი N1. (თეორიული შეკითხვა)


შპს „რუსთავის ლუდის ქარხანას“ სურს საკუთარი საქონლის დისტრიბუცია განახორციელოს
საქართველოს მასშტაბით, კონკურენციის კანონმდებლობის სრული დაცვით.
 ჩამოთვალეთ სულ მცირე ხუთი გზა, რომლის მეშვეობითაც მოცემულ მწარმოებელს
ამის გაკეთება შეუძლია.
 მოკლედ განმარტეთ, ჩამოთვლილი ხუთი გზიდან, რომელი ხვდება „კონკურენციის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მოქმედების სფეროში და რომელი არა?
რატომ?
 მიუთითეთ, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის
მოქმედების სფეროში მოხვედრილი დისტრიბუციის გზებიდან, რომელი შეიძლება
დაექვემდებაროს ამავე კანონის მე-9 მუხლით დადგენილ გამონაკლისებს და რომელი
ნორმატიული რეგულირების საფუძველზე?

საკითხი N2. (თეორიული შეკითხვა)


მიუთითეთ, თუ კონკურენციის სამართლის რომელი სკოლის წარმომადგენლის პოზიციას
შეეფერება ქვემოთ მოცემული გამონათქვამები? მოკლედ (2-3 წინადადებით) განმარტეთ,
რატომ ფიქრობთ ასე.
 „ბაზრის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტიანი გზა ამ
ბაზარზე არსებული თითოეული მსხვილი მოთამაშის რამდენიმე წვრილ მოთამაშედ
(კონკურენტად) დაშლაა“;
 „ბაზარზე კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფის მიზნით, საჭიროა ბაზრის
მოთამაშეთა დაცვა როგორც სახელმწიფოს გადამეტებული ჩარევებიგან, ისე კერძო
კომპანიების შეუზრუდავი ძალაუფლების ქვეშ მოქცევისგან“;
 „ბაზარზე კონკურენტუნარიანობის მთავარი მაჩვენებელია ეკონომიკური
ეფექტიანობა - სხვა პარამეტრები ყურადსაღები არაა“.

საკითხი N3. (თეორიული შეკითხვა)


ყურადღებით გაეცანით ქვემოთ მოცემულ სუბიექტებსა და სიტუაციებს:
 აა(ი)პ „საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაცია“
o წესდების ცვლილების საფუძველზე ზრდის საწევრო შესატანს 20%-ით
o სტუდენტ ფსიქოლოგებს სთავაზობს ორკვირიან ფასიან ტრენინგს
ფსიქოლოგიურ სეანზებზე მიღებული სტრესის მენეჯმენტში
 სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო
o შეისყიდის ქართველი მცირე მეწარმეებისგან ღვინოს მისი უცხოურ ბაზარზე
ექსპორტის მიზნით
o ევროკავშირის ბაზარზე გასვლის მსურველ მცირე და საშუალო მეწარმეებს
უწესებს ღვინის წარმოების დამატებით სტანდარტებს
 საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შპს
„საქართველოს ფოსტა“
o ტენდერის საშუალებით შეისყიდის ჯანმრთელობის დაზღვევის მომსახურებას
საკუთარი თანამშრომლებისთვის
o გვთავაზობს ახალ ფასიან მომსახურებას „სწრაფი გზავნილი“, რომლის
მეშვეობითაც საზღვარგარეთ გაგზავნილი წერილების ადგილზე მიტანა
ხორციელდება 5 სამუშაო დღეში
 ფოთის პორტი
o სთავაზობს პორტში შემოსულ გემებს ანაზღაურებად მომსახურებას -
ტვირთის შენახვას საკუთარ საწყობში, სანამ ეს უკანასკნელნი განბაჟებისა და
საგზაო გადაზიდვის ნებართვების მისაღებად საჭირო პროცედურებს გადიან
o უზრუნველყოფს პორტის ტერიტორიაზე მყოფი პირების მხრიდან
უსაფრთხოების წესების დაცვას
მოკლედ მიუთითეთ, ხსენებული სუბიექტები რომელ შემთხვევაში შეგვიძლია მივიჩნიოთ
ეკონომიკურ აგენტებად, რომელ შემთხვევაში არა და ასევე მოკლედ ახსენით რატომ.

საკითხი N4. (კაზუსი)


თქვენს მეგობარი იმ გამომცემლობის უფროსია, რომელშიც ამჟამად მხოლოდ
გამომცემლობის თანამშრომლების რედაქტორობით მომზადებული ყოველკვირეული
გაზეთი „ქართული ლიტერატურის მიმოხილვა“ იბეჭდება. გაზეთი დიდი
პოპულარულობით სარგებლობს როგორც ლიტერატურულ კრიტიკოსებსა და მწერლებს, ისე
მრავალი დამატებითი ინტერესის მქონე უბრალო მკითხველს შორის.

გაზეთი იბეჭდება 10 000 ეგზემპლარად, 20 გვერდიანია და რეკლამას არ შეიცავს. ერთი


ეგზემპლარის ფასი 1 ლარია. გამომცემლობის სტამბაში ამჟამად 50 ერთეული საბეჭდი
მოწყობილობაა. მათი სიმძლავრიდან გამომდინარე, ყოველკვირეული გაზეთის დაბეჭდვა 1
დღეშია შესაძლებელი. საბეჭდი მოწყობილობები მრავალფუნქციურია, მუშაობს რამდენიმე
ტიპის ქაღალდზე და შესაძლოა მათი გამოყენება მრავალი დანიშნულების მასალის
საბეჭდად.

დღეს დილით, მეგობარმა თქვენთა საუბარში გულისტკივილით აღნიშნა, რომ მიუხედავად


მისი ენთუზიაზმისა, გამომცემლობა მომგებიანი არ არის. მას არ სურს ერთგული
მკითხველისთვის იმედის გაცრუება, მაგრამ თუ რაიმე არ შეიცვალა, მას გაზეთის ბეჭდვის
შეჩერება მოუწევს.

ამ საუბრისას გახსენდებათ წარმოების პროცესში მასშტაბის ეკონომიის, მოცულობის


ეკონომიისა და ქსელური ეფექტების მნიშვნელობა. აუხსენით მეგობარს თითოეული
მათგანის არსი და განუმარტეთ, თუ როგორ შეუძლია გახადოს საწარმო მომგებიანი მათი
გამოყენებით, მის გამომცემლობაში განსახორციელებელი კონკრეტული ცვლილებების
მაგალითზე (თითოეულ ხერხთან მიმართებით დეტალურად ჩამოაყალიბეთ სულ მცირე
ერთი ცვლილება).

საკითხი N5. (კაზუსი)


„აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შექმნილი შპს „სიტკბოება“, რომელშიც 60%-იან წილს
ფლობს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, უკვე 2 წელია ხილის ნატურალური
წვენების წარმოებითაა დაკავებული. ის საკუთარ ბიზნესს აწარმოებს ძირითადად ქართლისა
და იმერეთის რეგიონში, თუმცა გეგმავს გაფართოებას სხვა რეგიონებშიც, ნატურალური
წვენების მწარმოებელი 3 ქართულ და 2 უცხოური (იმპორტიორი) კომპანიის არსებობის
მიუხედავად.

ბოლო 2 თვეა კომპანია ზარალს განიცდის, რადგან წარმოების ხარჯების ზრდის გამო წვენის
ფასის ზრდის პარალელურად, წვენის მოყვარულებმა სხვადასხვა სახეობის არანატურალური
წვენების შესყიდვა დაიწყეს. ბიზნესის კვლავ გამომგებიანების მიზნით, შპს „სიტკბოება“
მოსალაპარაკებლად იწვევს საქართველოში არანატურალური წვენების ორ ყველაზე დიდ
მწარმოებელს. მოლაპარაკებას ასევე ესწრება შპს „ნატურა“, რომელიც 1 წლის წინ შეიქმნა,
ნატურალური წვენით კახეთის რეგიონს ამარაგებს და წარმოადგენს შპს „სიტკბოების“
შვილობილ კომპანიას (80%-იანი წილით).

მოლაპარაკებაზე მხარეებმა დაწვრილებით ისაუბრეს საკუთარი ფასწარმოქმნის


პოლიტიკაზე, თუმცა ფასების გათანაბრებაზე შეთანხმება ვერ მიიღწა. ამავდროულად,
გადაწყდა, რომ მსგავსი შეკრებები სულ მცირე, წელიწადში ერთხელ გაიმართება - მხარეთა
ერთობლივი დასკვნაა, რომ დანახარჯებსა და სავარაუდო ფასდაკლებებზე მსჯელობა ხელს
შეუწყობს თითოეული მათგანის ბიზნეს-სტრატეგიების დახვეწას და შედეგად, წარმოების
გაუმჯობესებას საქართველოს მასშტაბით.

მოლაპარაკების შესახებ ცნობილი გახდა ნატურალური წვენების მწარმოებელი ერთ-ერთი


იმპორტიორი კომპანიისთვის, რომელმაც მიმართა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის თაობაზე. სააგენტოს
იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნული საქმე დაგაწერათ თქვენ, როგორც
დეპარტამენტის უფროს იურისტ-სპეციალისტს.
მიეცით ზემოთ მოყვანილ ქმედებებს იურიდიული შეფასება „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-7 მუხლთან მიმართებით.

საკითხი N6. (კაზუსი)


ქ. თბილისში საკვების შეკვეთა ადგილზე მიტანის მომსახურებას ახორციელებს 6 მსხვილი
საკურიერო კომპანია. ორი მათგანი, შპს „Happy Carrier“ და შპს “მიმტანი+“, დაარსებულია სს
„ქართული მადის“ მიერ, რომელიც ფლობს საკვები ობიექტების რამდენიმე ქსელს როგორც
თბილისში, ისე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში. მესამე კომპანია, შპს „მალემსრბოლი“,
ფლობს 90%-იან, 40%-იან და 10%-იან წილებს დარჩენილ სამ მსხვილ კომპანიაში.

საკურიერო მომსახურება 2018 წლამდე ძირითადად სატელეფონო შეკვეთების საფუძველზე


ხორციელდებოდა. თუმცა, 2018 წლიდან შპს „მალემსრბოლმა“ შეიმუშავა შეკვეთის ონლაინ
სისტემა, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას: ა) მოძებნოს მასთან ყველაზე
ახლომდებარე ონლაინ შეკვეთის მიმღები საკვები ობიექტები; ბ) ანალოგიურად მოძებნოს
კურიერები; გ) პროგრამას გამოათვლევინოს შეკვეთის მიტანის სავარაუდო სიქჩარე და
დაგვიანების შემთხვევაში ავტომატურად დაიბრუნოს საფასურის 15%. აღწერილი სისტემის
დანერგვის შედეგად, შპს „მალემსრბოლის“ საბაზრო წილი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

შეკვეთების ონლაინ სისტემის წარმატების პარალელურად, ბაზარზე არსებული დანარჩენი 5


მსხვილი კომპანია თანხმდება ანალოგიური სისტემის ერთობლივად შემუშავებაზე. ამის
მთავარი სიკეთე ისაა, რომ ონლაინ სისტემაში აისახება საკურიერო მომსახურების
განმახორციელებელი 5-ვე კომპანიის პარტნიორი კვების ობიექტები და კურიერები.
შესაბამისად, მომხმარებლებს ექნებათ გაცილებით ფართო არჩევანი.

კომპანიების პირველი შეხვედრა კვირის ბოლოსაა დაგეგმილი. მასზე უნდა დაესწროთ


თქვენც, როგორც შპს „მიმტანი+“-ის კორპორატიული იურისტი. კომპანიის ხელმძღვანელი
გეუბნებათ, რომ განსახილველია შემდეგი საკითხები:
 მხარეთა მიერ თანხის გამოყოფა IT კომპანიის დასაქირავებლად, რომელიც
შეიმუშავებს შესაბამის ონლაინ სისტემას;
 შეთანხმება იმ ინფორმაციის გაცვლაზე (პარტნიორი კვების ობიექტების რაოდენობა
და მდებარეობა, კურიერების რაოდენობა და ა.შ.), რომელიც საჭიროა ონლაინ
სისტემის ამუშავებისთვის;
 შეთანხმება მიტანის მომსახურების საერთო ფასებზე (რომლებიც გამოითვლება
კურიერის მიერ გავლილი მანძილის საფუძველზე) და დაგვიანების შემთხვევაში
დასაბრუნებელი თანხის ოდენობაზე.

გაანალიზეთ დასადები შეთანხმების შესაბამისობა „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-7


მუხლთან.

You might also like