You are on page 1of 3

დავალება N2 – 10 ქულიანი

დავალების წარმოდგენის დედლაინი: პარასკევი, 9 დეკემბერი, საღამოს 10:00 საათი.

დავალების შესრულების ფორმატი: ვორდის დოკუმენტი (1-2 გვერდი) მსჯელობა ნარატივი,


Shift ზომა 11, სახეობა Sylfaen. წარმოსადგენი დავალების ფორმა იხილეთ ამავე დოკუმენტში
მე-2 გვერდზე.

დავალების გადასაგზავნად საჭირო მეილი: mariam.danelia@btu.edu.ge

დავალების შინაარსი:

მოიძიეთ ინფორმაცია საქართველოში არსებული კაპიტალი ბაზრის შესახებ. შესაბამის


ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმსჯელეთ:

1. როგორც ინვესტორი, როგორ შეაფასებდით კაპიტალის ბაზრის განვითარების დონეს


ქვეყანაში? ( 4 ქულა)
2. მოკლედ აღწერეთ საქართველოს საფონდო ბირჟაზე არსებული სიტუაცია და
რამდენად მიმზიდველია ეს ბაზარი თქვენთვის, როგორც ინვესტორისთვის? წყარო:
ინტერნეტის ღია წყაროები (4 ქულა)
3. იმსჯელეთ, თქვენთვის, როგორც გლობალური კომპანიის მენეჯერებისათვის,
რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს კაპიტალის ბაზარზე ყოფნა და აქტიური
ოპერირება? (2 ქულა)

დავალება N2

ჯგუფი: 2

სტუდენტის სახელი და გვარი: ლიკა უშარიძე

თარიღი:

1
დავალების პასუხი:

როგორც ვიცით კაპიტალის ბაზარი არის მოსახლეობისთვის დანაზოგის განთავსების ერთ


ერთი საშუალება, მეორე მხრივ კი კომპანიებისთვის ინვესტიციების მოზიდვის
შესაძლებლობა. ანუ ადგილი სადაც ერთმანეთ ხვდებიან ისინი ვისაც აქვთ ზედმეტი ფული
და ისინი ვისაც სჭირდებათ ფული.

საქართველოს საფონდო ბირჟა 2000 წელს დაარსდა და შეიქმნა საქართველოს ფასიანი


ქაღალდების ეროვნული კომისია. ნელ ნელა ვითარდებოდა ბაზარი, 2008 წლამდე 300-მდე
სააქციო საზოგადოება მონაწილეობდა საფონდო ბირჟაზე და 40-ზე მეტი საბროკერი ფირმა
ასრულებდა საინვესტიციო ინსტიტუტების ფუნქციას. თუმცა 2012 წელს ბირჟის ბრუნვა ანუ
საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებების ღირებულებამ შეადგინა მთლიანი სამამულო
პროდუქტის 0,01 პროცენტი, მაშინ როდესაც ჩინეთში ეს მაჩვენებელი 56.6 პროცენტია,
თურქეთში - 35 პროცენტი, ხოლო რუსეთში კი - 19.8. რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო
და საფონდო ბაზარმა საქართველოში დაკარგა აქციებზე საბაზრო ფასწარმოქმნის ფუნქცია.
საბროკერო კომპანიების რიცხვიც 2014 წელს 7 - მდე შემცირდა, ხოლო გარიგებები 2,321
გარიგებიდან 283-მდე შემცირდა. ეს ყველაფერი კი საქართველოს პარლამენტის და ე.წ.
„ლიბერალების ჯგუფის მიერ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ კანონის ცვლილებამ
და გამკაცრებამ გამოიწვია.

მე როგორც ინვესტორი, მსჯელობაზე დაყრდნობით ვთვლი, რომ საქართველოში არსებული


კაპიტალის ბაზარს განუვითარებელია და არაერთი ნაკლი გააჩნია, როგორიცაა მაღალი
ტარიფები, არასაკმარისი ლიკვიდურობა, გამოუცდელი მონაწილეები, კომპანიების
კრედიტუნარიანობის შეფასების არაეფექტური სისტემა, ასევე სახელმწიფო ფასიანი
ქაღალდების ბაზრის განუვითარებლობა და კიდევ უამრავი. ეს ყველაფერი კი კაპიტალის
ბაზრის განვითარებას უშლის ხელს და ზღუდავს ინვესტორების დაინტერესებას. ასევე
ბოლო ხუთი წლის მონაცემებს თუ გადავხედავთ საფონდო ბირჟაზე მხოლოდ 308 გარიგება
იქნა დადებული ლარში. რაც საოცრად დაბალი მაჩვენებელია. შესაბამისად ჩემთვის როგორც
ინვესტორისთვის არ არის მიმზიდველი საქართველოს კაპიტალის ბაზარი.

2
დიაგრამა 1 მსოფლიო ბანკის მონაცემები, წელი 2012 საქართველო

დიაგრამა 2 საქ. საფონდო ბირჟის ბრუნვის კატასტროფული დაცემა

რაც შეეხება ბოლო კითხვას რამდენადაც ვიცით კაპიტალის ბაზრის არსებობა ნიშნავს
სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს და საერთო კეთილდღეობას, ვინაიდან კაპიტალის ბაზარი
გვეხმარება რისკების შემცირებაში აქციების დივერსიფიკაციის გზით და გვაძლევს
საშუალებას დამატებითი შემოსავალის მიღებაში. ასევე გლობალური კაპიტალის ბაზარი
უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს კომპანიებსა და ინვესტორებს არჩევანის თავისუფლებაში
და ქმნის ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს. გარდა ამისა კომპანიებს გლობალურ ბაზარზე
საშუალება აქვთ სესხი აიღონ უფრო დაბალ პროცენტში, ვიდრე ადგილობრივ ბაზარზე.
შესაბამისად კაპიტალის ბაზარზე ყოფნა და აქტიური ოპერირება ყველა კომპანიისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია.

You might also like