You are on page 1of 5

შესავალი ეკონომიკაში

პირველი შუალედური გამოცდა

მაქსიმალური შეფასება: 25 ქულა

დავალება 1 (3 ქულა). ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ. მთავრობას შეუძლია ამ


სტიმულების შეცვლა, და შესაბამისად, ადამიანების ქცევის შეცვლა სხვადასხვა
პოლიტიკის განხოციელებით. მაგრამ ზოგჯერ კონკრეტულმა პოლიტიკამ შესაძლოა
შექმნას გაუთავალისწინებელი სტიმულები, რამაც გამოიწვიოს დაუგეგმავი
შედეგები. შეარჩიეთ ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი პოლიტიკიდან სამი და სცადეთ
შეაფასოთ, რა გაუთვალისწინებელი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს თითოეულმა
მათგანმა:

ბ. მარიხუანის მოხმარების შესამცირებლად, მთავრობა მარიხუანის მოხმარებას


აცხადებს არაკანონიერად.
მარიხუანის მოხმარების არაკანონიერად გამოცხადება მხოლოდ ნაწილობრივ
დაარწმუნებს მოსახლეობას, რომ აღარ გამოიყენონ, ისინი უკანონოდ მაინც შეიძენენ
მათ. ასევე არსებობს რისკ ჯგუფი არასრულწლოვნები ვისთვისაც აჯრძალული ხილი
საინტერესო გახდება, მოხმარებას არ შეწყვეტენ და გაიზრდება კრიმინალის
რაოდენობაც.

გ. საქართველოში პომიდვრის მწარმოებელთა ეკონომიკური კეთილდღეობის


გასაუმჯობესებლად მთავრობა კრძალავს პომიდვრის იმპორტს საზღვარგარეთიდან.
ამ შემთხვევაში ბაზარი შეიძლება ითქვას რომ გახდება ოლიგოპოლიური. რადგანაც
ბაზარზე მხოლოდ ქართველი მწარმოებლები იქნებიან დიდი კონკურენციის
პირობებში ფასის კონტროლისას მათ შეიძლება პომიდვრის ღირებულება
საგრძნობლად გაზარდონ, რაც მოსახლეობისთვის რა თქმა უნდა არახელსაყრელი
იქნება.

ე. სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტისა და საწვავის მოხმარების შესამცირებლად,


მთავრობა აწესებს გადასახადს ყოველ ერთ ლიტრ ბენზინზე ერთი ლარის
ოდენობით.
ვინაიდან და რადგანაც საწვავი არის ისეთი რესურსი, რაც ყოველდღიურობაში
აუცილებელია,დიდ მანძილზე გადაასაადგილებლად მოსახლეობა მაინც
იძულებული გახდება შეიძინოს ბენზინი, თუმცა მომატებული ფასით, რაც აშკარათ
იმოქმედებს ოჯახის ბიუჯეტზე და გაუთვალსწინებელი ხარჯებიც ექნებათ.

დავალება 2 (4 ქულა). ნივთის ალტერნატიული დანახარჯი არის ყველაფერი ის, რაც


დავთმეთ ამ ნივთის ფლობისათვის. შეაფასეთ ქვემოთ ჩამოთვლილი „ნივთების“
ალტერნატიული დანახარჯი:

1. მარიამს შეუძლია იმუშაოს სრულ განაკვეთზე ან იაროს უნივერისიტეტში. მარიამი


ირჩევს უნივერსიტეტს.

მარიამი არა ფინანსური დანახარჯის (დროის) საშუალებით ივლის უნივერსიტეტში,


თუმცა მას ამ პერიოდის განმავლობაში შეეძლო გამოიმუშავებინა ფული.
შესაბამისად ფინანსურ დანახარჯსაც გაწევს.

2. მარიამს შეუძლია იმუშაოს სრულ განაკვეთზე ან იაროს უნივერისტეტში. მარიამი


ირჩევს სრულ განაკვეთზე მუშაობას.

მარიამი მიიღებს თანხას სრულ განაკვეთზე მუშაობისას. ალტერნატიული


დანახარჯი ის არის,რომ ის ვერ მიიღებს განათლებას.

3. ფერმერი ფლობს 100 ჰექტარ მიწას. მას შეუძლია დათესოს ხორბალი, რომელიც
ყოველ ჰექტარზე 5 ტონა მოსავალს მისცემს. ან დათესოს პომიდორი, რომელიც მას 35
ტონა მოსავალს მისცემს ყოველ ჰექტარზე. ფერმერი ირჩევს ხორბლის დათესვას.

ფერმერი ვერ მიიღებს პომიდვრის 35 ტონა მოსავალს.

4. ფერმერი ფლობს 100 ჰექტარ მიწას. მას შეუძლია დათესოს ხორბალი, როემლიც
ყოველ ჰექტარზე 5 ტონა მოსავალს მისცემს. ან დათესოს პომიდორი, რომელიც მას 35
ტონა მოსავალს მისცემს ყოველ ჰექტარზე. ფერმერი ირჩევს პომიდვრის დათესვას.

ფერმერის ალტერნატიული დანახარი არის ხორბლის 5 ტონა მოსავალი.

დავალება 3 (4 ქულა). წარმოიდგინეთ, რომ თქვენმა უნივერსიტეტმა ეზოს


მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი სემესტრის საპარკინგე საშვის ღირებულება
შეამცირა 100 ლარიდან 5 ლარამდე:
1. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიცვლება იმ სტუდენტების რაოდენობა, ვისაც სურს
რომ თავისი ავტომობილი უნივერსიტეტის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე
დააპარკინგოს?

სტუდენტების რაოდენობა გაიზრდება, რადგანაც ფასი დაიწევს.

2. როგორ ფიქრობთ, როგორ შეიცვლება ის დრო, რომელშიც სტუდენტები შეძლებენ


საპარკინგე ტერიტორიაზე თავისუფალი ადგილის პოვნას?

რა თქმა უნდა მსურველების დიდი რაოდენობის გამო, დრო შემცირდება საპარკინგე


სივრცის გამოყენების.

3. ყველა ალტერნატიული დანახარჯის გათვალისწინებით, შემცირდა თუ არა


საპარკინგე საშვის რეალური ხარჯი სტუდენტებისთვის?

არ შემცირდა

4. იქნება თუ არა საპარკინგე საშვის ალტერნატიული დანახარჯი ერთი და იგივე იმ


სტუდენტისთვისაც რომელიც არ მუშაობს და იმ სტუდენტისთვის, რომლის
საათობრივი ანაზღაურება საათში 15 ლარია?

დიახ იქნება

დავალება 5 (4 ქულა). წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ესაუბრებით თქვენს მეგობარს


ბრაზილიაში. თქვენი მეგობარი ამბობს, რომ ამინდის პროგნოზის მიხედვით
მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბრაზილიაში ნავარაუდევია დაბალი
ტემპერატურა, რაც გამოიწვევს ყავის მოსავლის დაზიანებას.

1. თუ ამინდის პროგნოზი გამართლდება, როგორ შეიცვლება ყავის მიწოდება


ბრაზილიაში? როგორ შეიცვლება ყავის ახალი წონასწორული ფასი და რაოდენობა?

მიწოდების რაოდენობა შემცირდება, მიწოდება და მოთხოვნა გაწონასწორებული არ


იქნება და ფასი დაიწევს.

2. თუ ინფორმაცია მოსალოდნელი უამინდობის შესახებ ხელმისაწვდომია ყავის


მომხარებლებისათვის, როგორ შეიცვლება ყავაზე მოთხოვნა? როგორ შეიცვლება
ყავის ახალი წონაწორული ფასი და რაოდენობა?

მოთხოვნა გაიზრდება, რაც გამოიწვევს წონასწორული ფასის გაზრდას და


რაოდენობის შემცირებას.
დავალება 6 (5 ქულა). იმისათვის, რომ მთავრობამ შეამცრიოს სიგარეტის მოხმარება,
იგი აწესებს დამატებით გადასახადს სიგარეტზე 2 ლარის ოდენობით, რაც იწვევს
სიგარეტის გაძვირებას. სიგარეტზე გადასახდის დაწესებიდან ერთი თვის შემდეგ
აღმოჩნდა რომ მიუხედავად სიგარეტის ფასის მკვეთრი ზრდისა, სიგარეტზე
მოთხოვნის რაოდენობა მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა.

1. ზემოთ მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, არის თუ არა სიგარეტზე


მოთხოვნა ელასტიური ერთ თვიან პერიოდში?

მოთხოვნა არაელასტიურია

2. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ სიგარეტის მწარმოებელი ფირმის


თანამშრომელი, რომელიც პასუხიმგებელია სიგარეტის ფასის განსაზღვრაზე.
კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ სიგარეტის მოთხოვნაზე ერთი თვის მანძილზე
დაკვირვებამ აჩვენა, რომ სიგარეტის მწარმოებელი კომპანიები უნდა შეთანხმდნენ
და ყველამ ერთად უნდა გაზარდონ ფასი სიგარეტზე, რადგან ამას შეუძლია მათი
მთლიანი შემოსავლის გაზრდა. არის თუ არა ფირმის დირექტორის მსჯელობა
ჭეშმარიტი? რატომ?

ჭეშმარიტია, რადგან სიგარეტზე მოთხოვნის რაოდენობა მხოლოდ უმნიშვნელოდ


შემცირდა, ფასის ზრდა მწეველებისთვის ნაკლებად საყურადღებოა, შესაბამისად ეს
კომპანიისთვის შემოსავლების გაზრდის საშუალებას ნამდვილად მოასწავებს.

3. წინა კითხვაში მოცემული შემოთავაზების ალტერნატივად კომპანიის დირექტორი


განიხილავს სიგარეტზე ფასის გაზრდას, მიუხედავად იმისა გაზრდიან თუ არა ფასს
სხვა კომპანიები, რადგანაც დაკვირვება ცხადად აჩვენებს, რომ მწეველები მკვეთრად
არ რეაგირებენ სიგარეტის გაზრდილ ფასზე სიგარეტის მოხმარების შემცირებით. თუ
კომპანიის მიზანი მთლიანი შემოსავლის გაზრდა, არის თუ არა ფირმის
დირექტორის მოსაზრება ჭეშმარიტი? რატომ?

დიახ ჭეშმარიტია, სწორედ იმიტომ, რომ სიგარეტის გაზრდილ ფასზე


მომხმარებლები მკვეთრად არ რეაგირებენ.

დავალება 7 (5 ქულა). ტაქსის მომსახურების ტარიფის გაძვირების შემდეგ 5 ლარიდან


6 ლარამდე, ტაქსის მომსახურებაზე მოთხოვნა შემცირდა 100-დან 85-მდე.
ა. დათვალეთ ტაქსის მომსახურებაზე მოთხოვის ელასტიურობა ფასის მიმართ
შუაწერტილის მეთოდით და შეაფასეთ ელასიტიურია თუ არა მოთხოვნა არა ფასის
მიმართ.

85−100
¿
¿¿

არაელასტიურია, რადგან -0,89¿ 1

ბ. მარიამის ხელფასი გაიზარდა 1000 ლარიდან 1300 ლარადე, რის შემდეგაც მარიამის
ტაქსის მომსახურებაზე მოთხოვა გაიზარდა 15-დან 20-მდე. გამოთვალეთ მოთხოვნის
ელასტიურობა შემოსავლის მიმართ და შეაფასეთ ელასტიურია თუ არა მარიამის
ტაქსის მომსახურებაზე მოთხოვნა შემოსავლის მიმართ. ნორმალური თუ მდარე
საქონელია ტაქსის მომსახურება მარიამისთვის?

20−15 1300−1000 1 3 10
÷ = ÷ = =1,1
15 1000 3 10 9

ელასტიურია, რადგან 1,1¿ 1, მარიამისთვის ტაქსის მომსახურება ნორმალურ


საქონელს წარმოადგენს.

ბონუს დავალება (2 ქულა). დაასახელეთ და განმარტეთ არჩევანის არქიტექტურის


ერთი-ერთი პრინციპი და მოიყვანეთ სულ მცირე ორი შესაბამისი მაგალითი.

არჩევანის არქიტექტურის 6 ძირითადი პრინციპი არსებობს, ესენია: „მინიმალური


წინააღმდეგობის ბილიკი“, მოსალოდნელი შეცდომების დაშვება, უკუკავშირის
გაცემა, არჩევნიდან კეთილდღეობამდე, კომპლექსური არჩევნის დაგეგმვა და
სტიმულები. განვიხილოთ კომპლექსური არჩევნის დაგეგმვა, მაგალითი პირველი,
როცა მიწევს არჩევნის გაკეთება ბინა შეიძინო ქალაქის ცენტრში თუ ქალაქგარეთ და
მაგალითი მეორე, როცა მიწევს ავირჩიო დავთანხმდე თუ არა სამსახურს
საზღვარგარეთ და არა ჩემს ქალაქში.

You might also like