You are on page 1of 5

იაზროვნე როგორც ეკონომისტმა

1. დავუშვათ ხართ სტუდენტური გაერთიანების პრეზიდენტი და უნდა გადაწყვიტოთ


როგორ გაანაწილოთ 20,000$ წლის განმავლობაში მოწვეულ სპიკერებზე. Conan O’brien
და Will Ferrell-ის ერთჯერადი მოწვევა ღირს თითოეულის 10,000$, Stephen Colbert-ის
20,000$, ხოლო მთავრობის ყოფილი ეკონომიკური მრჩეველების მოწვევა 1000$,
თითოეულ ლექციაზე. ახსენით არჩევანის და რესურსების შეზღუდულობის
ეკონომიკური პრობლემა. გადაწყვეტილების მიღებისას რა საკითხებს
გაითვალისწინებდით?

2. Michelle Wie-მ თინეიჯერმა გოლფის მოთამაშემ, რომელმაც 2006 წელს 20 მილიონი


აშშ დოლარი გამოიმუშავა, გამოაცხადა, რომ 2007 წლიდან ჩაირიცხება სტუდენტად
სტენფორდის უნივერსიტეტში. რა იყო მისთვის 1 წელი კოლეჯში სწავლის
ალტერნატიული დანახარჯი? როგორ შეადარებდი შენი 1 წელი უნივერსიტეტში
სწავლის ალტერნატიულ დანახარჯს?

3. Allison მომდევნო წლის ივნისში დაასრულებს სკოლას. მან სკოლის დამთავრების


შემდგომი გეგმები შემდეგი წყობით დაალაგა: (1) იმუშაოს როგორც კონსულტანტმა
თავის ქალაქში და გამოიმუშაოს 20,000 $ წელიწადში. (2) ჩაირიცხოს ადგილობრივ
კოლეჯში და სწავლის საფასურად და სხვა ხარჯებისთვის გადაიხადოს 5000$
წელიწადში. (3) იმოგზაუროს მსოფლიოს ირგვლივ და ზედამხედველობა გაუწიოს
როკ ვარსკვლავის შვილს, რაშიც მას გადაუხდიან 5000$ წელიწადში. რა არის მისი
არჩევანის ალტერნატიული დანახარჯი?

4. დავუშვათ გაქვს შოკოლადის ორი ყუთი, შენს მეგობარს კი აქვს ორი ბოთლი რძე.
ახსენი როგორ შეუძლია ორივე თქვენგანს ვაჭრობით მიიღოს სარგებელი. ახსენი ეს
სარგებელი ვაჭრობისგან არის უკეთესი განაწილების თუ გაზრდილი წარმოების
შედეგი?
5. დავუშვათ Tina და Julia-ს შეუძლიათ აწარმოონ Brownies და Poems, რომლებიც
შეიძლება კომბინირდეს საჩუქარში შემდეგი კომბინაციით:

ა) თუ ამჟამად Tina და Julia აწარმოებენ 2 Poem-ს კვირაში, რამდენ Brownies-ს აწარმოებენ


ისინი? სულ რამდენ Poem-ს და Brownies-ს აწარმოებენ ისინი?

ბ) არის თუ არა წარმოების გაზრდის შესაძლებლობა? რატომ არის ან რატომ არ არის? გ)


დავუშვათ Julia სრულად სპეციალიზდება Poem-ების წარმოებაში, ხოლო Tina სრულად
სპეციალიზდება Brownies-ს წარმოებაში. რა იქნება მათი ერთობლივი წარმოების მოცულობა?

6. დავუშვათ თქვენ უნდა გაყოთ თქვენი დრო მათემატიკის მეცადინეობასა და


ინგლისურის გაკვეთილისთვის ფინალური ნაშრომის მომზადებას შორის.
თითოეული საქმისთის დათმობილი დრო და შესაბამისი ქულა მოცემულია ქვემოთ
ცხრილში:

ა) ააგეთ მათემატიკისა და ინგლისურის ქულებს შორის დამოკიდებულების გრაფიკი;

ბ) რა არის მათემატიკაზე დახარჯული დროის 80%-დან 100%-მდე გარდის ალტერნატიული


დანახარჯი? რა არის მათემატიკაზე დახარჯული დროის 60%-დან 80%-მდე გარდის
ალტერნატიული დანახარჯი?

გ) არის თუ არა ზრდადი მათემატიკაზე დახარჯული მეტი დროის ალტერნატიული


დანახარჯი? ახსენით.

დ) დავუშვათ თქვენს მშობლებს სურთ, რომ ორივე საგანში მიიღო 92%-ზე მაღალი შეფასება,
რას ეტყვით მათ?
7. მცირე ზომის ქვეყანა, მისი შეზღუდული რესურსების პირობებში, აწარმოებს მხოლოდ
ორი ტიპის პროდუქციას: ავტომობილებს და ნამცხვრებს. აღნიშნული ქვეყნის
საწარმოო შესაძლებლობები მოცემულია ქვემოთ ცხრილზე:

ა) ააგეთ საწარმოო შესაძლებლობათა საზღვრის გრაფიკი;

ბ) დავუშვათ ავტომობილების წარმოების პროცესში ძირითადად კაპიტალი, ხოლო


შესაძლებლობათა საზღვრის გრაფიკს როდესაც კაპიტალის რაოდენობა იზრდება, მაგრამ
შრომის რაოდენობა უცვლელი რჩება.

8. Tracy ეუბნება Huey-ს რომ მას შეუძლია გააუმჯობესოს ეკონომიკის საგნის შეფასება
გართობისა და სხვა საგნებში მიღებული შეფასებების დათმობის გარეშე. შეგიძლიათ
იფიქროთ რა გზებით არის ეს შესაძლებელი? საწყის პირობებში/დაშვებებში რა
ცვლილებებს გამოიწვევს ეს? თუ Huey სწავლობს მხოლოდ 2 საგანს და მას შეუძლია
გააუმჯობესოს ეკონომიკის საგნის ქულა ისე, რომ არ შეუმცირდეს მეორე საგნის
(მათემატიკის) ქულა, როგორ გამოსახავდით ამ მდგომარეობას გრაფიკულად?
9. დავუშვათ, შუა აღმოსავლეთში შემცირებული ნავთობის წარმოებამ გამოიწვია
მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის ფასების ზრდა. როგორ იმოქმედებს ფასის ზრდის ეს
სიგნალი აშშ-ში სხვადასხვა საქონლის მწარმოებლებზე და რა გავლენა ექნება
აღნიშნულ ფაქტს შემოსავლების გადანაწილებაზე.

10. როდესაც ვაკვირდებით აშშ-ს, ევროპისა და იაპონიის ეკონომიკებს, ვხედავთ საბაზრო


ეკონომიკის უმეტეს ნიშნებს. მაგალითად, ფასები ველოსიპედების ბაზარზე არის
თავისუფალი და ადამიანებს აქვთ საკუთრების უფლება შეძენილ ველოსიპედებზე.
აშშ-ში, ევროპასა და იაპონიაში ბევრი ველოსიპედი წარმოადგენს სხვა ქვეყნიდან
შემოტანილს. სახელმწიფო არეგულირებს ველოსიპედების გამოყენების პირობებს
(მაგალითად, არ შეიძლება ველოსიპედის გამოყენება ავტობანზე), ხოლო
ველოსიპედების წარმოება ხდება კომპანიებში დაქირავებული მშრომელების
მეშვეობით. ჩაანაცვლეთ ველოსიპედი სხვა თქვენთვის სასურველი საქონლით ან
სერვისით და გააკეთეთ კომენტარი, იმაზე თუ რამდენად სწორია ზემოთ მოცემული
განმარტება თქვეს მიერ შერჩეული საქონლის თუ მომსახურებისთვის.
II თავი

1. ჩამოთვლილთაგან, რომელი ცვლადები წარმოადგენს მიკროეკონომიკის და რომელი


ცვლადები წარმოადგენს მაკროეკონომიკის შესწავლის საგანს?
ა. დასაქმების მაჩვენებელი აშშ-ში;
ბ. მიმტანის მიერ გამომუშავებული „ჩაის“ (tip) ღირებულება;
გ. ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში;
დ. სტუდენტის მიერ ნამუშევარი საათების რაოდენობა;
ე. ეკონომიკის სახელმძღვანელოს შესაძენად გადახდილი ფასი.
2. განიხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი, სადაც ნაჩვენებია 1996 წლიდან 2006
წლამდე ქათმის, ასევე, ჯამურად ყველა საკვები პროდუქტების ფასები.

ა. ქვემოთ მოცემული ფორმულის დახმარებით, გამოთვალეთ ქათმის შედარებითი


(ჯამურად ყველა საკვები პროდუქტების ფასებთან მიმართებაში) ფასი თითოეული
წლისათვის.
ბ. ააგეთ ქათმის შედარებითი ფასის გრაფიკი.
გ. გააკეთეთ კომენტარი თუ როგორ იცვლებოდა ქათმის ფასი ყველა პროდუქტის
ფასებთან მიმართებაში 1996 წლიდან 2006 წლის ჩათვლით პერიოდში?
3. მიუთითეთ თქვენი აზრით დადებითი იქნება თუ უარყოფითი შემდეგი
ცვლადების წყვილებს შორის კორელაცია. ასევე, დააფიქსირეთ X იწვევს Y-ს
თუ პირიქით.
ა. მზის ამოსვლა (X) და მამლის ყივილი (Y);
ბ. ქოლგების გამოყენება (X) და ჭექა-ქუხილი (Y);
გ. თეატრის ბილეთის ფასი (X) და თეატრში წამსვლელთა რაოდენობა (Y);
დ. დაქირავებულის მიერ კვირაში მიღებული ანაზღაურება (X) და მის მიერ
კვირაში ნამუშევარი საათების რაოდენობა (Y)
ე. დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი ბავშვების რაოდენობა (X) და
ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ამ დაავადებით არიან ავად (Y).

4. განსაზღვრეთ შემდეგი დებულებები პოზიტიურია თუ ნორმატიული.


ა. ნავრობის ფასი ძალიან მაღალია;
ბ. 2008 წლის ივნისში ნავთობის საშუალო ფასი გაიზარდა რეკორდულად
მაღალ 4.02$ ნიშნულამდე;
გ. 44 მილიონ ამერიკელს არ არქვს წვდომა ჯანმრთელობის დაზღვევაზე
დ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საბაზისო ჯანმრთელობის დაზღვევა
იმათთვის ვინც არ არის დაზღვეული
ე. აქციების ბაზრის კოლაფსი ბევრ ამერიკელზე იქონიებს გავლენას.

5. დავუშვათ ეკონომიკური კვლევები აჩვენებს, რომ სიგარეტზე საგადასახადო


განაკვეთის ზრდა შეამცირებს მოწევის რაოდენობას. კვლევის შედეგების
საფუძველზე, ქვემოთ მოცემული რომელი დებულება შეიძლება გამოვიყენოთ,
როგორც პოზიტიური და რომელი დებულება არ შეგვიძლია გამოვიყენოთ,
რადგან არის ნორმატიული დებულება?
ა. საგადასახადო განაკვეთის ზრდა მოწევის შემცირების მეთოდია;
ბ. თუ მთავრობას სურს შეამციროს მოწევა, მან უნდა გაზარდოს გადასახადები;
გ. თუ მთავრობას სურს შეამციროს მოწევა, მას შეუძლია გაზარდოს სიგარეტზე
გადასახადი;
დ. მთავრობამ უნდა შეამციროს მოწევა, გადასახადების ზრდით;
ე. მთავრობამ არ უნდა გაზარდოს სიგარეტზე გადასახადები
დაბალშემოსავლიანი მწეველებისთვის.

You might also like