You are on page 1of 2

ქვიზი 3

1. ძროხის ხორცზე მსოფლიო ფასი არის 9 დოლარი. მანამ, სანამ გვატემალა


დაიწყებდა ძროხის ხორცით ვაჭრობას, მისი ფასი იყო 12 დოლარი.
როდესაც გვატემალამ დაიწყო ხორცით ვაჭრობა დანარჩენ ქვეყნებთან, ეს
იყო:
ა. ექსპორტი და ფასი გვატემალაში გახდა 12 დოლარი;
ბ. ექსპორტი და ფასი გვატემალაში გახდა 9 დოლარი;
გ. იმპორტი და ფასი გვატემალაში გახდა 12 დოლარი;
დ. იმპორტი და ფასი გვატემალაში გახდა 9 დოლარი;

2. სიმართლეა თუ მცდარი შემდეგი დებულება?


შედარებითი უპირატესობა არის ესთი მწარმოებლის უნარი საქონელი
აწარმოოს ფაქტორების უფრო ნაკლები დანახარჯებით, ვიდრე მეორემ.
ა. სიმართლეა; ბ. მცდარია.

3. ფულის ბრუნვის სიჩქარე გამოითვლება შემდეგნაირად:


ა. PxY/M; ბ. PxM/Y; გ. YxM/P; დ. YxM/V.

4. სიმართლეა თუ მცდარი შემდეგი დებულება?


კლასიკური დიქოტომია სასარგებლოა ეკონომიკური ანალიზისთვის,
რადგან გრძელვადიან პერიოდში ფულის მიწოდების ცვლილება გავლენას
ახდენს როგორც ნომინალურ ცვლადებზე, ისე რეალურ ცვლადებზე
ა. სიმართლეა; ბ. მცდარია.

5. ფასების დონის ზრდა იწვევს ფულის ღირებულების:


ა. ზრდას და, ამიტომ, ხალხს სურს უფრო მეტი ფული იქონიოს;
ბ. ზრდას და, ამიტომ, ხალხს სურს უფრო ნაკლები ფული იქონიოს;
გ. შემცირებას და, ამიტომ, ხალხს სურს უფრო მეტი ფული იქონიოს;
დ. შემცირებას და, ამიტომ, ხალხს სურს უფრო ნაკლები ფული იქონიოს.

6. თუ ქვეყნის წმინდა ექსპორტი არის 9 მილიარდი დოლარი და ყიდის 50


მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელსა და მომსახურებას, მაშინ
მას აქვს:
ა. 9 მილიარდი დოლარის იმპორტი და 50 მილიარდი დოლარის ექსპორტი;
ბ. 9 მილიარდი დოლარის ექსპორტი და 50 მილიარდი დოლარის იმპორტი;
გ. 50 მილიარდი დოლარის იმპორტი და 41 მილიარდი დოლარის
ექსპორტი;
დ.50 მილიარდი დოლარის ექსპორტი და 41 მილიარდი დოლარის
იმპორტი;

7. კლასიკური დიქოტომიის თანახმად რომელ ცვლადებზე ახდენს გავლენას


ფულის მიწოდების ცვლილება?
ა. უმუშევრობა;
ბ. რეალური ხელფასი;
გ. რეალური მშპ;
დ. სარგებლის ნომინალური განაკვეთი.

8. სიმართლეა თუ მცდარი შემდები დებულება?


თუ თურქული კომპანია ყიდულობს ტელევიზორების მწარმოებელი
ქარხნის აქციებს საქართველოში, ე.ი. თურქეთი საქართველოში
ახორციელებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას:
ა. სიმართლეა; ბ. მცდარია.

9. თუ აშშ ექსპორტი შეადგენს 1.5 ტრილიონ დოლარს და იმპორტი შეადგენს


2.2 ტრილიონ დოლარს, მაშინ აშშ:
ა. საზღვარგარეთ ყიდის უფრო მეტს, ვიდრე ყიდულობს უცხოეთიდან და
მას აქვს სავაჭრო დეფიციტი;
ბ. საზღვარგარეთ ყიდის უფრო მეტს, ვიდრე ყიდულობს უცხოეთიდან და
მას აქვს სავაჭრო უპირატესობა;
გ. საზღვარგარეთიდან ყიდულობს უფრო მეტს ვიდრე ყიდის უცხოეთში და
მას აქვს სავაჭრო დეფიციტი;
დ. საზღვარგარეთიდან ყიდულობს უფრო მეტს ვიდრე ყიდის უცხოეთში
და მას აქვს სავაჭრო უპირატესობა;

10. გარკვეული წლების მანძილზე ქვეყნის ექსპორტი შეადგენდა 30 მილიარდ


დოლარს, იმპორტი - 40 მილიარდ დოლარს, ინვესტიციები - 60 მილიარდ
დოლარს. რას შეადგენს ამ ქვეყნის დანაზოგები ამ წლების განმავლობაში?
ა. 70 მილიარდ დოლარს;
ბ. 50 მილიარდ დოლარს;
გ. 10 მილიარდ დოლარს;
დ. -10 მილიარდ დოლარს.

You might also like