You are on page 1of 3

ფინანსური აღრიცხვის შესწავლისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ უკავშირდებიან

ფინანსური ანგარიშგების ელემენტები ფინანსური ანგარიშგების თითოეულ


კომპონენტს.უნდა აღინიშნოს რომ ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები განხილულია იმ
რიგითობით,როგორითაც ისინი წარედგინება შესამოწმებლად. ფინანსური ანგარიშგების
ელემენტები- ფინანსური ანგარიშგების ელემენტების ურთიერთკავშირზე მსჯელობისას
განიხილავენ საცხობის მაგალითს. ელემენტები არის ინგრედიენტები,ხოლო ფინანსური
ანგარიშგება მზა პროდუქტი. ცხობის ხელოვნება მოიცავს სხვადასხვა ინგრედიენტების
სწორი გამოყენების ცოდნას რათა საბოლოო პროდუქტი გამოვიდეს კარგი. ასევეა საჭირო
ვიცოდეთ რა კავშირია სააღრიცხო ელემენტებსა და საბოლოო პროდუქტს შორის.ამისათვის
ვსწავლობთ ამ საგანს.ფინანსურ ანგარიშგებაში შედის 10 მაჩვენებელი. მათგან პირველი
ხუთი წარმოადგენს ფინანსური ანგარიშგების განუყოფელ შემადგენელ ნაწილს და მათ
ეწოდებათ ელემენტები.ხოლო დანარჩენი ხუთი მაჩვენებელი,მათი მნიშვნელობიდან
გამომდინარე შესაძლებელია ასევე ცალკე იყოს განხილული. 1. შემოსავალი- საქონლისა და
მომსახურების ღირებულება რომელსაც საწარმო ყიდის ან ეწევა. 2. ხარჯები- საქონლისა და
მომსახურების მიწოდების ხარჯები, რომლებსაც გასწევს საწარმო შემოსავლის მისაღებად.
3.აქტივები- საგნები რომლებსაც ფლობს და აკონტროლებს საწარმო,აქვს მათი მოთხოვნის
უფლება. 4. ვალდებულებები- ის თანხები რომლებიც მართებს საწარმოს სხვა პირების
მიმართ. 5. კაპიტალი-საწარმოს წმინდა ღირებულება.

*მოგება- იგივე რაც შემოსავალი, მაგრამ ეხება საწარმოს ძირითად ან დამხმარე საქმიანობებს.
* ზარალი- დანახარჯების მსგავსი,მაგრამ ეხება საწარმოს ძირითად ან დამხმარე
საქმიანობებს. * მფლობელების მიერ გაკეთებული ინვესტიციები- ფულადი ან სხვა სახის
აქტივები, რომლებიც გადაეცემა საწარმოებს ქონებრივი ინტერესის მიღების სანაცვლოდ.
*მფლობელებზე განაწილებული თანხები- ფულადი ან სხვა სახის აქტივები ან ქონებრივი
ინტერესები რომლებიც გადაეცემა საწარმოს მფლობელებს. * ერთობლივი შემოსავალი-
საწარმოს კაპიტალის ცვლილება დროის გარკვეულ პერიოდში, ტრანზაქციების ან სხვა
გარემოებების შედეგად.

ფინანსური ანგარიშგების კომპონენტების მომზადება კონკრეტული საწარმოს მაგალითზე -


ეს წიგნში წაიკითხეთ 

მოგება-ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება- იმისათვის რომ შევადგინოთ


ნიკოს ივნისის თვის მოგება-ზარალის ანგარიშება, თავდაპირველად უნდა განვსაზღვროთ
საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რომლებიც გაყიდა ან გასწია ამ საწარმომ დროის
მოცემულ პერიოდში. ეს არის შემოდინებები ბიზნესში და ისინი კლასიფიცირდება როგორც
შემოსავალი გაყიდვებიდან ან გამომუშავებიდან.მოცემული მაგალითისთვის ეს შემოსავალი
იქნება 92 000 ფე.ასევე უნდა აღვწეროთ ნიკოს მიერ გაწეული ხარჯებიც,ამ შემთხვევაში 87
200 ფე.საბოლოო ეტაპს კი წარმოადგენს წმინდა შემოსავლის ან წმინდა ზარალის
განსაზღვრა. ვინაიდან შემოსავლები აღემატება ხარჯებს, გამოდის რომ ნიკოს წმინდა
შემოსავალი ივნისის თვეში იქნება 4 800ფე.ფინანსურ ანგარიშგებას ადგენენ სტანდარტული
შეთანხმებებისა და აღრიცხული პრაქტიკის გამოყენები.ისინი უზრუნველყოფენ
ანგარიშგების თანმიმდევრულობას.ჩვენს მაგალითში ნიკოს მოგება-ზარალისა და სხვა
სრული შემოსავლის ანგარიშგების სტანდარტული შეთანხმებებია:1) შეფასებისა და სხვა
სრული შემოსავლის ანგარიშგების სათაური მოიცავს სამ სტრიქონს: პირველზე მოცემულია
საწარმოს დასახელება,მეორე მიუთითებს მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებას,მესამეზე
მითითებულია ფინანსური ანგარიშგების პერიოდი. 2) შემოსავლების ანგარიშგებაში არის
სამი სვეტი: მარცხნიდან მარჯვნივ მართულებით, პირველ სვეტში მოცემულია სათაურის ან
ანგარიშის კატეგორია,მეორე სვეტში ჩამოთვლილია კონკრეტული კატეგორიის რამდენიმე
ანგარიში, მესამე არის შეჯამება.

საკუთარი კაპიტალის ცვლილების ანგარიშგება- ვინაიდან ნიკოს ბიზნესი ახალია მას არ აქვს
მფლობელის საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთი. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ
საწარმოს კაპიტალის ზრდა,რაც მოხდება მფლობელის მიერ ჩადებული ინვესტიციის და
წმინდა შემოსავლის მიღების შედეგად.ჩვენს მაგალითში ნიკოს მიერ ჩადებული ინვესტიცია
არის 14 500 ფე. შემდეგ ვითვალისწინებთ ღირებულების ზრდას წმინდა შემოსავლებიდან,ამ
შემთხვევაში 4 800ფე.ასევე უნდა გავითვალისწინებთ მფლობელებზე გაცემული
დივიდენდები და წმინდა ზარალი,(თუ ჰქონდა მას ადგილი). საწარმოს შეიძლება ქონდეს
წმინდა შემოსავალი ან წმინდა ზარალი, თუმცა ვერ იქნება ორივე ერთად. მაგალითად მცირე
ბიზნესში შეიძლება იყოს პერიოდი,როდესაც მფლობელს არ გაუკეთებია ინვესტიცია და არც
დივიდენდები გაცემულა.ივნისის თვეში ნიკომ 2 450 ფე მოხსნა ბიზნესიდან. ვინაიდან
ანგარიშის სახელია ,,მფლობელზე გაცემა" და საწარმოს ერთადერთი მთხრობელი არის ნიკო,
შეიძლება ითქვას რომ ბიზნესი არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება.თუ
საწარმოს ფორმა სააქციო საზოგადოება იქნებოდა, მაშინ მფლობელის მიერ გატანილი თანხა
იქნებოდა ,,დივიდენდების გაცემა მფლობელებზე". Სსაბოლოოდ,რომ გავიგოთ როგორ
შეიცვალა საწარმოს ღირებულება ივნისის თვის განმავლობაში,ამისათვის საჭიროა საწყის
ნაშთს დაუმატოთ მფლობელის ინვესტიცია დაუმატოთ წმინდა შემოსავალი(გამოვაკლოთ
წმინდა ზარალი) და გამოვაკლოთ დივიდენდები. საბოლოოდ კი მივიღებთ რომ ნიკოს
საწარმოს ღირებულება გაიზარდა 16850ფე_ით. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას
რომ კაპიტალის ანგარიშგების ფორმატი მსგავსია მოგება-ზარალისა და სხვა სრული
შემოსავლების ანგარიშგების,ასევე ის დალაგებულია ქრონოლოგიურად. ანგარიშგებაში
მიეთითებულია წინა დასრულებული ფინანსური ანგარიშგების ბოლო ნომერიც.

ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება(ბალანსი)-ბალანსის შესადგენად უნდა გავეცნოთ


სააღრიცხვო ჩანაწერების და გავაანალიზოთ რა აქტივებს ფლობს საწარმო,ასევე რა არის
თითოეულის ღირებულება. ნიკო ფლობს ორ აქტივს: ფული სალაროში და
აღჭურვილობა.მათი დაჯამებით ვიღებთ მთლიანი აქტივების ღირებულებას,ამ შემთხვევაში
18 700ფე.ბოლო პერიოდში შეძენილი აღჭურვილობის ამორტიზაციის გათვალისწინება
მოხდება შემდეგ ანგარიშგებაში, ახალი საანგარიშგებო პერიოდის დაწყებიდან.შემდეგ
საჭიროა განვსაზღვროთ დავალიანებები. ამ შემთხვევაში ნიკოს აქვს ორი გარემოება:
1)პირველად ჩანაწერებში ფიგურირებს კრედიტორული დავალიანება,2) თანამშრომლებს
უნდა გადაუხადოს ხელფასები.ჯამში ნიკოს ვალდებულებაა 1 850 ფე. საბოლოოდ უნდა
განვსაზღვროთ მფლობელის საკუთარი კაპიტალი მის საწარმოში. რომელიც განისაზღვრება
საკუთარი კაპიტალის ცვლილების ანგარიშგებაში.ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგება
გვიჩვენებს საწარმოს ქონებას, ვალდებულებებსა და კაპიტალს დროის კონკრეტულ
მომენტში.(საკუთარი კაპიტალი გადმოტანილია საკუთარი კაპიტალის ცვლილების
ანგარიშგებიდან. )

მოგება-ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგებისა და ბალანსის კავშირი-მოგება-


ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის ანგარიშგება აჯამებს ბიზნესის ფინანსურ
საქმიანობას მოცემულ პერიოდში.მასში აისახება ბიზნესს წმინდა შემოსავალი ჰქონდა,თუ
წმინდა ზარალი. ბალანსში მოცემულია საწარმოს ფინანსური მდგომარეობა მოცემული
თარიღისათვის. ბოლო 12 თვის განმავლობაში განხორციელებული ფინანსური საქმიანობის
შედეგები. უმეტეს შემთხვევაში ერთმანეთს ვადარებთ საწარმოს ახალ და წინა
საანგარიშგებო პერიოდების ბალანსებს.

ფულადი ნაკადების ანგარიშგება -ეს არის ანგარიშგება,რომელშიც მოცემულია დროის


კონკრეტულ პერიოდში თანხების შემოდინება და გადინება. ის შედგება სამი ძირითადი
კომპონენტისგან და გამოიყენება ინფორმაციის ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად.

ფინანსური ანგარიშგების მომზადება (რეზიუმე)- აქ მიზანშეწონილია თავიდან გავიაროთ


ბუღალტრული ანგარიშგების ნაშთი, გავიაზროთ როგორ არის მომზადებული ფინანსური
ანგარიშგების კომპონენტები და მოკლედ შევაჯამოთ ინფორმაცია.თუ როგორ გამოიყენება
მოცემულ იმფორმაცია ოთხი ტიპის ფინანსური ანგარიშგების შესადგენად.(საწარმოს
ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების, მოგება-ზარალისა და სხვა სრული შემოსავლის
ანგარიშგების, საკუთარი კაპიტალის ცვლილების ანგარიშგებისა და ფულადი ნაკადების
მოძრაობის ანგარიშგებისად)

You might also like