You are on page 1of 14

ზოგადი აღწერა და ძიერული ცნებები

ბიზნესის მართვის ერთანი სისტემა, შედგება სხადასხვა ფუქნქიური

მოდულებისგან, რომელთა ფუნქციონირებაც შესაძლებელია, როგორც ცალ-ცალკე, ისე
გაერთიანებული აპლიკაციის სახით. არსებობს საწყისი ფუქნციური მოდულები , რომელიც
სავალდებულოა სხვა მოდულებისათვის. საწყობი და ბუღალტერია სავალდებულო
მოდულები იქნება, მიუხედავად ამისა, პროდუქტის ეს ორი მოდული აპლიკაციის
ფუნქციონირებისათვის არ იქნება სრულად სავალდებულო, მაგრამ ფინანსური
ანგარიშთა გეგმა, რომელზეც იქნება დაფუძნებული ყველა ოპერაცია და ეს მოდელი არის
ბუღალტრული მოდულის კუთვნილება, ცალკე მდგომი ობიექტი იქნება, რომელიც
მხოლოდ საწყობის მართვის პროცესებშიც იქნება ჩართული. გამომდინარე იქიდან , რომ
აპლიკაციის საწყის ობიექტებს ვქმნით, ზოგიერთ შემთხვევაში მოგვიწევს ისეთი
ობიექტების და ფუქნქციების შექმნა, რომელიც მართალია სხვა მოდულს ეკუთვნის ,
მაგრამ ამ მოდულთანაც კვეთაში მოდის და შესაბამისად მათი შექმნაც აუცილებელია .

აპლიკაცია შედგება მოდულებისაგან:

 საწყობი (მარაგების მართვა)

 წარმოება
 ვაჭრობა (დისტრიბუცია)
 ბუღალტერია (ფინანსები)
 HR (კადრების მართვა)
 პროექტების მართვა
 „და სხვა“- შესაძლოა რაიმე ფუნციები სამომავლოდ ცალკე მოდულად
გარდაიქმნას

ანგარიშთა გეგმა - ეს არის საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სისტემური,

რომელიც ერთგვარ სტრუქტურულ ხეს წარმოადგენს და თითოეული საწყისი ანგარიში ,
სტანდარტის მიხედვით, კონკრეტული ტიპის ოპერაციას ემსახურება. მაგ. საერთაშორისო
სტანდარტით დადგენილია, რომ „1640“ (თექვსმეტი ორმოცი) ის ანგარიშია სადაც მზა
პროდუქციის აღრიცხვა მიმდინარეობს. პროდუქციას ჭრდება საწყობი, იქ სადაც
პროდუქცია ინახება არის ერთგვარი საწყობი, არ აქვს მნიშვნელობა მის ფორმას .
შესაბამისად თუ დავარეგისტრირეთ ახალი საწყობი, დავარქვი სახელი, მივანიჭე
მისამართი და სხვა მენეჯერებისათვის საჭირო მნიშვნელობები და ასევე ავირჩიე
ბუღალტრული ანგარიში თუ სად მიდის რეგისტრაცია, ეს უნდა იყოს აპლიკაციის
შეთავააზებული საწყისი 1640, მაგრამ უფლებამოსილი პირისგან ანგარიშის ცვლილებაც
არაა პრობლემა, ამ შეზღუდვას არ ვაწესებთ, თუმცა საწყისად შეთავაზებული ანგარიში
1640-ია. რეგისტრაციის შემდეგ 1640-ის ქვეშ შეიქმნება ქვეანგარიში 1640-01 (პირობითად)
მზა პროდუქციის საწყობი, შემდეგი საწყობის რეგისტრაციის დროს შეიქმნება 1640 –02 და
ა.შ . ხოლო ამ საწყობში რეგისტრირებული მზა პროდუქცია შეგვიძლია საქონლის
რეგისტრაციის დროს დავარეგოსტრიროთ უკვე შექმნილ „მზა პროდუქციის საწყობში “,
რომლის ანგარიშია 1640-01 და აქ დარეგისტირებული მაგ. საქონლეი ძეხვი, რომლის
რეგისტრაციის დროსაც მივუთითე ეს საწყობი იქ დარეგისტრირდება საკუთარი
ქვეანგარიშით მაგ. PR000000001 და საბოლოოდ მივიღებთ, რომ საწყობში
რეგისტრირებულ საქონელს აქვს შემდეგი ანგარიში 1640-01- PR000000001 . სადაც 1640
არის მშობელი, მისი ქვე ანგარიში არის 01 (მზა პროდუქციის საწყობის) და კიდევ მასზე
დაქვემდებარებული სქონელი, რომლის კოდია PR000000001.

ანგარიშთა გეგმის ბმულებია :

http://www.auditgroup.ge/page.php?id=58

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%97%E1%83%90_
%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90

ანგარიშთა გეგმის ფუნქციური თვისებებია, ძირითად მშობელ ანგარიშებზე ახალი

ქვეანგარიშების შექმნა რედაქტირება, რომელიც სხვადასხვა ოპერაციების და ფორმების
დროს იქნება არჩეული.

ნიმუშის ფოტო:

შემოსავლების სამსახური - RS.GE

პორტალზე მიმდინარეობს ბიზნეს პროცესეთან დაკაშირებული ოპერაციების აღრიცხვა ,

საგადასახადო ვალდებულებეისა და შემოსავლების სამსახურთან წარსადგენი
დოკუმენტაციის რეგისტრაცია-რეესტრის მართვა.

RS.GE-ს აქვს თავის APi , თითეული ბიზნესი რეგისტრიებულია და აქვს მისთვის საჭირო ვებ
სერვის. ჩვენთვის ამ სისტემიდან ბევრი ტიპის ინფორმაცია გვექნება წამოსაღები მაგ .
სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშფაქტურები.

სასქონლო ზედნადები - არის ორ კომპანიას შორის ან ერთი კომპანიის მიერ

შექმნილი დოკუმენტი , რომელიც საჭიროა საქონლის შეძენა ტრანსპორტირების
შემთხვევაში.

ანგარიშფაქტურა - არის ორ კომპანიას შორის წარმოქნილი მომსახურების

დოკუმენტი

შემოსავლების სამსახურიდან მისაღები ინფორმაციების სახეობები სხვადასხვაგვარია ,

მაგრამ დანარჩენი ბუღალტერიის მოდულის დროს იქნება გათვალისწინებული . ამ
ეტაპზე, მხოლოდ სასაქონლო ოპერაციებთან დაკავშირებული სერვისები დაგვჭირდება .
კონკრეტულად „სასაქონლო ზედნადებები“ . აქვე აღვნიშნავ, რომ მიმდინარეობს ახალი
ტიპის დოკუმენტის დამტკიცება, შექმნილია, მაგრამ არაა სავალდებულო, რომლის
მიხედვითაც ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადები ერთი დოკუმენტის ტიპით
იქნება წარმოდგენილი.

საბაჟო - იმპორტირებული საქონლის სერვისი, სადაც აღირიცხება კომპანიების მიერ

შემოტანილი საქონლის ღირებულება და რაოდენობა. აქვთ Java-ზე დაწერილი
აპლიკაცია, გასცემენ თუ არა სერვისს სხვა აპლიკაციებისთვის ეს გასარკვევია ამ ეტაპზე ,
თუმცა საბაჟო დოკუმენტის რეგისტრაციის ფორმა ჩვენ პროგრამაში წარმოდგენილი
უნდა იყოს. თუ იქნება სერვისი, მომხარებელი ხელთ არ შეავსებს ამ ფორმას და ეს მათ
კომფორტს წარმოადგენს.

საწყობი

საწყობი - ეს არის ზოგადი ტიპის მოდელი, რომელიც თავისი ფუნქციით შესაძლებელია

სხვადასხვა ტიპებად დავყოთ. მაგალითად, საწყობის კლასიკური გაგება, რომელიც
წარმოადგენს რაიმე ტიპის ფიზიკურ სივრცეს, სადაც პროდუქცია ინახება . არსებობს
მოძრავი ტიპის დროებითი საწყობი, რომელსაც სადისტრიბუციო მანქანები
წარმოადგენენ და მათ საქონელი მოკლევადიანი პერიოდით აქვთ საკუთრ „ბორტზე “
დასაწყობებული. მაღაზიის თაროებიც ერთგვარი საწყობია, რომელსაც შესაძლოა იგივე
მახასიათებლები ჰქონდეს, როგორც სასაწყობე ფართში განთავსებულ პროდუქციებს .
ამიტომ როდესაც მომხარებელი ქმნის ახალ საწყობს მას ჭირდება გამიჯნოს თუ რა ტიპის
საწყობს ქმნის. პირველ ეტაპზე ჩვენ სასაწყობე მოდულში, რეგისტრაციის დროს ვქმნით
მხოლოდ კლასიკური ტიპის საწყობს.

საქონელი

ნაწარმოები მზა პროდუქცია (საწარმოს შემთხვევაში) ან შეძენილი საქონელი ,

რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა მახასიათებლებით და გააჩნია ერთ პროდუქტს
ერთი ან რამდენიმე საწყობი, შესაბამისად ეს საქონელი ანგარიშთა გეგმაზე,
შესაძლებელია სხვადასხვა ანგარიშზე იყოს წარმოდგენილი. ის რომ ერთიდაიგივე
საქონელი სხვადასხვა ანგარიშზე შესაძლებელია იყოს წარმოდგენილი ეს პრობლემას არ
წარმოადგენს, პრობლემაა, როცა ერთი და იგივე საქონელი სხვადასხვა სახელით არის
წამოდგენილი და ორი სხვადასხვა პროდუქტის შთაბეჭდილებას ქმნის. ამისთვის
არსებობს შესაბამისობს ცნება, რაც გულისხმობს ერთ ძირითად საქონელზე სხვა
საქონლის დაქვემდებარებას, ისე, რომ მომხმარებლის მხარეს მუდამ ერთი დასახელება
არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ის უკან სხვადასხვა დასახელების პროდუქტის მოძრაობა
მიმდინარეობს.

საქონლის ობიექტიც საკმაოდ ბევრ მნიშვნელობას ატარებს და ერთ-ერთი ყველაზე

ხშირად გამოყენებადი ობიექტია, შესაბამისად, როგორც საყობის შემთხვევაში ალბათ
თავად საქონლის ობიექტი უნდა შეიცავდეს მინიმალრი რაოდენოის ველებს და მასზე
უნდა იყოს მიბმული მეორეული მნიშვნელობის ველები. არსებობს ორი ტიპის საქონელი ,
ერთ რომელსაც მაწვდის მომწოდებელი და მეორე რომელსაც ვაწარმოებ. წარმოებულ
პროდუქციას წარმოების მოდულში განვიხილავთ და საჭიროების შემთხვევაში შეიძენს
დამატებით პარამეტრებს საქონლის ობიექტი
კლიენტები , მომწოდებლები, ვენდორები, მომხმარებლები

იურიდიული თუ ფიზიკური პირების რეგისტრაცია აპლიკაციაში ერთდაიმავე ფორმით

მიმდინარეობს. შესაძლოა მათ ჰქონდეთ განსხვავებული ად დამატებითი მნიშვნელობის
ველები. ფიზიკური პირი სახელმწიფოსთან განსხვავებული საგადასახადო პირობებით
სარგებლობს ვიდრე იურიდიული პირი. შესაბამისად როდესაც რეგისტრირდება
აპლიკაციაში კლიენტი, მომწოდებელი, ან ვენდორი მათი ფუნქცია შესაძლოა ერთი და
იგივეა, მაგრამ საგადასახადო სტატუსი (ფიზიკური პირია თუ იურიდიული ) განსხვავებული
დამოკიდებულება უჩნდება მეორე მხარეს.

კლიენტს საწყისი მნიშვნელობთ 1410 -ზე რეგისტრირდება, ხოლო მომწოდებლებს 3110-ზე.

მიუხედავად ამისა, მომხარებელს უნდა ქონდეს არჩევანი რომელ ანგარიშზე სურს
რეგისტრაცია. გარდა ამისა კლიენტები შესაძლოა დაახარისხოს რაიმე მნიშვნელობით
და მაგ. ვინც მისგან რკინის ნაწარმს ყიდულობს დაარეგისტრიროს 1410-01-ზე, ხოლო ხის
ნაწარმს ვინც ყიდულობს 1410-02-ზე . შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში
მიკვლევადობა გარკვეული ტიპის ინფორმაციაზე უფრო მოწესრიგებულია . რა თქმა უნდა
კატეგორიებად დაჯგუფების დროს მენეჯერებისთვის მომწოდებლებზე ან კლიენტების
სეგმენტებზე ისედაც ხელმისაწვდომი იქნება, მაგრამ რადგან ბუღალტერიას ანგარიშთა
გეგმა აქტიურად ჭირდება, მათთვის ამგვარი დაყოფა აუცილებელია.

 კლიენტი- ეს არის ფზ. ან იურ. პირი რომელთანაც ვარ ანგარიშვალდებული

მომსახურების პირობეით.
 ვენდორი- არის ფზ. ან იურიდ. პირი რომელთანაც გვავქს პროდუქტით
დაკავშირებული ორმხრივი ანგარიშვალდებულება.
 იურიდიული პირი რომლისგანაც ვიღებთ პროდუქციას (საქონელს
 მომხმარებლები - არიან პირები, რომლებიც საბოლოო მოხმარებისთვის
იღებენ საქონელს, მაგალთად ონლაინმაკეტის ან ფიზიკური მაღაზიის
მომხმარებლები. ონლაინმაღაზიის შემთხვევაში მომხარებელთა პირად
ინფორმაციას ვინახავთ, განსხვავებით ფიზიკური მაღაზიის საცალო
გაყიდვებისა.

საწყობის ფუნქციონალი
საწყობში შემოსული და გასული საქონლის აღრიცხვა მიმდინარეობს, რამდენიმე ტიპის
დოკუმენტით: 1. შემოსვლის 2. ჩამოწერის 3. შიდაგადაზიდვის 4. შეძენა 5. რეალიზაცია 6 .
უკანდაბრუნების. ასევე მნიშვნელოვანია „ინვენტარიზაციის დოკუმენტი “, იგივე აღწერის
დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც ხდება სასაწყობე ნაშთების კონტროლი , ედრება თუ
არა ფიზიკური ნაშთები პროგრამულ ნაშთებს.

ამ მოდულის აუცილებელი ნაწილია საქონლი, კლიენტები, მომწოდებლები, საფასო

პოლიტიკის და ხელშეკრულებების რეგისტრაცია.

„ცნობარები“ ეს არის ზოგადი ტერმინი, რომლის შიგნითაც მოიაზრება საწყობების,

საქონლის, მანქნა-დანადგარების, ორგანიზაციების, ბანკები, ქვეყნები, ქალაქები,
ვალუტა და ა.შ. ნუსხები. შესაბამისად შეგვიძლია დასახელებული ობიექტების
პირველადი რეგისტრაციისთვის მენიუს ზოლში შევქმნათ „ცნობარები“, სადაც
დარეგისტრირდება დასახელებული ობიექტები ეტაპობრივად . გარკვეული მოდულები
ახალ ობიექტებს მოითხოვს, რომელიც მერე დაემატება ცნობარებში .

საწყობის მოდულზე ფორმების აღწერა

საწყობის რეგისატრაცია (ცნობარები)

 კოდი (რომლითაც მიებმება ანგარიშთა გეგმაზე პროგრამა ინკრემენტულად

აგენერირებს მაგ. S00001-დან)
 შიდა კოდი (ინდივიდუალურად ენიჭება მომხმარებლისგან)
 ტიპი (საწყობი, ბორტი, მაღაზია)
 დასახელება
 ჯგუფი (გაწევრიანდება რამე მშობელ ჯგუფში)
 მისამართი
 ობიექტი 1
 პასუხისმგებელი პირი (მენეჯერი)
 არქიტექტურა2
 უარყოფითი ნაშთის დაშვება (მოსანიშნი ჩეკბოქსია, რომლის გააქტიურების
შემთხვევაში დასაშვები იქნება საყობის მინუსზე გასვლა, ეს ნიშნავს რომ შესაძლოა
საწყობში 0-ია ვაშლი, მაგრამ რეალიზაციის დროს პროგრამამ ამ საწყობიდან
გაუშვას მინუსზე საქონელი. ესეთი შემთხვევა ხშირია მაღაზიებში, როცა მენეჯერები
საქონლის დოკუმენტურ მიღებას ვერ ასწრებენ, მაგრამ დარბაზში უკვე
დისტრიბუტორმა განათავსა საქონელი, ამ დროს მომხმარბელი რომ არ
შეფერხდეს ხდება საქონლის გაყიდვა, მაგრამ ნაშთები გვიან სწორდება , როცა
მოხდება მიღების საქონლის გატარება.

საქონლის დამატების ველები (ცნობარები)

 კოდი (რომლითაც მიებმება ანგარიშთა გეგმაზე პროგრამა ინკრემენტულად

აგენერირებს მაგ. P00001-დან) ანგარიშთა გეგმის საწყისი ანგარიშია -1600
 შიდა კოდი (ინდივიდუალურად ენიჭება მომხმარებლისგან) შეიცავს ციფრებს და
სიმბოლოს

1
„ობიექტი“ ვფიქრობ შეიცავდეს სამომავლოდ იმ ფიზიკური ობიექტის მისამართს, სადაც არის
განთავსებული ეს საწყობი. ეს ცნება შესაძლოა იყოს ძალიან ფართო, მაგ. შეიცავდეს იჯარის
ხელშეკრულებას, ფართის რეკვიზიტს, სხვადასხვა პირობებს, GPS მისამართს და ა.შ... ამიტომ
საწყობის მნიშვნელობები ძალიან რომ არ გაიზარდოს და ყოველ ჯერზე სადაც საწყობი იქნება
მოთხოვნაში სერვერმა დიდ ობიექტს არ მიაკითხოს, ამისთვის საწყობის ობიექტს სამომავლოდ
დაემატება ასეთი ინფორმაციული ობიექტი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მიაკითხავს .
2
ამ ველის უკან მოვიაზრებ საწყობის დაგეგმარებას , რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ძალიან ბევრ
ფუნქციურ მნიშვნელობას, მაგ. დაყოფა სექციებად, იარუსებად, თაროებად.
 ძირითადი შტრიხკოდი (შტრიხკოდის საერთაშორისო სტანდარტი არსებობს ,
ჩვენთვის ორი ტიპის შტრიხია მნიშვნელოვანი ცალობის პროდუქტია თუ წონის,
წონის პროდუქზე [PLU] ენიჭება ელექტრო სასწორიდან! თუ ცალობაა იმას რა თქმა
უნდა მწარმოებლისგან მოყვება, როგორც წესი EAN13) ვფიქრობ ამ ძირითადი
შტრიხის გარდა უნდა იყოს ცალკე განყოფილება სადაც საქონლის შტრიხების
ასახვა მოხდება, შესაძლოა ერთ საქონელს რამდენიმე შტრიხკოდი ქონდეს ,
რომელთაგანაც ერთ-ერთ უნდა იყოს „ძირითადი შტრიხკოდის“ მნიშვნელობის
რომელიც სასქონლო ნუსხაში არის უნიკალური - შეიცავს მხოლოდ ციფრებს!
 ჯგუფი (კომბობოქსია იქვე დამატების ფუნქციით, რომ მიეთთოს მშობელი ჯგუფი)
 მოკლე დასახელება
 სრული დასახელება (ხშირად სრული დასახელება არაა პრაქტიკული
კომფორტულად სამუშაოდ და თუ მომწოდებელმა მომაწოდა ძალიან დიდი
დასახელები პროდუქტი, მე მივანიჭებ მოკლე სახელს, რომელსაც საწყობში
მოძრაობის დროს გამოვიყენებ, მაგრამ დოკუმენტებში სრული დასახელებით
მოხდება შეძენა, რეალიზაცია. ან თუნდაც ვებმარკეტზე დავანახებ, მოკლე
დასახელებას, მაგრამ რეაზლიზაციის დოკუმენტში აისახება სრული
დასახელებით).
 დღგ-ს განაკვეთი (ჩვეულებრივი 18%, ნულოვანი, დაუბეგრავი)
 ზომის ერთეული (ცალი, კგ, შეკვრა, ყუთი, ფურ, ტონა, გრამი, მ2, ფუტი, სანტიმეტრი,
მეტრი, კილომეტრი - მომხმარებელს უნდა შეეძლოს დამატება სხვა ზომის
ერთეულის მნიშვნელობა როცა დაჭირდება)
 ფასი (ფასის ისტორია ვალუტების ჭრილში უნდა იქნეს შენახული)
 ვალუტა (ვალუტები ცნობარებს განეკუთვნება, იქ შექმნილი ვალუტების სია
წამოვა აქ რა თქმა უნდა ძირითადი ვალუტის ცნება იქნება გავალისწინებული )
 საქონლის განთავსების მისამართი (ეს შესაძლოა დაწყებული სასაწყობე
სექციებისა და თაროების მითითებიდან დაწყებული - GPS ლოკაციით
დამთავრებული გახდეს საჭირო. ამიტომ ვფიქრობ ცალკე ტაბში, ან ფორმაზე
დავაჯგუფოდ, ხოლო ბექის მხარეს ჰიპოტეტურად, თუ სწორი იქნება ცალკე
მნიშვნელობის ობიექტში გავიტანოთ.
 საქონლის ფოტო
 QR კოდი (უნდა ქონდეს გენერატორი!)

 კატეგორია
 ტიპი
 ფერი
 წარმომავლობა
 მწარმოებელი
 ბრენდი

კლიენტის დამატება (ცნობარები)

 კოდი (რომლითაც მიებმება ანგარიშთა გეგმაზე პროგრამა ინკრემენტულად

აგენერირებს მაგ. C00001-დან)ანგარიშთა გეგმის საწყისი ანგარიშია -1410
 შიდა კოდი (ინდივიდუალურად ენიჭება მომხმარებლისგან)
 სამართლებრივი ფორმა (შპს, ააიპ, სს და ა.შ ეს ინფორმაცია რეესტირად უნდა
ავიღოთ)
 საიდენტიფიკაციო (ან პირადი N თუ ფიზიკური პირია ან ინდ მ.) – rs.ge-ს აქვს
შემოწმების სერვისი, როცა შეიყვანს საიდენტიფიკაციოს, შემოწმების ღილაკით
გადამოწმდეს და სერვისიდან წამოიღოს ორგანიზაციის სახელი !
 დასახელება
 მისამართი
 დღგ-ს გადამხდელი- კომბობოქსი შეიცავს (კი, არა, ექსპორტი, დიპლომატი)
 ქვეყანა
 ტელეფონი
 მეილი
 ხელშეკრულება (აქ უნდა მიებასხელშეკრულების დოკუმენტი, პირელ ეტაპზე,
მხოლოდ ფაილი მივამაგროთ, როცა ბუღალტრული მოდული დამუშავდება მერე
დოკუმენტის ობიექტს მივამაგრებთ)

მომწოდებლის დამატება (ცნობარები)

 კოდი (რომლითაც მიებმება ანგარიშთა გეგმაზე პროგრამა ინკრემენტულად

აგენერირებს მაგ. D00001-დან)ანგარიშთა გეგმის საწყისი ანგარიშია -3110
 შიდა კოდი (ინდივიდუალურად ენიჭება მომხმარებლისგან)
 სამართლებრივი ფორმა (შპს, ააიპ, სს და ა.შ ეს ინფორმაცია რეესტირად უნდა
ავიღოთ)
 საიდენტიფიკაციო (ან პირადი N თუ ფიზიკური პირია ან ინდ მ.) – rs.ge-ს აქვს
შემოწმების სერვისი, როცა შეიყვანს საიდენტიფიკაციოს, შემოწმების ღილაკით
გადამოწმდეს და სერვისიდან წამოიღოს ორგანიზაციის სახელი !
 დასახელება
 მისამართი
 დღგ-ს გადამხდელი- კომბობოქსი შეიცავს (კი, არა, ექსპორტი, დიპლომატი)
 ქვეყანა
 ტელეფონი
 მეილი
 ხელშეკრულება (აქ უნდა მიებასხელშეკრულების დოკუმენტი, პირელ ეტაპზე,
მხოლოდ ფაილი მივამაგროთ, როცა ბუღალტრული მოდული დამუშავდება მერე
დოკუმენტის ობიექტს მივამაგრებთ)

ვალუტის დამატება (ცნობარები)

 კოდი
 დასახელება
 სიმბოლო
 ერთეული
 კურსი
 მიმართება (აქ არჩეული იქნება სხვა ვალუტა) და მისი ერთეული
 ძირითადი ვალუტა - ჩეკბოქსია, რომლის მონიშვნის შემთხვევაშიც ყველა
ფორმაზე ძირითადი ვალუტა იქნება დადგენილი, გაყიდვის, შეძენის თუ
რეპორტების დროს. მხოლოდ ერთ ჩანაწერს შეიძლება ქონდეს „ძირითადის “
მნიშვნელობა

მაგალითად მოცემულია “ლარი” - ერთეულში დაიწერება = 1; კურსში დაიწერება ის

რასთან მიმართებითაც იგულისხმება, თუ არჩეული იქნება მიმართების ვალუტაში
დოლარი (და მისი ერთეული 1) მაშინ დოლარის კურსი მიეთითება ლარის კურსში , თუ
ევრო ევროსი თუ 100 რუსული რუბლი იმის შესაბამისი და ა.შ
საწყობის ოპერაციის დოკუმენტები

ინვენტარიზაცია - ახალი დოკუმენტის შექმნა

 კოდი
 თარიღი
 ჩამოწერის საწყობი
 საქონლის სია (შეიცავს იმ სიას რომელი საწყობიც არი არჩეული) - სიის შევსება
უნდა შეიძლებოდეს დამატების ღილაკით, როგორც ერთეული მნიშვნელობთ ისე
ჯგუფირად საწყობის მთლიანი ნაშთით და სიაში უნდა გამოიტანოს საქონლი
[არტიკული, დასახელება, ერთ, სხვაობა, ფაქტიური რაოდენობა, სააღრიცხვო
რაოდენობა, ერთ. თვითღირ. სხვაობა თანხა, თანხა ფაქტ. აღრიცხვის თანხა,
კომენტარი ] საქონლის შევსება იმპორტით Excel-ის ფაილითაც უნდა შეგვეძლოს
ლისტის შევსება, ასევე ლისტიდან წაშლა, რედაქტირება
 უნდა შეიცავდეს მომხმარებელს ვის მიერაც შეიქმნა დოკუმენტი
 სტატუსი - პირველადი, რედაქტირებული, გაუქმებული

დოკუმენტს აქვს ღილაკები:

 შენახვა - ინახავს დოკუმენტს, მაგრამ არ ასახავს ნაშთს
 გატარება - ინახავს დოკუმენტს და წარმოშობს ორ დოკუმენტს „მიღების
დოკუმენტს“ და „ჩამოწერის დოკუმენტს“ . ორივე დოკუმენტის ცნება გვავქვს
აღწერილი! შესაბამისად აღწერის შემდეგ წარმოქმნილი მეტობა უნდა
გარდაიქმნას მიღების დოკუმენტში, ხოლო ნაკლებობა ჩამოწერის დოკუმენტში .
იგულისხმება ფაქტიური მეტობა და ნაკლებობა. მაგ. პროგრამულად გვაქვს 6
ვაშლი და 10 მსხალი, რეალურად გვაქვს 5 ვაშლი და 12 მსხალი ინვენტარიზაციის
დოკუმენტის გატარებისას ნაშთების გასწორების მიზნით ვაშლს უნდა მოაკლდეს 1,
ხოლო მსხალს დაემატოს 2, ამიტომ ჩამოწერის დოკუმენტში გვექნება ერთი
დასახელება რაოდენობა 1, ხოლო მიღების დოკუმენტში ერთი მიღების ჩანაწერი
მნიშვნელობთ 2
 დახურვა

მიღება - ახალი დოკუმენტის შექმნა

 დოკუმენტის ნომერი
 ბუღალტრული ანგარიში - არჩეული იქნება საწყისად [8100 ]
 თარიღი და დრო
 ინვენტარიზაციის დოკუმენტი- კომბობიქსია სადაც თუ ეს მიღება ინვენტარიზაციის
შედეგად არის მიღებული, მაშინ ინვენტარიზაციის დოკუმენტი გამოჩნდება , თუ
არაა ინვენტარიზაციის შედეგად უბრალოდ ცარიელი დარჩება მნიშვნელობა .
 მიღების საწყობი
 საქონლის სია (შეიცავს იმ სიას რომელი საწყობიც არი არჩეული) - სიის შევსება
უნდა შეიძლებოდეს დამატების ღლაკი და სიაში უნდა გამოიტანოს საქონლი
[არტიკული, დასახელება, ერთ, რაოდენობა, ერთ. თვითღრებულება, თანხა ]
საქონლის შევსება იმპორტით Excel-ის ფაილითაც უნდა შეგვეძლოს ლისტის
შევსება. ასევე ლისტიდან წაშლა, რედაქტირება
 უნდა შეიცავდეს მომხარებელს ვის მიერაც შეიქმნა დოკუმენტი
 სტატუსი - პირველადი, რედაქტირებული, გაუქმებული

დოკუმენტს აქვს ღილაკები:

 შენახვა - ინახავს დოკუმენტს, მაგრამ არ ასახავს ნაშთს
 გატარება - ინახავს დოკუმენტს და ასახავს ნაშთს (გატარებული დოკუმენტი
ღილაკზე აისახოს!)
 დახურვა

ჩამოწერა- ახალი დოკუმენტის შექმნა

 დოკუმენტის ნომერი
 ბუღალტრული ანგარიში - არჩეული იქნება საწყისად [8100 ]
 თარიღი და დრო
 ინვენტარიზაციის დოკუმენტი- კომბობიქსია სადაც თუ ეს მიღება ინვენტარიზაციის
შედეგად არის მიღებული, მაშინ ინვენტარიზაციის დოკუმენტი გამოჩნდება . თუ
არაა ინვენტარიზაციის შედეგად უბრალოდ ცარიელი დარჩება მნიშვნელობა .
 ჩამოწერის საწყობი
 საქონლის სია (შეიცავს იმ სიას რომელი საწყობიც არის არჩეული) - სიის შევსება
უნდა შეიძლებოდეს დამატების ღლაკი და სიაში უნდა გამოიტანოს საქონლი
[არტიკული, დასახელება, ერთ, რაოდენობა, ერთ. თვითღრებულება, თანხა ]
საქონლის შევსება იმპორტით Excel-ის ფაილითაც უნდა შეგვეძლოს ლისტის
შევსება. ასევე ლისტიდან წაშლა, რედაქტირება
 უნდა შეიცავდეს მომხარებელს ვის მიერაც შეიქმნა დოკუმენტი
 სტატუსი - პირველადი, რედაქტირებული, გაუქმებული

დოკუმენტს აქვს ღილაკები:

 შენახვა - ინახავს დოკუმენტს, მაგრამ არ ასახავს ნაშთს
 გატარება - ინახავს დოკუმენტს და ასახავს ნაშთს (გატარებული დოკუმენტი
ღილაკზე აისახოს!)
 დახურვა

შეძენა - ახალი დოკუმენტის შექმნა

 კოდი
 თარიღი
 მიღების საწყობი
 მომწოდებელი (აირჩევს საცნობაროს მომწოდებლების სიიდან)
 ვალუტა
 იბეგრება დღგ-თი (კომბო ბოქსი ან რაიმე მენიუ სადაც აირჩევს „იბეგრება “, „არ
იბეგრება“, „უკუდაბეგვრის“ „ჩაუთვლელი“) ძირიადი მნიშვნელობა არის „იბეგრება
დღგ-თი“
 საქონლის სია (შეიცავს იმ სიას რომელი საწყობიც არი არჩეული) - სიის შევსება
უნდა შეიძლებოდეს დამატების ღილაკით, როგორც ერთეული მნიშვნელობთ ისე
ჯგუფირად საწყობის მთლიანი ნაშთით და სიაში უნდა გამოიტანოს საქონლი
[არტიკული, დასახელება, ერთ, რაოდენობა, ფასი, თანხა, დღგ-ს განაკვეთი
(ძირითადი მნიშვნელობა 18%) , დღგ-ს თანხა ] საქონლის შევსება იმპორტით Excel-
ის ფაილითაც უნდა შეგვეძლოს ლისტის შევსება, ასევე ლისტიდან წაშლა,
რედაქტირება
 უნდა შეიცავდეს მომხარებელს ვის მიერაც შეიქმნა დოკუმენტი
 სტატუსი - პირველადი, რედაქტირებული, გაუქმებული

დოკუმენტს აქვს ღილაკები:

 შენახვა - ინახავს დოკუმენტს, მაგრამ არ ასახავს ნაშთს
 გატარება - ინახავს დოკუმენტს და ასახავს ნაშთს (გატარებული დოკუმენტი
ღილაკზე აისახოს!)
 დახურვა

რეალიზაცია - ახალი დოკუმენტის შექმნა

 კოდი
 თარიღი
 გაცემის საწყობი
 კლიენტი (არჩეულ საცნობაროს კლიენტების სიიდან)

უკან დაბრუნება მომწოდებელზე - ახალი დოკუმენტის შექმნა

 კოდი
 თარიღი
 გაცემის საწყობი
 მომწოდებელი (არჩეულ საცნობაროს კლიენტების სიიდან)
 ვალუტა
 დაბრუნების მიზეზი (ეს ლისტი უნდა იქმნებოდეს რა მიზეზებიც სურს მომხმარებელს
და აქ გამოიტანს კომბობოქსით ლისტს ან რაიმე კონტროლერით)

უკან დაბრუნება კლიენტისგან - ახალი დოკუმენტის შექმნა

შეკვეთა საწყობზე - ახალი დოკუმენტის შექმნა

 კოდი
 თარიღი
 ტიპი - კლიენტის შეკვეთა, შიდა შეკვეთა
 შეკვეთის საწყობი - საიდანაც უნდა წამოვიდეს საქონელი
 მიმღები საწყობი - სადაც უნდა მივიდეს საქონელი
 მიწოდების თარიღი - იგულისხმება როდისთვის უნდა განხორციელდეს მიწოდება
 საქონლის სია (შეიცავს იმ სიას რომელი საწყობიც არი არჩეული) - სიის შევსება
უნდა შეიძლებოდეს დამატების ღილაკით, როგორც ერთეული მნიშვნელობთ ისე
ჯგუფირად საწყობის მთლიანი ნაშთით და სიაში უნდა გამოიტანოს საქონლი
[არტიკული, დასახელება, ერთ, რაოდენობა, ფასი, თანხა, დღგ-ს განაკვეთი
(ძირითადი მნიშვნელობა 18%) , დღგ-ს თანხა ] საქონლის შევსება იმპორტით Excel-
ის ფაილითაც უნდა შეგვეძლოს ლისტის შევსება, ასევე ლისტიდან წაშლა,
რედაქტირება
 შეკვეთს სტატუსებია - ახალი, დადასტურებული, აგროვებული,
ტრანსპორტირებული, მიწოდებული, დასრულებული - თუ შიდა შეკვეთის
დოკუმენტია „დადასტურებულს“ ანიჭებს გამცემ საწყობზე უფლებამოსილი პირი ,
ხოლო დასრულებულს- შემკვეთი საწყობის მენეჯერი. შეკვეთის წაშლის უფლება
აქვს იმ პირს ვინც ქმნის დოკუმენტს
 უნდა შეიცავდეს მომხარებელს ვის მიერაც შეიქმნა დოკუმენტი

რეზერვი საწყობზე - ახალი დოკუმენტის შექმნა

 კოდი
 თარიღი
 რეზერვის საწყობი - სადაც რეზერვდება საქონელი
 რეზერვის ვადა - საიდან სადამდე დრო და თარიღი
 საქონლის სია (შეიცავს იმ სიას რომელი საწყობიც არი არჩეული) - სიის შევსება
უნდა შეიძლებოდეს დამატების ღილაკით, როგორც ერთეული მნიშვნელობთ ისე
ჯგუფირად საწყობის მთლიანი ნაშთით და სიაში უნდა გამოიტანოს საქონლი
[არტიკული, დასახელება, ერთ, რაოდენობა, ფასი, თანხა, დღგ-ს განაკვეთი
(ძირითადი მნიშვნელობა 18%) , დღგ-ს თანხა ] საქონლის შევსება იმპორტით Excel-
ის ფაილითაც უნდა შეგვეძლოს ლისტის შევსება, ასევე ლისტიდან წაშლა,
რედაქტირება
 რეზერვის სტატუსებია - აქტიური, პასიური, დასრულებული - დასრულებული
ნიშნავს, რომ რეზერვის ვადა ამოიწურა.
 უნდა შეიცავდეს მომხარებელს ვის მიერაც შეიქმნა დოკუმენტი

შიდაგადაზიდვა - ახალი დოკუმენტის შექმნა

 კოდი
 დაწყების თარიღი და დრო
 დასრულების თარიღი და დრო
 ზედნადების ნომერი (rs.ge დან დააბრუნებს)
 გააქტიურების თარიღი (rs.ge დან დააბრუნებს)
 შეკვეთის დოკუმენტი (შესაძლებელი უნდა იყოს შიდა შეკვეთის საფუძველზე
გადაზიდვის დოკუმენტის პირდაპირ ღილაკით შექმნა, ან შიდაგადაზიდვის
დოკუმენტის შექმნისას შეკვეთის დოკუმენტის არჩევა დოკუმენტების ლისტიდან )
 გაცემის საწყობი საწყობი - საიდანაც უნდა წამოვიდეს საქონელი
 მიმღები საწყობი - სადაც უნდა მივიდეს საქონელი
 საქონლის სია (შეიცავს იმ სიას რომელი საწყობიც არი არჩეული) - სიის შევსება
უნდა შეიძლებოდეს დამატების ღილაკით, როგორც ერთეული მნიშვნელობთ ისე
ჯგუფირად საწყობის მთლიანი ნაშთით და სიაში უნდა გამოიტანოს საქონლი
[არტიკული, დასახელება, ერთ, რაოდენობა, ფასი, თანხა, დღგ-ს განაკვეთი
(ძირითადი მნიშვნელობა 18%) , დღგ-ს თანხა ] საქონლის შევსება იმპორტით Excel-
ის ფაილითაც უნდა შეგვეძლოს ლისტის შევსება, ასევე ლისტიდან წაშლა,
რედაქტირება
 აქვს ორი კატეგორია (იდენტური rs-თან) „ჩვეულებრივი“, „ ხე-ტყე“
 ტრანსპორტიტების სახე :
1) საავტომობილო - აქვს ველები: მძღლის პ/ნ ; მძღოლის სახელი და გვარი ; ავტ.
მანქანის ნომერი ; მისაბმელი ; ტრანსპორტირების ხარჯი
აქვს ველები ; „სარკინიგზო“ „სხვა“ „საავიაციო“
2) სარკინიგზო
3) საავიაციო
4) სხვა - აქვს ერთ ველი : სხვა ტრანსპორტი
5) საავტომობილო უცხო ქვეყნის : აქვს ველები: მძღლის პ/ნ ; მძღოლის სახელი
და გვარი ; ავტ. მანქანის ნომერი ; მისაბმელი ; ტრანსპორტირების ხარჯი
6) გადამზიდავი - აქვს ველები : საიდენტიფიკაციო ; გადამზიდის დასახელება
 შენიშვნა/ კომენტარი
 შეიცავს შემსრულებელი მომხხმარებლის სახელს

საწყობზე მინიმალური ნაშთის დადგენა - ახალი დოკუმენტის შექმნა

 კოდი
 თარიღი
 საწყობი
 საქონლის სია (შეიცავს იმ სიას რომელი საწყობიც არი არჩეული) - სიის შევსება
უნდა შეიძლებოდეს დამატების ღილაკით, როგორც ერთეული მნიშვნელობთ ისე
ჯგუფირად საწყობის მთლიანი ნაშთით და სიაში უნდა გამოიტანოს საქონლი
[არტიკული, დასახელება, ერთ, რაოდენობა, ფასი, თანხა, დღგ-ს განაკვეთი
(ძირითადი მნიშვნელობა 18%) , დღგ-ს თანხა ] საქონლის შევსება იმპორტით Excel-
ის ფაილითაც უნდა შეგვეძლოს ლისტის შევსება, ასევე ლისტიდან წაშლა,
რედაქტირება
 უნდა შეიცავდეს მომხარებელს ვის მიერაც შეიქმნა დოკუმენტი
 სტატუსი - პირველადი, რედაქტირებული, გაუქმებული

დოკუმენტს აქვს ღილაკები:

 შენახვა - ინახავს დოკუმენტს, მაგრამ არ ასახავს ნაშთს
 გატარება - ინახავს დოკუმენტს და ადგენს მინიმალურ ნაშთს საქონელზე
(გატარებული დოკუმენტი ღილაკზე აისახოს!)
 დახურვა

 ყველა აღწერილ დოკუმენს ჭირდება შესაბამისი ლისტები და ამ ლისტებზე

გვჭირდება ღლაკები : ახალი, რედაქტირება, წაშლა, ბეჭდვა, ექსპორტი
(ექსელში, პდფ)

 აპლიკაციას დაჭირდება მომხარებელთა მართვის და ადმინისტრირების

განყოფილება, სადაც მოდულების გარკვეული ფუნქციები იქნება მითთებული
მაგ. რომელ დოკუმენტზე, რომელი ბუღალტრული ანგარიში იყოს ძირითადი
მნიშვნელობთ არჩეული, ან საწყობებზე უარყოფითი ნაშთი ყველაზე იქნეს
დაშვებული თუ აკრძალყული და ა.შ.

 ბეჭდვის ღილაკები ფორმების შესაბამის ველებს შესაძლოა არ

გულუსხმობდეს, რადგან ამოსაბეჭდ ვარიანტზე შეიძლება რაღაც დაემატოს
ან მოაკლდეს.

You might also like