You are on page 1of 1

საკითხი N1: დეკრეტის საფუძველზე დამტკიცდა „საქართველოში ახალი

კორონავირუსის    გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“.


რასაც საფუძვლად უდევს  სახელმწიფოს მიერ თავისი კონსტიტუციური ვალდებულების
– დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველყოფა, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის
მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა. ამავე დროს დადგენილება
N181- ის მიხედვით, აიკრძალა, ტაქსების როგორც საქალაქთაშორისო, ასევე
ქალაქების/რაიონების შიგნით მოძრაობა. მიუხედავად იმისა, რომ განკარგულებით
გათვალისწინებული რეგულაციები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, სახეზე გვაქვს შემდეგი
ფაქტი, რაც აშკარად წარმოადგენს ამ აღკვეთის უარყოფით/საპასუხო ზეგავლენას. სამთავრობო
რეგულაციების მიღების შედეგად, ვინმე ტაქსისტი ტარიელ კვიწარიას ძირითადი შემოსავლის
წყარო შეწყდა, ქრონიკული დაავადებების გამო კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
გართულდა, რამაც, შედეგად, სიკვდილი გამოიწვია. კონსტიტუცის მეორე თავის მეათე მუხლის
მიხედვით ადამიანის სიცოცხლე დაცულია, სახელმწიფო უფლებამოსილია და ამავე დროს
ვალდებულიც არის გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, რადგანაც ეს ყოველივე
წარმოადგენს დაცულ სფეროს, აკრძალულია ისეთი მოქმედებების განხორციელება, რომელსაც
აშკარად ადამიანის სიკვდილი მოჰყვება. სიცოცხლის ძირითადი უფლების მნიშვნელობიდან
გამომდინარე სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ადამიანის სიცოცხლე მაშინაც, როცა მის
მიმართ არსებობს ირიბი ზემოქმედების საფრთხე. მეათე მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს
შექმნას ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დანაშაულის კვალიფიკაციას მისცემს სახელმწიფოსა და
ჩვენ. მოცემული აკრძალვა კი ნამდვილად ირიბი ზეოქმედების საფრთხეა. საბოლოოდ, შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ სახეზეა კონსტიტუციის მე-10 მუხლით დაცული სიცოცხლის უფლების
დარღვევა, იმიტომ რომ შეზღუდვის შედეგად, გვაქვს ადამიანის სიცოცხლის ფატალურად
დასრულებული შემთხვევა.

საკითხი N2: კონსტიტუციის მე-13 მუხლის ტექსტიდან კარგად ჩანს, რომ ადამიანის
თავისუფლება არ არის აბსულუტურად უზრუნველყოფლი ძირითადი უფლება.
სახელმწიფოს წარმოეშობა აშკარა უფლება ჩაერიოს დაცულ სფეროში ინფექციურ
დაავადებათა თავიდან ასაცილებლად, შეზღუდვის მიზანი იქნება საზოგადოების
ინტერესების დაკმაყოფილება და მათი დაცვა. თუ კი სახეზე გვაქვს ინფექციის
გავრცელების რეალური საფრთხე,აღნიშნული გადაყვანა კი წარმოადგენს პრევენციულ
ღონისძიებას,  ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში სრულიად ლეგიტიმური იქნება, შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილებისას:
ა)სამედიცინო დასკვნის არსებობა, რომლის საფუძველზეც ცალსახაა, რომ ქვეყანა დგას
ინფექციის, კერძოდ კოვიდ-19-ის საფრთხის წინაშე. ბ) აღნიშნული ინფექცია საკმაოდ
სერიოზულია (იწვევს სიკვდილიანობას და განსაკუთრებით საშიშია ქრონიკული
დაავადების მატარებლებზე) , რაც განაპირობებს დაინფიცირებული ადამიანის სხვებისგან
იზოლაციას. გ) იზოლაციაში მოთავსების გაგრძელება დამოკიდებულია ავადმყოფობის
კვლავ არსებობაზე. შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცვლილება ლეგიტიმურია,
საჯარო უსაფრთხოების აცვის ინტერესებიდან გამომდინარეობს და რადგანაც
კალიფიკაციით ჩარევა მძიმე არ არის, პრევენციული ხასიათი აქვს, ამრიგად  
დასახელებული რეგულაცია შეესაბამება კონსტიტუციით გარანტირებულ
თავისუფლების უფლებას.

You might also like