You are on page 1of 4

სიკვდილის როლი სიცოცხლის უფლებაში

სიცოცხლისა და სიკვდილის ურთიერთმიმართება საინტერესო და მარადიული


თემაა: რა არის სიცოცხლე და რა არის სიკვდილი? არის თუ არა ეს მოვლენები
ერთმანეთისგან დამოუკიდებელი? 21-ე საუკუნის მსოფლიოში, რომელსაც აქვს
პრეტენზია საზოგადოებრივი განვითარების უმაღლეს საფეხურზე ყოფნის,
აქტუალურია კითხვა: ადამიანის სიცოცხლე უფლებაა თუ მოვალეობა? პასუხი
ერთია: სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშეც
ადამიანის ყველა სხვა უფლება ყოველგვარ აზრს და დასაბუთებას კარგავს.

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად,


„ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული, არავის სიცოცხლე
არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი“/ საქართველოს კონსტიტუციის მე-10
მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: ადამიანის სიცოცხლე დაცულია. სიკვდილით
დასჯა აკრძალულია.

სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას სიცოცხლის უფლება მოიცავს სამ ძირითად


ასპექტს:

1.ვალდებულება თავი შეიკავოს მის მოხელეთა ხელით სიცოცხლის ხელ-ყოფისგან


(ნეგატიური ვალდებულება);
2.ვალდებულება მიიღოს ზომები სიცოცხლის დასაცავად, კერძოდ სიცოცხლის
მოსპობის თავიდან ასაცილებლად (ასევე სხვა პოზიტიური ვალდებულებები,
რომლებიც გულისხმობს გონივრული ზომების მიღებას);
3.ვალდებულება გამოიძიოს საეჭვო ვითარებაში სიცოცხლის მოსპობის ფაქტები (მე-2
მუხლის ე.წ. “პროცესუალური ასპექტი”, პოზიტიური ვალდებულების კიდევ ერთი
მაგალითი).

თანამედროვე მსოფლიოში ვერ ნახავთ ვერცერთ სახელმწიფოს, სადაც ერთი პიროვნების


მიერ მეორის მკვლელობა დანაშაულად არ ითვლებოდეს და არ წარმოადგენდეს დასჯად
ქმედებას, თუმცა არც თუ იშვიათად, სახელმწიფო თვითონ ხდება ადამიანის სიცოცხლის
მოსპობის მიზეზი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სიცოცხლე, როგორც აბსოლუტური
ღირებულება, შეგვიძლია ეჭვქვეშ დავაყენოთ. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, თუ როდის დგას
კანონი ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა, როდის შეუძლია სახელმწიფოს მისცეს თავს
მკვლელობის ჩადენის უფლება?
ერთ-ერთი ასეთი კლასიკური შემთხვევა გახლავთ სიკვდილით დასჯა. სასჯელის ყველაზე
მკაცრი სახე, ანუ ისეთი შემთხვევა, როდესაც განსაკუთრებით მძიმე და სასტიკი
დანაშაულისათვის სახელმწიფოს მიერ სასჯელად დაწესებულია პირის სიცოცხლის
მოსპობა. სისხლის სამართლის კოდექსი აღიარებს, რომ სასჯელის მიზანი არ არის
ვინმესთვის სამაგიეროს მიზღვა, ვინმეს მოკვლა, ტანჯვა ან დაჩაგვრა, არამედ სახელმწიფო
სასჯელს მინართავს იმ ერთადერთი მიზნით, რომ ხელი შეუწყოს დამნაშავის გამოსწორებას
და მის საზოგადოების ღირსეულ წევრად დაბრუნებას, ხოლო სანამ იგი წარმოადგენს
საზოგადოებისათვის საფრთხეს, მანამდე მოახდინოს მისი იზოლაცია. ბუნებრივია იბადება
კითხვა თუ რამდენად ემსახურება აღნიშნულ მიზანს სიკვდილით დასჯა, ბუნებრივია
პასუხი უარყოფითია, ვინაიდან თუკი პირს სახელმწიფო სიცოცხლეს წაართმევს, მაშინ იგი
ვერასდროს გამოსწორდება და ვერც საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებას
შეძლებს. შესაბამისად, სიკვდილით დასჯას ვერ მივიჩნევთ, როგორც სასჯელის
გამართლებულ ფორმას. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6
დამატებითი ოქმი ადგენს, რომ სიკვდილით დასჯა არის გაუქმებული, არშეიძლება ვინმეს
შეეფარდოს სიკვდილით დასჯა ან ვინმეს მიმართ აღსრულდეს ასეთი განაჩენი. მიუხედავად
ამისა, არის შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო იძულებული ხდება წაართვას ადამიანს
სიცოცხლე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად სახელმწიფოს მიერ
ადამაიანისათვის სიცოცხლის წართმევა არ ჩაითვლება ამ მუხლის დარღვევად, თუ თუ ის
შედეგად მოჰყვა ძალის გამოყენებას, რომელიც აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენდა:

ნებისმიერი პირის დასაცავად არამართლზომიერი ძალადობისაგან;


კანონიერი დაკავებისათვის, ანდა კანონიერად დაპატიმრებული პირის გაქცევის აღსაკვეთად

კანონიერ ღონისძიებათა განხორციელებისათვის აჯანყების ან ამბოხების ჩასახშობად.

სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლე იყოს


დაცული და მისი ლიკვიდაცია განხორციელდეს მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის
მდგომარეობაში.

სახელმწიფოს გააჩნია როგორც ნეგატიური ვალდებულება, თვითონ არ განახორციელოს


არასათანადო მოპყრობა არამედ პოზიტიურიც, – უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება
მსგავსი დარღვევის ეჭვის არსებობისას. კერძოდ, Anguelova v. Bulgaria საქმეში არაეფექტიანი
გამოძიების გამო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაირღვა სიცოცხლის უფლება. სასამართლომ
დაადგინა, რომ ბულგარეთის ხელისუფლების ორგანოებმა დაარღვიეს კონვენციის მე-2
მუხლის პროცედურული მხარეც. ანუ, არ უზრუნველყვეს დაზარალებული დაუყოვნებელი
სამედიცინო დახმარებით, მაშინ როცა აშკარა იყო, რომ იგი სიკვდილს ებრძოდა.

ნეგატიური ვალდებულების მაგალითად განვიხილავდით საქმეს Andronicou and


Constantinou v. Cyprus, რომელშიც გამოყენებულ ძალას არ გადაუჭარბებია იმ
მოცულობისათვის, რომელიც “აბსოლუტურად აუცილებელი” იყო მოცემულ ვითარებაში.
სასამართლოს აზრით, პოლიციის მიერ განხორციელებული ოპერაცია ადეკვატურად იყო
დაგეგმილი. ასეთ ვითარებაში სასამართლოს მიერ გამოყენებული ტესტი ისაა, რომ
ოპერაციის დროს მაქსიმალურად შესაძლებელ ფარგლებში უნდა შემცირდეს პირის
სიცოცხლის წართმევის საფრთხე.
ევთანაზია

სიცოცხლის შეწყვეტის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენება მაშინ, როდესაც ადამიანი


განუკურნებელი სენისგან გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისაგან იტანჯება და ამ
ტკივილის შესაჩერებლად ერთადერთი გზა მისი სიცოცხლის შეწყვეტა ხდება.

პრეტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Pretty v. UnitedKingdom (2002),.საქმე ეხება


მეორე მუხლს და განუკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებს.ძირითადი საკითხი
რაზეც სასამართლომ იმსჯელა არის ის რომ , სიცოცხლის უფლება არ მოიცავს სიკვდილის
უფლებას.

განმცხადებელი დავობდა, რომ სიცოცხლის უფლება მოიცავს სიკვდილის უფლებასაც,


მაგრამ სასამართლომ უარყო ეს მოსაზრება. განმცხადებელი კვდებოდა
მოტორონეირონული დაავადებით, რომელმაც მისი კისრამდე პარალიზება გამოიწვია.
ადამიანები,რომლებიც ამ უკურნებელი დაავადებით არიან დაავადებულნი, საბოლოოდ
კვდებიან გაგუდვით, როცა მათი ფილტვები წყვეტს ფუნქციონირებას. განმცხადებელს
სურდა, რომ მისი ქმარი დახმარებოდა თვითმკვლელობის ჩადენაში როცა მოისურვებდა.
ქმარს არ შეეძლო დახმარება, რადგან ეს მასზე სისხლისსამართლებრივი სანქციის
დაკისრებას გამოიწვევდა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ სიცოცხლის უფლება არ ეხება ცხოვრების დონეს ან პირის


არჩევანს როგორ მოექცეს თავის ცხოვრებას.” სასამართლომ დაასკვნა, რომ მე-2 მუხლი არ
მოიცავდა, მისი ტექსტის დამახინჯების გარეშე, დიამეტრალურად განსხვავებულ უფლებას,
კერძოდ სიკვდილის უფლებას.

ტკივილი და ტანჯვა რომელსაც ადამიანები განიცდიან ავადმყოფობის დროს და რომლებსაც


არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ცხოვრების გაგრძელება უფლება აქვთ,რომ მათი
სიკვდილის უფლება მათი სურვილისამებრ იყოს დაცული, ვინაიდან ძნელია არამხოლოდ
უიმედოდ ყოფნა,ასევე ძნელია ემოციური ტკივილის დაძლევა.ძნელია ადამიანს აიძულო
მისი ნების საწიინააღმდეგოდ სიცოცხლე.

თუ ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, ასევე გააჩნია სხვა უფლებებიც, როგორიცაა


ღირსებისა და პატივის უფლება.ადამიანს უფლება აქვს იცხოვროს ისეთ გარემოში, რომელიც
მისი პატივისა და ღირსების შემლახველი არ იქნება.თუ ადამიანი თავად განაგებს
სიცოცხლეს, მაშინ რატომ არ აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება სიკვდილის შესახებ?ეს
საკითხი მეტად რთულია და ბევ პრობლემას ვაწყდებით. განვიხილოთ პრობლემები რომლის
წინაშე შეიძლება დავდგეთ.

პრობლემა რომელსაც ამ საკითხის დაყენებასთან დაკავშირებით ვხედავ არის ის ,რომ


სათანადოდ რეგულირების გზა არ არსებობს და ამან შეიძლება დიდი პრობლების წინაშე
დაგვაყენოს. უნდა არსებობდეს გარკვეული კრიტერიუმები რომლის თანახმადაც უპირველეს
ყოვლისა გათვალისწინებული იქნება ადამიანის ნება და თავიდან ავიცილებთ ისეთ
პრობლემებს როგორიცაა მაგალითად: საფრთხე ექმნება ექიმებისა და მომვლელთა მიერ
სიცოცხლის გადარჩენის ვალდებულებას,განუკურნებელი პაციენტების განკურნების ახალი
მეთოდების ძიების მოშლა,ოჯახის ეგოისტი წევრების მიერ მოხუც ნათესავებზე მორალურ
ზეწოლა. აღნიშნული პრობლემები მცირე ნაწილია იმისა რაც შეიძლება გამოიწვიოს
საკითხის ლეგალიზებამ, მაგრამ საშუალება უნდა იყოს მეორე მუხლთან მიმართებაში, რომ
სიცოცხლის უფლების ჭრილში განვიხილოთ სიკვდილის უფლება.

ვთანხმდებით, რომ ევთანაზიის ლეგალიზება გარკვეულ საფრთხეებთან არის


დაკავშირებული, თუმცა დაუშვებელია მისი ჩვეულებრივი მკვლელობათ განხილვაც, თავად
მისი არსიდან გამომდინარე.

დასკვნა
ბოლოს დასკვნის სახით მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი კითხვასთან დაკავშირებით :
მოიცავს თუ არა სიცოცხლის უფლება სიკვდილის უფლებას ? მართალია ადამიანის
უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-2 მუხლიდან გამომდინარე
სასამართლომ ,საქმეზე _პრეტი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Pretty v.
UnitedKingdom (2002) ნათლად განმარტა ,რომ არ იგულისხმება სიკვდილის უფლება, მაგრამ
ვთვლი რომ თუ ადამიანი თავად განაგებს სიცოცხლეს, მაშინ მას აქვს უფლება, მიიღოს
გადაწყვეტილება სიკვდილის შესახებ.

You might also like