You are on page 1of 23

1

სასამართლო–სამედიცინო
ექსპერტის დასკვნა R N 05.349/2023 მედ.

მე, სასამართლო – სამედიცინო ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა, დაბ. 20.09.1960., მცხ.


თბილისი, ათონელის ქ.23., მუშაობის სტაჟი სპეციალობაში 33 წელი.
სახელმწიფო სერტიფიკატი სერია 1ა 65, N013215, ნებადართული სპეციალობა: სასამართლო
მედიცინა.
სამუშაო ადგილი: შ.პ.ს. „რეალექსპერტი“, ადმინისტრაციული დირექტორი.
სალიცენზიო მოწმობა N002264 სამედიცინო საქმიანობის სახე: სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზის ლიცენზია.

მსჯავრდებულ ნიაზ ჩხვიმიანის ინტერესების დამცველი ადვოკატის, თამაზ ჯალიაშვილის


19.03.2023წ. განცხადებისა და ნიაზ ჩხვიმიანის დედასთან, სვეტლანა ჩხვიმიანთან
გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჩავატარე სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზა საქმის მასალების საფუძველზე, თენგიზ ბეჟუაშვილისა და რუსუდან
ფირცხალავას მკვლელობის ფაქტზე.

ექსპერტის უფლება–მოვალეობებს, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო


კოდექსის 168–ე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 51–ე და 52–ე მუხლებით
გაცნობილი ვარ, ამასთან, ცრუ ჩვენების, ყალბი დასკვნის, საექსპერტო კვლევის ობიექტის
დაუცველობისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370–ე მუხლის მოთხოვნები
ჩემთვის ცნობილია, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.

სასამართლო–სამედიცინო ექსპერტი (მაია ნიკოლეიშვილი)

ექსპერტიზა დაიწყო 19.03.2023წ.


ექსპერტიზა დამთავრდა 30.07.2023წ.

„ექსპერტის დასკვნა“ წარმოდგენილია „22“ (ოცდაორ) ფურცლად, მაია ნიკოლეიშვილის სახელმწიფო


სერტიფიკატი 1 (ერთი) ფურცელი და შპს „რეალექსპერტი“-ს სალიცენზიო ნებართვა, 1 (ერთი) ფურცელი.

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


2

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება თენგიზ ბეჟუაშვილისა და რუსუდან ფირცხალავას


სიკვდილის ხანდაზმულობისა და დაზიანებათა მიყენების მექანიზმის დადგენის მიზნით.

ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმულია შემდეგი კითხვები:


1. ცალ-ცალკე აღებული, სხეულის რა მდგომარეობაში აქვთ მიყენებული დაზიანებები თ.ბეჟუაშვილს და
რ.ფირცხალავას: ფეხზე მდგომს, დამჯდარს, მოხრილს თუ დაწოლილს? როგორია სროლის მანძილები
თითოეულის შემთხვევაში?
2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგების მიხედვით, რა ადგილას მიაყენეს ცეცხლნასროლი
დაზიანებები თ.ბეჟუაშვილს და რ.ფირცხალავას?
3. როგორია თ.ბეჟუაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ჭრილობების არხების მიმართულება
და ჭრილობის არხების გზად დაზიანებებიდან სისხლდენებისა და შემთხვევის ადგილზე არსებული
სისხლის კვლების, შემთხვევის ადგილზე არსებული ცეცხლნასროლი დაზიანებების, რაოდენობებისა
და მდებარეობის, სროლის მანძილის გათვალისწინებით, როგორი იყო ცეცხლნასროლი დაზიანებების
მიყენების რიგითობა და მსხვერპლისა და თავდამსხმელის ურთიერთმიმართება და პოზები?
4. როგორია რ.ფირცხალავას სხეულზე არსებული დაზიანებების ჭრილობების არხების მიმართულება
და ჭრილობის არხების გზად დაზიანებებიდან სისხლდენებისა და შემთხვევის ადგილზე არსებული
სისხლის კვლების, შემთხვევის ადგილზე არსებული ცეცხლნასროლი დაზიანებების, რაოდენობებისა
და მდებარეობის, სროლის მანძილის გათვალისწინებით, როგორი იყო ცეცხლნასროლი დაზიანებების
მიყენების რიგითობა და მსხვერპლისა და თავდამსხმელის ურთიერთმიმართება და პოზები?
5. როგორია თ.ბეჟუაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ხანდაზმულობა? ორგანოების
დაზიანებების გათვალისწინებით, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებების მიყენებიდან დაახლოებით
რამდენ ხანში დადგებოდა თ.ბეჟუაშვილის სიკვდილი?
6. როგორია რ.ფირცხალავას სხეულზე არსებული დაზიანებების ხანდაზმულობა? ორგანოების
დაზიანებების გათვალისწინებით, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებების მიყენებიდან დაახლოებით
რამდენ ხანში დადგებოდა თ.ბეჟუაშვილის სიკვდილი?
7. სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები თვალისა და ტუჩების არეში სისხლნაჟღენთების სახით,
შეეძლო თუ არა მიეღო თ.ბეჟუაშვილს მუშტით ან გაშლილი ხელით ცემის შედეგად?
8. სიცოცხლისდროინდელი დაზიანებების მიღების შემდეგ, შეძლებდა თუ არა თ.ბეჟუაშვილი
მიზანმიმართული მოქმედებების შესრულებას, როგორიცაა ყვირილი, წინააღმდეგობის გაწევა, გაქცევა
და სხვა.
9. სიცოცხლისდროინდელი დაზიანებების მიღების შემდეგ, შეძლებდა თუ არა რ.ფირცხალავა
მიზანმიმართული მოქმედებების შესრულებას, როგორიცაა ყვირილი, წინააღმდეგობის გაწევა, გაქცევა
და სხვა.
10. 15-22 ნოემბრის დროის პერიოდისათვის არსებული სადღეღამისო ტემპერატურის (ცელსიუსით)
მონაცემების გათვალისწინებით, აღინიშნებოდა თუ არა თ.ბეჟუაშვილის და რ.ფირცხალავას სხეულზე
დაბალი ტემპერატურების ზემოქმედების კვალი (სხეულის გადაციების, მოყინვის, ან გაყინვის)?
11. გვამური ლაქების, გვამური გაშეშებების, გვამების გაკვეთისას დაფიქსირებული შინაგანი ორგანოების
მდგომარეობის და სხვა სპეციფიური ნიშნების მხედველობაში მიღებით, აგრეთვე 15-22 ნოემბრის
დროის პერიოდისათვის არსებული სადღეღამისო ტემპერატურის (ცელსიუსით) და ნალექიანობის
მონაცემების გათვალისწინებით, როდის არის დამდგარი თ.ბეჟუაშვილისა და რ.ფირცხალავას
სიკვდილი _ 2004 წლის 15 ნოემბრიდან 19 ნოემბრამდე პერიოდში, თუ 19 ნოემბერს, ან მის შემდგომ
თარიღში?
12. ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიის ორჯერადი გასროლის შედეგად რ.ფირცხალავას გვამს
აღენიშნებოდა ქალა-ფუძის ორი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის ტვინის დაზიანებით,
ქალა-სარქველის, ქალას ფუძისა და სახის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობებით, ტყვიის
არხის მიმართულება ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან ოდნავ მარცხნივ, ხოლო შემთხვევის ადგილის

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


3

დათვალიერების ოქმის თანახმად, „ახალგაზრდა ქალს (იგულისხმება რ.ფირცხალავა) ქვედა ყბა აქვს
მთლიანად დაზიანებული, კეფის არეში აღენიშნება ასევე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული
ჭრილობა“. ასეთი დაზიანებებისას, შესაძლებელია თუ არა რ.ფირცხალავას შემთხვევაში გასროლა
მოხდარიყო მსხვერპლის პირის ღრუში იარაღის ლულის მიმართვით, ან ნიკაპიდან კეფის
მიმართულებით?
13. სახის და თავის არეში რ.ფირცხალავასთვის მიყენებული მოცულობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები
გამოიწვევდა თუ არა მყისიერ ჭარბ სიხლდენას ამავე არეებიდან? დადებით შემთხვევაში შეესაბამება
თუ არა ამგვარი სისხლდენა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღწერილ სისხლისმაგვარ
კვალს ფოთლებზე და მიწაზე აღმოჩენილი ერთადერთი ლაქის სახით, ზომით 30 X 20 X 10 სმ;
14. რიგით მე-13 კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ
რ.ფირცხალავასგან განსხვავებით თ.ბეჟუაშვილის გვამს აღენიშნებოდა ქსოვილების განადგურება
მღრღნელების მიერ, დასაშვებია თუ არა მსჯელობა, რომ რ.ფირცხალავა მოკლულია სხვაგან და სხვა
ვითარებაში და არა ავტომანქანის აღმოჩენის ადგილას, რომელიც გამოძიებით და განაჩენებითაც მისი
მკვლელობის ადგილადაა მიჩნეული, ანუ ადგილი ჰქონდა მკვლელობის ადგილის და ზოგადად
ვითარების იმიტირებას?

საქმის გარემოებები:
როგორც ირკვევა მსჯავრდებულ ნიაზ ჩხვიმიანის ინტერესების დამცველი ადვოკატის, თამაზ ჯალიაშვილის
მომართვის წერილიდან სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ; „ქალბატონო მაია, შესაბამისი
ხელშეკრულებისა და საადვოკატო ორდერის საფუძველზე ვალდებულება ვიკისრე დავიცვა მსჯავრდებულ ნიაზ
ჩხვიმიანის ინტერესები, რომელიც უვადო პატიმრობის სახით დანიშნულ სასჯელს 2005 წლის 26 ივლისის
შემდგომ იხდის სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში. შესაბამისი საქმის მასალები 6 ტომად ასლების სახით
გადმომეცა უშუალოდ მსჯავრდებულისაგან. საქმის მასალების შესწავლის შედეგად, როგორც იურისტს და
სამართლის სპეციალისტს, ჩამომიყალიბდა ცალსახა შეხედულება, რომ როგორც წმინდა სამართლებრივ
საკითხებში, ასევე საქმეში არსებული საექსპერტო დასკვნების მტკიცებულებითი მნიშვნელობის შეფასებისას,
განაჩენებში დაშვებულია მრავალი შეუსაბამობა და ლაფსუსი, რამაც გავლენა იქონია ხსენებული პირის
დამნაშავედ ცნობასა და უმძიმესი სასჯელის განსაზღვრაში.
მსჯავრდებული ნ.ჩხვიმიანი და მე, როგორც მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, დაინტერესებული ვართ და
შევეცდებით კანონით დადგენილი წესით მივაღწიოთ ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას მოცემულ საქმეზე,
რისთვისაც აუცილებლად მიგვაჩნია, მათ შორის საქმეში არსებული სამედიცინო-საექსპერტო დასკვნების
შედარებით ვრცლად და უფრო დაკონკრეტებულად განხილვა-გადამოწმება იმ აუცილებელ კითხვებზე პასუხების
მიღებით, რომელიც ექსპერტების წინაშე არ დაუსვამთ. მოკლედ მოგახსენებთ საქმის ფაქტობრივი მხარის შესახებ
მხოლოდ სამედიცინო კუთხით, ხოლო საქმის იურიდიულ მხარეს არ შევეხებით, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ
გამოძიებისას, ან სასამართლოში საქმის განხილვისას ნ.ჩხვიმიანს არსად არასდროს არ უღიარებია მისადმი
ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო საქმეში არ არის არც ერთი (!) მისი მამხილებელი მტკიცებულება,
გარდა ამავე საქმეზე დანაშაულის დაფარვისათვის მსჯავრდებულ ა.ზაკუტოვის მერყევი და არეულ-დარეული
ჩვენებებისა:
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 18.12.2006 წლის განაჩენით, რომელიც უცვლელეად იქნა დატოვებული
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 24 აპრილის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს
05.03.2003 წლის განჩინებითაც, ნიაზ ჩხვიმიანს საქართველოს სსკ-ის მე-19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“
ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,, ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, 236 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 19,109 მუხლის ,,ა, გ“
და ,,დ“ პუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, 109-ე მუხლის ,,ა“, „ზ“, „ი“, „ლ“ და ,,ო“
პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულობების ჩადენის საფუძვლით სასჯელის სახედ და ზომად

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


4

განესაზღვრა უვადო პატიმრობა. საბოლოო განაჩენით ნ.ჩხვიმიანისათვის ბრალად შერაცხული ქმედება


აღწერილია შემდეგნაირად:
„ა.ზაკუტოვი და ნიაზ ჩხვიმიანი მსახურობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სპეც. დანიშნულების
ბრიგადის სპეციალური დანიშნულების ბატალიონში, ჩხვიმიანი უმცროსი სერჟანტის თანამდებობაზე, ხოლო
ზაკუტოვი დაცვის ასეულის რიგითად.
2004 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 22 საათზე, ჩხვიმიანი იმყოფებოდა რა სამხედრო ნაწილში, მივიდა
ზაკუტოვთან, რომელიც პირველ გამშვებ საგუშაგო პუნქტზე განწესებული იყო მედღევედ და სხვა ჯარისკაცებთან
ერთად ასრულებდა დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.
იმ მოტივით, რომ ჩხვიმიანს მეორე დღეს მევალისათვის უნდა გაესტუმრებინა ვალი 500 აშშ დოლარი, ზაკუტოვს
სთხოვა დახმარება ფულის შოვნაში, კერძოდ შესთავაზა უკანონოდ შეეღწიათ გარდაბნის რაიონის დ.კოჯორში
მდებარე კ.ბობოხიძის სააგარაკე სახლში და ფარულად დაუფლებოდნენ ფულსა და ძვირფასეულობას. ჩხვიმიანი,
მიიღო რა ზაკუტოვის თანხმობა, მასთან ერთად მივიდა ბრიგადის ტერიოტორიაზე განთავსებულ საავტომობილო
პარკში და იქ გაჩერებული ერთ-ერთი ავტომანქანიდან, თანამზრახველთან შეთანხმების გარეშე აიღო თავის მიერ
მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული 7,62 მმ. კალიბრიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი,
მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, ,,რგდ“ ტიპის ხელყუმბარა და წინასწარ შემუშავებული გეგმის
მიხედვით ორივე გაემართა დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად.
2004 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 01 საათზე ბოროტმოქმედები მივიდნენ კ.ბობოხიძის სახლთან, ავტომატური
ცეცხლსასრული იარაღის ,,ზუმბის“ გამოყენებით გააღეს ერთ-ერთ შესასვლელ კარზე გარეთა მხრიდან
გაკაეთებული დამცავი ცხაური, ჩაამსხვრიეს კარის მინა, საკეტში არსებული გასაღებით გააღეს კარი და შეაღწიეს
სახლის პირველ სართულზე შესასვლელ ოთახში. რა დროსაც ჩაირთო სიგნალიზაციის სისტემა. იმ მიზნით, რომ ეს
სისტემა მწყობრიდან გამოეყვანათ, ჩამოაგდეს კედელზე დამონტაჟებული სიგნალიზაციის აპარატი და დაიწყეს
ფულისა და ძვირფასეულობის ძებნა. ზაკუტოვი და ჩხვინიანი ავიდნენ მეორე სართულზე, სადაც შემოესმათ
ავტომანქანის ძრავის ხმა. მათ სიტუაციაში გასარკვევად გააღეს კარი, გადაიხედეს ქვემოთ და დაინახეს
შპს ,,ბიზნესდაცვის“ სამორიგეო ნაწილში შესული შეტყობინების საფუძველზე მისული დაცვის მუშაკები _ იაკობ
ნათელაშვილი და ირაკლი გუგუნავა. ამ უკანასკნელმა შენიშნა სახლში უცხო პირის ლანდი, მოსთხოვა მათ დაბლა
ჩასვლა და შესაშინებლად მასზე გაპიროვნებული საფანტის იარაღით ჰაერში მოახდინა გამაფრთხილებელი
გასროლა. ჩხვიმიანმა ზაკუტოვთან შეთანხმების გარეშე თანნაქონი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან,
მათი მოკვლის მიზნით, ი.ნათელაშვილისა და ი.გუგუნავას მიმართულებით ერთხელ გაისროლა, მაგრამ მისგან
დამოუკიდებელი მიზეზების გამო განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ი.ნათელაშვილი მოეფარა სახლის
კედელს, ხოლო ი.გუგუნავამ მობილური ტელეფონით სცადა დამხმარე ძლის გამოძახება. ნ.ჩხვიმიანმა თავისი
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაცვის თანამშრომლების განზრახ მოკვლის მიზნით, ძირს გადააგდო თავის
ხელთ არსებული, საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ,,რგდ“ ტიპის ხელყუმბარა, რომლის აფეთქების შედეგად
ი.გუგუნავამ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ამის შემდეგ
ბოროტმოქმედები სამზარეულო ოთახის ფანჯრიდან გადახტნენ ეზოში და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან,
ხოლო ი.გუგუნავა დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა.
მომხდარის შემდეგ, ნ.ჩხვიმიანი და ა.ზაკუტოვი ფეხით გაემართნენ აღნიშნული სახლიდან რამდენიმე მეტრის
მოშორებით მდებარე კოტეჯებისაკენ. ერთ-ერთ კოტეჯში დაჰყვეს დაახლოვებით სამი საათი, შემდეგ კი ტყის
გავლით გაემართნენ სამხედრო ნაწილის მიმართულებით. დაახლოებით 18 საათზე, როცა ისინი იმყოფებოდნენ
თანდაცვის სამინისტროს სპეც. ბრიგადის ტერიტორიაზე, შენიშნეს ტყეში გაჩერებული ,,ფოლკსვაგენ-გოლფის“
მოდელის ა/მანქანა, რომლითაც იქ მივიდნენ რუსუდან ფირცხალავა და მისი მეგობარი თემურ ბეჟუაშვილი.
ნ.ჩხვიმიანმა და ა.ზაკუტოვმა ერთობლივად განიზრახეს მათზე ყაჩაღური თავდასხმა, კერძოდ, ჩხვიმიანს
თანნაქონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით უნდა უზრუნველეყო მათი წინააღმდეგობის დაძლევა, ხოლო
ა.ზაკუტოვს ა/მანქანის სალონში მოეძებნა ფული და მათთვის საინტერესო ნივთები. ბოროტმოქმედთა
მიახლოებისას, მანქანიდან გადმოვიდა თ.ბეჟუაშვილი. ნ.ჩხვიმიანი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი
ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით შეეცადა მისი მხრიდან მოსალოდნელი წინააღმდეგობის თავიდან

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


5

აცილებას. ზაკუტოვმა შეაღწია მანქანის სალონში, რაზეც რ.ფირცხალავამ დაიწყო ყვირილი, თუმცა
თავდამსხმელმა მაინც ჩაიდო ჯიბეში სავარძელზე დადებული ,,სონის“ ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი
და განაგრძო სხვა ნივთების ძებნა. იმავდროულად ნ.ჩხვიმიანმა, რომელმაც ვერ შეძლო თ.ბეჟუაშვილის
წინააღმდეგობის დაძლევა, განიზრახა მისი მოკვლა და ახლო მანძილიდან ,,აკმ“-ის სისტემის ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღიდან პირდაპირი დამიზნებით, გულ-მკერდის არეში ესროლა თ.ბეჟუაშვილს, რომელმაც
მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება და გარდაიცვალა. ამის შედეგ, ვინაიდან ვერ
მოხერხდა რ.ფირცხალავას წინააღმდეგობის დაძლევაც, ამასთან წარმოიქმნა ჩადენილ დანაშაულში მათი
მხილებისა და პასუხისმგებლობის საშიშროება, ნ.ჩხვიმიანმა ორჯერ ესროლა რ.ფირცხალავას თავის არეში,
რომელიც სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანებების მიღების შედეგად გარდაიცვალა. ამის
შემდეგ ა.ზაკუტოვმა და ნ.ჩხვიმიანმა გარდაცვლილთა გვამები გადაათრიეს და გადაყარეს ხევში და დაეუფლნენ
თ.ბეჟუაშვილის კუთვნილ ნივთებს. მათ ავტომანქანის გადამალვის მიზნით, სცადეს ძრავის ამუშავება, რაც ვერ
შეძლეს. ა.ზაკუტოვი დაჯდა საჭესთან, მათ უკუსვლით დააგორეს მანქანა, რომელიც შეეჯახა ხეს და ჩაიმსხვრა
მინა. ორივე ბოროტმოქმედი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მიიმალა, ისინი დაბრუნდნენ სამხედრო ნაწილში
და ა/მანქანიდან წაღებული ნივთები, ავტომატსა და საბრძოლო მასალასთან ერთად დამალეს იმ ადგილზე,
საიდანაც თავდაპირველად წამოიღეს. მეორე დღეს ა.ზაკუტოვმა თ.ბეჟუაშვილის კუთვნილი ტანსაცმელი წაიღო
სახლში, რაც ამოღებულ იქნა“ (ამონარიდი განაჩენიდან სიტყვასიტყვით).
ა/მანქანისა და გვამების აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია პოლიციაში შეტყობინებული იქნა 2004 წლის 22 ნოემბერს
13 საათსა და 30 წუთზე სატყეო მეურნეობის თანამშრომლის, გიორგი მარღიშვილის მიერ (იხ. ტ. 1, ს/ფ. 3). მანვე
გამოძიებას განუცხადა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ტყეში საეჭვო მდგომარეობაში შენიშნული
ავტომანქანის შესახებ შეიტყო სამხედრო მოსამსახურეებისგან, რომლებიც ტყის პირას გამავალ ასფალტირებულ
გზაზე დილა-საღამოს და ყოველდღიურად ვარჯიშობენ სირბილში. გამოძიების საწყის ეტაპზე სამხედრო
მოსამსახურეებმა ამ წრიდან _ ბ.კორძაიამ, ზ.ზურაშვილმა, კ.შეყილაძემ და სხვებმა თავიანთ ჩვენებებში ცალსახად
დაადასტურეს, რომ 20, 21 და 22 ნოემბერს გზიდან ხედავდნენ ხეზე შეჯახებულ მწვანე ფერის ავტომანქანა
„გოლფს“ გახსნილი კარებებით, თუმცა ადამიანები, ან ავტომანქანის გადაადგილება არ შეუმჩნევიათ, ახლოს კი არ
მისულან, ვინაიდან ტყეში ხშირად ამოდიან ავტომანქანებით ახალგაზრდები და რჩებიან გართობა-
დროსტარებისთვის, რაც მათთვის საინტერესო არ არის. ხსენებულმა პირებმა თავიანთ ჩვენებებში გამორიცხეს
ამავე ავტომანქანის დგომა აღმოჩენის ადგილას 20 ნოემბრის წინა რომელიმე თარიღში.
შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 22 ნოემბერს 17 საათსა და 20 წუთზე და როგორც ოქმშია
აღნიშნული, მიმდინარეობდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში, წვიმიან და ქარიან ამინდში, რა
მიზეზითაც შეწყდა ცალკეული აუცილებელი მოქმედებების შესრულების შემდგომ და გაგრძელდა 23 ნოემბერს
დილის 11 საათზე. გარდაცვლილები 22 ნოემბერსვე გადაასვენეს პროზექტურაში, ხოლო 23 ნოემბერს მოხდა
გვამების გამოკვლევა. შემთხვევის ადგილი დამატებით დათვალიერდა 09.12.2004 წელს, ვინაიდან თავდაპირველი
დათვალიერება უამინდობის გამო არ იქნა მიჩნეული სრულყოფილად. 22-23 ნოემბერს ჩატარებული შემთხვევის
ადგილის პირველადი დათვალიერების ოქმებში ავტომანქანის მდგომარეობის, მდებარეობის, ამოღებული
საგნების, ასევე გვამების აღმოჩენის ადგილის, გვამების გარეგნული მდგომარეობის და ჩაცმულობის შესახებ
ინფორმაცია გადმოცემულია შემდეგნაირად:
_ სამხედრო ნაწილიდან 600 მეტრის დაცილებით, მოასფალტებული გზიდან ტყეში შედის არათანაბარი სიგრძის
გზა, რომელიც დაფარულია ფოთლებით. ტყის სიღრმეში, მარცხენა მხარეს დგას ხე, რომელსაც ფესვებიდანვე აქვს
ამოზრდილი 8 ტოტი. ხის ძირიდან 60 სმ.-ის დაცილებით ფოთლებზე და მიწაზე შეინიშნება მოწითალო ფერის
სისხლისმაგვარი ლაქა, ზომით 30 X 20 X 10 სმ. ა/მანქანა უკანა ნაწილით შეჯახებულია ხეზე, მისგან 3,8 მეტრ
მანძილში ამოღებული იქნა მომწვანო ფერის მასრა, ხოლო 4,27 მეტრში ტყვიის გულა. ხსენებული ხის ტოტებზე,
სხვადასხვა სიმაღლეებზე აღინიშნება დაზიანებები _ სულ ხუთი დაზიანება მიწიდან 85, 95, 165, 170 და 180 სმ.-ზე.
აღნიშნული ხიდან 5,50 მეტრში მდგარ მეორე ხეზე აღინიშნება დაზიანება 220 სმ სიმაღლეზე, ზომით 73 X 22 მმ,
დაზიანებაა ასევე მის ტოტზე მარცხენა მხარეს, 102 სმ სიმაღლეზე; ხეში ჩარჩენილი ტყვიის გულების აღმოჩენის
მიზნით, დაზიანების მქონე ტოტები ორივე ხიდან დაიჭრა სამ ნაწილად, შეიფუთა და ამოღებულ იქნა

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


6

გამოკვლევისთვის. პირველი ხიდან მოშორებით, სამხრეთის მიმართულებით დგას ფ/გოლფის მარკის მომწვანო
ფერის ა/მანქანა, რომლის კარებები ღია მდგომარეობაშია, მძღოლის გვერდით სავარძელი გადაშლილი, სალონში
წვრილმანი ნივთების შესანახი ყუთი („ბარდაჩოკი“) გახსნილ მდგომარეობაში. სალონში მიმობნეულია სხვადასხვა
დოკუმენტები და ტანისამოსი, უპირატესად ბავშვისა. ა/მანქანის გასაღები მოთავსებულია თავისსავე ბუდეში
(საქოქში), წინა საქარე მინის მარჯვენა მხარე დაზიანებული, უკანა საქარე მინა ჩამსხვრეული, საბარგული
შეღუნული, უკანა ბამპერზე სისხლისმაგვარი კვლები, ა/მანქანის ძრავი არ იქოქება. ამოღებული იქნა ხელის თითის
2 ანაბეჭდი და მიკრონაწილაკები, რაც დაილუქა. ა/მანქანის შორიახლოს, ხიდან სამხრეთ მიმართულებით 8 მ და
30 სმ დაცილებით ნანახი და ამოღებული იქნა სათვალის ჩარჩო მინების გარეშე, ხოლო ხიდან 2 მეტრის
დაცილებით პრეზერვატივი დამახასიათებელი სითხით. სისხლისმაგვარი ლაქებიდან ხევამდე, 60 მეტრ მანძილზე
შეინიშნება გათრევის კვალი (იხ. ტ.1, ს/ფ 5-16). 09.12.2004 წელს დამატებით ჩატარებული დათვალიერებისას,
წინათ აღწერილი 8 ტოტიანი ხიდან (რომელსაც 2 ტოტი წინა დათვალიერებისას შეეჭრა) ხევის მიმართულებით 3,8
მეტრში ნანახი და ამოღებული იქნა მომწვანო ფერის მასრა წარწერით „539“.
გარდაცვლილთა გვამები აღმოჩენილი იქნა მიმდებარედ ხევში. ბეჟუაშვილის გვამი მარჯვენა გვერდით
გადაკიდებული იყო ხის ძირზე, არ ეცვა შარვალი და ფეხსაცმელი, ეცვა თეთრი წინდები, წითელი ტრუსი, 2
მოკლესახელოიანი მაისური და პერანგი. რ. ფირცხალავას გვამი აღმოჩენილ იქნა მიწაზე მწოლიარე
მდგომარეობაში, ტანსაცმლით სრულად შემოსილი, ყურებზე ეკეთა საყურეები, მარჯვენა ხელზე ვერცხლისფერი
ბეჭედი და ტყავის სამაჯური, ხოლო მარცხენა ხელის მაჯაზე „სვოჩის“ ფირმის საათი მეტალის სამაჯურით, მუშა
მდგომარეობაში.
თ.ბეჟუაშვილის მშობლის და ნათესავების დაკითხვით, ასევე ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ
რ.ფირცხალავას სიმაღლე იყო 160 სმ., თ.ბეჟუაშვილისა კი 188 სმ. 23.11.2004 წელს ექსპერტმა მ. მჟავანაძემ
გამოძიებას წარუდგინა თ.ბეჟუაშვილისა და რ.ფირცხალავას გაკვეთისას სხეულებიდან ამოღებული ორი ცალი
ტყვიის გულა. მოგვიანებით ერთი ცალი ტყვიის გულა ამოღებული იქნა ხის გადანაჭრიდან.
სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თ.ბეჟუაშვილს გვამური გაშეშება სუსტად ჰქონდა გამოხატული
ყველა ჯგუფის კუნთებში, გვამური ლაქები მოლურჯო-მოწითალო ფერის, სუსტად არის გამოხატული სხეულის
ქვემდებარე ნაწილებში კუნძულაკების სახით, ხელის დაჭერით არ ქრებიან და არ იღდგენენ ფერს. გვამი ხელის
შეხებით ცივია. სწორ ნაწლავში ტემპერატურა გათანაბრებულია ოთახის ტემპერატურასთან და უდრის 18 0.
თ.ბეჟუაშვილის სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული გულ-მკერდის
ცეცხლნასროლი, გამჭოლი დაზიანების შედეგად. აღნიშნული ჭრილობის არხი მიემერთება მარცხნიდან მარჯვნივ,
ოდნავ ქვემოდან ზემოთ, აზიანებს ორივე ფილტვს, აორტის რკალს. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია
ცოცხლად ყოფნის პერიოდში რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიის გასროლის შედეგად. მარცხნივ, ლავიწის
არეში არსებული ჭრილობის არხის მიმართულება ზემოდან ქვევით, მარცხნიდან მარჯვნივ. აღნიშნული დაზიანება
განვითარებულია რაიმე ცეცხლსასრული იარაღიდან ტყვიის გასროლის შედეგად. აღნიშნული ჭრილობა-
დაზიანება მიყენებულია სიკვდილის შემდგომ პერიოდში. თვალისა და ტუჩების არეში არსებული დაზიანებანი
სისხლნაჟღენთების სახით, მიყენებულია ცოცხლადყოფნის პერიოდში, რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის
არაერთჯერადი მოქმედებით. აღნიშნული დაზიანებანი, სისხლნაჟღენთების სახით ცალ-ცალკე და ერთად
აღებული მიეკუთვნება ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის
მოუშლელად.
გარეგნული დათვალიერების აღწერისას, ან შინაგანი ორგანოების კვლევა-დათვალიერების შედეგებში არ არის
აღნიშნული გვამის გახრწნის, ქსოვილების ლპობის და დაშლის რაიმე ნიშნები. მცირე რაოდენობით ქაფიანი
სითხის გამოდინება აღწერილია მხოლოდ ფილტვის განაკვეთიდან (იხ. ტ.1, ს/ფ 171-185).
რაც შეეხება რ.ფირცხალავას, დასკვნის მიხედვით გვამური გაშეშება ასევე სუსტად აქვს გამოხატული ყველა
ჯგუფის კუნთებში, გარდა სახის კუნთებისა. გვამური ლაქები მოლურჯო-მოწითალო ფერის, გამოხატულია
ცალკეული კუნძულაკების სახით, სხეულის ქვემდებარე ადგილებში, ხელის დაჭერით ფერს არ იცვლიან,
ფერმკრთალდებიან და იღდგენენ ფერს 15-20 წუთის შემდეგ ხელის დაჭერით არ ქრებიან და არ იღდგენენ ფერს.
გვამი ხელის შეხებით ცივია. სწორ ნაწლავში ტემპერატურა გათანაბრებულია ოთახის ტემპერატურასთან და

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


7

უდრის 180. რ.ფირცხალავას სიკვდილის უშუალო მიზეზია ცეცხლნასროლი ორი გამჭოლი ჭრილობა, თავის
ტვინის დაზიანებით, სახის ძვლების, ქალა-სარქველისა და ქალას ფუძის მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობის
შედეგად. რ.ფირცხალავას გვამს აღენიშნებოდა მარჯვენა მხრის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა, ლავიწის
ძვლის მოტეხილობით. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია ცოცხლადყოფნის პერიოდში რაიმე ცეცხლსასროლი
იარაღიდან, ტყვიის ერთჯერადი გასროლის შედეგად. ჭრილობის არხის მიმართულებაა ქვემოდან ზემოთ,
მარჯვნიდან ოდნავ მარცხნივ.
რ.ფირცხალავას გვამს აღენიშნებოდა ქალა-ფუძის ორი გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის ტვინის
დაზიანებით, ქალა-სარქველის, ქალას ფუძისა და სახის ძვლების მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობები.
აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიის ორჯერადი გასროლის
შედეგად. ტყვიის არხის მიმართულება ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან ოდნავ მარცხნივ. აღნიშნული დაზიანებები
მიყენებულია ცოცხლად ყოფნის პერიოდში. რ.ფირცხალავას გვამს გარეგნულად გაუპატიურებისათვის
დამახასიათებელი ნიშნები არ აღენიშნება. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას რ.ფირცხალავას
სხეულიდან ამოღებულ იქნა ტყვიის ორი გულა, რაც გადაეცა გამოძიების ორგანოს.
გარეგნული დათვალიერების აღწერის, ან შინაგანი ორგანოების კვლევა-დათვალიერების შედეგებში, მსგავსად
თ.ბეჟუაშვილისა, არ არის აღნიშნული გვამის გახრწნის, ქსოვილების ლპობის და დაშლის ნიშნები. მცირე
რაოდენობით ქაფიანი სითხის გამოდინება აღწერილია მხოლოდ ფილტვის განაკვეთიდან, ასევე მცირე
რაოდენობის ლორწო კუჭის ღრუში. (იხ. ტ.1, ს/ფ 171-185).
გვსურს ყურადღება გავამახვილოთ აგრეთვე გარემოებაზე, რომ როგორც დასკვნაშია, ორივე შემთხვევაში
სიკვდილის მიზეზია მწვავე სისხლნაკლებობა, რაც განპირობებულია ცეცხლნასროლი ჭრილობებით, რაც ნიშნავს,
რომ სისხლი სხეულიდან გავიდა დაზიანებული სისხლძარღვებით. უშუალოდ მკვლელობის ადგილას
გამომძიებელი მიუთითებს მხოლოდ ფოთლებზე და მიწაზე მოწითალო ფერის სისხლისმაგვარ 1 (ერთი) ლაქაზე,
ზომით 30 X 20 X 10 სმ და სისხლისმაგვარ კვლებზე უკანა ბამპერზე. ანუ არც აქ და არც გვამების აღმოჩენის
ადგილას ჭარბი ოდენობით სისხლის დაღვრის ადგილი არ არის აღმოჩენილი. გვამების ექსპერტიზისას შინაგან
ორგანოებში ჭარბი სისხლის ოდენობა ასევე არ ფიქსირდება.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 28.10.2022 წლის თარიღით გაცემული №12/1-1315 ცნობის თანახმად,
დაბა კოჯორის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, რაც წინამდებარე მომართვას ცნობის სახით
დაერთვის, 2004 წლის 15 ნოემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით მინიმალური და მაქსიმალური ტემპერატურები,
ასევე ნალექიანი დღეების რაოდენობა დაფიქსირდა შემდეგნაირად:
15.11.2004 წელი _ უნალექო, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 5,5, მაქსიმალური 15;
16.11.2004 წელი _ უნალექო, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 6, მაქსიმალური 15.3;
17.11.2004 წელი _ ნალექი, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 5.9, მაქსიმალური 13.9;
18.11.2004 წელი _ უნალექო, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 2, მაქსიმალური 11.5;
19.11.2004 წელი _ უნალექო, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა -1, მაქსიმალური 10.9;
20.11.2004 წელი _ უნალექო, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა -0.5, მაქსიმალური 11.9;
21.11.2004 წელი _ უნალექო, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 0.4, მაქსიმალური 12.9;
17.11.2004 წელი _ ნალექი, ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 1.9, მაქსიმალური 12;
30.11.2004 წლის თარიღით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის სამედიცინო კრიმინალისტიკის
განყოფილების ექსპერტმა ნ.კიკაბიძემ შეადგინა და გასცა ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის
მიხედვით, თ.ბეჟუაშვილის მაისურზე და პერანგზე გარდა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვებით
განვითარებული დაზიანებებისა, აღინიშნება დაზიანებები მაისურის ორივე იღლიისა და სახელოს მიდამოებში,
რომლებიც წარმოადგენენ განახევებსა და განარღვევებს და განვითარებული არიან რაიმე ბლაგვი მექანიკური
ძალის ზემოქმედებით ქსოვილისა და ძაფების გადაჭიმვის შედეგად ამ მიდამოებში (იხ. ტ. 1, ს/ფ 272-280).
ქალბატონო მაია, ზემოაღნიშნული ექსპერტულად დადასტურებული თუ აღწერილი ფაქტებიდან და
გარემოებებიდან გამომდინარე, გვსურს გადასაწყვეტად დაგისვათ შემდეგი კითხვები:

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


8

ექსპერტიზის ჩასატარებლად და დასკვნის შედგენისთვის გადმოგცემთ №2104220 სისხლის სამართლის საქმის


მასალებს, აკინძულს და დანომრილს 6 ტომად, აგრეთვე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 28.10.2022 წლის
№12/1-1375 ცნობას 2004 წლის 15-დან 22 ნოემბრამდე (ჩათვლით) დაბა კოჯორში ცელსიუსით დაფიქსირებული
ტემპერატურების და ნალექიანობის შესახებ.

გამოყენებული მასალები:
-23.11.2004 11:00სთ,-29.11.2004წ.წ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N59/711, თენგიზ
ბეჟუაშვილის სახელზე;
-23.11.2004წ. 12:00სთ.-29.11.2004წ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N58/712 რუსუდან
ფირცხალავას სახელზე;
-რუსთავის საქალაქო პროკურორის თანაშემწის, ნ. მახათაძის წერილი შს განყოფილების უფროსის
სახელზე, 02.12.04. Nგ 42.04.;
-26.11.2004წ. შსს საექსპერტო-კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს უფროსის, პოლიციის
პოლკოვნიკ სერგო ძაგნიძის წერილიდან ქვემო ქართლის პროკურორის სახელზე;
-9.12.2004წ. შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმი;
-18.12.2004წ. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს საექსპერტო-
კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტრასოლოგიური ექსპერტის დასკვნა N388/ტრ.;
-02.12.2004-30.12.2004წ. სამედიცინო კრიმინალისტიკური ექსპერტის დასკვნა N368;
-ტ.1, გვ. 7. 29.11.2004წ. გარდაბნის რ-ნის შ.ს. თელეთის ქვეგანყოფილების პ/მ ინსპექტორის, პოლიციის
მაიორ რ. კიკოლაშვილის შეტყობინება N140;
-ტ.1. გვ. 9-31. 22.11.2004წ. 17:20სთ გარდაბნის რაიონში შემთხვევის ადგილისა და გვამის
დათვალიერების ოქმი.
-9.12.2004წ. 13:00-15:45სთ. გარდაბნის რაიონში შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების
ოქმი;
-სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 28.10.2022 წლის №12/1-1375 ცნობას 2004 წლის 15-დან 22 ნოემბრამდე
(ჩათვლით) დაბა კოჯორში ცელსიუსით დაფიქსირებული ტემპერატურების და ნალექიანობის შესახებ.

გამოკვლევითი ნაწილი:
საქმის მასალებისა და სამედიცინო დოკუმენტების მონაცემები:
ტ.1. გვ. 241-247. ექსპერტიზაზე წარმოდგენილია 23.11.2004 11:00სთ,-29.11.2004წ.წ. სასამართლო-
სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N59/711, თენგიზ ბეჟუაშვილის სახელზე, სასამართლო-
სამედიცინო ექსპერტი მ. მჟავანაძე.
ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმულია შემდეგი კითხვები:
1.რა სახის დაზიანებები აღენიშნება თ.ბეჟუაშვილს სხეულზე, როგორია დაზიანებათა მიყენების
მექანიზმი, სიმძიმის ხარისხი თითოეულის ცალ-ცალკე, ზუსტი ლოკალიზაცია და ხანდაზმულობა.
დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდგომი?
2.რა არის მოქ. თენგიზ ბეჟუაშვილის სიკვდილის უშუალო მიზეზი და როდის დადგა იგი...
6. გთხოვთ გვამიდან აღებული იქნას კანის პრეპარატი. . .
7.ამასთანავე გთხოვთ, განისაზღვროს სროლის მაძილი და ჭრილობის არხის მიმართულება. . . .
საქმის ძირითადი გარემოება: დადგენილებაში მითითებულია, რომ 2004 წლის 22 ნოემბერს
გარდაბნის რაიონის სოფ. კოჯრის ტყეში აღმოჩენილ იქნა ორი მოქ.: თ. ბეჟუაშვილის და რუსუდან
ფირცხალავას გვამები. დადგენილება შემოვიდა ამა წლის 23.12.
გარეგანი დათვალიერება: სასექციო მაგიდაზე გულაღმა მდგომარეობაში ასვენია ზომიერი კვების . .
. მამაკაცის 188სმ სიგრძის გვამი. გვამს აცვია: თეთრი ფერის წინდები, წითელი საცურაო ტრუსი,
ცისფერი მოკლესახელოებიანი მაისური, შავი მოკლესახელოებიანი მაისური, თეთრი მწვანე
ზოლებიანი გრძელსახელოებიანი პერანგი. ტანსაცმელი ზომიერი ცვეთის. გვამური გაშეშება
სუსტად არის გამოხატული სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში. გვამური ლაქები მოლურჯო-

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


9

მოწითალო ფერის, სუსტად არის გამოხატული სხეულის ქვემდებარე ნაწილებში, ცალკეული


კუნძულაკების სახით, ხელის დაჭერით არ ქრებიან და არ აღიდგენენ ფერს. გვამი ხელის შეხებით
ცივია. სწორ ნაწლავში ტემპერატურა გათანაბრებულია ოთახის ტემპერატურასთან და უდრის 18
გრადუსს. . .
დ ა ზ ი ა ნ ე ბ ა ნ ი: მარცხნივ, გულმკერდის ზედაპირზე, იღლიის წინა ხაზზე, ტერფიდან 147სმ-ზე
აღინიშნება 1,0x0,8სმ, ირიბად მდებარე ოვალური ფორმის კანისა და რბილი ქსოვილების დეფექტი.
დეფექტის კიდეებზე აღენიშნება მოწითალო-მორუხო ფერის ნაჭდევის რგოლი, რომელიც ოვალის
ზედა ბოლოსთან შედარებით განიერია. ჭრილობის ირგვლივ ქსოვილები მოსვრილია სისხლით,
ხოლო გულ-მკერდზე ზეწოლისას მოჟონავს მუქი მოწითალო, ოდნავ მოსქო სისხლის მასა.
მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე ზემო მესამედში, ტერფიდან 151სმ-ზე აღენიშნება 1,5x0,8სმ ზომის
ოდნავ ამობრუნებულ კიდეებიანი ჭრილობა. ჭრილობის ირგვლივ აღენიშნება სუსტად გამოხატული
მოიისფრო ელფერის მქონე სისხლჩაქცევა. მარცხენა ლავიწის შუა მესამედში ტერფიდან 155სმ-ზე
აღინიშნება 3x2სმ ზომის ნაწილობრივ ჩაბრუნებულ კიდეებიანი ჭრილობა.
მარცხენა ლოყაზე აღენიშნება 15x10სმ ზომის დაკბილულ კიდეებიანი ქსოვილოვანი დეფექტი,
განადგურებულია კანი, კანქვეშა ფაშარი ქსოვილი, კუნთები, მოსჩანს ზედა და ქვედა ყბის ძვალი.
მარჯვენა ქუთუთოზე და სკლერაზე აღენიშნება მუქი წითელი ფერის დიფუზური სისხლჩაქცევა.
0მარჯვენა ზედა და ქვედა ტუჩის ლორწოვანზე აღენიშნება ასეთივე ფერის 1,5x0,5სმ ზომის
სისხლნაჟღენთი. ხელის შეხებით სახის ძვლები მთელი. ხელის შეხებით კიდურებში გარდა
მარცხენა მხრის სახსრისა, პათოლოგიური მოძრაობა არ აღენიშნება.
შინაგანი გამოკვლევა: ...მარცხნივ, ლავიწის არეში არსებული ჭრილობის არხი მიემართება
ზემოდან ქვევით, მარცხნიდან მარჯვნივ, მოტეხილია შუა მესამედში ლავიწის ძვალი, მხრის
კუნთიდან ამოღებული იქნა ყვითელი ფერის 2,5სმ სიგრძის ტყვიის გულა. აღნიშნული ჭრილობის
მიდამოში აგრეთვე ჭრილობის არხში სისხლჩაქცევა არ აღენიშნება...რბილი გარსები მკრთალია ,
ნამიანი. თავის ტვინის ჰემისფეროები სიმეტრიულია, ხელის შეხებით მომკვრივო, განაკვეთის
ზედაპირზე ქერქის და ქერქქვეშა კვანძების რელიეფი კარგად არის გამოხატული. განაკვეთზე
ტვინის ქსოვილი კრიალა, დანის პირს ეწეპება. პარკუჭებში გამჭვირვალე სითხე ზომიერი
რაოდენობის...ქალას ფუძე მთელი. ქალას ღრუდან ალკოჰოლის სუნი არ შეიგრძნობა.
გულმკერდის ღრუ: მარცხნივ, გულმკერდის წინა ზედაპირზე იღლიის წინა ხაზზე არსებული
ქსოვილოვანი დეფექტის არხი აზიანებს კედლის მფარავ პლევრას და შედის გულმკერდის ღრუში
მე-3-4 ნეკნებს შორის. მარცხენა ფილტვი ჩაჩუტული. მის ზედა წილის წინა გარეთა ზედაპირზე
აღენიშნება ხვრელის მაგვარი ჭრილობა ჩაბრუნებული კიდეებით, ზომით 1x1სმ-ზე, რომელიც
გადადის ჭრილობის არხში, აზიანებს ფილტვის პარენქიმას მთელ სისქეზე, ზედა წილის არეში უკანა
ზედაპირზე გამოდის ფილტვიდან, აზიანებს აორტას, მარჯვნივ შედის ფილტვის ზედა წილში ,
გამოდის მარჯვენა ფილტვის ზედა წილიდან, მოტეხილია მარჯვნივ მე-3 ნეკნი იღლიის შუა ხაზზე,
ჭრილობის არხი იხსნება მარჯვენა მხრის წინა ზედაპირზე ზემო მესამედში ტერფიდან 151 სმ-ზე.
ჭრილობის არხი მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ ქვემოდან ზემოთ. ჭრილობის არხის
შესაბამისად აღენიშნება დიფუზური სისხლჩაქცევა, ხოლო ჭრილობის არხში სისხლის კოლტები .
ორივე პლევრის ღრუში აღინიშნება ჩაღვრილი სისხლი და სისხლის კოლტები 2000-2500მლ-მდე.
აღინიშნება ასწვრივი აორტის გამჭოლი დაზიანება რკალთან ახლოს, ირგვლივ ფაშარ ქსოვილში
და შუასაყარში აღინიშნება დიფუზური სისხლჩაქცევა.
მუცლის ღრუ: მუცლის ფარი სადა, კრიალა, გამჭვირვალე. . .
სასუნთქი ორგანოები: ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი ჰაერისთვის გამავალი, ლორწოვანი
მოსვრილია სისხლით. ორივე ფილტვი ჩაჩუტული, შეხორცებების გარეშე, განაკვეთების
ზედაპირების ზეწოლისას გადმოედინება ქაფიანი სითხე, მცირე რაოდენობით . . .
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: . . . ენდოკარდიუმი სადა, კრიალა, გამჭვირვალე . . .
საჭმლის მომნელებელი ორგანოები:...საყლაპავის ლორწოვანი კრიალა, სანათური ცარიელია ,
გასწვრივ შენაოჭებული...კუჭის ღრუში ლორწოს მცირე რაოდენობა. ლორწოვანი ფერმკრთალი,
ნაოჭიანობა კარგად არის გამოხატული. წვრილი და მსხვილი ნაწლავის შიგთავსი ჩვეულებრივი,
ლორწოვანის ნაკეცები კარგად გამოხატული...ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


10

ხავერდოვანი...ღვიძლი...კაფსულა კრიალა და გამჭვირვალე...ელენთა...ხელის შეხებით რბილია ,


კაფსულა შენაოჭებული, განაკვეთზე შინდისფერისაა, ანაფხეკს არ იძლევა...საშარდე გზების
ლორწოვანი მკრთალი კრიალა...თირკმელზედა ჯირკვალი ჩვეულებრივი
მოყვანილობის...კუჭუკანა ჯირკვალი იწონის 20 გრ...რბილია, განაკვეთზე წილაკოვანი, მკრთალი
მოვარდისფრო, სადინარი გამავალია...
შ ე ნ ი შ ვ ნ ა: მოქ. თეიმურაზ ბეჟუაშვილის გვამიდან აღებულ იქნა კანის ნაჭერი, სროლის მანძილის
დასადგენად და გადაიგზავნა ფიზიკურ-ტექნიკურ ლაბორატორიაში. აღებულ იქნა სისხლი ჯგუფზე,
ალკოჰოლზე და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე გამოსაკვლევად გადაიგზავნა ბიუროს ბიოლოგიურ
და ქიმიურ ლაბორატორიაში. აღებულ იქნა ნაცხი უკანა ტანიდან, გადაიგზავნა ბიუროს ბიოლოგიურ
ლაბორატორიაში.
გვამის გამოკვლევა აწარმოა: ხელმოწერა. (მ. მჟავანაძე).
სასამართლო-მედიკური დიაგნოზი: სხეულის ცეცხლნასროლი ჭრილობები. მარცხენა ლავიწის
არეში ამავე მხარეს ამოღებული იქნა მხრის კუნთი და მოყვითალო ფერის ტყვიის გულა, რომელიც
გადაეცა გამომძიებელს. გულმკერდის მარცხენა ნახევარში შემავალი გამჭოლი ცეცხლნასროლი
ჭრილობა გამომავალი მარჯვენა მხრის მიდამოდან, ორივე ფილტვის, აორტის დაზიანებით.
გულმკერდის ღრუში 2500მლ-მდე ჩაღვრილი სისხლი და სისხლის კოლტები. შინაგანი ორგანოების
მწვავე სისხლნაკლებობა. მარჯვენა ქუთუთოს, სკლერის, ზედა და ქვედა ტუჩის ლორწოვნებზე
სისხლნაჟღენთები. მარცხენა ლოყის მიდამოს რბილი ქსოვილების განადგურება, მღრღნელების
მიერ.
შ ე დ ე გ ე ბ ი: მოქ. თენგიზ ბეჟუაშვილის სიკვდილის უშუალო მიზეზია, მწვავე სისხლნაკლებობა,
განვითარებული გულმკერდის ცეცხლნასროლი გამჭოლი დაზიანების შედეგად. აღნიშნული
ჭრილობის არხი მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ ქვემოდან ზემოთ, აზიანებს ორივე
ფილტვს, აორტის რკალს. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია ცოცხლად ყოფნის პერიოდში რაიმე
ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიის გასროლის შედეგად. მარცხნივ, ლავიწის არეში არსებული
ჭრილობის არხის მიმართულება ზემოდან ქვევით, მარცხნიდან მარჯვნივ. აღნიშნული დაზიანება
განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ტყვიის გასროლის შედეგად . აღნიშნული
ჭრილობა-დაზიანება მიყენებულია სიკვდილის შემდგომ პერიოდში .
თვალისა და ტუჩების არეში არსებული დაზიანებანი სისხლნაჟღენთების სახით მიყენებულია
ცოცხლად ყოფნის პერიოდში რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით.
აღნიშნული დაზიანებანი სისხლნაჟღენთების სახით ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნება
ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად .
მოქ. თ. ბეჟუაშვილის გვამს უკანა ტანის არეში დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ
აღენიშნება. მოქ. თ. ბეჟუაშვილის გვამიდან აღებულ იქნა ნაცხი, უკანა ტანიდან სპერმის
არსებობაზე, აგრეთვე აღებულ იქნა სისხლის ჯგუფზე, ალკოჰოლზე, ნარკოტიკულ ნივთიერებაზე.
საჭიროების შემთხვევაში გამოძიებამ უნდა გაითხოვოს ცალკე აქტების სახით.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი: მ. მჟავანაძე. 29.11.2004წ.„ დოკუმენტი წარმოადგენს
ქსეროასლს, დასკვნას ახლავს 2 სქემა, დამოწმებულია დაწესებულების მრგვალი
ბეჭდით.--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------
ტ.1. გვ. 248-255. 23.11.2004წ. 12:00სთ.-29.11.2004წ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა
N58/712-დან, ექსპერტი მ. მჟავანაძე, ირკვევა; „რუსუდან ფირცხალავა, დაბ. 1980წ.
ექსპერტიზის წინაშე გადასაწყვეტად დასმულია შემდეგი კითხვები:
1.რა სახის დაზიანებები აღენიშნება რ. ფირცხალავას სხეულზე, როგორია დაზიანებათა მიყენების
მექანიზმი, სიმძიმის ხარისხი თითოეულის ცალ-ცალკე, ზუსტი ლოკალიზაცია და ხანდაზმულობა.
დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდგომი?
2.რა არის მოქ. რ. ფირცხალავას სიკვდილის უშუალო მიზეზი და როდის დადგა იგი...
5. ხომ არ აღენიშნება რ. ფირცხალავას სხეულზე გაუპატიურებისთვის დამახასიათებელი ნიშნები,
დადებით შემთხვევაში განისაზღვროს დაზიანებათა მიყენების მექანიზმი, სიმძიმის ხარისხი
თითოეულის ცალ-ცალკე, ზუსტი ლოკალიზაცია და ხანდაზმულობა...საშოდან აღებულ იქნას ნაცხი...

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


11

7. გთხოვთ გვამიდან აღებული იქნას კანის პრეპარატი. . .


8.ამასთანავე გთხოვთ, განგვისაზღვროთ სროლის მაძილი და ჭრილობის არხის მიმართულება. . . .
საქმის ძირითადი გარემოება: დადგენილებაში მითითებულია, რომ 2004 წლის 22 ნოემბერს
გარდაბნის რაიონის სოფ. კოჯრის ტყეში აღმოჩენილ იქნა ორი მოქ.: თ. ბეჟუაშვილის და რუსუდან
ფირცხალავას გვამები. დადგენილება შემოვიდა განყოფილებაში ამა წლის 23.12.
გარეგანი დათვალიერება: სასექციო მაგიდაზე გულაღმა მდგომარეობაში ასვენია სუსტი კვების,
ნორმალური ფიზიკური განვითარების მდედრობითი სქესის 160სმ სიგრძის გვამი. გვამს აცვია:
ცისფერი სპორტული ფეხსაცმელი, თეთრი ფერის დაბალყელიანი წინდები, შავი ტრუსი, შავი
ფერის ბუზგალტერი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ნაცრისფერი გრძელსახელოებიანი ელვაზე
შესაკრავი ჟაკეტი. ტანსაცმელი ზომიერი ცვეთის.
გ ვ ა მ უ რ ი მ ო ვ ლ ე ნ ე ბ ი: გვამური გაშეშება ზომიერად არის გამოხატული ყველა ჯგუფის
კუნთებში, გარდა სახის კუნთებისა. გვამური ლაქები მოლურჯო-მოწითალო ფერის, გამოხატულია
ცალკეული კუნძულაკების სახით, სხეულის ქვემდებარე ადგილებზე, ხელის დაჭერით ფერს არ
იცვლიან, ფერმკრთალდებიან და აღიდგენენ ფერს 15-20 წუთის შემდეგ. გვამი ხელის შეხებით
ცივია. სწორ ნაწლავში ტემპერატურა გათანაბრებულია ოთახის ტემპერატურასთან და უდრის 18
გრადუსს.
დ ა ზ ი ა ნ ე ბ ა ნ ი: მარჯვენა მხრის ზემო მესამედში გარეთა ზედაპირზე ტერფიდან 130სმ-ზე 0,3x0,5სმ
ზომის ოვალური ფორმის, ირიბად მდებარე კანისა და რბილი ქსოვილების დეფექტი , რომლის
კიდეები ოდნავ უსწორმასწოროა და აღენიშნება ირგვლივ ვიწრო მოწითალო ელფერის მქონე
ნაჭდევის რგოლი. აღნიშნული დეფექტის ირგვლივ აღენიშნება მკრთალი მოლურჯო-მოიისფრო
სისხლჩაქცევა 2,5x2სმ ფართობზე. ჭრილობის კიდეები ოდნავ ჩაბრუნებულია შიგნით, აღენიშნება
კანისა და რბილი ქსოვილების დეფექტი. ჭრილობის არხი მიემართება ქვემოდან ზემოთ,
მარჯვნიდან ოდნავ მარცხნივ, აზიანებს კუნთებს, მოტეხილია მარჯვენა ლავიწის ძვალი შუა
მესამედში. ლავიწის ძვლის გარეთა მესამედში ტერფიდან 138 სმ-ზე უსწორო კიდეებიანი
ვარსკვლავისებური ფორმის ჭრილობა 2,1x2,5სმ ფართობზე. ჭრილობის კიდეებში აღენიშნება
დიფუზური სისხლჩაქცევა, ხოლო სიღრმეში ჭრილობის არხი სისხლის კოლტები. კისრის წინა
ზედაპირზე, ორივე მხარეს რბილი ქსოვილები განადგურებული, ჭრილობაში მოჩანს მოტეხილი
ქვედა ყბის, აგრეთვე ზედა ყბის ძვლის ფრაგმენტები, გაგლეჯილია კუნთები, ხელის შეხებით სახის
ძვლები მოტეხილი. მარცხნივ, კეფის გარეთა მესამედში ტერფიდან 148სმ-ზე აღენიშნება 3x1,5სმ
ზომის ამობრუნებული კიდეებიანი ჭრილობა, რომელშიც მოსჩანს მოტეხილი კეფის ძვლის
ფრაგმენტები. ჭრილობის საპროექციო არეში დიფუზური სისხლჩაქცევა. ხელის შეხებით კიდურებში
პათოლოგიური მოძრაობა არ აღინიშნება.
შინაგანი გამოკვლევა: . . . თავის ქალას ღრუ: თავის რბილი საფარის ქვეშ შუბლ-თხემის არეში
აღინიშნება დიფუზური მოლურჯო-მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი, ხოლო აღნიშნული
ჭრილობის საპროექციო არეში სისხლის კოლტები. . . თხემის შუა მესამედში რბილ ქსოვილებში
აღინიშნება მოყვითალო ფერის ტყვიის გულა. მაგარი გარსი თხემ-კეფის არეში გაგლეჯილი,
მაგარი გარსის ქვეშ დიფუზურად აღენიშნება მუქი წითელი ფერის სისხლჩაქცევა და წითელი ფერის
სისხლის კოლტები. თავის ტვინის ჰემისფეროებში აღენიშნება დიფუზური მოლურჯო-მოწითალო
ფერის სისხლჩაქცევა, პარკუჭებში აღენიშნება სისხლიანი სითხე. თავის ტვინი წარმოდგენილია
მორუხო-მოწითალო ფერის უსტრუქტურო მასის სახით. შუბლ-თხემ-კეფის ძვლებზე აღენიშნება
მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობები, რომელთა ცალ-ცალკე აღწერა შეუძლებელია . ქალას
ღრუს მარცხენა შუა ორმოს უკანა კიდესთან აღენიშნება ორი ამობრუნებულკიდეებიანი
მოტეხილობა თითოეული ზომით 0,3x0,2სმ და 0,4x0,3სმ ზომის აღნიშნული დეფექტებიდან
ვრცელდება ქალას ფუძეზე ბზაროვანი მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობები, მოტეხილობების
არეში აღენიშნება სისხლის გამოჭყლეტის კვალი. აღნიშნული ჭრილობებიდან ტყვიის არხების
მიმართულებაა ქვემოდან ზემოთ, ოდნავ მარჯვნიდან მარცხნივ. . .
შ ე ნ ი შ ვ ნ ა: მოქ. რუსუდან ფირცხალავას გვამიდან აღებულ იქნა სისხლი ალკოჰოლზე,
ნარკოტიკულ ნივზთიერებაზე, ჯგუფზე გამოსაკვლევად, მასალა გადაგზავნილი იქნა ქიმიურ და
ბიოლოგიურ ლაბორატორიაში. აღებულ იქნა კანის ნაჭერი მარჯვენა მხრის მიდამოდან, სროლის

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


12

მანძილის დასადგენად და გადაგზავნილი იქნა ბიუროს ფიზიკურ-ტექნიკურ ლაბორატორიაში.


აღებულ იქნა ნაცხი საშოდან, უკანა ტანიდან სპერმაზე გამოსაკვლევად და მასალა გადაგზავნილ
იქნა ბიოლოგიურ ლაბორატორიაში. გვამის გამოკვლევა აწარმოა: მ. მჟავანაძე (ხელმოწერა).
სასამართლო-მედიკური დიაგნოზი: სხეულის ცეცხლნასროლი ჭრილობები მარჯვენა მხრის, თავის
ქალას გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობები, მარჯვენა ლავიწის ძვლის მოტეხილობა. სახის
ძვლების, ქალას სარქვლისა და ფუძის მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობები, ტვინის
ნივთიერების დაზიანებით. შინაგან ორგანოების სისხლნაკლებობა.
შ ე დ ე გ ე ბ ი: მოქ. რუსუდან ფირცხალავას სიკვდილის უშუალო მიზეზია ცეცხლნასროლი ორი
გამჭოლი ჭრილობა თავის ტვინის დაზიანებით, სახის ძვლების, ქალასარქველისა და ქალას ფუძის
მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობის შედეგად.
მოქ. ფირცხალავას გვამს აღენიშნებოდა: მარჯვენა მხრის გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა
ლავიწის ძვლის მოტეხილობით. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია ცოცხლად ყოფნის პერიოდში
რაიმე ცეცხლნასროლი იარაღიდან ტყვიის ერთჯერადი გასროლის შედეგად. ჭრილობის არხის
მიმართულებაა ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან ოდნავ მარცხნივ.
მოქ. რ. ფირცხალავას გვამს აგრეთვე აღენიშნებოდა ქალას ფუძის ორი გამჭოლი ცეცხლნასროლი
ჭრილობა თავის ტვინის დაზიანებით, ქალას სარქვლის, ქალას ფუძისა და სახის ძვლების
მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობები. აღნიშნული დაზიანებანი მიყენებულია რაიმე
ცეცხლნასროლი იარაღიდან ტყვიის ორჯერადი გასროლის შედეგად. ტყვიის არხის მიმართულება
ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან ოდნავ მარცხნივ. აღნიშნული დაზიანებანი მიყენებულია ცოცხლად
ყოფნის პერიოდში.
მოქ.: რ. ფირცხალავას გვამს გარეგნულად გაუპატიურებისათვის დამახასიათებელი ნიშნები არ
აღენიშნებოდა. რ. ფირცხალავას გვამიდან აღებული იქნა კანის ნაჭერი, სისხლი ჯგუფზე,
ალკოჰოლზე და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე, მასალა გადაგზავნილი იქნა ბიუროს ქიმიურ და
ბიოლოგიურ ლაბორატორიაში. აგრეთვე გადაგზავნილი იქნა ბიუროს ქიმიურ და ბიოლოგიურ
ლაბორატორიაში. აგრეთვე აღებულ იქნა რ. ფირცხალავას გვამიდან უკანა ტანიდან, საშოდან
ნაცხი სპერმის არსებობაზე. მასალა გადაგზავნილ იქნა ბიუროს ბიოლოგიურ ლაბორატორიაში ,
საჭიროების შემთხვევაში პასუხები გამოძიებამ უნდა გაითხოვოს ცალკე აქტების სახით.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი: მ. მჟავანაძე (ხელმოწერა). 29.11.2004წ.“
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------
ტ.1. გვ. 280. რუსთავის საქალაქო პროკურორის თანაშემწის, ნ. მახათაძის წერილიდან შს
განყოფილების უფროსის სახელზე, 02.12.04. Nგ 42.04., ირკვევა;
„გაცნობებთ, რომ ჩვენს წარმოებაშია სისხლის სამართლის N1204883 გარდაბნის რაიონის დაბა
კოჯორის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქ. თემურ ბეჟუაშვილისა და რუსუდან ფირცხალავას
დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული, გათვალისწინებული
საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“ პუნქტით. წინასწარი გამოძიებით დადგენილ იქნა შემდეგი:
2004 წლის 22 ნოემბერს დაახლოებით 15:00საათზე გარდაბნნის რაიონის დაბა კოჯორის მიმდებარე
ტერიტორიაზე ტყეში ნანახი იქნა ორი მოქალაქის, თემურ ბეჟუაშვილის და რ. ფირცხალავას გვამები,
რომლებსაც სხეულზე აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობები.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა ერთი ცალი მასრა, რომელიც
სავარაუდოდ განეკუთვნება „აკმ“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას, სასამართლო-
სამედიცინო ექსპერტიზის დროს გვამებიდან ამოღებულია ორი ტყვიის გულა, რომლებიც ასევე
სავარაუდოდ განეკუთვნება „აკმ“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ აღნიშნული დანაშაულის შემდეგ წაღებულია თ. ბეჟუაშვილის
კუთვნილი „ნაიკის“ წარმოების ბოტასი 46 ზომის, ერთ-ერთ ბოტასს წინა მხარეს გვერდიდან აქვს
ძირთან დაზიანებული ადგილი, მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი „ლევისის-508“ მოდელის 36-36

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


13

ზომის, „ლევისის“ წარმოების ჟაკეტი მწვანე ფერის პლასტმასის ელვა შესაკრავით, იდაყვის არეში
თავისივე ნაჭრით ჰქონდა გამოკერებული ადგილები, „სონის“ წარმოების მობილური ტელეფონი.
გთხოვთ, თქვენს სამოქმედო ტერიტორიაზე გაატაროთ შესაბამისი ოპერატიული ღონისძიებები . . .
„---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----
ტ.1 გვ.308, 26.11.2004წ. შსს საექსპერტო-კრიმინალისტური მთავარი სამმართველოს უფროსის,
პოლიციის პოლკოვნიკ სერგო ძაგნიძის წერილიდან ქვემო ქართლის პროკურორის სახელზე ირკვევა;
„გაცნობებთ, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ბალისტიკური
განყოფილების ტყვიამასროთეკის ექსპერტების მიერ საიდენტიფიკაციო კვლევების ჩატარების
შედეგად დადგინდა, რომ 2004 წლის 24 ნოემბერს სოფელ კოჯრის ტყეში თეიმურაზ ბეჟუაშვილისა და
რუსუდან ფირცხალავას მკვლელობის ფაქტზე აღძრულ N1204891 საქმეზე და თეთრიწყაროს რაიონში
2004 წლის იანვარში ნ. ბექაურის დაყაჩაღების ფაქტზე აღძრულ სს (ციფრები ცუდად განირჩევა) ?36?
4005 საქმეზე გამოყენებულია კალაშნიკოვის კონსტრუქციის 7,62 მმ კალიბრის ერთი და იგივე
ავტომატი. სერგო ძაგნიძე
(ხელმოწერა).“----------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ტ.1 გვ.317-319. 9.12.2004წ. შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმიდან ირკვევა;
„9 დეკემბერი 2004წ. დაიწყო 13:00სთ, დამთავრდა 15:45სთ. გარდაბნის რაიონი.
რუსთავის საქალქო პროკურატურის გამომძიებელმა ზ. გოგოლაურმა . . . მონაწილეობით. . .
შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა მზიან, უღრუბლო ამინდში, ბუნებრივი
განათების პირობებში.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებით დგინდება შემდეგი: შემთხვევის ადგილის დათვალიერება
დაიწყო 22 ნოემბერს წვიმიან და ქარიან ამინდში და შეწყდა უამინდობის გამო და განახლდა 23
ნოემბერს, როდესაც შემთხვევის ადგილი დაფარული იყო თოვლით. შემთხვევის ადგილის
სრულყოფილად დათვალიერების მიზნით დღეის რიცხვს მოხდა შემთხვევის ადგილის დამატებით
დათვალიერება, როცა კარგი ამინდიდან გამომდინარე, მოხდა თოვლის დნობა.
შემთხვევის ადგილი მდებარეობს გარდაბნის რაიონის დაბა კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე N15578
სამხედრო ნაწილიდან დასავლეთის მხარეს 600 მეტრის მოშორებით, სამხედრო ნაწილიდან
შემთხვევის ადგილამდე გადის მოასფალტებული 6 მეტრის სიგანის ა/სამანქანო გზა. გზის მარჯვენა
მხარეს არის მაღლობი ტყის ხშირი მასივით დაფარული, მარცხენა მხარეს კი არის დაღმართი,
რომელიც დაფარულია ტყის ხშირი მასივით. სამანქანო გზით ტყეში შედის არათანაბარი სიგანის გზა.,
რომელიც დაფარულია მთლიანად ფოთლებით. ზემოაღნიშნული მოასფალტებული გზიდან 110
მეტრის მოშორებით ტყის სიღრმეში მარცხენა მხარეს დგას ხე, რომელსაც აქვს ფესვებიდან რვა ტოტი,
რომელთაგან ორი მოჭრილია.
აღნიშნული ხიდან ხევისკენ 3,8 მეტრში ნანახი იქნა მომწვანო ფერის მასრა, რომელსაც ძირზე აწერია
„539“ და „00“. აღნიშნული მასრა მოთავსებულ იქნა კონვერტში. . .
ზემოაღნიშნული ხიდან ხევისკენ 4,27 მეტრში და აღნიშნული მასრიდან ასფალტიანი გზისკენ 2,9
მეტრში ნანახი იქნა გულა, რომელიც მოთავსებულ იქნა კონვერტში. . .
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება,
მაგრამ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა რაიმე ამოღებული არ ყოფილა. . .
„---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------
ტ.1. გვ. 356-358 18.12.2004წ. შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ტრასოლოგიური ექსპერტის დასკვნა
N388/ტრ-დან ირკვევა; „. . . დაზიანებები, რომლებიც აღენიშნება ავტომობილ “VW GOLF-III” სახ.

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


14

ნომრით DIN-303 უკანა მარცხენა ნაწილში წარმოქმნილია შედარებით მკვრივ საგანთან კონტაქტის
შედეგად, როგორც შესაძლებელია იყოს ხის ტანი. . . ექსპერტი: კახაბერ როდონაია
(ხელმოწერა).“----------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------
ტ.1. გვ. 366-374. 02.12.2004-30.12.2004წ. სამედიცინო კრიმინალისტიკური ექსპერტის დასკვნა N368-დან
ირკვევა (ექსპერტი ნ. კიკაბიძე);
„ვაწარმოეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა თამაზ ბეჟუაშვილის ტანსაცმელზე: მაისური,
პერანგი...რუსუდან ფირცხალავას ტანსაცმელი...
შ ე დ ე გ ე ბ ი: 1. გამოსაკვლევად წარმოდგენილ თენგიზ ბეჟუაშვილის ტანსაცმელზე, კერძოდ,
მაისურზე და პერანგზე აღინიშნება დაზიანებები (ობიექტები N1,2, 3-მაისურზე, ობიექტები N4,5,6-
პერანგზე), რომლებიც თავიანთი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, სამედიცინო
მონაცემების გათვალისწინებით, განვითარებულნი უნდა იყვნენ რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან
(იარაღებიდან) ჭურვების გასროლის შედეგად: N1 მაისურზე შეესაბამება ობიექტ N4-ს პერანგზე და თ.
ბეჟუაშვილის სხეულზე გულმკერდის წინა ზედაპირზე, მარცხნივ, იღლიის წინა ხაზზე არსებულ
შემავალ ჭრილობას;
ობიექტი N2 მაისურზე და N5 პერანგზე შეესაბამებიან ერთმანეთს და სხეულზე მარჯვენა მხრის წინა
ზედაპირზე ზედა მესამედში არსებულ გამომავალ ჭრილობას;
ობიექტი N3 მაისურზე და N6 პერანგზე შეესაბამებიან ერთმანეთს და სხეულზე მარცხენა ლავიწის შუა
მესამედში არსებულ შემავალ ჭრილობას.
სროლა ნაწარმოებია არაახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის
გარეთ, თუ აღნიშნული მიდამოები წარმოადგენდნენ გარეთა (პირველ) შრეს მათი განვითარების
მომენტში.
გარდა აღნიშნულისა, მაისურზე და პერანგზე აღინიშნება დაზიანებები, რომელთაგან მაისურის ორივე
იღლიისა და სახელოს მიდამოებში არსებული დაზიანებები წარმოადგენენ განახევებსა და
განარღვევებს და განვითარებულნი არიან რაიმე ბლაგვი მექანიკური ძალის ზემოქმედებით
ქსოვილისა და განაკერის ძაფების გადაჭიმვის შედეგად ამ მიდამოებში; ხოლო მაისურის წინა
ზედაპირზე, მარჯვნივ, ზედა და შუა მესამედების საზღვარზე და პერანგის საყელოზე, მარცხნივ
არსებული დაზიანებები განვითარებულნი უნდა იყვნენ მწერების ზემოქმედების შედეგად.
თ. ბეჟუაშვილის ქვედა საცვალზე, წინდებზე, ასევე ბალიშის პირზე მექანიკური დაზიანებანი არ
აღინიშნება.
2. გამოსაკვლევად წარმოდგენილ რუსუდან ფირცხალავას ტანსაცმელზე, კერძოდ, ჟაკეტზე, აღინიშნება
დაზიანებანი (ობიექტები N7,8,9), რომელთაგან ობიექტი N7 და N8, თავისი მორფოლოგიური
სურათიდან გამომდინარე, სამედიცინო მონაცემების გათვალისწინებით, განვითარებულნი უნდა
იყვნენ რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად; ობიექტი N7 შეესაბამება
მარჯვენა მხრის ზედა მესამედში გარეთა ზედაპირზე არსებულ შესავალ ჭრილობას, ხოლო ობიექტი
N8 შეესაბამება მარჯვენა ლავიწის ძვლის მიდამოში არსებულ გამოსავალ ჭრილობას. სროლა
ნაწარმოებია არაახლო მანძილიდან, სროლის თანმხლები ფაქტორების მოქმედების ზონის გარეთ, თუ
აღნიშნული მიდამო წარმოადგენდა გარეთა (პირველ) შრეს მისი განვითარების მომენტში. ჟაკეტზე
არსებული ობიექტი N9 წარმოადგენს განახევს და განვითარებულია რაიმე ბლაგვი მექანიკური ძალის
ზემოქმედებით ქსოვილის გადაჭიმვის შედეგად ამ მიდამოში. მის შესაბამისად სხეულზე დაზიანება
არ აღინიშნება. წინდებზე, აზღუდზე, ქვედა საცვალზე, შარვალზე, ფეხსაცმელებზე მექანიკური
დაზიანება არ აღინიშნება.
თ. ბეჟუაშვილის და რ. ფირცხალავას ტანსაცმელზე არსებული დაზიანებების აღწერილობა და
ლოკალიზაცია იხილეთ კვლევით ნაწილში.

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


15

სამედიცინო კრიმინალისტიკის განყოფილების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი- ნ. კიკაბიძე


(ხელმოწერა). 30 დეკემბერი 2004
წელი.“-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------
ტ.1, გვ. 7. 29.11.2004წ. შეტყობინება N140-დან ირკვევა; „მე, გარდაბნის რ-ნის შ.ს. თელეთის
ქვეგანყოფილების პ/მ ინსპექტორმა პოლიციის მაიორმა რ. კიკოლაშვილმა შევადგინე შეტყობინების
ოქმი მასზედ, რომ ამა წლის 22 ნოემბერს 13 საათსა და 30 წუთზე, გარდაბნის რაიონის დ. კოჯრის
სატყეო მეურნეობის უფროსის მოადგილემ...გიორგი ნოდარის ძე მარღიშვილმა ელ.სმენით
შეგვატყობინა, რომ დაბა კოჯრის ტყეში თავდაცვის სამინისტროს კოჯრის ბატალიონის მიმდებარე
ტერიტორიაზე მის მიერ ნანახი იქნა ა/მანქანა „გოლფ-3“ სახ. Nდ.ი.ნ.-303 ხოლო იქვე შორიახლოს
დაახლოებით 200 მეტრში ხევში ნანახი იქნა ახალგაზრდა მამაკაცის და ქალის
გვამები.“-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------
ტ.1. გვ. 9-31. 22.11.2004წ. 17:20სთ გარდაბნის რაიონში შემთხვევის ადგილისა და გვამის
დათვალიერების ოქმიდან ირკვევა;
„რუსთავის საქალაქო პროკურატურის გამომძიებელმა ელიზბარ გოგრიჭიანმა. . . სპეციალისტების:
საქართველოს გენერალური პროკურატურის კრიმინალისტიკური სამსახურის უფროსის, ი.
კობალაძის, საქართველოს შს. სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს
ექსპერტების: 1. ექსპერტ-ტრასოლოგის-კახა როდონაიას, 2. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის
ექსპერტის-რუსლან ამოიანის, ბალისტიკური ექსპერტიზის ექსპერტის-საიბა გეიდაროვის
მონაწილეობით . . . მოვახდინე შემთხვევის ადგილის დათვალიერება. . . დამსწრეები. . .
დათვალიერებაში მონაწილეობდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი . . .
შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა ღამით, ხელოვნური განათების პირობებში,
წვიმიან და ქარიან ამინდში, +2 გრადუსი ცელსიუსით ტემპერატურაზე, პირობებში.
შემთხვევის ადგილი მდებარეობს გარდაბნის რაიონის დაბა კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე,
N15578 სამხედრო ნაწილიდან, დასავლეთის მხარეს, 600 მეტრის მოშორებით. სამხედრო ნაწილიდან
შემთხვევის ადგილამდე გადის მოასფალტებული 6 მეტრის სიგანის სამანქანო გზა. გზის მარჯვენა
მხარეს არის მაღალი ტყის ხშირი მასივით დაფარული, მარცხენა მხარეს კი არის დაღმართი, რომელიც
დაფარულია ტყის ხშირი მასივით. სამანქანო გზიდან ტყეში შედის არათანაბარი სიგანის გზა,
რომელიც დაფარულია მთლიანად ფოთლებით. აღნიშნული მოასფალტებული გზიდან 110 მეტრის
მოშორებით ტყის სიღრმეში მარცხენა მხარეს დგას ხე, რომელსაც აქვს ფესვებიდანვე რვა ტოტი. ამავე
ხის ძირას დასავლეთის მხარეს 60 სმ-ის მოშორებით ფოთლებზე და მიწაზე შეინიშნება მოწითალო
ფერის სისხლისმაგვარი ლაქა ზომით 30x20სმ-ზე, საიდანაც პირდაპირ ფოთლებიანად ამოღებული
იქნა აღნიშნული ფოთლები (არ იკითხება) შეიკრა ერთ პაკეტად და დაილუქა . . . აღნიშნული ხიდან
დასავლეთით 4 მეტრის 30 სანტიმეტრის მოშორებით გდია ერთი ცალი მწვანე ფერის მასრა რომლის
ზედაპირზე არის წარწერა ზემო ნაწილში 10 მმ, ქვედა ნაწილში 76-ი. აღნიშნული მასრა ამოღებულ იქნა
დაილუქა საფოსტო კონვერტში. . . აღნიშნული ხიდან სამხრეთით 2 მეტრის მოშორებით გდია
მოთეთრო-მოყვითალო ფერის პრეზერვატივი, რომელშიც შეინიშნება სითხე. აღნიშნული
პრეზერვატივი ამოღებულ იქნა და შეფუთული...აღნიშნული ხიდანვე სამხრეთით 8 მეტრისა და 30
სანტიმეტრის დაშორებით ნანახი იქნა სათვალის ჩარჩო...მინების გარეშე....დაილუქა...ზემოაღნიშნული
ხიდან დასავლეთის მხარეს აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქებიდან ხევამდე 60 მეტრის მანძილზე
თრევის კვალი. ხევის პირიდან სიღრმეში ხევი არის 23 მეტრი, ხოლო ხევის ბოლოდან ხემდე, სადაც
არის ორი პიროვნების, ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის გვამები არის მანძილი 8 მეტრი და 80
სანტიმეტრი. მამაკაცის გვამი არის ხის ძირზე გადაკიდებული მარჯვენა გვერდით. აცვია წითელი
ფერის ქვედა საცვალი ხოლო ზემოთ თეთრი და (არ იკითხება) ფერებით გაწყობილი პერანგი. შარვალი

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


16

და ფეხსაცმელი კი არ აცვია. მამაკაცი არის შავგვრემანი, წინ გვერდებზე ოდნავ მელოტი, გადაბმული
წარბებით, თვალებდახუჭული. მარჯვენა ხელი აქვს თავს ზემოთ აწეული იდაყვში ოდნავ მოხრილი.
გვამს აღენიშნება მარცხენა მხარეს გამოგლეჯილი ადგილი კეფის (?) არეში. ასევე მარცხენა მხარზე
დაზიანება. გვამს აღენიშნება მარცხენა მხარეს იღლიის ქვეშ და მარჯვენა მხარეს მხრის სახსრის არეში
ცეცხლნასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები. ახალგაზრდა ქალს თვალები აქვს ღია. ქვედა ყბა
აქვს მთლიანად დაზიანებული, კეფის არეში აღენიშნება ასევე ცეცხლნასროლი იარაღით მიყენებული
ჭრილობა. გოგონას აქვს მოკლედ შეჭრილი, წაბლისფერი თმა. უკეთია საყურეები, ვერცხლის ბეჭედი
მარჯვენა ხელზე, ასევე მარჯვენა ხელზე ტყავის სამაჯური. გვამს აცვია ლურჯი ჯინსის შარვალი,
სპორტული ფეხსაცმელი, ზემოთ აცვია ღია ფერის ჯემპრი. აღნიშნული ხიდან სამხრეთით 53 მეტრის
მოშორებით დგას ფოლქსვაგენ „გოლფ 3“-ის მარკის მომწვანო ფერის ავტომანქანა სახელმწიფო
ნომრით DW-303...
ზემოაღნიშნულ ხეზე აღენიშნება დაზიანებები, როგორც გამჭოლი, ასევე მხოლოდ შემავალი სახით,
საიდანაც საჭიროა (არ იკითხება) დარჩენილი ტყავის გულების ამოღება, რაც დღეისთვის
შეუძლებელია შესაბამისი ტექნიკური საშუალებების არ არსებობის გამო. აღნიშნული მიზეზის, ასევე
უამინდობის, არასათანადო განათების გამო შეჩერდა დათვალიერება 2004 წლის 22 ნოემბერს 20 საათსა
და 20 წუთზე. შემთხვევის ადგილი დასაცავად ჩაბარდა გარდაბნის შ.ს. განყოფილების თელეთის
ქვეგანყოფილების უფროსს...ხელმოწერები . . .
შემთხვევის ადგილის დათვალიერება განახლდა 2004 წლის 23 ნოემბერს დილის 11 საათზე,
შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში შეჩერებამდე მონაწილე ყველა პირის თანდასწრებით.
ზემოაღნიშნულ ხეზე ჩრდილოეთით მდებარე ტოტზე აღინიშნება 5 (ხუთი) დაზიანება. პირველი
დაზიანება მდებარეობს მიწიდან 85სმ-ის და შორებით ზემოთ. დაზიანების ზომა არის 43x22მმ-ზე.
მეორე დაზიანება არის მიწიდან ზემოთ 95სმ-ზე და (არ იკითხება) რადიუსია 61სმx61მმ-ზე.(?)
მესამე დაზიანება არის მიწიდან 165 სმ-ზე ამავე ხეზე 96x113მმ-ზე.
მეოთხე დაზიანება მდებარეობს მიწიდან 170 სმ-ზე ზომით 117,5x31,5მმ-ზე.
მეხუთე დაზიანება მდებარეობს მიწიდან 180სმ სიმაღლეზე, ზომით 97x19მმ-ზე.
აღნიშნული ტოტის მარცხნივ ტოტზე აღინიშნება დაზიანება, რომელიც მდებარეობს მიწიდან 102სმ-ის
სიმაღლეზე, ზომით 46x43მმ-ზე.
აღნიშნული ხიდან მარჯვნივ 55-სმ-ში დგას ხე, რომელზეც ასევე აღინიშნება დაზიანება, რომელიც
მდებარეობს მიწიდან 220სმ სიმაღლეზე, ზომით 73x32მმ-ზე.
ასევე იმავე სიმაღლეზე არის მეორე დაზიანება ზომით 19x25მმ-ზე.
ხეში ჩარჩენილი გულების ამოღების და გამოკვლევის მიზნით, აღნიშნული ტოტები დაიშალა სამ
ნაწილად...დაილუქა. . . .
აღნიშნული ხიდან აღმოსავლეთის მხარეს 5,5 მეტრის მოშორებით დგას ხე, რომელიც იმავე მიზნით
გადაიჭრა და ნაჭერი ამოღებულ იქნა და დაილუქა . . .
რაც შეეხება ავტომანქანას. . . სპეციალისტების მიერ დაქტილოსკოპი ექსპერტების მიერ
დამუშავდა...ავტომანქანის წინა მარჯვენა მხარეს უწესრიგოდ ყრია სხვადასხვა დოკუმენტები,
ტანისამოსი: ბავშვის ლურჯი ფერის ქურთუკი, ქუდი, ნაქსოვი გოგოს მაისური, გოგოს შავი პიჯაკი,
კაშნე, გოგოს ქუდი, ასევე ორი ცალი გასარები, ერთი სათამაშო ავტომანქანა, დისკის და კასეტის
ცარიელი კოლოფები. . . ასევე ტელეფონის სატენი...ავტომანქანაში გადაშლილია წინა მარჯვენა
სავარძელი. ავტომანქანას დაზიანებული აქვს წინა საქარე მინის მარჯვენა ნაწილი. ჩამტვრეულია უკანა
საქარე მინის მარცხენა ქვედა ნაწილი და მის გასწვრივ დაბლა ოდნავ შეჭყლეტილია (?) ავტომანქანის
სახურავი. უკანა ბამპერის მარჯვენა მხრიდან ამოღებულ იქნა თვალით შესამჩნევი მოწითალო ფერის
სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც დაილუქა...ავტომანქანის გასაღები არის ავტომანქანის დასაქოქ
ბუდეში. (არ იკითხება) სახურავი მარცხენა მხარეს აგდია პედლებთან, ხოლო სიგნალიზაციის

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


17

დეტონაციის მარეგულირებელი კიდია თავისივე მავთულებზე. ავტომანქანის წინა სავარძლებიდან


ამოღებულ იქნა მიკრონაწილაკები და დაილუქა ამავე ბეჭდით...
ასევე გვამის ქალის მარცხენა ხელიდან ამოღებულ იქნა მოხსნის შემდეგ საათი მეტალის
სამაჯური...საათი არის მუშა მდგომარეობაში, საათს მისაბმელი ადგილიდან გაწყვეტილი აქვს
სამაჯურიდა ხელიდან არის ნახევრად შეხსნილი...შეიფუთა...
დათვალიერება დამთავრდა 14სთ 30წთ. . .
ხელმოწერები . . .“------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------
9.12.2004წ. 13:00-15:45სთ. გარდაბნის რაიონში შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების
ოქმი-დან ირკვევა;
„ . . . მზიან, უღრუბლო ამინდში, ბუნებრივი განათების პირობებში . . . შემთხვევის ადგილის
დათვალიერება დაიწყო 22 ნოემბერს წვიმიან და ქარიან ამინდში და შეწყდა უამინდობის გამო და
განახლდა 23 ნოემბერს, როდესაც შემთხვევის ადგილი დაფარული იყო თოვლით. შემთხვევის
ადგილის სრულყოფილად დათვალიერების მიზნით დღეის რიცხვს მოხდა შემთხვევის ადგილის
დამატებითი დათვალიერება, როცა კარგი ამინდიდან გამომდინარე მოხდა თოვლის დნობა.
შემთხვევის ადგილი მდებარეობს გარდაბნის რაიონის დაბა კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე
N115578 სამხედრო ნაწილიდან დასავლეთის მხარეს 600 მეტრის მოშორებით, სამხედრო ნაწილიდან
შემთხვევის ადგილამდე გადის მოასფალტებული 6 მეტრის სიგანის ა/სამანქანო გზა. გზის მარჯვენა
მხარეს არის მაღლობი ტყის ხშირი მასივით დაფარული მარცხენა მხარეს კი არის დაღმართი, რომელიც
დაფარულია მთლიანად ფოთლებით. ზემოაღნიშნული მოასფალტებული გზიდან 110 მეტრის
მოშორებით ტყის სიღრმეში მარცხენა მხარეს დგას ხე, რომელსაც აქვს ფესვებიდან რვა ტოტი,
რომელთაგან ორი მოჭრილია.
აღნიშნული ხიდან ხევისკენ 3,8 მეტრში ნანახი იქნა მომწვანო ფერის მასრა, რომელსაც ძირზე აწერია
„539“ და „00“. აღნიშნული მასრა მოთავსებული იქნა კონვერტში...
ზემოაღნიშნული ხიდან ხევისკენ 4,27 მეტრში და აღნიშნული მხრიდან ასფალტიანი გზისკენ 2,9
მეტრში ნანახი იქნა გულა, რომელიც მოთავსებულ იქნა კონვერტში...
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ მოხდა მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება,
მაგრამ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა რაიმე ამოღებული არ
ყოფილა. . . .“----------------------------------
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი:
მაია ნიკოლეიშვილი

შ ე დ ე გ ე ბ ი:
2004 წლის ნოემბერში გარდაბნის რაიონის სოფ. კოჯრის ტყეში მოკლული და 2004 წლის 22
ნოემბერს მოქალაქეების, თ. ბეჟუაშვილის და რუსუდან ფირცხალავას გვამების აღმოჩენის შემდეგ
აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალების, სასამართლო ექსპერტიზების, შემთხვევის
ადგილის დათვალიერების ოქმების, მოწმეთა ჩვენებების შესწავლის, გაანალიზებისა და შეჯერების
საფუძველზე, ადვოკატის განცხადებაში დასმული კითხვების შესაბამისად, მივდივარ შემდეგ
შედეგებამდე:

პასუხები მე-2, მე-3 და მე-5 კითხვებზე:


 2004 წლის 22 ნოემბერს, 15:00 საათზე, კოჯრის ტყეში აღმოჩენილ თ. ბეჟუაშვილის გვამზე,
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N59/711-ის მიხედვით, გვამის გამოკვლევით
23.12.2004 11:00სთ, აღენიშნებოდა გულმკერდის მიდამოს ორი, რაიმე ცეცხლსასროლი
იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვით მიყენებული დაზიანება, რომელთაგან ერთი,

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


18

გულმკერდის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი დაზიანება სიცოცხლის


დროინდელია, ხოლო მეორე, ბრმა ცეცხლნასროლი დაზიანება-მიყენებულია თ.
ბეჟუაშვილის სიკვდილის დადგომის შემდეგ. თ. ბეჟუაშვილს ასევე აღენიშნებოდა
სიცოცხლის დროინდელი ნაჭდევები სახის მარჯვენა ნახევარში.
თ. ბეჟუაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების მორფოლოგიური სურათი:
-გულმკერდის მარცხენა ნახევრის წინა-გვერდით ზედაპირზე, გულმკერდის ზედა მესამედში, მე-3,
მე-4 ნეკნების დონეზე, იღლიის წინა ხაზზე, ტერფის ძირიდან 147სმ-ის დაშორებით, აღინიშნება
1,0x0,8სმ. ზომის ჭრილობა-ცეცხლნასროლი დაზიანების შესავალი ხვრელი, შემავალი
გულმკერდის ღრუში, ორივე პლევრის, ორივე ფილტვის ქსოვილის, აორტის გამჭოლი დაზიანებით,
მარჯვნივ მე-3 ნეკნის მოტეხილობით იღლიის შუა ხაზზე, გამოსავალი ხვრელით მარჯვენა მხრის
წინა ზედაპირზე, სისხლჩაქცევებით ჭრილობის არხის გასწვრივ რბილ ქსოვილებში, შუასაყარში ,
ორივე პლევრის ღრუში სისხლი და სისხლის კოლტები 2000-2500მლ. ჭრილობის არხი მიემართება
მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ ქვემოდან ზემოთ, გამოსავალი ხვრელით მარჯვენა მხრის წინა
ზედაპირზე ზემო მესამედში, ტერფიდან 151სმ-ის დაშორებით, ზომით 1,5x0,8სმ ზომის, ჭრილობის
ირგვლივ სუსტად გამოხატული მოიისფრო ელფერის მქონე სისხლჩაქცევით.
თენგიზ ბეჟუაშვილის სიკვდილის უშუალო მიზეზია, მწვავე სისხლნაკლებობა, რომელიც
განვითარდა აორტისა და ორივე ფილტვის ქსოვილის დაზიანების შედეგად, გულმკერდის
ცეცხლნასროლი გამჭოლი დაზიანების მიყენების შემდეგ.
 თენგიზ ბეჟუაშვილის გულმკერდის ცეცხლნასროლი დაზიანება, შემავალი გულმკერდის
ღრუში, აორტის, ორივე ფილტვის ქსოვილის დაზიანებით, მიეკუთვნება სხეულის
დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო, და პირდაპირ
მიზეზობრივ კავშირშია მისი სიკვდილის დადგომასთან. აორტის რკალის მიდამოში აორტის
გამჭოლი დაზიანების შემდეგ, წნევის მკვეთრი ვარდნისა და ინტენსიური შინაგანი
სისხლდენის გამო, სიკვდილი დადგებოდა დაზიანების მიღებიდან დროის უმოკლეს
პერიოდში.
 თ. ბეჟუაშვილის გულმკერდის გამჭოლი ცეცხლნასროლი დაზიანების მიყენების შემდეგ
განვითარდა ინტენსიური სისხლდენა აორტიდან და ფილტვების ქსოვილიდან. აორტა
ადამიანის სხეულის ყველაზე მსხვილი დიამეტრის არტერიული სისხლძარღვია, მისი
მაქსიმალური დიამეტრი და მაქსიმალური არტერიული წნევა აღინიშნება სწორედ იმ
მიდამოში, სადაც დაზიანდა თ. ბეჟუაშვილის აორტა-რკალის მიმდებარედ, ამდენად, ამ
ორგანოების დაზიანების შემდეგ განვითარდა სწრაფი და ინტენსიური შინაგანი სისხლდენა ,
რაც დასტურდება შუასაყარსა და ორივე პლევრის ღრუში 2000-2500მლ სისხლისა და
სისხლის კოლტების არსებობით. ასეთი ორგანოს დაზიანებისა და ინტენსიური შინაგანი
სისხლდენის დროს გარეგანი სისხლდენა მინიმალურია, რაც ასევე დასტურდება გვამის
შინაგანი გამოკვლევის მონაცემებით (ციტატა: „გულმკერდის მიდამოს ჭრილობის ირგვლივ
ქსოვილები მოსვრილი იყო სისხლით, ხოლო გულ-მკერდზე ზეწოლისას მოჟონავდა მუქი
მოწითალო, ოდნავ მოსქო სისხლის მასა.“). აღნიშნულის გათვალისწინებით, თ.
ბეჟუაშვილის ცეცხლნასროლი დაზიანებებიდან გარეგანი სისხლდენა, და შესაბამისად ,
დაზიანებების მიღების ადგილზე სისხლის კვალი შესაძლებელია, რომ ყოფილიყო
უმნიშვნელო.
თ, ბეჟუაშვილს სხეულზე ასევე აღენიშნებოდა
-ერთი ბრმა, სიკვდილის შემდგომ მიყენებული, ცეცხლნასროლი დაზიანება, შესავალი
ხვრელით მარცხენა ლავიწის შუა მესამედში, ტერფის ძირიდან 155სმ დაშორებით, ზომით 3x2სმ,
ჭრილობის არხით, მიმართული ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, ლავიწის ძვლის
მოტეხილობით, რომელიც ბრმად მთავრდება მხრის კუნთში (ამოღებულია 2,5 სმ სიგრძის ტყვიის
გულა). დაზიანება მიყენებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ტყვიის ჭურვის
მოქმედებით თ. ბეჟუაშვილის სიკვდილის დადგომის შემდეგ.
-თ.ბეჟუაშვილის სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები: მუქი წითელი ფერის სისხლჩაქცევები
მარჯვენა ზედა და ქვედა ტუჩის ლორწოვანზე, სისხლნაჟღენთები მარჯვენა თვალის ქუთუთოზე და

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


19

სკლერაზე, ზომით 1,5x0,5სმ., მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის, ან საგნების ამ


მიდამოებზე პირდაპირი ზემოქმედებით, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთობლიობაში , ცოცხალ
პირთა ექსპერტიზაში შეფასდებიან, როგორც მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის
მოუშლელად.
თ. ბეჟუაშვილის სხეულზე აღინიშნებოდა მარცხენა ლოყის მიდამოს რბილი ქსოვილების
განადგურება, მღრღნელების მიერ (სიკვდილის შემდგომი).
შენიშვნა:
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნების მიხედვით, თ. ბეჟუაშვილის გვამის სიგრძე იყო
188სმ., ხოლო რუსუდან ფირცხალავას სხეულის სიგრძე, 160სმ.
პასუხი 1-ელ, მე-2, მე-3, მე-4 კითხვებზე:
 თ. ბეჟუაშვილის სხეულზე არსებული, გულმკერდის გამჭოლი ცეცხლნასროლი
დაზიანების ჭრილობის არხი მიმართულია მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ ქვემოდან
ზემოთ, მდებარეობს შესავალი ხვრელი მდებარეობს გულმკერდის ზედა ნახევარში,
მარცხენა-გვერდით ზედაპირზე, გამოსავალი ჭრილობა-მარჯვენა მხრის მიდამოში.
სამედიცინო-კრიმინალისტური ექსპერტის დასკვნის მონაცემებით, სროლა ნაწარმოებია
არაახლო მანძილიდან, დაზიანების მიღების მომენტში თ. ბეჟუაშვილი არ იყო მწოლიარე
მდგომარეობაში, გასროლა ნაწარმოებია თ. ბეჟუაშვილის სხეულის მიმართ მარცხენა
მხრიდან. ექსპერტიზას არ შეუძლია დაადგინოს, გულმკერდის გამჭოლი ცეცხლნასროლი
დაზიანების მიღების მომენტში იდგა თუ იჯდა თ. ბეჟუაშვილი, ვინაიდან, შემთხვევის
ადგილის დათვალიერებით, სისხლის კვლებისა და ტყვიის გულების და მასრების მიხედვით
ვერ დგინდება, თუ სად იმყოფებოდა თ. ბეჟუაშვილი დაზიანებების მიღების მომენტში ,
ავტომობილში, თუ მის გარეთ.
პასუხი მე-7 კითხვაზე:
 თ. ბეჟუაშვილის სახის მიდამოში არსებული სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები,
სისხლნაჟღენთები თვალისა და ტუჩების არეში მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის, ან
საგნების ზემოქმედებით, მათ შორის, შესაძლებელია, მიყენებული იყოს ადამიანის გაშლილი ხელის
ან მუშტის დარტყმითაც.
პასუხი მე-8 კითხვაზე:
 აორტის ცეცხლნასროლი დაზიანების მიღების შემდეგ თ. ბეჟუაშვილი დროის უმცირესი
მონაკვეთის შემდეგ (წამები) ვერ შეძლებდა ისეთი მიზანმიმართული მოქმედებების
განხორციელებას, როგორიცაა წინააღმდეგობის გაწევა, გაქცევა და სხვა მსგავსი
მოქმედებები, ვინაიდან, მიიღო ადამიანის ორგანიზმის მთავარი, ყველაზე დიდი დიდი
დიამეტრის (ყველაზე მსხვილი) და ყველაზე მაღალი არტერიული წნევის მქონე
სისხლძარღვის, აორტის გამჭოლი ცეცხლნასროლი დაზიანება აორტის რკალის
სიახლოვეს.
პასუხი მე-10 და მე-11 კითხვებზე:
ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2004 წლის 15-22 ნოემბრისდროის პერიოდისათვის არსებული
სადღეღამისო ტემპერატურების (ცელსიუსით) მონაცემების გათვალისწინებით, თ. ბეჟუაშვილის და
რ. ფირცხალავას გვამების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემებით, მათი სხეულის
გადაციების მორფოლოგიური სურათი ნანახი არ ყოფილა. სხეულის გადაციებას ვერც ექნებოდა
ადგილი, ვინაიდან, სხეულის დაზიანებების მიღების შემდეგ (აორტის დაზიანება თ. ბეჟუაშვილის
შემთხვევაში და თავის ქალასა და თავის ტვინის დაზიანება რ. ფირცხალავას შემთხვევაში ),
რ.ფირცხალავას სიკვდილი დადგა პრაქტიკულად დაზიანების მიღებისთანავე,თ. ბეჟუაშვილის-
აორტის დაზიანებიდან დროის უმცირეს პერიოდში. ასეთი მცირე დროის განმავლობაში სხეულის
გადაციება არ ვითარდება.
სხეულის გაყინვის დროს შესაძლებელია, გვამში მიმდინარე ლპობითი პროცესების ხანგრძლივი
დროით შეჩერება-შენელება, მაგრამ, არც შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს,

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


20

22.11.2004წ. და არც 23.12.2004 11:00სთ, და არც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების


დროს რ. ფირცხალავას და თ.ბეჟუაშვილის გვამების გაყინვის, ან ცალკეული ნაწილების
მოყინვის მორფოლოგიური სურათი არ აღინიშნებოდა, ანუ დაბალი ტემპერატურების
(გაყინვის) მოქმედებით ლპობის პროცესების შენელება-შეჩერებას ადგილი არ ჰქონია.
მითუმეტეს, რომ 15.11.-22.11.2004წ. დროის პერიოდში დღის საათებში, აღინიშნებოდა ჰაერის
ტემპერატურის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები: 15 გრადუსიც კი, ხოლო ღამის მინიმალური
ტემპერატურებიდან მხოლოდ ერთხელაა აღნიშნული -1 გრადუსი ცელსიუსით.
თ. ბეჟუაშვილის გვამის გამოკვლევისას ადრეული გვამური მოვლენები გამოხატული იყო
შემდეგი სახით:
-გვამური გაშეშება სუსტად იყო გამოხატული სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში.
-გვამური ლაქები იყო მოლურჯო-მოწითალო ფერის, სუსტად გამოხატული სხეულის ქვემდებარე
ნაწილებში, ცალკეული კუნძულაკების სახით, ხელის დაჭერით არ ქრებოდნენ და არ აღიდგენდნენ
ფერს.
-გვამი ხელის შეხებით იყო ცივი. სწორ ნაწლავში ტემპერატურა გათანაბრებული იყო ოთახის
ტემპერატურასთან და უდრიდა 18 გრადუსს.
-შინაგან ორგანოებში ლპობითი პროცესები გამოხატული არ ყოფილა:
ციტატა:
„...რბილი გარსები მკრთალია, ნამიანი. თავის ტვინის ჰემისფეროები სიმეტრიულია , ხელის შეხებით
მომკვრივო, განაკვეთის ზედაპირზე ქერქის და ქერქქვეშა კვანძების რელიეფი კარგად არის გამოხატული .
განაკვეთზე ტვინის ქსოვილი კრიალა, დანის პირს ეწეპება. პარკუჭებში გამჭვირვალე სითხე ზომიერი
რაოდენობის...ქალას ფუძე მთელი. ქალას ღრუდან ალკოჰოლის სუნი არ შეიგრძნობა . . . გულმკერდის
ღრუ: . . . ჭრილობის არხი მიემართება მარცხნიდან მარჯვნივ, ოდნავ ქვემოდან ზემოთ. ჭრილობის არხის
შესაბამისად აღენიშნება დიფუზური სისხლჩაქცევა, ხოლო ჭრილობის არხში სისხლის კოლტები . ორივე
პლევრის ღრუში აღინიშნება ჩაღვრილი სისხლი და სისხლის კოლტები 2000-2500მლ-მდე . აღინიშნება
ასწვრივი აორტის გამჭოლი დაზიანება რკალთან ახლოს, ირგვლივ ფაშარ ქსოვილში და შუასაყარში
აღინიშნება დიფუზური სისხლჩაქცევა. . . მუცლის ღრუ: მუცლის ფარი სადა, კრიალა, გამჭვირვალე. . . სასუნთქი
ორგანოები: ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი ჰაერისთვის გამავალი, ლორწოვანი მოსვრილია სისხლით.
ორივე ფილტვი ჩაჩუტული, შეხორცებების გარეშე, განაკვეთების ზედაპირების ზეწოლისას გადმოედინება
ქაფიანი სითხე, მცირე რაოდენობით . . . გულ-სისხლძარღვთა სისტემა: . . . ენდოკარდიუმი სადა, კრიალა,
გამჭვირვალე . . . საჭმლის მომნელებელი ორგანოები:...საყლაპავის ლორწოვანი კრიალა, სანათური
ცარიელია, გასწვრივ შენაოჭებული...კუჭის ღრუში ლორწოს მცირე რაოდენობა . ლორწოვანი ფერმკრთალი ,
ნაოჭიანობა კარგად არის გამოხატული. წვრილი და მსხვილი ნაწლავის შიგთავსი ჩვეულებრივი ,
ლორწოვანის ნაკეცები კარგად გამოხატული...ნაღვლის ბუშტის ლორწოვანი
ხავერდოვანი...ღვიძლი...კაფსულა კრიალა და გამჭვირვალე...ელენთა...ხელის შეხებით რბილია , კაფსულა
შენაოჭებული, განაკვეთზე შინდისფერისაა, ანაფხეკს არ იძლევა ...საშარდე გზების ლორწოვანი მკრთალი
კრიალა...თირკმელზედა ჯირკვალი ჩვეულებრივი მოყვანილობის...კუჭუკანა ჯირკვალი იწონის 20
გრ...რბილია, განაკვეთზე წილაკოვანი, მკრთალი მოვარდისფრო, სადინარი გამავალია ...“

22.11.2004წ. შემთხვევის ადგილას ნაპოვნი პრეზერვატივი შეიცავდა თხიერ სითხეს, ანუ გაყინული
არ ყოფილა.
ციტატა:
„22.11.2004. აღნიშნული ხიდან სამხრეთით 2 მეტრის მოშორებით გდია მოთეთრო-მოყვითალო ფერის
პრეზერვატივი, რომელშიც შეინიშნება სითხე. აღნიშნული პრეზერვატივი ამოღებულ იქნა და შეფუთული. „
23.11.2004წ. 12:00სთ. რ. ფირცხალავას გვამის გაკვეთის მომენტისთვის გამოხატული იყო
ადრეული გ ვ ა მ უ რ ი მ ო ვ ლ ე ნ ე ბ ი: გვამური გაშეშება ზომიერად იყო გამოხატული ყველა
ჯგუფის კუნთებში, გარდა სახის კუნთებისა, გვამური ლაქები იყო მოლურჯო-მოწითალო ფერის,
ცალკეული კუნძულაკების სახით, სხეულის ქვემდებარე ადგილებზე, ხელის დაჭერით ფერს არ
იცვლიდნენ, ფერმკრთალდებოდნენ და აღიდგენდნენ ფერს 15-20 წუთის შემდეგ. გვამი ხელის
შეხებით იყო ცივი. სწორ ნაწლავში ტემპერატურა გათანაბრებული იყო ოთახის ტემპერატურასთან
და უდრიდა 18 გრადუსს.

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


21

 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნის მონაცემებით, რ. ფირცხალავას გვამის


გამოკვლევის მომენტისთვის, 23.11.2004წ. შინაგან ორგანოებში გვიანი გვამური მოვლენები,
ანუ ლპობითი პროცესები გამოხატული არ ყოფილა:
ციტატა:
„ . . . ლავიწის ძვლის მიდამოში არსებული ჭრილობის სიღრმეში აღინიშნებოდა სისხლის კოლტები ,
ჭრილობის არხში სისხლის კოლტები. . . თავის რბილი საფარის ქვეშ შუბლ-თხემის არეში აღინიშნება
დიფუზური მოლურჯო-მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთი, ხოლო აღნიშნული ჭრილობის საპროექციო არეში
სისხლის კოლტები. . . მაგარი გარსის ქვეშ დიფუზურად აღენიშნება მუქი წითელი ფერის სისხლჩაქცევა და
წითელი ფერის სისხლის კოლტები. თავის ტვინის ჰემისფეროებში აღენიშნება დიფუზური მოლურჯო -
მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა, პარკუჭებში აღენიშნება სისხლიანი სითხე.“
 თ.ბეჟუაშვილისა და რ.ფირცხალავას გვამების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის
დროს ნანახი ნაადრევი გვამური მოვლენების (გაშეშება, გვამური ლაქები, გვამის გაციება)
და ლპობითი პროცესების არარსებობის გათვალისწინებით, ასევე, იმის გათვალისწინებით
და გაანალიზებით, რომ გარემო ტემპერატურის მერყეობა გვამების აღმოჩენამდე
15.11.2004-დან 22.11.2004 ჩათვლით, ღამის მინიმალური შეადგენდა -1 გრადუსს (მხოლოდ
ერთხელ), და დღის მაქსიმალური ტემპერატურა შეადგენდა 15,3 გრადუსს ცელსიუსით,
გვამების გაყინვას და ლპობითი პროცესების შენელება-შეჩერებას ამ პირობებში ადგილი
არ ჰქონდა, შესაბამისად; თ. ბეჟუაშვილისა და რ. ფირცხალავას სიკვდილის დადგომის
დრო ვერ იქნებოდა 19 ნოემბერზე უფრო ადრე დროის პერიოდი, და მათი სიკვდილის
დადგომიდან გვამების გამოკვლევამდე (23.11.2004) გასულია არაუმეტეს 3-4 დღე-ღამისა.
პასუხი მე-4 კითხვაზე:
რ. ფირცხალავას გვამის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით, მის სხეულზე ნანახი იქნა 3
ცეცხლნასროლი, სიცოცხლის დროინდელი დაზიანება, 1 მარჯვენა მხრისა და 2 სახისა და თავის
მიდამოში:
-ერთი ცეცხლნასროლი დაზიანება, შესავალი ხვრელით მარჯვენა მხრის ზემო მესამედის გარე
ზედაპირზე, ტერფის ძირიდან 130სმ დაშორებით, უსწორმასწორო კიდეების მქონე, ოვალური
ფორმის ჭრილობით, ჭრილობის კიდეებზე განაჭდევების რგოლით, ზომით 0,3x0,5სმ, ირგვლივ
მკრთალი მოლურჯო-მოიისფრო სისხლჩაქცევით, ზომით 2,5x2სმ, ჭრილობის არხით, მიმართული
ქვემოდან ზემოთ, მარჯვნიდან ოდნავ მარცხნივ, კუნთების, შუა მესამედში მარჯვენა ლავიწის
ძვლის მოტეხილობით, გამოსავალი ხვრელით ლავიწის ძვლის გარეთა მესამედში ტერფიდან 138
სმ-ზე უსწორო კიდეებიანი ვარსკვლავისებური ფორმის ჭრილობის სახით, ზომით 2,1x2,5სმ.,
სისხლჩაქცევებით ჭრილობის კიდეებში და სისხლის კოლტებით ჭრილობის არხის სიღრმეში .
-კისრის, სახის და თავის მიდამოს ორი ცეცხლნასროლი, რაიმე ტყვიის ჭურვით მიყენებული
დაზიანება, ერთი გამჭოლი და ერთი ბრმა (ამოღებულია ტყვია), შესავალი ხვრელების
დაუზუსტებელი ლოკალიზაციით, კისრის წინა ზედაპირზე, ორმხრივად, რბილი ქსოვილების,
კუნთების გაგლეჯვითა და ტლანქი დაზიანებებით, ქვედა ყბის, ზედა ყბის დამსხვრეული
მოტეხილობებით, სახის ძვლების, ქალას ფუძის ძვლების და ქალასარქვლის მრავლობითი,
მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობებით, დიფუზური, მასიური სისხლჩაქცევებით რბილ
ქსოვილებში და ტვინის გარსებში. ჭრილობის არხებით, მიმართული ქვევიდან ზევით, თავის
ქალას ფუძეზე, მარცხენა შუა ფოსოს უკანა კიდესთან თითქმის გვერდიგვერდ ორი
ცეცხლნასროლი დაზიანების არსებობით.
 რ. ფირცხალავას ჭრილობის არხის მსვლელობის გზაზე, ქალას ფუძეზე, მარცხენა შუა
ფოსოში არსებული ორი, ერთმანეთის სიახლოვეს მდებარე ხვრელოვანი მოტეხილობის
(ტყვიის ჭურვის ზემოქმედება) მიუთითებს თითქმის ერთდროულ, მიყოლებით ნაწარმოებ
გასროლებზე.
 რუსუდან ფირცხალავას თავის მიდამოს ორი ცეცხლნასროლი დაზიანების ჭრილობის
არხები გამოკვეთილი არ არის და ვრცელდება თავის ქალას ყველა სტრუქტურებზე,
უაღრესად ტლანქი, მოცულობითი დაზიანებებისა და სისხლჩაქცევების სახით რბილი
ქსოვილებში, ტვინის გარსებში, სახის, თავის ქალას და ქალას ფუძის დამსხვრეული,

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


22

მრავალფრაგმენტოვანი მოტეხილობების სახით, რომელთა აღწერა სასამართლო-


სამედიცინო ექსპერტიზით შეუძლებელი იყო და გამოხატული იყო თავის ტვინის
სტრუქტურის სრული განადგურება. დაზიანებების ასეთი მასშტაბურობა მიუთითებს
სროლის დამატებითი ფაქტორების, კერძოდ, გაზების გამგლეჯ მოქმედებაზე, რაც
განხორციელებული უნდა იყოს ახლო მანძილიდან გასროლით.
პასუხი მე-12 კითხვაზე:
 რუსუდან ფირცხალავას კისრის, სახის და თავის მიდამოში არსებული უხეში, ტლანქი
დაზიანებების მორფოლოგიური სურათისა და სროლის თანმხლები ფაქტორების, გაზების
გამგლეჯი ზემოქმედების გათვალისწინებით, ექსპერტიზა უშვებს, რომ გასროლა
მომხდარიყო პირის ღრუში მოთავსებული იარაღის ლულიდან მიყოლებით
ნაწარმოები ორი გასროლით, მიმართულებით ქვევიდან ზევით (სხეულის
ვერტიკალური ღერძის მიმართ).
პასუხი მე-3, მე-4, მე-9, მე-13 და მე-14 კითხვებზე:
 რუსუდან ფირცხალავას მარჯვენა მხრის გამჭოლი ცეცხლნასროლი დაზიანება, ლავიწის
ძვლის დაზიანებით, იქნებოდა ზომიერად სისხლმდენი, ამ დაზიანების მიღების შემდეგ
რუსუდან ფირცხალავა შეძლებდა მიზანმიმართული მოქმედებების შესრულებას:
ყვირილს, წინააღმდეგობის გაწევას, გაქცევას და სხვ. ამ დაზიანების მიყენების დროს
მსროლელი იმყოფებოდა რუსუდან ფირცხალავას სხეულის მიმართ მარჯვენა მხარეს.
რუსუდან ფირცხალავას პოზის დადგენა ამ დაზიანების მიღების მომენტში ექსპერტიზას არ
შეუძლია. სროლა ნაწარმოებია არაახლო მანძილიდან.
 სახისა და თავის მიდამოს ორი ცეცხლნასროლი დაზიანების მიღების შემდეგ რუსუდან
ფირცხალავას სიკვდილი დადგა მყისიერად, ვინაიდან აღწერილი დაზიანებები
წარმოადგენს სიცოცხლესთან შეუთავსებელ დაზიანებებს, ამ ტიპის დაზიანებებს
ახასიათებს ინტენსიური გარეგანი სისხლდენა. შემთხვევის ადგილას აღმოჩენილი
სისხლის გუბე არ ასახავს ამ დაზიანების მიყენების შემდეგ სისხლის შხეფების ინტენსიური
გაბნევისა და მასიური სისხლდენის სურათს, ასეთი ინტენსიური სისხლდენის კვალი არ არის
ნანახი არც გვამების აღმოჩენის ადგილას, არც მიმდებარე ტერიტორიაზე (ე.წ. „თრევის“
გზაზე) და არც ავტომობილის სალონში. საყურადღებოა, რომ არც გვამების აღმოჩენის
ადგილის დათვალიერების დროს და არც სასექციოში, რ. ფირცხალავას ტანსაცმელზე
სიხლის კვალი აღწერილი არ არის.
 თ. ბეჟუაშვილის სხეულზე რბილი ქსოვილები სიკვდილის შემდეგ განადგურებულია
მღრღნელების მიერ (არა ცხოველების, არამედ მღრღნელებისმიერ), მაშინ, როცა იგივე
ადგილას და იგივე გარემო პირობებში პირობებში ყოფნისას (საქმის მასალების მიხედვით ),
გაგლეჯილი კუნთოვანი ქსოვილების და დამსხვრეული ძვლების, ინტენსიურად
სისხლმდენი დაზიანებების მქონე რ. ფირცხალავას გვამზე არც მღრღნელების და არც
ცხოველების მიერ სიკვდილის შემდეგომი დაზიანებები, ქსოვილების განადგურების სახით ,
არ აღინიშნებოდა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი:
მაია ნიკოლეიშვილი
30.07.2023.

Читать

გამოყენებული ლიტერატურა:

-ბედრინი ლევ მოისეის ძე. ცეცხლნასროლი დაზიანებების სასამართლო-მედიკური შეფასება. ლექცია.


სასამართლო მედიცინის რჩეული ლექციები. იაროსლავლი. სამედიცინო ინსტიტუტი. 1989. გვ.95-120.
-კარნასევიჩი, იური არნოლდის ძე. ავტომატის ჯერით მიყენებული დაზიანებების სასამართლო-სამედიცინო
მახასიათებლები. 14 00 24. დისერტაციის ავტორეფერატი მედიცინაში.სანკტ-პეტერბურგი, 1996წ.

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი


23

-მაკაროვი იგორ იურის ძე. სპეციალური დანიშნულების იარაღით მიყენებული ცეცხლნასროლი დაზიანებების
სასამართლო-სამედიცინო ბალისტიკური დახასიათება (ექსპერიმენტალური კვლევა). 14 00 24-სასამართლო
მედიცინა. სადოქტორო დისერტაცია. ავტორეფერატი.
-მაკაროვი იგორ იურის ძე. 7,62მ ავტომატ კალაშნიკოვიდან (აკმ) უხმო გასროლების ხელსაწყოთი ნაწარმოების
გასროლების სასამართლო-სამედიცინო მახასიათებლები. სანკტ-პეტერბურგი. 1997წ. სამხედრო-სამედიცინო
აკადემია.

შ.პ.ს. „რეალექსპერტი“/ მაია ნიკოლეიშვილი

You might also like