You are on page 1of 82

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ოთარ სანთელაძე

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლში


შესული ცვლილებების შედარებითი ანალიზი და სასამართლო
პრაქტიკა“

წარმოდგენილია მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

სამაგისტრო პროგრამა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების


ფაკულტეტი

სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელი: იურიდიულ


მეცნიერებათა დოქტორი ჯემალ ჯანაშია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

თბილისი, 0175, საქართველო

თებერვალი, 2022 წელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი


საგამოცდო კომისიაში წარმოდგენილია 2022 წელს

ოთარ სანთელაძე

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლში


შესული ცვლილებების შედარებით ანალიზი და სასამართლო
პრაქტიკა“

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

სამართისა და საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტი

წარმოდგენილია მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

სხდომის ჩატარების თარიღი „-----„ „----------------„ 2022 წელი

„ინდივიდუალური პიროვნებების ან ინსტიტუტების მიერ ზემომოყვანილი


დასახელების სამაგისტრო ნაშრომის გაცნობის მიზნით მოთხოვნის
შემთხვევაში მისი არაკომერციული მიზნებით კოპირებისა და გავრცელების
უფლება მინიჭებული აქვს „საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს“.

„ავტორი უნარჩუნებს დანარჩენ საგამომცემლო უფლებებს და არც მთლიანი


ნაშრომის და არც მისი ცალკეული კომპონენტების გადაბეჭდვა ან სხვა რაიმე
მეთოდით რეპროდუქცია დაუშვებელია ავტორის წერილობითი ნებართვის
გარეშე. ავტორი ირწმუნება, რომ ნაშრომში გამოყენებული საავტორო
უფლებებით დაცულ მასალებზე მიღებულია შესაბამისი ნებართვა (გარდა იმ
მცირე ზომის ციტატებისა, რომლებიც მოითხოვენ მხოლოდ სპეციალურ
მიმართებას ლიტერატურის ციტირებაში, როგორც ეს მიღებულია
სამეცნიერო ნაშრომების შესრულებისას) და ყველა მათგანზე იღებს
პასუხისმგებლობას“.

ავტორის ხელმოწერა: ___________________

2
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთბების ფაკულტეტი

ჩვენ, ხელმოწერით ვადასტურებთ, რომ გავეცანით ოთარ სანთელაძეს


მიერ შესრულებულ სამაგისტრო ნაშრომს დასახელებით: „260–ე მუხლში
შესული ცვლილებიბის შედარებითი ანალიზი და სასამართო პრაქტიკა“ და
ვაძლევთ რეკომენდაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის
სამართლის ფაკულტეტის საგამოცდო კომისიაში მის განხილვას მაგისტრის
აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

თარიღი: თებერვალი , 2022წელი


ხელმძღვანელი____________________

რეცენზენტი_______________________

ფაკულტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის
ხელმძღვანელი ––––––––––––––

3
რეზიუმე
სახელმწიფოსთვის წარმატებული ნარკოპოლიტიკის შემუშავება ერთ-
ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს, რადგან არასწორ
ნარკოპოლიტიკას შეუძლია მრავალ ადამიანს გამოუსწორებელი დაღი
დაასვას. მოცემულ ნაშრომში განხილული იქნება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შესული ცვლილებები.
ნარკოტიკების გავრცელება არ წარმოადგენს მსოფლიოს რომელიმე
ქვეყნის ცალკეულ პრობლემას, ის გლობალური მასშტაბისაა. სწორედ
ამიტომ ნაშრომში განვიხილავთ საერთაშორისო თანამშრომლობის დაწყების
ეტაპებს, დაწყებული 1909 წლის შანხაის ოპიუმის კონვენციისა, რომელიც
ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო თანამშრომლობის პირველ
დოკუმენტად მიიჩნევა და მიმართულია ოპიუმის არასამედიცინო მიზნით
გამოყენების აკრძალვაზე, დამთავრებული 1988 წლის ვენაში მიღებული
გაეროს ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების
უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციით, რომლის მიზანია
მთელ მსოფლიოში ეროვნული, სისხლის სამართლის კანონმდებლობისა და
სააღსრულებლო მოქმედებების ჰარმონიზაცია, რათა კრიმინალიზაციისა და
სასჯელის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო გამოყენების შემცირება
მოხდეს.
თავდაპირველად სახელმწიფოები, ნარკოტიკული დანაშაულის
წინააღმდეგ ერთადერთ გზად მკაცრ ნარკოპოლიტიკას მიიჩნევდნენ და
ნარკომომხმარებლებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას
აკისრებდნენ. თუმცა უკვე ბოლო ათწლეულია, რაც განვითარებული
ქვეყნების უმეტესობამ გადაწყვიტა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და
ნაცვლად დასჯისა გადავიდა ზრუნვის პოლიტიკაზე. სწორედ ამიტომ
ნაშრომში განხილული იქნება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
260-ე მუხლი, რომელიც მოიცავს: „ნარკოტიკული საშუალებების, მისი
ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო
დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან
გასაღებას”, მასში არაერთხელ შევიდა ცვლილებები. ყურადღება ასევე
გამახვილებული იქნება საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის
მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ „ნულოვანი ტოლერანტობის
პოლიტიკაზე“, რამაც გამოიწვია სისხლის სამართლებრივი
პასუხისმგებლობის გამკაცრება ნარკოტიკულ საშუალებათა მომხარებლების
მიმართაც. გამკაცრებული ნარკოპოლიტიკის მიუხედავად შედეგი
არაერთგვაროვანი იყო და ვერ მოხერხდა ნარკომომხმარებლების შემცირება.
მაგალითად 2009 წელს ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლების
რაოდენობა 40 000 იყო, ხოლო 2012 წელს უკვე 45 000. შესაბამისად
განვიხილავთ რადენად საჭირო იყო ნარკოპოლიტიკის შერბილება. ასევე
ნაშრომში განხილული იქნება საზღვარგარეთის ქვეყნების მიერ
გატარებული ბოლოდროინდელი რეფორმები, რამაც მათ ნარკოტიკულ
დანაშაულთან ბრძოლის სტრატეგიის შეცვლის შესაძლებლობა მისცა.
ყოველივე ამან შესაძლებლობა მომცა შემედარებინა და გამეკეთებინა
ანალიზი მოცემული ქვეყნების და საქართველოს ნარკოპოლიტიკას შორის.

4
ძირითადი როლი ქართული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე
დაყენებისათვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ითამაშა.
ყოველივე ეს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაიწყო, რა
დროსაც მოხდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება 70
გრამამდე გამომშრალი მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შენახვა და
შეძენისთვის. მოცემულ გადაწყვეტილებას მოჰყვა 2017 წლის
გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პირადი მოხმარების მიზნით 100
გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა და შენახვა აღარ იყო სისხლის
სამართლებრივად დასჯადი. ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება ეხებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხსიმგებლობის
გაუქმებას მოსახმარად გამოუსადეგარი ნარკოტიკული საშულების შენახვა
და შეძენისთვის ვინაიდან ადამიანები ისჯებოდნენ არა ნარკოტიკული
საშუალების უკანონო მოხმარებისთვის, არამედ დიდი ოდენობით
ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვისთვის, რადგანაც ჯერ კიდევ
სრულად არ არის განსაზღვრული ნარკოტიკების ოდენობები. მოცემულ
ნაშრომში ყურადღება გამახვილებული იქნება საკონსტიტუციო
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების განხილვასა და
ანალიზზე, თუ რამდენად მართებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილებები ქვეყნის კრიმინოლოგიული, გეოგრაფიული,
კულტურული და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით.
ნაშრომში ასევე შევეხებით იმ რისკ ფაქტორების ზოგად განხილვას,
რომლებიც მეცნიერებაშია მიღებულია, როგორც მაპროვოცირებადი
გარემოებები, რამაც შეიძლება პიროვნებას უბიძგოს ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარება. მაგალითად: სოციალური, ბიოლოგიური,
ფსიქოლოგიური, გენდერული, ასაკის, ოჯახის, პიროვნული მახასიათებლის
თუ ძალადობის ფაქტორები. ასევე ნაშრომში შევეხებით სოციალური
სამართლიანობის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევას, სადაც ქურდობის,
ძარცვის და ნარკოდანაშაულის ჩადენის სოციალური ფაქტორებია
შესწავლილი.
ნაშრომში შევეხებით 2016 წლის ნარკოპოლიტიკის გლობალური
კომისიის ანგარიშს და მის რეკომენდაციებს. ანგარისში ვკითხულობთ, რომ
მკაცრმა ნარკოპოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო და 2006 წლიდან 2013
წლამდე ნარკომომხმარებელთა რიცხვი 20%-ით გაიზარდა. ამასთან მკაცრი
ნარკოპოლიტიკა არღვევს ადამიანისა და სახელმწიფოს ურთიერთობას და
მოქალაქეები იძულებულები ხდებიან დაარღვიონ არაეფექტური კანონები.
სამწუხაროდ, საქართველოს ნარკოპოლიტიკა კვლავ რეპრესიულია,
რისი დასტურიცაა სახალხო დამცველის ბოლოდროინდერი ანგარიშებიც.
ანგარისში ნახსენებია, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ჩანაცვლება
მკურნალობაზე დაფუძნებული პოლიტიკით კვლავ მიუღწეველი იყო.

5
Resume
Developing a successful drug policy should be one of the most important
issues for the state because the wrong drug policy can leave on many people
remediless scar. In this work we will discuss amendments in article 260 of the
Criminal Code of Georgia.
Drug distribution is not a separate problem of any country in the world, it's
global. That's why in this work will also be discussed stages of starting international
cooperation from the 1909 International Opium Convention which is considered to
be the first document of international cooperation from drug control and aimed at
banning the use of opium for non-medical purposes, to the 1988 united nations
convention against illicit traffic in narcotic drugs and psychotropic substances
which aims to harmonize national, criminal law and enforcement action around
the world to reduce illicit drug trafficking through criminalization and punishment.
At first, states considered strict drug policies to be the only way to combat
against drug crime, and drug users were held criminally liable. However, it has
been the last decade that most developed countries have decided to soften their
drug policies and have switched to care policies instead of punishment. However, it
is the last decade that the most developed countries have decided to soften their
drug policies and have switched to care policies instead of punishment. That's why
in this work we will discuss amendments in article 260 of the Criminal Code of
Georgia. The focus will be on the "zero tolerance policy" announced by the
President of those times of Georgia Mikheil Saakashvili, which led to the tightening
of criminal liability against drug users. Despite the tightened drug policy, the result
was negative and drug users could not be reduced. For example, in 2009 year the
number of injecting drug users was 40,000 and in 2012 year it was already 45,000.
Therefore we will discuss how much it was necessary to mitigate drug policy. In
this work will also be discussed the recent reforms implemented by foreign
countries which enabled them to fight against drug crime effectively. All this
enabled me to compare and analyze the drug policies of these countries and
Georgia.
The Constitutional Court of Georgia played a key role for Georgian drug
policy liberalization. It all started with the decision of October 24, 2015 year, at
which time the criminal liability for the storage and purchase of up to 70 grams of
dried marijuana for personal consumption was abolished. This decision was
followed by the decision of 2017 year according to which the purchase and
possession of up to 100 grams of raw marijuana for personal consumption was no
longer criminally punishable. One of the most important decision was related to
the abolition of criminal liability for possession and purchase of unusable narcotics
as people were punished not for illicit drug use but for purchasing large quantities
of narcotics for storage because the quantities of narcotics have not yet been fully
determined. This work will be focused on the review and analysis of the decisions
made by the Constitutional Court and its validity taking into account the
geographical, cultural and social factors of the country.

6
In this work, we will also discuss general risk factors that are accepted in
science as a provocative circumstances that may motivate a person to use drugs. For
example: social, biological, psychological, gender, age, family, personal
characteristics or factors of violence. We will also discuss on a study conducted by
the Center for Social Justice, which examines the social factors of theft, robbery and
drug crime.
In this work we have discuss about the report of global commission of drug
policy and its recommendations. In the report, there is a record that strict drug
policy has no effects and from 2006 to 2013 the number of drug users increased
with 20%. Also, strict policy breaks relationships between humans and state and
the citizens are forced to break illogical laws.
Unfortunately, drug policy of Georgia is still repressive. It is confirmed by the
recent reports of the Public Defender. In the report, it’s mention that change of
repressive strict drug policy within care and treatment was unreachable.

7
შინაარსი
რეზიუმე...............................................................................................................................4
Resume...................................................................................................................................6
შესავალი.............................................................................................................................10
ლიტერატურის მიმოხილვა............................................................................................13
თავი I ნარკოტიკული დანაშულის ისტორია და გამომწვევი ფაქტორები...............17
1.1 ისტორია.......................................................................................................................17
1.2 საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ეტაპები.................................19
1.2.1 1909 წლის შანხაის ოპიუმის კონფერენცია..........................................................19
1.2.2 1912 წლის ჰააგის საერთაშორისო ოპიუმის კონვენცია.....................................20
1.2.3 1925 წლის ოპიუმის საერთაშოროსი კონვენცია.................................................20
1.2.4. 1936 წლის ჟენევის კონვენცია...............................................................................21
1.2.5. 1961 წლის ერთიანი კონვენცია ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ............22
1.2.6 1971 წლის გაეროს კონვენცია ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ.........23
1.2.7. 1988 წლის გაეროს ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული
ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენცია.....................24
1.3 ნარკოტიკული დანაშაუილის ხელშემწყობი ფაქტორები....................................25
თავი II ნარკოპოლიტიკის თანამედროვე ტენდენციები.............................................30
2.1 რამდენად საჭიროა მკაცრი ნარკოპოლიტიკის ცვლილება..................................30
2.2 საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება............................................................32
2.2.1 პორტუგალია............................................................................................................32
2.2.2 საფრანგეთი...............................................................................................................33
2.2.3 ნიდერლანდები........................................................................................................35
2.2.4 გაერთიანებული სამეფო.........................................................................................35
2.2.5 შვეიცარია..................................................................................................................37
2.2.6 მალტა.........................................................................................................................38
თავი III 260-ე მუხლშიგანხოლციელებული ცვლილებების მიმიხოლვა..................40
3.1 ზოგადი მიმოხილვა....................................................................................................40
3.2 საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები...........................................46
3.2.1 ბექა წიქარაშვილის საკონსტიტუციო სარჩელი..................................................46
3.2.2 ბოლნისის რაიონური სასამართლოს სარჩელი...................................................49
3.3.3 ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ........................51

8
3.2.4 ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ........................................................................................................................53
3.2.5 საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა
გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ................................................55
3.3 საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან მომდინარე საფრთხის
ანალიზი.............................................................................................................................56
თავი IV ჩხრეკა /ამოღების მანკიერი პრაქტიკის ცვლილება......................................64
4.1 ცვლილების საჭიროება..............................................................................................64
4.2 გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ................................66
დასკვნა...............................................................................................................................69
დანართები.........................................................................................................................72
გამოყენებული ლიტერატურა:........................................................................................76

9
შესავალი
თემის აქტუალობა - საქართველოში ნარკოტიკული დანაშაულის
წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა ეყრდნობოდა მკაცრ ნარკოპოლიტიკას.
სახელმწიფო წლების განმავლობაში იყენებდა რეპრესიულ მექანიზმებს,
რომლისგან დაცული არც ნარკომომხმარებელი იყო. ნარკოპოლიტიკის
გამკაცრება 2006 წლის სახელმწიფოს მიერ ნულოვანი ტოლენატობის
პოლიტიკის გამოცხადებას უკავშირდება. რეპრესიულმა ნარკოპოლიტიკამ,
გარდა იმისა, რომ უამრავ მოქალაქეს გამოუსწორებელი დაღი დაასვა, ვერ
მოახერხა მისი მთავარი ამოცანის შესრულება, კერძოდ: ნარკოტიკული
დანაშული და ნარკომომხმარებელთა რიცხვი შემცირების ნაცვლად
გაიზარდა (დანართი 1.1). რაც შეეხება ცვლილებების გატარების შემდგომ,
ბოლო წლებში გვაქვს 260-ე მუხლთან მიმართებით დანაშაულთა კლება,
თუმცა ყოველივე ეს შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო Covid- პანდემიით.
(დანართი 1.2)
2012 წლის არჩევნების შედეგად ახლად არჩეულმა ხელისუფრებამ
დაიწყო ნარკოპოლიტიკის შერბილება და შეამცირა სანქციები
ნარკოტიკული საშუალებების შეძენა და შენახვაზე. თუმცა ამისდა
მიუხედავად ნარკოპოლიტიკა მაინც რეპრესიული იყო. ჩემი აზრით
ნარკოპოლიტიკაში, არსებითი ცვლილებები 2015 წლის საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებით იწყება. მოცემული გადაწყვეტილებით
დაუშვებლად იქნა მიჩნეული, პირის მიმართ თვისუფლების აღკვეთის
გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის პირადი მოხმარების
მიზნით შეძენა და შენახვის გამო.1 კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება,
რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს წყალობით შევიდა სისხლის
სამართლის 260-ე მუხლში იყო 2020 წლის განჩინება, რის საფუძველზეც
გაუქმდა თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობა გამოუსადეგარი

1
საქართველოს სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება ბექა წიქარაშვილი
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ N#1/4/592 2015 წლის 24 ოქტომბერი ქ.ბათუმი

10
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვისთვის. 2
მოცემულმა გადაწყვეტილებამ ნათლად აჩვენა, როგორც 260-ე მუხლის
უხეში ხარვეზი ასევე, კიდევ ერთხელ შესაძლებლობა მოგვცა გვენახა,
რაოდენ მკაცრად ისჯებოდა პიროვნება ნარკოტიკული საშუალების
მომხმარებისთვის. მოცემული გადაწყვეტილების შემდგომ თბილისის
სააპელაციო სასამართლოში 161 შუამდგომლობა შევიდა. საიდანაც 102
დაუშვებლად იქნა ცნობილი, 30 დაკმაყოფილდა, 26 ნაწილობრივ და 3 არ
დაკმაყოფილდა.
მართალია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი მოიცავს:
„ნარკოტიკული საშუალებების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი
ფსიქოაქტიური ნივთიერებების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა,
შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას.“3 თუმცა მოცემულ
ნივთიერებათა ოდენობების არასწორად განსაზღვრა, იწვევს
ნარკოდამოკიდებული პირების დასჯას აღნიშნული მუხლის მკაცრი
სანქციებით. შესაბამისად შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მოცემული
მუხლი განსაზღვრავს ქვეყნის ნარკოპოლიტიკას.
ნარკომანია და ნარკოტიკული დანაშაული არ წარმოადგენს,
ცალკეული ქვეყნების პრობლებას, მის წინააღმდეგ იბრძვის მთელი
მსოფლიო. ნარკოტიკული საშუალებების ნეგატიური ზემოქმედება
გამოიხატება არა მხოლოდ ადამიანთა ჯანმრთელობის განადგურებით,
არამედ ხშირად ნარკოვაჭრობით მიღებული უკანონო შემოსავლები
ხმარდება ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსებას.4
2015 წელს ESPAD-ამ დაავადებათა ცენტრის კოორდინაციით ჩაატარა
კვლევა. კვლევა ეხებოდა ახალგაზრდებში ნარკოტიკული საშუალების,
თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარებას. მოცემული კვლევის მიხედვით,
მარიხუანა ან კანაფი ერთხელ მაინც მოუხმარია გამოკითხულთა (დანართი
2
საქართველოს სასამართლოს პირველი კოლეგიის განჩინება, ნოე კორსავა და გიორგი
გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ N#1/19/1265,1318 2020 წლის 4 ივნისი
ქ.ბათუმი
3
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, ნარკოტიკული დანაშული, 33 თავი, 260-ე
მუხლი, N#41(48), საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 30.12.2021
4
F.Shanty. The Nexus: International Terrorism and Drug Trafficking from Afghanistan. ABC-
CLIO, 2011,Santa Barbara, califoria გვ 123.

11
#1.3). 11%-ეს 2%-მა აღნიშნა, რომ პირველად მოცემული ნარკოტიკული
საშუალებები 13 წლის ასაკში ან უფრო ადრე მოიხმარა. სხვა ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარება ასე გამოიყურება: ტრანკვილიზატორები და
სედატიური საშუალებები 11%, სოკოები 3%, ტაბლეტები ალკოჰოლთნ
ერთად 3%, სპაისი 2.6%, ჰალუცინოგენები 2%, ტკივილ გამაყუჩებლებიც 2%,
ახალი ფსიქოაქტიური ნივთერებები და ინჰალანტები 12%, ექსტაზი 4% და
კოკაინი 2%. კვლევის მიხედვით მოსწავლეთათვის ყველაზე ადვილად
ხელმისაწვდომი ნარკოტიკული საშუალებებია: კანაფი, ტანკვილიზატორები
და სედატიური საშუალებები, ექსტაზი და სპაისი. 5 მოზარდებში
ნარკოტიკული საშუალებათა ხელმისაწვდომობა და ნარკომომხმარებელთა
ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის უმწვავესი გამოწვევაა.
გამოყენებული კვლევის მეთოდი:
ნაშრომის შესრულებისას გამოყენებილი იქნა ნორმატიული მასალების
კვლევის მეთოდი, რამაც საშუალება მომცა ნარკოდანაშაულის სისტემურ
გაანალიზებაში.
სტატისტიკური- სასამართლოებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს
მონაცემბის გაანალიზება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლთან
მიმართებაში. მოცემული მონაცემები ნათლად აჩვენებს ქვეყანაში არსებულ
ნარკოვითარებას.
ისტორიული - ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებასთან და მის
წინააღდეგ საერთაშორისო თანამშრომლობის დაწყების მიმოხილვა.
შედარებითი - კვლევის მეთოდი გამოვიყენე უცხოური და ქართული
ნარკოპოლიტიკის შესწავლისას. შესწავლილი და გაანალიზებული მაქვს
უცხოური ქვეყნების ნარკოპოლიტიკა, მათ მიერ განვლილი გზა და
თანამედროვე ტენდენციები.
კვლევის მიზანი კვლევის მიზანია საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში არსებული ცვლილებების ანალიზი,
რომლის მეშვეობითაც შევძლებთ ეროვნული ნარკოპოლიტიკის
5
ალკოჰოლის,თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მომხმარების შემსწავლელი ევროპის
სასკოლო კვლევა (ESPAD)-ეს 2016. იხილეთ. გვ 14 https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?
ID=1f6bb777-0831-4e1e-af4b-ab0bd7821dd4 ბოლოს ნანახი 20.12.2021

12
ტენდენციების შესწავლას. უცხოური ქვეყნების ნარკოპოლიტიკაში შესული
ცვლილებების განხილვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს დავადგინოთ, თუ
რამდენად სწორ ნაკოპოლიტიკას ატარებს საქათველო და საჭიროა თუ არა
მისი ცვლილება.

13
ლიტერატურის მიმოხილვა
სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულ იქნა ქართული და
უცხოურიი სტატიები, იურიდიული და კრიმინოლიგიური ლიტერატურა.
გავეცანი უცხოური ქვეყნების ნარკოპოლიტიკას და მათ განვლილ გზას.
გამოვიყენე გაეროს კონვეციები ნარკოტიკული საშუალებათა უკანონო
ბრუნვის წინააღმდეგ.
სიღრმისეულად გავეცანი ეროვნულ კანონმდებლობას
ნარკოდანაშულთან მიმართებაში, რამაც შესაძლებლობა მომცა შემექმნა
წარმოდგენა თუ როგორ პოლიტიკას აწარმოებს სახელმწიფო აღნიშნულ
დანაშაულთნ საბრძორველად.
იმისათვის, რომ ნათლად შემქნოდა წარმოდგენა საქართველოში
არსებული ნარკოვითრებაზე, გავეცანი შსს-ს და პროკურატურის წლიულ
ანგარიშებს, სადაც ამომწურავად არის გადმოცემული არამარტო
ნარკოდანაშაულის სტატისტიკა, არამედ გატარებული ღონისძიებებიც.
ასევე გავეცანი სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშებს, რომელშიც
უკვე ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად ეთმობა ყურადღება
ნარკოპოლიტიკიის ცვლილების აუცილებლობაზე.
გავეცანი ნარკოპოლიტიკის გლობარური კომისიის ანგარიშებს. ბოლო
დროინდელ ანგარიშებში კომისია აკრიტიკებს ქვეყნების მკაცრ
ნარკოპოლიტიკას და მათ მოუწოდებს მოახდინოს ნარკოპოლიტიკის
ლიბერალიზაცია. ასევე ანგარისში მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც
სახელმწიფოებს დაეხმარება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაში.
 ჯ., ჯანაშია ნარკოდანაშულის ფენომენი, „მერიდიანი“ თბილისი, 2020.
მოცემულ სახელმძღვანელოში განხილურია: ნარკოტიკული
საშუალებათა კლასიფიკაცია; ნარკოტიკული საშუალებების,
ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების წინააღმდეგ
საერთაშორისო თანამშრომლობის დაწყების ისტორია; არაკანონიერად
წარმოებისთვის გამოყენებული ნივთიერებების კლასიკური
საფუძვლები და მექანიზმები.

14
 ჯ., ჯანაშია XXI საუკუნის გამოწვევა „ინტელექტი ნიუ მედეა“ თბილისი
2002 მოცემულ სახელმძღვანელო, მოიცავს ნარკოტიკების ისტორიას,
შეისწავლის პრობლემის ისტორიულ პოლიტიკურ ხასიათს.
განხილურია ნარკოტიკული საშუალებების ლეგალიზების
მოსალოდნელი პრობლემები. აღწერილია საერთაშორისო
ნარკობიზნესთან ბრძოლის თანამედროვე სტრატეგიები. ყოველივე ეს
ძალზედმნიშვნელოვანია მოცემული სამაგისტრო თემის კვლევისთვის.
 ჯ., ჯანაშია ნ., თოდუა საქართველოს ნარკოსტრატეგიის შედარებითი
ანალიზი და ნარკოდანაშულის სფეროში საკანონმდებლო სრულყოფის
საკითხები, „საქართველოს სამართლისა და საერთაშორისო
ურთიერთოების ფაკულტეტი“ თბილისი 2019. მოცემულ კრებულში
ნართლად არის ჩამოყალიბებული საქართველოს ნარკომანიის
წინააღმდეგ ბრძოლოს სტრატეგიები, კრიმინოლოგიულად არის
შეფასებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები და
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თენდენციები.
 ა., სარიშვილი, ს., ვერძეულიძე ნარკოტიკული დანაშაულის განხილვა
სასამართლოში 2017 წლის ტენდენციები. ადამიანის უფლებების
სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 2018. მოცემულ
კვლევაში შესწავლილია 260-ე მუხლის სასამართოს პრაქტიკა,
წარმოდგენილია საერთო სასამართოების მიერ მიღებული 68 განაჩენის
ანალიზი. კვლევა იხილეთ https://bit.ly/3srtF8m
 ა., ნასრაშვილი ნარკოპოლიტიკის, 2020 წლის ანგარიში თბილისი 2021.
მოცემულ ანგარისში შეჯამებულია ქვეყანაში არსებული
ნარკოპოლიტიკის გამოწვევები. განსახილვერ ანგარისში მოცემულია
პირობით მსჯავრდებულთა რაოდენობის, ნარკოტესტირების,
გამატყუნებელი განაჩენის, სტატისტიკური მონაცემი. მოცემული
ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ https://bit.ly/3grdeDI
 თ., გეგელია გ., დავითური გ., იმნაძე გ., მახარაძე ბ., ჯიშკარიანი.
ნარკოტიკული დანაშული, „იურისტების სამყარო“ თბილისი, 2020.
მოცემულ სახელმძღვანელოში განხილურია ნარკოტიკულ დანაშაურზე

15
საერთაშორისო კონტროლი, გაეროს კონვენციები, საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ნარკოტიკულ დანაშულთან
მიმართებაში, განხუირულია ნარკოტიკული დანაშულის ქართული
კანონმდებლობა.
 თ.,გეგელია გ., იმნაძე გ.,დავითური არაეთიკური ნარკოპოლიტიკა
ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი თბილისი 2014.
მოცემული ანგარიში ეხება საქართველოს ნარკოპოლიტიკის კვლევას.
ნაშრომში განხილურია იმ დროისთვის არსებული
სისიხლისსამართლებრივი ტენდენციები ნარკოტიკულ დანაშულთან
დაკავშირებით. ასევე ანგარისში შესულია იმ დროისთვის არსებული
საერთაშორისო გამოცდილება, საერთაშორისო ხედვები და ქართული
სასამართლოს პრაქტიკის ანალიზი. https://bit.ly/3rvXSEi
 Human Rights Watch, საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის
2018 წლის 18 იანვარს გამოქვეყნებული მსოფლიო ანგარიში. მოცემულ
ანგარისში შესულია საქართველოც და განხილურია ადამიანის
უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა, გამახვირებულია
ყურადღება იმ წვავე პრობლემებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის
ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ პრინციპებს. ანგარისში
ხაზგასმულია, რომ სახელმწიფო ახორცილებებს რეპრესიულ
პოლიტიკას ნარკომომხმარებლების მიმართ. ნარკოდანაშულის
ჩამდენი პირები ისჯებიან არაპროპორციულად. მოცემულ ანგარისში
ასევე შესულია ეგრედ წოდებული ბირჟა მაფიას საქმეცს.
https://www.hrw.org/sites/default/files/world_report_download/
201801world_report_web.pdf
 ა., სარიშვილი ს., ვერულაძე ნარკოპოლიტიკა საქართველოში
(შერჩეული პრობლემა და ტენდენციები) ადამიანის უფლებების
სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი თბილისი 2019. მოცემულ
ანგარიში ეხება 2019 წლის ნარკოტიკულ დანაშაუთან მიმართებით
სახელმწიფო პოლიტიკა, სისხლისსამართლებრივი პრაქტიკის
მიმოხილვა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამართალდაცვით

16
და მართმსაჯულების სფეროში არსებული მდგომარეობებს,
სამართლებრივ სიახლეებს და სახელმწიფოს მიერ განხორციელებური
ნარკოპოლიტიკის შერბილების მიზეზებზე. https://bit.ly/34heMxL
 გ.ბეგიაშვილი ალკოჰოლიზმი ნარკომანია და მათთან ბრძოლა „ცოდნა“
თბილისი 2011. მოცემულ ნაშრომში ბატონი გიროგი განიხილავს
ალკოჰოლიზმსა დარკომანიასთან დაკავშირებულ ბრძოლის ხერხებზე,
რომლიც დაგვეხმარებასამეცნიერო ნაშრომის მიზნების მისაღწევად
კერძოდ, უკეთ შევიცნოთ ნარკომანიის გამომწვევი მიზეზები და მათი
გადაჭრის ხერხები. მისეულად დავინახოთ მოცემული პრობლემები
როგორც ფსიქოლოგ ნარკოლოგი.
 ნ. ნადარეიშვილი ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული
ნივთიერებების ნუსხა 2011. მოცემულ სახელმძღვანელოში არამარტო
მოცემულია ნარკოტიკული საშუალებების ნუსხა არამედ,
გადმოცემულია ის უარყოფითი შედეგები რაც მოყვება
ნარკოდამოკიდებულებას კერძოდ:ფსიქიკური, სოციალური თუ
ფიზიკური შესაძლებლობების დაქვეითება.
 G. Greenwald,Drug Decriminalization in Portugal: Lessons for Creating Fair
and Successful Drug Policies, Cato Institute მოცემულ სახელმძღვანელოში
გაანალიზებულია პორტუგალიის ნარკოპოლიტიკა. განხილურია ის
მიზეზები რამაც აიძულა პორტუგალიას შეეცვალე მკაცრი
ნარკოპოლიტიკა და გამხდარიყო ევროპაში პირველი, რომელმაც
მოახდინა ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაცია.
https://bit.ly/3uydysG

17
თავი I ნარკოტიკული დანაშულის ისტორია და გამომწვევი
ფაქტორები.

1.1 ისტორია
სიტყვა ნარკოტიკი ბერძნული წარმოშობისაა და გაშეშებას,
გაშტერებას ნიშნავს. განსხვავებული ნარკოტიკული ნივთიერებები
განსხვავებულად მოქმედებენ ადამიანის ორგანიზმზე, ზოგი იწვევს
აღზნებას, სტიმულირებას, ჰალუცინაციებს ზოგსაც კი დამთგუნველი
ეფექი აქვს. ნარკოტიკულ საშუალებებს ადამიანები უხსოვარი დროიდან
იყენებენ სხვადასხვა მიზნით, მაგალითად: სამედიცინო მიზნით, როგორც
ტკივილგამაყუჩებელი, რელიგიური რიტუალებისა თუ გართობისთვის.
„ადამიანები ყოველ კულტურასა და ცივილიზაციაში მიმართავდნენ მაგიურ
მცენარეებს, მაგრამ არა საკვებად“.6
ნარკოტიკული ნივთიერიბის მოხმარება ეიფორიულ მდგომარეობას
იწვევს. დროთა განმავლობაში ტოლერანტობის განვითრების გამო, იგივე
გრძნობის მისაღებად საჭირო ხდება დოზის გაზრდა. ნარკოტიკების
მოხმარება ადამიანს აზიანებს, როგორც ფსიქიკურ ისე ფიზიოლოგიულად.
მოხმარება იწვევს: ღვიძლის დაშლას, თავის ტვინის ატროფიას, აქვეითებს
ინტელექსტს, ჭკუასუსტობასა თუ სხვა ფსიქუკურ ავადყოფობას. დროთა
განმავლობაში ხდება პიროვნების ეთიკურ-მორალური დეგრადაცია,
სოციალური კავშირების რღვევა, ვარდებულებების დავიწყება. მსოფლიოში
ყველაზე მეტად გავრცელებული ნარკოტიკული საშუალებებია: კანაფი და
მისგან დამზადებული სხვადასხვა ნარკომისგან დამზადებული სხვადასხვა
ნარკო ნივთიერებები, ოპიუმი და მისგან დამზადებული, კოკაინი, საძილე
საშუალებები, ნერვიული სისტემის სტიმულატორები, ლიზერგინის მჟავა
და მისი წარმოებულები.

6
ჯ,. ჯანაშია, XXI საუკუნის გამოწვევა,თბილისი 2002, გვ 60.

18
2021 წლის მონაცემებით დაახლოებით 275 მილიონმა ადამიანმა
მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება. კანაფის მოხმარება ბოლო 24
წელიწაწდში თითქმის 4-ჯერ გაიზარდა, ამასთან მოზარდებში 40%-ამდე
დაეცა იმის აღთქმა რომ კანაფი ჯამთელობისთვის საზიანოა, მიუხედავად
იმისა რომ უამრავი კვლევა ადასტურებს ამას. მთლიანობაში ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარება 2010 წლიდან დღემდე 30 პროცენზე მეტით არის
მომატებული.7
არქეოლოგიური გათხრებმა აჩვენა, რომ შუმერებისთვის უკვე ცნობილი
იყო ოპიუმის დამზადებისა და გამოყნები წესი8. შუა საუკუნეებში
ნარკოტიკულ საშუალებებს იყენებდნენ სამკურნალოდ ხოლო შემდგომ, კი
უკვე გასართობაც. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ ინგლისის დამსახურებაა
ნარკოტიკების პოპულარიზაცია. ინგლის ნარკოტიკული საშუალებებები
კოლონიების ტერიტორიებზე მოჰყავდა, ხოლო ყიდდნენ ჩინეთსა და
მუსულმანურ ქვეყნებში. ბრიტანულმა ოპიუმმა დიდი ზიანი მიაყენა
ჩინეთს მე-19 საუკუნის 30-იან წლებში, ოპიუმის ექსპორტი 120-იდან 2500
ტონამდე გაიზარდა და მოსახლეობის ნახევარი ნარკოდამოკიდებული
გახდა. ყოველივე ამან გამოიწვია სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა.
ჩინეთის ხელისუფლებამ მოცემული პრობლემის მოსაგვარებლად აკრძალა
ოპიუმით ვაჭრობა, რის საპასუხოდაც, ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა.
ოპიუმით დასუსტებულმა ჩინეთმა ვერ გაუწია წინააღმდეგობა
ბრიტანელებს და იძულებული გახდა დაეთმო კუნძული სიანგანგი.
მოცემულ კუნძულზე ბრიტანელებმა ააშენეს ახალი კოლონია ჰონკონგი,
რომლის სანაცვლოდათ ბრიტანეთმა იკასრა ვალდებულება აღარ ევაჭრა
ოპიუმით ჩინეთის ტერიტორიაზე, მაგრამ მიცემული პირობა არ
შესრულა.9მეცნიერების განვითარებასთან ერთად შესაძლებელი ხდება
ახალი ნარკოტიკული ნივთიერებების შექმნა და ამ კუთხით პირველი იყო
ფრიდრიხ სერთუნერი რომელმაც 1803 წელს ოპიუიმისგან მიიღო
7
World Drug Report 2021 (United Nations publication, Sales No. E.21.XI.8), 2021, გვ 48 ბოლოს
ნანახი 29.01.2022 https://www.unodc.org/res/wdr2021/field/WDR21_Booklet_1.pdf
8
ა,. მოსულიშვილი ნარკომანიის კრიმინოლოგიური დახასიათება და მასთან ბრძოლის
ასპექტები, სადოქტორო ნაშრომი, თბილისი 2009, გვ 14.
9
იქვე,გვ 25

19
კრისტალური ფხვნილი. მოცემული ნივთერება ოპიუმზე გაცილებით
ძლიერ მოქმედი იყო. 1853 წელს შპრიცს გამოგონებამ კი, ხელი შეუწყო
ნარკოტიკების უახლოეს ისტორიაში ახალი ეტაპის, დაწყებას. საფრანგეთში
ნარკტიკული საშუალებების პოპულალიზაცია გამოიწვია ფრანგმა ექიმმა,
რომლმაც ალჟირიდან დაბრუნებულმა ჰაშიშისგან დამზადებული
ნამცხვარი გაასინჯა თავის მეგობრებს, რამაც გამოიწვია ლიტერატორთა
წრეში ფართო გავრცელება, ხოლო შემდგომ საზოგადოებაშიც.

1.2 საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების ეტაპები


1.2.1 1909 წლის შანხაის ოპიუმის კონფერენცია
ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო თანამშრომლობის
პირველ დოკუმენტად მიიჩნევა 1909 წლის შანხაის კონფერენციაზე
მიღებული დოკუმენტი, რომელიც ოპიუმის არასამედიცინო მიზნით
მოხმარებას კლძალავდა. მოცემული დოკუმენტის ინიციატორი ფრანკლინ
რუზველტი იყო. კომისიას 13 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა ესენია:
გერმანია, იტალია, ინგლისი, პორტუგალია, რუსეთი, საფრანგეთი,
უნგრეთი, ავსტრია-უნგრეთი, ამერიკა, ჩინეთი, სპარსეთი, ნიდერლანდები,
იაპონია და სიამი.10 თუმცაღა მოცემულმა ხელშეკრულებამ ვერ შეძლო
რაიმე არსებითი ხასიეთის შედეგის მიღწევა, რამაც საჭირო გახადა
ნარკოტიკული საშუალებების მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების
შემუშავების და მათ განხორციელებაზე მკაცრი კონტროლის დაწესება

1.2.2 1912 წლის ჰააგის საერთაშორისო ოპიუმის კონვენცია


ჰააგაში 1912 წელს ჩატარდა ახალი კონფერენცია, რომელზეც გამოიყო
ნარკოტიკების სამი ძირითადი სახეობა, კერძოდ: ნედლი ოპიუმი,
სამედიცინო ოპიუმი და დამზადებული ოპიუმი.11 მოცემულმა კონვენციამ
საფუძველი ჩაუყარა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სისტემის
განვითარებას, აქვე აღსანიშნავია, რომ ოპიუმის და მორფინის გარდა
მოცემულ კონვენციაში უკვე შემოდის ორი ახალი ნივთიერება კოკაინი და

10
ჯ., ჯანაშაშია ნარკოდანაშაულის ფენომენი, „მერიდიანი“ თბილისი 2020 გვ 334-338.
11
იხ,იქვე,გვ 340

20
ჰეროინი მოცემული ხელშეკრულება მიღებიდან 3 წლის შემდეგ ამოქმედდა,
რომელიც ექვის თავისა და 25 მუხლისგან შედგებოდა. პირველი და მეორე
თავი ეხებოდა ნედლ და მომზადებულ ოპიუმს; მეოთხე თავი მიზნად
ისახავდა ჩინეთში ნარკოტიკებით ვაჭრობის შემცირებას; მესამე თავი კი,
მოიცავდა სინთეტიკული საშუალების კონტროლსა და ლიცენზირებას.
მოცემულ კონვენციამ ასევე აღიარა აშშ-ს მიერ ინიცირებული პრინციპი,
რომელიც ოპიუმს კრძალავდა სამედიცინო მიზნითაც. ამავდროულად მის
პრეამბულაში მითითებული იყო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა
ეტაპობრივად შეზღუდავდა მოცემული ნივთიერებების არასამედიცინო
მიზნით გამოყენებას, და მაგრამ მოცემულ კონვენციას არ ჰქონდა
სავალდებულო ძალა და არც ეფექტიანი იმპლენტაციის მექანიზმები არ
გააჩნდა რაც გამოწვეული იყო, ევროპულ სახელმწიფოთა კომერციული
ინტერესით. ყოველივე ამას დაემატა პირველი მსოფლიო ომი, რა დროსაც
მეორე ხარისხოვანი გახდა ნარკოპოლიტიკა საერთაშორისო დონეზე და
ამავე დროს ალკოჰოლის წინააღმდეგ გატარებული მკაცრი ზომების
პირობებში მოსახლეობა გადავიდა კოკაინისა და ოპიუმის მოხმარებაზე.12

1.2.3 1925 წლის ოპიუმის საერთაშოროსი კონვენცია


მოცემული კონვენციის მთავარი მიზანი ჰააგის კონვენციის
ეფექტურობის გაზრდა იყო. თავის მხრივ მოცემულმა კონვენციამ
გააფართოვა და შეასწორა რეგულირების ობიექტი. მოცემული კონვენცია
მიზნად ისახავდა გლობალური კონტროლის დაწესებას ნარკოტიკების
ფართო სპექტრზე. კონვენციამ ნარკოტიკები სამ ძირითად ნაწილად დაყო: 1)
ნედლი ოპიუმი და კოკაინის ფოთლები; 2)დამზადებული ნარკოტიკული
საშუალებები; 2) ინდური კანაფი.13 კონვენციის V თავში აისახა
სერტიფიკაციისა და ლიცენზირების სისტება, რომლის საშუალებითაც უნდა
მომხდარიყო საერთაშორისო ვაჭრობის კონტროლი ნარკოტიკულ
საშუალებებზე. მიუხედავად ამისა მნიშვნელობან გამოწვევად დარჩა

12
თ.,გეგელია გ., დავითური გ., მიმნაძე გ., მახარაძე ბ.,ჯიშკარიანი თბილისი
ნარკოტიკული დანაშული თბილისი 2020, გვ,16.
13
ჯ., ჯანაშაშია ნარკოდანაშაულის ფენომენი, თბილისი 2020 გვ 343-344.

21
ნარკოტიკული ნივთიერებების მასობრივი წარმოება. კონვენციის არაწევრ
ქვეყნებში, მასობრივად იქმნა გადატანილი წარმოება ფარმაცევტური
კომპანიების მიერ.14

1.2.4. 1936 წლის ჟენევის კონვენცია


1936 წელს ჟენავაში მიღებული კონვენცია მიმართლი იყო
გამოესწორებინა წინათ არსებული საერთაშორისო ხელშეკრულებები,
რომლებიც არასრულად ასახავდნენ სისხლის სამართლებრივ
პასუხისმგებლობას ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ. 1936 წლის
კონვენციის 11-ე და 12-ე მუხლების მიხედვით ხელმომწერნი
ვალდებულებას ურთიერთ თანამშრომლობის პასუხისმგებლობას იღებდნენ,
რათა კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირები ვერ
გაქცეოდნენ პასუხისმგებლობას. მოცემულ პერიოდში ნარკოდანაშაულის
წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო კონტროლის სისტემა
სრულყოფილი არ იყო, მაგალითად: ზოგიერთი ნარკოტიკული ნივთერების
შემცველი მცენარეების გამოყენება არ რეგულირდებოდა. შესაბამისად
მრავალი ქვეყანა ჯეროვნად ვერ ასრულებდა კონვენციით ნაკისრ
ვალდებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულმა კონვენციამ
ნარკოტიკულ დანაშაულს ტრანსნაციონალური ხასიათი მიანიჭა და
საზღვარგარეთ ჩადენილ დანაშაულთათვის შესაძლებელი გახადა
დამნაშავეთა ექსტრადაცია მას მაინც არ ჰქონია რაიმე მნიშვნელოვანი
შედეგი.15

1.2.5. 1961 წლის ერთიანი კონვენცია ნარკოტიკულ საშუალებათა


შესახებ
50-იანი წლებში საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტების
სიმრავლის გამო ნარკოდანაშულთან ბრძოლის საერთაშორისო მექანიზმები
მოუწესრიგებელი იყო. მოცემული ნაკლის გამო შეიქმნა გაეროს ერთიანი

14
თ.,გეგელია გ., დავითური გ., მიმნაძე გ., მახარაძე ბ.,ჯიშკარიანი თბილისი
ნარკოტიკული დანაშული, თბილისი, 2020, გვ,18.
15
თ.,გეგელია გ., დავითური გ., მიმნაძე გ., მახარაძე ბ.,ჯიშკარიანი თბილისი
ნარკოტიკული დანაშული, თბილისი, 2020, გვ,20-24

22
კონვენცია ნარკოტიკული საშუალებათა შესახებ. როგორც, უკვე ავღნიშნეთ
მოცემული კონვენციის მიზანი იყო: წინათ არსებული საერთასორისო
კონვენციების და ოქმების გაერთიანება, საერთაშორისო კონტროლის
გამარტივება და საერთაშორისო კონტროლის გავცელება არა მარტო
ოპიუმზე და ყაყაჩოზე არამედ სხვა ნარკოტიკული საშუალების შემცველ
მცენარეებზეც. მაგალითად: 1953 წლის კონვენციაში არ იყო შესული კოკას
ფოთოლი და კანაფი, რომლებსაც იმ პერიოდში აქტიურად იყენებდნენ
ნარკოტიკული საშუალებების დასამზადებლად. დასახულ მიზნებს
მოცემულმა კონვენციამ ფაქტიურად გაართვა თავი, მან მოახერხა წინათ
არსებული საერთაშორისო აქტების გაერთიანება, გამონაკლისი იყო 1936
წლის ჟენევის კონვენცია, რომელმაც კვლავ გააგრძელე ფუნქციონირება
თუმცა მე-9 მუხლი შეიცვალა მოცემული კონვენციის 36-ე მუხლით,
რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობასა და გადაზიდვის სისხლის
სამართლებრივ სანქციებს ეხებოდა. რაც შეეხება საერთაშორისო
კონტროლის გამარტივებას მოცემული მიზანი მხოლოდ ნაწილობრივ იქმნა
მიღწეული, რადგანაც მოცემულ პერიოდში არ არსებობდა საერთაშორისო
ორგანოების კონსენსუსი კომპეტენციებისა და უფლებამოსილებების
შესახებ. ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის შექმნა წინ
გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელიც აკონტროლებდა ნარკოტიკების
კანონიერ წარმოებას, მოხმარებასა და ვაჭრობას, რომლზეც
პასუხისმგებლობა გენერალურ სამდივნოს ეკისრებოდა. კონვენცია ასევე
შეეხო კოკას ფოთლებსა და კანაფს და 23-ე, 29-ე და 30-ე მუხლების
მიხედვით ის სახელმწიფოები, რომლებსაც სურთ კონვენციით
გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარეების
კულტივირება, ვალდებულნი იყვნენ სპეციალური სააგენტო შეექვნათ,
რომელსაც უნდა დაედგინა კულტივირებისთვის სპეციარული
ტერიტორიეიბი და გაეცა ლიცენზიები. კონვენციამ 36-ე მუხლით
სახელმწიფოები დაავალდებულა პატიმრობითა თუ თავისუფლების
აღკვეთით დაესაჯათ ნარკოტიკური საშუალებების კანონ დამრღვევი

23
პირები.16 1972 წელს შევიდა ცვლილება ერთიან კონვენციაში, რომლითაც
კომიტეტს მიეცა უფლება წევრი სახელმწიფოსთვის, რომელიც არ
ასრულებდა კონვენციის ვალდებულებებს, მომავალი წლისთვის
შეემცირებინა საწარმოებელი ოპიუმის კვოტა. ასევე კონვენციის წევრ
ქვეყნებს დაევალათ ყველა შესაძლო ზომის გატარება უკანონო მოხმარების
თავიდან ასაცილებლად.17 ერთიანმა კონვენციამ ეფექტურად გააერთიანა
რამდენიმე ათწლეულის სხვადასხვა ნარკოტიკების კონტროლის აპარატი
ერთ მთავარ დოკუმენტად, რომელსაც ატარებს ერთი ძირითადი ორგანო
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია. 2000 წლის 23 თებერვალს ერთიან
კონვენციას საქართველოც შეუერთდა.

1.2.6 1971 წლის გაეროს კონვენცია ფსიქოტროპულ ნივთიერებათა


შესახებ
1971 წელს ვენაში მიღებული იქმნა გაეროს კონვენცია რომელიც
ეხებოდა ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. კონვენციით ფსიქოტროპული
პრეპარატები საერთაშორისო კონტროლს დაექვემდებარა, კონტროლს
დაქვემდებარებული ნივთიერებების გაცემისთვის კი სავალდებულო გახდა
რეცეპტული სისტემა, რომელიც 9-ე მუხლში აისახა.18 ხოლო ვაჭრობისა და
წარმოებისთვის ლიცენზირების სისტემა, მერვე მუხლით დარეგულირდა. 19
კონვენიის ოცდამესამე მუხლი წევრ ქვეყნებს უფლებას აძლევს გამოიყენეონ
„კონტროლის უფრო მკაცრი და მძიმე ზომები, ვიდრე ეს
გათვალისწინებულია მოცემული კონვენციით, თუ მხარის აზრით, ასეთი
ზომები სასურველია ან აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის
დაცვისა და კეთილდღეობისათვის.“20 ხოლო ოცდამეორე მუხლი კი ეხება
სასჯელს.

16
1961 წლის ერთიანი კონვენცია ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ,(მიღებული 1961
წლის 30 მარტს, ძალაში შევიდა 1964 წლის 13 დეკემბერს) მუხლი 36 გვ 41
17
თ.,გეგელია გ., დავითური გ., მიმნაძე გ., მახარაძე ბ.,ჯიშკარიანი თბილისი
ნარკოტიკული დანაშული, თბილისი, 2020, გვ, 27.
18
1971 წლის 21 თებერვალი კონვენცია ფსიქოტროპულ ნივთერებათა თაობაზე (მიღებულია
1971 წლის 21 თებერვალს, ძალაში შევიდა 1976 წლის 16 აგვისტოს) მუხლი 9 რეცეპტები
19
იხ.იქვე მუხლი 8 ლიცენზიები
20
იხ.იქვე მუხლი 23 კონტროლის უფრო მკაცრი ზომების გამოყენება, ვიდრე
გათავალისწინებულია მოცემული კონვენციით

24
1.2.7. 1988 წლის გაეროს ნარკოტიკული საშუალებებისა და
ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის
კონვენცია
ხელშეკრულების მიზანია მთელ მსოფლიოში ეროვნული,
ნარკომანიასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის კანონმდებლობისა
და სააღსრულებო მოქმედებების ჰარმონიზაცია, რათა კრიმინალიზაციისა
და სასჯელის გამოყენებით ნარკოტიკების უკანონო ტრეფიკინგის შემცირება
მოხდეს. წევრი ქვეყნები ვარდებულნი არიან შექმნან სისხლის სამართლის
კანონები, რომლებიც აღკვეთავს უკანონო ნარკოტიკული ნივთიერებების
ბრუნვას. მოცემული კანონები ეხება პრობლემის ისეთ ასპექტებს,
როგორებიცაა: ფულის გათეთრება, აქტივების ჩამორთმევა, ექსტრადიცია,
ორმხრივი იურიდიული დახმარება, უკანონო დამუშავება და
კონტროლირებადი ნივთიერებების წარმოებაში გამოყენებული
ქიმიკატებით, მასალებითა და აღჭურვილობით ვაჭრობა. განსაკუთრებული
ყურადღება ეთმობა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ვაჭრობით
მიღებულ შემოსავლს. პრეამბულაში აღწერილია არალეგალურ ვაჭრობა,
როგორც საერთაშორისო დანაშაულებრივ ქმედება, რომლებიც ძირს უთხრის
ლეგიტიმურ ეკონომიკას და საფრთხეს უქმნის სახელმწიფოთა
სტაბილურობას და სუვერენიტეტს.21 კონვენციის სავალდებულო
სამართალდარღვევები მოცემულია მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტში და მოიცავს
შემდეგს: ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული
ნივთიერების წარმოება, გავრცელება ან რეალიზაცია, რომელიც
ეწინააღმდეგება ერთიანი კონვენციის ან ფსიქოტროპული კონვენციის
დებულებებს; ოპიუმის ყაყაჩოს, კოკა ბუჩქის ან კანაფის მცენარეების მოყვანა
წინა კონვენციების საწინააღმდეგოდ; უკანონო ტრეფიკინგის მიზნით
ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების
შენახვა ან შეძენა; მასალების, მოწყობილობებისა და ნივთიერებების

21
გაერთანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ნარკოტიკული საშუალებებისა და
ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1988
წლის კონვენცია, (მიღებულია 1988 წლის 19 დეკემბერს, ძალაში შევიდა 1990 წლის 11
ნოემბერს.) იხილეთ, პრეამულა.

25
დამზადება, ტრანსპორტირება ან განაწილება უკანონო დამუშავების,
ნარკოტიკული საშუალებების ან ფსიქოტროპული ნივთიერებების
წარმოების ან წარმოების მიზნით; და რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი
დანაშაულის ორგანიზაცია, მართვა ან დაფინანსება.22 გარდა ამისა,
კონვენციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი თითოეულ მხარეს, კონსტიტუციური
პრინციპებისა და მისი სამართლებრივი სისტემის ძირითადი კონცეფციების
შესაბამისად, მოითხოვს სისხლის სამართლის დანაშაულების დადგენა
პირადი მოხმარების ნარკოტიკების განზრახ შენახვაზე, შეძენაზე ან
მოყვანაზე. კონვენციის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი აშკარად ავალდებულებს
მხარეებს "პატივი სცენ ადამიანის ძირითად უფლებებს", როდესაც ისინი
მიიღებენ ზომებს ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების
შემცველი მცენარეების არალეგალური კულტივაციის თავიდან
ასაცილებლად და აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ოპიუმი, კანაფი და კოკა.
იგივე დებულება ასევე მოითხოვს სახელმწიფოებს გაითვალისწინონ
ტრადიციული კანონიერი გამოყენება, სადაც არსებობს ამგვარი გამოყენების
ისტორიული მტკიცებულება და გარემოს დაცვა.

1.3 ნარკოტიკული დანაშაუილის ხელშემწყობი ფაქტორები


სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჩაატარა კვლევა, ქურდობა,
ძარცვის და ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის მიზეზებზე. მოცემული
კვლევა ემყარებოდა მსჯავრდებულების გამოკითხვას. კვლევის მიხედვით
ნარკოდანაშულის ჩადენისას პატიმართა უმეტესება 56% უმუშევარი იყო.
53%-კი ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენამდე მათ ქონდათ საკვებისთვის
საკმარისი თანხა, თუმცა სხვა რამის ყიდისთვის მათ ან უნდა დაეზოგათ ან
ესესხათ, მაგალითად ტანსაცმლისთვის. კვლევამ ასევე აჩვენა განათლების
დაბალი დონეც. თუ კი ჩვენ ავიღებთ ბოლო ათი წლის მაჩვენებელს ვნახავთ,
რომ მსჯავრდებულთა თითქმის 85%-ეს საშუალო ან არასრული საშუალო
განათლება აქვს23. ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მიზეზები

22
იქვე., მუხლი 3, სამართალდარღვევები და სანქციები გვ,6.
23
თ., გვასალია თ.,გერლიანი, ა., ნასრაშვილი, დანაშაულის და სასჯელის პოლიტიკა
საქართველოში, სოციალური სამართიანობა, თბლისი, 2021, გვ 56.

26
კვლების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა(იხ.დანართი 1.4/1.5):
საახლობლო წრე 17.9%; ინტერესი 14,2%; დეპრესია 10.5%; რეკრეაციული
მიზანი 9.9%; მავნე ზემოქმედებაზა არაინფორმირება 7.3%; სახელმწიფო
პოლიტიკის შერბილება 6.3%; ეკონომიკური სიდუხჭირე 4.6%;
განსხვავებული ღირებულებეი 3.7%; საზოგადოებაში თავის ვერ
დამკვიდრება 3.1%; შერჩევით მართმსაჯულება 2.6; არასრულფასოვანი
ოჯახი 1.5%; არასრულფასოვანი აღრზდა სკოლაში 2% და კითხვაზე პასუხი
არ გასცა 1.5%-მა.24
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოყოფილია გარემოებები, რამაც
შეიძლება პიროვნებას მისცეს ბიძგი მოიხმაროს ნარკოტიკული საშუალება,
ესენია: 1) ასაკი-მოზარდები გარდატეხის ასაკში, ცდილობენ იპოვონ
თავიანთი თავი, გაიგონ თუ რა უნდათ და აშშ. მოცემულ პერიოდში მათ
შეიძლება გასინჯონ ნარკოტიკული საშუალება. შესაბამისად
განსაკუთრებით საყურადღებოა მოცემული პერიოდი. გარდატეხის ასაკის
წარმატებით გადალახვა ოთხ ფაქტორზეა დამოკიდებული: ფსიქოლოგიულ,
ბიოლოგიურ, სოციალურ და სურიელზე.25როდესაც მოზარდები თვლიან,
რომ თანატოლთა ჯგუფში, ნივთიერებების გამოყენებით, მათი პოპულარობა
გაიზრდება არის დიდი შანსი, რომ მათ მონაწილეობა მიიღონ ამ
ნივთიერებების გამოყენებაში.26
2) ფსიქოლოგუილი ფაქტორი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ
უმკლავდება მოზარდი ასაკობრივ კრიზისებს, გადალახა თუ არა მან
გარდამავალი პერიოდები წარმატებით. თუ იგი ვერ ახერხებს გაუმკლავდეს

24
ი.,კაჭკაჭიშვილი ნ., ესებუა ა., პაპიაშვილი მ., ჯიბუტი დანაშაულისა და სასჯელის
სოციალური ასპექტების შესწავლა, თბილისი, 2021, გვ 173.
25
დ. ნადირაშვილი. ნარკომანიის პრევენციის ფსიქოლოგიურ-სოციალური საფუძვლები.
თბილისი „ნეკერი“, 2009. სულ212გვ გვ32
26
Trucco EM, Colder CR, Bowker JC, Wieczorek WF. Interpersonal goals and susceptibility to peer
influence. risk factors for intentions to initiate substance use during early adolescence. Journal of
Early Trucco EM, Colder CR, Bowker JC, Wieczorek WF. Interpersonal goals and susceptibility to
peer influence. risk factors for intentions to initiate substance use during early adolescence. Journal
of Early Adolescence.  2011;31(4) გვ.530. ონლაინ ვერსია იხილით
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3157938 ბოლოს ნანახი 20.12.2021

27
ასაკობრივ კრიზისებს საჭიროა შესაბამისი დახმარების გაწევა რათა მან
მოახერხოს მოცემულ პრობემებთან გამკლავება.27
3) ბიოლოგიური ფაქტორი გულისხმობს პიროვნების მდგომარეობას.
აქვს თუ არა ჯამთელობასთან დაკავშირებით, რაიმე თანდაყოლილი ნაკლი
ან ჯამთელობის პრობლემები. ბიოლოგიურ ფაქტორებში, რომლებმაც
შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის ნარკოდამოკიდებულების რისკზე,
არის: გენები, განვითარების ეტაპი, სქესი და ეთნიკური წარმოშობაც კი.
ბიოლოგიური რისკის შესწავლისას ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები
სხვადასხვა ჯიშის ცხოველებზე. კვლევამ აჩვენა, რომ ისინი
განსხვავდებოდნენ ალკოჰოლისა თუ ნარკოტიკური საშუალებების მიმართ
დამოკიდებულებაზე, ზოგი უფრო მგძნობიარე იყო ზოგიც კი მდგრადი.
სელექციული ჩარევით კი შესაძლებელი გახდა მოცემული მახასიეთებლების
შეცვლა მომავალ თაობებში. ადამიანთა მიმართ ჩატარებულმა კვლევებმა
აჩვენა, რომ თუ რომელიმე მშობელს მიდრეკილება აქვს ალკოჰოლის
მიმართ, მათი შვილებს უფრო მეტი შანსი აქვთ გახდნენ ალკოჰოლზე
დამოკიდებულნი იმ ბავშვებთან შედარებით, რომელთა მშლობლებს
მოცემული პრობლემა არ აწუხებთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ მშობლები
არ იღებდა მათ აღრზდაში მონაწილეობას.
4) სოციალური ფაქტორი გამოიხატება თუ რამდენად მხარდამჭერ
გარემოში იზრდება მოზარდი. ჰყავს თუ არა: მზრუნველი ოჯახი; იღებენ თუ
არა მონაწილეობას რაიმე საქველმოქმედო ღონისძიებებში; არის თუ არა მის
გვერდით ისეთ ადამიანი, რომელსაც პრობლემის შემთხვევაში მიმართავს.
ყოველივე ეს მოზარდს უადვილებს გადალახოს მის წინ წამოჭრილი
პრობლემები. 28
5)რწმენის ფაქტორი გამოიხატება ადამიანის რწმენის ფასეულებებზე,
თუ მას ჰუმანისტური ფასეულუბები გააჩნია, ეს მას მატებებს ძალას,
არამარტო ასაკობრივი კრიზისების გადასალახად არამედ სხვა
ცხოვრებისეული სირთულეებისაც. კვლევების მიხედვით,
27
დ., ნადირაშვილი ნარკომანიის პრევენციის ფსიქოლოგიურ-სოციალური საფუძვლები,
თბილისი 2009, გვ32.
28
იქვე,გვ,33.

28
ნარკომომხმარებლებს არ აქვთ ცხოვრების საზრისის განცდა, ყოველივე ეს
შეიძლება ჩამოყალობებული იყოს, როგორც ნარკოდამოკიდებულებს
შემდგომ ასევ მანადმდე, სწორედაც, რომ მოცემული მდგომარეობიდან
გამოსვლის ერთ-ერთი საშუალებაა რწმენა. რწემენა არაა აუცილებელი იყოს
რელიგიული.29
6) ფიზიკური და სექსუარული ძალადობა- კვლევებმა აჩვენა, რომ
ფიზიკური და სექსუალური ძალადობა ოთხჯერ ზრდის, რისკს რომ
მოზარდმა დაიწყოს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება.
ოცდათხუთმეტმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვებში არასათანადო მოპყრობა
წარმოადგენს ნივთიერების გამოყენების ადრეული დაწყების რისკის
ფაქტორს. არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი ცდილობენ ნარკოტიკებსა
და ალკოჰოლის გამოყენებით დაძლიონ არსებული პრობლემები30.
7) გენდერი NIDA–ს კვლევის თანახმად, მამრობითი სქესის
წარმომადგენლებს უფრო ხშირად ეცნობიან ნარკოტიკებს სხვა
თანატოლების ჯგუფში, რითიც შეიძლება აიხსნას ადრეულ ასაკში
ნივთიერების მოხმარების ტენდენცია. Medical News Today იუწყება, რომ რაც
უფრო ადრე იღებს ადამიანი ნარკოტიკულ საშუალებას, მით მაღალი
ალბათობაა განუვითარდეს მას დამოკიდებულება. ზოგიერთი ექსპერტი კი
მიიჩნევს, რომ მამაკაცურობის კულტურა ხელს უწყობს მათ მიერ
ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებას.
8) პიროვნული მახასიათებელი განხილვისას გვაინტერესებს,
არსებობს თუ არა რაიმე განსხვავება პიროვნების ტიპებს შორის.
ნარკოტიკულ საშუალებებს ვილჰელმ კუეპის მიხედვით მოიხმარენ
შემდეგი მოტივით: რადგანაც სხვები მოიხმარენ ;პრობლემებისგან თავის
დასახწევად; ახალი შთაბეჭდილებათა ძიება და სიამოვნების განცდის
სურვილი. იმ შემთხვევაში თუ კი პიროვნება ნარკოტიკული საშუალების
მიღების შედეგად ელოდება საინტერესო შეგრძნებებს, სიამოვნებას,

29
იხ.იქვე
30
Cohen JA, Perel JM, Debellis MD, Friedman MJ, Putnam FW. Treating traumatized children:
clinical implications of the psychobiology of posttraumatic stress disorder. Trauma, Violence, &
Abuse.  2002.გვ.105-107.

29
უსაფრთხოებას და დადებით შედეგებს ის რა თქმა უნდა მოიხმარს მას.
მაგალითად 2007 წლის კვლევის მიხედვით რომელიც განათლებისა და
მეცნიერების სამინისტრომ ჩაატარა, მოსწავლეთა მიერ ალკოჰოლის,
ნარკოტიკული საშუალებებისა და თამბაქოს მოხმარების მოტივივების
შესახებ, ახალგაზრდებმა მიუთითეს, რომ ალკოჰოლის შემთხვევაში მათი
მშობელი დადებითად აფასებდა მის ქცევას. ალბათ საქართველოში ხშირად
გინახავთ თუ, როგორ სვავენ არასრულწლოვნები სუფრაზე ალკოჰოლულ
სასმელებს, რაც მათი მამების მხრიდან დაგმობის ნაცვლად, წაქეზებას აქვს
ადგილი. თამბაქოს შემთხვევაში ისინი მიიჩნევნენ, რომ მამა არ დასჯიდა მას
სიგარეტის გასინჯვის შემთხვევაში ხოლო მარიხუანას კი ყველა ეწევა და ეს
ჩვეულებრივი მოვლენა იყო მათთვის.31
დასკვნა
როგორც, ვხედათ ადამიანები ნარკოტიკულ საშუალებას უხსოვარი
დროიდან იყენებენ. ჩინეთის ოპიუმის კრიზისი იმის ნათელი მაგალითია,
თუ რა დამანგრეველ შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს სახელმწიფო
ნარკოეპიდემიამ. დროთა განმავლობაში ნარკომანიამ და ნარკოტიკულმა
დანაშულმა მთელი მსოფლიო მოიცვა, ამიტომაც საჭირო
გახდასაერთაშორისო თანამშრომლობა. სამწუხაროდ მსოფლიომ ვერ
მოახერხა ნარკოდანაშაულთან გამკლავება, შესაბამისად მივიღეთ
ნარკოდამოკიდებული პირების წლიდან-წლამდე ზრდა. საქართველოში
უმეტესწილად ნარკომანია და ნარკოტიკული დანაშული უკავშირდება
სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა, საახლობლო წრესა და ინტერეს.
ნარკოტიკული დანაშულის მაპროვიცილებელი რისკები ნათლად აჩვენებს,
თუ რა ადვილად შეიძლება მოზარდმა დაიწყოს ნარკომომხმარება.
შესაბამისად აუცილებელია სახელმწიფომ სწორი ნარკოპოლიტიკა
აწარმოოს.

31
დ., ნადირაშვილი ნარკომანიის პრევენციის ფსიქოლოგიურ-სოციალური საფუძვლები,
თბილისი 2009, გვ 38.

30
თავი II ნარკოპოლიტიკის თანამედროვე ტენდენციები
2.1 რამდენად საჭიროა მკაცრი ნარკოპოლიტიკის ცვლილება
გაეროს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა 2011 წელს კოფი ანანმა დაგმო
მკაცრი ნარკოპოლიტიკა და აღნიშნა, რომ არალიბერალურმა
ნარკოპოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო. გაეროს გლობალურმა კომისიამ
აღნიშნა, რომ ნარკოტიკების ლეგალიზება და ნარკოდამოკიდებულთა
მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა იქნებოდა უფრო
ეფექტური, ვიდრე მკაცრი ნარკოპოლიტიკა. კომისიამ დასკვანში აღნიშნა,
რომ მკაცრმა ნარკოპოლიტიკამ გამოიწვია ორგანიზებული დანაშულის და
ნარკოვაჭრობის გაძლიერება, რასთან ბრძოლასაც ეწირებოდა ათასობით
ადამიანი.
გაერთანებული ერების ანგარისში ვკითხულობთ, რომ 1998-2008
წლებში გაზრდილია ნარკომომხმარებელთა რიცხვი 35 პროცენტით.
ავტორებმა გააკრიტიკეს იმ ქვეყანათა მთავრობები, რომლებიც თვლიან, რომ
მკაცრი ნარკოპოლიტიკა შედეგის მომტანია. ისინი მათ მოუწოდებენ,
აღიარონ, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკით შედეგი ვერ დადგება.
2016 წლის ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის ანგარისში იგივეს
ვკითხულობთ, რომ მკაცრმა ნარკოპოლიტიკამ შედეგი ვერ გამოიღო და
2006 წლიდან 2013 წლამდე ნარკომომხმარებელთ რიცხვი 20%-ით
გაიზარდა.32 ამასთან მკაცრი ნარკოპოლიტიკა არღვევს ადამიანისა და

32
2020 წლის ნარკოპოლიტიკის გლობარური კომისიის ანგარიში. Advancig Drug Policy
Rreform:: A New Approach To Decriminaziation http://www.globalcommissionondrugs.org/wp-
content/uploads/2016/11/GCDP-Report-2020-ENGLISH.pdf გვ.5 ბოლოს ნანხი 20.01.2022

31
სახელმწიოფოს ურთიერთბას და მოქალაქეები იძულებულები არიან
დაარღვიონ ალოგიკური კანონები. კომისიამ გაეროს წევრ ქვეყნებისთვის
გამოსცა რეკომენდაციები :
 სახელმწიფოებს სადაც ჯერ კიდევ იყო სიკვდილით დასჯა
ნარკოდანაშულისთვის უნდა გაეუქმებინათ
 ნარკომომხმარებისთვის უნდა გაუქმებულიყო, როგორც სისხლის
სამართლებრივი, ასევე ადმინისტრაციული საჯელი;
 სახელმწიფოები უნდა დისტანცირდნენ დასჯის მოდელისგან და
გასაღებაში ჩართული დაბალი დონის, არაძლადობრივ მონაწილეთა
მიმართ გამოყენებულიყო დასჯისგან გასხვავებული მოდელი.
მთავრობა უნდა მიხვდეს, რომ მოცემული პირები ნარკოდანაშულს
ჩადიან ეკონომიკური გაჭირვების გამო;
 გაეროს წევრ ქვეყნებს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან უნდა
ამოეღოთ ვალდებულება, რომელიც აწესებდ ნარკოტიკების შენახვის
კრიმინალიზაციას;
 სახემწიფოებს უნდა განეხილათ ნარკო ბაზრის რეგულირებული
დაშვების მოდელები და გაეცნობიერებინათ, რომ ეს უნდა ყოფილიყო
დეკრიმინალიზაციის შემდგომი ნაბიჯი.33
საქართველოში ნარკოდანაშაულთან წინააღმდე ბრძოლა
დაკავშირებული იყო რეპრესიულ ღონისძიებებზე და პრიორიტეტი
ენიჭებოდა დაპატიმრებებს და თვისუფლების აღკვეთას.
ნარკოდანაშაულთან ბრძოლა 2006 წელს გაძრიელდა მაშინ, როცა
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა
ყველა დანაშულის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ დამნაშავეებისთვის
უმკაცრეს სავალდებული საპატიმრო სასჯელებს შემოიღებდა.34 2009
წლიდან 2014 წლამდე გაიზარდა ინექციული ნარკოტიკული საშუალებათა
მომხმარებელთა რიცხვი 40,000-დან 49,700-მდე. იუსტიციის ყოფილმა
33
იქვე,გვ 29.
34
სამაგალით დასჯა საქართველო რეპრესიული ნარკოპოლიტიკის მძიმე ადამიანური
შედეგები Human RaightsWach 2018,
https://www.hrw.org/sites/default/files/report_pdf/georgia0818geo_web.pdf იხ. გვ 24 ბოლოს
ნანახი 20.11.2021

32
მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა, ნიკა გვარამიას ინტერვიულში თქვა, რომ
შეცდომა იყო მარიხუანის მოხმარებისა და ფლობისთვის თავისუფლების
აღკვეთის გამოყენება და აღნიშნა, რომ იმ პერიოდში ნარკოდანაშულის
ჩადენისთვის გასამართლებულთა 30% ნარკოტიკული საშუალების
მოხმარებისთვის იხდიდა სასჯელს.35
2017 წელს სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში აღნიშნა, რომ
სახელმწიფო ნარკოპოლიტიკა სადამსჯელო ღონისძიებებზე იყო
ორიენტირებული. ანგარისში ვკითხულობთ, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკა
ართულებდა პრევენციის პროგრამების ეფექტურ განხორციელებას და
შესაბამისად ვერ ხერხდებოდა ზიანის შემცირების ღონისძიებების გატარება.
ამასთან ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდებოდა.36
იგივე პრობლემებს ვაწყდებით 2020 წლის ანგარიშის კითხვისასაც.
ანგარისში ვკითხულობთ, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ჩანაცვლება
ზრუნვაზე და მკურნალობაზე დაფუძნებული პოლიტიკით კვლავ
მიუღწეველი იყო.37

2.2 საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილება


2.2.1 პორტუგალია
2001 წელს პორტუგალიაში მოხდა ნარკოტიკების მოხმარების
დეკრიმინალიზაცია. ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალაების პირადი
მოხმარებისთვის შეძენა, შენახვა და მოხმარება ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა გახდა. განხრციელებულ რეფორმას ბევრი
წარმატებულად თვლის, რადგანაც ახალგაზრდებში ნარკოტიკების
მოხმარებამ მნიშვნელოვნად იკლო ამასთან შემცირდა აივ ინფექციისა და
მოხმარებასთან დაკავშირებული სხვა დაავადებებიც, კერძოდ: შიდსისა და

35
ზ. ადეიშვილის ინტერვიუ ნიკა გვარამიასთან https://netgazeti.ge/news/384822/
36
სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ, თავი 20, ჯანმთელობის უფლება, 2017 წელი, გვ 240
https://drive.google.com/file/d/1gcWDvqloj-PTKW5FWBczRKSLdQrKkoO9/view ბოლოს ნანახი
11.11.2021
37
სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ, თავი 15, ჯანმთელობის უფლება, 2020 წელი, გვ 296.
https://ombudsman.ge/res/docs/2021040110573948397.pdf ბოლოს ნანახი 11.11.2021

33
აივ ვირუსების გავცელებით ევროპაში პირველ ადგილს იკავებდა.
რეფორმის გატარების შემდგომ კი შემცირდა ზედოზირების შედეგად
გარდაცვალებულთა რიცხვი თითქმის 10-ჯერ, ხოლო ციხეში
ნარკოდანაშაულზე ბრალდებულთა რიცხვი 23%-ით. აღსანიშნავია, რომ
დეკრიმინალიზაცია შეეხო ყველა სახის ნარკოტიკულ საშუალებას, თუმცა
დაშვებულია მხოლოდ 10 დღის სამყოფი. 38 როგორც ვხედავთ
პორტუგალიამ ნარკოლიბერალიზაციით წარმატებას მიაღწია და მსოფლიოს
აჩვენა, რომ დეკრიმინალიზაცია არ იწვევს ნარკოდამოკიდებულთა ზრდას.
თავდაპირველად პორტუგალიაშიც მკაცრი ნარკოპოლიტიკა იყო, თუმცა მათ
მოუწიათ ნარკოპოლიტიკის გადახედვა, რადგანაც
ნარკოდამოკიდებულებში სიკვდილიანობის და აივ-ინფექციის
გავრცელების მაღალი მაჩვენებლი იყო.

2.2.2 საფრანგეთი
საფრანგეთში მიუხედავად სახელმწიფოს ძალიხმევისა,
ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი მაღალია, ხოლო კანაბისის მომხმარებელთა
რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილს იკავებს. ჩატარებული კვლევის
მიხედვით 16 წლის მოზარდთა 24%-ს ბოლო თვის განმავლობაში ერთხელ
მაინც გაუსინჯავს მარიხუანა. საფრანგეთში ნარკოტიკების ფლობა,
მოხმარებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არის
დაწესებული და კანონით არ არის განსხვავებული ნარკოტიკული
საშუალებების ტიპები და ფლობის მიზანი. ფლობის მიზანს ადგენენ
ნარკოტიკული საშუალების ოდენობის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ პირი
ფლობს მცირე ოდენობას მაშინ მას ბრალი მოხმარებისათვის წარედგინება,
იმ შემთხვევაში კი როცა პირს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით
აღმოაჩნდება ბრალი წარედგინება ვაჭრობისითვის.39
პირადი მოხმარებისთვის პირს შეიძლება მიესაჯოს ერთ წლამდე
თავისუფლების აღკვეთა ან 3 750 ევრომდე ჯარიმა, მაგრამ შესაძლებელია,
38
G. Greenwald,Drug Decriminalization in Portugal: Lessons for Creating Fair and Successful Drug
Policies, Cato Institute, 2009. გვ 5
39
თ.,გეგელია გ., დავითური გ., მიმნაძე გ., მახარაძე ბ.,ჯიშკარიანი თბილისი
ნარკოტიკული დანაშული თბილისი 2020, გვ.187

34
როგორც სასამართლო დევნის შეწყვეტა ასევე ჯარიმის 1 875 ევრომდე
შემცირება ხოლო იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო მოხელე ნარკოტიკს
მოიხმარს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებრისას საჯელი
მძიმდება და პირს შეიძლება მიესაჯოს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა
ან ჯარიმა 75 000 ევრომდე. აღნიშნული სანქციების მიუხედავათ პირადი
მოხმარებისთვის თვისუფლეის აღკვეთ მცირეა და ნარკოდანაშაულისთვის
თვისუფლება აღკვეთილთა მხოლოდ 5%-ია. ნარკომომხმარებელთა
თავისუფლების აღკვეთის დაბალი მაჩვენებელი 2008 წლის დირექტივის
შედეგია, რომლის მიხედვითც ნარკომომხმარებლები რიგ შემთხვევაში
სიხლისასამართლებრივი პასუხისმგებლობის ნაცვლად იღებენ
გაფრთხილებას, და ვალდებულნი ხდებიან ნარკოტიკების შესახებ კურს
დაესწრონ. 2012 წელს კიდევ უფრო ლიბერალური ხდება და ნარკოტიკული
საშუალების ერთჯერადად მოხმარების ფაქტზე პირი უბრალოდ
გაფრთხილებას ექვემდებარება ხოლო ნარკოდამოკიდებული პირს
სთავაზობენ მკურნალობას ხოლო პასუხისგებაში მიეცემა თუ პირი უარს
განაცხადებს მკურნალობაზე. 2013 წელს კი რეცეპტით შესაძლებელი გახდა
კანაბისის შემცველი მედიკამენტების გაყიდვა. ფრანგების 80% მიიჩნევს,
რომ ამჟამინდელი ნარკოპოლიტიკა, რომელიც რეპრესიულობით ევროპაში
ერთ-ერთი პირველია არაეფექტურია და მოითხოვენ მის გადახედვას. 40
ნარკოპოლიტიკის არაეფექტურობას ასევე საფრანგეთის პოლიციის
გენერალურმა მდივანმა ფილიპე კაპონმაც გაუსვა ხაზი.

2.2.3 ნიდერლანდები
ნიდერლანდებში მსუბუქი ნარკოტიკების მიმათ ლიბერალური
მიდგომაა. მოცემულ ქვეყანაში ფუნქციონირებს coffe shop-ები, სადაც
პიროვნებას შეუძლია შეიძინოს მარიხუანა. პირს ასევა უფლება აქვს
სანქციის გარეშე ფლობდეს 5 გრამადე მარიხუნას/ჰაშიშს და 5 ძირ კანაფს 41.

40
C.rodriguez. marijuana legalization In Europe: is France NexT?, Forbes,
https://www.forbes.com/sites/ceciliarodriguez/2017/01/06/marijuana-legalization-in-europe-is-
france-next/?sh=5c37fdb2c96e. ბოლოს ნანახი 20.12.2021
41
J., paul grund., j., breeksema Coffe Shops an comprpmise: Separated illicit Drug Markets in the
Netherlands New York., NY 10019 USA 2013 გვ.30.

35
მოცემული მაღაზიები ვალდებულნი არიან დაიცვან სიწყნარე, არ გაყიდონ
ძრიელ მოქმედი ნარკოტიკული საშუალებები, არ აწარმოონ ნარკოტიკების
რეკლამა, არ გაყიდონ არასრულწლოვნებზე, ერთ პირს არ მიყიდონ 5 გრამზე
მეტი და არ უნდა მდებარეობდეს სკოლიდან 250 მეტრის სიახლოვე. 42
ნიდერლანდებში ახალგაზრდათა ინფორმირებას დიდ ყურადღებას
უთმობენ, ამასთან დაკავშირებით 2014 წელს აამოქმედეს ეროვნული
პრევენციული პროგრამა, რომლის მიზანია ნარკოტიკებისგან მომავალი
საფრთხის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება. სახელმწიფო
ავადმომხმარებლებს არასამთავრობო და კერძო ორგანიზაციების
დახმარებით სტავაზობენ მკურნალობას, რომელიც ფინანსდება
ბიუჯეტიდან ან დაზღვევის მეშვეობით. საზოგადოება ნიდერლანდებში
ნარკომომხარებლებს აღიქვამს, როგორც მსხვერპლს, რომელთაც დახმარება
ესაჭიროებათ. ნარკოპოლიტიკის სწორმა გატარებამ შედეგად ის მიიღო, რომ
28 წლამდე მოსახლეობის მხოლოდ 16%-ს აქვს კანაბისი გასინჯული. ძრიელ
მოქმედი ნარკოტიკული ნივთიერებები ნიდერლანდებში აკრძალურია
თუმცა აქაც ლიბერალულ პოლიტიკას ატარებენ, კერძოდ პროკურორს
შეუძლია სასამართლო განხილვის გადადება, თუ პიროვნება თანახმაა
გაიაროს მკურნარობა.

2.2.4 გაერთიანებული სამეფო


დიდ ბრიტანეთში 1960 წლის კანონმდებლობა არ განასხვავებდა
მძიმე და მსუბუქ ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც იწვევდა კრიტიკას
არაპროპორციული მიდგომის გამო. 1971 წლის აქტით პირველად მოხდა
ნარკოტიკული საშუალებების კლასიფიკაცია სამ ნაწილად საზოგადოებრივი
საშიშროების მიხდებით. A სია მოიცავდა ყველაზე სახიფადო ნარკოტიკულ
ნივთიერებებს, მაგალითად, როგორიცაა ჰეროინი, B სიაში შესული იყო
ნაკლებად რისკის შეცველი და შესაბამისად C სია მოიცავდა ყველაზე
ნაკლებ რისკ მქონე ნივთიერებებს. ამავე აქტით შეიქმნა საკონსულტაციო
საბჭო, რომელაც ქონდა უფლებამოსილება გაეცა რეკომენდაცია, რომელ

42
იქვე.

36
სიაში შესულიყო ესე თუ ის ნარკოტიკული საშუალება და აწ უკვე შესულის
სხვა სიაში გადატანის. სწორედ მოცემული საბჭოს რეკომენდაციით მოხდა
2004 წელს კანაბისის გადატანა B სიიდან C ში. ყოველივე ამა წინ უძღოდა
„Brixton Experiment” რომლის მიხედვითაც ქვეყნის კონკრეტულ ნაწილში,
პოლიცია კანაფის უკანონო ფლობისთვის შემოიფარგლებოდა
გაფრთხილებით და კონპისკაციით. ყველაფერი გამოწვეული იყო იმით,
რომ A და B სიაში შესული ნივთიერებებთა შედარებით კანაფი ნაკლებად
ზიანის მომტანი იყო და ამასთან იზოგებოდა საპოლიციო რესურსი.
მოცემული ცვლილებებს საზოგადოება უარყოფითად შეხვდა და
საზოგადოებრივი წნეხის გამო პარლამენტს მოუწია კანაბისის კვლავ B სიაში
შეტანა, რასაც მართალია საბჭო ეწინააღმდეგებოდა თუმცა მათი
რეკომენდაციის გათვალისწინება არ მოხდა. მართალია ბრიტანეთში მკაცრი
სასჯელია დაწესებული ნარკოდანაშუილისთვის, თუმცა პირადი
მოხმარებისთვის ნარკოტიკების ფლობისთვის თითქმის თავისუფლების
აღკვეთ არ გამოიყენება და შემოიფარგლება პირობითი მსჯავრით ან
საზოგდოებისთვი სასარგებლო შრომით, ასევე სასამართლოს შეუძლია
ნარკოდამოკიდებულის ნებართვით დაუნიშნოს მკურნალობა, განსაზღვროს
მკურნალობის მეთოდები და ზედამხედველობა გაუწიოს პროცესს, რომლის
პერიოდში ხდება პიროვნების შემოწმება ახდენს თუ არა კვლავ
ნარკოტიკების მოხმარებას და რამდენიმე ნარკოტესტის ჩავარდნის
შემთხვევაში პიროვნება კვლავ ბრალდებულის სკამს უბრუნდება.
მიუხედავად ბრიტანეთის მკაცრმა ნარკოპოლიტიკამ დადებით შედეგი ვერ
გამოიღო და ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ნარკომოხმარება საშუალოზე
ბევრად მაღალია.

2.2.5 შვეიცარია
მიუხედავად მკაცრი ნარკოპოლიტიკისა ოთხმოცდაათიანი წლების
შვეიცარიაში ნარკომანიის დამარცხება ვერ მოხერხდა და უკურეაქცია
გამოიწვია. 1990-იან წლებში შვეიცარიას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე
მაღალი მაჩვენებელი ქონდა ჰეროინზე დამოკიდებულების. მათ გაატარეს

37
„ოთხმაგი ნარკოპოლიტიკა“ რაც მოიცავდა პრევენციას,
მკურნალობას,სამართალდაცვას და ზიანის შემცირებას, ყოველივე ამან
შეაჩერა ნარკომომხმარებელთა ზრდა ახალგაზრდებში და
ნარკოდამოკიდებულებს მკურნალობის საშუალება მიეცათ.
ნარკომომხმარებელთა რიცხვის ზრდამ შვეიცარია იძულებული გახადა
შეეცვალა ნარკოპოლიტიკა და იგი პირველი ქვეყანა გახდა სადაც გაიხსნა
ნარკოდამოკიდებულთათვის თავშესაფრები. 26 წელია, რაც შვეიცარია
იყენებს ოთხი საყრდენის პოლიტიკას: პრევენცია, თერაპია, ზიანის
შემცირება და რეპრესია. მოცემული ნარკოპოლიტიკა ეფექტური გამოდგა და
ნარკომომხმარებლებში შემცირდა: სიკვდილი, კრიმინალი, და გაუმჯობესდა
მათი ჯანმთელობა. ახალი ნარკოპოლიტიკის მთვარი ინოვაცია იყო
ჰეროინის კონტროლირებადი სამედიცინო დისტრიბუცია.
ნარკოდამოკიდებულებს შეუძლიათ მიმართონ სპეციალიზებულ ცენტრს
დღიური დოზის მისაღებად. ინექცია ხდება ადგილზე, სამედიცინო
მეთვალყურეობის ქვეშ.43 შვეიცერიაში ხორციელდება კანაფის
დეკრიმინალიზაციაზე მსჯელობა. მაიკლ ჰერციგი, ნარკოტიკების
საკითხებში ციურიხის ყოფილი წარმომადგენილი ამბობს, რომ „ისტორიამ
გვასწავლა. რომ აკლძალვა უფრო მეტ პრობლემას წარმოშობს, ვიდრე
აგვარებს“.44 წელს უკვე საპილოტო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც
სამნახევარი წელი დააკვირდებიან, ქალაქებს შესაძლებლობა ექნებათ
ჩაატარონ სამეცნიერო კველევები თუ რაშედეგს გამოიწვევს
კონტროლილებადი კანაფის ბაზარი და ნარკოტიკების რეკრეაციული
მინზნებით გამოყენება. შვეიცარიის უმსხვილესი ქალაქი ციურიხი
საშუალებას მისცემს მოსახლეობას, კონტროლილებად პირობებში შეიძინონ
კანაფის პროდუქტი აფთიაქებიდან და სოციალური კლუბებიდან.
ადგილობრვ მწარმოებლებს უნდა ჰქონდეთ ნებართვა ჯანდაცვის
ფედერალური სმსახურისგან, რაც უზრუნველყოფს ხარისხის სტანდარტებს.

43
M.Vuilleumier How far is Switzerland in decriminalizing drugs
https://www.swissinfo.ch/eng/focus-page-drugs-policy_how-far-is-switzerland-willing-to-go-
when-it-comes-to-decriminalising-drugs-/45810320 [ნანახი 20.01.2022]
44
იხ.იქვე

38
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შვეიცარიის მოსახლეობის მესამედს
მოუწევია კანაბისი ხოლო ორასი ათასი რეგულალური მომხმარებელია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფედერალურმა სამსახურმა (FOPH) ჩაატარა
გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც 2/3 მხარს უჭერს მოცემული საპილოტო
პროგრამის განხორციელებას. ასევე 70% მიიჩნევს, რომ საჭიროა კანაფის
კანონის რეფორმა და ლეგალიზება საშუალებას მისცემს შავი ბაზრის
შემცირებას და ამასთან გაუმჯობესდება მომხმარებელთა უსაფრთხოება.

2.2.6 მალტა
მალტამ დააკანონა კანაბისის კულტივაცია და პირადი მოხმარება.
ზდასრულ მოსახლეობას უფლება ექნებათ ატარონ შვიდი გრამამდე კანაფი,
ხოლო სახლში არაუმეტეს ოთხი მცენარის გაშენება. მალტის პარლამენტმა
მხარი დაუჭირა რეფორმას 36-ი 27-ის წინააღმდეგ. მინისტრმა, ოუენ
ბონიჩიმ თქვა, რომ ეს იყო ისტორიული ნაბიჯია, რომელიც მეშვეობითაც
კანაფის მომხმარებლებებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა
აღარ დაეკისრებათ და ამათან მოხდება შავი ბაზრის აღკვეთა, რადგანაც
მომხმარებლებს შეასაძლებლობა ექნებათ კანაონიერად და უსაფრხო
გარემოში შეიძინონ კანაფი.
მალტის მთავრობამ განაცხადა, რომ ახალი კანონი არ წაახალისებს
ნარკო მოხმარებას, არამედ დაიცავს მათ, ვინც ნარკოტიკის მოხმარება
გადაწყვიტა. მომხმარებელს შეეძლება დღეში 7 გრამი და თვეში მაქსიმუმ 50
გრამი მარიხუანის შეძენა. ცვლილებების მიხედვით ვინც 7 გრამზე მეტ და 28
გრამზე ნაკლებ მარიხუანას ატარებს, დაჯარიმდება 100 ევრომდე. საჯარო
მოწევისთვის სანქიცა 235 ევრომდე დაწესდება ხოლო ვინც 18 წლამდე პირის
თანდასწრებით მოწევს 500 ევრომდე დაჯარიმდება.45
დასკვნა
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკაცრმა ნარკოპოლიტიკამ
შედეგი ვერ გამოიღო. დღითი-დღე სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს
45
K.jaeger. Malta Officially Legalizes Marijuana With President’s Signature, Becoming First In
Europe To End Cannabis Prohibition 2021 https://www.marijuanamoment.net/malta-officially-
legalizes-marijuana-with-presidents-signature-becoming-first-in-europe-to-end-cannabis-
prohibition/ [10.10.2021]

39
შეცვალოს მიდგომები და მოახდინოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია.
საფრანგეთის და ბრიტანეთის მაგალითზე ნათლად ვხედავთ, რომ მკაცრი
ნარკოპოლიტიკის მიუხედავათ მათ ნარკომომხმარებელთა რიცხვი
ევროპაში საშუალოზე ბევრად მაღალია აქვთ. ხოლო ნიდერლანდების და
პორტუგალიის მაგალითი ცხადყოფს, რომ ნარკოპოლიტიკის
ლიბერალიზაცია არ იწვევს ნარკომომხმარებელთა რიცხვის ზრდას არამედ
სწორად შერჩეულ პრევენციულ მექანიზმებთან ერთად შეგვიძლია
შევამციროთ, როგორც ნარკომომხმარებელთა რიცხვი ისე ავი-ინფექციების
გავრცელება და სიკვდილიანობა. სასჯელის მიზანი ხომ, სამართიანობის
აღდგენა, ახალი დანაშულის თავიდან აცილება და დამნაშვის
რესოციალიზაციაა, რომელსაც მკაცრი ნარკოპოლიტიკით ვერ ვვაღწევთ,
სწორედ ამიტომაც ვფიქრომ საჭიროა ნარკოპოლიტიკის გლობარული
კომისის რეკომენდაციიების პრაქტიკაში გადმოღება.

40
თავი III 260-ე მუხლშიგანხოლციელებული ცვლილებების
მიმიხოლვა
3.1 ზოგადი მიმოხილვა
თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი ასე
გამოიყურებოდა: „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან
პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შენახვა, გადაზიდვა,
გადაგზავნა ან გასაღება.“46 მოცემული ქმედებისთვის სისხლის
სამართებრივი პასუხისმგებლობა 6-იდან 10 წლამდე თავისუფლების
აღკვეთით ისჯებოდა. მუხლის 2 ნაწილი ითვაილისწინებდა დამაძიმებელ
გარემოებებს, კერძოდ: არაერთგზის, სამსახურეობრივი მდგომარეობის
გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით და
იმის მიერ ვისაც წინათ ჩდენილი ქონდა 33-ე თვით გათვალისწინებული
დანაშული. მოცემული გარემოებების შემთხვევაში პირს ეკისრებოდა
თვისუფლების აღკვეთა 6-იდან 12-ეტ წლამდე. მუხლის 3 ნაწილი კი
ეხებოდა პირველი ან მეორე ნაწილით აღწერილი ქმედებების ჩადენას:
განსაკუთრებით დიდი ოდენობისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ,
რომელთათვისაც გათვალისწინებული იყო 8-დან 20-წლამდე ან უვადო
თვისუფლების აღკვეთა. მუხლის შენიშვნაში კი ვკითხოლობთ, რომ თუ
პირს აქვს ჩადენილი 33 თავით გათვალისწინებული ქმედება, სისხლის
სამართის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება იმ შემთხვევაში თუ პირი
ნებაყოფლობით ჩააბარებდა ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს,
პრეკურსორს, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მის ანალოგს ან ძლიერმოქმედ
ნივთერებას, იმ შემთხვევაში თუ სხვა დანაშულის ნიშნები არ იყო.47
სისხლის სამართის კოდექსის 260-ე მუხლში ცვლილებები ბევრჯერ
შევიდა. ამასთან, მოცემულ მუხლთან დაკავშირებით რამდენიმე დავა
საკონსტიტუციო სასამართლოშიც მიმდინარეობდა. პირველი
მნიშნველოვანი ცვლილება 260-ე მუხლში განხორციელდა 2006 წელს, როცა
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნულოვანი ტოლერანტობა გამოაცხადა
46
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 260-ე მუხლის 1 პუნქტი, N41(48),
13/08/1999.
47
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 260-ე მუხლის შენიშვნა, N41(48), 13/08/1999

41
ყველა დანაშულის წინააღმდეგ და დადო პირობა, რომ დამნაშავეებისთვის
უმკაცრეს სავალდებული საპატიმრო სასჯელებს შემოიღებდა. 2006 წელს
პარლამენტმა მიიღო ახალი ანტინარკოტიკული კანონმდებლობა, რომელმაც
გაზარდა ფინანსური და პატირმრობის ვადები ნარკოდანაშაულისთვის. თუ
კი 2006 წლამდე ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის
დანიშნულების გარეშე ისჯებოდა ადმინისტრაციული ჯარიმით, რომლის
ოდენობასაც მოსამარლთე ადგენდა პირის ეკონომიკული მდგომარეობის
გათვალისწინებით. 2006 წელს განხორციელებული ცვლილებებით,
ნარკოტიკული საშიალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე
მხოლოდ პირელ შემთხვევაში ითვლებოდა ადმინისტრაციულდარღვევად
და ჯარიმის სახით დაწესდა 500 ლარი რაც იმ დროის მონაცემებით საარსებო
მინიმუბს 5-ჯერ აღემატებოდა.
ასევე მიღებულ იქმნა ანტინარკოტიკული კანონი, რომელიც აწესებდა
დამატებით შეზღუდვებს ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირებისთვის
კერძოდ: სატრანსპორტო საშუალების მართვის; საადვოკატო და საექიმი
საქმიანობის; საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის
უფლებებს. მოცემული შეზღუდვები ნარკოტიკული საშუალების
მოხმარებისთვის გასამართლებულ პირებს 3 წლით ხოლო შეძენა-შენახვაში
5 წლით, ამასთან განმეორებით ნარკო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში
შეზღუდვები 10 წლამდე იზრდებოდა.48 ამავე წელს ჯანდაცვის და შინაგან
საქმეთა მინისტრების ერთობრივი ბრძანებით სამართალდამცავ ორგანოს
წარმომადგენლებს, მიეცათ უფლება ნარკოტიკული შემოწმების მიზნით
პირი დაეკავებინათ 12 საათით.
2007 წელს კვლავ გამკაცრდა ნარკოპოლიტიკა და სისხლის
სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 ნაწილით (ნარკოტიკული
საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოება,
დამზადება, შენახვა, შეძენა, გადაგზავნა, გადაზიდვა ან გასაღება)
გათვალისწინებული ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა 10 წლიდან 11

48
საქართველოს კანონონი ნარკოტიკული დანაშულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სსმ,
28 2007. 3, მულხის, 3 ნაწილი.

42
წლამდე გაიზარდა, რითაც მოცემული ქმედება გახდა განსაკუთრებით მძიმე
დანაშაული, შესაბამისად ნასამართლეობის სტატუსი პირს 8 წელი
უნარჩუნდებოდა ნაცვლად 6 წლისა.49 ასევე 2006-2007 წლის ცვლილებებით
გაუქმდა პირობითი მსჯავრი მსჯარი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულთათვის. ნულოვანი პოლიტიკის გამოცხადების მიზეზი იყო იმ
დროს არსებული მაღალი კრიმინოლოგიური გარემოება იყო. 2007 წელს
ასევე გაიზარდა სისიხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სსკ-ის 260-ე
მუხლის 2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებთვის 6 იდან 12 წლის
ნაცვლად გახდა 7 იდან 14 წლამდე. მოცემულმა მკაცრმა ნაკოპოლიტიკამ
შედეგი ვერ გამოიღო და 2006 წლიდან 2008 წლამდე 5.6%-იდან თითქმის
20%-მდე გაიზარდა ნარკოდანაშაულის წილი მთლიანად დანაშაულთან
მიმართებით, ასევე 2009 წლიდან 2014 წლამდე გაიზარდა ინექციული
ნარკოტიკული საშუალებათა მომხმარებელთა რიცხვი 40,000-დან 49,700-
მდე. 2010 წლის მონაცემებით აივ/შიდსის 2397 შემთხვევა დაფიქსირდა,
საიდანაც თითქმის 58.4% უშუალოდ ინექციური გზით ნარკოტიკების
მოხმარებას უკავშირდება ხოლო 23.3% ნარკომომხმარებლის მიერ
გადადებულ პირებზე.50 ზედოზირებით გარდაცვილების რიცხვი კი
შემდეგნაირად გამოიყურება 2007 წელს 39, 2008 წელს 28 და 2009 წელს 19.
2014 წლის სასამართოს ექსპერტიზის ბიურის მიხედვით კი საქართველოში
რეგისტრირებული ნარკოდამოკიდებულ პირთა რაოდენობა სამოც
ათასამდე წარმოადგენდა.51
ნარკოდანაშაულთან მიმართებაში სახელმწიფოს ბრძოლის მთავარი
მექანიზმი მკაცრი სანქციები იყო, მაგრამ მომხმარებელი მაინც პოულობდა
გზებს, რომლის მეშვეობითაც ახერხებდა ნარკოტიკული საშუალების

49
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 260-ე მუხლის შენიშვნა, N41(48), 2007,
მუხლი 260, ნაწილი 1.
50
დ. ჯავახიშვილი, ლ.სტურუა, დ.ოთიშვილი,ი.კირთაძე, ტ ზარბანსკი. ნარკოვითარება
საქართველოში 2010. თბილისი 2011, 9 https://altgeorgia.ge/media/uploads/drug-2011-20-
june_geo.pdf [10.10.2021]
51
სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა
დაცვის მდგომარეობის შესახებ თავი 20 ჯანმთელობის უფლება 2017 წელი. გვ 220
https://drive.google.com/file/d/1gcWDvqloj-PTKW5FWBczRKSLdQrKkoO9/view ბოლოს ნანახი
11.11.2021

43
მოხმარებას. იმისდა მიხედვით, თუ რა ზომებს იღებდა სახელმწიფო შავ
ბაზარზე ჩდებოდა სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები, მაგალითად
2008 წელს გამოჩნდა ამფეტამინის ნაირი სტიმულატორები, რომლებიც
აფთაქში ნაყიდი მედიკამენტებით მზადდებოდა. მოცემულ მედიკამენტებზე
კონტროლის გაძლიერების შემდგომ ნარკომომხმარებლები გადავიდნენ
52
„ნიანგზე“. 2012 წლიდან კი შავ ბაზარზე პოპულალობას იძენს „ბიო“. მათი
გავრცელების გამო აუცილებელი გახდა საკანონმდებლო ცვლილება და 2014
წელს 260-ე მულის პირველ პრიმაში შემოდის და ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერებათა უკანონო გადაზიდვა, გასაღება, გადაგზავნა, წარმოება,
დამზადება, შეძენა და შენახვა, რიმლისთვისაც დაწესდა 5 წლამდე
თვისუფლების აღკვეთა. მოცემული რედაქციით, მუხლი არ ანსხვავებდა
სანქციებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან
ახალი ფსიქოაქტიური ნივთერებების უკანონო შეძენა, შენახვა, წარმოება,
დამზადება, გადაგზავნა და გადაზივდას გასაღებისგან.53 ყოველივე ეს
ქმნიდა ხარვეზს რადგანაც გასაღება საზოგადოებრივი საშიშროების მხრივ
უფრო მაღალი ხარისხის შემცველია, შესაბამისად მოცემული რედაქციით
მუხლი ხელს უშლიდა სასჯელის ინდივიდუალურად განსაზღვრას.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა 260-ე
მუხლში ცვლილებების შეტანა და გასაღების ცალკე ნაწილად
ჩამოყალიბება.54 აღნიშნული ცვლილებები 2015 წელს შევიდა და გასაღებამ
260-ე მუხლის 4 ნაწილში პოვა თავი, რომლისთვისაც დაწესდა
თავისუფლების აღკვეთა 6-იდან 11-წლამდე. გასაღებას რა თქმა უნდა მოყვა
დამამძიმებელი, გარემოებებიც, რომლებიც მუხლის 5 პუნტში აისახა და
მოიცვა: დიდი ოდენობა, სამსახურეობრივი მდგომარეობა, წინასწარ
შეთანხმებული ჯგუფი, არაეთგზისა და ვისაც ადრე ქონდა 33 თავით

52
თ., გეგელია, გ., იმნაძე, გ.,დავითური არაეთიკული ნარკოპოლიტიკა, ადამიანის
უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი თბილისი , 2014 გვ 4.
https://socialjustice.org.ge/ka/products/araetikuri-narkopolitika-erovnuli-kanonmdeblobisa-da-
praktikis-analizi ნანახი 11.12.2021.
53

54
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 260-ე მუხლის 4 პუნქტი, N41(48),
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 10.01.2015.

44
ჩადენილი ქმედება დაწესდა თვისუფლების აღკვეთა 7-იდან 14-წმალმდე. 55
ასევე მოცემულ პერიოდში ხარვეზი იყო მუხლის შენივშინაშიც, სადაც არ
იყო დაზუსტებული თუ რა შეიძლება ყოფილიყო ნებაყოფლობით ჩაბარება.
სწორედ ამიტომაც განხორციელდა ცვლილება შენიშვნაშიც და აღინიშნა,
რომ აღნიშნულ ნივთიერებათა ჩაბარება მხოლოდ მაშინ ჩითვლებოდა
ნებაყოფლობით, თუ პირი გამოძიების დაწყებამდე აქტიური ქმედებებით
მოხადენდა ხელის შეწყობას მათ ამოღებას.
2015 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით
გაუქმდა პირადი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა 70 გრამამდე
გამომშრალი კანაბისის შეძენა, შენახვისთვის.
2017 წელს 260-ე მუხლში კვლავ შევიდა 2 ცვლილება, რომლებიც
დაკავშირებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელმაც
თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობა არაკონსტიტუციურად ცნო 100
გრამამდე ნედლი კანაბისის პირადი მოხმარებისთვის შეძენა და შენახვის
გამო და შევიდა ძალაში, საკონსტიტუციო სასამთლოს გადაწყვეტილება რის
მიხედვითაც 0.00009 გრამი დეზომორფინის, შეძენა და შენახვისთვის,
თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად იქმნა ცნობილი.
ხოლო 2020 წლის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით
გაუქმდა თავისუფლების აღკვეთა მოსახმარად გამოუსადეგარი
ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და შენახვისთვის. აღნიშნული
გადაწყვეტილების შედეგად სააპელაციო სასამართლომ გაათავისუფლა 64
მსჯავდებული.56 საკონსტიტუციო გადაწყვეტილებებს ცალკე ქვეთავებად
განვიხილავთ.

55
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 260-ე მუხლის 5 პუნქტი, N41(48),
საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 10.01.2015.
56
ა., სარიშვილი ნარკოპოლიტიკის 2020 წლის ანგარიში, თბილისი 2021, გვ 9.
https://socialjustice.org.ge/uploads/products/pdf/%E1%83%9C
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A
%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1_2020_
%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%90%E1%83%9C
%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%98_1619680807.pdf
ბოლოს ნანახი 15.10.2021

45
ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსი მჭიდროდ არის
დაკავშირებული „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“
კანონთან უნდა ვახსენოთ ბოლოდროინდერი ცვლილება, რომელიც შეეხო:
ამფეტამინის, მეტამფეტამინის, დეზომორფინის, მეთადონის, მდმას,
ლიზერგინის მჟავას და ჰეროინის მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი
ოდენებების განსაზღვრას. მათი რაოდენებობი შემდეგნაირად განისაზღვრა:
 ამფეტამინი მცირე - 0,005გ, დიდი -0,1გ განსაკუთრებით დიდი 1გ;
 დეზომორფინი მცირე- 0,001გ, დიდი- 0,01გ, განსაკუთრებით დიდი- 1გ;
 ლიზერგინის მჟავა, მისი წარმოებულები და პრეპარატები, მათ შორის,
ლიზერგიდი მცირე- 0,0002, დიდი -0,0002, განსაკუთრებით დიდი -0,001;
 მდმა მცირე-0,05, დიდი 0,5, განსაკუთრებით დიდი-1;
 მეთადონი მცირე- 0.005, დიდი 0,2 განსაკუთრებით დიდი-1;
 მეთკათიონი მცირე- 0,005, დიდი- 0,1 განსაკუთრებით დიდი-1;
 ჰეროინი მცირე-0,005 დიდი-0,2 განსაკუთრებით დიდი-1.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მოცემულ გადაწყვეტილება გააკრიტიკეს
და მიიჩნიეს, რომ არსებული ოდენობები დადგენილი იყო ეპიზოდური
მომხმარებლების მაგალითზე და არ არის გათვალისწინებული რეგულარულ
მომხმარებელთა დღიური დოზები. ყოველივე ზემოთქმულიდან
გაომოდინარე ნარკოდამოკიდებულთა უმეტესი ნაწილი, ისევ დარჩება
სისხლის სამართლის დევნის სუბიექტი. მაგალითად ვინც ჰეროინს
მოიხმარს მისთვის ერთჯერადი დოზა 50-იდან 100 მილიგრამამდე
შეადგენს, რაც მცირე ოდენობაზე 20-ჯერ მეტია.
2021 წელს გამკაცრდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის,
პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღება და
ნაცვლად 6-11 წლისა გახდა 12-იდან 17 წლამდე. კანონმდებელის აზრით,
მოცემული დანაშულიდან ეკონომიკური სარგებელი იმდენად დიდი იყო,
რომ მოცემული სანქცივე ვერ ასრულებდა შემაკავებელ ფუნქციას.

46
3.2 საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები

3.2.1 ბექა წიქარაშვილის საკონსტიტუციო სარჩელი.


2014 წლის 5 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში
ბექა წიქარიშვილმა კონსტიტუციური სარჩელი შეიტანა საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ
ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც განსაზღვრავდა
სანქციას დიდი ოდენობით გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის
და აწესებდა თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თოთხმეტ
წლამდე.57მოსარჩელის აზრით მოცემული სასჯელის ფორმა იყო
არაჰუმანული და დარღვეული იყო კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2
ნაწლი.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ დავის საფუძველს ასევე
წარმოადგენდა ის, რომ ნორმაში ერთმანეთისგან არ არ იყო გამიჯნული,
ნარკოტიკული საშუალებები საზოგადოებრივი საშიშროების მიხედვით,
შესაბამისად შეუძლებელი იყო სასჯელის ინდივიდუალიზაცია. ამიტომაც
საჭირო იყო მარიხუანის გამიჯვნა ძრიელ მოქმედ ნარკოტიკული
საშუალებებისგან, რადგან მისგან წამოსული საფრთხე დიდად არ
განსხვავდებოდა ალკოჰოლისგან მომდინე საფრთხისგან.58 ამასთან
განსახილველი ნორმა სანქციის სიმკაცრით გათანაბრებული იყო
გაუპატიურებასა და მკვლელობასთან, იმისდა მიუხედავათ უკავშირდებოდა
თუ არა მარიხუანის შეძენა, შენახვა მის გასაღების მიზანს, ამასთან
მოსამართლეს არ გააჩნდა ინდივიდუალური შეფასების სივრცე და არ
შეეძლო მიესაჯა 7 წელზე ნაკლები. კანონმდებელი თავის მხრივ კი დიდ
ოდენობას გასაღების მიზანს უკავშირებდა ავტომატურად. ყოველივე,
ზემოთ ჩამოთვლიდან მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სასჯელის მოცემული
ფორმა იყო სასტიკი, ღირსების შემლახავი და არაპროპორციული რითიც
ირღვეოდა კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი.

57
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწ-
ყვეტილება საქმეზე, „ საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“, დავის საგანი.
58
იხ,იქვე აღწერილობითი ნაწლი, პუნქტი 11.

47
2015 წლის 8 ივლის სანამ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა
გადაწყვეტილებას საქართველოს სისხლის სამართლის 260-ე მუხლში
შევიდა ცვლილებები და მარიხუანის დიდი ოდენობით შეძენა-შენახვა (50-
იდან 100 გრამამდე ) პირადი მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთა
შემცირდა 5-დან 8 წლამდე59. თუმცა ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ პირადი მოხმარებისთვის მარიხუანას შეძენა-
შენახვისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურია და არ იყო
ადეკვატური. მიუხედავად განხორციელებული ცვლილებებისა მოცემულ
საქმეზე მსჯელობა არ შეწყვიტა საკონსტიტუციო სასამართლომ.
2015 წლის 24 ოქტომბერს ბექა წიქარაშვილის სარჩელი საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლომ დააკამაყოფილა და არაკონსტიტუციურად
ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2
ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რაც სასჯელის სახით
ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას 70 გრამამდე
გამომშრარი მარიხუანის პირადი გამოყენების მიზნით შეძენასა თუ შენახვას.
აღნიშნულ ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლომ იხემძღვანელა
მოწვეული ექსერტებისა და მოწმეების მოსაზრებებზე დაყრდნობით და
დაადგინა, რომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა არ იყოს ის რაოდენობა,
რაც წარმოადგენდა შემდგომში მისი რეალიზაციის მაღალ ალბათობას60.
საკონტიტუციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება
კონსტიტუციის მე-17 მუხლს დაუთმო და აღნიშნა, რომ სახელმწიფოსთვის,
ადამიანი და მისი პატივი მთავარი ფასეულობა უნდა იყოს და არა მიზნის
მიღწევის საშუალება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ქმედების
კრიმინალიზაციის და სასჯელის პოლიტიკა მხოლოდ მაშინ აღწევს
წარმატებას, როდესაც სასჯელი განიხელება უკიდურეს საშუალებად
პიროვნების ინტერესების და კანონის დასაცავად. სასჯელი მხოლოდ მაშინ
არის გამართლებული, როცა სხვა არასისხლისსამართლებრივი
59
, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი.
60
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592
გადაწყვეტილება საქმეზე, „ საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“ სარეზულოციო ნაწილი

48
საშუალებებით შეუძლებელია დავიცვათ სამართლებრივი სიკეთე და
დანაშაულად უნდა ჩაითვალოს ისეთი ქმედება, რომელიც შეიცავს
უმართლობის იმ ხარისხს, რომელთა ნეიტრალიზება სისხლის სამართლის
სფეროს მიეკუთვნება. სასჯელი უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და
იძულების ყველაზე მკაცრი ფორმა. სახელმწიფოს მძიმე ტვირთი აწევს
მიზნობროვად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რომ
თვითონ არ დაარღვიოს ის სიკეთეები რომელთა დაცვაც მას ევალება.
შესაძლოა დანაშაული და სასჯელი თანაზომიერი იყოს, მაგრამ
არაეფექტური ამიტომაც, საჭიროა მოსამართლისთვის შეთავაზებული იყოს
არჩევნის შესაძლებლობა. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა უმკაცრესი
ფორმაა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის, ის მხოლოდ უკიდურეს
შემთხვევებში უნდა გამოვიყენოთ.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მართალია
ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარებისთვის შენძენა და შენახვა
სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით რეგულირდება, თუმცა იგი
არ გამორიცხავდა პასუხისმგებლობის დაკისრებას მარიხუანის პირადი
მოხმარებისთვის შეძენა შენახვის გამო პირს დაკისრებოდა სისხლის
სამართის კოდექსის 260-ე მუხლით.61
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არ შეიძლება
სახელმწიფო ერეოდეს ადამიანის თავისუფლებაში, მხოლოდ იმ მიზეზით,
რომ ის ახორციელებს ირაციონალურ ქმედებას და საჭიროა რომ რეალური
და სერიოზული საფრთხე ემუქრებოდეს სხვა პირებს. მართალია მოწმეთა
ჩვენებებით დგინდება, რომ მარიხუანა ჯამრთელობისთვის საზიანოა თუმცა
იგი ზოგჯერ ლეგალურ ნივთიერებზე უსაფრთხოა, ამიტომაც ერთის მხრივს
მისი თავისუფალი ბრუნვის შეზღუდვა მოსახლეობის ჯამრთელობის
ჭრილში ლეგიტიმურია თუმცა უნდა იქმნეს დასაბუთებული თუ
რამდენადაა ეფექტური არსებული ნორმის სანქცია დასახული მიზნის
მისაღწევად და წარმოადგენს თუ არა პროპორციულ ზომას, ამასთან თუ ჩვენ
არ ვსჯით საკუთარი თავის დაზიანებას, მაშინ ექიმის გარეშე ნარკოტიკული

61
იხ.იქვე სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 64.

49
საშუალების მიღება და ამ ხრივ საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების
დასჯადობა გაუმართლებელი იყო. აქვე აღსანიშნავია, რომ მოპასუხე მხარემ
ვერ შეძლო წარმოედგინა კვლევა, რომელიც დაადგენდა რომ მარიხუანის
მოხმარება ზრდიდა სხვა დანაშაულის ჩადენის რისკებს. თუმცა
აღსანიშნავია, რომ ნარკოტიკული ნივთერებების დიდი ოდენობით ქონისას
მატულობს გასაღების საშიშროება, თუმცა არ გამორიცხავს პირადი
მოხმარებისთვის ქონასაც. მოპასუხის მოწვეულმა ექსპერტმა თქვა, რომ
ერთჯერადად მოხმარებისთვის საკმარისი იყო 1 გრამი გამხმარი მარიხუანა,
თუმცა ვინაიდან ზედოზირების რისკები ძალზეც მცირეა 50 გრამი კანაბისი
შეიძლება პირმა სულ რაღაც სამ დღეში მოიხმაროს და აქტიური მარიხუანის
მომხმარებელი დღეში 8 დან 10 ღერამდე შეკეთებულ სიგარეტს მოიხმარს.
შესაბამისად სასამართლომ გამოიტანა დასკვნა, რომ თავისუფლების
აღკვეთა მოცემული ტიპის ქმედებისთვის, სასტიკი, ღისების შემლახველი
და არაპროპორციული იყო. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სასამართლოს არ
უმსჯელია მოცემული ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე და არ
მოუხდენია მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია, რადგანაც
მოცემული საკითხი არ იყო დავის საგანი.

3.2.2 ბოლნისის რაიონური სასამართლოს სარჩელი.


2016 წლის 8 ნოემბერს ბოლნისის რაიონული სასამართლომ
საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური წარდგინებით
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ
ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ადგენდა პირადი
მოხმარებისთვის ნედლი მარიხუანის შეძენა და შენახვისთვის
თავისუფლების აღკვეთას.62 საკონსტიტუციო სასამართლოს მოცემულ
საქმეზე ვრცელი მსჯელობა არ დასჭირვებია ვინაიდან უკვე იყო ბექა
წიქარაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება, რომელიც გამხმარ მარიხუანას
62
ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული
შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით
თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი
მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო. იხ, დავის
საგანი.

50
ეხებოდა. მაგრამ მცირედი განსხვავებები არსებობდა სადავო ნორმასა და
წინათ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმას შორის ამიტომაც საჭირო
გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს დაესაბუთებინა, იყო თუ არა
შესაძლებელი, რომ მოცემულ საქმეზე სხვაგვარი შედეგი დამდგარიყო.
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვიტა შეეფასებინა 100 გრამამდე
ნედლი მარიხუანის შენახვა-შეძენიდან გამომდინარე საფრთხე და
აღემატებოდა თუ არა მოცემული საფრთხე 70 გრამამდე გამხმარი
მარიხუანის შენახვა-შეძენიდან მომდინარე საფრთხეს.63 ნედლ და
გამომშრალ მარიხუანას შორის განსხვავება მხოლოდ წყლის შემოცველობაა,
რომელიც არ ზრდის ნარკოტიკული თრობის უნარს და ზრდის მხოლოდ
მცენარის მასას, თავის მხრივ კანონმდებლობაც ითვალისწინებს და
განასხვავებს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობას შორის სხვაობას
მშრალ და ნედლ მარიხუანას შორის და ნედლი მარიხუანას მასო ორჯერ
აღემატება მშრალ მარიხუანას. შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლომ
მიიჩნია, რომ 100 გრამამდე ნედლი მარიხუანას საფრთხე იგივი იყო რაც 50
გრამი მშრალი მარიხუანასი, შესაბამისად იგი 70 გრამამდე მშრალი
მარიხუანისგან მომდინარე საფრთხეზე ნაკლებია. აღნიშნულიდან
გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 100 გრამამდე
ნედლი მარიხუანა, ნარკოტიკური თრობის უნარით ჩამორჩებოდა 70
გრამამდე გამომშრალ მარიხუანას და ამიტომაც იგი არ იყო ის ოდენობა, რომ
ქმნიდეს აუცილებლად გასაღების საფრთხეს და არაკონსტიტუციურად ცნო
თავისუფლების აღკვეთა 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შენახვა-
შეძენისთვის.

3.3.3 ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ


ლაშა ბახუტაშვილმა საკონსტიტუცი სასამართლოს კონსტიტუციური
სარჩელით მიმართა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე

63
იხ იქვე, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 11.

51
მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციურობაზე რომელიც ადგენდა სანქციას
დეზომორფინის დიდი ოდენობით შეძენა, შენახვა და დამზადების გამო.
მოსარჩელე მიიჩნევვდა, რომ ირღვეოდა კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2
პუნქტი64. ლაშას ჩხრეკვისას აღმოაჩნდა დეზომორფინი 0,00009 გრამის
რაოდენობით და ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 260-ე მუხლის მ-2 ნაწილით. მოსარჩელემ მიუთითა, რომ
დეზომორფინს არ ქონდა მცირე და სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის საწყისი ოდენობები და შესაბამისად ერთ გრამამდე
ნებისმიერი ოდენობა საფუძველს ქმნიდა რომ დაკვალიფიცებულიყო დიდ
ოდენობათ. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე სადავო ნორმით
პირი შეგვეძლო გაგვესამართლებინა იმ შემთხვევაშიც თუ კი მან დაამზა,
შეიძინა ანდა შეინახა პირადი მოხმარებისთვის იმ რაოდენობის
დეზომორფინი რაც გამოუსადეგარი იყო მოსახმარებლად, და მოსარჩელემ
აღნიშნა, რომ 0,00009 გრამი დეზომორფინი საზოგადოებრივ ჯამთელობას
არ უქმნიდა საფრთხეს.65 საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ
რადგანაც დეზომორფინის მოხმარება ხდება ინექციის სახით შპრიცში
ყოველთვის დარჩება მიკროსკოპული ოდენების დეზომორფინი. მოსარჩელე
მხარე მიიჩნევდა, რომ თუკი პირი დაისჯებოდა დეზომორფინის
მოხმარების შემდეგ დარჩენილი გამოსადეგარი ოდენობის გამო ეს იქნებოდა
ერთი ქმედების გამო ორჯერ მსავრდება. მოსარჩელემ ასევა განაცხადა რომ
მოცემული ქმედებისთვის გათვალისწინებული სანქცია არაპროპორციული
იყო, და უტოლდებოდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშულთა
სანქციას. რადგანაც საკონსტიტუციო სასამართლო შეზღუდულია
სასარჩელო მოთხოვნით სასამართლომ სარართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მხოლოდ ის ნორმატიული შინაარსი
შეაფასა რაც მოიცავთა თავისუფლების აღკვეთას 0,00009 გრამი

64
საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ და
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის გიორგი კვერენჩხილაძის
განსხვავებული აზრი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის
2017 წლის 13 ივლისის №1/8/696 გადაწყვეტილებაზე. იხ დავის საგანი.
65
იხ.იქვე

52
დეზომორფინის შეძენა, შენახვა და დამზადებისთვის და არა ნებისმიერი
ოდენობისთვის, რადგანაც დავის საგანს სწორედ ეს რაოდენობა მოიცავდა.
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნარკოიკული საშუალების
შენახვისა და დამზადების დასჯადობა გამოწვეულია რეალიზაციის
საფრთხის თავიდან აცილებისთვის.66 სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავ
იმისა, რომ დეზომორფინი არის ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალება,
შეუძლებელი იყო საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხე შეექმნა
იმ ოდენობას, რაც მოხმარებისთვის გამოუსადეგარი იყო. სასამართლომ
გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ ერთ გრამამდე
დეზომორფინის ნებისმიერი რაოდენობა ითვლებოდა დიდ ოდენობათ
იმისდა მიუხედავად გამოსადეგი იყო თუ არა მოხმარებისთვის. მართალია,
რომ იმ ჭურჭელში რაშიც დამზადა დეზომორფინი და მისი კვალის
არსებობა არ გვაძლევს საშუალებას დავადგინოთ თუ რა რაოდენობის
ნარკოტიკული საშუალება იქმნა დამზადებული და ამაზე მხოლოდ
შეგვიძლია ვივარაუდოთ. იქიდან გამომდინარე, რომ მოცემული
რაოდენობის დეზომორფინი საფღთხეს არ ქმნიდა, გამოდის, რომ
კანონმდებელი პირს პრევენციის მიზნისთ სჯიდა. შესაბამისად 0.00009
გრამი დეზომორფინის დამზადება, შენახვა და შეძენისთვის პირის
თავისუფლების აღკვეთა წარმოადგგენდა პრევენციის ღონისძიებას,
შესაბამისად სახეზე გვქონდა პიროვნების ღირსების შელახვა. შესაბამისად
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საკონსტიტუციო
სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელე ლაშა ბახუტაშვილის სარჩელი და
კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
არაკონსტიტუციურად ცნო 0.00009 გრამი დეზომორფის შენახვა, შეძენა და
დამზადებისთვის პირის თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობა.

66
იხ.იქვე სარეზოლუციო ნაწილი, 17 პუნქტი.

53
3.2.4 ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ
ნოე კორსავამ და გიორგი გამგებელმა საკონსტიტუციო სასამართლოს
მიმართეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3
ნაწილის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ითვალისწინება
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მოსახმარად გამოუსადეგარი
რაოდენობის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და
შენახვისთვის, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტთან
მიმართებით.67
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, იმისათვის, რომ ნარკოტიკულმა
საშუალებამ რეალური საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას,
აუცილებელია, გვქონდეს ის ოდენობა, რომელიც არის მოსახმარად ვარგისი,
ამგვარად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოსახმარად უვარგისი ოდენობის
ნარკოტიკული საშუალების შენახვა და შეძენა არ წარმოადგენდა
საზოგადოებრივ საშიშროებას. ამგვარად მოსარჩელე თვლიდა, რომ
მოცემული ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებით,
სახელმწიფოს მიზანია მხოლოდ ზოგადი პრევენცა, რაც პროპორციულობის
გარეშე იწვევს ინდივიდის სახელმწიფო პოლიტიკის ინსტრუმენტად
ქცევას.68
ასევე მოსარჩელე განმარტავს, რომ მოცემული დავა 2017 წლის 13
ივლისის საკონსტიტუციო სარჩელის მსგავსია, რომელზეც გადაწყვეტილება
უკვე გამოტანილია ამიტომაც მოცემული ნორმა არსებითი განხილვის
გარეშე უნდა ცნობილიყო არაკონსტიტუციურად.
მოპასუხე მიიჩნევდა, რომ იყო სხვაობა სადავო ნორმასა წინათ
მიღებულ გადაწყვეტილებას შორის ნარკოტიკული საშუალებების სახეობასა
და მათ მოცულობაში. 69

67
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი
სხდომის განჩინება №1/19/1265,1318 2020 წლის 4 ივნისი ქ. ბათუმი ნოე კორსავა და გიორგი
გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, იხ დავის საგანი.
68
იხ.იქვე
69
იხ.იქვე

54
მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ გასაჩივრებულ ნორმებს გააჩნდათ
ისეთივე შინაარსი, როგორიც ქონდა საკონსტიტუციო სასამართლოს
გადაწყვეტილებას, ამიტომ სასამართლოს უნდა შეემოწმებინა,
წარმოადგენდა თუ არა გასაჩივრებული ნორმა დამძლევი. საკონსტიტუციო
სასამართლომ გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო
იმ გარემოებებს, რომ ნორმის რეგულირების ქვეშ ექცეოდ ნებისმიერი
რაოდენობის
დეზომორფინის უკანონოდ დამზადება შენახვა და შეძენა იმისდა
მიუხედავად იყო თუ არა იგი მოსახმარად ვარგისი. სასამართლომ მიიჩნია,
რომ 0.00009 გრამი დეზომორფინი იყო მოსახმარად უვარგისი ამიტომაც,
მოცემული ოდენობის დეზომორფინის დამზადება, შენახვა და შეძენა
საზოგადოებრივ უსაფრთხოებისთვის საშიში არ იყო. 70
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით
გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა
ემსახურებოდა მხოლოდ ზოგად პრევენციას, შესაბამისად პრაქტიკის
თანახმად, მარტო ზოგადი პრევენცია არ არის საკმარისი პირის მიმართ
დაკისრებოდა ნებისმიერი პასუხისმგებლობა, ვინაიდან ასეთი მიდგომით
ადამიანი ხდებოდა საზოგადოების „დაშინების იარაღი,“ რაც კონსტიტუციის
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით აკრძალულ არაჰუმანურ სასჯელს
წარმოადგენდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ №1/8/696
გადაწყვეტილების მსგავსად, სადავო ნორმაც თავისუფლების აღკვეთას
აწესებდა მოსახმარად გამოუსადეგარი ნარკოტიკული საშუალების
დამზადების, შეძენისა და შენახვისათვის. ამგვარად, სასამართლოს უნდა
განეხილა იყო თუ არა განმასხვავებელი ნიშნები, რომლებიც აუცილებლობას
წარმოშობდა მისი კონსტიტუციურობის ხელახალი შეფასებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვაობა იყო ნარკოტიკული
საშუალების სახეში და ნარკოტიკული საშუალების ოდენობაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული განსხვავებები რელევანტური

70
იხ.იქვე სამოტივაციო წერილი 12 პუნქტი.

55
იქნებოდა მხოლოდ მაშინ თუ სახეზე გვექნებოდა გამოსაყენებლად ვარგისი
ოდენობა, ამგვარად ნებისმიერი სახის ნარკოტიკული საშუალება, რომელიც
არის მოსახმარად გამოუსადეგარი ოდენობის მისი დამზადება, შეძენა და
შენახვა არ წარმოადგენდა გამოუსადეგარი დეზომორფინისგან
განსხვავებულ საფრთხეს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე გამომდინარე, სადავო ნორმა არ იყო
მიღებული არსებითად განსახილველად და ძალადაკარგულად გამოცხადდა
განჩინებით.

3.2.5 საქართველოს მოქალაქეები ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და


ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დავის საგანს წარმოადგენა 63.73 გრამი, 150.72 გრამი და 265.49 გრამი
კანაფის უკანონო დათესვა, კულტივირება და მოყვანის გამო პიროვნების
თავისუფლების აღკვეთა. შესაბამისად გასაჩივრდა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის 1, 2 და 3 პუნქტები საქართველოს
კონსტიტუციის 17-ე მუხლის მე-2 პუნქტთან.71
მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ მოცემული მუხლი ბლანკეტური
ხასიათის იყო და არ ანსხვავებდა მიზანს, კერძოდ ჩადენილი იყო გასაღების
მიზნით თუ პირადი მოხმარების. ამასთან მუხლით არ იყო განსხვავებული
ნარკოტიკული საშუალებები საზოგადოებრივი საშიშროების მიხედვით,
შესაბამისად დარღვეული იყო ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობა.72 ასევე
მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ მცენარე კანაფის ოდენობის განსაზღვირას
კანონმდებელი არ ითვალისწინებს მცენარის იმ ნაწილებს, რომლებიც არ
შეიცავენ ტეტრაჰიდროკანაბინოლს.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაეყრდნო წინათ არსებულ
გადაწყვეტილებებს, რომლებიც უკვე განვიხილეთ და დაასკვნა, რომ 151
გრამამდე კანაფის მოყვანა არ იყო გასაღებასთან პირდაპირ კავშირში,
შესაბამისად არაკონსტიტუციურად ცნო თავისუფლების აღკვეთა 151

71
ჯამბულ გვიანიძე, დავით ხომერიკი და ლაშა გაგიშვილი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება 1/9/701,722,725 2017 წლის 14
ივლისი ქ.ბათუმი. იხ.დავის საგანი
72
იხ.იქვე აღწერილობითი ნაწილი პუნტი 7.

56
გრამამდე კანაფისის მოყვანა, კულტივილება და დათესვისთვის. 266 გრამი
კანაფის მოყვანის შემთხვევაში აღნიშნა, რომ მართალია მოცემული ოდენობა
აჩენს გასაღების რისკს, თუმცა არაპოპურციული იყო თავისუფლების
აღკვეთა 6-იდან 12 წლამდე, შესაბამისად ირღვეოდა საქართველოს
კონსტიტუციის 17-ე მუხლის მე-2 პუნქტი.

3.3 საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან მომდინარე


საფრთხის ანალიზი
როგორც ვხედავთ 260-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებებით
მოხდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. საკონტიტუციო სამართლომ,
გააუქმა თავისუფლების აღკვეთა 70 გრამამდე მარიხუანის შეძენა
შენახვისთვის, ამასთან 2017 წლის 30 ნოემბერს მარიხუანის მოხმარებისთვის
გაუქმდა სისხლის სამართლებრივი პაუსხისმგებლობა. სწორედ მოცემულმა
ორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება წარმოშოს საფრთხეები, რომელსაც
ქვემოთ განვიხილავთ. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე საჭიროა
განვიხილოთ მიწოდების, მოთხოვნისა და ზიანის შემცირების ასპექტები.
მიწოდების შემცირება არის ნებისმიერი ქმედება, რომელიც
მიმართულია ნარკოტიკული საშუალებების მოსახლებაში უკანონო ბრუნვის
წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც
ნარკოტიკული საშუალების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ობიექტურად
ჩნდება გასაღების რისკი მაშინ სახელმწიფოს აქვს უფლება დააწესოს
სიხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამასთან მიიჩნია, რომ 69 გრამი
გამომშრალი მარიხუანა არ ქმნიდა გასაღების მომატებულ საფრთხეს.73
საინტერესო ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია
ჯეროვნად ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობაზე და ქვეყნის
სოციალურ-ეკონომიკურ მგდომარეობაზე. სასამართლოზე წარმოდგენილი
ექსპერტი ყვებოდა, რომ 50 გრამ მარიხუანას მოხმარებას სტაჟიანი მწეველი 3
დღეში შეძლებდა და ერთი პორციისთვის გამოიყენებოდა 1 გრამი
გამომშრალი მარიხუანა. შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 69

73
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწ-
ყვეტილება საქმეზე, „ საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ“, სამოტივაციო ნაწილი 89 პუნქტი

57
გრამი მარიხუანისგან გამოვიდოდა 69 პორცია, თუმცა საკონსტიტუციო
სასამართლო არ უღმავრდება იმ გარემოაბას, რომ ჯიშების მიხედვით
განსხვავდება ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა და უკვე ახალი ჯიშის
მცენარეები შეიცავენ 25-30%-მდე რაც შესაძლებლობას იძლევა 69 გრამი
გამომშრალი მარიხუანასგან დამზადდეს 350-400-მდე პორცია.74 შესაბამისად
ჩემი აზრით, გაურვეველია თუ რამტომ არ მოხდა მოცემული ფაქტის
გათვალისწინება, ვინაიდან 69 გრამი გამომშრალი მარიხუანისგან შეიძლება
დამზადდეს როგორც 69 პორცია ასევე 400 რაც 5,79 ჯერ მეტია შესაბამისად
ვფიქრობ, რომ ეს არის ხარვეზი, რადგან თუ პიროვნებას, რომელსაც აქვს
ვთქვათ 100 გრამი გამომშრალი მარიხუანა მოცემული პირს ემუქრება
თავისუფლების აღკვეთა, მიუხედავად იმისია თუ რა რაოდენობის
ტეტრაჰიდროკანაბინოლის შემცველობა აქვს მის მცენარეს, მაგალითად
შესაძლოა 2-4%-მდე ქონდეს, რაც გამოიწვევს, იმას რომ მისგან გაცილებით
ნაკლები პორცია დამზადდება ვიდრე 69 გრამი მარიხუანასგან სადაც
მოცემული ნივთიერება 35%-მდეა. ასევე საკონსტიტუციო
გადაწყვეტილებაში არ არის გათვალისწინებული ქვეყნის სოციალურ-
ეკონომიკური მდგომარება. გადაწყვეტილების გამოტანის დროს ქვეყანაში
სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობა 21.9%-ეს შეადგენდა ხოლო
დღევანდელი მონაცემებით მოცემული ციფრი 21.3%-ია რაც სამწუხაროდ
კვლავ მაღალი ნიშნულია. შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ 1
გრამი გამომშრალი მარიხუანას ფასი მისი სიძლიერის მიხედვით მერყეობს
60-150 ლარამდე აჩენს რისკებს, რომ მოხდეს მისი რეალიზაცია, წინა
თავებში სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ჩარებულ კვლევა
ცხადყოფს, რომ ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენის ერთ-ერთი მთავარი
ფაქტორის სწორედ ეკონომიკური სიდუხჭირე იყო.75
მოთხოვნის შემცირების სამი პრევენციული დონე გვაქვს: 1)
ადამიანებს არ გაუჩნდეთ ინტერესი ნარკოტიკული საშუალებებისადმი; 2)

74
მორის შალიკაშვილი სისხლის სამართლ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
„მარიხუანას“ გადაწყვეტილების კრიმინოლოგიული ანალიზი, თბილისი, 2019 გვ 16.
75
ი.,კაჭკაჭიშვილი ნ., ესებუა ა., პაპიაშვილი მ., ჯიბუტი დანაშაულისა და სასჯელის
სოციალური ასპექტების შესწავლა, თბილისი, 2021, გვ 173

58
ის ვინც მოიხმარს არ გახდეს დამოკიდებული; 3) დამოკიდებული პირების
მკურნალობა. სამწუხაროთ საქართველოში არ ტარდება საკმარისი
პრევენციული ღონისძიებები. მაგალითად 2021-2022 წლის საქართველოს
ნარკომანიის წინააღდეგ სამოქმედო გეგმაში ვკითხოლობთ, რომ მხოლოდ
რვამდე საპილოტო სკოლაშია დანერგილი, მტკიცებულებითი პროგრამები.76
თუ გავაანალიზებთ სოციალული სამართლიანობის ცენტრის მიერ
ჩატარებულ კლვევას მივალთ იმ დასკვნამდე, რომ საბოლოოდ
ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების 20-21% უკავშირდება
ინფორმაციის ნაკლებობას.77 სამწუხაროდ ქვეყნის ეკონომიკური
შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება ჯეროვნად მკურნალობა,
რეაბილიტაციის დაფინანსება, კერძოდ თუ შევხედავთ 2019 წელს
გამოყოფილ ბიუჯეტს ვნახავთ, რომ მხოლოდ 10 მილიონი ლარი იყო
გამოყოფილი.
საინტერესოა მოაქვს თუ არა მარიხუანის მოხმარებას ზიანი
ჯანმთელობისთვის, და არის თუ არა იგი საზოგადოებისთვის საშიში.
საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვის, დროს მოცემული
საკითხის დასადგენათ მოწვიეს ექსპერტები:
ექსპერტი ირინა ომნიაშვილი აღნიშნავს, რომ მარიხუანის თრობას
თან სდევს ქცევის და ფსიქიკი ადეკვატურობის დაკარგვა, ჰალუცინაციები
და დეპერსონალიზაცია, ხოლო ხშირმა მოხმარებამ კი შეიძლება გამოიწვიოს
ჭკუასუსტობა და ქრონიკული პარანოიდები.
ექსპერტი ზაზა შენგელიას აზრით მარიხუანის მოხმარება იწვევს
ყურადღების კონცენტრაციის გაუარესებას, ფსიქომოტორული აქტივობის
დაქვეითებას, მანძილის შეფასების უნარის დარღვევას, ხოლო ხშირი
მოხმარება იწვევს მოკლე და სწრაფი მეხსიერების დაქვეითებას.
ექსპერტი ალექსანდრე თორიას განცხადებით კანაბინოიდი ცხმიში
ხსნადია და იგი გროვდება ცხიმებად ქსოვილებში. მოხმარების შემდგომ
ისინი ხვდებიან უჯრედების მემბრანებში, რომელთა გავლით შემდგომ
76
საქართველოს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა 2021-2022
https://justice.gov.ge/files/dvAJ9xhwHzZ8.pdf გვ 3. ბოლოს ნანახი 11.12.2021
77
იხ.იქვე

59
ხვდებიან თავის უჯრედების ბირთვში და იწვევენ უჯრედოვანი
მეტაბოლიზმის ცვლილებებს, არღვევენ ცილების სინეზს, რის გამოც
მცირდება ან ჩერდება უჯრედოვანი აქტიურობა.
ესქპერტი ბექა ძამიშვილი აღნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარება
იწვევს მეხსიერების დაქვეითებას, ფილტვების დაავადებებს, აფერხებს
ფსიქიკურ განვითარებას, ხოლო ხშირი მოხმარება იწვევს:დეპრესიას;
შფოთვას და იწვევს გულსისძარღვთა დაავადებებს.
ექსპერტი დავით ანდღულაძის განცხადებით მარიხუანის
მოხმარებისას ირღვევა აღქმის უნარი, იცვლება აზროვნება, ხოლო
მოხმარების შეწყვეტის შემდეგ ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს
დელირიუმი სმენითი ჰალუცინაციებით.78
როგორც ვხედავთ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მარიხუანის მოხმარებამ
შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თუმცა
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარებას მძიმე
შედეგი არ მოაქვს და არსებობს უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალებები,
რომელთა მოხმარებაც გაცილებით დამანგრეველია ჯანმთელობისთვის
ვიდრე კანაფის მოხმარება. სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო
სამეცნიერო კველებით დასტურდება, რომ ზრდასრულებში მარიხუანის
მოხმარება არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის მნიშნველოვან რისკებს
გარდა გადამეტებული მოხმარების დროს და მისგან გამოწვეული:
მღელვარების დაქვეითება; პანიკა; სტრესი და სხვა უკუჩვენებები
წარმოადგენს მხოლოდ დროებით ცვლილებებს და თრობის გასვლის
შემდეგომ მოცემული უკუჩვენებებიც გადის. 2018 წლის კვლევების
მიმოხილვის თანახმად, კანაფის დამოკიდებულება ტვინში ვლინდება
ნებისმიერი სახის ნივთიერების დამოკიდებულების მსგავსად. 79 დიახ, მათ,
ვინც ხშირად იყენებს კანაფს, შეიძლება განიცადოს არასასიამოვნო
სიმპტომები, როგორიცაა განწყობის ცვალებადობა, ენერგიის ნაკლებობა და
78
საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგსაქართველოს სახელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
პირველი კოლეგიის გადაწყვეტილება №1/13/ 732 2017 წლის 30 ნოემბერი ქ. ბათუმი. პუნქტი
25
79
იხილეთ კვლევა https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6223748/

60
კოგნიტური დაქვეითება. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ სოციალურად
მისაღები, ლეგალური ნარკოტიკები, როგორიცაა ნიკოტინი და ალკოჰოლი,
ასევე იწვევს დამოკიდებულებას.80
უმეტესობისთვის დოზის გადაჭარბება სიკვდილთან ასოცირდება,
მაგრამ ეს ორი ყოველთვის ერთად არ ხდება. მართალია კანაფის ფატალური
დოზის გადაჭარბება არ არის დაფიქსირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ
არავინ მომკვდარა მხოლოდ კანაფის ჭარბი მოხმარებით. თუმცა, ჭარბმა
მოხმარებაბ შეიძლება გამოიწვიოს გამწვავება, რომლებზეც მოწვეული
ექსპერტები საუბრობენ. როგორც, ვხედავთ საკონსტიტუციო სასამართლო
თავის გადაწყვეტილებას ამართლებს იმით, რომ მარიხუანა არ წარმოადგენს
ადამინის ჯანმთელობისთვის საფრთხეს და მისი უკუჩვენებები მხოლოდ
დროებითია იმ შემთვევაში თუ არ მოხდება მისი გადამეტებული მოხმარება,
მაგრამ რა არის გადამეტებული მოხმარება ? როდესაც ეთანხმები, რომ
მარიხუანა იწვევს ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებასა და აკვიატებულ
ლტოლვას შეუძლებელია დროთა განმავლობაში პიროვნება არ გადავიდეს
ქრონიკულ მოხმარებაზე, რაც გამოიწვევს ჯანმთელობის შეუქცევად მძიმე
დაზიანებას.
საზოგადოებრივი უსაფრთხოება საკონსტიტუციო სასამართლომ
იმსჯელა, თუ რამდენად ქმნის მარიხუანის თრობის ქვეშ მყოფი პირი
საზოგადოებრივ საშიშროებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ ჰიპოთეტურია
ის დასკვნა, რომ მარიხუანის მოხმარება გამოიწვევს აბსტინენციის
ჩამოყალიბებას და მოცემულუ მდგომარეობაში მყოფი პირი კი დანაშაულს
ჩაიდენს ნარკოტიკული საშუალების მოპოვებისთვის.
საკონსტიტუციო სასამართომ ასევე არ გაიზიარა ის მოსაზრება, რომ
მარიხუანა არის „კარიბჭის ნარკოტიკი“ იმის და მიუხედავად, რომ მოპასუხე
მხარემ წარმოადგინა კვლევა, რომელიც ჩატარებული იყო
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამისტროს და პროკურატურის მიერ.
კვლევის მიხედვით გამოკითხალთა 76,6%-მა მარიხუანა პირველად
მოიხმარა და შემდგომში გადავიდა უკვე უფრო ძრიელ ნარკოტიკულ

80
იხ. იქვე

61
საშუალებებზე. ფრაზა "კარიბჭის ნარკოტიკი"81 პოპულარული გახდა 1980-
იან წლებში, რაც გამოწვეულია დაკვირვებით, რომელთა მიხედვითაც
ადამიანები, რომლებიც იყენებენ რეკრეაციულ ნივთიერებებს, ხშირად
იწყებენ კანაფით. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ კანაფი გავლენას ახდენს
თავის ტვინში არსებულ ნერვულ გზებზე, რაც იწვევს ადამიანებს
ნარკოტიკებისადმი „გემოვნების“ განვითარებას, თუმცა ამ პრეტენზიების
გასამყარებლად არ არსებობს დასაბუთებული კვლევა. მიუხედავად იმისა,
რომ ბევრი ადამიანი იყენებს კანაფს სხვა ნივთიერებების გამოყენებამდე,
მხოლოდ ეს არ არის იმის მტკიცებულება, რომ სწორედ კანაფის მოხმარებამ
გამოიწვია სხვა ნარკოტიკების მოხმარებაზე გადასვლა. ზოგი ვარაუდობს,
რომ კანაფი ისევე როგორც ალკოჰოლი და ნიკოტინი, ზოგადად უფრო
ადვილი საშოვნელია ვიდრე სხვა ნარკოტიკული საშუალებები.
2012 წლელს იაპონიაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 83,2
პროცენტმა სანამ მარიხუანი გასინჯა მანამდე იყენებდა სხვა ნარკოტიკულ
საშუალებებს რაც გამოწვეული იყო იმით, იაპონიაში, კანაფი არ არის
ხელმისაწვდომი.82 სასამართლო ასევე ყურადღებას არ უთმობს
შრომისუნარიანობის დაქვეითების საკითხს, თუ მივიღებთ მხედველობაში
იმას, რომ კანაბისის მოხმარება იწვევს შრომის უნარიანობის დაქვეითებას,
უნდა ვივარაუდოთ, რომ მომხმარებელი ვერ შეძლებს მუშაობას, რაც მას
მოუტანს ეკონომიკულ პრობლემებს. ეკონომიკურმა პრობლემებმა კი თავის
მხრივ შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის თვითშეფასების დაქვეითება და
ისეთ საზოგადოებაში, სადაც პიროვნების ფასი დამოკიდებულია მის
პროფესიულ საქმიანობაზე შესაძლებელია პიროვნება მიიყვანოს სულიერ
ტრავმამდე, რასაც უფრო ამძაფრებს ჩვენი ქვეყნის სოცოალურ-ეკონომიკური
მდგომარეობა სადაც დასაქმება ძალზეც ჭირს. ყოველივე ამას მეტყველებს
სოციალული სამართლიანობის ცენტრის კვლევაც სადაც დეპრესიას 10.5%
უჭირავს ხოლო საზოგადოებაში თვის ვერ დამკვიდრებას 3.1%. 83ასევე ხაზ
81
Timothy J. Legg, PhD, PsyD Gateway Drug’ or ‘Natural Healer?’ 5 Common Cannabis Myths 2020
https://www.healthline.com/health/is-marijuana-a-gateway-drug
82
Drug Alcohol Depend. 2012 Jun;12 გვ 4 https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3600369/
83
ი.,კაჭკაჭიშვილი ნ., ესებუა ა., პაპიაშვილი მ., ჯიბუტი დანაშაულისა და სასჯელის
სოციალური ასპექტების შესწავლა, თბილისი, 2021, გვ 173

62
გასასმელია ის ფაქტიც, რომ უმუშევრობა და ნარკოდამოკიდებულება, აჩენს
რისკ ფაქტორს სხვა დანაშაულის ჩადენისთვის. კანაფის მოხმარება, ასევე
საფრთხეს უქმნის მომავალ თაობათა ჯანმრთელობას. კანაფი ზეგავლენას
ახდენს მამაკაცის რეპროდუქციულ ჰორმონებზე. „მამის სპერმით
მიღებულმა მუტაციებმა შეიძლება გამოიწვიონ სერიოზული და ფატალური
დაავადებები მომავალ ბავშვებში.“84
1994 წლის 9 მარტს გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო
სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ნარკოტიკული
საშუალებების უკანონო ბრუნვის გამო პიროვნებების დასჯა და
თვისუფლების აღკვეთა არ ეწინააღმდეგებოდა პროპორციულობის
პრინციპს. სასამართლომ ასევე იმსჯელა, კაბასის შენახვაზე, რა დროსაც
პიროვნებას არ აქვს გასაღების მიზანი და თქვა, რომ მოცემული ქმედება
მაინც შეიცავდა საფრთხეს, რადგანაც იგი ქმინს მოთხოვნას შავ ბაზარზე,
რომლის გარეშეც ბაზარი არ იარსებებდა.85
დასკვნა
როგორც ვხედავთ სისხლის სამართლის კოდექსმა მრავალი
ცვლილება განიცადა. მოხდა მკაცრი ნარკოპოლიტკის მცირედით
შერბილება, განსაკუთრებით მისასალმებელია გასაღების გამოყოფა ცალკე
ნაწილად, რადგანაც მომხმარებლები ისჯებოდნენ არაპროპორციული
სიმკაცრის სასჯელით. მუხლის ლიბერალიზაციაში განსაკუთრებული
როლი ითამაშა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებმა.
მართალია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მისასალმებელია თუმცა,
თვის თავში მოიცავს რისკებს, რომელთა გადაჭრაც მხოლოდ კარგად
გათვლილი პრევენციული ღონისძიებებით შეიძლება.

ბექა წიქერაშვილის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ


განაცხადა, რომ არ შეიძლებოდა პირის მიმართ, თავისუფლების აღკვეთის
84
ჯ., ჯანაშია ნ., თოდუა საქართველოს ნარკოსტრატეგიის შედარებითი ანალიზი და
ნარკოდანაშაულის სფეროში საკანონმდებლო სრულყოფის საკითხები, გამომცემლობა
„ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო
ურთერთობების ფაკულტეტი“ თბილისი 2019 გვ 21.
85
იქვე,გვ,25.

63
გამოყენება „საკუთარი ჯანმთელობისთვის ზიანის მიყენების თავიდან
აცილების მიზნით“, რადგანაც მოცემულ შემთხვევაში პატიმრობა
გამოიყენებოდა, როგორც ზოგადი პრევენცია. საკონსტიტუციო
სასამართლომ განაცხადა, რომ სასჯელის სახით, თავისუფლების აღკვეთა
დაიშვებოდა მხოლოდ მაშინ თუ აღნიშნული ოდენობა, თვისთავად
შეიცავდა გასაღების რისკს და აყენებდა თუ არა სხვათა ჯანმთელობას
საფრთხის ქვეშ. სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე რომ 70 გრამამდე
მარიხუანის ფლობა, არ წარმოადგენა გასაღების რისკს, ვინაიდან
ზედოზირება თითქმის არ ახასიათებს მარიხუანას და პიროვნებას შეეძლო
სულ რაღაც 3 დღეში მოეხმარა მოცემული პროდუქტი. შემდგომ
საკონსტიტუციო სარჩელები სწორედ მოცემულ პრაქტიკას ეყრდნობა. აქვე
უნდა ავღნიშნო, რომ მართალია პირადად მე მომხრე ვარ ნარკოპოლიტიკის
ლიბერალიზაციის, რადგანაც მიმაჩნია რომ დაავადებული პიროვნება არ
უნდა ისჯებოდეს, თუმცა მიმაჩნია რომ 70 გრამამდე გამომშრალი
მარიხუანას ფლობა ქვეყნის სოციარულ-ეკონომიური მდგომარეობის
გათვალისწინებით აჩენს გასაღების რისკებს, ამასთან გათვალისწინებული
არ არის ტეტრაჰიდროკანაბიოლის შემცველობა მცენარეში, რომელშიც
ადამიანის ჩარევით ბოლო წლებია 25-30%-დე გაიზარდა.86
გაურკველველია რამ უბიძიგა სასამართლო მოცემული ოდენების
განსაზღვრისას, თვით ნიდერლანდებშიც კი სადაც დაშვებულია სპეციალურ
მაღაზიებში კანაფის შესყიდვა, პიროვნებას მხოლოდ 5 გმრამის შეძენის
უფლება აქვს. ასევე გავცელების მხრივ საინტერესოა გავითვალისწინოთ
სოციალური სამართლიანობის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის
მიხედვითაც ნარკოტიკული საშუალების მოხმარების მაპროვიცილებელი
გარემოებად სახელმწიფო პოლიტიკის შერბელიება 6.3%- მა დაასახელა.
თუმცა მაინც ვთლი რომ საჭიროა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია.

86
Tom P. Freeman, Sam Craft, Jack Wilson, Stephan Stylianou, Mahmoud ElSohly, Marta Di Forti,
Michael T. Lynskey. Changes in delta‐9‐tetrahydrocannabinol (THC) and cannabidiol (CBD)
concentrations in cannabis over time: systematic review and meta‐analysis. Addiction, 2020. 3

64
თავი IV ჩხრეკა /ამოღების მანკიერი პრაქტიკის ცვლილება
4.1 ცვლილების საჭიროება
სასამართლო განაჩენების განხილვისას 260-ე მუხლის მიმართებით,
უმეტესობა იწყება ასე პიროვნებამ „გამოძიებით დაუდგენელ დროსა და
ვითარებაში უკანონოდ შეიძინა“ ნარკოტიკული საშუალება. როდესაც საქმე
ეხებოდა შეძენა და შენახვას უმეტესად პირობითი მსჯავრია გამოყენებული.
გასაღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში კი პირიქით
გამოიყენება თავისუფლების აღკვეთა. გიორგი ქობულია საქართველოს
წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართოს გადაწყვეტილებამდე,
გამამტყუნებელი განაჩენისთვის საკმარისი იყო მხოლოდ პოლიციელთა
ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნა. მოცემული პრაქტიკა გააკრიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამნეტო ასამბლეამ და აღნიშნა, რომ მხოლოდ
პოლიციერთა ჩვენებებზე დაყრდონობით პიროვნების პასუხისგებაში მიცემა
მიუღებელი.87
გამოძიების დაწყების მიზეზი უმეტესწილად ოპერატიულ
ინფორმაციას უკავშირდება. იქიდან გამომდინარე, რომ ოპერატიული
ინფორმაცი არის საიდუმლო, ბადებს კითხვებს თუ რამდენად არის სანდო
მოცემული ინფორმაცია. ამასთან სწორედ ოპერატიული ინფორმაცია
წარმოადგენდა ჩხრეკის საფუძველს.
რაც შეეხება გასაღებას, აქ სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს
ვიდეოფიქსაციას და არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებს.
გიორგი ქებულია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ,
საკონსტიტუციო გადაწყვეტილების შემდგომ სასამართლო განჩინებები
აჩვენებს, რომ ჩხრეკა და ამოღებას უკანონოდ ცნობის უმეტესი
გადაწყვეტილებები სწორედ გიორგი ქობულიას საკონსტიტუციო
სასამართლოს გადაწყვეტილებას აფუძნებენ. რუსთვის საქალაქო
სასამართლო განჩინებების განხილვა გვიჩვენებს, რომ იგი საკონსტიტუციო
სასმართლოს შექმნილი სტანდარტით ხელმძღვანელობს. საგამოძიებო

87
ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეას ანგარიში საქართველოს პატივისცემა ნაკისრი
ვალდებულებებისა და მოვალეობების მიმართ, 2011, 105-ე პარაგრაფი

65
უწყების თანამშრომლებმა მოცემული სტანდარტის გვერდის ავლას შემდეგი
ხერხით ცდილობდნენ, კერძოდ ახორციელებენ იმ გამომძიებლის ან
ოპერატიური მუშკის გამოკითხვას, რომელმაც მიიღო ინფორმაცია და თან
ურთავენ სპეციარული ბაზიდან ამოღებული პირის შესახებ დოკუმენტაციის
დართვას მაგალითად: ნასამართლეობის, ადმინისტრაციული სახდელის თუ
სხვა. მოცემულ შემთხვევებში სასამართლო განმარტავს „მხოლოდ
თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი რომელიც სიტყვა სიტყვით იმეორებს
შემოსული ინფორმაციის შინაარს არ ქმნის დასაბუთებული ვარაუდის
სტანდარტს პირის მიმართ პირადი ჩხრეკის ჩასატარებლად და არც
მოცემული დოკუმენტაციის ერთობლიობაც არაა ამ შემთხვევაში საკმარისი
სასამართლოსთვის კდასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის
დასაკმაყოფილებლად“.88 მნიშვნელოვანია იმის აღვნიშვნა, რომ სასამართლო
მხოლოდ მაშინ ცნობს დაუშვებლად, რა დროსაც საგამოძიებო ორგანოს
ქონდა ინფორმაციის გადამოწმების შესაძლებლობა, მაგრამ არ გადაამოწმა.

4.2 გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ


დავის საგანს წარმოადგენდა: „1) საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე
მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს
კონსტიტუციის მე-15 მუხლთან მიმართებით 2) საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2
წინადადების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე
მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართები“.89
კონსტიტუციურ სარჩელში ვკითხულობთ, რომ მოსარჩელე გიორგი
ქებურია დაკავებული იყო პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით.
კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, გიორგის ჩხრეკა ეფუძნებოდა

88
მ. მახარაძე ჩხრეკა-ამოღების ჩატარებისას თვითნებობისგან დაცვის გარანტიები
სადოქტორო ნაშრომი თბილისი 2021 გვ 48
89
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის #2/2/1276
გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. დავის საგანი

66
კონფიდენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველს.90
გამომძიებელის პატიკიდან ვიგეთ, რომ კონფიდენტის მიერ მიწოდებული
ინფორმაციით გიორგი ქებურია ნარკოტიკული საშუალებების
მომხმარებელი იყო და ახდენდა ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-
შენახვას ამასთან შეატყობინა ადგილი და თარიღი, რა დროსაც თან
ექნებოდა ნარკოტიკული ნივთიერებები.91
მოსარჩელე მხარე მიიჩნებს, რომ ჩხრეკის ჩატარება მხოლოდ
არაიდენტიფიცირებადი პირის ინფორმაციაზე დაყრდნობით, რა დროსაც
სამართალდამცავი პირისგან არ მოითხოვება საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარება, ქმნის ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების თვითნებური
შეზღუდვის რისკს.მოცემული რისკების დაზღვევა იქნებოდა ის, რომ
სასამართლოს ქონოდა უფლება გადაემოწმებინა პატაკში ასახული
ინფორმაცია ან იარსებებდა დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარების ვალდებულება, რაც გაამყარებდა მოცემულ ინფორმაციას.92
შესაბამისად მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები და 121-ე მუხლის
პირველი ნაწილი არღვევს კონსტიტუციის მე-15 მუხლს.
საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის მეორე
წინადადების, შემთხვევაში მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პრობლემაა მხოლოდ
ჩხრეკის შედეგად ამოღებული მტიკებულებებით გამამტყუნებელი
განაჩენის დადგომის შესაძლებლობას, რა დროსაც ბრალდებული თავიდანვე
იძახდა, რომ მოცემული ნივთი პოლიციელის მიერ იქმნა ჩადებული და
ამასთან ჩხრეკვის საბაბი მხოლოდ კონფიდენტის მიერ მიწოდებულ
ინფორმაციას ეფუძნებოდა.
მოსარჩელეს განმარტებით „მოსარჩელის განმარტებით, სადავო
ნორმატიული შინაარსი ეწინააღმდეგება უტყუარ მტკიცებულებებზე
დაყრდნობით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის უფლებას, ვინაიდან
90
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის #2/2/1276
გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღწერილობით
ნაწილის 4 პუნქტი
91
იხ,იქვე 5 ნაწილი.
92
იხ.იქვე ნაწილი 8.

67
საშუალებას იძლევა, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი ისეთ
მტკიცებულებებს დაეფუძნოს, რომელთა სანდოობისა და კანონიერების
გადამოწმება მოსამართლეს არ შეუძლია. რაც, თავის მხრივ, მსგავს
პირობებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთის
სანდოობასაც ეჭვქვეშ აყენებს.“93 მოსარჩელე მიიჩნევს, რომ განაჩენი უნდა
ეფუძნებოდეს უტრუარ მტკიცებულებებს.
საკონსტიტუციო სამართლომ დაადგინა, რომ ჩხრეკის ჩატარების
პროცესი და მოპოვებული მტკიცებულება უნდა მყარდებოდეს სხვა რაიმე
ნეიტრალური მტკიცებულებით, მაგალითად: ვიდეოჩანაწერი,
ნეიტრალული მოწმე, ან სხვა რაიმე ობიექტური მტიკებულება. ამასთა
სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიციელის ჩვენება, რომელიც
იმეორებდა კონფიდენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, არ შეიძლება
გამამტყუნებული განაჩენის საფუძველი ყოფილიყო. სასამართომ ასევე
აღნიშნა, რომ თუ გადაუდებელი აუცილებლობის დროს
სამართალდამცველების მიე იქმნა უკანონო ნივთის ამოღება, მოცემული
ფაქტი არ უნდა გახდეს ჩატარებული ჩხრეკვის კანონიერად ცნობის
საფუძველი. მართალია საკონსტიტუციო სასამართომ არ ცნო
არაკონსტიტუციურად ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩხრეკვის
ჩატარება, თუმცა აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა უნდა გადაამოწმონ
მოცემული ინფორმაციის სანდოობა ამასთან აუცილებელია ოპერატიული
ინფორმაციის გარდა იყოს სხვა ინფორმაცია თუ ფაქტი, რაც ჩხრეკვის
საჭიროებას დაასაბუთებს.94
შეჯამება
როგორც ვხედავთ მოცემული საკონსტიტუციო გადაწყვეტილების
მიღებამდე 260-ე მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული
დანაშაულში ბრალდებულისთვის გამატყუნებელი განაჩენი, როგორც წესი
ემყარებოდა: ჩხრეკის ოქმს, პოლიციელთა ჩვენებებსა და ქიმიურ

93
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის #2/2/1276
გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღწერილობით
ნაწილის 12-ე პუნქტი
94
იხ,იქვე სარეზულაციო ნაწილი 3.

68
ექსპერტზას. შესაბამისად ბრალდებული მოკლებული იყო სამართლიანი
სასამართლოსი, რადგანაც კანონით დადგენილი მტკიცებულებითი
სტანდარტი სახეზე არ გვქონდა. ამასთან მოცემული სასამართლო პრაქტიკა
კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რაოდენ რეპრსიულ პოლიტიკას ატარებდა
სახელმწიფო.

დასკვნა
ნარკოტიკული დანაშულის და ნარკომანიის პრობლემის გადაწყვეტა
ნებისმიერი სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან შეუძლებელია
ქვეყანაში კანონიერების, მართწესრიგის და სტაბილურობის დამყარება
მოცემული პრობლემის მოგვარების გარეშე. ნარკომანია XXI-ე საუკუნის
სენია, და მასთან საბრძორველად საჭიროა მისი მიზეზების იდენტიფიკაცია,
კვლევა, პროგნოზირება და პრევენცია.

69
მოცემულ ნაშრომში 260-ე მუხლის ცვლილებების განხილვით
შევეცადე მეჩვენებინა, როგორც ქართული ნარკოპოლიტიკის ტენდენციები.
დღეისათვის სულ უფრო მეტი სახელმწიფო ცდილობს ნარკოპოლიტიკის
ლიბერალიზაციას, რადგანაც მკაცრმა ნარკოპოლიტიკამ შედეგი ვერ
გამოიღო, სწორედ ამის დასტურია გაეროს გლობალური კომისიის ანგარიში
სადაც აღნიშნულია, რომ ნარკოტიკების ლეგალიზება და
ნარკოდამოკიდებულთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა
იქნებოდა უფრო ეფექტური ვიდრე მკაცრი ნარკოპოლიტიკა. კომისიამ
კომიის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მკაცრმა ნარკოპოლიტიკამ გამოიწვია
ორგანიზებული დანაშულის და ნარკოვაჭრობის გაძლიერება, რასთან
ბრძოლასაც ეწირებოდა ათასობით ადამიანი. აღსანიშნავია, რომ
საქართველოში ნარკომომხმარებელთა ზრდა უფრო მეტია ვიდრე
მოხმარებაზე უარის მთქმელთა რაოდენობა, შესაბამისად საჭიროა
სახელმწიფო შეეცადოს, გაატაროს სწორი ნარკოპოლიტიკა, რომ მომავალში
გამოუსწორებელ შედეგებამდე არ მივიდეთ.
ნაშრომში წარმოდგენილი განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა
გვიჩვენებს, რომ ნარკოპოლიტიკის შერბილებამ დადებითი შედეგი
გამოიღო და შემცირდა, როგორც ნარკომომხამრებელთა რაოდენობა ასევე
სხვა ნარკოტიკული დანაშაულები. ვფიქრომ საჭიროა მოცემული ქვეყნების
მიერ ჩატარებული, როგორც პრევენციული ასევე საკანონმდებლო
ცვრილებების შეფასება, გაანალიზება და ჩვენს რიალობაზე მორგება.
როგორც ნაშრომში არის აღნიშნული ნარკოპოლიტიკის
ლიბელარიზაციას მეტწილად საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაუყარა
საფუძველი, 2015 წლის გადაწყვეტილებით, რომლითაც თავისუფლების
აღკვეთის შესაძლებლობა გააუქმა 69 გრამი გამომშრალი მარიხუანის შეძენა
და შენახვისთვის.
ნაშრომში ასევე წარმოდგენილია ის რისკ ფაქტორები, რაც პიროვნებას
უბიძგებს დაიწყოს ნარკოტიკის მოხმარება. წარმოდგენილია კვლევა,
რომელიც ეხება ნარკოტიკული დანაშაულისთვის გასამართლებული
პირების გამოკითხვას, თუ რამ გამოიწვია მათ მიერ დანაშაულის ჩადენა.

70
ჩემი სუბიექტური აზრით, ვფიქრომ საჭიროა :
 სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა ინდივიდუარულად
განსაზღვროს ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოაქტიური
ნივთიერებების ოდენობა.
 გაუქმდეს თავისუფლების აღკვეთა პირადი მოხმარებისთვის
ნარკოტიკული საშუალებების: შეძენა და შენახვისთვის და მოხდეს
დასჯის ალტერნატიური სასჯელის გამოყენება.
 გაუქმდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ნარკოტიკული
საშუალებების მოხმარებისთვის.
 სახელმწიფო ორიენტირებული უნდა იყოს არა ნარკოტიკების
მომხმარებლების არა დასჯაზე არამდე უნდა ზრუნავდეს მათთვის
რეაბილიტაციის სერვისების ხელმისაწვდომობაზე.
ყველაფერთან ერთად, აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების
გაძრიელება ახალგაზდებში. ვფიქრომ შესაძლებელია სკოლებში დაემატოს
კლასგარეში საგანი, რომელიც გააცნობს მოსწავლეებს თუ როგორ
ანადგურებს ადამიანს, ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ნარკოტიკური
საშუალებათა მოხმარება. მსგავსი გაკვეთილები შეიძლება ჩტარდეს
წელიწადში რამდენჯერმე.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ სისხლის სამართლის
კოდექსის 260-ე მუხლში, მრავალი დადებითი ცვლილება შევიდა, რამაც
შეარბილა ეროვნული ნარკოპოლიტიკა, თუმცა კვლაც კანონმდებლობა
მკაცრი და რეპრესიულია ნარკომომხმარებლებთან მიმართ. ნარკოტიკული
საშუალების მოხმარების მიზნით შეძენის და შენახვის დროს, მხოლოდ
მკაცრი სისხლისსამართრებლივი რეაგირება ხორციელდება ნაცვლად
ზიანის შემცირებაზე მიმართული მიდგომებისა.
ასევე მიმაჩნია, რომ 260-ე მუხლი გათვლისწინებული ნივთიერებათა
ოდენობების განსაღზღვრის პრობლემა, წარმოადგენს ერთგვარ ხარვეზს,
რადგანაც ნარკოდამოკიდებული პირები ისჯებიან არაპროპორციულად
მკაცრი სასჯელით.

71
დანართები.
დანართი 1.1

72
დანართი 1.2
2016 2473

2017 2327
2018 2611

2019 2539
2020 1719

2021 1895

წელი რაოდენობა

დანართი#1.3

73
დანართი#1.4

დანართი # 1.5

74
75
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ჯ., ჯანაშია ნარკოდანაშულის ფენომენი, გამომცემლობა „მერიდიანი“
თბილისი, 2020.
2. ჯ., ჯანაშია XXI საუკუნის გამოწვევა გაომცემლობა „ინტელექტი ნიუ მედეა“
თბილისი 2002
3. ნ., თოდუა დ., მუმლაძე ნ., გვენეტაძე გ., მამულაშვილი რ., გოგშელიძე დ.,
სულაქველიძე ი., დვალიძე გ., გორაშვილი, ორგანიზებული დანაშაულის
თანამედროვე გამოვლინებების კრიმინალიზაციისა და
სამართალშეფარდების პრობლემები ქართულ სისხლის სამართალში.
გამომცემლობა „ფავორიტი პრინტი“ თბილისი, 2011
4. ნ., თოდუა, ჯ., ჯანაშია ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით სისხლის
სამართლისპოლიტიკის ლიბერალიზაციის ტენდენციები
საქართველოში.საქართველოს ნარკოსტრატეგიის შედარებითი ანალიზი
დანარკოდანაშაულის სფეროში საკანონმდებლო სრულყოფის
საკითხები.სტატიათა კრებული თბილისი 2019
5. ბაქრაძე ლელა, ნარკომანიის პრევენცია მოზარდებში და ადიქტიური ქცევის
ფორმირების რისკ-ფაქტორები, 2017 საერთაშორისო
სამეცნიეროპრაქტიკული ჟურნალი „იურისტი“,#2
6. დ., ინაბა, ს., კოენი, ფსიქოაქტიური საშუალებების ფიზიკური და
ფსიქიკური ეფექტები. მერვე გამოცემა. თბილისი 2017. იხლეთ აქ
https://drive.google.com/drive/folders/1JYj4yMHFsL-BA5CucaIyF6kll-hpiWu0
7. სადისერტაციო ნაშრომი, ა., მოსულიშვილი ნარკომანიის კრიმინოლოგიური
დახასიათება და მასთან ბრძოლის ასპექტები თბილისი, 2009.
8. მ. მახარაძე ჩხრეკა-ამოღების ჩატარებისას თვითნებობისგან დაცვის
გარანტიები სადოქტორო ნაშრომი თბილისი 2021
9. თ., გეგელია გ., დავითური გ., იმნაძე გ., მახარაძე ბ., ჯიშკარიანი.
ნარკოტიკული დანაშული, თბილისი, 2020.
10. თ.,გეგელია გ., იმნაძე გ.,დავითური არაეთიკული ნარკოპოლიტიკა
ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი თბილისი 2014.

76
11. ა., სარიშვილი, ს., ვერძეულიძე ნარკოტიკული დანაშაულის განხილვა
სასამართლოში 2017 წლის ტენდენციები.
12. G. Greenwald,Drug Decriminalization in Portugal: Lessons for Creating Fair and
Successful Drug Policies, 2009 Cato Institute
https://www.cato.org/sites/cato.org/files/pubs/pdf/greenwald_whitepaper.pdf
13. ა., სარიშვილი, ს., ვერძეულიძე ნარკოტიკული დანაშაულის განხილვა
სასამართლოში 2017 წლის ტენდენციები.
14. ა., ნასრაშვილი ნარკოპოლიტიკის, 2020 წლის ანგარიში თბილისი 2021.
15. Human Rights Watch-ის მიერ 2018 წლის 18 იანვარს გამოქვეყნებულ
მსოფლიო ანგარიში.
https://www.hrw.org/sites/default/files/report_pdf/georgia0818geo_web.pdf
16. ა., სარიშვილი ს., ვერულაძე ნარკოპოლიტიკა საქართველოში (შერჩეული
პრობლემა და ტენდენციები) ადამიანის უფლებების სწავლებისა და
მონიტორინგის ცენტრი თბილისი 2019.
17. გ.ბეგიაშვილი ალკოჰოლიზმი ნარკომანია და მათთან ბრძოლა თბილისი
2011.
18. ნ. ნადარეიშვილი ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული
ნივთიერებების ნუსხა 2011.
19. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი სსმ, 41(48) 2005 წლის ვერსია
20. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი სსმ, 41(48) 2006 წლის ვერსია
21. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი სსმ, 41(48) 2015 წლის ვერსია
22. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი სსმ, 41(48) 2017 წლის ვერსია
23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი სსმ, 41(48) 2020 წლის ვერსია
24. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის
#2/2/1276 გადაწყვეტილება გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ
25. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის
განმწესრიგებელი სხდომის განჩინება №1/19/1265,1318 2020 წლის 4 ივნისი ქ.
ბათუმი ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ.

77
26. ევროპის საბჭო საპარლამენტო ასამბლეას ანგარიში საქართველოს
პატივისცემა ნაკისრი ვალდებულებებისა და მოვალეობების მიმართ.
27. საქართველოს მოქალაქე ლაშა ბახუტაშვილი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის
გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2017 წლის 13 ივლისის
№1/8/696 გადაწყვეტილებაზე.
28. ბოლნისის რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი
ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობის თაობაზე,
რომელიც ითვალისწინებს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის
გამოყენების შესაძლებლობას ნარკოტიკული საშუალება „ნედლი
მარიხუანის“ პირადი მოხმარების მიზნებისთვის შეძენისა და შენახვის გამო.
29. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის
№1/4/592 გადაწ-ყვეტილება საქმეზე, საქართველოს მოქალაქე ბექა
წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
30. J.paul grund, j, breeksema Coffe Shops an comprpmise: Separated illicit Drug
Markets in the Netherlands New York, NY 10019 USA 2013 30.
https://www.opensocietyfoundations.org/publications/coffee-shops-and-
compromise-separated-illicit-drug-markets-netherlands
31. C. Rodriguez. Marijuana Legalization In Europe: Is France Next?, Forbes,
https://www.forbes.com/sites/ceciliarodriguez/2017/01/06/marijuana-legalization-
in-europe-is-france-next/?sh=5c37fdb2c96e
32. სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2017.
https://drive.google.com/file/d/1gcWDvqloj-PTKW5FWBczRKSLdQrKkoO9/view
33. სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2020 წლის
https://ombudsman.ge/res/docs/2021040110573948397.pdf

78
34. 2016 წლის ნარკოპოლიტიკის გლობარური კომისიის ანგარიში. Advancig
Drug Policy Rreform:: A New Approach To Decriminaziation
http://www.globalcommissionondrugs.org/wp-content/uploads/2016/11/GCDP-
Report-2016-ENGLISH.pdf
35. Cohen JA, Perel JM, Debellis MD, Friedman MJ, Putnam FW. Treating traumatized
children: clinical implications of the psychobiology of posttraumatic stress
disorder. Trauma, Violence, & Abuse.  2002.
36. საქართველოს კანონი ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ https://matsne.gov.ge/ka/document/view/22132
37. Trucco EM, Colder CR, Bowker JC, Wieczorek WF. Interpersonal goals and
susceptibility to peer influence. risk factors for intentions to initiate substance use
during early adolescence. Journal of Early Adolescence, 2011
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC3157938
38. ალკოჰოლის,თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მომხმარების შემსწავლელი
ევროპის სასკოლო კვლევა (ESPAD)-ეს 2016.
https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=1f6bb777-0831-4e1e-af4b-
ab0bd7821dd4
39. ნარკოვითარების წლიური ანგარიში, 2019 ნარკოვითარების მონიტორინგის
ეროვნული ცენტრი 2021. https://altgeorgia.ge/media/uploads/drug-situation-
2019.pdf
40. ბესელია ა., გეგენავა ვ., კირთაძე ი., მღებრიშვილი თ., ოთიაშვილი დ.,
რაზმაძე მ., სტურუა ლ., ქუთელია ლ., ჯავახიშვილი ჯ., ნარკოვითარება
საქართველოში 2018, თბილისი 2019.
https://altgeorgia.ge/media/uploads/%E1%83%9C
%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%99%E1%83%9D
%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%
E1%83%91%E1%83%90-
%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97
%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98-
2018_final-1-.pdf

79
41. ბესელია ა., გეგენავა ვ., კირთაძე ი., მღებრიშვილი თ., ოთიაშვილი დ.,
რაზმაძე მ., სტეფანიშვილი ნ., სტურუა ლ., ქუთელია ლ., ჯავახიშვილი ჯ.,
ნარკოვითარება საქართველოში 2016-2017, თბილისი 2018
https://altgeorgia.ge/media/uploads/016-2017.pdf
42. ს., ალავიძე, ნ., ბალანჩივაძე, ლ., ბაწელაშვილი, ნ., დუჩიძე ჯ.,ჯავახიშვილი
და სხვები ნარკოვითარება საქართველოში 2013 წლის ანგარიში.
43. 1961 წლის ერთიანი კონვენცია ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ,
(მიღებული 1961 წლის 30 მარტს, ძალაში შევიდა 1964 წლის 13 დეკემბერს)
44. 1971 წლის 21 თებერვალი კონვენცია ფსიქოტროპულ ნივთერებათა თაობაზე
(მიღებულია 1971 წლის 21 თებერვალს, ძალაში შევიდა 1976 წლის 16
აგვისტოს)
45. World Drug Report 2021 (United Nations publication, Sales No. E.21.XI.8),
https://www.unodc.org/res/wdr2021/field/WDR21_Booklet_1.pdf
46. F.Shanty. The Nexus: International Terrorism and Drug Trafficking from
Afghanistan. ABC-CLIO, 2011,Santa Barbara, califoria
47. 2020 წლის ნარკოპოლიტიკის გლობარური კომისიის ანგარიში. Advancig
Drug Policy Rreform:: A New Approach To Decriminaziation
http://www.globalcommissionondrugs.org/wp-content/uploads/2016/11/GCDP-
Report-2020-ENGLISH.pdf
48. გაერთანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ნარკოტიკული
საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის
წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ 1988 წლის კონვენცია, (მიღებულია 1988 წლის
19 დეკემბერს, ძალაში შევიდა 1990 წლის 11 ნოემბერს.)
49. C. Antonio, executive director of UNODC (March 2007). "Cannabis... call it
anything but "soft"", The Independent (UK)
50. საქართველოს შსს სსიპ პოლიციის აკადემია, სახელმძღვანელო „ქმედების
დანაშაულად კვალიფიკაცია“ თბილისი 2019
51. ჯავახიშვილი ჯანა., ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია.
გამომცემლობა ნეკერი. თბილისი. 2011

80
52. The Unique Risk Factors of Substance Use in Men
https://highfocuscenters.pyramidhealthcarepa.com/the-unique-risk-factors-of-
substance-use-in-men/
53. National institute on Drug Abuse Subtance Use in Women Research Report 2020
https://nida.nih.gov/download/18910/substance-use-in-women-research-
report.pdf?v=b802679e27577e5e5365092466ac42e8
54. DRUG DECRIMINALISATION IN PORTUGAL: SETTING THE RECORD
STRAIGHT https://transformdrugs.org/assets/files/PDFs/Drug-decriminalisation-in-
Portugal-setting-the-record-straight.pdf

55. X., rego m., Jao c., Lameria 20 years of Portuguese drug policy - developments,
challenges and the quest for human rights
https://substanceabusepolicy.biomedcentral.com/articles/10.1186/s13011-021-
00394-7#:~:text=Portugal%20decriminalized%20the%20public%20and,rather
%20than%20public%2Dorder%20prioritie

56. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სისხლის სამართლის


პროცესების მონიტორინგის ანგარიში თბილისი, ოქტომბერი 2019.
https://gyla.ge/files/news/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C
%E1%83%93%E1%83%98/%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C
%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98/angrishi%20sasamrtlo.pdf

57. პრეზიდენტის ბრძანებულება N571. ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების
დამტკიცების შესახებ. თბილისი, 2011
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1514775?publication=0.

58. პორტუგალიის მთავრობა . პორტუგალიაში ნარკოტიკულ დანაშაულებზე


არსებული კანონმდებლობა http://www.emcdda.europa.eu/countries/drug-
reports/2019/portugal/drug-laws-and-drug-law-offences_en.

59. ევროკავშირის საბჭოს, რეკომენდაცია ნარკოტიკზე დამოკიდებულების


გამო ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების პრევენციისა და შემცირების
შესახებ, ლუქსემბურგი 2003
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?
uri=CELEX:32003H0488&from=EN .
60. საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული
ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ
6245-Iს
61. ბესელია ა., გეგენავა ვ., კირთაძე ი., მღებრიშვილი თ., ოთიაშვილი დ.,
რაზმაძე მ., სტეფანიშვილი ნ., სტურუა ლ., ქუთელია ლ., ჯავახიშვილი ჯ.,

81
ნარკოვითარება საქართველოში 2016-2017, თბილისი 2018
https://altgeorgia.ge/media/uploads

82

You might also like