You are on page 1of 16

დანართი 1

სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ პროგრამებით გათვალისწინებული


საქმიანობის შესახებ ინფორმაცია 2020 -2021 -2022 (პირველი კვარტალი) წლები.
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამა პროგრამული კოდი
- 27 05 01.
2020 წელს ბიუჯეტით დამტკიცებული მოცულობა 700 000, საანგარიშო პერიოდის საკასო შესრულება
401,698.75;
2021 წელს ბიუჯეტით დამტკიცებული მოცულობა 770 000, საანგარიშო პერიოდის საკასო შესრულება
744451.94;
2022 წელს ბიუჯეტით დამტკიცებული მოცულობა 770 000, საანგარიშო პერიოდის საკასო შესრულება
(1 კვარტალი)161893.1;
„დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში -
დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამუშაოს მაძიებლებს
აწვდის ისეთ მომსახურებებს, როგორიცაა: სამუშაოს მაძიებლის კონსულტირება და დაკავშირება
დამსაქმებელთან, კარიერული გავითარების მიზნით კონსულტირება და მხარდაჭრითი დასაქმება.
მხარდაჭრითი დასაქმების მომსახურება განკუთვნილია შშმ და სსსმ პირებისთვის, ვისაც აქვს
დასაქმების სურვილი და მოტივაცია. სერვისი ითვალისწინებს ინკლუზიურ მიდგომას სამუშაოს
მაძიებლისადმი, ასევე აქტიურ კომუნიკაციას დამსაქმებლებთან შშმ/სსსმ პირების დასაქმების
კუთხით.

პროგრამის ფარგლებში ხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:

1.1 შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის – www.worknet.gov.ge-ს განვითარება -


ღონისძიების მიზანია სამუშაოს მაძიებელთა, დამსაქმებელთა, ვაკანსიების აღრიცხვისა და
მონაცემთა ბაზების (შემდგომში - მონაცემთა ბაზების) განვითარება, შრომის ბაზრის სუბიექტების
უზრუნველყოფა მათი საქმიანობის მხარდამჭერი სისტემით, ასევე სტატისტიკური ინფორმაციის
დამუშავების მექანიზმის დახვეწა–განვითარება.
მიმდინარეობს www.worknet.gov.ge-დან სტატისტიკური ინფორმაციის მოგროვება, მონაცემთა
ბაზების ფორმირება და ანგარიშის დამუშავება.

• 2020 წელს რეგისტრაცია გაიარა 35 009 სამუშაოს მაძიებელმა


• 2021 წელს სისტემაში რეგისტრაცია გაიარა 8 994 სამუშაოს მაძიებელმა.
• 2022 წელს 1 კვარტლის მდგომარეობით რეგისტრაცია გაიარა 1293 სამუშაოს მაძიებელმა.

ასევე, სისტემაში დარეგისტრირდნენ დამსაქმებლები, რომლებმაც დაარეგისტრირეს თავისუფალი


სამუშაო ადგილები.

ცხრილი
2022 წლის 1 კვარტლის
WORKNET-ზე რეგისტრაცია 2020 წ. 2021წ. მდგომარეობით

დამსაქმებლების რაოდენობა 269 843 202

ვაკანსიების რაოდენობა 3,434 11 414 2188

Page 1 of 8
1.2. შრომის ბაზარზე ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირების გაწევა მუნიციპალურ
დონეზე - ეს არის პროცესი, რომელიც ხორციელდება დასაქმების კონსულტანტისა და სამუშაოს
მაძიებლის პირისპირ შეხვედრის ფორმატში და მიზნად ისახავს დასაქმების შესაძლებლობების
გაზრდასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების მიხედვით პიროვნულ განვითარებას.
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სტატისტიკური ინფორმაცია იმ პირთა შესახებ,
რომლებსაც გაეწიათ კონსულტირება.

2022 წლის 1
ინდ. კონსულტირება გაეწია 2020 წ. 2021 წ. კვარტლის
მდგომარეობით
სამუშაოს მაძიებელი 3024 2584 980

1.3 საშუამავლო მომსახურების გაწევა/განვითარება - ღონისძიების მიზანია თავისუფალი სამუშაო


ადგილების მოძიებისა და სამუშაოს მაძიებლების დასაქმების მიზნით, დამსაქმებელსა და სამუშაოს
მაძიებელს შორის ოპერატიული და ეფექტური კავშირი და/ან ასეთი კავშირის ხელშეწყობა.

საშუამავლო მომსახურების გაწევის (სამუშაოს მაძიებელთა შერჩევის) მიზნით, ვაკანსიების შესახებ


ინფორმაცია მიეწოდა სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებელს. სტატისტიკური
ინფორმაცია მოცემულია ცხრილში.

2022 წლის 1
2020 წ. 2021 წ. კვარტლის
საშუამავლო მოსახურება მდგომარეობით
დამსაქმებელთან გადაიგზავნა
1806 2997 563
სამუშაოს მაძიებელი

1.4 მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმების


შემუშავება და დანერგვა - ღონისძიების მიზანია მოწყვლადი, დაბალკონკურენტუნარიანი პირების
დასაქმების ხელშეწყობის სერვისების დანერგვა.

2020 წელს, სააგენტოს 4 სერვის ცენტრში მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 12 შშმ პირს
გაუწიეს მხარდაჭერითი მომსახურება. შშმ პირთათვის მოძიებული იქნა 9 ვაკანსია. შედეგად,
საშუამავლო მომსახურების ფარგლებში დასაქმდა 9 შშმ პირი.

2021 წელს, სააგენტოს მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა, საქართველოს მასშტაბით,


მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტირება გაუწიეს 220 შშმ პირს. საშუამავლო მომსახურების
ფარგლებში დასაქმდა 26 შშმ პირი.

2022 წლის 1 კვარტლის მდგომარეობით, მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 57 შშმ პირს


გაუწიეს მხარდაჭერითი მომსახურება. დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების
ხელშეწყობის მიზნით, შშმ პირთათვის მოძიებული იქნა 8 ვაკანსია. მიმდინარეობს კანდიდატების
შერჩევის პროცესი.

1.4.1 შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი - კომპონენტის ამოცანაა სამუშაოს


მაძიებელი ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან
შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ თავისუფალ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულ
ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება.

Page 2 of 8
სააგენტო უზრუნველყოფს ბენეფიციართა სუბსიდირებას დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ
ვაკანსიაზე გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 560
(ხუთას სამოცი) ლარისა. პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 9 თვის ვადით,
საიდანაც დასაქმებულს სუბსიდია ეძლევა არანაკლებ 3 (სამი) თვის ვადით.

სუბსიდირების კომპონენტში 2021 წელს ჩაერთო 3 დამსაქმებელი და 8 სამუშაოს მაძიებელი. 2021 წელს
დასაქმდა 5 შშმ პირი.(აღნიშნული აქტივობის ფარგლებში დაიხარჯა 9339.01 ლარი)

1.5 დასაქმების ფორუმების მოწყობა - ღონისძიების მიზანია დამსაქმებლებს, პროფესიული


განათლების პროვაიდერებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კონტაქტის დამყარება.

2020 წელს დამსაქმებელმა ორგანიზაციებმა სააგენტოს მხარდაჭერით ჩაატარეს 2 დასაქმების ფორუმი.


სააგენტომ განახორციელა საინფორმაციო მხარდაჭერა. ფორუმის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა
სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს. (აღნიშნულ აქტივობაში სააგენტოს ფინანსური
ხარჯი არ გაუწევია).

2021 წელს, უშუალოდ სააგენტოს ორგანიზებით ჩატარებული იქნა 1 დასაქმების ფორუმი, ხოლო
სხვადასხვა პარტნიორ უწყებებთან მხარდაჭრით - 10 დასაქმების ფორუმი. სულ, ღონისძიებებში
მონაწილეობა მიიღო 337 დამსაქმებელმა (ონლაინ ფორუმებზე მონაწილეობა მიიღო 21
დამსაქმებელმა) და 2500-ზე მეტმა სამუშაოს მაძიებელმა. აღნიშნული აქტივობების ფარგლებში, 2021
წლის მდგომარეობით, დასაქმებულია 341 სამუშაოს მაძიებელი. (აღნიშნული აქტივობის ფარგლებში
პროგრამის ბიუჯეტიდან გახარჯული იქნა 6437 ლარი).

1.6 ვაკანსიების მონიტორინგი და თვისებრივი კვლევების განხორციელება მინიმუმ წელიწადში


ერთხელ - აღნიშნული აქტივობის ფარგლებში სააგენტომ 2021 წელს შეიმუშავა დამსაქმებლების
გამოკითხვისა და ვაკანსიების მონიტორინგის სახელმძღვანელო.

შედეგად, შრომის ბაზარზე, ლოკალურ დონეზე, ვაკანსიების მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტოს


რეგიონულმა წარმომადგენლობებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, შრომის ბაზრის მართვის
საინფორმაციო სისტემაში აღრიცხულ 1178 ორგანიზაციასთან დაამყარეს კომუნიკაცია, საიდანაც
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 238 დამსაქმებელმა.

ასევე, 2021 წელს განხორციელდა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შრომის ბაზრის
მართვის საინფორმაციო სისტემაში დამსაქმებლების მიერ შემოტანილი ვაკანტური ადგილების
მონიტორინგი.

დაფიქსირდა რეგიონების მასშტაბით წარმოდგენილი ვაკანსიების განსხვავებული ოდენობა. ყველაზე


მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში, იმერეთსა და კახეთში. თბილისის მასშტაბით
ვაკანტური ადგილების ოდენობაა - 6524, იმერეთში - 1402, ხოლო კახეთში - 697.
გამოკითხულ ორგანიზაციებში გამოიკვეთა დეფიციტური პოზიციები. ასევე დამუშავდა ინფორმაცია
დარეგისტრირებული ვაკანსიებისა და პოზიციების შესახებ, რომლებიც აისახა მოთხოვნადი
პროფესიების ნუსხაში.

1.7 სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების წარმოება-


ღონისძიების მიზანია მედიის, საზოგადოების დაინტერესებული მხარეებისთვის (ადგილობრივი
არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები, დამსაქმებლები,
დასაქმების კერძო სააგენტოები), ცნობიერების ამაღლება დასაქმების ხელშეწყობის სერვისების
შესახებ.

Page 3 of 8
2021 წლის 18-19 ივნისს, რეგიონული და ცენტრალური მედიისა და დაინტერესებული მხარეების
(ადგილობრივი არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციები, სოციალური პარტნიორები,
დამსაქმებლები) წარმომადგენელთათვის, სააგენტომ ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს, დამსაქმებელთა ასოციაციის, კერძო კოლეჯების, მედიის, პარტნიორი
ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის 28 წარმომადგენელმა. (აღნიშნული აქტივობის
ფარგლებში პროგრამის ბიუჯეტიდან გახარჯული იქნა 10 450 ლარი).

1.8 სოციალურ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა და სხვა ღონისძიებები:

2021 წლის დეკემბრის თვეში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ და სოციალური


მომსახურების სააგენტომ მუშაობის ორი წელი შეაჯამეს. ანგარიშის მთავარი თემები იყო - დასაქმების
ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების განხორციელება; დასაქმების ხელშეწყობა და
შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება; ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში
სახელმწიფოთაშორისი სქემების განხორციელება.

ისაუბრეს დასაქმების ხელშეწყობის პროგრამის აქტივობებზე. კერძოდ, შრომის ბაზრის მართვის


საინფორმაციო სისტემაზე, ინდივიდუალური და მხარდაჭერით კონსულტირებებსა და სამუშაოს
მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებზე (აღნიშნული აქტივობის
ფარგლებში პროგრამის ბიუჯეტიდან გახარჯული იქნა 6 248 ლარი).

• სააგენტოს რეგიონულმა წარმომადგენლებმა განახორციელეს საინფორმაციო სახის


შეხვედრები საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
შედეგად, მხარეები შეთანხმდენენ თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება.

• 2021 წლის 07 და 14 ივლისს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, World Vision


საქართველოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ორგანიზებით
გამართა საინფორმაციო შეხვედრა. ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოში თავშესაფრის
მაძიებელთა, ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისა და მოქალაქეობის
არმქონე პირთა დასაქმების შესაძლებლობებისა და არსებული გამოწვევების შესახებ
ცნობიერების ამაღლებას.
• 2021 წლის დეკემბრის თვეში, სააგენტომ შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის განვითარებაში
დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობისა და სოციალური დიალოგის
განვითარების მიზნით, ორგანიზება გაუკეთა წლიურ კონფერენციას, სადაც მოწვეულები
იყვნენ სოციალური პარტნიორები, პარტნიორი სახელმწიფო უწყებები და საზოგადოების სხვა
დაინტერესებული პირები.

2. „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა“


(პროგრამული კოდი 27 05 03)
2020 წელს ბიუჯეტით დამტკიცებული მოცულობა 2 090 000, საანგარიშო პერიოდის საკასო
შესრულება 3200;
2021 წელს ბიუჯეტით დამტკიცებული მოცულობა 2 090 000, საანგარიშო პერიოდის საკასო
შესრულება 1930889.58;
2022 წელს ბიუჯეტით დამტკიცებული მოცულობა 2 100 000, საანგარიშო პერიოდის საკასო
შესრულება (1 კვარტ.) 404678.35;

Page 4 of 8
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი აქტივობები:

2.1. პროფესიული კონსულტაციისა (პროფკონსულტაცია) და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების


გაწევა მუნიციპალურ დონეზე - ღონისძიების მიზანია პროფკონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის
მომსახურების განვითარება ქვეყნის მასშტაბით.

2020 წელს, სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლობებში, ინდივიდუალური კარიერის დაგეგმვა და


პროფესიული კონსულტირება ჩაუტარდა 72 სამუშაოს მაძიებელს.

2021 წელს, სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლობებში, ინდივიდუალური კარიერის დაგეგმვა და


პროფესიული კონსულტირება ჩაუტარდა 1782 სამუშაოს მაძიებელს.

2022 წელს, სააგენტოს რეგიონულ წარმომადგენლობებში, ინდივიდუალური კარიერის დაგეგმვა და


პროფესიული კონსულტირება ჩაუტარდა 860 სამუშაოს მაძიებელს.

2.2. მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები - არანაკლებ ერთთვიანი ხანგრძლივობისაა


და სწავლების პროგრამა შემუშავებულია მოთხოვნადი პროფესიების შესაბამისად. პროგრამაში
ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა.

2020 წელს, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების


კომპონენტში ჩაერთო 6 მიმწოდებელი და 442 სამუშაოს მაძიებელი. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში
პანდემიით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი
დაიწყო წლის ბოლოს (როგორც აუდიტორიებში, ასევე დისტანციური რეჟიმით), რის გამო სასწავლო
პროცესი დასრულდა 2021 წლის პირველ კვარტალში. შესაბამისად, აქტივობის ფარგლებში,
მიმწოდებლებთან ანგარიშსწორება განხორციელდა 2021 წლის პროგრამის ბიუჯეტიდან.

2020 წელს 2019 წელს გადამზადებული სამუშაოს მაძიებლებიდან დასაქმებულია 555 სამუშაოს
მაძებელი.

2021 წელს, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების


კომპონენტში ჩაერთო 24 მიმწოდებელი და 2080 სამუშაოს მაძიებელი. მონიტორინგის შედეგად, 2021
წლის კურსდამთავრებულებიდან დასაქმდა 1373 სამუშაოს მაძიებელი. (აღნიშნული აქტივობის
ფარგლებში 2021 წლის პროგრამის ბიუჯეტიდან გახარჯული იქნა 1 748 481.67 ლარი).

დამატებით გაცნობებეთ, რომ 2021 წლის პროგრამის ფარგლებში, 2022 წელს კურსდამთავრებულთა
რაოდენობამ შეადგინა 231 სამუშაოს მაძიებელი (აღნიშნული აქტივობის ფარგლებში 2022 წლის
პირველ კვარტალში, პროგრამის ბიუჯეტიდან გახარჯული იქნა 425 318,81 ლარი).

2.2.1. პროგრამის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს სტაჟირება - დამსაქმებლების მიერ


წარმოდგენილ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილზე/ადგილებზე პრაქტიკული უნარ-
ჩვევების განვითარება/სწავლება შემდგომი დასაქმების მიზნით.

სტაჟირების მაქსიმალური ხანგრძლივობა განისაზღვრება დამსაქმებელთან შეთანხმებით და იგი არ


აღემატება 3 (სამ) კალენდარულ თვეს.

სტაჟირებაზე გაგზავნილი მოსარგებლეებისათვის გაიცემა სახელმწიფო სტიპენდია თვეში 200 ლარის


ოდენობით.

Page 5 of 8
სტაჟირების დასრულების შემდგომ დამსაქმებელი შერჩევის საფუძველზე უფორმებს შრომით
ხელშეკრულებას არა ნაკლებ ერთ სტაჟიორს, არანაკლებ 6 თვის ვადით, მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად.

2020 წელს სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო 1 დამსაქმებელი და 19 სტაჟიორი. (აღნიშნული


აქტივობის ფარგლებში 2020 წლის პრგრამის ბიუჯეტიდან გახარჯული იქნა 3200 ლარი). აქვე
გაცნობებთ, რომ ვინაიდან სტაჟირების პროცესი დაიწყო წლის ბოლოს, სტაჟიორებისთვის სტაჟირების
მე-2 და მე-3 თვის დაფინანსება განხორციელდა 2021 წლის პროგრამის ბიუჯეტიდან.

2021 წელს პროგრამის ფარგლებში, სტაჟირების კომპონენტში ჩაერთო 25 დამსაქმებელი და 147


სტაჟიორი. (აღნიშნული აქტივობის ფარგლებში 2021 წლის პროგრამის ბიუჯეტიდან გახარჯული
იქნა 61800 ლარი). აქვე გაცნობებთ, რომ სტაჟიორების ნაწილის დაფინანსება განხორციელდა 2022
წლის პროგრამის ბიუჯეტიდან.

კომპონენტის ფარგლებში, 2021 წლის მდგომარეობით, დასაქმებულია 79 სამუშაოს მაძიებელი.

2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში, სტაჟირების კომპონენტში


ჩაერთო 6 დამსაქმებელი და 71 სტაჟიორი. (აღნიშნული აქტივობის ფარგლებში 2022 წლის პროგრამის
ბიუჯეტიდან გახარჯული იქნა 25 800 ლარი).

2.3. საკვანძო კომპეტენციების განვითარება - საკვანძო კომპეტენციებში სამუშაოს მაძიებელთა


მომზადების მიზანია მათი შესაბამისი უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფა.

2021 წელს, სააგენტომ პროგრამის ფარგლებში განახორციელა ტრენინგები შემდეგი


მიმართულებებით: პერსონალური და სოციალური კომპეტენცია, ციფრული კომპეტენცია, სამეწარმეო
კომპეტენცია და მულტილინგვურობის კომპეტენცია (გერმანული, ინგლისური, ფრანგული ენები).
სულ, კომპონენტში ჩაერთო 820 სამუშაოს მაძიებელი. (აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, 2021 წლის
პრგრამის ბიუჯეტიდან გახარჯული იქნა 82 843,35 ლარი). კომპონენტის ფარგლებში, 2021 წელს
დასაქმებულია 70 სამუშაოს მაძიებელი.

3. ანტიკრიზისული სამთავრობო პროგრამის განხორციელება

„ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული


ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2020 წლის 4 მაისი N286 დადგენილების თანახმად, დასაქმების ხელშეწყობის სახელწიფო
სააგენტო განისაზღვრა პროგრამის ერთ-ერთ განმახორციელებელ უწყებად.

შედეგად წარმოგიდგენთ 2020-2021 წლებში, კომპენსაციის გაცემის შესახებ ინფორმაციას

3.1. (დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირებისათვის) 27 02 06 03 01 პროგრამის ფარგლებში,


კომპენსაცია განისაზღვრა თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ამ პროგრამის ამოქმედებიდან 6 თვის
განმავლობაში. 2020 წელს ბიუჯეტით დამტკიცებული მოცულობა 131 441 320; 2021 წელს ბიუჯეტით
დამტკიცებული მოცულობა 149 224 900;

კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ


დაქირავებულს, თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2019 წლის ივლის-დეკემბრის თვეებიდან
ნებისმიერ უწყვეტ სამ თვეს ან/და 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვეს მაინც და
Page 6 of 8
საგანგებო მდგომარეობის პერიოდში 2020 წლის 01 ივლისამდე არ იღებდა ხელფასს
(შეუწყდა/შეუჩერდა) და დაქირავებულს, თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის
იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს და ამ პერიოდში
იღებდა ხელფასს და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ
ერთ ან მეტ თვეს არ იღებდა ხელფასს.

კომპენსაციის გაცემის შესახებ ცხრილი


2020-2021 წელს 200 ლარიანი 6 თვიანი კომპენსაცია მიიღო

200 ლარიანი (6 თვე) კომპენსაცია მიიღო ბენეფიციარი კომპენსაცია

I ეტაპის მიკუთვნებულმა ბენეფიციარებმა 163 421 131 743 700


II ეტაპის მიკუთვნებულმა ბენეფიციარებმა 158 523 148 689 000

3.2 (თვითდასაქმებულების, ინდ. მეწარმეებისა და გადასახადის გადამხდელი ფიზიკური


პირებისათვის, ასევე დაქირავებულებისათვის) - 27 02 06 03 02. პროგრამის ფარგლებში, კომპენსაცია
განისაზღვრა ერთჯერადად 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2020 წელს ბიუჯეტით დამტკიცებული
მოცულობა 111 167 000; 2021 წელს ბიუჯეტით დამტკიცებული მოცულობა 560 700;

კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონდათ კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულ


თვითდასაქმებულ (არაფორმალურად) დასაქმებულ პირებს, რომელბიც 2020 წლის 15 მაისიდან
დარეგისტრირდნენ სარეგისტრაციო პორტალზე განმცხადებლად და შეავსეს ელექტრონული
განაცხადის ფორმა 2020 წლის 01 აგვისტომდე და დაქირავებულს, თუ ის დაქირავებით საქმიანობას
ეწეოდა 2020 წლის იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს
და ამ პერიოდში იღებდა ხელფასს და 2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით
პერიოდში ნებისმიერ ერთ ან მეტ თვეს არ იღებდა ხელფასს.
კომპენსაციის გაცემის შესახებ ცხრილი
2020-2021 წელს 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენასცია მიიღო

300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია მიიღო ბენეფიციარი კომპენსაცია

I ეტაპს მიკუთვნებულმა ბენეფიციარებმა 249 121 74 736 200


36 606 900
II ეტაპს მიკუთვნებულმა ბენეფიციარებმა 122 023

3.. „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ (27 05 04)


საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის (შემდგომში – ქვეპროგრამა)
მიზანია სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების მიმართ შრომის ბაზრის აქტიური
პოლიტიკის განხორციელება, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის გზით. 2022
წელს ბიუჯეტით დამტკიცებული მოცულობა 4 931 250 ლარი,

2022 წელს საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამასთან დაკავშირებით,


სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჯამში მიმართა 16 461 მოქალაქემ, საიდანაც 5
727 მოქალაქე გადამისამართდა საზოგადოებრივი სამუშაოების კონკრეტულ ვაკანსიაზე. შედეგად,
სოციალური ხელშეკრულება გაფორმებული იქნა 4786 პროგრამის მოსარგებლესთან. (აღნიშნული
აქტივობის ფარგლებში 2022 წელს დღეის მდგომარეობით პროგრამის ბიუჯეტიდან გახარჯული იქნა
1 007 316 ლარი).

Page 7 of 8
Page 8 of 8
ქალბატონო სალომე,

თქვენი მიმდინარე წლის 23 მაისის N CA0041223674534 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ:

1. 2020 წლს სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დამტკიცებული


ბიუჯეტი შეადგენდა 3493000 ლარს, დაზუსტებული - 243437025 ლარს. 2021 წლის
დამტკიცებული ბიუჯეტი - 154073000 ლარს, ხოლო დაზუსტებული - 153629895 ლარს,
2022 წლის დმტკიცებული 4259000 ლარს, დაზუსტებული კი - 11040450 ლარს.
2. მიმდინარე წლის ხუთ თვეში სააგენტოში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურებაზე
დაიხარჯა 823589 ლარი.
3. სააგენტოში დასაქმებულია 35 შტატიანი და 268 შრომითი ხელშეკრულებით
დასაქმებული პირი.
4. წარმოგიდგენთ სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული
გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის
სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დასაქმებულთა მაჩვენებელს წლების
მიხედვით.

სულ პროგრამების მიხედვით 2020 წელი 2021 წელი

საშუამავლო მომსახურება 343 785

მხარდაჭერითი დასაქმება 9 38

სტაჟირება 79

მომზადება-გადამზადება 555 1373

სუბსიდირება 5

დასაქმების ფორუმი 1 341

საკვანძო კომპეტენცია 70

კონსულტირება (კარიერული დაგეგმვა,


ინდ.კონსულტირება) 1121

ჯამი 908 3812

დამატებით გაცნობებთ, რომ 2022 წლის დასაქმების შესახებ მონაცემების დამუშავება


მიმდიანრე პროცესშია.
5. ინფორმაციას სააგენტოს მიერ პროგრამით გათვალისწინებული განხორციელებული
აქტივობების ჩამონათვალის შესახებ იხ.დანართ 1-ში.
6. 2021 წელს წარმომადგენლობითმა ხარჯმა შეადგინა 2502,3 ლარი. აქედან,
ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული ფორუმებისა და შეხვედრების
უზრუნველსაყოფად სასტუმროს მომსახურებისათვის ი.მ. ლ. სამადაშვილს
გადაერიცხა 270 ლარი; შპს არტ სფეისსა და შპს პალატს კვებითი მომსახურებისათვის
გადაერიცხათ შესაბამისად 1171,5 ლარი და 960 ლარი; შპს აიდიეს ბორჯომი თბილისს
სასმელი წყლის მოწოდებისათვის გადაერიცხა 100,8 ლარი. 2022 წელს შპს ქუთაისი
ჰოტელ სერვისს სასტუმროს მომსახურებისათვის გადაერიცხა 240 ლარი;
7. ინფორმაციას საშტატო ნუსხასა და მივლინებების შესახებ გიგზავნით დანართების
სახით.
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2020 წლის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი

სულ
N შტატით გათვალისწინებული თანამდებობის დასახელება რაოდენობა თანამდებობრივი
სარგო თვეში

სულ 51 81,000

ხელმძღვანელობა 3 13,500
დირექტორი 1 5,400
დირექტორის მოადგილე/ადმინისტრაციის უფროსი 1 4,400
მრჩეველი 1 3,700
I ადმინისტრაციული სამსახური 17 23,900
1 მონიტორინგის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახური 7 10,200
სამსახურის უფროსი 1 2,800
მთავარი სპეციალისტი 2 2,600
უფროსი სპეციალისტი 4 4,800
2 ფინანსური და ადმინისტრაციული სამსახური 10 13,700
სამსახურის უფროსი 1 2,800
მთავარი სპეციალისტი 1 1,500
მთავარი სპეციალისტი 4 5,200
უფროსი სპეციალისტი 3 3,600
სპეციალისტი 1 600
II დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტი 17 21,100
დეპარტამენტის უფროსი 1 3,100

1 დასაქმების პროგრამების სამმართველო 7 7,800

სამმართველოს უფროსი 1 2,000


მთავარი სპეციალისტი 2 2,400
უფროსი სპეციალისტი 3 2,700
სპეციალისტი 1 700
დასაქმების მაძიებელთა და დამსაქმებელთა აღრიცხვის და მოძიების
2 9 10,200
სამმართველო
სამმართველოს უფროსი 1 2,000
მთავარი სპეციალისტი 4 4,800
უფროსი სპეციალისტი 3 2,700
სპეციალისტი 1 700
III შრომითი მიგრაციის დეპარტამენტი 14 22,500
დეპარტამენტის უფროსი 1 3,100
1 შრომითი მიგრაციის სამმართველო 10 13,900
სამმართველოს უფროსი 1 2,500
მთავარი სპეციალისტი 2 3,000
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი თბილისში) 1 1,200
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი ქუთაისში) 1 1,200
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი ბათუმში) 1 1,200
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი თელავში) 1 1,200
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი ოზურგეთში) 1 1,200
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი ზუგდიდში) 1 1,200
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი გორში) 1 1,200

2 საერთაშორისო ვაკანსიების სამმართველო 3 5,500

სამმართველოს უფროსი 1 2,500


მთავარი სპეციალისტი 2 3,000
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2022 წლის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი

სულ თანამდებობრივი
N შტატით გათვალისწინებული თანამდებობის დასახელება რაოდენობა
სარგო თვეში

სულ 52 81,520

ხელმძღვანელობა 3 10,790
დირექტორი 1 5,940
დირექტორის მოადგილე/ადმინისტრაციის უფროსი 1 4,400
მრჩეველი 1 450
I ადმინისტრაციული სამსახური 17 24,200
1 მონიტორინგის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახური 7 8,855
სამსახურის უფროსი 1 3,080
მთავარი სპეციალისტი 2 1,980
უფროსი სპეციალისტი 1 1,320
უფროსი სპეციალისტი 3 2,475
2 საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახური 10 15,345
სამსახურის უფროსი 1 3,080
მთავარი სპეციალისტი 1 1,760
მთავარი სპეციალისტი 2 3,300
მთავარი სპეციალისტი 3 4,290
უფროსი სპეციალისტი 1 1,320
უფროსი სპეციალისტი 1 825
სპეციალისტი 1 770
II დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტი 18 23,430
დეპარტამენტის უფროსის მ.შ 1 3,080

1 დასაქმების პროგრამების სამმართველო 8 9,515

სამმართველოს უფროსი 1 2,200


მთავარი სპეციალისტი 1 1,760
მთავარი სპეციალისტი 1 1,320
მთავარი სპეციალისტი 1 990
უფროსი სპეციალისტი 3 2,475
სპეციალისტი 1 770
დასაქმების მაძიებელთა და დამსაქმებელთა აღრიცხვის და მოძიების
2 9 10,835
სამმართველო
სამმართველოს უფროსი 1 2,750
მთავარი სპეციალისტი 1 1,540
მთავარი სპეციალისტი 1 1,320
მთავარი სპეციალისტი 3 2,970
უფროსი სპეციალისტი 2 1,650
სპეციალისტი 1 605
III შრომითი მიგრაციის დეპარტამენტი 14 23,100
დეპარტამენტის უფროსი 1 3,080
1 შრომითი მიგრაციის სამმართველო 10 14,300
სამმართველოს უფროსი 1 2,200
მთავარი სპეციალისტი 1 1,650
მთავარი სპეციალისტი 1 1,320
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი თბილისში) 1 1,210
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი ქუთაისში) 1 1,320
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი ბათუმში) 1 1,320
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი თელავში) 1 1,320
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი ოზურგეთში) 1 1,320
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი ზუგდიდში) 1 1,320
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი გორში) 1 1,320
2 საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო 3 5,720

სამმართველოს უფროსი 1 2,750


მთავარი სპეციალისტი 1 1,650
მთავარი სპეციალისტი 1 1,320
სსიპ - დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს 2021 წლის საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი

სულ
N შტატით გათვალისწინებული თანამდებობის დასახელება რაოდენობა თანამდებობრივი
სარგო თვეში

სულ 52 72,400

ხელმძღვანელობა 3 9,950
დირექტორი 1 5,400
დირექტორის მოადგილე/ადმინისტრაციის უფროსი 1 4,100
მრჩეველი 1 450
I ადმინისტრაციული სამსახური 17 20,850
1 მონიტორინგის, სტატისტიკისა და ანალიტიკის სამსახური 7 8,050
სამსახურის უფროსი 1 2,800
მთავარი სპეციალისტი 2 1,800
უფროსი სპეციალისტი 1 1,200
უფროსი სპეციალისტი 3 2,250
2 საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახური 10 12,800
სამსახურის უფროსი 1 2,800
მთავარი სპეციალისტი 1 1,500
მთავარი სპეციალისტი 3 3,900
მთავარი სპეციალისტი 1 900
უფროსი სპეციალისტი 2 2,400
უფროსი სპეციალისტი 1 750
სპეციალისტი 1 550
II დასაქმების ხელშეწყობის დეპარტამენტი 18 20,600

დეპარტამენტის უფროსი 1 2,800

1 დასაქმების პროგრამების სამმართველო 8 8,650

სამმართველოს უფროსი 1 2,000


მთავარი სპეციალისტი 1 1,600
მთავარი სპეციალისტი 1 1,200
მთავარი სპეციალისტი 1 900
უფროსი სპეციალისტი 3 2,250
სპეციალისტი 1 700
დასაქმების მაძიებელთა და დამსაქმებელთა აღრიცხვის და მოძიების
2 9 9,150
სამმართველო
სამმართველოს უფროსი 1 2,000
მთავარი სპეციალისტი 2 2,400
მთავარი სპეციალისტი 2 1,800
უფროსი სპეციალისტი 1 900
უფროსი სპეციალისტი 2 1,500
სპეციალისტი 1 550
III შრომითი მიგრაციის დეპარტამენტი 14 21,000
დეპარტამენტის უფროსი 1 2,800
1 შრომითი მიგრაციის სამმართველო 10 13,000

სამმართველოს უფროსი 1 2,000


მთავარი სპეციალისტი 1 1,500
მთავარი სპეციალისტი 1 1,200
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი თბილისში) 1 1,100
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი ქუთაისში) 1 1,200
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი ბათუმში) 1 1,200
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი თელავში) 1 1,200
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი ოზურგეთში) 1 1,200
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი ზუგდიდში) 1 1,200
უფროსი სპეციალისტი (დასაქმების სპეციალისტი გორში) 1 1,200

2 საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო 3 5,200

სამმართველოს უფროსი 1 2,500


მთავარი სპეციალისტი 1 1,500
მთავარი სპეციალისტი 1 1,200

You might also like