You are on page 1of 7

ბენეფიციართა

წელი ტენდერი შემწყიდველი მიმწოდებელი ღირებულება კომენტარი


რაოდენობა
2020 წელს გამოცხადებული ტენდერები
2020 NAT200019604 ნაძალადევის რაიონის გამგეობა ილი ჯგუფი 401120 1112 უკონკურენტოდ
2020 NAT200019559 სამგორის რაიონის გამგეობა ილი ჯგუფი 602035 1442 უკონკურენტოდ
2020 NAT200019556 ჩუღურეთის რაიონის გამგეობა შპს Aladashvili & co 215430 500 უკონკურენტოდ
2020 NAT200017150 ვაკის რაიონის გამგეობა შპს ტანდემი 757120 1600 უკონკურენტოდ
2020 NAT200017138 კრწანისის რაიონის გამგეობა შპს Aladashvili & co 1591473 3380 უკონკურენტოდ
დაბალი შეთავაზების მქონე კომპანიის
2020 NAT200017137 ნაძალადევის რაიონის გამგეობა ილი ჯგუფი 3293504 6941 დისკვალიფიკაციია/ხელშეკრულების პირობების
დარღვევის გამო კომპანიას დაეკისრა ჯარიმა
2020 NAT200017133 საბურთალოს რაიონის გამგეობა ილი ჯგუფი 835120 1760 უკონკურენტოდ
2020 NAT200017123 სამგორის რაიონის გამგეობა ილი ჯგუფი 2888756 6088 უკონკურენტოდ
2020 NAT200017102 მთაწმინდის რაიონის გამგეობა შპს Aladashvili & co 1130040 2400 უკონკურენტოდ
2020 NAT200017062 გლდანის რაიონის გამგეობა შპს ელფი 3074760 6480 უკონკურენტოდ
2020 NAT200017050 ჩუღურეთის რაიონის გამგეობა შპს Aladashvili & co 1459635 3100 უკონკურენტოდ
2020 NAT200017049 ისნის რაიონის გამგეობა შპს Aladashvili & co 2313808 4800 უკონკურენტოდ
2020 NAT200017047 დიდუბის რაიონის გამგეობა შპს ტანდემი 1043900 2200 უკონკურენტოდ
2019 წელს გამოცხადებული ტენდერები

2019 NAT190023466 ისნის რაიონის გამგეობა შპს Aladashvili & co 1974870 4800 უკონკურენტოდ
2019 NAT190021310 სამგორის რაიონის გამგეობა ილი ჯგუფი 2829824 6088 უკონკურენტოდ
2019 NAT190021176 მთაწმინდის რაიონის გამგეობა შპს Aladashvili & co 948705 2400 უკონკურენტოდ
2019 NAT190021075 საბურთალოს რაიონის გამგეობა ილი ჯგუფი 746320 1759 უკონკურენტოდ
2019 NAT190021016 ნაძალადევის რაიონის გამგეობა ილი ჯგუფი 3223992 6941 უკონკურენტოდ
2019 NAT190021008 კრწანისის რაიონის გამგეობა შპს Aladashvili & co 1595833 3380 უკონკურენტოდ
2019 NAT190020980 გლდანის რაიონის გამგეობა შპს ელფი 3059468 6480 უკონკურენტოდ
2019 NAT190020910 ჩუღურეთის რაიონის გამგეობა შპს Aladashvili & co 1417494 3100 უკონკურენტოდ
2019 NAT190020907 დიდუბის რაიონის გამგეობა შპს ტანდემი 1040160 2200 უკონკურენტოდ
დაბალი შეთავაზების მქონე კომპანიის
2019 NAT190012564 მთაწმინდის რაიონის გამგეობა შპს Aladashvili & co 318357 2530 დისკვალიფიკაციია/ხელშეკრულების პირობების
დარღვევის გამო კომპანიას დაეკისრა ჯარიმა
2019 NAT190012042 ჩუღურეთის რაიონის გამგეობა შპს Aladashvili & co 616590 3100 უკონკურენტოდ
2019 NAT190011713 ისნის რაიონის გამგეობა შპს Aladashvili & co 1006181 4800 უკონკურენტოდ
2018 წელს გამოცხადებული ტენდერები
2018 NAT180018676 საბურთალოს რაიონის გამგეობა ილი ჯგუფი 782654 1 794 უკონკურენტოდ
2018 NAT180018695 ისნის რაიონის გამგეობა ნილი 994590 4800 უკონკურენტოდ
2018 NAT180018706 დიდუბის რაიონის გამგეობა თარი-08 1032430 2200 უკონკურენტოდ
2018 NAT180018716 ნაძალადევის რაიონის გამგეობა ილი ჯგუფი 3290522 6941 უკონკურენტოდ
2018 NAT180018719 ჩუღურეთის რაიონის გამგეობა ნილი 630369 3100 უკონკურენტოდ
2018 NAT180018722 გლდანის რაიონის გამგეობა შპს ელფი 3048645 6480 უკონკურენტოდ
2018 NAT180018773 სამგორის რაიონის გამგეობა ილი ჯგუფი 2888756 6088 უკონკურენტოდ
2018 NAT180018796 მთაწმინდის რაიონის გამგეობა ნილი 1247935 2630 უკონკურენტოდ
2018 NAT180018844 ვაკის რაიონის გამგეობა ი/მ ნურა მჭედლიძე 759200 1600 უკონკურენტოდ
2018 NAT180018928 კრწანისის რაიონის გამგეობა შპს Aladashvili & co 1603810 3380 უკონკურენტოდ
ადრესატი:
წერილის ნომერი:35-01212102361
ირაკლი ხელაძე
თარიღი: 29/07/2021
ნაძალადევის რაიონის გამგეობა-პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
(გამგებელი)

მოხსენებითი ბარათი

ბატონო ირაკლი,

გაცნობებთ რომ 2021 წლის 29 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის
რაიონის გამგეობის უფასო სასადილოებით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე გაფორმებული
ხელშეკრულების შესრულების ინსპექტირების ჯგუფის წევრების მიერ განხორციელდა ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე სოციალურად დაუცველთა უფასო
კვების სასასადილოს შემოწმება.

შემოწმებულ იქნა თემქა 3მ/რ, კვ.5 კორპ. 9-ში მდებარე სასადილო ,,ზღვისუბანი 1“ და თემქა 3მ/რ, კვ.4,
კორპ. 57-ში მდებარე ,,სასადილო ზღვისუბანი 2“, რომლებსაც ემსახურება შპს ,,ილი ჯგუფის“ (ს/ნ
205265808) ქვეკონტრაქტორი ი/მ გივი გედევანიშვილი.

შემოწმების შედეგად დადგინდა:

თემქა 3მ/რ, კვ.5 კორპ. 9-ში არსებული კვების სასადილო ემსახურება ძირითადი სიით 732
ბენეფიციარს, ხოლო დამატებითი სიით 73 ბენეფიციარს.

სასადილოს შემოწმების დროს 2021 წლის 29 ივლისს უფასო სასადილოში მენიუთი


გათვალისწინებული იყო ჩიხირთმა ქათმის ბულიონზე, ხორბლის ფაფა, შებრაწული ქათმის
ბარკალი.13:00 საათისთვის სასადილოდან თავისი კუთვნილი სადილი წაღებული ჰქონდა 426
ბენეფიციარს, მოსასვლელი იყო 306 ბენეფიციარი.

ამ სასადილოში უნდა მოემზადებინათ 54,900 კგ შებრაწული ბარკალი, ფაქტიურად მომზადდა 31,950


კგ.

თემქა 3მ/რ, კვ.4 კორპ. 57-ში არსებული კვების სასადილო ემსახურება ძირითადი სიით 671
ბენეფიციარს, ხოლო დამატებითი სიით 60 ბენეფიციარს.

სასადილოს შემოწმების დროს 2021 წლის 29 ივლისს უფასო სასადილოში მენიუთი


გათვალისწინებული იყო ჩიხირთმა ქათმის ბულიონზე, ხორბლის ფაფა, შებრაწული ქათმის
ბარკალი.13:15 საათისთვის სასადილოდან თავისი კუთვნილი სადილი წაღებული ჰქონდა 484
ბენეფიციარს, მოსასვლელი იყო ძირითადი სიის 187 ბენეფიციარი.

ამ სასადილოში უნდა მოემზადებინათ 50,325 კგ. შებრაწული ბარკალი, ფაქტიურად მომზადდა 36, 300
კგ.

აქვე განვმარტავთ, რომ სახელმწიფო შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების


შესაბამისად უფასო სასადილოთი მოსარგებლე ძირითადი სიის ბენეფიციარებისთვის მზა სადილი
გაიცემა 14 საათამდე.
შემოწმების შემდგომ მოხდა ოქმის შედგენა ხელმოწერის დაფიქსირებით.

დანართის სახით წარმოგიდგენთ თემქა 3მ/რ, კვ.5 კორპ. 9-ში და თემქა 3მ/რ, კვ.4 კორპ. 57-ში მდებარე
სასდილოებში შედგენილ ოქმებს.

ციცინო მეგენეიშვილი

ნაძალადევის რაიონის გამგეობა-სოციალური პროექტების განყოფილება-მეორადი სტრუქტურული ერთეულის


ხელმძღვანელი (განყოფილების უფროსი)
წერილის ნომერი: 35-01212112337 ადრესატი: შპს ილი ჯგუფი
საიდენტიფიკაციო ნომერი: 205265808
თარიღი: 30/07/2021 საქართველო, ქ. თბილისი, ვაკის რაიონი,
პინი: 5902 მისამართი: გამზირი ილია ჭავჭავაძის , N 83,
კომერციული ფართი N2, ბლოკი V

გადაამოწმეთ: document.municipal.gov.ge

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ დარღვეულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის გამგეობის
2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ნაძალადევის რაიონის
ტერიტორიაზე მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთათვის უფასო სასადილოებით
მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე 2021 წლის 10 თებერვალს დადებული N6.2.14.7/30/010(განცხადება-
NAT200017137) ხელშეკრულებისა და 2021 წლის 6 იანვარს დადებული N6.2.14.7/30/165(განცხადება-
NAT200019604) ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, 2021 წლის 29 ივლისის შემოწმების საფუძველზე ორ
ლოკაციაზე გამოვლინდა დარღვევები, რომლებიც ასახულია შესაბამის ინსპექტირების აქტებში (21-134 და 21-135).
ხელშეკრულების პირობების ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო, N6.2.14.7/30/010 ხელშეკრულების მე-8 მუხლის
მე-2 პუნქტის თანახმად, დაგეკისრათ ჯარიმა 2761,13 (ორი ათას შვიდას სამოცდაერთი ლარი და 13 თეთრი) ლარის
ოდენობით (2761129.8 * 0,05% * 2 = 2761,13) და N6.2.14.7/30/165 ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის
თანახმად, დაგეკისრათ ჯარიმა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (500 * 2 = 1000).

გთხოვთ, დაკისრებული ჯარიმის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინოთ ხელშეკრულების


მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე, სხვა შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება
დაკისრებული ჯარიმის თანხის გამოკლებით.

გადახდის რეკვიზიტები:

მიმღები _ სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო, ბანკის კოდი: TRESGE22; შემოსავლების
სახაზინო კოდი: 300773287; დანიშნულება: საჯარიმო სანქცია ნაძალადევის რაიონის გამგეობასთან 2021 წლის 10
თებერვალს დადებული N6.2.14.7/30/010 და 2021 წლის 6 იანვარს დადებული N6.2.14.7/30/165 ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მომსახურების პირობების დარღვევისათვის.

პატივისცემით,

ირაკლი ხელაძე გამოყენებულია კვალიფიციური


ელექტრონული ხელმოწერა/
ელექტრონული შტამპი
ნაძალადევის რაიონის გამგეობა-პირველადი
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი (გამგებელი)

You might also like