You are on page 1of 2

ნიმუში

სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს

დირექტორს ბატონ -----------------------------

თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N144

საჩივრის ავტორის სრული დასახელება ან ფიზიკური პირის სახელი, გვარი

წარმომადგენელი

საჩივრის ავტორის/ წარმომადგენლის საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი

საჩივრის ავტორის/ წარმომადგენლის მისამართი

საჩივრის ავტორის/ წარმომადგენლის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი

ადმინისტრაციული საჩივარი

სააგენტოს ტერიტორიული/სტრუქტურული ერთეულის იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილება, ბრძანება, აქტი)


დასახელება, რომელიც სადავოდ არის ქცეული

მოთხოვნა:

არარად აღიარება (მ. 60)* სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობა (მ. 601)

ძალადაკარგულად გამოცხადება (მ. 61) ცვლილება/შეცდომების გასწორება (მ. 59,63)

შეგიძლიათ სადავოდ აქციოთ და დაასახელოთ სააგენტოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან ისეთი მოქმედების
განხორციელებისაგან თავის შეკავება, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას

აქტს გავეცანით წ.

დაასახელეთ კონკრეტული თარიღი, როდესაც გაეცანით (ხელზე ან ფოსტის მეშვეობით ჩაგბარდათ) სადავოდ ქცეული აქტი ან როდესაც
შეიტყეთ სააგენტოს ქმედების ან უმოქმედობის თაობაზე, შესაბამისი მტკიცებულების დართვით; ცნობისათვის: ადმინისტრაციული
საჩივრის დასაშვებობის სხვა პირობები მოცემულია 182-ე მუხლში.

*. ტექსტში მუხლები (მ. 60, მ.61 და ა.შ.) მითითებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიდან (ზაკ), მათ შორის,
გამოყენებულია თავი XIII (ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით)
გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა:

გარემოებები დასახელებულ უნდა იქნეს სადავო აქტის სტრუქტურის შესაბამისი თანმიმდევრობით (მაგალითად, პუნქტებით, აბზაცებით და
ა.შ.)

პირველ რიგში დაასახელეთ მოთხოვნა, ზაკ-ის მუხლების ჩვენებით (არარად აღიარება (მ. 60); სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნობა
(მ.
601); ძალადაკარგულად გამოცხადება (მ. 61); ცვლილება/შეცდომების გასწორება (მ. 59,63); ქმედების განხორციელება ან ქმედებისაგან
თავის შეკავება) და მიუთითეთ მოთხოვნის ის საფუძვლები, რაც გათვალისწინებულია შესაბამის ნორმებში;

შემდგომში, თითოეული მოთხოვნის ირგვლივ დაასახელეთ ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც


ამართლებენ/ასაბუთებენ აღნიშნულ მოთხოვნას: (რა უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული სადავო აქტის
გამოცემისას/ქმედებისას/უმოქმედობისას და რა გარემოებას/ნორმას ასახელებთ, რომელიც არ იქნა გათვალისწინებული/გამოყენებული
სააგენტოს მიერ.

თუ სადავო აქტი მოცულობითია და შედგება მუხლების/პუნქტებისაგან, ადმინისტრაციული საჩივარიც დასაბუთებული უნდა იყოს
მათი შესაბამისი თანმიმდევრობით.

თუ საჩივრის მოთხოვნა ეხება სადავო აქტში ცვლილებას/შეცდომების გასწორებას, წარმოადგინეთ ცვლილების შესაბამისი ვერსია,
ხოლო მათემატიკური/გამოანგარიშების დროს დაშვებული უზუსტობისას, საკუთარი გამოანგარიშება

ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა (თუ ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს
გადაეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ საჩივარს სავალდებულოდ უნდა დაერთოს მისი ასლი):
1.
2.
3. თუ საჩივარი წარმოდგენილია რწმუნებულის მეშვეობით, საჩივარს სავალდებულოდ დაერთვება
შესაბამისი რწმუნებულება/მინდობილობა.

დამატებითი პირობები: შეგიძლიათ, საჩივარში მიუთითოთ მისი ზეპირი მოსმენის ან/და თქვენი დასწრების გარეშე განხილვის,
ან/და ადმინისტრაციულ წარმოებაში წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის სურვილი

საჩივრის ავტორის ვინაობა ხელმოწერა

თარიღი

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა:

1. საჩივარი შედგენილ უნდა იქნეს წერილობით და პასუხობდეს მინიმუმ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს, მათ შორის, ერთვოდეს სადავოდ
ქცეული აქტი (ასეთის არსებობისას/ადრესატისათვის გაცნობისას).
2. სააგენტო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ:
ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის
მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
გ) არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე საკითხზე;
დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;
ე) (ამოღებულია - 20.03.2015, №3382);
ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

You might also like