You are on page 1of 15

4/19/23, 11:35 PM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

მთავარი | სიახლეები | მართლმსაჯულების სასახლე | სტრუქტურა | მოსამართლეები | სისტემა | ბიუჯეტი | კანონმდებლობა | კონტაქტი

<< უკან «წინა    შემდეგი»

საკასაციო საჩივარი
საქმის ნომერი ას-113-2021 კატეგორია შრომის სამართლებრივი დავა
თარიღი 27/04/2021 სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი
სახეობა
დაუშვებლად იქნა განაცდურის ანაზღაურების შესახებ
შედეგი
ცნობილი სამსახურში აღდგენა და განაცდურის
დავის საგანი
ანაზღაურება

გადაწყვეტილება/განჩინება
<< უკან «წინა    შემდეგი»

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 1/15
4/19/23, 11:35 PM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 2/15
4/19/23, 11:35 PM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
 
საქმე №ას-113-2021                                               27 აპრილი, 2021 წელი
                                                                                 ქ. თბილისი                
                                                                                                                                                           
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
 
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
 
 
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
 
 
პირველი კასატორი – ნ.შ–ა (მოსარჩელე)
 
 
მეორე კასატორი –  სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი  (მოპასუხე)
 
 
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის
2020 წლის 15 დეკემბრის განჩინება
 
 
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი
გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
 
 
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი
გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
 
 
დავის საგანი –  სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში
აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
 
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი    ნ ა წ ი ლ ი:
 
 
1.          ნ.შ–ამ (შემდეგში: მოსარჩელე ან პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა    სსიპ საზოგადოებრივი
მაუწყებლის (შემდეგში: მოპასუხე ან მეორე კასატორი ან დამსაქმებელი ან საზოგადოებრივი
მაუწყებელი) მიმართ და მოითხოვა: ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საზოგადოებრივი
მაუწყებლის გენერალური დირექტორის 18.09.2018 წლის N264-კ ბრძანება მოსარჩელესთან
შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოსარჩელე აღდგენილ იქნეს სსიპ
საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური პროდიუსერის თანამდებობაზე. მოპასუხეს
დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 18.09.2018 წლიდან, გადაწყვეტილების აღსრულებამდე,
თვეში 1650 (დასაბეგრი) ლარის გადახდა.
2.      სარჩელი შემდეგ გარემოებებს დაეფუძნა: მოსარჩელე საზოგადოებრივ მაუწყებელში
დასაქმებული იყო განუსაზღვრელი ვადით. მოპასუხის თანამშრომლებმა მოპასუხისაგან მიიღეს
შეთავაზება ისეთ ხელშეკრულებაზე, სადაც დასაქმებულების  ანაზღაურება უნდა
განხორციელებულიყო სათობრივად (ფაქტობრივად ნამუშვარი დროის), თუმცა, ხელშეკრულება
არ შეიცავდა მითითებას სამუშაო დღეების სავალდებულო მინიმალური რაოდენობის შესახებ,
რაც ტოვებდა იმის ფორმალურ შესაძლებლობას, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში
ერთი სამუშაო დღეც ვერ მიიღოს. ჩნდებოდა ვარაუდი, რომ ფაქტიურად აღნიშნული
ხელშეკრულების შეწყვეტას წარმოადგენდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირმა
მიმართა შესაბამის სამინისტროს მედიაციის დაწყების მიზნით. მედიაციას შედეგი არ მოჰყოლია
და მოგვაინებით 2018 წლის 18 სექტემბერს  მოპასუხის თანამშრომლები გაათავისუფლეს
სამსახურიდან. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის განმარტება ყველა გათავისუფლებული
მუშაკის, მათ შორის მოსარჩელის, მიმართ მიმართ იდენტურია.
3.          მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში თანამშრომელთა
დასწრება-აღრიცხვის ე.წ. ტურნიკების ამოქმედების შედეგად გამოვლიდა, რომ თანამშრომელთა
სამსახურში  ყოფნის მაჩვენებელი დაბალი იყო. ამასთან, არათანაბრად იყო გადანაწილებული
რ შ ს მ ს მ ს ხ მმ წ რ მს მ შ ნ ზ რ
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 3/15
4/19/23, 11:35 PM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
დატვირთვა. შესაბამისად, მოპასუხემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამუშაო ანაზღაურებულიყო
საათობრივად - ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით. შეთავაზება მოსარჩელემ არ
მიიღო. მოსარჩელე ასევე გაფრთხილებული იყო, რომ შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში,
მასთან შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 37(1) მუხლის
„ო“ პუნქტის შესაბამისად.
4.          თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის
გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 18.09.2018 წლის N264-კ ბრძანება
მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის
სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დასაბეგრი 16500 ლარის გადახდა.
5.          აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მოსარჩელემ
მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი
გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ -
გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.          თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 დეკემბრის
განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა პირველი
ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
7.      სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
8.          2017 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე დასაქმებული იყო სსიპ
საზოგადოებრივ მაუწყებელში განუსაზღვრელი ვადით, ტექნიკური პროდიუსერის
თანამდებობაზე. მოსარჩელის ყოველთვიური დასაბეგრი ხელფასი შეადგენდა 1650 ლარს.
ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებულები იყვნენ ყველა არსებით პირობაზე (იხ. 17.07.2017
წლის ხელშეკრულების ასლი ს. ფ. 19-22).
9.          2018 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელემ დამსაქმებლისაგან მიიღო წერილობითი შეთავაზება
შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლის შესახებ, კერძოდ მოსარჩელეს
შესთავაზეს შრომის ანაზღაურების საათობრივ სისტემაზე გადასვლა შესასრულებელი სამუშაოს
მიხედვით. 1 გადასაღები დღის ანაზღაურება განისაზღვრა დასაბეგრი 80 ლარის ოდენობით.
შეთავაზებაში მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ წინამდებარე შეთავაზება ძალაშია 2018 წლის 4
სექტემბრამდე. შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოქმედი შრომის ხელშეკრულება
შეწყდება 2018 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს ორგანული კანონის სშკ-ის 37-ე მუხლის
პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებების არსებით
პირობებზე პოზიციის გამოსახატავად დამსაქმებელმა დასაქმებულს განუსაზღვრა 3 დღე, ხოლო
უარი იწვევდა სამსახურიდან გათავისუფლებას (იხ. შეთავაზების ასლი ს. ფ. 25).
10.  მოპასუხის აღიარებით შრომის ანაზღაურების საათობრივ სისტემაზე გადასვლას შესაძლოა
გამოეწვია მოსარჩელის ხელფასის შემცირება, ვინაიდან, მას ყოველდღიურად გადასაღები დღე
დიდი ალბათობით არ ექნებოდა, ეს კი, თავის მხრივ, გამოიწვევდა მისი თანამდებობრივი
სარგოს შემცირებას. მოსარჩელემ უარი განაცხადა მის საუარესოდ ხელშეკრულების არსებითი
პირობების შეცვლაზე თანხმობის გამოხატვაზე.
11. მოპასუხის 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა
დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 18 სექტემბრიდან, სშკ-ის 37.1. მუხლის ,,ო“
ქვეპუნქტის საფუძველზე. მოსარჩელეზე გაიცა 2 თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაცია (იხ.
18.09.2018 წლის ბრძანების ასლი ს.ფ. 26).
12. მოსარჩელემ 21.09.2018 წელს მოპასუხისაგან მოითხოვა გათავისუფლების საფუძვლების
დასაბუთება. 2018 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელემ მოპასუხისაგან მიიღო დასაბუთება
გათავისუფლების საფუძვლების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ სსიპ საზოგადოებრივი
მაუწყებლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ცალკეული
პოზიციებისათვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე განისაზღვრა საათობრივი დასაქმების
სამუშაო რეჟიმი და ამ პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის შრომის ანაზღაურება უნდა
განხორციელებულიყო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს შესაბამისად. აღნიშნული
გარემოების გათვალისწინებით სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ოფიციალურად აცნობა
მოსარჩელეს და შესთავაზა შესაბამის ბლოკში მუშაობის გაგრძელება იმ პირობით, რომ
მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ერთი გადასაღები დღის ღირებულება
განისაზღვრებოდა დარიცხული 80 ლარის ოდენობით, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა.
გამომდინარე აქედან, მოსარჩელესა და სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის არსებული
შრომითი ხელშეკრულების მოქმედება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37.1. მუხლის ,,ო“
ქვეპუნქტის შესაბამისად და ამავე კანონის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს
მიეცა კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
13. უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა, ამჟამად, ვაკანტური არ არის, ასევე,
არ არსებობს სხვა ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა. მოპასუხეს საშტატო ნუსხა, როგორც
ასეთი საქმიანობის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე არ გააჩნია.
14. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის პოზიციას მოსარჩელესთან შრომითი
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 4/15
4/19/23, 11:35 PM გადაწყვეტილებების
ელ ც ლ დ საძიებო
ქ ე ლ სისტემა ც ელე
ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე, არ გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი და დასახული მიზნის
არაპროპორციულია, კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება
შეწყდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძვლით (ობიექტური
გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას). სააპელაციო
სასამართლომ მიუთითა სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებზე, რომელთაგან, პირველი მოიცავს
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის
პროცესუალურ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შრომითი
ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს
დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური
ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის
სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი
ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია
მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა
შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების
აღკვეთისთვის (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 47-ე, 48-ე მუხლი).
15.  მოცემულ  შემთხვევაში,  საქმის  მასალებით  არ  დადასტურდა  რაიმე  ისეთი  გარემოება, რაც
ობიექტურად გაამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას და დაასაბუთებდა
მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების მიზანშეწონილობას. ასევე, არ დასტურდება
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა (იხ. შრომის კოდექსის ახალი
რედაქციის 47-ე მუხლი).
16.  სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია საქალაქო სასამართლოს
მხრიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების არასწორ შეფასებასთან და აპელანტის
მართლზომიერად გათავისუფლებასთან მიმართებით და განმარტა, რომ პირველი ინსტანციის
სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად
შეაფასა საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები, რის
საფუძველზეც, მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება მართებულად იქნა ბათილად
ცნობილი.
17.  საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელემ
დამსაქმებლისაგან მიიღო წერილობითი შეთავაზება შრომის ხელშეკრულების არსებითი
პირობების შეცვლის შესახებ, კერძოდ, მოსარჩელეს შესთავაზეს შრომის ანაზღაურების
საათობრივ სისტემაზე გადასვლა შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით 1 გადასაღები დღის
ანაზღაურება განისაზღვრა დასაბეგრი 80 ლარის ოდენობით. შეთავაზებაში მოპასუხე მხარემ
მიუთითა, რომ წინამდებარე შეთავაზება ძალაშია 2018 წლის 4 სექტემბრამდე. შეთავაზებაზე
უარის თქმის შემთხვევაში, მოქმედი შრომის ხელშეკრულება შეწყდება 2018 წლის 4
სექტემბრიდან სშსკ-ის  37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად. მოპასუხემ
სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ის გარემოება, რომ შრომის ანაზღაურების საათობრივ
სისტემაზე გადასვლას შესაძლოა გამოეწვია მოსარჩელის ხელფასის შემცირება, ვინაიდან მას
ყოველდღიურად გადასაღები დღე დიდი ალბათობით არ ექნებოდა, რაც თავის მხრივ,
გამოიწვევდა მისი ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს შემცირებას. მოსარჩელემ უარი
განაცხადა მის საუარესოდ ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლაზე.
18.  სადავო ბრძანებაში მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია
დავის წარმოშობის დროს მოქმედი სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი.
აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის
აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე
მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის
სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი, რომლის დამტკიცება და უარყოფა
შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის თვალში წარმოადგენდეს საკმარის
მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან, ნების გამოხატვის საფუძვლად
არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე)
ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით
დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს.
19.  სშკ-ის 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების
შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ
ითვალისწინებს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია
დასაქმებულის თანხმობით (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის მე-20.2. მუხლი).
20.  განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის შეთავაზებული შრომითი
ხელშეკრულების პირობების შეცვლა გამოიწვევდა დასაქმებულის შრომითი ანაზღაურების
ოდენობის ცვლილებას შრომის ხელშეკრულების პირობების გაუარესებას.
21.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ (დასაქმებულმა) აღნიშნულ შეცვლილ
პირობებზე არ განაცხადა თანხმობა და დააფიქსირა მყარად მისი პოზიცია, რომ არ ეთანხმებოდა
აღნიშნულ ცვლილებებს.
22.  შესაბამისად, მოპასუხის ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ
უკანონოდ იქნა მიჩნეული ვინაიდან, ასეთ პირობებში, ნებისმიერი დასაქმებელს ექნება
შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს, შრომითი ურთიერთობის გაუარესებაზე დასაქმებულის უარის
შემთხევაში, შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა სშკ-ის 37.1 მუხლის „ო"
პუნქტით, რაც შრომით ურთიერთობაში ქაოსს და სრულ განუკითხაობას გამოიწვევს და არ
შეესაბამება შრომის კოდექსის 37.1 მუხლის „ო" პუნქტის იმ სამართლებრივ ბუნებას რაც მასში
კანონმდებელმა მოიაზრა, ანუ სხვა ობიექტურ გარემოებაში იგულისხმება 37.1 მუხლში
მოცემულ საფუძვლების არარსებობის პირობებში სხვა ისეთი ობიექტური გარემოება რასაც
შეიძლება ადგილი ქონდეს და რაც კანონმდებელმა პირდაპირ ვერ გაითვალისიწინოს შრომითი
ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლების ჩამონათვალში.
23.  უარყოფილი იქნა მოპასუხის მოსაზრება, რომ სასამართლო კარნახობს გარკვეულ პირობებს და
აშკარად ერევა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში, რაც დაუშვებელია, რადგან
მაუწყებლის საფინანსო, მმართველობითი და სარედაქციო დამოუკიდებლობა გარანტირებულია
სპეციალური კანონით მაუწყებლობის შესახებ“
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 5/15
4/19/23, 11:35 PM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
სპეციალური კანონით „მაუწყებლობის შესახებ .
24.  სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ორი
თვალსაზრისით ახდენს: მათი სარწმუნოობისა, თუ არა სარწმუნოობის თვალსაზრისით და ასევე,
იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს
ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება
მტკიცებულებათა, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, ერთობლიობაში შეფასებას გულისხმობს.
ამასთან, სასამართლო ვალდებულია საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასოს მათი
შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. სასამართლოსთვის, ასევე
მნიშვნელოვანია მოსარჩელისა თუ მოპასუხის დამოკიდებულება ამა თუ იმ მტკიცებულების
წარმოდგენისა თუ მის წარმოდგენაზე უარის თქმის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე
შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი განმარტებებით და ვერ მიუთითა, კონკრეტულად რა
ფაქტობრივი გარემოებები დაედო საფუძვლად მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის
შეწყვეტას. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის შესაგებლის საფუძვლად
მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
25.  ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დააასკვნა, რომ დამსაქმებელს, შრომითი ურთიერთობის
შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი არ გააჩნდა და
მისი სადავოდ გამხდარი ქმედება ეწინააღმდეგება მხარეებს შორის უფლება-მოვალეობათა
კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.
26.  სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი
ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის
შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ
სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან
უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ
განსაზღვრული ოდენობით.
27.  შრომის სამართლის ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, შრომითი ხელშეკრულების
შეწყვეტის ბათილად ცნობა იმ სოციალური სამართლიანობის აღდგენის წინაპირობაა, რომელიც
იარსებებდა, რომ არა დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტა.
შესაბამისად, როდესაც უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტი ხელშეკრულების შეწყვეტის
ბათილად ცნობასა და პირვანდელ სამუშაოზე აღდგენას ითხოვს, აღნიშნული მოთხოვნა
დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, რადგან მისი დათხოვნა მისივე უკანონო გათავისუფლების
თანმდევი შედეგია, შესაბამისად, სამუშაოზე აღდგენა ამ პირობებში დაცვის ღირსი ლეგიტიმური
ინტერესის შემცველია. თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია პირვანდელ სამუშაოზე
აღდგენის ობიექტური შესაძლებლობა, კერძოდ, იმავე სამუშაო ადგილის არსებობა.
მითითებული გარემოებების მტკიცების ტვირთი დამსაქმებლის მხარეზეა. მან უნდა ამტკიცოს,
რომ მითითებული სამუშაო ადგილი არ არსებობს ან არსებობს, მაგრამ დაკავებულია. ასევე,
დამსაქმებელმა უნდა ადასტუროს, რომ მესამე პირი ამ პოზიციას იკავებს, მაგრამ ამ ფაქტის
მიმართ კეთილსინდისიერია.
28.  სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში,
უფლებრივი რესტიტუციის სამ მექანიზმს განიხილავს, კერძოდ, პირვანდელ მდგომარეობაში
აღდგენას, ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმებასა, ან კომპენსაციას. აღნიშნული
შესაძლებლობები, რიგითობის მიხედვით უნდა იქნეს განხილული, კერძოდ, შრომითი
ხელშეკრულების ბათილობის პირობებში, რაღა თქმა უნდა, შედეგობრივი თვალსაზრისით
მიიჩნევა, რომ დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულება არც შეწყვეტილა, შესაბამისად,
ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის უპირველესი და ყველაზე მართებული სამართლებრივი
შედეგი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა. თუმცა, ვინაიდან შრომის კოდექსი
დასაქმებულის უფლებებში რესტიტუციის სხვა შესაძლებლობებსაც იძლევა, აღნიშნული ნიშნავს
იმას, რომ როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია,
გამოკვლეულ უნდა იქნეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული
სხვა შესაძლებლობები, კერძოდ, დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და
კომპენსაციის შესაძლებლობა. ამგვარი მსჯელობაა განვითარებული საქართველოს უზენაესი
სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის Nას-588-556-2014 განჩინებაშიც, სადაც სასამართლო
განმარტავს, რომ „სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია არსებობდა, თუ არა, ის
თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც მოსარჩელე ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული
თანამდებობა გაუქმებულია და, შესაბამისად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის
აღდგენა შეუძლებელია, სასამართლომ, შესაძლებელია, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე
აღდგენის თაობაზე იმსჯელოს, ხოლო, თუ ასეთი თანამდებობაც არ არსებობს, მაშინ უნდა
გაირკვეს, არსებობს, თუ არა, მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები“.
29.  ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა უკანონოდ გათავისუფლებული
მუშაკის უფლებრივი რესტიტუციის თაობაზე სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით (იხ.:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის Nას-588-556-2014 განჩინება, იხ.:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის Nას-902-864-2014 განჩინება),
ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის
შესაბამისადაც, საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით,
მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. შესაბამისად, გამოიყენა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებული
შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს
წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. ასევე, ამავე მუხლის 203-ე მუხლის პირველი
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლება, რომელიც ადგენს, რომ მოსამართლეს
შეუძლია დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, განმარტონ მათ მიერ
წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის
მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები.
30.  დადეგნილი იქნა, რომ დღეისათვის, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური
პროდიუსერის თანამდებობა (მოსარჩელის პირვანდელი სამუშაო ადგილი), ვაკანტური არ არის.
მოპასუხის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე მას არ გააჩნია საშტატო ნუსხა, როგორც
ასეთი. მოსარჩელე იყო საინფორმაციო გადაცემა მოამბეს მხარდაჭერის ჯგუფში. მოპასუხის
განმარტებით აღნიშნულ ჯგუფში თავდაპირველად შედიოდა ხუთი პროდიუსერი, მოსარჩელე
სრულად არ იყო დატვირთული, რის გამოც, მას პერიოდულად სხვადასხვა გადაცემებში
მონაწილეობა უწევდა, მოსარჩელის გათავისუფლების შემდგომ, მოამბის დანჩენილი ორთხი
პროდიუსერი სრულად ართმევს თავს დაკისრებულ ფუნქციას, რის გამოც, მოსარჩელის მიერ
შესასრულებელი სამუშაოს არსებობის აუცილებლობა და მოთხოვნილება არ დგას. ასევე, ვერც
მოსარჩელემ და ვერც მოპასუხემ ვერ დაასახელეს მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობის
ს ნ რ მ ხ ნ ნ მ ს რ ს ხ ს მ ს რჩ ს
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 6/15
4/19/23, 11:35 PM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
ტოლფასი, ვაკანტური და მოთხოვნადი თანამდებობა, ასევე, ვერ დაასახელეს მოსარჩელის
კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების შესაბამისი ვაკანტური და მოპასუხისათვის მოთხოვნადი
თანამდებობა.
31.  შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის
პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები არსებობს. იმ
შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა ვერ ხდება,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება
პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, ან ამისთვის საჭიროა არათანაზომიერად
დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
32.  სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუცია კონკრეტული თანხით -
16500 ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც მართებულია.
33.  შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის ბათილად ცნობა, შედეგობრივი თვალსაზრისით,
იწვევს ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული მდგომარეობის აღდგენასა და იმ ზიანის
ანაზღაურებას, რომელიც დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან არამართლზომიერი
გათავისუფლებით მიადგა. შესაბამისად, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლების კონტექსტში ის სამართლებრივი
შედეგებია, რაც დამსაქმებლის არამართლზომიერ ქმედებას სდევს თან. ვინაიდან, მოსარჩელეს
უარი ეთქვა სამსახურში აღდგენაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა არც
დამსაქმებლისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრების საფუძვლები.
34.  სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ორივე მხარემ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი,
მოსარჩელემ (პირველი კასატორი) მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით
სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ (მეორე კასატორი) - სარჩელის უარყოფა. 
მეორე კასატორი აგრეთვე ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებას,
რითაც მოპასუხეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებების, კერძოდ, 
მოპასუხის აღმასრულებელი საბჭოს 3.9.2018წ-ის N45 სხდომის ოქმის, 27.6.2017წ-ის N172-კ
ბრძანების და მოსარჩელესთან მიმართებით 2018 წლის ივნისი, ივლისი და აგვისტოს თვეების
„ტურნიკეტის“ მონაცემების დაშვებაზე.
35.  პირველი საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
36.  ნ.შ–ა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებას
ასაჩივრებს მხოლოდ სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში. პირველი
კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ჯეროვნად არ გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების
ტვირთი და მხოლოდ მოპასუხის განმარტება მიიჩნია იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ
მოსარჩელის აღსადგენად საზოგადოებრივ მაუწყებელში ვაკანტური თანამდებობა არ არსებობს.
37.  მეორე საკასაციო საჩივრის საფუძვლები: საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ 2018 წლის 3
სექტემბერს ჩატარდა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“ აღმასრულებელი საბჭოს სხდომა,
სადაც განხილული იქნა საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების სამუშაო გრაფიკის
ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხი და აღინიშნა ყველა ის გარემოება და მიზეზი, რაც
დაედო საფუძვლად მოსარჩელესთან მიმართებაში განხორციელებულ შეთავაზებას.
38.  მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს წარედგინა 2017 წლის 27 ივნისის
№ 172-კ ბრძანება, რითაც საპროექტო ვადების გასვლის გამო, ახალი და მიმდინარე ამბების
ბლოკში შემავალი გადაცემები დაიხურა 2017 წლის 17 ივლისიდან. ერთ-ერთი გადაცემა,
რომელიც დაიხურა ამ ბრძანების საფუძველზე, იყო მე-2 არხზე არსებული გადაცემა „ჩვენი
პარლამენტი“, სადაც დასაქმებული იყო  მოსარჩელე ტექნიკური პროდიუსერის თანამდებობაზე.
ამის შემდეგ, ის შეუერთდა სხვა თანამშრომლებს, რომლებიც ემსახურებოდნენ პროგრამა
„მოამბე“-ს, თუმცა, მოსარჩელე არ იყო დატვირთული და დასაქმებული, რასაც ადასტურებდა
მოსარჩელესთან მიმართებაში 2018 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეების ე.წ.
„ტურნიკეტის“ მონაცემები, რომლებიც ასევე წარედგინა სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე და 382-ე მუხლები, სააპელაციო
სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე და 205-ე მუხლები, არ
დაადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ ნორმების დარღვევა, უკანონოდ უთხრა
უარი საზოგადოებრივ მაუწყებელს აღნიშნული მტკიცებულებების მიღებაზე, რომლებიც
მნიშვნელოვან მტკიცებულებებს წარმოადგენენ. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა
საზოგადოებრივი მაუწყებლის შუამდგომლობა ამ მტკიცებულებების მიღებასთან
დაკავშირებით.
39.  მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტმა დაგეგმა თანამშრომელთა
აღრიცხვიანობის, სამუშაო გრაფიკის და სისტემის მოწესრიგება, რაც წლების განმავლობაში
სრულად მოშლილი იყო. ე.წ. “ტურნიკეტის“ სისტემის ამოქმედების (რომლის დანერგვის
აუცილებლობის შესახებ დეტალურად არის მითითებული განცხადებაში) შემდეგ გამოვლინდა,
რომ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სამუშაო გრაფიკები არაეფექტიანად და
არასამართლიანად ანაწილებდა თანამშრომლების დატვირთვას, რის შედეგად, დაგროვდა
სამუშაო ჯგუფების გადაჭარბებული რაოდენობა, რომელიც არ შეესაბამებოდა წარმოებული
გადაცემების საჭიროებებს და მნიშვნელოვნად ზრდიდა ადამიანურ რესურსს. 2017 წლის 27
ივნისის № 172-კ ბრძანებით, საპროექტო ვადების გასვლის გამო, ახალი და მიმდინარე ამბების
ბლოკში შემავალი გადაცემები დაიხურა 2017 წლის 17 ივლისიდან. ერთ-ერთი გადაცემა,
რომელიც დაიხურა ამ ბრძანების საფუძველზე, იყო მე-2 არხზე არსებული გადაცემა „ჩვენი
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 7/15
4/19/23, 11:35 PM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
პარლამენტი“, სადაც დასაქმებული იყო მოსარჩელე ტექნიკური პროდიუსერის თანამდებობაზე.
ამის შემდეგ, ის შეუერთდა სხვა თანამშრომლებს, რომლებიც ემსახურებოდნენ პროგრამა
„მოამბე“-ს, თუმცა, მოსარჩელე არ იყო დატვირთული და დასაქმებული, რასაც ადასტურებს
მოსარჩელესთან მიმართებაში 2018 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეების ე.წ.
„ტურნიკეტის“ მონაცემები, რომლის წარმოდგენაზე სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ
უთხრა უარი მოპასუხეს.
40. მეორე კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა სამართლებრივად
სათანადოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომის ანაზღაურებას იღებდა იმ ოდენობით, რაც არ
შეესაბამებოდა მის რეალურ დატვირთვას საზოგადოებრივ მაუწყებელში. აღნიშნული იყო ის
ობიექტური რეალობა და გარემოება, რის გამოც, ვეღარ გაგრძელდებოდა მიმდინარე შრომითი
ხელშეკრულება მოსარჩელესთან, საზოგადოებრივი მაუწყებელი საბიუჯეტო სახსრებს
სახელფასო ანაზღაურების სახით ვეღარ გასცემდა იმავე პირობებით მოსარჩელეზე, რასაც აქამდე
ახორციელებდა.
41.  ამასთან, მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხეს ცალმხრივად არ შეუცვლია შრომის
არსებითი პირობები. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოსარჩელეს შესთავაზა რეალური
ანაზღაურების პირობა (შრომის ხელშეკრულების დანარჩენი პირობები რჩებოდა უცვლელი)
ზემოთ აღნიშნული ობიექტური გარემოებების და არსებული მოცემულობის გათვალისწინებით.
დასაქმებულის მიერ მიღებული შრომითი ანაზღაურება უნდა შეესაბამებოდეს მის მიერ
განხორციელებულ სამუშაოს და თუ ეს ასე არ არის, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის“
შეთავაზება, რაც გულისხმობდა შრომის ანაზღაურების საათობრივ სისტემაზე გადასვლას
შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით არსებული მოცემულობიდან და რეალობიდან
გამომდინარე, ნიშნავდა არა შრომის პირობების გაუარესებას, არამედ შრომითი ურთიერთობის
გაგრძელებას არსებული რეალობის გათვალისწინებით და შეთავაზება, რაც განხორციელდა
მოსარჩელის მიმართ, არ უნდა შეფასებულიყო როგორც ხელშეკრულების პირობების გაუარესება.
42.  მოსარჩელე უვადო შრომით ურთიერთობაზე გადავიდა შრომის კოდექსში განხორციელებული
ცვლილებების შედეგად და არა მხარეთა ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე
დადებული ხელშეკრულებით. თუმცა, შეთავაზების თანახმად, ხელშეკრულების ვადაც და სხვა
დანარჩენი პირობებიც რჩებოდა უცვლელი. შესაბამისად, შეთავაზებას საფუძვლად დაედო არა
საზოგადოებრივი მაუწყებლის თვითნებობა, არამედ განხორციელებული მონიტორინგი და მისი
შედეგები. შესაბამისად, იმის გამო, რომ მოსარჩელე არ დაეთანხმა შეთავაზებას, მასთან შეწყდა
შრომითი ხელშეკრულება შრომის კოდექსის 37(1) მუხლის “ო“ პუნქტის თანახმად.
43.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე კასატორი არ იზიარებს, რომ
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერ უზრუნველყო სათანადოდ ისეთი გარემოებების
დამტკიცება, რაც ობიექტურად გაამართლებდა მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის
შეწყვეტას და დაადასტურებდა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების მიზანშეწონილობას,
ასევე, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა.
44.  ასევე, მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ  სინამდვილეს არ შეესაბამება ის გარემოება, თითქოს სსიპ
“საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენელმა აღიარა შრომის ანაზღაურების საათობრივ
სისტემაზე გადასვლის გამო მოსარჩელის ხელფასის შემცირების ფაქტი, რადგან მსგავსი
განმარტება საქმეში არ მოიპოვება (იხ. საქმის მასალები, სასამართლო სხდომის ოქმები).
45.  ამდენად, მეორე კასატორის მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მიღებული იქნა
საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით, არ იქნა მიღებული სასამართლოს მიერ
უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები და არ იყო გამოკვლეული საქმეზე სათანადოდ
ფაქტობრივი გარემოებები. შედეგად უკანონოა კომპენსაციის დაკისრებაც.
46.  რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმების საფუძვლებს, მეორე
კასატორი განმარტავს, რომ  მოპასუხეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივარზე თანდართული
მტკიცებულებების, კერძოდ, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ აღმასრულებელი საბჭოს
03.09.2018წ. № 45 სხდომის ოქმის, სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 27.06.2017წ. № 172-კ
ბრძანების და ნ.შ–ასთან მიმართებაში 2018 წლის ივნისის, ივლისის და აგვისტოს თვეების
„ტურნიკეტის“ მონაცემების დასაშვებად ცნობაზე. აღნიშნული მტკიცებულებებზე დაყრდნობით,
სააპელაციო სასამართლო სწორად დაადგენდა ფაქტობრივ გარემოებებს და მიიღებდა სწორ
გადაწყვეტილებას.
 
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო   ნ ა წ ი ლ ი:
 
 
47.  საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 თებერვლის
განჩინებით მეორე საკასაციო საჩივარი, ხოლო 4 მარტის განჩინებით პირველი საკასაციო
საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე
კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 8/15
4/19/23, 11:35 PM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
კოდექსის 39 ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად
48.  საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად,
შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ როგორც პირველი, ასევე,
მეორე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
49.  საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ
რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ, რომელ ფაქტობრივ
გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის
ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს
ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად
განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას),
რომლის შემოწმებაც  სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც  უნდა განხორციელდეს 
ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში
მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ
სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე
მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც
სამართლის ნორმა გვთავაზობს.
50.  იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ,
სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და
იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ
დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის
გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით,
დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც
შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს
მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი
ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ
ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის
ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა
ვალდებულების დარღვევისათვის) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი
მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი
დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან
გამომდინარეობს (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 48-ე; 58-ე მუხლი).
51.  საკასაციო პალატა არ იზიარებს მეორე კასატორის პრეტენზიას, რომ  მოსარჩელესთან შრომითი
ურთიერთობა მართლზომიერად შეწყდა და განმარტავს, რომ სამუშაოდან გათავისუფლების
თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში, ამოწმებს, რამდენად
მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.
აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების
შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის
კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ -ები №ას-151-147-2016, 19.04.2016; საქმე №ას-715-2019, 4 ივლისი,
2019 წელი). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად სშკ-
ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი დაედო. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი
ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად (მოქმედი სშკ-ის რედაქციით 47-ე მუხლი), შრომითი
ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით
შრომითი ხელშეკრულების მოშლისთვის აუცილებელია: ა) შრომითი ხელშეკრულების მოშლის
საფუძველი იყოს განსხვავებული იმავე მუხლში მითითებული სხვა საფუძვლისაგან; ბ) იგი არ
იყოს დამოკიდებული დამსაქმებლის სუბიექტურ ნებაზე; გ) იყოს ფაქტობრივი, ე.ი. იმგვარი,
რომლის დამტკიცება და უარყოფა შესაძლებელია; დ) გარეშე, ნეიტრალური დამკვირვებლის
თვალში წარმოადგენდეს საკმარის მიზეზს შრომითი ხელშეკრულების მოშლისათვის. ამასთან,
ნების გამოხატვის საფუძვლად არსებულ ქმედებასა და ნების გამოვლენას შორის უნდა
არსებობდეს შედეგობრივი კავშირი და ე) ხელშეკრულების მოშლით დამდგარ ფაქტობრივ
შედეგს ხელშეკრულების შენარჩუნებით დამდგარ ფაქტობრივ შედეგთან უპირატესობა ჰქონდეს.
52. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე (დამსაქმებელი, მეორე კასატორი) სშკ-ის 37-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნტის სამარათლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან
გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებებზე, რომ 2018 წლის
აგვისტოს თვეში, მოსარჩელემ დამსაქმებლისაგან მიიღო წერილობითი შეთავაზება შრომის
ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლის შესახებ, კერძოდ, მოსარჩელეს შესთავაზეს
შრომის ანაზღაურების საათობრივ სისტემაზე გადასვლა შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით 1
გადასაღები დღის ანაზღაურება განისაზღვრა დასაბეგრი 80 ლარის ოდენობით. შეთავაზებაში
მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ წინამდებარე შეთავაზება ძალაშია 2018 წლის 4 სექტემბრამდე.
შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოქმედი შრომის ხელშეკრულება შეწყდება 2018 წლის
4 სექტემბრიდან სშსკ ის 37 ე მუხლის პირველი პუნქტის ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 9/15
4/19/23, 11:35 PM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
4 სექტემბრიდან სშსკ-ის  37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ო ქვეპუნქტის შესაბამისად.
53.  მოპასუხემ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ  საზოგადოებრივ მაუწყებელში
თანამშრომელთა დასწრება-აღრიცხვის ე.წ. ტურნიკების ამოქმედების შედეგად გამოვლიდა, რომ
თანამშრომელთა სამსახურში  ყოფნის მაჩვენებელი დაბალი იყო. ამასთან, არათანაბრად იყო
გადანაწილებული დატვირთვა. შესაბამისად, მოპასუხემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამუშაო
ანაზღაურებულიყო საათობრივად - ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
შეთავაზება მოსარჩელემ არ მიიღო. მოსარჩელე ასევე გაფრთხილებული იყო, რომ შეთავაზებაზე
უარის თქმის შემთხვევაში, მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდებოდა (იხ., ტ.1. ს.ფ. 45).
54. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის
საფუძვლით (ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების
შეწყვეტას) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა
დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო
ნეგატიური - დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი
და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ
რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი
,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა
მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის (იხ. შრომის
კოდექსის ახალი რედაქციის 47-ე , 48-ე მუხლი).
55. მოცემულ  შემთხვევაში,  საქმის  მასალებით  არ  დადასტურდა  რაიმე  ისეთი  გარემოება, რაც
ობიექტურად გაამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას და დაასაბუთებდა
მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების მიზანშეწონილობას. ასევე, არ დასტურდება
შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა (იხ. შრომის კოდექსის ახალი
რედაქციის 47-ე მუხლი).
56. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შრომითსამართლებრივ დავებს მტკიცების
ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რასაც მტკიცებულებების
წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი
შესაძლებლობები განაპირობებს. ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის
განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია
ვალდებული, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და
საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს
ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს
მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ. სუს-ს #ას-483-457-2015, 07.10.2015).
57.  მოსამართლის ერთ-ერთი ვალდებულება მტკიცებით საქმიანობაში მხარეთა შორის საპროცესო
ვალდებულებების სწორი გადანაწილებაა. აღნიშნული ემსახურება პროცესის მონაწილე
სუბიექტების უფლებრივი მდგომარეობის დაცვასა და იმავდროულად, უზრუნველყოფს
მართლწესრიგის ეფექტურ ფუნქციონირებას.  მტკიცების  ტვირთის გადანაწილების დროს,
უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა ის, თუ როდის გადადის  მტკიცებისვალდებულება ერთი
მხარიდან მეორეზე. როგორც წესი, ფაქტის  მითითების  და მისი დამტკიცების  ტვირთი  მჭიდრო
კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი
ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს
საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი. ამის თვალსაჩინო მაგალითია  შრომითი დავა, რომლის
დროსაც, ფაქტებზე მითითების  ტვირთი და დამტკიცების  ტვირთი პროცესის სხვადასხვა
მონაწილეს ეკისრება, კერძოდ, დასაქმებული უთითებს სამუშაოდან მისი
გათავისუფლებისათვის  აუცილებელი სშკ-ის შესაბამისი ნორმით გათვალისწინებული
წინაპირობების არარსებობაზე, ხოლო დასაქმებულთან  შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის
მნიშვნელოვანი საფუძვლისმტკიცების  ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება  (Protection Against
Unjustified Dismissal, International Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva,
7). მაშასადამე,შრომითისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე,  შრომითი
ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშნელოვანი საფუძვლის (“Good Reason“)
არსებობის  მტკიცების  ტვირთი დამსაქმებელს ეკისრება. კანონმდებლის ასეთი მიდგომა
განპირობებულია მეტადრე იმით, რომშრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებში,
,,სუსტი მხარის“, კონკრეტულ შემთხვევაში, დასაქმებულის პროცესუალური თანადგომა
პრიორიტეტულია. ცხადია, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური
თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად. ასეთი კატეგორიის საქმეებში სწორედ,
უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება
ხდება, რამდენადაც,  შრომითი ურთიერთობა მოიცავს ისეთ მხარებს, რომლებიც კლასიკურად
ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთმანეთის მიმართ. საქმე იმაში, რომ
მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის
არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ. დამსაქმებელი სარგებლობს მტკიცებითი უპირატესობით,
სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმაზე, რომ  შრომითი
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 10/15
4/19/23, 11:35 PM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
ხელშეკრულების შეწყვეტას საამისოდ გათვალისწინებული მართლზომიერი (ე.წ. “Good Reason“)
საფუძველი ჰქონდა“  (იხ., ილონა გაგუა „მტკიცებულებები და  მტკიცების  პროცესი კერძო
ხასიათის სამართლებრივ დავებზე, თბ., 2020 წელი, გვ: 229-231; 258-259. რედაქტორები:
ზურაბ  ძლიერიშვილი, ნუნუ კვნტალიანი). მტკიცებითი საქმიანობის სფეროში ეროვნულ
დონეზე არსებული მიდგომა შესაბამისობაშია საერთაშორისო გამოცდილებასთან. მიუხედავად
იმისა, რომ    „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“ 1982
წელს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ მიღებულ N158 კონვენციას
საქართველოსთვის სავალდებულო ძალა არა აქვს, მისი დებულებები და ამ თვალსაზრისით,
განვითარებული პრაქტიკული მიდგომები საქართველოსთვისაც საინტერესოა. N158 კონვენციის
მე-9 მუხლის მე-2 (ა) პარაგრაფი სამუშაოდან არამართლზომიერი გათავისუფლებისაგან დაცვის
ეფექტიან საშულებად მტკიცების  ტვირთის დამსაქმებელზე დაკისრებას ადგენს. კონვენციის ამ
დებულების მიხედვით, მუშაკი მარტო ვერ გაუმკლავდება სამსახურიდან მისი გათავისუფლების
საფუძვლის არამართლზომიერების მტკიცებით პროცესს; სწორედ ამიტომ,  მტკიცების  ტვირთი
დამსაქმებელს უნდა დაეკისროს. ყოველ შემთხვევაში, კონვენცია ამ საკითხის მოწესრიგებას
ეროვნული კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას უტოვებს (Termination of Employment
Convention, 1982 (N158)  (Article 9, p.1.p2.);  Protection Against Unjustified Dismissal, International
Labour Conference, 82-nd session 1995, Report III (part 4B), Geneva, 80).
58. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ,
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე
მითითებით, ვერ უზრუნველყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის  რეალიზება, სახელდობრ კი,
მან ვერ შეძლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად დასახელებული გარემოებების უტყუარობის
გაქარწყლება და მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებული
ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება.
59.  დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე დასაქმებული
იყო სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელში განუსაზღვრელი ვადით, ტექნიკური პროდიუსერის
თანამდებობაზე. მოსარჩელის ყოველთვიური დასაბეგრი ხელფასი შეადგენდა 1650 ლარს.
ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმებულები იყვნენ ყველა არსებით პირობაზე.
60.  2018 წლის აგვისტოს თვეში მოსარჩელემ დამსაქმებლისაგან მიიღო წერილობითი შეთავაზება
შრომის ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლის შესახებ, კერძოდ მოსარჩელეს
შესთავაზეს შრომის ანაზღაურების საათობრივ სისტემაზე გადასვლა შესასრულებელი სამუშაოს
მიხედვით. 1 გადასაღები დღის ანაზღაურება განისაზღვრა დასაბეგრი 80 ლარის ოდენობით.
შეთავაზებაში მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ წინამდებარე შეთავაზება ძალაშია 2018 წლის 4
სექტემბრამდე. შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოქმედი შრომის ხელშეკრულება
შეწყდება 2018 წლის 4 სექტემბრიდან საქართველოს ორგანული კანონის სშკ-ის 37-ე მუხლის
პირველი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებების არსებით
პირობებზე პოზიციის გამოსახატავად დამსაქმებელმა დასაქმებულს განუსაზღვრა 3 დღე, ხოლო
უარი იწვევდა სამსახურიდან გათავისუფლებას (იხ. შეთავაზების ასლი ს. ფ. 25).
61. მოპასუხის 2018 წლის 18 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა
დაკავებული თანამდებობიდან 2018 წლის 18 სექტემბრიდან, სშკ-ის 37.1. მუხლის ,,ო“
ქვეპუნქტის საფუძველზე. დასაბუთებაში გათავისუფლების საფუძვლების შესახებ, აღნიშნულია,
რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების
შესაბამისად, ცალკეული პოზიციებისათვის, მათი სპეციფიკიდან გამომდინარე განისაზღვრა
საათობრივი დასაქმების სამუშაო რეჟიმი და ამ პოზიციებზე დასაქმებული პირებისათვის
შრომის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს
შესაბამისად. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა
ოფიციალურად აცნობა მოსარჩელეს და შესთავაზა შესაბამის ბლოკში მუშაობის გაგრძელება იმ
პირობით, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ერთი გადასაღები დღის
ღირებულება განისაზღვრებოდა დარიცხული 80 ლარის ოდენობით, რაზეც მოსარჩელემ უარი
განაცხადა (ამ განჩინების პპ:8-12).
62. სშკ-ის 11-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების
შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. თუ შრომითი ხელშეკრულება არ
ითვალისწინებს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია
დასაქმებულის თანხმობით (იხ. შრომის კოდექსის ახალი რედაქციის მე-20.2. მუხლი).
განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის შეთავაზებული შრომითი
ხელშეკრულების პირობების შეცვლა გამოიწვევდა დასაქმებულის შრომითი ანაზღაურების
ოდენობის ცვლილებას შრომის ხელშეკრულების პირობების გაუარესებას.
63. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ (დასაქმებულმა) აღნიშნულ შეცვლილ
პირობებზე არ განაცხადა თანხმობა და დააფიქსირა მყარად მისი პოზიცია, რომ არ ეთანხმებოდა
აღნიშნულ ცვლილებებს.
64. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს, შრომითი
ურთიერთობის შეწყვეტის ობიექტური, ხელშეკრულების მოშლისათვის საკმარისი საფუძველი
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 11/15
4/19/23, 11:35 PM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
უ ე ეწყვეტ ექტუ ელ ეკ ულე ლ ვ კ ფუ ველ
არ გააჩნდა და მისი სადავოდ გამხდარი ქმედება ეწინააღმდეგება მხარეებს შორის უფლება-
მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.
65.  მეორე კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებას, რითაც
მოპასუხეს უარი ეთქვა სააპელაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებების, კერძოდ, 
მოპასუხის აღმასრულებელი საბჭოს 3.9.2018წ-ის N45 სხდომის ოქმის, 27.6.2017წ-ის N172-კ
ბრძანების და მოსარჩელესთან მიმართებით 2018 წლის ივნისი, ივლისი და აგვისტოს თვეების
„ტურნიკეტის“ მონაცემების დაშვებაზე.
66.  საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მეორე კასატორის პრეტენზია არც ამ ნაწილშია გასაზიარებელი.
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020
წლის 1 დეკემბრის საოქმო განჩინებით (ტ.2.ს.ფ. 63) საზოგადოებრივ მაუწყებელს უარი ეთქვა
საქმეზე მტკიცებულებების დართვაზე იმ მოტივით, რომ აღნიშნული საპროცესო  უფლებით
მხარეს შეეძლო ესარგებლა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე და შემდგომში წარმოდგენის საპატიო
გარემოებაზე  კი, სარწმუნოდ ვერ მიუთითა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის მე-3
მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ
კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით.
ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის
(განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,
სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ
თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან
გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ
მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს
საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს
ფაქტები. სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების
მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა
შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების
სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო
გაცხადებული. სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოში საქმის
განხილვისას შეიძლება მოხმობილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი იქნეს ახალი
მტკიცებულებები. სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს,
რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის
განხილვისას, მაგრამ საპატიო მიზეზით არ წარადგინა [სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
67.  საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო
სამართალში ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგოს თავიანთი მატერიალური და
საპროცესო უფლებები. ამ პრინციპზეა აგებული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა.
უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა თვით დაინტერესებული პირის ნება-
სურვილზეა დამოკიდებული. მისი ნების გარეშე არავის აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს.
მხარეები თვითონ წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს. ისინი თვითონ განსაზღვრავენ,
თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი
მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ამასთან, ეს მტკიცებულებები
საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით უნდა იქნეს სასამართლოსათვის
წარდგენილი. სასამართლო არ გაითვალისწინებს ახალ გარემოებებს, არ მიიღებს არავითარ
მტკიცებულებებს, ანგარიშს არ გაუწევს ახალ მოსაზრებებს, თუ საპატიო მიზეზის გარეშე არ იყო
წარდგენილი თავის დროზე, ესე იგი ამ საქმის მომზადების სტადიაზე. სააპელაციო
სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილ იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილ
იქნეს ახალი მტკიცებულებები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი საპატიო მიზეზით მხარემ
ვერ წარადგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას (შეადრ: ახალ
გარემოებებზე დაგვიანებით მითითებისასთან დაკავშირებით სუსგ-ები № ას-816-767-2015, 19
ნოემბერი, 2015 წელი; № ას-1493-1413-2017, 26 იანვარი, 2018 წელი პ.49; ). შესაბამისად,
მტკიცებულებათა მიუღებლობის ნაწილში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მეორე კასატორმა
დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ წარმოადგინა. მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და
ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის
სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში მხარეთა
აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების შეზღუდვის
გამო.  საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო
სასამართლოში საქმის განხილვისას შეიძლება მოყვანილი იქნეს ახალი ფაქტები და წარდგენილი
იქნეს ახალი მტკიცებულებები. სააპელაციო სასამრთლო  არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და
მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში
საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. საკასაციო  სასამართლო 
აღნიშნავს,  რომ  საპროცესო  კოდექსით დადგენილი  მოწესრიგება, რომელიც  იმპერატიულად 
ადგენს ფორმალურ  წესებს,  სავალდებულოა  არა  მხოლოდ მხარეებისათვის,  არამედ 
სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 12/15
4/19/23, 11:35 PM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
სასამართლოსათვისაც  და  ამ  რეგულაციების  შეცვლა  ან  განსხვავებული ინტერპრეტაცია
მხარეთა ნებაზე  ან  სასამართლოს  მიხედულებაზე  ვერ იქნება დამოკიდებული.
68.  რაც შეეხება, დასაქმებულის მაკომპენსირებელ საშუალებებს, ვინაიდან მოსარჩელის სამუშაოდან
გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა,
თუმცა, სასამართლომ დაადგინა მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებულ ან ტოლფას
თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ
კომპენსაციის სახით დასაბეგრი 16500 ლარის გადახდა. პირველ კასატორს წარმოდგენილი აქვს
საკასაციო საჩივარი, რომელსაც ასევე, არ იზიარებს საკასაციო პალატა შემდეგ გარემოებათა გამო:
69.  პირველი საკასაციო პრეტენზია მოსარჩელის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის შეუძლებლობას
შეეხება. პირველი კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ ჯეროვნად არ გაანაწილა მტკიცების
ტვირთი და მხოლოდ მოპასუხის განმარტება მიიჩნია იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ
მოსარჩელის აღსადგენად ვაკანტური თანამდებობა არ არსებობს. აღნიშნულს საკასაციო პალატა
არ იზიარებს და განმარტავს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის
სამართლებრივი შედეგი ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან ხელშეკრულების
გაგრძელებულად მიჩნევაა, თუმცა, ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებულად მიჩნევას
შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი (სშკ-ის მოქმდი რედაქციით 48-ე მუხლი)
გამორიცხავს და ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში, უფლებრივი
რესტიტუციის სამ მექანიზმს განიხილავს, კერძოდ, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას,
ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმებას, ან კომპენსაციას. აღნიშნული შესაძლებლობები,
რიგითობის მიხედვით უნდა იქნეს განხილული, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების
ბათილობის პირობებში, რაღა თქმა უნდა, შედეგობრივი თვალსაზრისით მიიჩნევა, რომ
დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულება არც შეწყვეტილა, შესაბამისად, ხელშეკრულების
შეწყვეტის ბათილობის უპირველესი და ყველაზე მართებული სამართლებრივი შედეგი
პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა. თუმცა, ვინაიდან შრომის კოდექსი დასაქმებულის
უფლებებში რესტიტუციის სხვა შესაძლებლობებსაც იძლევა, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ
როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია,
გამოკვლეულ უნდა იქნეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული
სხვა შესაძლებლობები, კერძოდ, დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და
კომპენსაციის შესაძლებლობა.
70.    საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის № ას-588-556-2014 განჩინებაში
აღნიშნულია, რომ სასამართლომ უნდა გამოეკვლიოს არსებობს თუ არა, ის თანამდებობა,
რომელზე აღდგენასაც მოსარჩელე ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული თანამდებობა
გაუქმებულია და, შესაბამისად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენა
შეუძლებელია, სასამართლომ, შესაძლებელია, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის
თაობაზე იმსჯელოს, ხოლო, თუ ასეთი თანამდებობაც არ არსებობს, მაშინ უნდა გაირკვეს,
არსებობს, თუ არა, მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები. ამავე განჩინებაში
განვითარებული მსჯელობის მიხედვით, ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის
საკითხი, შესაძლებელია, დადებითად გადაწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, `თუ საშტატო
განრიგით ასეთი თანამდებობის არსებობის ფაქტი დადასტურდება, წინააღმდეგ შემთხვევაში,
მიღებული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შეუძლებელი იქნება. რაც შეეხება
ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევას, ამ მიმართებით უტყუარად უნდა დადგინდეს
ახალი საშტატო განრიგის პირობებში, კონკრეტულად რომელ თანამდებობაზე უნდა აღდგეს
მოსარჩელე, რადგან ამ გარემოების არასათანადო დადგენა, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის
მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული გარემოების დასადგენად კი,
სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 203-ე
მუხლით და შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა.სააპელაციო
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მტკიცების ტვირთია, დაასახელოს რომელია ტოლფასი
თანამდებობა (შეადრ: სუს-ს №ას-1189-2020 4 თებერვალი, 2021). შესაბამისად, საკასაციო პალატა
არ იზიარებს პირველი კასატორის შედავებას, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორ
განაწილებასა და სამსახურში აღდგენის შეუძლებლობის ნაწილში, ფაქტობრივი გარემოებების
არასწორ დადგენასთან მიმართებით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ამ ნაწილში,
სათანადოდ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთი. 
71. რაც შეეხება მოსარჩელისათვის მიკუთვნებულ კომპენსაციის ოდენობის გონივრულობას, ამ
ნაწილში პირველ კასატორს საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია (იხ., პ.36).
72.  საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სშკ-ი არ განსაზღვრავს კომპენსაციის
გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი
რესტიტუციის საშუალების დადგენა  და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა,
რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია
ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით
განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ
მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, მხედველობაშია
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 13/15
4/19/23, 11:35 PM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
მისაღები უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის
პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის
ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო
შრომის სტანდარტები, გვ. 272).
73.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ
იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით
გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო
საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა)
საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის
განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს
უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ)
საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ
საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან
განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე
არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და
საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად
ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად
თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე
დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად
დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე
არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს
რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის
შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო
საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო
სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა
წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან
ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან
წინააღმდეგობის საფუძვლით.
74.  ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების
მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო
პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს საკითხებზე არსებობს
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე
განჩინებაში.
75.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო
არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი
უნდა ეთქვას განხილვაზე.
76.  სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის
შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
 
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო   ნ ა წ ი ლ ი:
 
 საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-
ე, 401-ე მუხლებით და 
 
დ ა ა დ გ ი ნ ა:
 
1.    ნ.შ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2.      სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად
დაუშვებლობის გამო.
3.      ნ.შ–ას (პ.ნ: .....) უკან დაუბრუნდეს 02.03.2021-ში საგადასახადო დავალება N0
გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი,
„სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის № 200122900, სახაზინო
კოდი 3 0077 3150.
4.      სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელის (ს.კ: 204858163) უკან დაუბრუნდეს საგადახადო
მოთხოვნა N01872 (მოთხოვნის დამოწმება 27.01.2021წ.; მოთხოვნის გაგზავნა; 27.01.2021წ.;
მოთხოვნის მიღება: 29.01.2021წ.) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (870 ლარის) 70% – 609 ლარი
prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 14/15
4/19/23, 11:35 PM გადაწყვეტილებების საძიებო სისტემა
ვ ღე წ) გ დ დ ლ ელ წ ფ ჟ ( ლ ) ლ
შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების
ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
5.    საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
 
 
     თავმჯდომარე                                                            ზ. ძლიერიშვილი
 
 
 
     მოსამართლეები:                                                        ბ. ალავიძე
 
 
 
                                                                                          ე. გასიტაშვილი
 
 
 
 

prg.supremecourt.ge/DetailViewCivil.aspx 15/15

You might also like