You are on page 1of 24

გარემოს დაცვის სამართალი

მე-4 ლექცია თემაზე:

„გარემოსდაცვის დაგეგმვა, გარემოს დაცვა სივრცის


დაგეგმარების პროცესში“

კობა ყალჩავა, სამართლის დოქტორი, LL.M


გარემოს დაცვის დაგეგმვა, როგორც
ადმინისტრაციული რეგულირების ინსტრუმენტი
 გარემოს დაცვის სამართლის ინსტრუმენტი არის გარემოს დაცვის
პოლიტიკისა და სამართლის ამოცანების განხორციელების საშუალება

 ინსტრუმენტების კლასიფიკაცია შესაძლებელია ფორმისა (ნორმატიული,


ინდივიდუალური, რეალაქტი) და შინაარსის (აღმჭურველი, ამკრძალავი და
ღონისძიებების დასახვა) მიხედვით

 გარემოს დაცვის სამართალში ინსტრუმენტები ემყარება შემდეგ სისტემას:

ა) გეგმარებითი,
ბ) წესრიგის-სამართლებრივი და
გ) არაპირდაპირი რეგულირების ინსტრუმენტები.
გარემოს დაცვის დაგეგმვის/გეგმის არსი
 დაგეგმვა ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის
განსაკუთრებული ფორმაა, რომლის მიმართ თანამედროვე
სამართლებრივ სისტემებს, კომუნისტური გამოცდილების
მიუხედავად, გეგმაფობია არა აქვს

 გეგმა არის დაგეგმვის პროცესის პროდუქტი, რომელიც ძირითადად


საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ხორციელდება

 თავის მხრივ, დაგეგმვის პროცესი შედგება ფაქტობრივი


მდგომარეობის კვლევის, პრიორიტეტების რანჟირების, შეფასებისა
და გადაწყვეტილების მიღების ეტაპებისაგან

 დაგეგმვა ემყარება ფართო დისკრეციულ უფლებამოსილებას და ამ


მხრივ ის საჯარო მმართველობის ფინალური პროგრამაა, რომლის
კანონიერება ეფუძნება მატერიალურ და პროცედურულ
ლეგიტიმაციას
გეგმის სტრუქტურა და
სავალდებულობა/პარადიგმული წესი
 სტრუქტურული თვალსაზრისით, როგორც წესი, გეგმა
შედგება:
ა) გრაფიკული და
ბ) ტექსტური ნაწილებისაგან

 სავალდებულობის თვალსაზრისით, როგორც წესი, გეგმა


მოიცავს:
ა) სავალდებულო (ნორმატიული),
ბ) შესაძლებლობის შემქმნელ (ინფლუიციური) და
გ) ინფორმაციული(ინდიკატიური) ხასიათის
დებულებებს
გეგმის შემუშავების პროცედურა/რამდენიმე
პარადიგმული წესი
 გეგმა, როგორც წესი, მუშავდება ორ სტადიად, რათა
უზრუნველყოფილი იქნეს ადმინისტრაციული რესურსების
ეკონომიურობა

 პირველ სტადიაზე ხდება გეგმის კონცეფციის შემუშავება,


რაზეც ეწყობა პირველი საჯარო ადმინისტრაციული წარმოება

 მეორე სტადიაზე, გეგმარებითი კონცეფციის საფუძველზე,


ხდება გეგმის პროექტის შემუშავება, რაზეც ასევე ეწყობა
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება
გარემოს დაცვის დაგეგმვის სისტემა
საქართველოში
საქართველოში გარემოს დაცვის დაგეგმვა ეფუძნება
შემდეგ სისტემას:
 გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენება,
 მდგრადი განვითარების სტრატეგია,
 გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნულ პროგრამა,
 გარემოს დაცვის სექტორალური გეგმები,
 გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმები,
 ინტეგრირებული (სივრცითი მოწყობისა და
მიწათსარგებლობის) გეგმები,
 განაშენიანების რეგულირების გეგმა და სხვა
კაუზალური გეგმები.
ეროვნული მოხსენება გარემოს მდგომარეობის
შესახებ
 ეროვნული მოხსენების მიზანია სკ-იის 29-ე მუხლის მე-2
პუნქტის მოთხოვნის აღსრულება და გარემოსდაცვითი
ინფორმაციის მიღების უზრუნველყოფა

 ის იმავდროულად გვაძლევს გარემოს მდგომარეობის თაობაზე


კომპლექსურ ინფორმაციას, რაც ამ სფეროში ზოგადად გარემოს
დაცვის დაგეგმვის განხორციელების ფაქტობრივი საფუძველია

 ეროვნულ მოხსენებას 3 წელიწადში ერთხელ ამტკიცებს გარემოს


დაცვის მინისტრი

 ეროვნული მოხსენების შედგენის წესს არეგულირებს „გარემოს


მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენის წესის
დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის
დადგენილება
მდგრადი განვითარების სტრატეგია
 მდგრადი განვითარების სტრატეგია მუშავდება გრძელვადიანი
პერიოდისათვის (5 წელზე მეტი ვადით)

 მისი მიზანია მდგრადი განვითარების პრინციპის


უზრუნველმყოფელი პოლიტიკის შემუშავება

 სტრატეგიის პროექტს შეიმუშავებს გარემოს დაცვის სამინისტრო

 სტრატეგია მტკიცდება საქართველოს პარლამენტის


დადგენილებით
გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული
პროგრამა
 ეროვნული პროგრამა (NEAP) ემსახურება 1993 წელს შვეიცარიის
ქალაქ ლუცერნში გარემოს დაცვის მინისტრების პანევროპულ
კონფერენციაზე მიღებულ ცენტრალური და აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნების გარემოს დაცვის პროგრამის განხორციელებას

 ეროვნული პროგრამის შემუშავება ხდება ხუთწლიანი


პერიოდისათვის, რომელიც მტკიცდება საქართველოს
მთავრობის განკარგულებით

 ასეთი გეგმა შემუშავებულია რამდენჯერმე და თავისი


შინაარსით ის ეროვნული მოხსენების ანალოგიურია, თუმცა
შედარებით უფრო ვრცელი

 ამდენად მისი ფუნქცია ასევე გამოიხატება იმ ფაქტობრივი


მონაცემების შეკრებაში, რაც აუცილებელია ზოგადად გარემოს
დაცვის დაგეგმვის პირველი სტადიისათვის
 მე-2 პროგრამა - http://www.moe.gov.ge/res/docs/1790NEAP_geo_2012.pdf
 მე-3 პროგრამა - http://moe.gov.ge/res/images/file-manager/strategiuli-
dokumentebi/strategiebi-gegmebi/2017-2021----------.pdf
გარემოს დაცვის სექტორალური დაგეგმვა
საქართველოში გარემოს დაცვის სექტორალურ დაგეგმვასთან დაკავშირებულ
საკითხებს აწესრიგებს

 „ატმოსფერული ჰაერის შესახებ“ საქართველოს კანონი (43-ე-45-ე მუხლები),

 ტყის კოდექსის მე-16 მუხლი (ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის


გეგმები, რომელიც რეგულირდება „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და
მონიტორინგის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის
დადგენილებით),

 „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15


მუხლი (დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმა),

 „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-14 მუხლი),

 „ცხოველთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი (მე-15 მუხლი)

 ნარჩენების მართვის კოდექსი (III თავი)


გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმა
 ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, გარკვეული რაოდენობის
ნარჩენების წარმომშობ საწარმოში შემუშავებული უნდა იქნეს ნარჩენების
მართვის სამენეჯმენტო გეგმა

 ტყის ლიცენზიის მფლობელს აქვს ტყითსარგებლობის გეგმის


შემუშავების ვალდებულება

 სამონადირეო ტერიტორიაზე ასევე უნდა შემუშავდეს მენეჯმენტის გეგმა


სივრცითი მოწყობის გეგმები
სივრცითი მოწყობის გეგმა არის ინტეგრირებული
(ჰოლისტური) ტიპის დოკუმენტი, რომელიც სხვა
ასპექტებთან ერთად ასევე მოიცავს გარემოს დაცვის
საკითხებს და ასახავს გარემოს დაცვის სფეროში
შემუშავებული გეგმების მოთხოვნებსაც.
სივრცითი მოწყობის დაგეგმვის
ამოცანები
 განვითარების ელემენტი - სივრცითი მოწყობის გეგმა
მოიცავს არა მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებას, არამედ
ასევე განვითარების პერსპექტივებს

 მოწესრიგების ელემენტი - სივრცითი მოწყობის გეგმებით


დადგენილი მოთხოვნები სავალდებულოა ყველა
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებისათვის და უზრუნველყოფს ამ მოთხოვნათა
განხორციელებას ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ
დონეებზე
სივრცითი მოწყობის დაგეგმვის
სახელმძღვანელო პრინციპები
 სახელმძღვანელო პრინციპები, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი,
ნორმატიულ ჩარჩოში აქვებს ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ
უფლებამოსილებას

 სივრცითი დაგეგმვის სამართალში უმაღლესი რანგის პრინციპია მდგრადი


განვითარების პრინციპი, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური და
სოციალური ინტერესების ჰარმონიზაციას ეკოლოგიურ ინტერესებთან

 უმაღლესი რანგის პრინციპია ასევე ურთიერთშემხვედრი დინების პრინციპი


(სმქსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი), რომელიც უზრუნველყოფს ზედა და
ქვედა ინტერესების ჰარმონიზაციას

 თავსებადობის და შეუფერხებლობის პრინციპი

 ნორმატიული ხასიათის პრინციპები წარმოდგენილია სექტორალური


პრინციპების სახით (მაგ., ეკონომიკური, სოციალური, ურბანული,
ეკოლოგიური, კულტურული მემკვვიდრეობის დაცვის და სხვ.), რომელიც
შეჯერებული უნდა იქნეს ერთმანეთთან (სმქსკ-ის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი)
კაზუსი 1. პანორომა თბილისი?

2009 წელს ქ. თბილისის საკრებულომ დაამტკიცა თბილისი


განვითარების გენერალური გეგმა, რომლითაც მან
მთაწმინდის ფერდობს მიანიჭა, ლანდშაფტურ-რეკრეაციული
ზონის სტატუსი. 2015 წელს საკრებულომ ცვლილება შეიტანა
აღნიშნულ გეგმაში და ფერდობის მნიშვნელოვან ნაწილში
დაგეგმა მასშტაბური მშენებლობა, რომელიც დაასაბუთა
ინვესტიციების ხელშეწყობის არგუმენტით.

შეამოწმეთ პროექტის დასაშვებობა სექტორალური


პრინციპების კოლიზიის ჭრილში
სივრცითი მოწყობის გეგმების იერარქია
და თავსებადობა
საქართველოში სივრცითი მოწყობის დაგეგმვა ხორციელდება:
 ქვეყნის სივრცითი მოწყობის
 ავტონომიური რესპუბლიკების სივრცითი მოწყობისა და
 მუნიციპალური/ტრანსმუნიციპალური სივრცითი მოწყობის
გეგმების მეშვეობით

იერარქიული დაგეგმვისას უზრუნველყოფილი უნდა იქნეს


თავსებადობა
1. როგორც დაგეგმვის სხვადასხვა იერარქიულ დონეებს, ისე
2. სხვადასხვა ტერიტორიების გეგმებს შორის, ასევე
3. დარგობრივი დაგეგმვის დოკუმენტებს შორის.

(იხ. სმქსკ-ის მე–11 მუხლის 1–ლი პუნქტი)


კაზუსი 2.
საქართველოს მთავრობამ რამდენჯერმე შექმნა ქვეყნის სივრცითი
მოწყობის გეგმის შემმუშავებელი სამთავრობო კომისია, თუმცა გეგმის
შემუშავება და მისი მიღება აქამდე ვერ განხორციელდა. ამის
მიუხედავად ზესტაფნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ
მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც დამტკიცდა
ზესტაფონის სივრცითი მოწყობის გეგმა.

თავსებადობის პრინციპის შესაბამისად, ჰქონდა თუ არა ზესტაფონის


მუნიციპალიტეტს ამის უფლება?
კაზუსი 3.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა არ დაელოდა რა ქვეყნის სივრცითი
მოწყობის გეგმის შემუშავებას, დაამტკიცა ზესტაფონის სივრცითი
მოწყობის გეგმა. მოგვიანებით სამთავრობო კომისიამ შეიმუშავა
ქვეყნის სივრცითი მოწყობის გეგმის პროექტი, რომელიც არ
შეესაბამება ზესტაფონის სივრცითი მოწყობის გეგმის მიზნებს.
პროეტი განსახილველად წარედგინა ზესტაფონის მუნიციპალიტეტს.

თავსებადობის პრინციპის შესაბამისად, აქვს თუ არა ზესტაფონის


მუნიციპალიტეტს პრეტენზია გამოთქვას პროექტის მიმართ?
სივრცითი მოწყობის გეგმის
სავალდებულობა
სავალდებულობის მხრივ ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ სივრცითი დაგეგმვის
მიზნები და სივრცითი დაგეგმვის პრინციპები

 პრინციპები - შეწონასწორების დამშვები დებულებებია


1) ტეროტორიის გამოყენების მულტიფუნქციური
რეჟიმი, რომლიდან კონკრეტული გამოყენების
არჩევა ეფუძნება ინტერესთა შეჯერების პრინციპს

 მიზნები - სავალდებულოდ შესასრულებელი დებულებებია:


1) ტერიტორიის გამოყენების რეჟიმი, რომელიც ამ
ტერიტორიაზე უშვებს მხოლოდ კონკრეტულ
სარგებლობას
2) ტერიტორიის გამოყენების რეჟიმი, რომლის
განხორციელება სხვაგან დაუშვებელია
ადმინისტრაციული წარმოება სივრცითი
მოწყობის გეგმების შემუშავებასთან
დაკავშირებით

ა) უფლებამოსილი ადმინისტრაციულ ორგანოების მხრიდან სივრცითი მოწყობის დაგეგმვის


ინიცირება და საჭიროების დასაბუთება;

ბ) დაგეგმვის პროცესის საჯაროობა ორსაეხურიანი სისტემის მეშვეობით და სტრატეგიული


გარემოსდაცვითი შეფასება;

გ) სხვა დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობა (ნეგატიური ვოტუმით ან


მის გარეშე);

დ) გეგმების დამტკიცება.

(იხ. სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუფვლების შესახებ საქართველოს კანონის


მე-7, მე-9 და მე-17 მუხლები).
გარემოს დაცვა განაშენიანების რეგულირების
გეგმაში

განაშენიანების რეგულირების გეგმა მიმართულია გარემოს მოხმარებაზე,


რომელშიც გარემოს ინტერესების გათვალისწინება ხდება მატერიალური
და პროცედურული ლეგიტიმაციის მეშვეობით
გარემოს დაცვა კაუზალურ გეგმებში

კაუზალური გეგმებში მოიაზრება გზის, აეროპორტების, პორტების,


ნარჩენების განთავსების ადგილების , ჰესების და ა.შ. მშენებლობები

კაუზალურ გეგმებში გარემოს გათვალისწინება ეფუძნება გზშ-ის


ინსტრუმენტს
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და
სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
მუხლები - პირველიდან 46-ე მუხლამდე და 66-ე, 67-ე, 68-ე მუხლები

ლინკი:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/4276845?publication=0
გმადლობთ ყურადღებისათვის

You might also like