You are on page 1of 9

საქართველო დათოს და ვანოს წინააღმდეგ

2019_წლის 5 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქალაქე


ლ. ნ_მ ( ლეილა მიმინოშვილი) მიმართა წერილობით შესაძლო დანაშაულის შესახებ.
წერილიდან ირკვეოდა, რომ მისი შვილი ა.ფ (ანა ფოლადაშვილი) 7 თვის წინ ( 2018წლის
3 ივლისი) თურქეთში წავიდა სამუშაოდ. ის თითქის ყოველ დღე უკავშირდებოდა დედას
სოცილური ქსელის საშუალებით. მაგრამ 1 კვირა იყო რაც არ დაკავშირებულა. შინაგან
საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მოკვევა ყველა იმ ადამიანის ვასაც ქონდა კავშირი ანა
ფლადაშვილთან ბოლო 7 თვის გგანმავლობაში. როგორც აღმოჩნდა ის დედის გარდა
არავის არ ეკონტაქტებოდა. ასევე, გამოძიებით დადგინდა, რომ ანა ფოლადაშვილს
ახლო ურთიერთობა ქონდა დათო ნოდიასთან. მათი ირადი მინაწერების ამოღების
შედეგად დადგინდა, რომ მათ ქონდათ სასიყვარულო ურთიერთობა და ანა ფეხმძიმედ
იყო. აგრეთვე დადგინდა კიდევ ერთ პირის ვინაობა რომელიც მათ ეხმარებოდა
თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლაში და სამსახურის პოვნაში, ეს იყო სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ვ. კ (ვანო კალანდია). ვერცერთ
მათგანთან ვერ მოხერხდა დაკავშირება. დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 1431_მუხლით, რაც გილისხმობს ადამიანით ვაჭრობას. ასევე გამოიკვეთა კდევ
ერთი ადამიანი, მოქალაქე: ლიკა მუჯირი. რომელიც 3_წლის განმავლობაში
გარდაცვლილი ეგონათ. საქართველოს და თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების
თანამშრომლობით ჩატარებული გამოძიების შედეგად მოქალაქე დათო ნოდია დააკავეს
და ბრალი წაუყენეს 143_ მუხლის მე_3_ე პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე რაც
გულისხმობს თავისუფლების უკანონო აღკვეთას ორი ან მეტი პირის მიმართ . აევე
დააკავეს და ბრალი წაუყენეს ვანო კალანდიას 1431მუხლის მე_2_ე პუნქტის ,,ა“ და ,,გ“
ქვეპუნქტებით რაც გულისხმობს: ადამიანით ვაჭრობას, დამნაშავისათვის წინასწარი
შეცნობით ორსული ქალის მიმართ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით .

26 თებ გავანთავისუფლე

27 საქში არიან ყველა და დაკითხა

არსებითი 26 მრტს წსს-12 აღკ. ს-

ბრალდების მხარე: პროკურორები_მარიამ ჯაში; გიორგი თოდაძე

მოწმეები_ ლეილა მიმინოშვილი ( ანა ფოლადაშვილის დედა)

გიორგი გაბაშვილი ( პოლიციის თანამშრომელი)

ნინო პეტრეაშვილი ( გამომძიებელი)

ავთო ბუცხრიკიძე ( სუს_ ის გამომძიებელი)

ანა ფოლადაშვილი ( დაზარალებული)

ლიკა მუჯირი ( დაზარალებული)


დაცვის მხარე: ადვოკატები_ლილე წილოსანი; ირაკლი ბაიდაური

მოწმეები_ გელა სისაური ( სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელი)

სალომე მაისურაძე ( ბრალდებულ ვანო კალანდიას მეუღლე)

დათო ნოდია და ვანო კალანდია ( ბრალდებულები)

ლეილა მიმინოშვილი
ჩემი შვილი 2018 წლის 3 ივლისს როდესაც გავიდა სახლიდან მას მერე არ
მინახავს ამ დრომდე. ის იყო ძალიათ თბილი და მოსიყვარულე, 1 დღეც არ გასულა რომ
არ მოეწერა ან არ დაერეკა. როდესაც მისი ზარები შეწყდა და მეც ვეღარ
ვუკავშირდებოდი ძალიან ავნერვიულდი, ვის აღარ დავურეკე, ვის აღარ ვთხოვდი
დახმარებას. არ ვიცოდი, რომ ჩემი შვილი ორულად იყო, ეს რომ მცოდნოდა არ
გავუშვებდი. ალბათ სინამდვილეში ეს გახდა მისი წასვლის მიზეზი. დათოს ჩემი შვილი
უყვარდა, უფრო სწორად ერთმანეთი უყვარდათ მაგრამ მე ამის სასტიკი
წინააღმდეგი ვიყავი რადგან არც მუშაობდა, არც სწავლობდა, დღე და ღამე ქუჩაში
იყო, ვხვდებოდი რომ ჩემ შვილს მასთან არანაირი მომოვალი არ ქონდა. ამიტომ
ვუკრძალავდი მასთან ყველანაირ ურთიერთობას. მე მეტი არაფრი ვიცი.

ანა ფოლადაშვილი
მე ვარ ანა ფოლადაშვილი, 24 წლის. დავასრულე საქართველოს ეროვნული
უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. დათოს წლებია ვიცნობ, ერთმანეთი მე _7_ე
კლასში გავიცანით. 3 წელია შეყვარებულები ვართ. როდესაც გავიგე რომ ორსულად
ვიყავი ძალიან ვინერვიულე, ბავშის მოშორება მინდოდა მაგრამ დათომ არ მომცა
უფლება. მეშინოდა რადგან დედა არ მაპატიებდა ამას. ამიტომ მე და დათო წავედით
თურქეთში და დედა მოვატყუე, რომ სამუშაოდ მივდიოდი. ვუთხარი ჩემი პროფესიით
სტაჟირება უნდა გავიარო და შემდეგ იქვე ვაგრძელებ მუშაობასთქო. არ ვიცოდით
თურქეთში თავი რითი გვერჩინა და არც ის ვიცოდით სად გვემუშავა, მაგრამ დათოს
მეგობარი ვანო დაგვეხმარა. უფრო სწორად მეგონა დაგვეხმარებოდა. ვანო დათომ
გამაცნო და მითხრა ჩემი კარგი მეგობარი არსო, მან მოგვცა საცხოვრებელი
ადგილიც დათოს უშოვა სამსახური და ასე ვცხოვრობდით. თითქოს ყველაფერი
კარგად იყო. როდაც უნდა მემშობიარა წამიყვანეს სადღაც კერძო კლინიკაში, ასე
მითხრეს საავადმყოფოში ვერ წავალთ რადგან უკანონოდ ვიმყოფებით თურქეთში
და დაგვაკავებენო. მშობიარობის შემდეგ დამაძინეს და როდესაც გავიღვიძე
თავიდან არ მახსოვდა სად ვიყავი შემდეგ როდესაც გამახსენდა და ბავშვის ნახვა
მოვითხოვე მითხრეს, რომ ოპერაციამ ცუდად ჩაიარა და ბავშვი გარდაიცვალა. იქ 2
დღე ვიმყოფებოდი. 2 დღის შემდეგ გადამიყვანეს სხვაგან, ადგილი არ მახსოვს. იყო
პატარა სასტუმრო სადაც 1 ოთახში 8 ადამიანი ვიყავით,აქედან 2 ქართველი. ოთახი
ძალიან პატარა იყო. იქ გავიცანი ლიკა მუჯირი. ლიკამ ამიხსნა რაც ხდებოდა. მითხრა,
რომ იქ დროებით ვიყავით სანამ სამუშაოდ არ წაგვიყვანდნენ. მითხრა რომ იქიდან
ადამიანები სხვადასხვა სამუშაოს შესასრულებლად მიყავდათ . იქ თითქმის 3 კვირა
გავატარე. დღეში მხოლოდ ერთხელ გვაჭმევდნენ. ოთახი იყო პატარა და ამ ოთახშივე
იყო საპირფარეშოც, შესაბამისად იყო ანტისანიტარია. მჭირდებოდა სამედიცინო
დახმარება მაგრამ წამალსაც არ მაძლევდნენ, ღამით ცივ წყალს გვასხამდნენ რომ
არ დაგვძინებოდა. წესიერად არაფერი მახოვს. დათო არ ვიცი სად იყო. ბოლოს
ოპერაციამდე ვნახე.

126 და ამას პლუს ექსპლუატაცია 1433 2 და3

ლიკა მუჯირი
მე ვარ ლიკა მუჯირი 27 წლის. არ ვიცი საიდა დავიწყო, არ ვიცი იქ რა დრო გავატარე.
ეს იყო ადგილი სადაც ადამიანისთვის ყოფნა არ შეიძლებოდა . რამდენიმე სამსახური
გამოვიცვალე, სხვადახვა ადგილას გადავყავდი. სამსახურები იყო მძიმედ
შესასრულებელი, გვამუშავებდნენ ყველგან სადაც ნორმალური ადამიანი არ
იმუშავებდა. ამაზე არ მსურს საუბარი. მექცეოდნენ ცხოველებივით , როდესაც არ
ვემორჩილეოდი ან რამეზე ვეწინააღმდეგებოდი მცემდნენ. ბევრი ადამიანი იქ
ყოფნის დროს გარდაიცვალა, ბევრი მეგობარი დავკარგე

_დათო ნოდია ან ვანო კალანდიას თუ იცნობთ?

_ დიახ. დათო ნოდიამ გადამიყვანა თურქეთში თავის მეგობარ ვანო კალანდიასთან


ერთად. უფრო სწორად დათომ გადამიყვანა და ვანოსთან მიმიყვანა, ვანომ კი იმ
ჯოჯოხეთში მიმიყვანა. ორივეს საკმაოდ კარგად ვიცნობ. სქემა ასეთი იყო, დათოს
გოგოები გადაყავდა თურქეთში და ვანოს აბარედა, ვანო კი სხვადასხვა ადგილას
აგზავნიდა. ასე გრძელდებოდა რამდენიმე წელი.

_ საიდან იცით რომ ასე იყო?

_ მე იქ არამარტო ანა არამედ ბევრი გავიცანი. ისინიც თითქმის იგივეს


მეუბნებოდნენ. ამიტომ ანას ამბავი არ გამკვირვებია

_ თქვენი აზრით რა დაემართა ბავშვს?

_ გაყიდეს. სადაც ამდენს აკეთებდნენ იქ ესეც არ გაუჭირდებოდათ. ან გაყიდეს ან მოკლეს


არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მშობლისთვის რომ არ დაუბრუნებიათ ეს ფაქტია. (ჯერ
ეს დაკითხოს მერე ანა)

_ როგორ და რა ვითარებაში მოხდა თქვენი განთავისუფლება?

_ არ ვიცი როგორ მაგრამ ერთ დღეს მოგვაგნეს და ქართველმა სამართალდამცავებმა


თურქებთან ერთად იქიდან გამოგვიყვანეს. ეს იყო ჩემი მეორედ დაბადება. ეს იყო
მომენტი რომელსაც ვერასდროს დავივიწყებ. სროლა იყო, რომელიც რამდენიმე წუთის
განმავლობაში გრძელდებოდა, ყველა შევშინდით რადგან იქ არასდროს არ გაგვეგო
ხმაური, იქ ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა ისეთი სიჩუმე იყო. თუ ვინმე ვიხმაურებდით
სათითაოდ ყველას გვცემდნენ. არ დამავიწყდება არასდროს სროლა და კარში
შემოსული გამომძიებლის ავთო ბუცხრიკიძის სახე. ავთო სადხაც მყავდა ნანახი მაგრამ
არ მახსოვს სად. მას მაშინვე შემოყვა ოთახში გიორგი გაბაშვილი. მათ ძალიან
გაკვირვებული სახეები ქონდათ. შემდეგ კი თქვენთან გადმოგვიყვანეს...

ავთო ბუცხრიკიძე (მე)


მე ვარ ავთო ბუცხრიკიძე 35 წლის. დავამთავრე ჯავახივილის უნივერსიტეტის
სამართლის ფაკულტეტი. 3 წელი ვიმსახურე საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში. 2 წელი ვივსახურე
თავდაცვის სამინისტროს სპეც_დანიშნულების დეპარტამენტში. 8 წელია ვარ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი. ჩემი მოვალეობაა,

მსგავსი საქმეების გამოძიება. 4 წელი კონკრეტულად ტრეფინკინგის საქმეზე ვმუშაობ


რომელიც პირდაპირ კავშირშია დაზარალებულებთან. მოკლედ, ვიცოდით
ყველაფერი გატაცებების შესახებ. მე თავად ვმონაწილეობდი რამდენიმე საქმეში
რაზეც არ ვისაუბრებ რადგან სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს . სპეც-
ოპერაცია აქამდე არ ჩაგვიტარებია

_ რატომ არ ჩაატარეთ სფეც-ოპერაცია თუ ეს ყველაფერი თქვენთვის ცნობილი იყო:

_ მოდით დეტალების გახმაურების გარეშე ასე ვთქვათ. ჩვენ რომ ჩაგვეტარებინა ამ


დრომდე მაშინ დავკარგავდით ყველა სამიზნეს. ამ დრომდე ვერ გავდიოდით
ორგანიზატორებს კვალზე. ჩვენ რომ სპეცოპერაცია ჩაგვეტარებინა იქნებოდა 2
უარყოფითი შედეგი

1_ არ ვიცოდით ორგანიზატორების ვინაობა, ამით გავანთავისუფლებდით ამ


ადამიანებს, დავაკავებდით შემსრულებლებს მაგრამ ორგანიზატორებს ვერ
დავაკავებდით. გავიდოდა რამდენიმე თვე და ისევ გააგრძელებდნენ საკუთან ძველ
საქმიანობას ამ ყველაფრის ორგანიზატორები.

2_მხოლოდ ეს ჯგუფი არ იტაცებდა ადამიანებს. ძალიან ბევრი ჯგუფია ასეთი, ჩვენი


თურქი კოლეგების გამოცდილებას მოგახსენებთ, ისინი გავიდნენ ერთ-ერთი ჯგუფის
კვალზე და დაიწყეს სპეცოპერაცია, შედეგად ორგანიზაბული ჯგუფის წევრებმა
დახოცეს ყველა ტყვე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მოგვიანებით ისინი
მაინც დააკავეს მაგრამ ის ხალხი ხომ ვერ გადაარჩინეს? თანაც ცნობილი გახდა
ჩვენთვის რომ ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი მონაწილეობდა ტრეფიკინგის
საქმეში და ამიტომ იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ეს ჩვენთვის.

იქ რომ შევედით მართალი გითხრათ ცოტა გამიკვირდა, რადგან არ მენახა მსგავსი


სისასტიკე ადამიანების მიმართ. არ ვიცი ასე რო გორ უნდა მოექცე ცოცხალ ადამიანს ...
დათოს და ვანოს არ ვიცნობ, ისინი ამ დრომდე არ მინახავს. ვიცოდი რომ ვინმე დათო
ნოდიას გადმოყავდა თურქეთში ეს ხალხი საქართველოდან მაგრამ პირადად არ
მინახავს არასდროს.

ავთო ბუცხრიკიძე

 რამდენი ხანია რაც ამ ტრეფიკინგის საქმეს იძიებთ ? გამოძიება. 4 წელი


კონკრეტულად ტრეფინკინგის საქმეზე ვმუშაობ რომელიც პირდაპირ
კავშირშია დაზარალებულებთან.
 ამ დროის განმავლობაში ვერ მოიპოვეთ ისეთი ინფორმაცია რომელიც
ორგაიზატორების კვალზე გაგიყვანდათ? მოდით დეტალების გახმაურების გარეშე
ასე ვთქვათ. ჩვენ რომ ჩაგვეტარებინა ამ დრომდე მაშინ დავკარგავდით ყველა
სამიზნეს. ამ დრომდე ვერ გავდიოდით ორგანიზატორებს კვალზე. ჩვენ რომ
სპეცოპერაცია ჩაგვეტარებინა იქნებოდა 2 უარყოფითი შედეგი

1_ არ ვიცოდით ორგანიზატორების ვინაობა, ამით გავანთავისუფლებდით ამ


ადამიანებს, დავაკავებდით შემსრულებლებს მაგრამ ორგანიზატორებს ვერ
დავაკავებდით. გავიდოდა რამდენიმე თვე და ისევ გააგრძელებდნენ საკუთან ძველ
საქმიანობას ამ ყველაფრის ორგანიზატორები.
 2_მხოლოდ ეს ჯგუფი არ იტაცებდა ადამიანებს. ძალიან ბევრი ჯგუფია ასეთი, ჩვენი
თურქი კოლეგების გამოცდილებას მოგახსენებთ, ისინი გავიდნენ ერთ-ერთი ჯგუფის
კვალზე და დაიწყეს სპეცოპერაცია, შედეგად ორგანიზაბული ჯგუფის წევრებმა
დახოცეს ყველა ტყვე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მოგვიანებით ისინი
მაინც დააკავეს მაგრამ ის ხალხი ხომ ვერ გადაარჩინეს? თანაც ცნობილი გახდა
ჩვენთვის რომ ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი მონაწილეობდა ტრეფიკინგის საქმეში
და ამიტომ იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ეს ჩვენთვის.


 დარწმუნებული ხართ რომ მხოლოდ დათო და ვანო არიან ორგანიზატორები /
დიახ
 ახსენეთ რომ სხვა ჯგუფებიც არსებობენ რომლებიც იტაცებენ ადამიანებს და
მათ შესახებ თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ? ეს წარმოადგენს სახელმწიფო
საიდუმლოებას ამიტომ ვერ გავამჟღავნებ.
 ვინ იყო ის თანამშრომელი რომელიც ტრეფიკინგის საქმეშიმონაწილეობდა ?
ცნობილი გახდა ჩვენთვის რომ ერთ-ერთი ჩვენი თანამშრომელი მონაწილეობდა
ტრეფიკინგის საქმეში და ამიტომ იყო პრინციპულად მნიშვნელოვანი ეს ჩვენთვის. ეს
იყო ვანო კალანდია. ჩვენი ყოფილი თანამშრომელი

 რა სურათი დაგხვდათ როესაც იმ ოთახში შეხვედით სადაც ეს ადაიანები
იმყოფებოდნენ? იცით გასახსენებლად არც ისე სასიამოვნოა, გამომდინარე
იქიდან, რომ შესვლისას საშინელი სიტუაცია დამხვდა, იქ რომ შევედით
მართალი გითხრათ ცოტა გამიკვირდა, რადგან არ მენახა მსგავსი სისასტიკე
ადამიანების მიმართ. არ ვიცი ასე რო გორ უნდა მოექცე ცოცხალ ადამიანს...
სასტიკად ნაწამები ადამიანები, აშკარად დიდი ხნის განმავლობაში სცემდნენ,
ანტისანიატარია, ოთახში სადაც 7-8 ადამიანი მაინც იყო იქვე იყო
საპირფარეშოც, არც წყალი არც შუქი. იმედი მაქვს მსგავს სისასტიკეს ჩემი
თვალები არარასდროს იიხილავს.

გიორგი გაბაშვილი
მე ვარ გიორგი გაბაშვილი, დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის
სამართლის ფაკულტეტი. დავასრულე პლიციის აკადემია და 10 წელია ვარ პოლიციის
თანამშრომელი ორგანიზებულ დანაშაულტა დეპარტამენტში, წოდებით კაპიტანი.

3 თვის წინ მე მივიღე დავალება ჩემი ხელმძღვანელობისგან რომ ჩავრთულიყავი ამ


საქმეში.

_გთხოვთ აგვიხსენით როგორ ცაერთეთ ამ საქმეში და რა იყო კონკრეტულად თქვენი


როლი?

_ მოგახსენებთ. მე უნდა გემეგო ვინ იყო დათო ნოდია. ზოგადად ვიცოდით რომ დათო
ნოდიამ 1 წლით მოიხადა სასჯელი წვრილმანი ხულიგნობისთვის მაგრამ უნდა გამეგო
მისი მოკავშირეების შესახებ და საერთოთ როგორ ცაერთო საქმეში, ან საერთოთ იმ
დათოზე იყო საუბარი თუ არსებობდა სხვა დათო ნოდია რომელიც არ ვიცოდით აქამდე
ვინ იყო. ამიტომ ზემოთ მოცემული ინფორმაციის გადასამოწმებლად მე დამაკავეს და
გადამიყვანეს გლდანის ნომერ მერვე სასჯერ აღსრულების დაწეებულებაში, ზუსტად
იქ სადაც ეს პიროვნება სასჯელს იხდიდა. ზუსტად იმ საკანში. მე გავიცანი მისი
თანამესაკნეები და ზუსტად 1 თვე დამჭირდა იმისთვის, რომ დამედასტურებინა ამ
ადამიანის ვინაობა. დეტალები სახელმწიფო საიდუმლოა. მე ეს ვიცოდი და შემდეგ
მივიღე მეორე დავალებაც: გადავულიყავი თურქეთში და მეწარმოებიდა ამოძიება
სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელ ავთო ბუცხრიკიძესთან ერთად . მაგრამ
ასევე გამაფრთხილეს რომ საქმეში იკვეთებოდა საელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის თანამშრომლის კვალი, ამიტომ დათო ნოდას შესახებ არანაირი
იმფორმაცია არ უნდა მიმეწოდებინა ბატონი ავთოსთვის. მალევე მივაგენით მათ კვალს
და ვიმოქმედეთ. ოპერაციის დროს გაგვიწიეს წინააღმდეგობა მაგრამ მალევე
დაგვნებდნენ. მინდა ხაზგასმით ვთქვა რომ მხოლოდ დათო და ვანო იმყოფებოდნენ იმ
ადგილას. გამოძიება მიმდინარეობს ორგანზებულ დანაშაულთან დაკავშირებით თუმცა
მისი გაჟღერება სამსახურიდან გამომდინარე არ შეიძლება... ორივე პირი დავაკავეთ,
გავაცანით უფლებები, დავკითხეთ და წავუყენეთ ბრალი. ორივემ დანაშაული
აღიარა.

_რამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა დაკითხვა?

_ 14 საათი---აქ 3სთ მერე შესვენება 3სთ დაკიტხვა ისევ და ა.შ არ დაგავიწყდეთ---სისხლის


საპროცესოს 113 და 114 მუხლები--დღეში 6სთ მაქსიმუმ

გიორგი გაბაშვილი

 როგორ მოხდა თქვენი ამ საქმეში ჩართვა ? მე მივიღე დავალება ჩემი


ხელმძღვანელობისგან რომ ჩავრთულიყავი ამ საქმეში.
 როდის ჩაერთეთ საქმეში ? 3 თვის წინ
 რა იყო თქვენი დავალება? ინფორმაციის გადასამოწმებლად მე დამაკავეს და
გადამიყვანეს გლდანის ნომერ მერვე სასჯერ აღსრულების დაწეებულებაში, მე
უნდა გემეგო ვინ იყო დათო ნოდია. ზოგადად ვიცოდით რომ დათო ნოდიამ 1 წლით
მოიხადა სასჯელი წვრილმანი ხულიგნობისთვის მაგრამ უნდა გამეგო მისი
მოკავშირეების შესახებ და საერთოთ როგორ ცაერთო საქმეში, ან საერთოთ იმ
დათოზე იყო საუბარი თუ არსებობდა სხვა დათო ნოდია რომელიც არ ვიცოდით
აქამდე ვინ იყო.
 როდის გადაგიყვანეს გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ?
სპეცოპერაციამდე 1თვით ადრე
 რამდენი ხანი იმყოფებოდით იქ ? 1თვე
 რა იყო თქვენი შემდეგი დავალება ?----- გადავსულიყავი თურქეთში და
მეწარმოებიდა გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომელ ავთო
ბუცხრიკიძესთან ერთად. მაგრამ ასევე გამაფრთხილეს რომ საქმეში იკვეთებოდა
საელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის კვალი, ამიტომ დათო
ნოდას შესახებ არანაირი იმფორმაცია არ უნდა მიმეწოდებინა ბატონი ავთოსთვის
 ოპერაცია როგორ მიმდინარეობდა ? გაგიწიეს თუ არა წინააღმდენობა ? დიახ
გაგვიწიეს წინააღმდეგობა, გავაფრთხილეთ რომ ჩაგვბარებოდნენ, თუმცა ცეცხლი
გაგვიხსნეს
 კონკრეტულად სად დააკავეთ დატო და ვანო ? დათო და ვანო უშუალოდ
სასტუმროში დანაშაულის ადგილას ავიყვანეთ
 ორგანიზატორების გარდა სხვა არავინ ყოფილა ? მხოლოდ ორგანიზატორები
დავითი და ვანო და მსხვერპლები.
 ორგანიზებული ჯგუპის წევრები სად იმყოპებოდნენ ? სასტუმროში, სადაც ანა
და ლიკა ვიპოვეთ.
ნინო პეტრეაშვილი
მე ვარ ნინო პეტრეაშვილი 30 წლის. დავასრულე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი და 8
წელია გამომძიებელი ვარ. ვადასტურებ, რომ მე ჩავიწერე ზემოთ აღნიშნული ყველა
ჩვენება.

ჩემი პირადი დავალება იყო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე


ჩამეტარებინა გამოძიება. ჩავატარე შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები :
მოსამართლის განჩინებით საიდუმლოდ გავჩხრიკე დათო ნოდიას სახლი. რის
შედეგადაც ამოვიღე მისი პირადი მინაწერები სოციალურ ქსელში. ვნახე გლოკის
ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი მის კარადაში და ადგილზე დავაბრუნე. სხვა არანაირი
საეჭვო ნივთი არ მიპოვია. ასევე გადამცემი დავუყენე მის პირად ავტომობილს რითაც
ვამოწმებდი მის გადაადგილებას. ( თუმცა ავტომობილი თბილისი ტერიტორიას არ
გაცილებია). არ ვესწრებოდი დაკითხვას რადგან მას ატარებდა სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახური.

გელა სისაური
თურქეთში ჩემთან მუშაობდა დათო ნოდია. ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხანი.
ვადასტურებ, რომ მას უწევდა ხოლმე საქართველოში გადმოსვლა სამსახურის
საქმეებზე. ვაგზავნითი ხოლმე რო რაღაც საკითხები მოგვარებინა, მოგეხსენებათ
ფილიალი თბილისშიც მაქვს. კარგი ბიჭია, არ არსებობს რომ ეს მას ჩაედინა ... ვანოც
ჩემთან მუშაობს უკვე კარგა ხანია, ისიც კარგი ადამიანია. ორივე ჩემთან ობიექტზე
დაცვაშ იყო, თუმცა როგორც ვთქვი ვაზავნიდი ოლმე კომპანიის საქმეებზე
საქართველოშიც. ვანო ხშირად გვანებივრებდა ხოლმე საჩუქრებით, ხან რა მოქონდა
ხან რა, მე ვეუბნებოდი შეინახე ბიჭო ფული ოჯახისთვის მაგრამ როგორც ვთქვი
საკმაოდ გულიანი ადამიანია.მეტი მე ვერაფერს გეტყვით კარგის მეტს, არც კი
სვამდნენ. ვანო 3 წელია ჩემთან მუშაობს აი დათო კი რამდენიმე თვეა.

სალომე მისურაძე

მე და ვანო 10 წელია ცოლ-ქმარი ვართ. ძალიან კარგი ადამიანია. რაც ვიცნობ მთლი
ცხოვრებაა მუშაობს, რასაც შოულობს სახში მოაქვს თითოეული თეთრი. რამდენიმე წელია
სამშენებლო კომპანიაში მუშაობს, სახელი არ ვიცი და ამაზე საუბარი არც თვითონ არ
სურს. სახში იშვიათად არის მაგრამ როდესაც მოდის სულ რაღაცეები მოაქვს
ცემთვის.

_კონკრეტულად?

_რავიი, ხან რა ხან რა, ყელსაბამი, სამაჯური იცის რომ ესეთი რაღაცეები მომწონს.
ზალიან თბილი და ყურადღებიანია, არც სვამს, სიარეტსაც კი იშვიათად ეწევა . როდესაც
თბილისშია ხოლმე გვერდიდან არ მშორდება, სულ ერთად ვართ. იშვიათად რომ სადმე
გავიდეს. დათო მისი ბავშვობის მეგობარია. ცუდს ვერაფერს ვიტყვი . მართალია ცოტა
ეჭვიანია მაგრამ უარყოფითი მხარე ხომ ყველას აქვს.

_ბოლოს როდის ნახეთ?

_არ მახსოვს, ხომ გითხარით იშვიათად ვხედავ. ის ძალიან მზრუნველია , ადრე შვილი
დაგვეღუპა და იმის მერე როდესაც თბილისში ბრუნდება ხოლმე არ არსებობს მის
საფლავზე არ წავიდეს.

დათო ნოდია და ვანო კალანდია


არ აღიარებენ დანაშაულს, პოლიციელებს ადანაშაულებენ
ზეწოლაში. უარყოფენ ბრალდებას და სარგებლობენ
დუმილის უფლებით. გამოიყენებენ უფლებას დაკითხონ
მოწმეები, ადვოკატის შემდეგ თქვან დასკვნითი სიტყვა და
ისარგებლონ საბოლოოდ სიტყვის თქმის უფლებითაც.

You might also like