You are on page 1of 9

ჩხრეკა და ამოღება სისხლის სამართლის პროცესში

ხელმძღვანელი: გიორგი თუმანიშვილი


ავტორი: მარიამ სუჯაშვილი
მტკიცებულებების მოპოვება სისხლის სამართლის პროცესში,
ხორციელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების მიხედვით.

საგამოძიებო მოქმედებების სახეები არის შემდეგი: დათვალიერება;


პირის და ობიექტის ამოსაცნობად წარდგენა; გამოკითხვა გამოძიების
ეტაპზე; დაკითხვა გამოძიების სტადიაზე; ამოღება და ჩხრეკა;
ექსპერტიზა; საგამოძიებო ექსპერიმენტი; გვამის ეგსჰუმაცია; ნიმუშის
აღება; ფარული საგამოძიებო მოქმედებები;კომპიუტერულ
მონაცემებთან დაკავშირებული;საბანკო ანგარიშების მონიტორინგი.
ჩხრეკა /ამოღება დაკავშირებულია საქ-ლოს კონსტიტუციით
გარანტირებულ საკუთრების უფლების და პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობის უფლებასთან სახელმწიფოს მხრიდან. ჩხრეკა-
მიზანია, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე საგნის აღმოჩენა,
ფიქსაცია და ამოღება, ხოლო ამოღების -საქმისთვის
მნიშვნელობის მქონე საგნის ფიქსაცია და ამოღება.
რაც შეეხებას მსგავსებას, ამოღება არის ჩხრეკის ჩატარების
პირველდაწყებითი სტადია, ჩხრეკაც და ამოღრებაც, შეიძლება
ჩატარდეს ნებისმიერ დროს ფაქტზე გამოძიების დაწყების
მომენტიდან ,გამოძიების დასრულებამდე დასაბუთებული
ვარაუდის სტანდარტოთ ორივე საგამოძიებო მოქმედება
ხორციელდება ერთნაირი პროცედურებით და წესით.ორივე
მათგანი ითვალისწინებს პროპორციული ძალის გამოყენების
შესაძლებლობას ორივეს გააჩნია ერთნაირი მიზანი,საქმისთვის
მნიშვნელოვანი საგნის აღმოჩენა და ამოღება, პროცესში მათი
შემდგომი გამოყენების მიზნისთვის.ორივე შემთხევავაში
იკრძალება არასაჭირო ძალის გამოყენაბა და ჩატარება ღამის
პერიოდში 22:00-06:00-მდე მონაკვეთში,ჩხრეკა და ამოღება
შეიძლება იყოს შედეგიანი და უშედეგო.
რაც შეეხება განსხვავებას,ჩხრეკის დროს ხდება გადამალული
ობიექტის მოძებვნა, ხოლო ამოღების დროს ობიექტის
ნაბაყოფლობით გადაცემა ან იძულებით ჩამორთმევა,ამოღების
ინიციატორ მხარეს გააჩნია დასაბუთებული ვარაუდი რომ
საქმისათვის მნიშვნელოვანი საგანი ინახება გარკვეულ ადგილას,
გარკვეუილ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის,ჩხრეკის
შემთხვევაში ინიცატორმა მხარემ იცის რომ საქმისთვის
მნიშვნელობის მქონე საგანი ინახება გარკვეულ ადგილას
გარკვეულ პირთან, მაგრამ არიცის კონკრეტულად რა ადგილას და
მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა.
ჩხრეკვის სახეები

 პირადი ჩრეკვა

 საცხოვრებელი ადგილის

 სამსახურებრი ადგილის

 დაცული ადგილმდებარეობის

 სატრანსპორტო საშუალების
ჩხრეკა ამოღება ექვემდებაება სასამართლო კონტროლოს,
საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამღება/ჩხრეკის სამ
ხერხს-წინასწარი სასამართლო კონტროლი,სასამართლო
განჩინების საფუძველზე; გადაუდებელი აუცილებლობა;

ჩხრეკა ამოღების ფარგლებში ცნობილია საყოველთაოდ


აღიარებული დოქტრინა, რომელიც ცნობილია ღია სივრცის
დოქტრინის სახელწოდებით
ჩხრეკა/ ამოღების ჩატარების უფლება აქვს გამომძიებელს ან პროკურორს.

სასამართლოს განჩინება ამოღება ჩხრეკის ჩატარების თაობაზე ძალაშია


გამოცემიდან 30 დღის ვადაში და თუ არ დაიწყო ამ ვადაში განჩინება
ძალადაკარგულია,შესაბამისად სასამართლო განჩინება უნდა
აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს- დეტალიზაციის
სტანდარტი;დანაშაულთან კავშირის სტანდარტი;სარგებლობის
სტანდარტი;ვადის სტანდარტი;
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like