You are on page 1of 18

1

თავი 10
ლექცია 9
მონოპოლია და საბაზრო ძალაუფლება
მონოპოლიის მოდელი

მონოპოლია წარმოიშობა მაშინ, როდესაც ინდუსტრიაში მხოლოდ ერთი ფირმა ყიდის


პროდუქტს, რომელსაც ჩამნაცვლებელი არ გააჩნია. უფრო ზუსტად რომ განვმარტოთ,
მონოპოლია განიმარტება როგორც ბაზარზე შეღწევის ბარიერი - სხვა ფირმები თავისუფლად
ვერ შედიან ინდუსტრიაში. მაგალითად, De Beers-მა შეღწევის ბარიერები შექმნა ექსკლუზიური
უფლებით, რომელიც მხოლოდ მას ანიჭებდა უფლებას მოეპოვებინა ბრილიანტი მსოფლიოს
უმეტეს ბრილიანტის მაღაროებში. Microsoft დაადანაშაულეს საბაზრო ბარიერების შექმნაში
პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისას, როდესაც იგი მის ერთ-ერთ პროგრამას (Internet
Explorer) და Windows-ის ოპერაციულ სისტემას, რომელიც მოყვებოდა კომპიუტერებს, ერთ
პაკეტად სთავაზობდა მომხმარებელს. ზოგჯერ ბაზარზე შეღწევის ბარიერები ხელოვნურადაა
შექმნილი მთავრობების მიერ პატენტების და საავტორო უფლებების სახით, რომლებიც
გამორიცხავენ სხვა ფირმების მიერ არსებული (საავტორო უფლების მქონე) კომპანიის
პროდუქტის დუბლირებას. პატენტები და საავტორო უფლებები კომპანიას შესაძლებლობას
აძლევს კონკრეტული პროდუქტის წარმოების უფლების ლიცენზირებით, რომელიც საკუთარი
ინოვაციებისა და კრეატიულობის შედეგია, გამოიმუშავოს შემოსავალი.
ეკონომისტები ვუშვებთ, რომ მონოპოლისტი საკუთარი მოგების მაქსიმიზაციის მიზნით არჩევს
წარმოების მოცულობას. ამ მიმართებაში, მონოპოლისტისა და კონკურენტული ფირმის
მოდელები მსგავსია. თუ წარმოების მოცულობის ზრდა მონოპოლისტის მოგებას გაზრდის იგი
ასეც მოიქცევა, ანალოგიურად იქცევა კონკურენტული ფირმაც. თუ წარმოების მოცულობის
შემცირება მონოპოლისტის მოგებას გაზრდის იგი ასეც მოიქცევა, ანალოგიურად მოხდება
კონკურენტული ფირმის შემთხვევაშიც.
მონოპოლისტსა და კონკურენტულ ფირმას შორის განსხვავება მდგომარეობს არა მათ
მოტივაციებსი, არამედ იმაში თუ როგორ გავლენას ახდენენ ისინი საკუთარი
გადაწყვეტილებებით საბაზრო ფასზე. ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელიც
მონოპოლისტს განასხვავებს კონკურენტული ფირმისგან არის საბაზრო ძალაუფლება, რაც
ნიშნავს იმას, რომ მონოპოლისტს აქვს ბაზარზე ფასის დაწესების ძალაუფლება, მაშინ როდესაც
კონკურენტულ ფირმას არ აქვს ამის საშუალებას. სწორედ ამიტომ ვუწოდებთ მონოპოლისტს
ფასის დამწესებელს, ხოლო კონკურენტულ ფირმას - ფასის მიმღებს.

მონოპოლისტის საბაზრო ძალაუფლების ინტუიციური გაგება


მონოპოლისტის საბაზრო ფასზე გავლენის მოხდენის უნარს შეიძლება შევხედოთ ორი მხრიდან:
რა მოხდება როდესაც მონოპოლისტი ცვლის ფასს, ან რა მოხდება იმ შემთხვევაში როდესაც
მონოპოლისტი წარმოების მოცულობას ცვლის. პირველ რიგში ფასის ცვლილების
გადაწყვეტილებას შევეხოთ.
2

ბაზარზე არავინაა ისეთი, ვინც მონოპოლისტის დაწესებულ ფასს შეამცირებს.


როდესაც კონკურენტულ ბაზარზე რამდენიმე ფირმა უწევს კონკურენციას ერთმანეთს, ერთ
რომელიმე ფირმას შეუძლია სცადოს საბაზრო ფასზე მაღალ ფასად გაყიდოს საკუთარი
პროდუქცია, თუმცა მისგან არავინ იყიდის, რადგან ბაზარზე ყოველთავის იარსებებს სხვა ფირმა,
რომელიც უფრო ნაკლებად გაყიდის იგივე პროდუქტს. თუ გამყიდველი დააწესებს საბაზროზე
მაღალ ფასს იგი იგნორირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება; მაშასადამე, საბაზრო ფასზე
ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
მონოპოლისტის სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. მრავალის ნაცვლად ბაზარზე მხოლოდ
ერთი გამყიდველია. თუ ეს ერთადერთი გამყიდველი ფასს აწევს სანერვიულოც არაფერი აქვს,
რადგან ბაზარზე არავინაა სხვა, ვინც მასზე ნაკლებად გაყიდის ანალოგიურ პროდუქტს.
მაშასადამე, მონოპოლისტს აქვს ძალაუფლება დააწესოს საბაზრო ფასი. მართალია,
მყიდველები სავარაუდოდ უფრო ნაკლებ რაოდენობას შეიძენენ უფრო მაღალ ფასად, ანუ,
როდესაც ფასი იზრდება მოთხოვნა კლებულობს, მაგრამ რადგან ბაზარზე მხოლოდ ერთი
გამყიდველია მყიდველები აუცილებლად იყიდიან რაღაც რაოდენობას მისგან.

ბაზარზე მიწოდებული პროდუქციის რაოდენობის გადაწყვეტილების გავლენა


საბაზრო ფასზე. მონოპოლისტსა და კონკურენტულ ფირმას შორის არსებული მნიშვნელოვანი
სხვაობის დანახვის კიდევ ერთ გზას წარმოადგენს გაანალიზება იმისა, თუ რა მოსდის ფასს
მაშინ, როდესაც ფირმა ცვლის წარმოების მოცულობას. ვთქვათ, ერთ-ერთ დიდ ქალაქში არის
100 კონკურენტული პურის საცხობი, თითოეული აწარმოებს დაახლოებით ერთსა და იმავე
რაოდენობის პურს. დავუშვათ, ერთ დღეს, ერთ-ერთმა საცხობმა გადაწყვიტა გაენახევრებინა
პურის წარმოება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დიდი შემცირება ერთი საცხობისათვის,
მთლიანი ბაზრისთვის მხოლოდ მცირე ცვლილებაა - მხოლოდ ნახევარი პროცენტი.
შესაბამისად, საბაზრო ფასი მხოლოდ მცირედით გაიზრდება. მეტიც, თუ ეს ცვლილება საერთოდ
რაიმე სახით შეეხო დანარჩენ 99 საცხობს ისინი მცირედით გაზრდიან საკუთარ წარმოებას.
რადგან ისინი ბაზარზე მიწოდებას გაზრდიან, ნაწილობრივ გააბათილებენ 1 საცხობის მიერ
წარმოების შეკვეცის შედეგებს, რის გამოც საბაზრო ფასზე გავლენა კიდევ უფრო ნაკლები იქნება.
აქედან გამომდინარე, ერთი საცხობის მიერ წარმოების მოცულობის ცვლილებას უმნიშვნელო
გავლენა აქვს საბაზრო ფასზე. ერთ საცხობს არსებითად არ შეუძლია გავლენა მოახდინოს
ქალაქში პურის ფასეზე.
მოდით განვიხილოთ, რომ ასივე საცხობი ერთმა კომპანიამ შეიძინა, რითიც ქალაქში ერთადერთ
პურის მიმწოდებლად იქცა. ახლა, თუ ფირმა გადაწყვეტს წარმოების განახევრებას პურის
მიწოდება განახევრდება მთლიანად ბაზარზეც, რასაც დიდი გავლენა ექნება პურის ფასზე.
თუ ფირმა წარმოებას უფრო მეტად შეამცირებს, ფასი მეტად გაიზრდება. თუმცა, თუ ფირმა
წარმოებას გაზრდის, პურის ფასი შემცირდება. მაშასადამე, მონოპოლისტ საცხობს აქვს
განუზომელი ძალაუფლება გავლენა მოახდინოს ფასზე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მონოპოლისტმა
საცხობმა არ იცის ფასის მიმართ პურზე მოთხოვნის ელასტიკურობა ზუსტად რამდენია, მას
შეუძლია წარმოების მოცულობის მორგება (გაზრდა ან შემცირება) რომ იმოქმედოს ფასზე.

საბაზრო ძალაუფლების გრაფიკული გამოსახვა. გრაფიკი 1 ასახავს მონოპოლისტისა


და კონკურენტული ფირმის საბაზრო ძალაუფლებებს შორის სხვაობას. მარჯვენა გრაფიკი
აჩვენებს, რომ კონკურენტული ფირმა საბაზრო ფასს განიხილავს როგორც მოცემულს, მისი
კონტროლის გარეთ არსებულს. საბაზრო ფასი არის ჰორიზონტალური ხაზი და წარმოების
მოცულობის ნებისმიერ დონეზე უცვლელია. თუ კონკურენტული ფირმა მაღალ ფასს დააწესებს,
არავინ იყიდის მისგან, რადგან ბაზარზე სხვა უამრავი კონკურენტია, რომელიც უფრო დაბალ
3

ფასს აწესებს; ამგვარად, კონკურენტულ ფირმას არ შეუძლია საბაზროზე მაღალი ფასის


დაწესება.

ფასი ფასი

დახრილი მოთხოვნის ჰორიზონტალური მოთხოვნის


მრუდი მიუთითებს მრუდი მიუთითებს საბაზრო
საბაზრო ძალაუფლებაზე ძალაუფლების არქონაზე

რაოდენობა რაოდენობა
მონოპოლისტის ხედვა კონკურენტული ფირმის ხედვა

გრაფიკი 1 მონოპოლისტი მხოლოდ მარტო მოქმედებს ბაზარზე. სწორედ ამიტომ საბაზრო


მოთხოვნის მრუდი და მონოპოლისტისთვის მოთხოვნის მრუდი იდენტურია. ფასის
როგორ განსხვავდება აწევით მონოპოლისტი ნაკლებ რაოდენობას გაყიდის. ამის საპირისპიროდ,
მონოპოლისტისა და კონკურენტულ ფირმას საბაზრო ფასზე გავლენა არ გააჩნია. თუ კონკურენტული ფირმა
კონკურენტული ფირმის საკუთარ პროდუქტზე მაღალ ფასს დააწესევს მისი გაყიდვები ნულამდე დაეცემა,
საბაზრო ძალაუფლება რადგანაც ბაზარზე ანალოგიურ პროდუქტს მრავალი ფირმა ყიდის.

მეორეს მხრივ, მონოპოლისტი სრულიად განსხვავებულად აზროვნებს. რადგან მონოპოლისტი


ბაზარზე ერთადერთი მწარმოებელია, იგი წარმოადგენს მთლიან ბაზარს. მონოპოლისტი -
მარცხენა გრაფიკზე - საკუთარ პროდუქტზე მოთხოვნას განიხილავს როგორც დაღმავალ
საბაზრო მოთხოვნის მრუდს. დაღმავალი მოთხოვნის მრუდი, რომელსაც აღიქვამს
მონოპოლისტი იგივეა რაც საბაზრო მოთხოვნის მრუდი. თუ მონოპოლისტი მაღალ ფასს აწესებს
მოთხოვნის რაოდენობა მცირდება მოთხოვნის მრუდის გასწვრივ. მაღალი ფასის პირობებში
ნაკლები რაოდენობის მომხმარებელი იყიდის პროდუქტს, მაგრამ რადგან ბაზარზე კონკურენტი
არ არსებობს, რომელიც უფრო ნაკლებ ფასს დააწესებს, მოთხოვნა ნულამდე არ დაეცემა.
მონოპოლისტისა და კონკურენტული ფირმის საბაზრო ძალაუფლებას შორის არსებული
სხვაობა განაპირობებს ამ ორი ტიპის ფირმის ქცევების განსხვავებას.

მონოპოლისტის გადაწყვეტილების გავლენა შემოსავლებზე


რადგან უკვე განვიხილეთ თუ როგორ შეუძლია მონოპოლისტს ფასზე გავლენის მოხდენა
წარმოების მოცულობის ცვლილებით, განვიხილოთ რა გავლენა აქვს წარმოების მოცულობას მის
შემოსავლებზე.
4

ცხრილი 1 წარმოადგენს მონოპოლისტის კონკრეტულ რიცხვობრივ მაგალითს. იმის მიხედვით,


თუ რა ერთეულებში გავზომავთ წარმოების რაოდენობას Q-ს, მონოპოლისტი შეიძლება
აწარმოებდეს პროგრამულ უზრუნველყოფას, კომპიუტერულ ჩიპებს ან ბრილიანტებს.
მარცხნიდან პირველი ორი სვეტი წარმოადგენს საბაზრო მოთხოვნის მრუდს, და მიუთითებენ
ფასსა და გაყიდულ რაოდენობას შორის არსებულ უარყოფით დამოკიდებულებაზე: მაგალითად,
როდესაც გაყიდული რაოდენობა 3-დან 4-მდე იზრდება, ერთეულზე ფასი $130-დან $120-მდე
ეცემა.

ცხრილი 1
მონოპოლისტის შემოსავალი, დანახარჯები და მოგება (ფასი, შემოსავალი და
დანახარდები გაზომილია დოლარში

საბაზრო მოთხოვნა
წარმოებული
მთლიანი ზღვრული მთლიანი ზღვრული
და გაყიდული
რაოდენობა
ფასი შემოსავალი შემოსავალი დანახარჯი დანახარჯი
მოგება

TR = P X Q ცვლილება TR-ში ცვლილება TC-ში TR -TC


/ცვლილება Q-ში /ცვლილება Q-ში

მთლიანი შემოსავალი და ზღვრული შემოსავალი. ცხრილი 1-ის მესამე სვეტი


გვიჩვენებს თუ როგორ იცვლება მონოპოლისტის მთლიანი შემოსავალი, როდესაც წარმოების
მოცულობა იზრდება. დავაკვირდეთ, რომ თავიდან, როდესაც მონოპოლისტი წარმოების
მოცულობას ზრდის, მთლიანი შემოსავალი იზრდება: როდესაც წარმოების და შესაბამისად
გაყიდვის მოცულობა ნულია, მთლიანი შემოსავალიც ნულია; ერთი ერთეულის გაყიდვის
შემთხვევაში, მთლიანი შემოსავალი $150-ია; ორი ერთეულის გაყიდვის შემთხვევაში
შემოსავალი იზრდება და $280-ია; და ა.შ. თუმცა, გაყიდვის მოცულობის ზრდასთან ერთად
მთლიანი შემოსავალი კლებადი რაოდენობით იზრდება და რაღაც მომენტში კლებას იწყებს.
5

ცხრილი 1-ზე მთლიანი შემოსავალი მაქსიმუმს $640-ზე აღწევს, როდესაც გაყიდვის მოცულობა 8
ერთეულს შეადგენს, ხოლო შემდგომ კლებას იწყებს.
ზღვრული შემოსავალი გაყიდვების მოცულობის ერთი ერთეულით ზრდის შედეგად მთლიანი
შემოსავლის ცვლილებაა. მაგალითად, თუ მთლიანი შემოსავალი $480-დან $550-მდე იზრდება
გამოშვების 1 ერთეულით ზრდის შედეგად, ზღვრული შემოსავალი არის $70 ($550-$480=$70).
ზღვრული შემოსავალი ცხრილი 1-ის მეოთხე სვეტშია ასახული.
მარცხენა ნახაზი გრაფიკ 2-ზე ასახავს როგორ იცვლება მთლიანი შემოსავალი წარმოების
მოცულობის ცვლილებასთან ერთად (ცხრილი 1-ის მაგალითი). გრაფიკი აჩვენებს, რომ
წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად მთლიანი შემოსავალი უფრო და უფრო ნაკლებად
იზრდება, აღწევს პიკს და კლებას იწყებს. სხვა სიტყვებით, ზღვრული შემოსავალი კლებადია
წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად და საბოლოოდ უარყოფითი ხდება. ამგვარად,
მიუხედავად იმისა, რომ მონოპოლისტს აქვს ფასზე გავლენის მოხდენის უნარი, ეს არ ნიშნავს
იმას, რომ მას შეუძლია მიიღოს ისეთი მაღალი შემოსავლის ოდენობა როგორიც სურს.

თანხა (დოლარი) თანხა (დოლარი)

ცვლილება
მთლიან
შემოსავალში =
MR=50

MR=130 მოთხოვნა

ცვლილება MR=50
მთლიან
შემოსავალში =
MR=130
ზღვრული შემოსავალი

რაოდენობა რაოდენობა

გრაფიკი 2 მარცხენა გრაფიკზე ასახულია მთლიანი შემოსავალი გამოშვების თითოეული მოცულობისთვის


ცხრილი 1-ის მიხედვით. მთლიანი შემოსავალი ჯერ იზრდება წარმოების მოცულობასთან ერთად,
მთლიანი შემოსავალი, ხოლო შემდეგ - იკლებს. ზღვრული შემოსავალი ნაჩვენებია მარჯვენა გრაფიკზე ყვითელი მრუდის
სახით. ზღვრული შემოსავალი წარმოების 1 ერთეულით ზრდის შედეგად მთლიანი შემოსავლების
ზღვრული შემოსავალი
ცვლილებას წარმოადგენს. შევნიშნოთ, რომ ზღვრული შემოსავლის მრუდი მოთხოვნის მრუდისის
და მოთხოვნა ქვემოთ მდებარეობს ყოველთვის გარდა იმ შემთხვევისა როდესაც Q=1.

რატომ იზრდება მთლიანი შემოსავალი უფრო და უფრო ნაკლები რაოდენობით წარმოების


მოცულობის ზრდასთან ერთად? იმისათვის, რომ მონოპოლისტმა გაყიდოს უფრო მეტი
ოდენობით პროდუქტი აუცილებელია შეამციროს ფასები და უფრო მეტი მყიდველი მოიზიდოს.
ზრდის რა წარმოებას, მონოპოლისტმა უფრო და უფრო უნდა შეამციროს ფასი, რაც თავისმხრივ
6

უფრო და უფრო ნაკლებად ზრდის მთლიან შემოსავალს. როდესაც ფასი ძალიან დაბალ
ნიშნულს აღწევს, შემოსავალი რეალურად კლებას იწყებს.

ზღვრული შემოსავალი ფასზე ნაკლებია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი


დამოკიდებულება ფასსა და ზღვრულ შემოსავალს შორის არის ის, რომ წარმოების ყოველ ახალ
მოცულობაზე, ზღვრული დანახარჯი ფასზე ნაკლებია (გარდა წარმოების პირველი ერთეულისა,
სადაც ზღვრული შემოსავალი ფასს უდრის). შედარებისათვის დავაკვირდეთ ფასს (P) და
ზღვრულ შემოსავალს (MR) ცხრილი 1 - ში ან მარჯვენა ნახაზს ფიგურა 2-ზე.
შევნიშნოთ, რომ წითელი ხაზი გრაფიკ 2-ზე, რომელიც აჩვენებს ფასსა და წარმოებულ
პროდუქტზე მოთხოვნას წარმოადგენს მოთხოვნის მრუდს მონოპოლისტისათვის. სხვა
სიტყვებით თუ ვიტყვით, რომ ზღვრული შემოსავალი ფასზე ნაკლებია წარმოების მოცემული
მოცულობისას ნიშნავს, რომ ზღვრული შემოსავლის მრუდი მდებარეობას მოთხოვნის მრუდის
ქვემოთ.
რატომ მდებარეობს ზღვრული შემოსავლის მრუდი მოთხოვნის მრუდის ქვემოთ? როდესაც
მონოპოლისტი ზრდის წარმოებას 1 ერთეულით ამას შემოსავალზე ორგვარი ეფექტი აქვს: (1)
დადებითი ეფექტი, რომელიც უდრის ფასი P გამრავლებული დამატებით გაყიდულ ერთეულზე,
და (2) უარყოფითი ეფექტი, რაც უდრის მანამდე გაყიდული პროდუქტის ფასი გამრავლებული

ფასი გრაფიკი 1.1 აღწერს ზღვრული


შემოსავლის ორგვარ ეფექტს
როდესაც მონოპოლისტი წარმოებას 3-დან
4 ერთეულამდე ზრდის მთლიანი
შემოსავალი იზრდება; ანუ ზღვრული
შემოსავალი ნულზე მეტია. არსებობს
დადებითი ეფექტი (ლურჯი
მართკუთხედი) ერთი დამატებითი
ერთეულის გაყიდვის შედეგად, ასევე
არსებობს უარყოფი ეფექტი (წითელი
მართკუთხედი), რომელიც პირველ 3
ერთეულზე ფასის შემცირების შედეგია. ამ
მოთხოვნა შემთხვევაში დადებითი ეფექტი $120-ად
დამატებითი ერთეულის გაყიდვისა
აღემატება უარყოფით ეფექტს, რომელიც
პირველი 3 ერთეულის შემცირებულ ფასად
($10-ით შემცირდა ფასი $130-დან $120-
მდე) გაყიდვას მოჰყვა. ასე რომ, ზღვრული
რაოდენობა შემოსავალი არის $120 - $30 = $90
ყოველი ასეთი პროდუქტის რაოდენობაზე. მაგალითად, დავაკვირდეთ ცხრილ 1-ს. როდესაც
მონოპოლისტი წარმოებას ზრდის 4-დან 5 ერთეულამდე და ფასი $120 - დან $110-მდე ეცემა
ზღვრული შემოსავალი $70-ია; $70 შედგება დამატებითი წარმოებული ერთეულის გაყიდვით
მიღებული შემოსავლით, ანუ $110, მინუს ფასის შემცირების გამო შემცირებული შემოსავალი,
ანუ $40 ($10 გამრავლებული მანამდე წარმოებულ 4 ერთეულზე). ამგვარად, ზღვრული
შემოსავალი (MR = $70) ნაკლებია ფასზე (P = $110). ზღვრული შემოსავლის ეფექტი ნაჩვენებია
გრაფიკ 1.1-ზე, როდესაც რაოდენობა იზრდება 3-დან 4-მდე. რადგან მეორე ეფექტი - მანამდე
7

წარმოებულ პროდუქციაზე ფასის შემცირების გამო შემოსავლის შემცირება - გამოაკლდება


პირველ ეფექტს, ფასი ყოველთვის მეტია ზღვრულ შემოსავალზე.

მონოპოლისტისთვის მოგების მამაქსიმიზირებული გამოშვების


წერტილის პოვნა
რადგან უკვე გავარკვიეთ თუ რა დამოკიდებულებაა მონოპოლისტის შემოსავალს და მის მიერ
წარმოებული პროდუქციის რაოდენობას შორის, ვნახოთ როგორ დამოკიდებულებასია
მონოპოლისტის მოგება მის მიერვე წარმოებულ რაოდენობასთან. დავადგენთ რა ამ
დამოკიდებულებას ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ წარმოების რა მოცულობაზე ხდება
მონოპოლისტის მოგების მაქსიმიზაცია. მხოლოდ შემოსავლით არ არის შესაძლებელი ფირმის
წარმოების მოცულობის განსაზღვრა. მაგალითად, ვიცით რომ მონოპოლისტი არასდროს
აწარმოებს იმ რაოდენობას სადაც ზღვრული შემოსავალი უარყოფითია. თუმცა ეს არ ნისნავს
რომ ფირმა აწარმოებს იქამდე სანამ ზღვრული შემოსავალი ნული არ გახდება. მაშინაც კი თუ
დამატებიტი ერთეული დამატებით შემოსავალს მოიტანს ფირმას მაინც მოუწევს გაანალიზოს
დამატებითი ერთეულის წარმოებისათვის გაწეული დანახარჯებიც.
ცხრილი 1-ის ბოლო სამი სვეტი ასახავს დანახარჯების და მოგებას მონოპოლისტისათვის.
მონოპოლისტისთვის დანახარჯების ცნება იგივეა რაც კონკურენტული ფირმისათვის. მთავარი
კონცეფციები არის ის, რომ მთლიანი დანახარჯი იზრდება წარმოების ზრდასთან ერთად და
ზღვრული დანახარჯებიც ასევე ზრდადია წარმოების მაღალ დონეზე.
მთლიანი შემოსავლისა და მთლიანი დანახარჯების შედარება. მოგება წარმოადგენს
მთლიან შემოსავალსა და მთლიან დანახარჯებს შორის სხვაობას. დააკვირდით ცხრილი 1-ს: რაც
უფრო იზრდება წარმოების მოცულობა, ორივე, პროდუქციის გაყიდვით მიღებული მთლიანი
შემოსავალი და წარმოების მთლიანი დანახარჯები, იზრდება. თუმცა, წარმოების რაღაც
დონეზე, მთლიანი დანახარჯი იწყებს უფრო მეტად ზრდას ვიდრე მთლიანი შემოსავალი. ასე
რომ, საბოლოოდ მოგებამ უნდა მიაღწიოს თავის მაქსიმუმს რაღაც წერტილში.
ცხრილი 1-ის მოგების სვატზე სწრაფი დაკვირვებით ვიგებთ, რომ მაქსიმალური მოგების
ოდენობა არის $404, რომელიც მიიღწევა, როდესაც წარმოების დონე არის 6 ერთეული. ცხრილი
1-ის მეორე სვეტის თანახმად ფასი, რომელიც მონოპოლისტმა უნდა დააწესოს 6-ვე ერთეულის
გასაყიდად არის $100.
იმისთვის, რომ გაგიმარტივდეთ აღქმა თუ როგორ იცვლება მოგება რაოდენობის ზრდასთან
ერთად და როგორ განისაზღვრება მოგების მაქსიმალური დონე, გრაფიკი 3 ცხრილი 1-დან
ასახავს მთლიან დანახარჯებს, მთლიან შემოსავალს და მოგებას. მოგება ნაჩვენებია როგორც
სხვაობა მთლიან დანახარჯს და მთლიან შემოსავალს შორის (მწვანე არე). სხვაობა მაქსიმუმს
აღწევს მაშინ, როდესაც წარმოების მოცულობა Q შეადგენს 6-ს.
ზღვრული დანახარჯის და ზღვრული შემოსავლის ტოლობა. მაქსიმალური
მოგებისთვის საჭირო წარმოების მოცულობის განსაზღვრისთვის არსებობს კიდევ ერთი,
ალტერნატიული, უფრო ინტუიციური მიდგომა. ეს მიდგომა იყენებს ეკონომისტების მიერ
ხშირად გამოყენებულ წესს.
განვიხილოთ სხვადასხვა დონის წარმოების მოცულობები, დაწყებული 1 ერთეულიდან და
განვიხილოთ თითო ერთეულით ზრდა. შევადაროთ ერთი დამატებითი ერთეულის გაყიდვით
მიღებული ზღვრული შემოსავალი ამ ერთეულის წარმოებით გამოწვეულ ზღვრულ დანახარჯს.
თუ დამატებითი ერთეულის გაყიდვის ზღვრული შემოსავალი აჭარბებს მისი წარმოების
ზღვრულ დანახარჯს, მაშინ მოგება გაიზრდება დამატებითი ერთეულის წარმოებით.
მაშასადამე, დამატებითი ერთეული უნდა იწარმოოს, რადგან მთლიანი შემოსავალი მთლიან
დანახარჯზე მეტად იზრდება. მაგალითად, ცხრილი 1-ში ერთი ერთეულის წარმოების ზღვრული
8

შემოსავალია $150 ხოლო ზღვრული დანახარჯი $9, ასე რომ, ამ ერთეულის წარმოება გაზრდის
მოგებას $141-ით, ამიტომ მინიმუმ ეს დამატებითი ერთეული უნდა იწარმოოს. რა შეიძლება
ითქვას 2 ერთეულზე? ამ შემთხვევასი ზღვრული შემოსავალი $130-ია, ზღვრული დანახარჯი კი -
$5, ანუ მეორე ერთეული $125 უმატებს მოგებას, რაც ნიშნავს რომ ორი ერთეულის წარმოება
გამართლებულია.
იგივე ლოგიკით თუ გავაგრძელებთ დავასკვნით, რომ მონოპოლისტმა წარმოება უნდა გაზარდოს
მანამ სანამ ზღვრული შემოსავალი აღემატება ზღვრულ დანახარჯს. რადგან ზღვრული
შემოსავალი კლებადია გამოშვების კონკრეტულ მოცულობაზე იგი ზღვრული დანახარჯების
ქვემოთ მოექცევა. მონოპოლისტმა არ უნდა აწარმოოს ეს მოცულობა. მაგალითად, ცხრილი 1- ში,

დანახარჯი(დოლარი) დანახარჯი(დოლარი)

შემდეგი უმაღლესი
მოგება = $402

მოგება

მთლიანი შემოსავალი მაქსიმალური


მოგება = $404

მოგების ფართობი

მაქსიმალური
მოგების
წერტილი
მთლიანი დანახარჯი

რაოდენობა რაოდენობა

გრაფიკი 3
მოგების მაქსიმიზაციისთვის საჭირო
გამოშვების მოცულობის განსაზღვრა
7 ერთეულის გაყიდვით მიღებული ზღვრული შემოსავალი ნაკლებია ვიდრე მათზე გაწეული
ზღვული დანახარჯი. შესაბამისად, მონოპოლისტმა არ უნდა აწარმოოს 7 ერთეული; ამის
ნაცვლად მან უნდა აწარმოოს 6 ერთეული, სადაც MR = 50, MC = 48, შესაბამისად ეს არის
მაქსიმალური მოგების შესაბამისი წარმოების მოცულობა. წარმოების ეს მოცულობა მაქსიმუმია,
რომლისთვისაც ზღვრული შემოსავალი ზღვრულ დანახარჯს აღემატება. შევნიშნოთ, რომ
წარმოების ეს მოცულობა არის ზუსტად იგივე რაც ჩვენ მივიღეთ გრაფიკი 3 ზე დაკვირვებით,
როდესაც ზღვრულ შემოსავალსა და ზღვრულ დანახარჯებს შორის სხვაობა (ანუ მოგება)
მაქსიმუმი ზუსტად ამ წერტილში იყო.
ამდენად, მონოპოლისტმა უნდა აწარმოოს მაქსიმუმ იმ წერტილში, სადაც ზღვრული დანახარჯი
ზღვრული შემოსავლის ტოლია (MC=MR). თუ წარმოების მოცულობის განსაზღვრა ზუსტად იმ
წერტილში ვერ ხერხდება სადაც ზღვრული შემოსავალი და ზღვრული დანახარჯი ზუსტად
ერთმანეთის ტოლია, მასინ ფირმამ უნდა აწარმოოს ის მაქსიმალური მოცულობა, სადაც
ზღვრული შემოსავალი აღემატება ზღვრულ დანახარჯს, როგორც ეს ცხრილი 1-შია. უმეტეს
შემთხვევაში ვუშვებთ, რომ მონოპოლისტს შეუძლია აწარმოოს ის რაოდენობა, სადაც ზღვრული
შემოსავალი და ზღვრული დანახარჯი ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს.
9

თუ როგორ მუშაობს ზღვრული დანახარჯისა და ზღვრული შემოსავლის ტოლობის წესი


ასახულია გრაფიკ 4-ზე, სადაც ზღვრული შემოსავლისა და ზღვრული დანახარჯის მრუდებია
ასახული. მას შემდეგ რაც წარმოების მოცულობა მცირე დონიდან მაღალი დონისკენ იზრდება,
ზღვრული დანახარჯის მრუდი აღმავალი ხდება, ხოლო ზღვრული შემოსავლის მრუდი
დაღმავალია. იქ, სადაც ეს ორი მრუდი ერთმანეთს გადაკვეთს ზღვრული შემოსავალი და
ზღვრული დანახარჯი ერთმანეთის ტოლია.

დანახარჯი (დოლარი)

ზღვრული დანახარჯი

გრაფიკი 4
ზღვრული შემოსავალი და მოთხოვნა

ზღვრული დანახარჯი ზღვრული


შემოსავალი

რაოდენობა

MC=MR მონოპოლისტისთვის VS. MC=P კონკურენტული


ფირმისთვის

ფასის მიმღებისთვის ზღვრული შემოსავალი ფასის ტოლია. კონკურენტული


ფირმისთვის, მთლიანი შემოსავალი გაყიდული რაოდენობისა (Q) და საბაზრო ფასის (P)
ნამრავლის ტოლია, მაგრამ კონკურენტულ ფირმას არ შეუძლია საბაზრო ფასზე გავლენის
მოხდენა. შესაბამისად, როდესაც გაყიდული რაოდენობა 1 ერთეულით იზრდება, შემოსავალი
იზრდება საბაზრო ფასის ოდენობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონკურენტული
ფირმისათვის ზღვრული შემოსავალი ფასის ტოლია; თუ ვამბობთ, რომ კონკურენტული ფირმა
წარმოების მოცულობას განსაზღვრავს ზღვრული დანახარჯის და ზღვრული შემოსავლის
ტოლობისას, ვამბობთ, რომ იგი ზღვრულ დანახარჯს საბაზრო ფასს უტოლებს. ამდენად,
MR=MC წესი მუშაობს როგორც მონოპოლისტის, ისე კონკურენტული ფირმის შემთხვევაში
მოგების მაქსიმიზაციისთვის.
10

გრაფიკული შედარება. გრაფიკ 5 -ზე ამ ორი წესის ვიზუალური შედარებაა მოცემული.


მონოპოლისტი მოცემული გრაფიკის მარჯვენა მხარეს. ეს გრაფიკი გავს გრაფიკი 3-ზე ასახულ
ნახაზს, მაგრამ განზოგადებისათვის გრაფიკზე რიცხვით აღნიშვნებს არ გამოვიყენებთ.
კონკურენტული ფირმა მოცემულია მარცხენა ნახაზზე. ორივე ფირმის გრაფიკის ფორმები არის
მნიშვნელოვანი შედარებითი ანალიზისთვის.

ფასი ფასი
მთლიანი დანახარჯი დახრილობა უდრის
ზღვრულ შემოსავალს (MR)

დახრილობა უდრის
მთლიანი
ფასს (P) მთლიანი შემოსავალი დანახარჯი
მაქსიმუმი
მაქსიმუმი
მთლიანი შემოსავალი

დახრილობა უდრის
დახრილობა
უდრის ზღვრულ
ზღვრულ დანახარჯს
დანახარჯს (MC) (MC)

რაოდენობა რაოდენობა

კონკურენტული ფირმა მონოპოლისტი

გრაფიკი 5
მონოპოლისტისა და
კონკურენტული ფირმის
მოგების მაქსიმიზაცია

შევადაროთ მონოპოლისტისა და კონკურენტული ფირმის მთლიანი შემოსავლის მრუდები.


მონოპოლისტის მთლიანი შემოსავლის მრუდი წარმოების უფრო მაღალ დონეზე იწყებს
დაღმასვლას, მაშინ როდესაც კონკურენტული ფირმის მთლიანი შემოსავლის მრუდი იზრდება
თანაბრად (წრფე).
მოგების მაქსიმიზაციის ილუსტრირებისთვის გრაფიკზ 5-ზე ორივე ფირმისათვის მთლიანი
დანახარჯების მრუდი იდენტურია. ორივე ტიპის ფირმა მოგების მაქსიმიზაციისთვის წარმოების
მოცულობას ისე აწესებს, რომ მანძილი მთლიანი შემოსავლისა და მთლიანი დანახარჯების
მრუდებს შორის მაქსიმალური იყოს. გრაფიკზე მოგების მაქსიმიზაციისთვის საჭირო წარმოების
მოცულობა აღნიშნულია ორივე ფირმისათვის. უფრო მაღალი ან უფრო დაბალი წარმოების
მოცულობა მოგებას შეამცირებს, რაზეც ასევე მიგვითითებს მთლიანი შემოსავლებისა და
მთლიანი დანახარჯის მრუდებს შორის მანძილი.
დააკვირდით, რომ მოგების მაქსიმიზაციისთვის საჭირო წარმოების მოცულობის წერტილში
მთლიანი დანახარჯების მრუდის დახრილობა და მთლიანი შემოსავლების მრუდის დახრილობა
ტოლებია. მათთვის ვინც მათემატიკაშია გარკვეული ადვილი შესამჩნევია, რომ მთლიანი
დანახარჯების მრუდის დახრილობა აღნიშნავს თუ რამდენად იცვლება მთლიანი დანახარჯი
წარმოების 1 ერთეულით ზრდის შედეგად, ანუ დახრილობა ზღვრული დანახარჯია.
11

ანალოგიურად, მთლიანი შემოსავლის მრუდის დახრილობა იგივეა რაც ზღვრული შემოსავალი


- რამდენით იზრდება მთლიანი შემოსავალი წარმოების 1 ერთეულით ზრდის შედეგად.
ამრიგად, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული გზა იმის დასანახად, რომ მაქსიმალური მოგების
წერტილში ზღვრული დანახარჯი ზღვრული შემოსავლის ტოლია.

როდესაც ფირმა ბაზარზე ერთადერთი მწარმოებელია და ჩამნაცვლებელი არ


ყავს, ეს მონოპოლიაა. მონოპოლიების უმეტესობა უსასრულოდ არ არსებობს.
ისინი ჩნდებიან და ქრებიან ტექნოლოგიების ცვლილების კვალდაკვალ. ბაზარზე
შესვლის ბარიერების არსებობ არის მონოპოლიის შენარჩუნების გარანტი.
მონოპოლისტი კონკურენტული ფირმის მსგავსად ცდილობს მოგების
მაქსიმიზაციას. თუმცა კონკურენტული ფირმისგან განსხვავებით მას საბაზრო
ძალაუფლება გააჩნია; მას შეუძლია ბაზარზე ფასის დაწესება. მოთხოვნის მრუდი,
რომელსაც მონოპოლისტი ხვდება იგივეა რაც საბაზრო მოთხოვნის მრუდი.
ზღვრული შემოსავალი არის მთლიანი შემოსავლის ნაზრდი წარმოების 1
ერთეულით ზრდის შედეგად. ზღვრული შემოსავალი იკლებს წარმოების
მოცულობის ზრდასთან ერთად და შესაძლოა უარყოფითიც კი გახდეს წარმოების
კონკრეტული მოცულობის შემდეგ.
მონოპოლისტისთვის ზღვრული შემოსავალი ნაკლებია ფასზე წარმოების ნებისმიერი
მოცულობისთვის გარდა წარმოების პირველი ერთეულისა. ეს იმიტომ, რომ თუ
შევამცირებთ პროდუქტის ფასს გაყიდვების 1 ერთეულით გასაზრდელად, შემოსავალი
გაიზრდება გაყიდული ერთეულის ფასით, თუმცა შემოსავალი ასევე შემცირდება
იმიტომ რომ მანამდე ნაწარმოები ერთეულები ახლა უფრო ნაკლებ ფასად იყიდება
მონოპოლისტი არასდროს აწარმოებს იმ რაოდენობას, სადაც ზღვრული შემოსავალი
უარყოფითია. თუმცა ასევე არ აწარმოებს რაოდენობას სადაც ზღვრული შემოსავალი
ნულის ტოლია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამატებითი ერთეულის წარმოება მოიტანს
დამატებით შემოსავალს, ფირმის წარმოების შესახებ გადაწყვეტილება
დამოკიდებულია დამატებითი ერთეულის წარმოებისთვის საჭირო დანახარჯებზე.
ფირმისთვის მოგების მაქსიმიზაციისთვის საჭირო წარმოების მოცულობა
განისაზღვრება იქ სადაც ზღვრული შემოსავალი ზღვრული დანახარჯის ტოლია
(MR=MC). მანამ სანამ MR>MC, ფირმა განაგრძობს წარმოებას, და თუ MR<MC ფირმამ
აღარ უნდა აწარმოოს დამატებითი ერთეული
კონკურენტული ფირმისთვის ზღვრული შემოსავალი ფასის ტოლია, რამდენადაც მას
არ შეუძლია ფასზე გავლენის მოხდენა. ამგვარად, ზღვრული დანახარჯი უდრის
საბაზრო ფასს, რომელიც თავის მხრივ ტოლია ზღვრული შემოსავლის (MR=MC=P).

მონოპოლისტისთვის ზღვრული შემოსავალე ასევე ტოლია ზღვრული დანახარჯის,


თუმცა ზღვრული შემოსავალი ფასის ტოლი არ არის. ამდენად, მონოპოლისტისთვის,
ფასი აუცილებლად ზღვრული შემოსავლის ტოლი არ არის.
12

მონოპოლიისა და მისი
მოგების ზოგადი დიაგრამა

დავაკვირდეთ გრაფიკ 6-ს, რომელიც აერთიანებს მონოპოლისტისთვის მოთხოვნისა და


ზღვრული შემოსავლის მრუდებს მონოპოლისტის საშუალო მთლიანი დანახარჯისა და
ზღვრული დანახარჯის მრუდებთან. ეს გრაფიკი არის მონოპოლიის მთავარი მოდელი, რომლიც
შეგვიძლია მივუსადაგოთ ნებისმიერ მონოპოლისტს.
დავაკვირდეთ გრაფიკზე მრუდების განლაგებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი,
ზღვრული დანახარჯის მრუდი საშუალო მთლიანი დანახარჯების მრუდს კვეთს მინიმუმის
წერტილში. მეორე, ზღვრული შემოსავლის მრუდი მოთხოვნის მრუდის დაბლა მდებარეობს
წარმოების ნებისმიერი მოცულობის პირობებსი (გარდა ვერტიკალური ღერძისა, ერთთან
ახლოს, სადაც ორივე ტოლია).

3.ფასი
ზღვრული
გრაფიკი 6 ფასი მოთხოვნის
მრუდზე
5. საშუალო
მთლიანი
დანახარჯი
მონოპოლისტის ზოგადი დანახარჯი
ARC მრუდზე საშუალო
დიაგრამა 4.მონოპო მთლიანი
ზღვრული დანახარჯის და ლისტის დანახარჯი
მოთხოვნის მრუდები კვეთს ფასი
მონოპოლისტის დანახარჯების
მრუდებს. გრაფიკზე ჩანს
მონოპოლისტის წარმოების
მოცულობა, ფასი და მოგების
1. ამ წერტილში ზღვრული
რაოდენობა. ზღვრული დანახარჯის
დანახარჯი ზღვრულ
და ზღვრული შემოსავლის მრუდების
სარგებელს უდრის
გადაკვეთის წერტილით
განისაზღვრება წარმოების
მოცულობა. ფასი დგინდება 6. მოგება
მოთხოვნის მრუდისა და წარმოების
მოცულობის განსაზღვრის წერტილის ზღვრული
გადაკვეთით, ხოლო საშუალო შემოსავალი მოთხოვნა
მთლიანი დანახარჯი მიიღება ARC
მრუდისა და წარმოების რაოდენობის რაოდენობა
გადაკვეთით. მონოპოლისტის მოგება
წარმოადგენს მთლიან შემოსავალს და 2.წარმოებული რაოდენობა
მთლიან დანახარჯებს შორის
სხვაობას და მოცემოულია მწვანე
მართკუთხედით.

მონოპოლისტის გამოშვებისა და ფასის განსაზღვრა გრაფიკზე


გრაფიკი 6-ზე ჩანს თუ როგორ განისაზღვრება მონოპოლისტის გამოშვების მოცულობა და ფასი.
პირველ რიგში, ვეძებთ ზღვრული დანახარჯისა და ზღვრული შემოსავლის მრუდების
გადაკვეთის წერტილს. შემდეგ, გადაკვეთის წერტილის გასწვრივ წყვეტილი ხაზისა და
ჰორიზონტალური ღერძის გადაკვეთის წერტილზე განისაზღვრება წარმოების რაოდენობა.
13

აღნიშნულ რაოდენობაზე მეტის წარმოება ზღვრულ შემოსავალს შეამცირებდა და იგი ზღვრულ


დანახარჯზე ნაკლები გახდებოდა, ხოლო, უფრო მცირედი რაოდენობის წარმოება ზღვრულ
შემოსავალს აქცევდა ზღვრულ დანახარჯე მეტად. აღნიშნული რაოდენობა არის მოგების
მაქსიმიზაციის რაოდენობა, რომელსაც მონოპოლისტი აწარმოებს.
რა ფასს დააწესებს მონოპოლისტი? ისევ გამოვიყენოთ გრაფიკი 6, მაგრამ ფრთხილად ვიყოთ,
მონოპოლისტის ფასი არ განისაზღვრება ზღვრული შემოსავლისა და ზღვრული დანახარჯების
მრუდების გადაკვეთით. მონოპოლისტმა ისეთი ფასი უნდა შეარჩიოს რომ მოთხოვნის
რაოდენობა და მწარმოებლის მიერ შერჩეული წარმოების მოცულობა ერთმანეთს დაემთხვეს.
ამისათვის გრაფიკ 6-ზე უნდა დავაკვირდეთ მოთხოვნის მრუდს. მოთხოვნის მრუდი ფასსა და
მოთხოვნილ რაოდენობას შორის დამოკიდებულებას აჩვენებს. იგი გვიჩვენებს, თუ რა ფასს
დააწესებს მონოპოლისტი მის მიერ წარმოებული რაოდენობის გასაყიდად.
იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ფასი, ზღვრული შემოსავლისა და ზღვრული დანახარჯების
მრუდების გადაკვეთის წერტილიდან მოთხოვნის მრუდამდე ვერტიკალურად უნდა ვიმოძრაოთ,
მანამ სანამ მოთხოვნის მრუდს არ გადავკვეთთ. აღნიშნულ გადაკვეთაზე მოთხოვნის
რაოდენობა უდრის წარმოების რაოდენობას. გადაკვეთის წერტილიდან მარჯვხნივ
ჰორიზონტალური ხაზის საშუალებით ვპოულობთ ფასს ვერტიკალურ ღერძზე. სწორედ ეს არის
მონოპოლისტის ფასი, რომელსაც იგი აწესებს მოგების მაქსიმიზაციისათვის.

მონოპოლისტის მოგების განსაზღვრა


ზღვრული
ფასი დანახარჯი საშუალო
უარყოფითი მოგება
(წაგება) (P<ATC) მთლიანი
მონოპოლის დანახარჯი
ტის ფასი

გრაფიკი 7
მონოპოლისტი უარყოფითი
მოგებით
თუ მონოპოლისტი აღმოაჩნეს, რომ
საშუალო მტლიანი დანახარჯი
მეტია ფასზე წერტილში სადაც
ზღვრული შემოსავალი ზღვრულ ზღვრული მოთხოვნა
დანახარჯს უდრის, მაშინ იგი შემოსავალი
ზარალშია. ხოლო თუ ფასი
რაოდენობა
საშუალო ცვალებად
დანახარჯებზეც ნაკლებია, მაშინ წარმოების მოცულობა
ფირმა, მსგავსად კონკურენტულისა,
იხურება.

მოგება ასევე ნაჩვენებია გრაფიკი 6-ზე. მოგება მოცემულია ორი მართკუთხედის ფართობის,
მთლიანი შემოსავლის მართკუთხედი და მთლიანი დანახარჯების მართკუთხედი, სხვაობით.
მთლიანი შემოსავალი განისაზღვრება ფასი გამრავლებული რაოდენობაზე, ანუ,
მართკუთხედით, რომლის ერთი გვერდი უდრის მონოპოლისტის დაწესებულ ფასს ხოლო მეორე
- წარმოებულ რაოდენობას. მთლიანი დანახარჯი საშუალო მტლიანი დანახარჯისა და
წარმოების მოცულობის ნამრავლია და უდრის მართკუთხედის ფართობს, რომლის სიმაღლე
უდრის ATC-ს, ხოლო სიგანე წარმოებულ რაოდენობას. შესაბამისად, მოგების რაოდენობა
14

გრაფიკზე ასახულია მწვანედ გაფერადებულ ფართობზე, რომელიც ხსენებული ორი


მართკუთხედის ფართობთა შორის სხვაობაა.
როგორც გრაფიკი 7-ზეა ასახული, მონოპოლისტს შეიძლება ქონდეს უარყოფითი მოგება, ანუ
დანაკარგი. ამ შემთხვევაში ფასი საშუალო ცვალებად დანახარჯზე დაბლა მდებარეობს,
შესაბამისად მთლიანი შემოსავალი მთლიან დანახარჯს ჩამორჩება. როგორც კონკურენტული
ფირმა, უარყოფითი მოგების პირობებში, როდესაც ფასი საშუალო ცვალებად დანახარჯებზე
ნაკლებია, მონოპოლისტიც დაიხურება. საბოლოოდ კი, თუ უარყოფითი მოგების მაჩვენებელი
დიდხანს გაგრძელდება, მონოპოლისტი ბაზარს საერთოდ დატოვებს.

კონკურენცია, მონოპოლია
და საერთო დანაკარგი

მონოპოლია საზიანოა სოციუმისთვის? ამცირებენ ისინი სამომხმარებლო დანაზოგს?


შეგვიძლია გავზომოთ ეს ეფექტები? ამ კითხვებზე საპასუხოდ ეკონომისტები მონოპოლისტის
ფასსა და წარმოების მოცულობას ადარებენ კონკურენტული ინდუსტრიის ფასსა და წარმოების
მოცულობას. პირველ რიგში დააკვირდით გრაფიკი 6-ს ან 7-ს, შეამჩნევთ, რომ მონოპოლისტი
საშუალო მთლიანი დანახარჯების მინიმუმის წერტილში არ ოპერირებს გრძელვადიან
პერიოდშიც კი. გაიხსენეთ, რომ გრძელვადიან პერიოდში ფირმები კონკურენტულ ინდუსტრიაში
ოპერირებენ საშუალო მთლიანი დანახარჯების მინიმუმის წერტილში.

კონკურენტულ ბაზართან შედარება


იმის ნაცვლად, რომ ბაზარზე მხოლოდ ერთი ფირმა არსებობდეს, დავუშვათ, რომ ბაზარზე
უამრავი კონკუნტული ფირმა ოპერირებს. მაგალითად, დავუშვათ, რომ ქალაქის ერთადერთი
საცხობი დაიყო 100 სხვადასხვა პატარა საცხობად. გრაფიკი 8-ზე აღნიშნულია წარმოების
წერტილი მონოპოლისტი ფირმისთვის და მისი ფასი პატარა ფირმებად დაყოფამდე და
აღნიშნულია როგორც „მონოპოლისტის წარმოების მოცულობა“ და „მონოპოლისტის ფასი“. რა
არის წარმოების რაოდენობა და ფასი დაყოფის შემდეგ?
ახლადშექმნილ კონკურენტულ ინდუსტრიაში საბაზრო მიწოდების მრუდი იქნება ძველი
საცხობის ზღვრული დანახარჯების მრუდი, იმიტომ რომ, იგი ინდუსტრიაში ახალშექმნილი
საცხობების ზღვრული დანახარჯების მრუდების ჯამს წარმოადგენს. კონკურენტულ
ინდუსტრიაში წონასწორობა საბაზრო მიწოდების მრუდისა და საბაზრო მოთხოვნის
გადაკვეთის წერტილშია. წარმოების მოცულობა ამ წერტილში (გრაფიკი 8) მონისნულია
როგორც „კონკურენტული რაოდენობა“, ხოლო წონასწორული ფასი მონიშნულია ვერტიკალურ
ღერძზე როგორც „კონკურენტული ფასი“.
შევადაროთ მონოპოლისტისა და კონკურენტული ინდუსტრიის წარმოების მოცულობა და ფასი.
ცხადია, მონოპოლისტის წარმოებული რაოდენობა ჩამორჩება კონკურენტული ინდუსტრიის
მიერ წარმოებულ რაოდენობას. რაც შეეხება ფასს, აშკარაა, რომ მონოპოლისტი კონკურენტულ
ინდუსტრიაზე მაღალ ფასს დააწესებს. ამდენად, მონოპოლისტი აწარმოებს ნაკლებს და აწესებს
უფრო მაღალ ფასს ვიდრე კონკურენტული ინდუსტრია.
15

ეს ძალზედ მნიშვნელოვანი შედეგია. მონოპოლისტი საკუთარ საბაზრო ძალაუფლებას იყენებს


იმისთვის, რომ წარმოების მოცულობა მცირე რაოდენობაზე დაიჭიროს რაც მაღალი ფასის
დაწესებას უზრუნველყოფს კონკურენტულ წონასწორობასთან შედარებით. ეს ყოველთვის
ამგვარად ხდება.
გახსოვდეთ, რომ მიუხედავად იმისა რომ მონოპოლისტს ფასის დაწესების ძალაუფლება აქვს, ის
ფასს არასდროს ზრდის ულიმიტოდ. როდესაც ძალიან მაღალი ფასია დაწესებული, ზღვრული
დანახარჯი აჭარბებს ზღვრულ შემოსავალს. ასეთი ქცევა არ უზრუნველყოფს მოგების
მაქსიმიზაციას.

გრაფიკი 8
მონოპოლისტის არსებობით ფასი
გამოწვეული საერთო დანაკარგი მომხმარებლის დანაზოგის ნაწილი
გადადის მწარმოებლის დანაზ ზღვრული დანახარჯი (MC)
მონოპოლისტისთვის = თითოეული
მონოპოლისტის ფასი და წარმოების მონოპო
მონოპოლისტის კონკურენტული ფირმის ზღვრული
გამოწვეული დანახარჯების ჯამი = საბაზრო მიწოდების
მოცულობა მიიღება ისე როგორც ლისტის საერთო მრუდი კონკურენტული ბაზრისთვის
გრაფიკი 6-ზე. კონკურენტული ბაზრის ფასი დანაკარგები
ფასის მისაღებად წარმოვიდგენთ, რომ საბაზრო მოთხოვნისა და
საბაზრო მიწეოდების კვეთა
კონკურენტული ფირმები ქმნიან კონკურენ გვაძლევს კონკურენტული ბაზრის
ინდუსტიის მიწოდების მრუდს, ტული გამოშვების მოცულობას
რომელიც მონოპოლისტის ზღვრუნი ფასი
დანახარჯის მრუდის ანალოგიურია.
კონკურენტული ბაზრის ფასი და ზღვრული შემოსავლის და
რაოდენობა განისაზღვრება ზღვრული დანახარჯის
მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდების თანაკვეთა გვაძლევს
მონოპოლისტის წარმოების
გადაკვეთით. მონოპოლისტის რაოდენობას
წარმოების მოცულობა კონკურენტული
ბაზრის მოცულობაზე ნაკლებია.
მონოპოლისტის ფასი აღემატება
კონკურენტული ბაზრის ფასს. საერთო
დანაკარგი წარმოიქმნება
მომხმარებლის და მწარმოებლის რაოდენობა
მონოპოლისტის კონკურენტული რაოდენობა
დანაზოგების შემცირებით, რომელიც
წარმოების მოცულობა
თავის მხრივ გამოწვეულია
მონოპოლისტის პირობებსი წარმოების
დაბალი მოცულობით.

მონოპოლიით გამოწვეული საერთო დანაკარგი


მონოპოლიის მიერ კონკურენტულ ინდუსტრიაზე ნაკლები რაოდენობის წარმოების გამო ჩნდება
საერთო დანაკარგი. აქედან გამომდინარე, რამდენად საზიანოა მონოპოლია?
მომხმარებლისა და მწარმოებლის დანაზოგები. ეკონომისტები მონოპოლიის მიერ
გამოწვეულ ზარალს ითვლიან მწარმოებლისა და მომხმარებლის დანაზოგის შემცირების
მიხედვით. სამომხმარებლო დანაზოგს დამატებული მწარმოებლის დანაზოგი არის ფართობი
მოთხოვნის მრუდს ქვემოთ და ზღვრული დანაზოგების მრუდს ზემოთ. კონკურენტული ბაზარი
უზრუნველყოფს მწარმოებლისა და მომხმარებლის დანაზოგების ჯამის მაქსიმიზაციას.
როგორც გრაფიკ 8-ზეა ნაჩვენები, მონოპოლისტის მიერ ნაკლები რაოდენობის წარმოების გამო,
მწარმოებლისა და მომხმარებლის დანაზოგის ჯამი შემცირებულია. ამ მოვლენას ეწოდება
მონოპოლიის საერთო დანაკარგი (deadweight loss due to monopoly). საერთო (კეთილდღეობის)
დანაკარგი მონოპოლიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის რაოდენობრივი საზომია.
16

რატომ არსებობენ
მონოპოლიები

მას შემდეგ, რაც განვიხილეთ მონოპოლიების არსებობით გამოწვეული მაღალი ფასები და


საერთო დანაკარგები საზოგადოებისათვის, თქვენ შეიძლება დაინტერესდეთ, რატომ
არსებობენ მონოპოლიები. ამ სექციაში განვიხილავთ მონოპოლიების არსებობის სამ მიზეზს

ბუნებრივი მონოპოლიები
ინდუსტრიაში ფირმების რაოდენობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი წარმოების
თავისებურებებია. თუ მხოლოდ დიდი ფირმის არსებობაა საჭირო იმისთვის, რომ წარმოების
დანახარჯები მინიმუმამდე დავიდეს, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მხოლოდ მცირე
რაოდენობის ფირმების ან ერთი ფირმის არსებობაა ბუნებრივი ასეთი ინდუსტრიისათვის.
განსაკუთრებით, მასშტავის ეკონომიამ - გრძელვადიანი საშუალო მთლიანი დანახარჯების
მრუდის კლებად დიაპაზონზე წარმოება - შეიძლება მიგვიყვანოს მონოპოლიის არსებობამდე.
გავიხსენოთ ფირმის ეფექტიანი მასშტაბის წერტილი, რომლის დროსაც საშუალო მთლიანი
დანახარჯები მინიმუმს აღწევს. თუ ეგექტიანი მასშტაბის წერტილი ბაზრის მოცულობის
მხოლოდ მცირედი ნაწილით მიიღწევა, მაშინ ბაზარზე მრავალი ფირმა იარსებებს.

მაგალითად, დავუშვათ, ქალაქში სილამაზის სალონების ეფექტიანი მასშტაბის წერტილი არის


30 მომხმარებლის მომსახურება ყოველ დღე თითოეული სალონისათვის. ასევე დავუშვათ, რომ
ქალაქში თმის სტილისტებზე მოთხოვნა დღეში 300 ერთეულს შეადგენს. ამის
გათვალისწინებით ჩვენ ვივარაუდებთ, რომ ქალაქში 10 სილამაზის სალონი (300/30 = 10)
იარსებებს. თუ განვიხილავთ, რომ ეფექტიანი მასშტაბის წერტილი იქნება 60 მომხმარებელი,
მასინ ფირმების რაოდენობა ბაზარზე უფრო მცირე იქნება (მაგალითად, 300/60 = 5).
ექსტრემალური შემთხვევა იქნება მასინ როდესაც ეფექტიანი მასშტაბის წერტილი
ფირმებისათვის იქნება დღეში 300 მომხმარებელი, ამ შემთხვევაში ბაზარზე მხოლოდ ერთი
მომხმარებელი იქნება (300/300 = 1), ანუ საქმე გვაქვს მონოპოლიასთან.

მაგალითად, პატარა ქალაქის წყალმომარაგების კომპანიისათვის ეფექტიანი მასშტაბის


წერტილი არის უფრო მეტი ვიდრე ამ ქალაქში ბიზნესებისა და სახლების რაოდენობაა. ქუჩებში
წყალგაყვანილობის მილების განლაგებას უზარმაზარი ფიქსირებული დანახარჯები ახლავს,
მაგრამ თითოეული სახლის ქსელზე მიერთებას შედარებით დაბალი დანახარჯები ახასიათებს,
ანუ საშუალო მთლიანი დანახარჯები იკლებს წყალმომარაგების ქსელში ჩართული სახლების
რაოდენობის ზრდასთან ერთად. ინდუსტრიები, რომლებსაც ეფექტიანი მასშტაბის წერტილი
დიდ მოცულობის წარმოებისას აქვს შეიძლები იყოს ელექტრომომარაგების, გაზმომარაგების და
სარკინიგზო სერვისები. ბუნებრივი მონოპოლიები ჩნდებიან როდესაც საშუალო მთლიანი
დანახარჯები კლებადია, ხოლო ეფექტიანი მასშტაბის წერტილი არის უფრო დიდ მოცულობაზე,
ვიდრე არსებული ზომის ბაზარზეა საჭირო.

მრავალი ბუნებრივი მონოპოლიის ფასების დაწესება მთავრობის კონტროლის ქვეშაა. ამის


მიზანი არის ის, რომ არსებული ფასი იყოს ნაკლები ვიდრე მონოპოლისტის ფასია
მიახლოებული კონკურენტული ბაზრის ფასთან. ასეთმა რეგულაციება შესაძლოა შეამციროს
17

საერთო დანაკარგები, რომელსაც მონოპოლისტის არსებობა იწვევს. წყალმომარაგებისა და


ენერგომომარაგების კომპანიები სამთავრობო რეგულაციებში არიან მოქცეულნი.

პატენტები და საავტორო უფლებები


მონოპოლიების წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზი არის ასევე მთავრობის მიერ უზრუნველყოფილი
პატენტები და საავტორო უფლბები. მაგალითისთვის, ამერიკის კონსტიტუცია და ბევრი სხვა
ქვეყნის კანონმდებლობა უზრუნველყოფს მთავრობებისგან გამომგონებლებისთვის საპატენტო
უფლების დაცვას. თუ ფირმა დაარეგისტრირებს გამოგონებას ამერიკის მთავრობასთან, მას
შეიძლება მიეცეს 20 წლიანი მონოპოლია რეგისტრირებული გამოგონების წარმოებაზე.
ამგვარად, მთავრობა სხვა ფირმებს უკრძალავს სხვა ფირმებს აწარმოოს ანალოგიური
პროდუქტი, პატენტის მფლობელის თანხმობის გარეშე. პატენტი მრავალ გამოგონებას
შეიძლება მიენიჭოს, მაგალითად ფარმაცევტულ გამოგონებებს.

საფასო დისკრიმინაცია

ამ თავსი განხილულ მონოპოლისტურ მოდელში ვუშვებთ, რომ მონოპოლისტი მის მიერ


ნაწარმოებ პროდუქციაზე ან სერვისზე აწესებს ერთ, უნიფიცირებულ ფასს. თუმცა, რიგ
შემთხვევებში, მონოპოლისტები სხვადასხვა მომხმარებელს სხვადასხვა ფასს უწესებენ. ამ
მოვლენას საფასო დისკრიმინაცია ეწოდება. მონოპოლისტური ფირმების საფასო პოლიტიკის
განვითარებისა და დახვეწის კვალდაკვლა საფასო დისკრიმინაცია საკმაოდ გახშირებულია.
საფასო დისკრიმინაციის ყოველდღიური მაგალითები შეიძლება იყოს სტუდენტური
ფასდაკლება კინოთეატრებში, სატრანსპორტო კომპანიებში და ა.შ.

საფასო დისკრიმინაციის ზოგიერთი შემთხვევა ნაკლებშესამჩნევია, რადგან მას ადგილი


გეოგრაფიულად განსხვავებულ რეგიონებში აქვს. სხვადასხვა ფასის დაწესება საგარეო და
საშინაო ბაზრებზე გავრცელებული პრაქტიკაა. მაგალითად, აშშ-ში იაპონური წარმოების
ვიდეოკამერები უფრო იაფი ღირს ვიდრე სამშობლოში. განსხვავებით ამისა, გერმანული
წარმოების ძვირფასი მანქანები უფრო ძვირი ღირს აშშ-ში ვიდრე გერმანიაში.

მოთხოვნის სხვადასხვა ელასტიკურობის მქონე მომხმარებლები


რატომ არსებობს საფასო დისკრიმინაცია? გრაფიკი 9 აჩვენებს მონოპოლისტის დიაგრამას.
დავუშვათ, ორ კუნძულს შორის მხოლოდ ერთი ავიაკომპანია ოპერირებს. გრაფიკ 9-ზე ასახულია
18

გრაფიკი 9
სხვადასხვა სამომხმარებლო ჯგუფზე მიმართული საფასო დისკრიმინაცია

მოთხოვნის მრუდები განსხვავებური საფასო ელასტიკურობით. მარცხენა ნახაზზე ასახულია


ავიაბილეთებზე ჩვეულებრივი დამსვენებლების მოთხოვნის მრუდი. როგორც წესი, უბრალო
დამსვენებლების მოთხოვნა ავიაბილეთებზე ფასის მიმართ უფრო სენსიტიურია ვიდრე
ბიზნესმგზავრების. ჩვეულებრივი დამსვენებლები დროში უფრო მოქნილები არიან ხოლო
ბიზნესმგზავრებს არ აქვთ ამ მხრივ არჩევანი.

გრაფიკი 9-ზე შევნიშნოთ, რომ მომხმარებლის ორივე ჯგუფს ქვემოთ მიმართული მოთხოვნის
მრუდი და ზღვრული შემოსავლის მრუდები ახასიათებს. სიმარტივისთვის დავუშვათ, რომ
ზღვრული დანახარჯები მუდმივია და წარმოადგენს ჰორიზონტალურ ხაზს.

გრაფიკი 9 პროგნოზირებს, რომ მონოპოლისტი ბიზნეს მგზავრებს უფრო მაღალ ფასს


დაუწესებს ვიდრე ჩვეულებრივ დამსვენებლებს. რატომ? ზღვრული დანახარჯი ზღვრულ
შემოსავალს ბიზნეს მგზავრებისთვის უფრო მაღალი ფასის პირობებში უდრის. მოდელი
აღნიშნავს, რომ ფირმა უფრო მაღალ ფასს დაუწესებს მომხმარებელთა იმ ჯგუფს, რომელიც
მოთხოვნის დაბალი ელასტიკურობით ხასიათდება.

You might also like