You are on page 1of 26

მიკროეკონომიკის

პრინციპები

ოლიგოპოლია
1
2 მონოპოლიასა და სრულყოფილ კონკურენციას შორის

 არასრული კონკურენცია ბაზრის იმ სტრუქტურებს მოიცავს, რომლებიც სრულ


კონკურენციასა და წმინდა მონოპოლიას შორისაა.

 არასრული კონკურენცია მოიცავს დარგებს, სადაც ფირმებს ჰყავთ კონკურენტები,


მაგრამ კონკურენცია არ არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ფირმები ფასის
მიმღებები იყვნენ.

არასრული კონკურენციის ბაზრის ტიპები


 ოლიგოპოლია
 რამდენიმე გამყიდველი, რომელიც მსგავს ან იდენტურ საქონელს ყიდის.
 მონოპოლისტური კონკურენცია
 ბევრი ფირმა, რომელიც მსგავს, მაგრამ არაიდენტურ, საქონელს ყიდის.
საბაზრო სტრუქტურის 4 ტიპი
3

ფირმების რაოდენობა

ბევრი
ფირმა

პროდუქტის ტიპი

ერთი რამდენიმე დიფერენცირებული იდენტური


ფირმა ფირმა პროდუქცია პროდუქცია

მონოპოლია ოლიგოპოლია მონოპოლისტური სრულყოფილი


(თავი 15) (თავი 16) კონკურენცია კონკურენცია
(თავი 17) (თავი 14)
• ონკანის წყალი • ჩოგბურთის
• საკაბელო ბურთები • წიგნები • ხორბალი
ტელევიზია • პირველადი • ფილმები • რძე
ნავთობი

Copyright © 2004 South-Western


4 ოლიგოპოლისტური ბაზრის მახასიათებლები

 გამყიდველთა მცირე რაოდენობის გამო, ოლიგოპოლიის


მთავარი დამახასიათებელია ინტერესთა კონფლიქტი სხვა
ფირმებთან თანამშრომლობასა და საკუთარ ინტერესებს
შორის.

 რამდენიმე გამყიდველი ყიდის მსგავს ან იდენტურ


პროდუქტს
 დამოუკიდებელი ფირმები
 ოლიგოპოლისტების ჯგუფის ეკონომიკური
მდგომარეობა უკეთესია მაშინ, როცა ისინი
თანამშრომლობენ და მოქმედებენ, როგორც
მონოპოლისტი. თუმცა, თითოეული ფირმის პირადი
ინტერესები ხელს უშლის ფირმებს მონოპოლიური
შედეგის შენარჩუნებაში.
5 ცხრილი 1- წყალზე მოთხოვნის განრიგი
დაშვება: დანახარჯები ნოლის ტოლია

რაოდენობა მთლიანი შემოსავალი


ფასი
(გალონებში) (და მთლიანი მოგება)
0 120 $ 0$
10 110 $ 1100 $
20 100 $ 2000 $
30 90 $ 2700 $
40 80 $ 3200 $
50 70 $ 3500 $
60 60 $ 3600 $
70 50 $ 3500 $
80 40 $ 3200 $
90 30 $ 2700 $
100 20 $ 2000 $
110 10 $ 1100 $
120 0$ 0$
6 დუოპოლიის მაგალითი

• დუოპოლია წარმოადგენს ოლიგოპოლიას ორი ფირმით. ეს


ოლიგოპოლიის უმარტივესი ტიპია.
 მიწოდებული რაოდენობა და ფასი

 სოციალურად ეფექტიანი რაოდენობა 120 გალონია, მაგრამ


მონოპოლისტი მხოლოდ 60–ს გაყიდდა.
 რას უნდა ველოდეთ დუოპოლიისაგან?
 კარტელს
 ოლიგოპოლიურ წონასწორობას
7 კონკურენცია, მონოპოლია და კარტელი

დუოპოლისტებს შეუძლიათ მონოპოლიურ შედეგზე შეთანხმდნენ, ანუ


დადონ
ფარული გარიგება __ წარმოების მოცულობისა და ფასის შესახებ შეთანხმება
ფირმებს შორის
და შექმნან
კარტელი __ ფირმათა ჯგუფი, რომელიც ერთად მოქმედებს.
მიუხედავად ოლიგოპოლისტების სურვილისა, შექმნან კარტელი და მიიღონ
მონოპოლიური მოგება, ხშირად ეს შეუძლებელია. ანტიმონოპოლისტური
კანონმდებლობა კრძალავს ცხად შეთანხმებას ოლიგოპოლისტებს შორის.
კანონმდებლობაც რომ არა, ოლიგოპოლიებს ახასიათებთ ინტერესთა კონფლიქტი
საკუთარ და კარტელის ინტერესებს შორის.
8 ოლიგოპოლიის წონასწორობა

 ნეშის წონასწორობა ისეთი სიტუაციაა, რომლის დროსაც ყველა ეკონომიკური


აგენტის მიერ შერჩეული სტრატეგია მოცემულია და აგენტები ერთმანეთთან
საკუთრივ შერჩეული საუკეთესო სტრატეგიებით ურთიერთქმედებენ.
• როცა ოლიგოპოლისტები ინდივიდუალურად არჩევენ პროდუქციის
მოცულობას, რომლისთვისაც მათი მოგება მაქსიმალური იქნება, ჯამში მათ
მიერ წარმოებული პროდუქციის რაოდენობა აღემატება მონოპოლიის მიერ
წარმოებულ რაოდენობას, თუმცა ის ნაკლებია კონკურენტული ბაზრის
რაოდენობაზე.
• ოლიგოპოლიის ფასი ნაკლებია მონოპოლიურზე, თუმცა აღემატება
კონკურენტული ბაზრის ფასს (რომელიც ზღვრული დანახარჯის ტოლია).
• ჯამური მოგება მონოპოლიურ მოგებაზე ნაკლებია.
9 ცხრილი 1- წყალზე მოთხოვნის განრიგი

რაოდენობა მთლიანი შემოსავალი


ფასი
(გალონებში) (და მთლიანი მოგება)
0 120 $ 0$
10 110 $ 1100 $
20 100 $ 2000 $
30 90 $ 2700 $
40 80 $ 3200 $
50 70 $ 3500 $
60 60 $ 3600 $
70 50 $ 3500 $
80 40 $ 3200 $
90 30 $ 2700 $
100 20 $ 2000 $
110 10 $ 1100 $
120 0$ 0$
როგორ მოქმედებს ოლიგოპოლიის ზომები
10
ბაზრის ფუნქციონირების შედეგებზე

 როგორ მოქმედებს გამყიდველთა რაოდენობის


ზრდა საქონლის ფასსა და რაოდენობაზე:

 რაოდენობის ეფექტი: რადგან ფასი ზღვრულ


დანახარჯზე მეტია, მეტის გაყიდვა იგივე ფასად
მოგებას გაზრდის.

 ფასის ეფექტი: პროდუქციის რაოდენობის ზრდა


გაყიდვების რაოდენობას ზრდის, რაც დაბლა
დასწევს ფასს და მოგებას თითოეულ გაყიდულ
ერთეულზე.
11 როგორ მოქმედებს ოლიგოპოლიის ზომები
ბაზრის ფუნქციონირების შედეგებზე

 რაც უფრო იზრდება ოლიგოპოლიაში ფირმების რაოდენობა,


ოლიგოპოლიური ბაზარი მით უფრო ემსგავსება კონკურენტულს.

 ფასი მიისწრაფის ზღვრული დანახარჯისკენ, ხოლო წარმოების


რაოდენობა სოციალურად ეფექტიანი რაოდენობისაკენ.
12 თამაშთა თეორია და თანამშრომლობის ეკონომიკა

 თამაშთა თეორია სტრატეგიულ სიტუაციებში ადამიანთა


ქცევის შესწავლაა.
 სტრატეგიული გადაწყვეტილებებია, როცა თითოეულმა
ადამიანმა, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, უნდა
გაითვალისწინოს, თუ როგორ მოიქცევიან სხვები მისი
მოქმედების საპასუხოდ.

 ვინაიდან ოლიგოპოლიურ ბაზარზე ფირმების მცირე რაოდენობაა,


თითოეულმა ფირმამ სტრატეგიულად უნდა იმოქმედოს.
 თითოეულმა ფირმამ იცის, რომ მისი მოგება დამოკიდებულია
არამარტო იმაზე თუ რამდენს აწარმოებს თავად, არამედ იმაზეც თუ
რამდენს აწარმოებენ სხვები.
13 პატიმრის დილემა

 პატიმრების დილემა საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ, თუ რა


სირთულეებს შეიძლება წააწყდნენ მხარეები, რომლებიც
თანამშრომლობის შენარჩუნებას ცდილობენ.
 პატიმრის დილემა ორ დამნაშავეზე აგებული კონკრეტული
“თამაშია”, რომელიც ახდენს იმის ილუსტრირებას, თუ რატომ არის
ძნელი თანამშრომლობა, მაშინაც როცა ეს ორივეს მხარისთვის
მომგებიანია.
 ხშირად ადამიანებს (ფირმებს) უჭირთ თანამშრომლობა, მიუხდავად
იმისა, რომ ეს მათთვის სასარგებლო იქნებოდა.
პატიმრების დილემა
14

ბონი
აღიარება უარყოფა

8 წელი ბონის 20 წელი ბონის

აღიარება
8 წელი კლაიდს კლაიდი თავისუფალია
კლაიდი
ბონი თავისუფალია 1 წელი ბონის

უარყოფა

20 წელი კლაიდს 1 წელი კლაიდს

Copyright©2003 Southwestern/Thomson Learning


15 პატიმრის დილემა

 დომინანტური სტრატეგია არის სტრატეგია, რომელიც


საუკეთესოა მოთამაშისათვის, იმის მიუხედავად, თუ
რას გადაწყვეტენ სხვა მოთამაშეები.

 თანამშრომლობა რთული შესანარჩუნებელია,


ვინაიდან ის არ შედის ინდივიდუალური მოთამაშის
საუკეთესო ინტერესებში.

 საკუთარი ინტერესები ურთულებს


ოლიგოპოლისტებს სასურველი შედეგის მიღწევას:
ითანამშრომლონ, აწარმოონ ცოტა, გაყიდონ ძვირად
და მიიღონ მონოპოლიური მოგება.
16 ჯეკისა და ჯილის ოლიგოპოლიური თამაში

ჯეკი
40 გალონი 30 გალონი

$1,600 მოგება ჯეკს $1,500 მოგება ჯეკს

40 გალონი

$1,600 მოგება ჯილს $2,000 მოგება ჯილს


ჯილი
$2,000 მოგება ჯეკს $1,800 მოგება ჯეკს

30 გალონი

$1,500 მოგება ჯილს $1,800 მოგება ჯილს


17 ოლიგოპოლიური თამაში

ერაყი

წარმოების მაღალი დონე წარმოების დაბალი დონე


$40 მილიარდი ერაყს $30 მილიარდი ერაყს
წარმოების
მაღალი
დონე

$40 მილიარდი ირანს $60 მილიარდი ირანს


ირანი
$60 მილიარდი ერაყს $50 მილიარდი ერაყს

წარმოების
დაბალი
დონე
$30 მილიარდი ირანს $50 მილიარდი ირანს
რეკლამა
18

მარლბორო

რეკლამა უარი რეკლამაზე


$3 მილიარდი $2 მილიარდი
მოგება მარლბოროს მოგება მარლბოროს
რეკლამა
$3 მილიარდი $5 მილიარდი
მოგება ქემელს მოგება ქემელს
ქემელი
$5 მილიარდი $4 მილიარდი
მოგება მარლბოროს მოგება მარლბოროს
უარი
რეკლამაზე
$2 მილიარდი $4 მილიარდი
მოგება ქემელს მოგება ქემელს

Copyright©2003 Southwestern/Thomson Learning


19 რატომ თანამშრომლობენ ზოგჯერ ადამიანები

 ფირმები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი


მომავალი მოგებით, ითანამშრომლებენ და არ დაარღვევენ
შეთანხმებას, თუ მათ თამაში არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ
უწევთ.
სახელმწიფო პოლიტიკა ოლიგოპოლიებთან
20
მიმართებაში

 ოლიგოპოლისტებს შორის თანამშრომლობა


არასასურველია საზოგადოებისთვის, რადგან ამას
შემცირებულ წარმოებამდე და გაზრდილ ფასებამდე
მივყავართ.
 ანტიმონოპოლისტური კანონმდებლობა უკანონობად
აცხადებს ვაჭრობის შეზღუდვას და ბაზრის
მონოპოლიზების მცდელობას.
საქართველოს კონკურენციის სააგენტო
21

კონკურენციის სააგენტო 2014 წლის აპრილში შეიქმნა.


22 დებატები ანტიმონოპოლისტური კანონმდებლობის თაობაზე

 ანტიმონოპოლისტური კანონმდებლობა ზოგჯერ


ისეთ კომერციულ საქმიანობასაც კრძალავს,
რომლის ეფექტიც ცხადი არ არის ან საერთოდაც
შეიძლება დადებითი იყოს:

 საცალო ფასის შენარჩუნება

 ყაჩაღური ფასდადება

 „შეკვრა“
დებატები ანტიმონოპოლისტური კანონმდებლობის
23
თაობაზე

• საცალო ფასის შენარჩუნება (ანუ სამართლიანი ვაჭრობა) -


ადგილი აქვს, როცა მიმწოდებელი (ბითუმად მოვაჭრე)
მოითხოვს საცალოდ მოვაჭრეებისაგან (მაღაზიებისაგან)
თავისი პროდუქციის კონკრეტულ ფასად გაყიდვას.

• ყაჩაღური ფასდადება - ადგილი აქვს, როცა დიდი ფირმა


ხელოვნურად დაწევს ფასს დაბლა, რათა კონკურენტები
გააძევოს ბაზრიდან.

• „შეკვრა“ - ადგილი აქვს, როცა ფირმას ორი ან მეტი პროდუქტი


ბაზარზე გააქვს ერთ შეკვრად და ყიდის ერთ ფასად, იმის
ნაცვლად რომ გაყიდოს ცალცალკე სხვადასხვა ფასად.
24 შეჯამება

 ოლიგოპოლისტები მაქსიმალურ მოგებას იღებენ მაშინ, როცა


ერთიანდებიან კარტელში და მოქმედებენ როგორც მონოპოლისტი.

 თუ ოლიგოპოლისტები გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად


იღებენ, მაშინ ბაზარზე იყიდება მონოპოლიასთან შედარებით
უფრო დიდი რაოდენობის პროდუქცია ნაკლებ ფასად.
25 შეჯამება

 პატიმრის დილემა აჩვენებს, თუ როგორ უშლის ხელს ეგოისტური


ინტერესები თანამშრომლობას, მაშინაც კი, როცა თანამშრომლობა
სასარგებლოა.

 პატიმრის დილემის ლოგიკა აღწერს ბევრ სიტუაციას, მათ შორის


ოლიგოპოლიასაც.

 პოლიტიკოსები ანტიმონოპოლისტურ კანონმდებლობას იყენებენ


ოლიგოპოლიების ისეთი ქცევის აღსაკვეთად, რომელიც
კონკურენციას შეამცირებს.
26
ლიტერატურა

წასაკითხი ლიტერატურა გრეგორი


მენქიუ, 2008

გვ: 329- 350


სავარჯიშოები 1 – 11 : გვ 351 - 353

You might also like