You are on page 1of 2

ლექცია III

თემა: ფასწარმოქმნა

როგორც უკვე მონოპოლიური ბაზრის ანალიზიდან ვიცით, მოოპოლია ისეთი


საბაზრო სტრუქტურაა, რომელიც სრულყოფილი ბაზრის ფირმებისაგან
განსხვავებით არის არა ფასის მიმღები არამედ არის ფასის დამწესებელი. ანუ ის
აწესებს ისეთ ფასს რომელიც ზღვრულ დანახარჯებზე მაღალია. ამასთან მოთხოვნის
მრუდის გამოყენებით მას შეუძლია გარკვეული საფასო პოლიტიკის გატარება
რომელიც ყველა კონკრეტული საფასო სტრატეგიისას მოგების მიღების
შესაძლებლობას აძლევს.

საფასო სტრატეგიები რომელსაც მონოპოლისტი ირჩევს ცნობილია საფასო


დისკრიმინაციის სახელით. პრაქტიკაში ცნობილია სამი სახის საფასო
დისკრიმინაცია. ვიდრე უშუალოდ განვმარტავთ ამ საფასო სტრატეგიებს,უპრიანია
განვმარტოთ თუ რატომ დაერქვა ფასდადების ამ სტრატეგიებს "საფასო
დისკრიმინაცია" . საქმეიმაშია რომ მონოპოლისტი მომხმარებლის მოთხოვნის
მრუდის გათვალისწინებით ანუ მომხმარებლის გადახდისათვის მზადყოფნის
გათვალისწინებით, ახდენს მომხმარებლისათვის განსხვავებული ფასების დაწესებას
ერთი და იგივე საქონელზე რაც სწორედ დისკრიმინაციული ხასიათისაა. თუმცა
აღნიშნული საფასო მიდგომა ითვალისწინებს ასევე მომხმარებლისათვის
ინდივიდუალური ფასდაკლების შეთავაზებასაც, ისე რომ პროდუქტში გადახდილი
ფასი დამოკიდებული იყოს მომხმარებლის მიერ ნაყიდი პროდუქტის რაოდენობაზე.

არსებობს საფასო დისკრიმინაციის სამი ძირითადი ტიპი. მოკლედ დავახასიათოთ


თითოეული მათგანი:

პირველი ხარისხის საფასო დისკრიმინაციის დროს მონოპოლისტი ცდილობს


მომხმარებლის გადახდისათვის მზადყოფნა მაქსიმალური ფასით შეაფასოს. მაგ:
საქონელიმიყიდოს იმ მომხმარებელს ვინც მზადაა გადაიხადოს სხვაზე მეტი
მარტივად რომ ვთქვათ(აუქციონი მაგალითად).

მეორე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია გულისხმობს მომხმარებლისათვის


რაოდენობრივი ფასდაკლების შეთავაზებას, მაგ: თუ ერთ ერთეულს შეიძენს
პროდუქტს ვთქვათ კომპიუტერული თამაშები მიყიდის 50 ლარად თუ 10 ერთეულს
მიყიდის 40 ლარად.

მესამე ხარისხის საფასო დისკრიმინაცია გულისხმობს მომხმარებელთა ჯგუფების


ან ბაზრის სეგმენტთა იდენტიფიცირებას. მოგების მაქსიმიზებელი ფირმა
თითოეული სეგმენტისათვის სპეციალურ ფასს აწესებს.(კარგი მაგალითია
ავიაბილეთების ფასები ბიზნეს და ეკონომკლასებისათვის)

როგორც უკვე ვიცით ფირმამ საფასო დისკრიმინაცია რომ განახორციელოს საჭიროა


ფლობდეს საბაზრო ძალაუფლებას,სხვა შემთხვევაში ის ფასის მიმღებია და ვერ
შეძლებს განსხვავებული ფასების დაწესებას.

გარდა საფასო დისკრიმინაციის მეთოდებისა მონოპოლიური ფირმები, ანუ


ფირმები რომლებიც ფლობენ საბაზრო ძალაუფლებას ნამეტის მისაღებად იყენებენ
ისეთ მეთოდებს როგორიცაა მიბმითი გაყიდვები.ანუ მომხმარებელს პროდუქტი
მიეყიდება მაშინ როცა ის მზადაა მასთან ერთად იყიდოს სხვა პროდუქტიც.(მაგ:
ასლგადამღები მიეყიდოს ფასდაკლებით იმას ვინც ქაღალდსაც ამ ფირმიდან შეიძენს)

მიბმით გაყიდვებთან ერთად ფირმები მიმართავენ ე.წ პაკეტირებას. პაკეტირება


გულისხმობს მიბმით გაყიდვებს როდესაც მომხმარებელი საქონელს პაკეტში
ყიდულობს.(მაგ: საკაბელო ტელევიზიაზე ხელმოწერისას იყიდოს მთლიანი პაკეტი
მომსახურების ნაცვლად იმისა რომ თითოეულ არხზე ცალ-ცალკე ხელმოწერა
გააკეთოს)

ფირმამ შეიძლება გამოიყენოს შერეული პაკეტირებაც მაგ შეიზლება მონიტორი და


პროცესორი სხვადასხვა ფირმაში იყიდოთ ან ერთ ფირმაში განსხვავებულ ფასად.

მოგების მაქსიმიზაციისათვის ფირმები მიმართავენ რეკლამას ასევე. რეკლამით


შესაძლებელია ასევე პროდუქტზე მოთხოვნის გაზრდა. ამ დროს მოთხოვნის მრუდი
მარჯვნივ გაადგილდება და ფირმის მოგება გაიზრდება.

You might also like