You are on page 1of 83

თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

+ეკსაფი <3
ლექცია I
ეკონომიკური მეცნიერების ათი მთავარი იდეა
1. სტიმულები გავლენას ახდენს ადამიანების ქცევაზე.
ეკონომიკური თეორია ეფუძნება აზრს, რომ სტიმულის ადამიანის ქცევაზე გავლენის
წინასწარმეტყველება შესაძლებელია. ადამიანი ირჩევს იმ ხერხს, რომელშიც მეტი მოგება და
ნაკლები დანახარჯია. ეს პრინციპი ეფერენთლი ცხოვრების სხვა სფეროებშიც მოქმედებს
(კომერციულ საქმიანობაში, საოჯახო მეურნეობის წარმართვასა და პოლიტიკური
გადაწყვეტილებების მიღებაში).
საბაზრო ეკონომიკაში სტიმულის გავლენა გამოიხატება მყიდველი-გამყიდველის ქცევაში.
მაგალითად, თუ რაღაც პროდუქტი მცირე რაოდენობისაა, მაგრამ ბევრი მომთხოვნი ყავს,
მასზე ფასი გაიზრდება. ფასის გაზრდა შეამცირებს მოხმარებას, რაც მწარმოებელს აიძულებს
უფრო მეტი აწარმოოს. თუ პირიქით მოთხოვნა პროდუქტზე არის დაბალი, დაბლა იწევს მისი
ფასიც და ამის გამო იზრდება მოხმარება, მაგრამ მცირდება პროდუქტის წარმოება. ანუ
მოკლედ მყიდველის და გამყიდველის სტიმულზე რეაქცია აბალანსებს მოთხოვნას და
მიწოდებას.
მაგალითები:
● 70-იან წლებში ბენზინის ფასების ზრდამ გამოიწვია ის, რომ ადამიანებმა შეამცირეს
მისი მოხმარება სხვადასხვა ხერხებით და თავის მხრივ კომპანიამ ახალი საბადოებისა
და რესურსები ძიება დაიწყო. 80-იანი წლებისთვის ბენზინის ფასი დასტაბილურდა.
● საბჭოთა კავშირში, როდესაც მინის წარმოების ანგარიშს ტონებით აბარებდნენ,
ძალიან სქელი მინები მზადდებოდა, რომლებშიც არაფერი არ ჩანდა, ხოლო როცა
ფართობით აბარებდნენ დაიწყეს ძალიან თხელი და მარტივად მტვრევადი მინდების
დამზადება.
2. ყველაფრის საფასური უნდა გადაიხადო
არცერთი რესურსი არ არის შეუწღუდავი (disagree vol.1). იმის გამო, რომ ზოგიერთ ორ
საქმიანობას შეიძლება ერთი და იგივე რესურსი სჭირდებოდეს გვიწევს არჩევანის გაკეთება,
არჩევანი კეთდება მწარმოებლის მიერ იმის მიხედვით, თუ რომელზე უფრო დიდი მოთხოვნაა
და რომელში უფრო მეტს გადაიხდის ხალხი, ბეისიქლი საიდანაც უფრო მეტი ფული შეუვა.
რაღაცა უფასო მარტო იმ შემთხვევაშია, თუ მასში სხვა იხდის საფასურს (disagree vol.2)
ამიტომ პოლიტიკოსების დაპირება, რომ იქნება უფასო განათლება, მედიცინა, ბინა, არის
შეცდომაში შეყვანა. მოკლედ ნებისმიერ შემთხვევაში უფასო სწავლაზე და მედიცინაზე რა
რესურსიც დაიხარჯევა იმის დახარვა შეიძლებოდა გართობაზე და დასვენებაზე და რადგან ამ
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

უკანასკნელს ვაკლებთ, პირველში ფული უნდა გადავიხადოთ. (ანუ თურმე გართობა და


დასვენება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც განათლება და ჯანმრთელობა <3)
3. ვაჭრობა ყოველთვის სასარგებლოა
ვაჭრობა ეკონომისტების გაგებით ნებისმიერ ნებაყოფლობითი გაცვლა, საწარმოო
საქმიანობაა, რომელიც ყველა მხარეს სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს.
სამი მიზეზი, რის გამოც ვაჭრობა ზრდის ადამიანების კეთილდღეობას:
⮘ ვაჭრობა მიაწოდებს საქონელსა და მომახურებას იმათ ვინც ყველაზე უფრო მეტად
აფასებს მას (და სოციუმის იმ ფენას, რომელსაც მაგის ფული აქვს <3). ნივთებს
ზოგადად იმიტომ აქვს ფასი, რომ თვითონ კონკრეტული ადამიანი აფასებს მას.
შესაბამისად ერთი და იგივე ნივთი შეიძლება ერთი ადამიანისთვის ფასეული იყოსო და
მეორესთვის უფასური.
⮘ ვაჭრობა ადამიანს საშუალებას აძლევს დასპეციალდეს იმ საქმეში, რომელიც
გამოსდის, ხოლო რაც სჭრიდება მიიღოს სხვა საქმეში დასპეციალებული
ადამიანებისგან. მოკლედ ყველა ადამიანი ყიდის იმას, რაც კარგად გამოსდის და
შემოსული ფულით ყიდულობს იმას, რაც არ გამოსდის. (ვისაც არაფერი არ გამოგვდის
რა უნდა ვქნათ?)
⮘ ხელს უწყობს შრომის განაწილებიდან და მასობრივი წარმოებიდან სარგებლის ნახვას.
დაახლოებით გულისხმობს იგივეს, რასაც წინა პუნქტი, მაგრამ აქ იმაზეა ლაპარაკი,
რომ თუ რამდენიმე ადამიანი სხვადასხვა რაღაცაში დასპეციალიზდება და მერე ერთი
რაღაცის წარმოებას ერთად დაიწყებენ, მაგალითად, ქინძისთავების, ბევრად უფრო მეტ
ქინძისთავს დაამზადებენ ვიდრე ეს მარტო რომ გაეკეთებინათ, მოგებასაც უფრო მეტს
იღებენ.
4. დაბრკოლებები ზიანს აყენებს ვაჭრობას.
სხვადასხვა მიზეზების გამო, როგორიც არის გარიგების დასადებად დახარჯული დრო,
ძალღონე და რესურსი, ასევე ბუნებრივი პირობები: ოკეანეები, მთები, მდინარეები და
ვაჭრობები, ასევე გადასახადები, ლიცენზიები, ტარიფები, კვოტები ამცირებს ვაჭრობის
უპირატესობას.
ამიტომ ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უძრავი ქონების აგენტები, საფონდო
ბროკერები, მაღაზიის გამყიდველები და ასე შემდეგ. ზოგს ისინი გამოუსადეგარები და
არასაჭიროები ჰგონია, მაგრამ რეალურად ისინი დროსა და სხვადასხვა რესურსების
დაზოგვას უწყობენ ხელს. ასევე ზრდიან ვაჭრობის მოცულობას.
5. შემოსავალს წარმოება განსაზღვრავს (oh really????)
ყველაფერი იმის ფასი, რაც პროდუქტის წარმოებაში იხარჯება + მოგება = პროდუქციის
ღირებულება. მთავარი იდეა ისაა, რომ რაც უფრო მეტს აწარმოებ უფრო მეტი მოგება გრჩება
და შესაბამისად უფრო მეტი შემოსავალიც გაქვს.
მაგალითად მოყვანილია, რომ ამერიკელი მუშების შემოსავალი უფრო მეტია ვიდრე
მაგალითად, ჩინელი მუშის, რადგან ამერიკელი მუშები თავიანთი მაღალი განათლებისა და
განვითარებული ტექნოლოგიის ხარჯზე (LMAO) უფრო მეტ პროდუქტს აწარმოებენ.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ასევე მინიმალური ხელფასის კანონით ან პროფკავშირებით ხელფასის საერო დონის გაზრდა


არ ხერხდება. მინიმალური ხელფასის დაწესებით არაკვალიფიციური მუშები ბაზრიდან
განიდევნებიან, ამიტომ იკლებს წარმოებაც და შესაბამისად შემოსავალიც. (maybe, just
maybe მუშებს რო კვალიფიკაცია ავუმაღლოთ ამ შემშხვევაში არა ხო?)
პროფკავშირებმა შეიძლება შეზღუდოს გარე კონკურენცია და ხელფასი გაუზარდოს მუშებს,
მაგრამ ვერ ზრდის შრომის ნაყოფიერებას ანუ წარმოებას და შესაბამისად შემოსავალს.
არსებობს წარმოებისა და შემოსავლის ზრდის ოთხი ძირითადი წყარო:
− მუშათა კვალიფიკაციის ამაღლება (მაგრამ განათლება უფასო არ უნდა იყოს <3). ეს
გაზრდის ადამიანების მთავარ კაპიტალს ანუ საკუთარ უნარს.
− ინვესტიციები. ადამიანი უფრო მეტს აწარმოებს თუ მოწყობილობებსა და
ტექონოლოგიებს იყენებს, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ტექნოლოგიებში ინვესტიციების
ჩადება.
− ტექნიკური პროცესი. უკეთესი ტექნიკა = უფრო მეტის წარმოება.
− საზოგადოების ეკონომიკური ორგანიზაციის გაუმჯობესება. მოკლედ პირადი
საკუთრების უფლება, და კორპორაციების იურიდიულ პირად ცნობამ ხელი შეუწყო ჯერ
წარმოების და მერე შემოსავლის ზრდას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
6. პირადი შემოსავალი არის სხვებისთვის გაწეული სამსახურის ანაზღაურება.
ბეისიქლი იმაზეა ლაპარაკი, რომ სხვებს რაც უფრო მეტ მომსახურებასა და საქონელს
შეთავაზებ მით უფრო მეტი შემოსავალი გექნება. საკუთარი მომსახურებისა და საქონლის
გასაზრდელად ადამიანები უამრავ ინვესტიციას აბანდებენ. ასევე ხალხი თვლის, რომ ბევრი
ფულისთვის ვიღაცის ექსპლუატაციას უნდა ეწეოდე და ეს მართალი არ არის, რადგან ზოგმა
ბევრი ფული უამრავი ხალხისთვის სარგებლის მოტანით იშოვა. (მაგალითად, ბილ გეითსი და
სემ ულთონი მოყავს, მაგრამ ამაზე მე ძალიან მეცინება).
7. მოგება აგულიანებს ბიზნესს საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის იმუშაოს (მაგრამ
ამასთანავე მოგება თავის თავში მხოლოდ პირად კეთილდღეობას გულისხმობს ^_^).
რესურსების სწორად გამოყენების შემთხვევაში პროდუქტი გაიყიდება კარგად და მისგან
მოგება დარჩება მწარმოებელს, თუ რესურსი იფლანგება მწარმოებელი „დაისჯება“ და
მოგებას ვერ მიიღებს. ძირითადად მოგებას მაშინ იღებენ თუ რესურსებისა და დამზადების
ფასს კიდევ ზემოდან უმატებენ ფასს.
8. „უხილავი ხელის“ პირნციპი: საბაზრო ფასები საერთო კეთიდღეობისკენ მიმართავს პირად
ინტერესს.
მთავარი პრინციპი არის ის, რომ სავაჭრო ბაზარი ხელისუფლების მიარ არ უნდა
დარეგულირდეს და ის თავსის თავს დაარეგულირებს ფასებით, რადგან თავის თავში ფასები
მოიცავენ ყველა საჭირო ინფორმაციას. თავის მხრივ უხილავი ხელი იმასაც ახერხებს, რომ
რესურსებისა და ზოგადად ყველაფრის საუკეთესო კომბინაცია იპოვოს.
უხილავი ხელი არის ძალიან შეუმჩნეველი და სწრორედ ამის გამო არ ესმის ზოგს მისი
მნიშვნელობა.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

9. გვერდითი ეფექტების და ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა შორეული შედეგების


უგულებელყოფა ეკონომიკურ გაანგარიშებებში შეცდომის ყველაზე უფრო გავრცელებულ
მიზეზია.
ჰენრი ჰაზლითის აზრით, ეკონომიკა ერთ გაკვეთილში შემდეგნაირია: „საჭიროა თვალი
გავადევნოთ არა მხოლოდ მყისიერ, არამედ გრძელვადიან, არა მხოლოდ პირველად, არამედ
მეორად შედეგებს; მის შესაძლო გავლენას არა მხოლოდ მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფებზე,
არამედ მთელ საზოგადოებაზე.“
მოკლედ ეს ჰაზლითი ფიქრობდა, რომ პირველადის გარდა მეორდი შედეგებიც უნდა
გავითვალისწინოთ, მაგრამ პოლიტიკოსებმა და ბიზნესმენებმა ეს შეიძლება სათავისოდ
გამოიყენონ, მაგალითად, დაპირებისას მხოლოდ პირველად შედეგზე ლაპარაკობდნენ და
მეორადს იკიდებენ.
მოყვანილია ბინის ქირის სახელმწიფოს მიერ კონტროლის მაგალითი. პირველადი შედეგია,
რომ ბინის ფასი არ გაიზრდება, მაგრამ მეორადი შედეგია, რომ ბინების მშენებლობებში
ინვესტიციას აღარ ჩადებენ, რადგან მოგებას ვერ მიიღებენ და საბოლოო ჯამში ცოტა და
უხარისხო ბინა დარჩება გასაქირავებელი.
(იდეაში 10 უნდა ყოფილიყო, მაგრამ 9 იდეაა ხოდა ან მე არ ვიცი თვლა ან რაღაც ვერ არი, არ
ვიცი მოკლედ ასე იყო.)

„მე, ფანქარი“
პატარა მოთხრობაა როგორ ყვება ფანქარი თავისი შექმნის ისტორიას. ყვება რამდენი ადამიანი არის
ჩართული ერთი პატარა ფანქრის დამზადებაში და საბოლოო ჯამში, იმას ამტკიცებს, რომ
თავისუფალი ნება თუ ექნებათ ადამიანებს და ამ თავისუფალი ნების რწმენა ყველას ექნება, მათი
საერთო შრომით ყველაფერი მარტივად დამზადდება და ყველაფერს „უხილავი ხელი“
დაარეგულირებს.

კითხვები/ამოცანები
● რისი თქმა სურდა მკითხველებისათვის ლეონარდ რიდს თავისი ესსეთი: „მე, ფანქარი“?
ა) ესწავლებინა ფანქრის დამზადების ტექნოლოგია;
ბ) დაერწმუნებინა მთავრობა, რომ მეტად ნდობოდა ბაზრის უხილავ ხელს;
გ) აეხსნა საერთაშორისო კოოპერაციის არსი;
დ) ყველა წინა პასუხი მცდარია.
● „ ...გაზის გაშვება ტეხასიდან ნიუ-იორკში პირდაპირ გაზქურამდე ან ღუმელთან
წარმოუდგენლად მცირე ფასად შეიძლება, თანაც სუბსიდიების გარეშე; სპარსეთის ყურიდან
აღმოსავლეთის სანაპირომდე ნახევარი გზაა მსოფლიოს გარშემო და ოთხ გირვანქა ნავთობს
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

უფრო ნაკლებ ფასად ეზიდებიან, ვიდრე მთავრობა ერთი უნცია წერილის ქუჩის გადასწვრივ
გადაგზავნაში იღებს!.. - ამბობს რიდი.“
ახსენით აქ გამოთქმული მოსაზრება.
ეს მოსაზრება პირდაპირ მიუთითებს მთავრობის არაფექტურობაზე, რადგან მთავრობა ამ
შემთხვევაში ისეთ ტრივიალურ რაღცაში როგორიც ქუჩის გადასწვრივ ერთი უნცია წერილის
გადატანაა უფრო მეტი რესურსს, დროსა და ენერგიას ხარჯავს, ვიდრე ოთხ გირვანქა
ნავთობს ეზიდება თავისუფალი ხალხი.
● რას გულისხმობს პრინციპი: „სტიმულები გავლენას ახდენენ ადამიანთა ქცევებზე“?
მოიყვანეთ მაგალითები!
ეს პრინციპი გულისხმობს, რომ ადამიანი რაღაც სტიმულზე აუცილებლად მოახდენს
რეაგირებას, რადგან ადამიანი აუცილებლას ირჩევს იმ ხერხს, რომელშიც მეტი მოგება და
ნაკლები დანახარჯია. საბაზრო ეკონომიკაში ეს ყველაზე კარგად გამოიხატება ფასების
რეგულაციაში. მაგალითად, მე თუ ვარ მეწარმე რომელიც ყიდის პურს, რომელზეც მოთხოვნა
დიდია მაგრამ რაოდენობა მცირე, პურზე ფასი გაიზრდება, შესაბამისად ხალხი უფრო ნაკლებ
პურს იყიდის. ეს მაიძულებს, რომ დავიწყო უფრო მეტი პურის გამოცხობა, რითიც ფასებიც
დასტაბილურდება და მოთხოვნაც დაკმაყოფილდება.
● რას გულისხმობს პრინციპი: „ყველაფერს თავისი საფასური აქვს“? რა აზრით არის ამ
კონტექსტში ნახსენები სიტყვა „დეფიციტი“?
მოიყვანეთ მაგალითები!
რატომ არის ხშირად შეცდომაში შემყვანი პოლიტიკოსების საუბარი უფასო მედიცინის, ან
უფასო განათლების შესახებ?
„ყველაფერს თავისი საფასური აქვს“ ნიშნავს იმას, რომ ყველანარ მომსახურებასა თუ
პროდუქტს რაღაც რესურსები სჭრიდება და არცერთი რესურსი არ არის შეუზღუდავი
შესაბამისად საჭირო ხდება არჩევანის გაკეთება ორ რაღაცას შორის, რასაც ერთი და იგივე
რესურსი სჭირდება. ამიტომ კომპენსაციის სახით უნდა გადავიხადოთ აუცილებლად. ეს არის
ალტერნატიული დანახარჯი. დეფიციტი არის მაგალითად, როდესაც ხელოვნურად დაწესებული
ფასია, რაღაც პროდუქტზე, მეწარმე ამცირებს წარმოებას, მაგრამ იზრდება მოთხოვნ და
იქმნება დეფიციტი.
უფასო მედიცინა და უფასო განათლებას ყოველთვის იმას ნიშნავს, რომ ამ უფასო
რაღაცეებისთვის ვიღაც იხდის ფასს შესაბამისად ტყუილია რომ მართლა უფასოა. მაგალითად
უფასო განათლება ფინანსდება ბიუჯეტიდან და ბიუჯეტში ფული გადასახადების გადამხდელ
ხალხს შეაქვს.
● რომელი ეკონომიკური მოვლენის ახსნას ცდილობდა ადამ სმიტი ქინძისთავების წარმოების
მაგალითზე?
შრომის განაწილებისა და სპეციალიზაციის ახნას ცდილობს. ამბობს, რომ თუ ადამიანები
სხვადასხვა რაღაცაში სპეციალიზილდებიან და მერე ამ სპციალიზაციებს გააერთიანებენ ერთი
პროდუქტის დასამზადებლად, ამ შემთხვევაში, ქინძისთავების შეძლებენ უფრო მეტი და
ხარისხიანი პროდუქტი დაამზადონ და თან უფრო მეტი მოგებაც მიიღონ.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

● რას გულისხმობს პრინციპი: „შემოსავალს წარმოება განსაზღვრავს“? - ახსენით! (ბოლოში


ახსენითო ისე უწერია, რო უცებ წარმოვიდგინე რო ზუსტად ისე იყურება როგორც იმ
ლეგენდარულ ფოტოში და შემეშინდა)
პროდუქციის ფასი არის იმ რესურსების ფასი რაც ამის წარმოებაში იხარჯება + მოგება,
მოგების საერთო რაოდენობა შეიძლება ავიღოთ შემოსავლად. შესაბამისად რაც უფრო დიდია
მოგება მით უფრო დიდია შემოსავალი და რაც უფრო მეტია წარმოება მით უფრო მეტია მოგება.
● რას გულისხმობს პრინციპი: „ვაჭრობა ყოველთვის სასარგებლოა“?
მოიყვანეთ მაგალითები!
ვაჭრობა ეკნომისტების გაგებით არის ისეთი გარიგება ან გაცვლა, რომლის დროსაც ორივე
მხარე ბედნიერი რჩება, შესაბამისად ყველასთვის სასარგებლოა. მაგალითად თუ მე მაქვს
პური შეიძლება ამაში ვიღაცამ გადამიხადოს ფული და მერე მე წავიდე და ამ ადამიანისგან ის
ვიყიდო რაც მე მჭირდება მაგალითად რძე. გარდა ამისა ვაჭრობა ხელს უწყობს შრომის
განაწილებასა და სპეციალიზაციას ანუ მე იმაში დავსპეციალიზდები რაც კარგად გამომდის
შემდეგ ამას გავყიდი და ამ მიღებული ფულით შევძლებ ისეთი რაღაც ვიყიდო რაც კარგად არ
გამომდის.

ლექცია II
„ღარიბი ხალხის გასაჭირი“ კახა ბენდუქიძე
კახა ფიქრობდა (if you get the reference…), რომ ქართველებმა არ იცოდნენ ერთად როგორ უნდა
ეცხოვრათ როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად, იმიტომ, რომ ამის გამოცდილება არ
ჰქონდათ. ბავშვობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობისას შეამჩნია, რომ
სხვადასხვა საზომებით ზომავდნენ ერთი და იგივე პროდუქტს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ერთმანეთთან
ვაჭრობა ნაკლებად ჰქონდათ სხვადახვა კუთხეებს. მერე ამბობს, რომ ახლა რომელ კომპიუტერზეც
ამას ვწერო სხვადასხვა ნაწილებით არის შექმნილი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში დამზადდაო და
ა.შ. რაც მსოფლიო გლობალიზაციით არის გამოწვეულიო. ქართველებსაც ზუსტად ეგეთი ქართული
გლობალიზაცია სჭრიდებათო ანუ ჯერ კუხეებს შორის უნდა მოხდეს ვაჭრობის
განვითარება/გლობალიზაცია და მერე ქვეყანა უნდა გლობალიზირდეს მსოფლიოში.

„მესანთლეების პეტიცია“ ფრედერიკ ბასტია


ფრანგმა მესანთლეებმა და ამ ინდუსტრიაში ჩართულმა ყველა ადამიანმა პეტიცია გაკეთა
საფრანგეთის მთავრობისთვის. საფრანგეთის მთავრობის პოლიტიკა იმ პერიოდში თავიდან
ბოლომდე მეწარმეებზე იყო ორიენტირებული და წარმოების უცხოელებისგან მაქსიმალურად დაცვას
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ცდილობდა ბეისიქლი მოტივი იყო „ადგლობრივი ბაზარი, ადგილობრივი მეწარმებიისთვის“.


მესანთლეები აცხადებდნენ, რომ მათი მთავარი კონკურენტი, რომლისგანაც დაცვა სჭირდებოდათ და
რომელიც იმხელა ზიანს აყენებდათ, რომ იმასაც კი იფიქრებდი ინგლისის მოგზავნილიო, იყო მზე,
რადგან დღის განამავლობაში სამყაროს მზე ანათებდა და შესაბამისად სანთლებს არავინ ხმარობდა.
ითხოვდნენ ისეთი კანონის მიღებას, რომელიც აკრძალავდა დღის განმავლობაში ფანჯრების,
დარაბების, სათოფურების, მოკლედ ყველაფერი იმის გაღებას, საიდანაც სახლში შეიძლებოდა მზე
შესულიყო. თავიანთი მოთხონის დასამტკიცებლად კი რამდენიმე არგუმენტი მოყავდათ.

პირველ რიგში ამბოდნენ, რომ ამ შეზღუდვით თითქმის ყველა ფრანგი მეწარმე და ყველა ინდუსტრია
იხეირებდა დაწყებული სასოფლო სამეურნეო ინდუსტრიიდან დამთავრებული სანაოსნო ინდუსტრიით.

თუ ხელისუფლება არგუმენტად იმას მოიყვანდა, რომ ამ პეტიციის დაკამყოფილების შემთხვევაში


მოსახლეობას მოუწევდა ზედმეტად დიდი საფასურის გადახდა, მესანთლეები პასუხობდნენ, რომ
მოსახლეობის ანუ მომხარებლის ინტერესებზე წინ ხელისუფლებისთვის ყოველთვის მეწარმის
ინეტერესი იდგა და ეს შემთხვევაც გამონაკლისი არ უნდა ყოფილიყო.

თუ ხელისუფლება იტყოდა, რომ მზის სინათლე უფასო საჩუქარია და უფასო საჩუქარზე უარის თქმა
მხოლოდ თავის მოკატუნებაა, რომ სიმდიდრისკენ ისწრაფვიან. თან ყველაფერთან ერთად
ხელისუფლება შემოტანილ საქონელზე იმიტომ ამბობდა უარს, რომ ის ძალიან გავდა უფასო საჩუქარს
და რაც უფრო იყო საჩუქართან მით უფრო მეტად ცდლობდა მის შეზღუდვას. მაგალითად მესანთლეებს
მოყავდათ პორტუგალიური ფორთოხალი. თუ დაუშვებდნენ, რომ ნებისმიერი საქონლის დამზადება
შრომაზე და ბუნებაზე იყო დამოკიდებული პორტუგალიური ფორთოხალი ნახევრად უფასო
გამოდიოდა, რადგან ბუნება მას თავიდან ბოლომდე ხელს უწყობდა და შესაბამის პირობებს უქმნიდა,
მაშინ როდესაც ფრანგებს ფორთოხლის მოსაყვანად ხელოვნური პირობების შექმნა უწევდათ.
ხელისუფლების მოყვანილი არგუმენტებიც პროტექციონიზმის სასარგებლოდ სწორედ ამ
ნახევრადუფასოობის შეზღუდვას ეფუძნებოდა. საბოლოო ჯამში, კი მესანთლეები სვავდნენ კითხვას,
რომ თუ იზღუდებოდა ნახევრადუფასოობა, რატომ არ უნდა შეზღუდულიყო მთლიანად უფასოობა, ამ
შემთხვევაში მზე. ისინი ფიქრობდნენ რომ უნდა შეზღუდულიყო და თან კიდევ უფრო მეტი
ენთუზიათმით, ვიდრე ნახევრადუფასოობა. შესაბამისად, ხელისუფლებას თხოვდნენ, რომ შეეზღუდა
ბაზარზე მზის სინათლის არსებობა, რომლის ფასიც მთელი დღის განმავლობაში ნულის ტოლია. (რა
თქმა უნდა, სატირაა ეს ტექსტი და პირდაპირ მიმართულია საფრანგეთი ეკონომიკური პოლიტიკის
კრიტიკისკენ).

„სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში, ფრიტრედერობა და პროტექციონობა“


ილია ჭავჭავაძე
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

I
ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ახლა ისეთი დრო დგას, რომ ერთმა სახელმწიფომ მეორე სახელმწიფოს
უფრო დიდი ზიანი ეკონომიკურად შეუძლია მიაყენოს ვიდრე ომითო. ფიქრობდა იმასაც, რომ
სახელმწიფოების უპირატესობა იმით განისაზღვრებოდა, თუ რამდენად მდიდარი სახელმწიფო იყო და
არა იმით, თუ რამდენად დიდი ჯარი ყავდა. ამიტომ თითოეული სახელმწიფო ცდილობდა, რომ
საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეკავებინდა და ეკონომიკა განევითარებინა,
რათა გამდიდრებულიყო. თითქმის ყველ სახელმწიფოს სტრატეგია ის იყო, რომ გაეფართოვებინა
თავისი საექსპორტო ბაზარი და შეეზღუდა იმპორტი. პირველის მიღწევას ცდილობდნენ
კოლონიზაციით, ხოლო მეორეს საკუთარ საზღვრებზე საბაჟოების დაყენებით. თავდაპირველად
კოლონიზაციაზე იყო უფრო დიდი აქცენტი, მაგრამ დროთა განმავლობაში კოლონიზაციის
მნიშვნელობა შემცირდა, რადგან გამოილია დასაკავებელი ტერიტორიაც და ერთმანეთთან მტრული
დამოკიდებულება არამარტო კოლონიზატორ ქვეყნებს, არამედ ადგილობრივ ქვეყნებსაც გაუჩნდათ
კოლონიზატორების მიმართ. კოლონიზაციიდან აქცენტი გადავიდა პროტექციონიზმზე ანუ საკუთარი
ბაზრის ჩაკეტვაზე სხვა ქვეყნებისთვის. დიპლომატები მიხვდნენ იმასაც, რომ საზღვრებზე პროდუქციის
შემოტანაზე ბაჟის დაწესება შეიძლებოდა მნიშვნელოვანი იარაღი ყოფილიყო დაპირისპირებული
ქვეყნის წინააღმდეგაც, რადგან მაგალითად შეიძლებოდა დიდი ბაჟი დაგედო ისეთ პროუდქციაზე,
რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სხვა ქვეყნისთვის. ილიას მოყავს ზგოიერი მეცნიერის
ვარაუდი, რომ მსგავსი პოლიტიკაორმაგი მახვილია, რომელიც სხვა ქვეყნებსაც ავნებს და ამ
პოლიტიკის გამტარებელ ქვეყანასაც.

II
ილია ამბობს, რომ ბაჟი ანუ გადასახადი უცნობი მოვლენა არ იყო ქვეყნებისთვის, რადგან ადრე
არამარტო გარედან შემოსულ პროუდქტებზე არსებობდა გადასახადი, არამედ ქვეყნის შიგნით
წარმოებულ საქონელზეც, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს მოიშალა. საბოლოო ჯამში, მხოლოდ
გარედან შემოტანილ პროდუქტზე დარჩა გდასახადი, რომელიც მეჩვიდმეტე საუკუენში გახდა
პოპულარული და „სატამაჟნო“ ბაჟი დაერქვა.

თავდაპირველად ამ სატამაჟნო გადასახადს მხოლოდ ფინანსური გამართლება ჰქონდა, ქვეყანისთვის


კიდევ ერთი შემოსავლის წყარო იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ქვეყნები მიხვდნენ, რომ ის
ასევე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური იარაღი შეიძლებოდა ყოფილიყო.

შემდეგ ილია ხსნის, რომ ყველა ქვეყანას აქვს რაღაც გასაყიდი და ყველას აქვს რაღაც შემოსატანი
ანუ ყველას აქვს რაღაც რესურსი ჭარბად და რაღაც რესურსი ნაკლებად. აქედან მოდის ვაჭრობაც.
ასევე აღნიშნავს, რომ ის ქვეყანა უფრო მოგებულია, რომელსაც ბევრი აქვს საზღვრების გარეთ
გასატანი და სხვა ქვეყნებიდან შემოსატანი ნაკლები. ამ ორს შორის სხვაობა კი სახელმწიფოს წმინდა
მოგებად ითვლება. როცა გაყოდულის რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე ნაყიდის მაშინ ამბობენ რომ
სავაჭრო ბალანსი ქვეყნისთვის სასარგებლოდაა, ხოლო თუ ნაკლები მაშინ საზინაო. აქედან
გამომდინარე მარტივი მისახვედრია, რომ ყველა ქვეყანა ცდილობდა საკუთარი საქონელის გაყიდვას
და სხვისი საქონელის ყიდვისგან თავის აცილებას. აქედან იწყებოდა სწორედ ეკონომიკური მტრობა
ქვეყნებს შორის. მაგალითად მოყვანილი ყავს ინგლისი, რომლის მთავარი საექსპორტო პროდუქტი
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

საქარხნო საქონელია, თუ მაგალითად, რუსეთი, ასიათასიანი მოსახლოების მქონე ქვეყანა,


გადაწყვეტს, რომ ინგლისის პროდუქციას საზღვრები ჩაუკეტოს, ეს დიდი დარტყმა იქნება
ინგლისისთვის. მსგავსი ქმედება შეიძლება ომის საწინდარიც კი გახდეს. ამიტომაც სხვისი საქონლის
გადასაკეტად ბაჟის, გადსახდის დაწესება ყველაზე დიპლომატიური და მოსახერხებელი გზა იყო.
მართალია ეს იყო ისევ საზღვის არაპირდაპირი ჩაკეტვა, მაგრამ ქვეყანას, რომელიც ამ პოლიტიკას
გაატარებდა გასამართლებელი მიზეზი ჰქონდა, რომ პროდუქციას, რომელიც სხვა ქევყნიდან
შემოჰქონდა, თვითონაც დაამზადებდა, რაც ქვეყნისთვის რა თქმა უნდა უფრო მომგებიანი იქნებოდა.

ამ პოლიტიკას ორგვარ სახელს უწოდებდნენ მეცნიერები ფრიტრედერობას და პროტექციონიზმის.


ხოლო თვითონ ქვეყნები კი თვლიდნენ, რომ პროტექციონისტულ პოლიტიკას ეწოდნენ.

III
ამ თავში ილია ხსნის ფრიტრედერობისა და პროტქეციონიზმის მნიშვნელობას.

ფრიტრედერობა მოდის ინგლისური სიტყვისგან free trade და სიტყვასიტყვით გაცვლის


თავისუფლებად ნიშნავს. ფრიტრედერები ფიქრობენ, რომ ყველანაირი პროდუქტი იქნება ეს
ადგილობრივი, თუ გარედან შემოტანილი ყველანაირი ბაჟისგან და გადასახადისგან თავისუფალი
უნდა ყოფილიყო. ეს მოგებიანი იქნებოდა ყველასთვის, რადგან გაამრავლებდა პროუდქტის
რაოდენობას და შეამცირებდა მის ფასს ანუ გახდებოდა ადვილად მისაწვდომა. ადვილად
მისაწვდომობა კი ყველა ადამიანის სურვილი იყო და თუ სახელმწიფოს ამ სურვილის დაკმაყოფილება
შეეძლო უნდა დაეკმაყოფილებინა კიდეც. (ბეისიქლი გირჩი <3)

ეს მოძღვრება ჩამოაყალიბა ადამ სმიტმა და თავიდან, რა თქმა უნდა მას ბევრი მოწინააღმდგე ყავდა,
მაგრამ დროთა განმავლობაში ეფექტურობის გამო ფეხი მოიკიდა როგორც ინგლისში, ასევე ზოგადად
ევროპაში.

IV
ევროპაში ფრიტრედერობა იქამდე იდგა მყარად, სანამ გერმანიაც საფრანგეთის მიბაძვით არ გაუდგა
მას და დაუბრუნდა პროტექციონიზმს (თ.ბისმარკა გარკვეული ფრანგული საქონლის შემოტანა
შეზღუდა გერმანიის ტერიოტირიაზე). მოკლედ პროტექციონიზმი არის იმპორტის შემცირება, იმ
მიზნით, რომ შეზღუდულ საქონელს შენვე ამზადებ და შენივე მრეწველობას ანვითარებ. თავისუფალი
გაცვლის დროს ბაზაზე არის ძალიან დიდი კონკურენცია და უპირატესობა იმ ქვეყანას რჩება,
რომელიც უკეთეს საქონელს შეიტანს. პროტექციონისტები ამბობდნენ, რომ როდესაც სხვა ქვეყნიდან
შემოსულ საქონელს ყიდულობდა მოსახლეობდა მისი სიმდიდრე ქვეყნის გარეთ გადიოდა, ამიტომ
ჯობდა შეეზღუდათ უცხო საქონლის შემოტანა, რათა უზრუნველყოთ თავისივე სიმდიდრის
ქვეყანაშივე დარჩენა. თან იმასაც ამბობდნენ, რომ გარედან შემოტანილი საქონლის დამზადება
თვითონაც შეეძლოთ და ახლა მას იმიტომ არ ამზადებდნენ, რომ საგარეო კონკურენცია ძალიან
მაღალი იყო და წინააღმდეგობას ვერ გაუწევდნენ. თავიანთი მიზნების მისაღწევ საშუალებად კი
ბაჟების გამოყენება სურდათ.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ილია მხარს უჭერდა თავისუფალ გაცვლას, რადგან ფიქრობდა, რომ ის უფრო მომგებიანი იყო. თან
იმასაც ამბობს, რომ პროტექციონიზმს სხვა დანიშნულებით უფრო იყენებდნენ ვიდრე ეკონომიკის
ასაყვავებლად. ანუ უფრო მეტად ერთმანეთთან დასაპირისპირებლად იყენებდნენ. შესაბამისად, თუ
პროტექცონიზმი ახლა ევროპაში ფეხს მოიკიდებდა ამ მიზეზით იქნებოდა გამოწვეული და არა რამე
სხვა მიზეზით. მაგალითად, მოყავს გერმანია, სადაც პურზე ბაჟს ბისმარკი კატასტროფულად ზრდიდა,
შესაბამისად იზრდებოდა პურის ფასიც, რაც მხრებზე აწვებოდა ღარიბ მოსახლეობას. ილია
ამტკიცებს, რომ გერმანია ეკონომიკის გასაუმჯობესებლად არ გაწირავდა თავის მოსახლეობას და
ამას მხოლოდ იმიტო აკეთებდა, რომ სხვა ქვეყნების პურის შემოტანა შეეზღუდა.

ბოლოს ამბობს, რომ პროტექციონიზმი უკვე ყველგან არის გავრცელებული, მიუხედავად იმისა, რომ
მეცნიერებმა ის უკვე უარყვეს და „ანდერძი აუგეს“. (ამაზე მეტად გაწელილი ცხოვრებაში მგონი
არაფერი წამიკითხავს)

ჰეინე, თავი 2 - ეფექტიანობა, გაცვლა და შედარებითი უპირატესობა


ჰეინეს განმარტებით სიმდიდრე სხვადასხვანაირი არსებობს და ის სტერეოტიპულად არ უნდა
განვიხილოთ. მოკლედ სიმდიდრე ისაა რასაც ადამიანი აფასებსო და ძალიან სუბიექტურია რაა.
ეკონომიკური ზრდა გამოიხატება სიმდიდრის ზრდაში და არა წარმოებული ნივთების რაოდენობის
ზრდაში.

ვაჭრობა ქმნის სიმდიდრეს


ვაჭრობის მოწინააღმდეგე ადამიანებს ორი არგუმენტი მოყავთ 1. ვაჭრობა თანაბარ ფასეულობათა
გაცვლაა და 2. გაცვლით სიმდიდრე არ იზრდება.

1. ეს რომ მართალი იყოს, მაშინ არანაირი გაცვლები არ შედგებოდა. გააზრებული და


ნებაყოფლობითი ვაჭრობისას მოვაჭრეები ურთერთქმედებენ საკუთარი სიმდიდრის გაზრდის
მიზნით, ისინი ცდილობენ, რომ გასცენ საკუთარი თავისთის ნაკლებად ფასეული პროდუქტი და
მიიღონ უფრო ფასეული. მაგალითად, თუ ჯეკი გაცვლის თავის კალათუბრთის ბურთს ჯიმის
ბეისბოლის ხელთათმანებზე მაშინ გამოდის, რომ ჯეკი ხელთათმანებს უფრო აფასებს, ხოლო
ჯიმი ბურთს. ორივე მათგანი თმობს ნაკლებად ფასეულ ნივთს, რათა მიიღოს მისთვის მეტად
ფასეული ნივთი.
2. მართალია, რომ გაცვლის პროცესში არაფერი იწარმოება, რადგან რჩება ისევ ერთი წყვილი
ხელთათმანი და ერთი ბურთი, მაგრამ წარმოება სტერეოტიპული გაგებით არ უნდა
განვიხილოთ. ეკონომიკური გაგებით ყველანაირი წარმოების საფუძველი პროდუქტის
ფასეულობის ზრდაა.

გაცვლაში მონაწილე თითოეულ მხარეს აქვს დანახარჯები. პროდუქციის ღირებულება


განპირობებულია იმ ფასეულობით, რაც გავიღეთ, რათა ახალი შეგვეძინა, (ანუ მაგალითად, წიგნში
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ფულს იმიტომ იხდი, რომ ის რესურსი რაც წიგნის დამზადებას მოხმარდა შეიძლებოდა მოხმარებოდა
რვეულის დამზადებას და ა.შ.) ამას ალტენატიული დანახარჯი ეწოდება. ჯეკისთვის: ხელთათმანის
ღირებულება, გაყოფილი ბურთის ღირებულებაზე, ერთზე მეტია. ანალოგიურად ჯიმისთვის: ბურთის
ღირებულება, გაყოფილი ხელთათმანის ღირებულებაზე, ერთზე მეტია. ამიტომ ორივე მოგებული
რჩება. გაცვლის შედეგად მივიღეთ მეტი ღირებულება, გაიზარდა რეალური სიმდიდრეც.

ეფექტიანობა და ფასეულობები
ეფექტიანობა = მექანიზმის მიერ შესრულებული ნამუშევარი / დახარჯული ენერგია. (შესრულებული
ნამუშევარი დამოკიდებულია იმაზე, რისი მიღება გვსურ)

ეფექტიანობა ყოველთვის შეფასებითი კატეგორიაა. იგი დაკავშირებულია შედეგისა და დანახარჯების


ფასეულობათა თანაფარდობასთან. რა თქმა უნდა, ეფექტიანობაში ყოველთვის მონაწილეობს
ობიექტური კომპონენტები, მაგრამ ისინი თავიდან ბოლომდე ვერ გადაწყვეტენ ეფექტიანობას ანუ
სუბიექტურ კომპონენტებზეც ძალიან არის დამოკიდებული. ასევე ნებისმიერი პროცესის ეფექტიანობა
ცვლილებებზეა დამოკიდებული და თვითონაც შეიძლება შეიცვალოს.

როგორ გაცვალეს გასმა და ჰარიმ მძიმე სამუშაო

გასი და ჰარი ჩიაკოგელი მეზობლები არიან, იდენტური ეზოებით და ორივე შაბათობით ეზოში
მუშაობს, გაზონს კრეჭს და ყვავილებს უვლის. გასი ყოველთის ურო ადრე ამთავრებს სამუშაოს. იგი
გაზონს 40 წუთში კრეჭს, ყვავილნარის მოვლას კი 80 წუთს ანდომებს, ჰარი ერთზეც და მეორეზეც
120-120 წუთს ხარჯავს.

რა თქმა უნდა, ჰარისაც სურს დასვენება და სამუშაოს მალე დამთავრება და ამიტომ ჰარი მეზობელს
ეუბნება, რომ თვითონ მოუვლის გასის ყვავილების ¾ს თუ მისი მეზობელი მის გაზონს მთლიანად
გაკრეჭს. გასი თანხმდება, რადგან ასეთი გადანაწილების დროს იგი საკუთარ ეზოში ერთ საათს
იმუშავებს (40 წუთი გაზონი და 20 წუთი ყვავილნარი), ხოლო ჰარის ეზოში 40 წუთი (გაზონი),
რითაც 20 წუთს დაზოგავს. მოიგებს ჰარიც, რომელიც საკუთარ ეზოში 120 წუთი (ყვავილნარი) და
გასის ეზოში (ყვავილნარის სამი მეოთხედი) საათნახერს იმუშავებს, რითაც საბოლოო ჯამში,
ნახევარ საათს დაზოგავს. ამ გარიგებით ორივემ მოიგო.

რობინზონისა პარასკევასნაირი მაგალითია დაახლოებით.

გაცვლის არსი, წარმოების ალტერნატიული დანახარჯების შედარება


ჯონსი ორი სახის ლუდს ხარშავს: ღიას/ბაცს და მუქს. ყოველ კვარტალში მას შეუძლია ან 10 გალონი
ღია ლუდის ან 5 გალონი მუქი ლუდის მოხარშვა.

ქალბატონი ბრაუნიც ორი სახეობის ლუდს ხარშავს. მაგრამ ყოველ კვარტალში მას შეუძლია 3
გალონი ღია ან 4 გალონი მუქი ლუდის მოხარშვა. (ორივე შემთხვევა გრაფიკებზეა გამოსახული)

რა თქმა უნდა, ჯონსს ორივეში ბაცი და მუქი ლუდის დამზადებაში აბსოლიტური უპირატესობა აქვს,
მაგრამ
ეს იმას
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

არ ნიშნავს, რომ ეფექტიანობაც მისი უფრო მეტია. რომელი უფრო ეფექტიანია ამ შემთხვევაში რომ
დავადგინოთ უნდა შევადაროთ მათი ალტერნატიული უპირატესობა/ალტენატიული დანახარჯები.

თუ ჯონსი 10 გალონ ბაც ლუდს დაამზადებს მისი დანახარჯი იქნება 5 გალონი მუქი ლუდი ანუ
ხელიდან გაუშვებს 5 გალონი მუქი ლუდის დამზადების შესაძლებლობას. ჯონსისთვის 1 გალონი ბაცი
ლუდი = 0,5 გალონ მუქ ლუდს, ხოლო 1 გალონი მუქი ლუდი = 2 გალონ ბაც ლუდს.

თუ ბრაუნი დაამზადებს 4 გალონ მუქ ლუდს მაშინ მისი დანახარჯი იქნება 3 გალონი ბაცი ლუდი.
ბრაუნისთვის 1 გალონი მუქი ლუდი = ¾ გალონი ბაცი ლუდი, ხოლო 1 გალონი ბაცი ლუდი = 1,3
გალონი მუქი ლუდს. ამ რიცხვებს ეწოდება ალტერნატიული დანახარჯები.

მთავარი კითხვა კი შემდეგნაირია: რომელი ამზადებს ბაც ლუდს უფრო იაფად? რა თქმა უნდა, ჯონსი
რადგან ერთი გალონი ბაცი ლუდის დამზადებისას მას 0,5 გალონი მუქი ლუდი ეკარგება, ხოლო
ბრაუნს იგივე შემთხვევაში 1,3 გალონი მუქი ლუდი. სამაგიეროდ, ერთი გალონი მუქი ლუდის
დამზადებისას ბარუნს მხოლოდ ¾ ბაცი ლუდი ეკარგება, ხოლო ჯონსს 2 გალონი. აქედან დასკვნა ის
არის, რომ ჯონსს შედარებითი უპირატესობა აქვს ბაცი ლუდის წარმოებაში ხოლო, ბრაუნს მუქი
ლუდის წარმოებაში.

თუ ისინი მოილაპარაკებენ, რომ მაგალითად ჯონსი დაიწყებს მხოლოდ ბაცი ლუდის წარმოებას,
ხოლო ბრაუნი მხოლოდ მუქის და შემდეგ ისინი 3 გალონ ბაც ლუდს სამ გალონ მუქ ლუდში გაცვლიან
მაშინ ორივე მოგებული დარჩება. ამ შემთხვევაში ჯონსს ექნება 7 გალონი ბაცი ლუდი და 3 გალონი
მუქი ლუდი, ხოლო ბრაუნს ექნება 1 გალონი მუქი ლუდი და 3 გალონი ბაცი ლუდი. ორივე მათგანი
გადაცდება საწარმოო შესაძლებლობათა ზღვარს. (გრაფიკზე მთლიანი ხაზი არის საწარმოო
შესაძლებლობათა ზღვარი, ხოლო ისრით გადაწეული ხაზი არის, რასაც გაცვლის საშუალებით
შეძლებენ. აა უი და ბრაუნის გრაფიკზე 7 ის მაგივრად 3 უნდა ეწეროს)

რატომ სპეციალიზაცია?
ეს არის იმის მაგალითი, რომ ადამიანებისთვის უმჯობესია სპეციალიზირდნენ იმის კეთებაში, რაც
მათთვის ნაკლებ დანახარჯიანი იქნება. სპეციალიზაცია შეიძლება განვიხილოთ როგორც
„შედარებითი უპირატესობის გამოყენება“. ერთი სიტყვით სპცეიალიზაცია და გაცვლა აფართოებენ
საწარმოო შესაძლებლობებს. გარდა ამისა სპეციალიზაცია საკუთარი შედარებითი უპირატესობის
გამოყენების შესაძლებლობას გვაძლევს. მაგალითად, ადამიანები ირჩევენ იმ პროფესიებს,
რომლებშიც საკუთარი აზრით შედარებითი სპეციალიზაცია გააჩნიათ.

ინდივიდუალური ვაჭრობიდან საერთაშორისო ვაჭრობამდე და პირიქით


მოკლედ საერთაშორისო ვაჭრობა მეტი არაფერი არაა ვიდრე ინდივიდუალური ვაჭრობების
ერთობლიობაო. თუ მაგალითად ჯონსი და ბრაუნი სხვადასხვა შტატებში იცხოვრებდნენ მაინც
ერთმანეთთან ივაჭრებდნენ და შეგვეძლებოდა იმის თქმა, რომ მათი შტატებიც ერთმანეთთან
ვაჭრობენ. ანუ საბოლოო ჯამში საერთაშორისო ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის მხოლოდ და მხოლოდ
ამ ქვეყნის მოქალაქეების ერთმანეთთან ვაჭრობების ერთობლიობაა.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ტრანზაქციული დანახარჯები
ტრანზაქციული დანახარჯები არის ის დანახარჯები, რომლებიც იხარჯება სავაჭრო პარტნიორის
ძიებაში და ტანსპორტში. ეს დანახარჯები შეიძლება იყო მაგალითად, ინფორმაციის უქონლობა და
ისინი აუცილებლად ხელს უშლიან ნებაყოფლობით გაცვლას. ტრანზაქციულ დანახარჯებს ამცირებს
ინტერნეტი და შუამავალი ადამიანები.

საბაზრო აღმოჩენები
ეკონომისტების აზრით თითქმის ყოველთვის შედარები უპირატესობა მხოლოდ გაცვლის საბაზრო
პროცესში გამოვლინდება. მასთან დაკავშირებულ საბაისო ინფორმაციას ძირითადად ფასები
წარმოადგენს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები არჩევანის გაკეთებისას ყოველთვის ფასს აქცევენ
ყურადღებას მაგრამ ძირითადად მიზნის მისაღწევად ყველაზე იაფი პროდუქტი ყველაზე ეფექტიანადაც
ითვლება.

დავა ფასეულობათა შესახებ


ეფექტიანობა და არაეფექტიანობა ძალიან სუბიექტური ცნებებია და იმაზეა დამოკიდებული ჩვენ
თვითონ რას ვაფასებთ და რას არა. ამ დროს წარმოიქმნება ადამიანებს შორის იდეური
დაპირისპირება, მაგრამ ის მარტივად შეიძლება მოგვარდეს ყველა ადამიანის აზრის თავისუფლების
აღიარებით. საკუთრების უფლების გამო იგივე შეიძლება ითქვას ფასებზეც (ძალიან LMAO) ანუ
ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება თავისი სუბიექტური აზრისადმი შესაბამისად დაადოს თავის
პროდუქციას ფასი (if you don’t see problem in this…).

კითხვები/ამოცანები
● რა უფრო ეფექტიანია - 1956 წლის გამოშვების „fender Stratocaster” - ის მოდელის
ცნობილი გიტარა, თუ 2018 წლის გამოშვების “el cheapo” - ს უახლესი მოდელის
ელექტროგიტარა?
შეიცვლება თუ არა თქვენი პასუხი, თუ შეიტყობთ, რომ პირველი 12000 დოლარად იყიდება,
ხოლო მეორე 175 დოლარად?
რადგან ეფექტიანობა დამოკიდებულია ადამიანის სუბიექტურ აზრზე ამ შემთხვევაშიც
მნიშვნელობა ექნება სუბიექტურ აზრს. მოკლედ ადამიანზეა რა დამოკიდებული.
მეორე შემთხვევაშიც ზოგს უღირს მაგდენის გადახდა და ზოგს არა.
● სამოცდაათიან წლებში „OPEC-ის კრიზისის“ დროს, ბევრი კითხულობდა, თუ რატომ არ
კრძლავადნენ საწვავის ისეთ უაზრო ხარჯებს, როგორიც თან ახლავს, მაგალითად,
ავტორბოლას. ეთანხმებით თუ არა მათ მოსაზრებას? მოიფიქრეთ „უაზრო ხარჯების“ ისეთი
განმარტება, რომელიც გავრცელდება ავტორბოლაზე, მაგრამ არ გავრცელდება კრიზისულ
პერიოდში ბენზინის გამოყენების სხვა ვარიანტზე.
უაზრო ხარჯი ისევ და ისევ არის სუბიექტური მცნება ამიტომ ყველა შემთხვევაში რომელიმე
სფეროს წინ წამოწევა და მეორის უკან დახევა მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. შეიძლება
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ისეთი ვარიანტის მოფიქრებაც, როდესაც კრიზისის დროს, მაგალითად, საავადმყოფოს


ბიუჯეტი უყიდის საწვავს და ა.შ.
● რას გულისხმობდა ილია ტერმინში „სატამოჟნო“? ახსენით, როგორ პოლიტიკას აკრიტიკებდა
იგი ამ ტერმინთან დაკავშირებულ თემაზე მსჯელობისას.
გულისხმობდა ბაჟს ანუ საზღვარზე პროდუქციის შეტანაზე დაწესებულ გადასახადს.
აკრიტიკებდა პროტექციონიზმს ანუ ისეთ პოლიტიკას, როდესაც ქვეყანა მაქსიმალურად
ზღუდავდა სხვა ქვეყნებიდან პროდუქტის შემოტანას და ცდილობდა იგივე პროდუქცია
თვითონვე დაემზადებინა.
● საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის, ან კოლეგებთან კოოპერირებისა და მათთან
ერთად საერთო ავტომანქანის გამოყენების ნაცვლად, მრავალი ამერიკელი სამსახურში
საკუთარი ავტომობილით დადის.
ა) შეიძლება თუ არა, ერთდროულად ეფექტიანი იყოს იმ მძღოლის მომქედება, რომელიც პიკის
საათის დროს საკუთარი ავტომობილით მარტო გადაადგილდება და იმ ადამიანის მოქმედებაც,
რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპოტს იყენებს?
ისევ და ისევ რადგან ეფექტიანობა სუბიექტურია, კი შეიძლება იყოს, რადგან ზოგისთვის ის
არის ეფექტიანი, როდესაც თავის მანქანაში ზის და მარტოა და ზოგისთვის ის უფრო
ეფექტიანია, რომ საზოაგდოებრივ ტანსპორტშია სხვა ხალხთან ერთად.
ბ) სინამდვილეში რას გულისხმობენ, როცა თვლიან, რომ ამდენი ადამიანი, რომელიც
სამსახურში საკუთარი ავტომობილით მიდის არაეფექტიანად იქცევა?
ალბათ იმას გულისხმობენ, რომ ეს ადამიანები მაგალითად ხელს უწყობენ ქალაქში უფრო მეტი
მანქანის არსებობას და შესაბამისად საცობებს ან რაიმე მსგავსი.
● რას გულისხმობდა კახა ბენდუქიძის წერილში „ღარიბი ადამიანების გასაჭირი“, როცა
ამბობდა, რომ ჩვენ ამ გლობალიზებულ სამყაროში პატარა ქართული გლობალიზაცია გვინდა?
იმას გულისხმობდა, რომ საქართველო ეკონომიკურად იმდენად არაგანვითარებული იყო,
რომ მისი სხვადასხვა რეგიონებიც კი არ ვაჭრობდნენ ერთმანეთთან, ამიტომ სანამ
საქართველო საერთაშორისო ვაჭრობაში ანუ გლობალიზაციაში ჩაერთვებოდა, შიდა
ვაჭრობის განვითარება ანუ პატარა ქართული გლობალიზაცია უნდა მოეხდინა.
● ადვოკატი ფუდი ცნობილი იურისტია. ამასთან, იგი შესანიშნავად ფლობს საბეჭდ მანქანას და
წუთში 120 სიტყვას ბეჭდავს. უღირს თუ არა ფუდს ნაშრომების საკუთარი ხელით ბეჭვდა თუ
საუკეთესო მდივანი, რომლის დაქირავებაც შეუძლია, წუთში 60 სიტყვას ბეჭდავს? რატომ
არის სავარაუდო, რომ ფუდი ნაკლებადეფექტიანი მბეჭდავი იქნება, ვიდრე მისი მდივნი.
რა თქმა უნდა, ფუდს მდივანთან შედარებით სიტყვების ბეჭდაში აბსოლიტური უპირატესობა
აქვს, მაგრამ მაინც ეფექტიანი იქნება მდივნის დაქირავება, რადგან შედარებითი უპირატესობა
მდივნის მხარეს იქნება. ეს იქიდან არის გამოწვეული, რომ ფუდი სპეციალიზებულია
ადვოკატობაში და შესაბამისად რაღაცის ბეჭვდის დროს იმ დროს ხარჯავს, რომელიც
შეიძლებოდა თავის ქეისზე დაეხარჯა, ხოლო მდივანი პირიქით ბეჭვდაშია სპეციალიზებული.
● რობინზონს შეუძლია 600კგ ბანანის, ან 200კგ მარწყვის მოყვანა წლის განმავლობაში,
პარასკევას კი იმავე დროში მხოლოდ 400კგ ბანანის, ან 800კგ მარწყვის მოყვანა.
− დახაზეთ საწარმოო შესაძლებლობათა შესაბამისი მრუდები;
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

− როგორია მათთვის ალტენატიული ხარჯები?


− ვის აქვს შედარებითი უპირატესობა ბანანის მოყვანაში?
− ვის აქვს შედარებითი უპირატესობა მარწყვის მოყვანაში?
− მოიფიქრეთ ურთიერთხელსაყრელი გაცვლის პირობა და აჩვენეთ გრაფიკზე ამ გაცვლის
შედგები.

● ხშირად ამტკიცებენ, რომ კაპიტალისტურ სისტემაში კომპანიები განაგრძობენ გაცვეთილი


მოწყობილობების გამოყენებას, რადგან მათი შეძენა თავის დროზე ძვირი დაუჯდათ.
ადასტურებს თუ არა ეს ფაქტი კომპანიების არაეფექტიანობას? რა როლს ასრულებენ ამ
შემთხვევაში ადრე დახარჯული თანხები?
არსებობს ორი შემთხვევა. 1. როცა კომპანია შეცდომას უშვებს, რადგან უარს ამბობს
პოტენციურ გაზრდი მოგებაზე და შესაბამისად გაზრდილ ეფექტიანობაზეც, შესაბამისად ამ
შემთხვევაში ადასტურებს არაეფექტიანობას. 2. როცა ამ დანადგარებს ზუსტად იგივე მოგება
მოაქვთ რასაც შეცვლის შემთხვევაში მოიტანდნენ, თან ტექნიკა გამართულია, მაშინ
ეფექტიანად მუშაობს და არ ამტკიცებს არაეფექტიანობას.
წარსულის დანახარჯებია, ამიტომ არ უნდა გაითვალისწინოს ისინი.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ლექცია III
ჰეინე, თავი 3 - შემცვლელები ჩვენს გარშემო და მოთხოვნის ცნება
ყველაფერი, რაც აუცილებელი გვგონია შეიძლება კეთილდღეობას წარმოადგენდეს. (yes free
medical care is a privilege…)

როდესაც რაღაცის აუცილებლობაზე ვსაუბრობთ უნდა გავითვალისწინოთ სამი დებულება. 1.


დოვლათის უმეტესობა უფასო არ არის და მათი შეძენა მოითხოვს სხვა დოვლათზე უარის თქმას. 2.
ნებისმიერ დოვლათს გააჩნია შემცვლელები ანუ სუბსტიტუტები. 3. გონივრული არჩევანი (არჩევანი,
რომელიც რამდენიმე შესაძლებელიდან სასურველის ამორჩევის საშუალებას იძლევა, ანუ
ეკონომიკური არჩევანი) ალტერნატივების გამოყენებისას, მოითხოვს დამატებითი ხარჯებისა და
დამატებითი სარგებლობის ურთიერთშედარებას. გონივრულ არჩევანს კი გაცვლები მოსდევს.

ხარჯები და შემცვლელები
მაგალითად მანქანის საჭიროება მხოლოდ იმ შემთხვევაში დგება, როდესაც ავტომობილს უფრო
მეტად ვაფასებთ ვიდრე იმ ყველაფერს, რისი გადახდაც ავტომობილში გვიწევს იქნება ეს
სამოგზაუროდ არ წასვლა, კინოში ბევრჯერ წასვლაზე უარი და სხვა. თან არსებობს ალტერნატივები,
რომ ძველი მანქანა შევაკეთოთ, ნახმარი ავტომობილი ვიყიდოთ და სხვა. გონიერი მომხმარებელი
მხოლოდ მას შემდეგ აკეთებს არჩევანს, როდესაც განიხილავს სხვადასხვა ვარიანტების
დანახარჯებსა და მომგებიანობას.

ყველაფერი, რაზეც ვამბობთ, რომ აუცილებელია, კეთილდღეობას წარმოადგენს (მართლა ერთი და


იმავეს იმეორებს მე კი არ ვიმეორებ) და აუცილებლად აქვს ალტენატიული ნაკლებდანახარჯიანი
შემცვლელები.

არჩევანის გაკეთებისას რაღაც ინფორმაციას კი ვითვალისწინებთ და მოსალოდნელ შედეგამდე


მივდივართ, მაგრამ არცერთი ინფორმაცია ზუსტი არ არის და შესაბამისად არცერთი მოსალოდნელი
შედეგიც არაა ასი პროცენტით გარანტირებული.

მოთხოვნის კონცეფცია
რადგან უკვე მივედით იმ დასკვნამდე, რომ რაღაცის აუცილებლად გამოცხადება მხოლოდ და მხოლოდ
შეცდომაა (ვაიმე :’)), უნდა ითქვას, რომ ეკონომისტები ამჯობინებენ მოთხოვნის ცნების
გამოყენებას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს დოვლათის შესყიდულ რაოდენობასა და იმ
მსხვერპლს, რომლის გაღებაც ამ რაოდენობის შესასყიდადაა აუცილებელი.

თუ აღმოვაჩენთ, რომ რაღაცა რაც გვსურს ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს, შეიძლება ჩვენ თავი
შევიკავოთ მოთხოვნის დაკმაყოფილებისგან და ნაკლებს დავჯერდეთ, რომელსაც უფრო იაფათ
მივიღებთ. მაგალითად, A ს მიღება მოითხოვს კვრაში ოც საათ მუშაობას, ხოლო B ს მიღება მხოლოდ
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ერთ საათ მუშაობას, შეიძლება გადავწყვიტოთ, რომ A ს არ მიღება არც ისეთი დიდი ტრაგედია არ
არის, იმიტომ, რომ B ს ანუ არცთუისე ცუდი შემცვლელის მიღება ბევრად უფრო იაფად შეგვიძლია.

მოთხოვნის კანონი ადგენს, რომ არსებობს კავშირი ადამიანების მიერ შეძენილი დოვლათის
რაოდენობასა და იმ ფასს (მსხვერპლს) შორის, რომელიც მათ ამ დოვლათის შესაძენად უნდა
გაიღონ. უფრო მაღალი ფასების დროს ნაკლებს შეიძენენ, უფრო დაბალი ფასების დროს კი მეტს.

ზღვრული მნიშვნელობები
ნებისმიერი საგანი შესაძლოა სხვაზე უფრო მნიშვნელოვანი გამოდგეს, ვინაიდან საგნის
მნიშვნელობა დამოკიდებულია სიტუაციაზე. მაგალითად, უდაბნოში წყურვილით რომ კვდებოდეთ ერთ
ჭიქა წყალი უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა თქვენთის, ყველა სხვა შემთხვევაში კი ერთი ჭიქა
ბრილიანტი უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა.

ზღვრული ნიშნავს იმას, რაც საზღვარზე ან საზღვართან იმყოფება. ეკონომიკური თეორია


დაფუძნებულია ზღვრულ ანალიზზე, ვინაიდან გულისხმობს, რომ გადაწყვეტილებების მიღება
ყოველთვის დამატებითი ხარჯებისა და დამატებითი სარგებლის შედარებით ხდება
გადაწყვეტილებების მიღებაზე სხვა ფაქტოები არ მოქმედებენ, მხოლოდ ზღვრული დანახარჯები და
ზღვრული მოგება. ზღვრული ხარჯები ან მოგება არის დამატებითი ხარჯები ან მოგება ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში.

ეკონომიკური აზოვნება უარყოფს ყველაფერი ან არაფერის პრინციპს და მხოლოდ ზღვრულ მოგებასა


და ხარჯებს აქცევს ყურადღებას ანუ ეკონომიკა ერთმანეთს უპირისპირებს არა ყველაფერს და
არაფერს არამედ რაღაცის დიდ რაოდენობას და რაღაცის მცირე რაოდენობას.

მოთხოვნა და მოთხოვნის სიდიდე


მოთხოვნისა და მოთხოვნის სიდიდის ყველაზე გასაგებად და კარგად გამოსახვა შესაძლებელია
გრაფიკებზე.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

გრაფიკზე გამოსახულია ერთი ნორმალური ოჯახის წყლის მოხმარება გალონებში და ფასი ცენტებში.
გრაფიკზე ჩანს, რომ თუ წყალი 0,03 ცენტი ღირს, მაშინ ოჯახი 320 გალონ წყალს მოიხმარს ანუ
შეიძლება ისეთ შემთხვევებშიც იყენებს წყალს, როდესაც ეს ძალიან საჭირო არ არის. თუ წყალის
ფასი გაზრდება შემცირდება მოხმარება და ა.შ. ფასი და მოხმარება ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია,
თუმცა რეალური კავშირი უფრო ზღვრულ საჭიროებასთაა. (ბეისიქლი კაპიტალიზმი თელლინგ აზ რო
მინიმალურად უნდა გვიკმაყოფილდებოდეს სურვილები თუ ფული არ გვაქვს <3) ამ შემთხვევაში
მრუდი ფასის ხაზს ვერანაირად ვერ გადაკვეთს იმიტომ რომ წყალი მაინც ყველას დასჭირდება თუნდაც
ერთი ჭიქა.

ეკონომიკურ თეორიაში მოთხოვნა ეწოდება კავშირს ორ ცვლადს - ფასსა და იმ რაოდენობას შორის,


რისი შესყიდვაც სურთ ადამიანებს ამ ფასად. არ შეიძლება მოთხოვნა ნებისმიერ პროდუქტზე
განისაზღვროს, როგორც რაოდენობა. მრუდის ერთი წერტილიდან მეორე წერტილისკენ მოძრაობას
ყოველთვის მოთხოვნის სიდიდე უნდა ვუწოდოთ და არა მოთხოვნის ცვლილება, რადგან მოთხოვნა
ყოველთვის მთელი მრუდია და არა რომელიმე კონკრეტული წერტილი.

იმისთვის, რომ გაიზარდოს მოთხოვნა უნდა მოხდეს რაღაც ისეთ, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ
სურვილი, შეისყიდონ ადრინდელზე მეტი წყალი, მიუხედავად ფასისა. მაგალითად, მოცემულ რაიონში
მოსახლეობის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რუდის მარჯვნივ და ზემოთ წანაცვლება
(მოთხოვნის ზრდა). თუ მაგალითად, კოპანია წყლის ეკონომიისთვის შეამცირებს წყალზე
მოთხოვნას, ეს გამოიწვევს მრუდის მარცხნივ და ქვემოთ გადაადგილებას (მოთხოვნის შემცირება).

მოთხოვნასა და მოთხოვნის სიდიდეს შორის განსხვავების დასანახად წარმოიდგინეთ საბავშვო


საქანელას ორ საწინააღმდეგი მხარეს ფასი და მოთხოვნის სიდიდე, ხოლო მოთხოვნა - როგორც
დიდი საჰაერო ბურთი (ჰაერზე მსუბუქი), რომელზედაც ეს საქნელაა მიმაგრებული. როდესაც ფასი
ერთ მხარეს მოძრაობს, მოთხოვნის სიდიდე საწინააღმდეგო მხარეს მოძრაობს. მოთხოვნის
ცვლილება (საჰაერო ბურთის ზემოთ ან ქვემოთ მოძრაობა) ზუსტად ერთნაირ გავლენას ახდენს
ორივეზე. თუ კი მოთხოვნა არ იცვლება (საჰაერო ბურთი არც ზემოთ მიდის და არც ქვემოთ) მაშინ
ფასი და მოთხოვნის სიდიდე დაუსრულებლად საწინააღმდეგო მხარეს იმოძრავებენ. (მოკლედ მე
როგორც გავიგე მოთხოვნის სიდიდე უბრალოდ ფასზეა დამოკიდებული, მოთხოვნა კი საერთოდ
ყველაფერზე და მოთხოვნის სიდიდეზეც ახდენს გავლენას და ფასზეც)

ფულადი და სხვა ხარჯები


მოთხოვნისა და მოთხოვნის სიდიდის ცვლილებების განმარტება იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანები
მხოლოდ ფულადი საზომით იღებენ გადაწყვეტილებას, მათი გადაწყვეტილებები ასევე
დამოკიდებულია პირად სურვილებზე, გარემოებებზე, დროზე და ა.შ. მაგრამ ის გამომდინარეობს,
რომ ფულად ხარჯებს ყველა აქცევს ყურადღებას და მათი შესწავლა კარგ საშუალებას წარმოადგენს,
რომ ვიწინასწარმეტყველოთ ადამიანების საქციელი.

მოთხოვნის საფასო ელასტიურობა


რაოდენობას, რომლითაც ადამიანები გაზრდიან ან შეამცირებენ თავის შესყიდვებს, ფასების
ცვლილებისას, მოთხოვნის საფასო ელასტიურობა ეწოდება. ელასტიურობა ნიშნავს რეაქციის
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ინტენსიურობას. შესაბამისად, თუ ფასის უმნიშვნელო ცვლილება ძლიერ ცვლის შესყიდვებს, მაშინ


ამობებენ, რომ მოთხოვნა ელასტიურია. ხოლო თუ ფასების ძალიან დიდი ცვლილება მხოლოდ
უმნიშვნელოდ ცვლის შესყიდვებს, მაშინ ამბობენ, რომ მოთხოვნა არაელასტიურია.

მოთხოვნის საფასო ელასტიურობა (ED) = რაოდენობის % ცვლილება : ფასის %


ცვლილება =% ΔQD : %ΔP = (Q2-Q1)/Q1 : (P2-P1)/P1 = (ΔQ P1) : (ΔPQ1)

ელასტიურობის საშუალო მნიშვნელობა გარკვეულ ფასების შუალედში იგივე შუაწეტილის მეთოდი -


ED;M = (ΔQD : ΔP) * (P1+P2) : (Q1+Q2)

მაგალითად, თუ კვერცხზე ფასი 10 % გაიზარდა, ხოლო გაყიდული კვერცხის რაოდენობა 5 % ით


შემცირდა, მაშინ მოთხოვნის ელასტიურობა უდრის 5 % გაყოფილი 10 % ზე, ანუ 0,5. უფრო ზუსტად
-0,5 მაგრამ ნიშანს ყურადღებას არ ვაქცევთო. როდესაც ელასტიურობის კოეფიციენტი 1,0 ზე მეტია
ამბობენ, რომ მოთხოვნა ელასტიურია, ხოლო როდესაც კოეფიციენტი 1,0 ზე ნაკლებია, მაშინ
ამბობენ, რომ არაელასტიურია.

მოთხოვნა მეტად ელასტიური გახდება, თუ პროდუქტს ბევრი სხვადასხვანაირი შემცვლელი აქვს.

ელასტიურობა და ერთობლივი შემოსავლები


ერთობლივი შემოსავალი წარმოადგენს ფასისა და რაოდენობის ნამრავლს. მოთხოვნის
ელასტიურობის შემთხვევაში, როგორც წესი ფასის ცვლილება იწვევს ერთობლივი შემოსავლის
საპირისპირო მიმართულებით ცვლილებას, მაგალითად თუ ფასი დაბლა იწევს ერთობლივმა
შემოსავალმა უნდა მოიმატოს. თუ ფასის ცვლილება იწვევს ერთობლივი შემოსავლის იმავე
მიმართულებით ცვლილებას, მაშინ მოთხოვნა არაელასტიურია.

მითი ვერტიკალური მოთხოვნის შესახებ


მოთხოვნის მრუდები საკმაოდ რეალისტურია. თუ ჩვენ გვენდომებოდა არარეალისტური მოთხოვნის
მრუდის შექმნა მაშინ ის სრულიად ვერტიკალური ხაზით იქნებოდა გამოსახული. (შეიძლება სხვა
გრაფიკები არ იყოს საჭირო მაგრამ ამის გრაფიკი აუცილებლად უნდა ჩავსვა)
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

არ არსებობს სრულიად არაელასტიური მოთხოვნა, შესაძლო ფასების მთელ დიაპაზონში. ხარჯების


მცირე ცვლილებისას, მყიდველთა უმრავლესობა ოდნავ მაინც მოახდენს რეაგირებას, ხოლო დიდი
ცვლილებისას, რეაგირებას ყველა მყიდველი მოახდენს.

მენქიუ, თავი 4, მიწოდებისა და მოთხოვნის საბაზრო ძალები


ბაზრები და კონკურენცია
ბაზარი კონკურენტული საქონლისა და მომსახურების, მყიდველებისა და გამყიდველების ჯგუფია.
მყიდველები განსაზღვრავენ მოთხოვნას, ხოლო გამყიდველები - მიწოდებას. არსებობს
ორგანიზებული ბაზრის მაგალითებიც (აუქციონი), მაგრამ ძირითადად ბაზარი არაორგანიზებულია.

კონკურენტული ბაზარი არის ბაზარი, რომელზეც მრავალი მყიდველი და გამყიდველია და თითოეული


მათგანი უმნიშვნელო გავლენას ახდენს საბაზრო ფასზე.

სრულყოფილად კონკურენტული ბაზარი არის ისეთი ბაზარი, რომელზეც 1. გასაყიდად


შემოთავაზებული ყველა საქონელი ერთნაირია და 2. მყიდველებისა და გამყიდველების რაოდენობა
იმდენად დიდია, რომ ვერცერთი მათგანი ერთპიროვნულად ვერ ახდენს გავლენას საბაზრო ფასზე.

ბაზარს, რომელზეც კონკურენცია არ არის და მხოლოდ ერთი მიმქოდებელია, რომელიც ფასებსაც


თვითონვე აწესებს, მონოპოლია ეწოდება.

მოთხოვნა
მოთხოვნის რაოდენობა - საქონლის რაოდენობა, რომლის შეძენის სურვილი და შეაძლებლობაც აქვს
მყიდველს.

მოთხოვნის კანონი - დებულება, რომლის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში საქონელზე მოთხოვნა
მცირდება ამ საქონლის ფასის ზრდასთან ერთად (ანუ იმას, რომ მაგალითად თუ ნაყინი 20 ლარი
გახდება მაშინ აღარ იყიდი ნაყინს და თუ 10 თეთრი გახდება უფრო მეტს იყიდი, მაგას ეწოდება
მოთხოვნის კანონი).

მოთხოვნის განრიგი - ცხრილი, რომელიც გვიჩვენებს დამოკიდებულებას საქონლის ფასსა და


მოთხოვნის რაოდენობას შორის.

მოთხოვნის მრუდი - ნახაზი, რომელიც გვიჩვენებს დამოკიდებულებას საქონლის ფასსა და


მოთხოვნის რაოდენობას შორის.

მარცხენა მოთხოვნის განრიგი მარჯვენა მოთხოვნის მრუდის.


თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ამ ნახაზზე მოცემული მოთხოვნის მრუდი გვიჩვენებს ინდივიდუალურ მოთხოვნას, ბაზრის მუშაობის


შესასწავლად კი გვჭირდება საბაზრო მოთხოვნა. საბაზრო მოთხოვნა არის ბაზაზრზე არსებული
ყველა ინდივიდუალური მოთხოვნის ჯამი.

მოთხოვნის მრუდი შეიძლება შეიცვალოს, ანუ გადაადგილდეს სხვადასხვა მიზეზების გამო. თუ


ცვლილება რაღაც ფასისთვის ზრდის მოთხოვნის რაოდენობას, მაშინ ამას მოთხოვნის ზრდა ეწოდება
და მრუდი გადაადგილდება მარჯვნივ. თუ პირიქით ცვლილება ამცირებს მოთხოვნის რაოდენობას,
მაშინ ამას ეწოდება მოთხოვნის კლება და მრუდს მარცხნივ გადაადგილებს.

მოთხოვნაზე გავლენა შეიძლება იქონიოს ბევრმა რამემ, მაგალითად:

● შემოსავალი. თუ შემოსავალი შეგიმცირდება დიდი ალბათობით ყველა იმ პროდუქციის


რაოდენობას შეამცირებ, რომელსაც ყიდულობ.
ნორმალური საქონელი - საქონელი, რომელზეც, სხვა თანაბარ პირობებში, შემოსავლის
ზრდასთან ერთად მოთხოვნაც იზრდება.
მდარე საქონელი - საქონელი, რომელზეც, სხვა თანაბარ პირობებში, მოთხოვნა მცირდება
შემოსავლის ზრდის შედეგად.
● ურთიერთდაკავშირებული საქონლის ფასები. როდესაც ერთ საქონელზე ფასის დაცემა
ამცირებს მეორე საქონელზე მოთხოვნას, ამ შემთხვევაში ესენი არის ურთიერთშემცვლელი
საქონელები ანუ საქონლის წყვილები, რომლებსაც ერთმანეთის ჩანაცვლება შეუძლიათ.
როდესაც ერთ საქონელზე ფასის დაცემა ზრდის მეორე საქონელზე მოთხოვნას, ამ
შემთხვევაში ესენი არის ურთიერთშემავსებელი საქონლები ანუ პროდუქტები, რომლებიც
ძირითადად ერთა გამოიყენება.
● გემოვნება. (do I need to say more)
● მოლოდინი. თუ მომავალში რაღაც ცვლილებას ელოდები, შეიძლება ამან შენს არჩევანზე
წინასწარ მოახდინოს გავლენა.
● მყიდველთა რაოდენობა. როცა საბაზრო მოთხოვნაზე ვლაპარაკობთ, მაგალითად, თუ
ავიღებთ ორ ადამიანიან ბაზარს და დავუმატებთ კიდე ორ ადამიანს ამ ბაზარში რა თქმა უნდა
საერთო საბაზრო მოთხოვნა გაიზრდება.

მიწოდება
მიწოდების რაოდენობა - საქონლის რაოდენობა, რომლის გაყიდვის სურვილი და შესაძლებლობაც
აქვს გამყიდველს.

მიწოდების კანონი - დებულება იმის შესახებ, რომ სხვა თანაბარ პირობებში საქონლის ფასის ზრდა
იწვევს ამ საქონლის მიწოდების რაოდენობის ზრდას.

მიწოდების განრიგი - ცხრილი, რომელიც ასახავს დამოკიდებულებას საქონლის ფასსა და მიწოდების


რაოდენობას შორის.

მიწოდების მრუდი - გრაფიკი, რომელიც ასახავს დამოკიდებულებას საქონლის ფასსა და მიწოდების


რაოდენობას შორის.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

მარცხნივ გრაფიკი, მარჯვნივ მრუდი ისევ.

საბაზრო მიწოდება - საბაზრო მოთხოვნის მსგავსად, საბაზრო მიწოდებაც ყველა გამყიდველის


ინდივიდუალურ მიწოდებათა ჯამია.

თუ რაიმე ცვლილება, რაიმე მოცემულ ფასად ზრდის ბაზარზე მიწოდებული საქონლის რაოდენობას,
ამას მიწოდების ზრდა ეწოდება და მრუდი მარჯვნივ გადაადგილდება. თუ რაიმე ცვლილება, ამცირებს
მიწოდებული საქონლის რაოდენობას, ამას მიწოდების კლება ეწოდება და მრუდი მარცხნივ
გადაადგილდება.

მიწოდების ცვლილების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

● ინგრედიენტების ფასები. თუ პროდუქციის შემადგენელ რომელიმე ინგრედიენტზე ფასი


შეიცვლება, მაშინ მთლიანად პროდუქტზეც შეიცვლება.
● ტექნოლოგია. ახალმა ტექონოლოგიამ შეიძლება შეამციროს კომპანიის ხარჯები, ამიტომ
გიაზრდება ნაყინის მიწოდება იგივე ფასად.
● მოლოდინი. იგივე რაც მოთხოვნაში რაა მეზარება გამეორება.
● გაყიდველთა რაოდენობა. აქაც იგივე, რაც უფრო მეტი გამყიდველია მით უფრო მეტია
მიწოდების რაოდენობაც.

მიწოდება და მოთხოვნა ერთად


წონასწორობა - სიტუაცია, როდესაც მიწოდება და მოთხოვნა გაწონასწორებულია. გრაფიკზე არის
გადაკვეთის წერტილი.

წონასწორული ფასი - ფასი, რომელიც აწონასწორებს მიწოდებასა და მოთხოვნას.

წონასწორული რაოდენობა - საქონლის მიწოდებისა და მოთხოვნის რაოდენობა წონასწორობის


დროს.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ჭარბი მიწოდება - სიტუაცია, როდესაც მიწოდება მოთხოვნაზე მეტია.

ჭარბი მოთხოვნა - სიტუაცია, როდესაც მოთხოვნა მიწოდებაზე მეტია.

მოთხოვნისა და მიწოდების კანონი - დებულება, რომლის თანახმადაც საქონლის ფასი მასზე


მოთხოვნისა და მიწოდების რაოდენობას აბალანსებს.

წონასწორობის ცვლილების ანალიზის სამი საფეხური


წონასწორული ფასი დამოკიდებულია აუცილებლად მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდებზე. ამიტომ
წონასწორობის ცვლილების ანალიზისას სამ საფეხურს გავივლით:

1. რომელ მრუდს გადაადგილებს მოვლენა - მიწოდების მრუდს, მოთხოვნის მრუდს, თუ ორივეს


ერთად.
2. განვსაზღვრავთ მარცხნივ გადაადგილდება მრუდი თუ მარჯვნივ.
3. ვიყენებთ მიწოდება მოთხოვნის დიაგრამას იმის შესასწავლად, თუ როგორ მოქმედებს ეს
გადაადგილება ფასსა და რაოდენობაზე.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

მიწოდების მრუდის გადაადგილებას „მიწოდების ცვლილება“ ეწოდება, ხოლო მოთხოვნის მრუდის


გადაადგილებას - „მოთხოვნის ცვლილება“. მიწოდების მრუდის გასწვრივ გადაადგილებას
„მიწოდების რაოდენობის ცვლილება“ ეწოდება, ხოლო მოთხოვნის მრუდის გასწვრივ
გადაადგილებას - „მოთხოვნის რაოდენობის ცვლილება“.

აქვე ჩავყრი მოთხოვნა, მიწოდების და ორივეს ცვლილებების მაგალითებს თუ გინდათ წაიკითხეთ.


მესამე მაგალითის გრაფიკი ქვემოთაა.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

კითხვები/ამოცანები:/
● რას უდრის მოთხოვნის ელასტიურობის კოეფიციენტი ქვემოთ მოყვანილ თითოეულ
შემთხვევაში? (აქ ჩემს ნაწერში რამეს თუ ვერ გაიგებთ მომწერეთ pls)

● თითოეულ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია, შეაფასეთ, არის თუ არა მოთხოვნა ელასტიური


ფასის მიხედვით. თუ თვლით, რომ არ არის შესაძლებელი, ახსენით-რატომ:
ა) ზაფხულის ცხელ დღეებში ბათუმის სანაპირო ზოლის სიახლოვეს 1 ჭიქა ჩამოსასხმელი
ლუდი 4 ლარი ღირდა და საათში საშუალოდ 700 ერთეული იყიდებოდა, ხოლო აცივების
შემდეგ ფასი 3 ლარამდე დაეცა და გაყიდვებმა 600 ერთეული შეადგინა;
ბ) გაზეთ „ლელოს“ გაყიდვიდან ყოველდღიური შემოსავალი 10%-ით დაეცა მას შემდეგ,
როდესაც მისმა რედაქციამ ფასი 10%-ით გაზარდა.
ა) ფასის მიხედვით ვერ გავიგებთ, რადგან გარეგანი ფაქტორებიცაა ჩართული ანუ აცივება.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ბ) ელასტიურია
● დაადგინეთ, ქვემოთ მოცემული შემთხვევებიდან რომელი აღწერს მოთხოვნის რაოდენობას,
ან მოთხოვნას:
− როდესაც სარაგბო მატჩზე ყველა ბილეთი 1 ლარად გაყიდეს, 35000-ადგილიანი
სტადიონის ტრიბუნები მთლიანად შეივსო; (მოთხოვნის რაოდენობას, თუ მაგალითად
მოცემული იქნებოდა პირობაში, რომ მოთხოვნა კიდევ იყო, უბრალოდ ბილეთები არ
იყო საკმარისი, მაშინ არ ჩანს).
− როდესაც სარაგბო მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 25 ლარი იყო,
35000-ადგილიან სტადიონზე მხოლოდ 22000 მაყურებელი მოვიდა; (მოთხოვნის
რაოდენობა)
− თუ სარაგბო მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 25 ლარი იქნება, მის შესაძენად მზადაა
22000 მაყურებელი, ხოლო თუ იმავე მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 15 ლარი
იქნება, მის შეძენას უკვე 33000 მაყურებელი მოინდომებს; (მოთხოვნა)
− როდესაც სარაგბო მატჩზე ყველა მაყურებელი უფასოდ დაუშვეს, 35000-ადგილიანი
სტადიონის ტრიბუნები ნახევრად შეივსო. (მოთხოვნის რაოდენობა)
● დაადგინეთ, ქვემოთ მოცემულ შემთხვევებში რომელი მიმართულებით გადაადგილდება
მოთხოვნის მრუდი და რა ფაქტორის გავლენით:
− მას შემდეგ, რაც ქალაქში ძალიან დაცხა, ყოველდღიურად უფრო მეტი ნაყინი იყიდება;
(თუ ფასი არ შეცვლილა, მაშინ მარჯვნივ)
− როდესაც უნივერსიტეტის კაფეტერიაში მხოლოდ 1 ფირმის ყავა იყო გაყიდვაში, მისი
ფასი 6 ლარი იყო და დღეში 100 ჭიქა იყიდებოდა. მას შემდეგ, როცა მეორე ფირმის
ყავაც დაუშვეს, პირველის ფასმა 4 ლარამდე დაიწია და დღეში 40 ჭიქა იყიდება;
(მარცხნივ მოძრაობს)
− თუ მშობლები ყოველდღიურად 2-ჯერ მეტ ფულს მოგვცემენ, უფრო ხშირად ვივლით
ტაქსით და ნაკლებად - ავტობუსით. (ესეც მარჯვნივ)
● ნახაზი გვიჩვენებს მარწყვზე მოთხოვნის ჰიპოთეტურ მრუდს. ერთი ყუთი მარწყვის როგორი
ფასი იძლევა ერთობლივი ამონაგების მაქსიმუმს მარწყვით მოვაჭრეებისთვის?
ნახაზზე მოცემული თითოეული ფასისთვის იპოვეთ: ა) მარწყვით მოვაჭრეების ერთობლივი
ამონაგები; ბ) მოთხოვნის ელასტიურობა.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

● ქვემოთ აღწერილი შემთხვევებისათვის შევადგინოთ შესაბამისი მოთხოვნის P(Q),


ელასტიურობისა e(P) და მთლიანი შემოსავლის R(Q) ფუნქციები:

1) საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე მოთხოვნა წრფივია და


ცნობილია, რომ თუ მაყურებლებს უფასოდ დაუშვებენ, სტადიონზე 75000 ადამიანს მოუნდება
მისვლა; ხოლო 150 ლარად - საერთოდ არავის.

2) დავუშვათ, ექსკურსიისთვის შეგროვილი თანხიდან თქვენ ზუსტად 100 ლარის დახარჯვას


აპირებთ ღვინის შესაძენად, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება 1ლ. ღვინის ფასი.
● ქვემოთ ცხრილში ნაჩვენებია უნივერსიტეტის კაფეტერიაში 1 ფინჯანი „ესპრესოს“ ფასი (P)
და შესაბამისი მოთხოვნის სიდიდეები სემესტრის განმავლობაში, მოცემული ათასეულობით,
სტუდენტებისა (Q1) და ლექტორების (Q2) მხრიდან. შეადგინეთ მათი საერთო მოთხოვნის
ცხრილი და
ააგეთ შესაბამისი გრაფიკი.
− დავუშვათ, წინა ამოცანაში ცნობილია, რომ სტუდენტებისა და ლექტორების
მოთხოვნა იმავე ყავაზე, შესაბამისად, შემდეგი ფორმულებით აღიწერება: (D1):
P=10–0.0004Q1

(D2):P=15–0.0005Q2
შეადგინეთ მათი საერთო მოთხოვნის ფორმულა და ააგეთ შესაბამისი გრაფიკი.
რა
არსებითი

განსხვავება შეინიშნება, ერთის მხრივ, სტუდენტებისა და ლექტორების, როგორც


ცალ-ცალკე აღებული ჯგუფების, მოთხოვნის გრაფიკებსა და მეორეს მხრივ, მათი
საერთო მოთხოვნის გრაფიკს შორის?
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ლექცია IV
*აქაც ჰეინეს მეოთხე თავის მიწოდების ნაწილია გამოყენებული keep in mind უბრალოდ ზემოთ
დავაკონპექტე მთლიანად და აქ აღარ ჩავწერ

ჰეინე, ტომი I, თავი 4 - ალტერნატიული ღირებულება და საქონლის


მიწოდება
ხარჯები საგნებს არ აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ქმედებებს. სხვადასხვა ქმედებას მოცემულ საგანთან
მიმართებაში განსხვავებული დანახარჯების წარმოქმნა შეუძლია. ველოსიპედის მაგალითში
ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ამ ველოსიპედის წარმოების, შეძენისა და ფლობის
დანახარჯები. შესაბამისად, აღნიშნული დანახარჯები წარმოიქმნება ან მწარმოებლისთვის, ან
მყიდველისათვის.

ნამდვილი დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ნებისმიერ ქმედებასთან იმ ალტერნატიული


შესაძლებლობების ფასია, რომელზედაც უარი უნდა ვთქვათ, რათა ეს ქმედება განვახორციელოთ
(ბეისიქლი იმაში იხდი ფულს, რაზეც უარს ამბობ რაღაც კონკრეტულის გამო) და არა მხოლოდ
ფულადი დანახარჯები. ნებისმიერი მოქმედების ფასი არის იმ გამოუყენებელი შესაძლებლობების
ღირებულება, რომლებზედაც ამ ქმედებების განხორციელებისას უარის თქმა მოგვიხდა.

რეალურად განსხვავება არ არსებობს მოთხოვნისა და მიწოდების კანონებს შორის. მეწარმის


ხარჯებზე საუბრისას მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, თუ რატომ ჯდება ერთი პროდუქტის
წარმოება მეორეზე მეტი. ამას იწვევს მასალა, ადამიანური რესურსი, დრო და ა.შ. მაგრამ თუ ვიღაცა
ველოსიპედს ამზადებს, რესურსების შესაძენად დახარჯული ფული რეალურად იმ ალტერნატივაში
არის გადახდილი, რომელსაც ეს რესურსი შეიძლებოდა მოხმარებოდა. იგივე არის ადამიანურ
რესურსზე, ადამიანს იმიტო უხდი ხელფასს, რომ საკუთარ შესაძლებლობებს შენ გახმარს და არა
რომელიმე სხვა საქმეს/კომპანიას. ამ ყველაფერს ეწოდება ალტერნატიული ღირებულება. (ანუ
უბრალოდ იმდენი სისულელე წერია, ამ ორ წინადადებაში ჩატეულ სათქმელზე, რო დავიღალე მესამე
გვერდს ვკითხულობ უკვე და ვერაფერი ვიპოვე ამოსაწერი :’))

მაგალითად მოყვანილია სავალდებულო სამხედრო გაწვევა: მაგალითად თუ მე ვთვლი, რომ


სამხედრო სამსახურის მაგივრად უნივერსიტეტში სწავლა ბევრად უფრო კარგი ალტენატივაა 3000
ლარად სამხედრო სამსახურს შეიძლება არ დავთანხმდე, მაგრამ თუ მაგალითად შემომთავაზებენ
ძალიან ბევრს და ვიფიქრებ, რომ ჩემი სამხედრო სამსახურის ანაზღაურება ღირს უნივერსიტეტში
სწავლის დათმობად, მაშინ წავალ სამხედრო სამსახურში. იგივეა თითქმის ყველაზე ხოდა ვთქვათ
რომ საშუალოდ 10 ათასს ითხოვს ყველა. ამდენის გადახდა სახელმწიფოსა და ბიუჯეტს არ მოუნდება
და დააწესებს, მაგალითად, ნახევარს 5000 ლარს და აიძულებს ხალხს, რომ სამხედრო სამსახური
მოიხადოს. მოკლედ სავალდებულო სამხედრო სისულელეაო რა.

„აუნაზღაურებელი ხარჯების“ გამორიცხვა


თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ხარჯებიც, ისევე როგორც ღირებულება, არის ზღვრული (ზღვრული ხარჯი არის ის, რასაც ადამიანი
გადაიხდის დამატებითი წყლის შესაძენად). ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც აქ უშვებენ, არის
ზღვრული ხარჯებისა და გაწეული ხარჯების ერთმანთში არევა. ყველაფერი ის, რასაც წარსულში
გადაიხდი არის წარსულის დანახარჯი, რომესაც ყურადღება არ უნდა მიექცეს. ასევე უწოდებენ ამას
აუნაზღაურებელ ხარჯებს. ერთი კონკრეტული მოქმედების დანახარჯი, არის მისი ზღვრული ხარჯი და
ყოველთვის მომავალზეა კონცენტრირებული. შესაბამისად, ყველა დანახარჯი, რომელიც
მნიშვნელოვანია მიწოდების გადაწყვეტილებისათვის, მომავალს მიეკუთვნება.

ზღვრული ანუ დამატებითი დანახარჯები


ზღვრული და დამატებითი დანახარჯები ზუსტად ერთი და იგივე რაღაცაა, უბრალოდ
სხვადასხვანაირად დანახული. დამატებითი ხარჯები ყურადღებას ამახვილებს გამოუყენებელი
შესაძლებლობების სიდიდეზე, ხოლო ზღვრული ხარჯები კი ცვლილებებზე, რაც ქმედებას მოჰყვება.

ზღვრული და საშუალო ხარჯები


ამის ახსნა ყველაზე კარგად შეიძლება მაგალითით. საშუალო დანახარჯი არის ხარჯების სრული
რაოდენობა გაყოფილი დამზადებული პროდუქციის რაოდენობაზე და ზღვრული დანახარჯი არის
შემდგომი პროდუქტის დამზადების შემდეგ საერთო დანახარჯს გამოკლებული წინა პროდუქტის
დამზადების დროს მიღებული საერთო დანახარჯი. მოკლედ look here: თუ აწარმოებ 3 პროდუქტს და
პირველის დამზადების შემდეგ ხარჯი გქონდა 3 ლარი, მეორეს შემდეგ 9 ლარი, მესამეს შემდეგ 18
ლარი, გამოვა რომ საშუალო არის 18 გაყოფილი 3 ზე ანუ, ხოლო მესამეს დამზადების ზღვრული
ღირებულება არის 18-9 ანუ 9 და ა.შ.

დანახარჯები და მოთხოვნები ყოველთვის ერთმანეთთან არიან დაკავშირებულები

მიწოდების საფასო ელასტიურობა


მიწოდების საფასო ელასტიურობა (Es) = %-ული ცვლილება რაოდენობაში / %-ული ცვლილება
ფასში = % ΔQ S : % Δ P = (ΔQS P1 ) / (ΔP Q1)

თუ მიწოდების რაოდენობის პროცენტული ცვლილება უფრო დიდია, ვიდრე ფასის პროცენტული


ცვლილება, მაშინ მიწოდება ელასტიურია. თუ რაოდენობის ცვლილება ნაკლებია, ვიდრე ფასის მაშინ
მიწოდება არაელასტიურია.

ბასტია, „ის რაც ჩანს და ის, რაც არ ჩანს“:


„შესავალი“, „ჩამსხვრეული ფანჯარა“, „ჯარის დათხოვნა“
შესავალი
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ბასტია ფიქრობდა, რომ ეკონომიკაში ყველა გადაწყვეტილება შედგება პირველადი შედეგისგან, ანუ
იმისგან რაც ჩანს და მეორადი შედეგისგან, ანუ იმისგან რაც არ ჩანს. პირველი უფრო მარტივი
შესამჩნევია და მეორესი უბრალოდ წინასწარ ვარაუდი შეგვიძლია. ასევე ამბობს, რომ ცუდი
ეკონომისტია ის ვინც, მხოლოდ იმას ითვალისწინებს რაც ჩანს, ხოლო ეკონომისტი, რომელიც
ითვალისწინებს ორივეს ის რაც ჩანს და იმასაც რაც არ ჩანს, ის უკვე კარგი ეკონომისტია.

„ჩამსხვრეული ფანჯარა“
ამ ესეში მაგალითად აღებულია რომელიღაცა დიდებულის დაწყნარებას მისი ფნჯრის ჩატეხვის
შემთხვევაში იმით ეცდებოდით, რომ ეტყოდით „ფანჯრები რო არ იმსხვრეოდეს მაშინ მეშუშეებს რა
ეშველებოდათო.“ ეს ერთი მხრივ მართალია, რომ მეშუშე მოვა და გააკეთებს ფანჯარას მაგალითად
ექვს ფრანკად. ეს არის ის რაც ჩანს. მაგრამ არის რაღაცეები რაც არ ჩანს. თუ ამ დიდებულს ფანჯარა
არ ჩაემტვრეოდა იმ ექვს ფრანკს, რომელიც ფანჯარაზე დახარჯა სხვა რამეზე დახარჯავდა,
მაგალითად, ფეხსაცმელზე და მეწაღეს გაამდიდრებდა, ხოლო თვითონ ორი რაღაცით ისიამოვნებდა.
მოკლედ ფანჯრის ჩამტვრევის შემთხვევაში უწევს, რომ მეშუშე გაამდიდროს, მაგრამ ასევე მეწაღეს
აყენებს ზიანს. თუ ამ ერთი დიდებულის მაგალითს განვაზოგადებთ მთელი ქვეყნისთვის საბოლოო
ჯამში, იმ დასკვნამდე მივდივართ, რომ „გატეხვა, გაფუჭება, განიავება ეროვნული წარმოების
წახალისებას სულაც არ ნიშნავს“, მოკლედ რომ ვთქვათ „ნგრევას მოგება არ მოაქვს“.

ჯარის დათხოვნა
ჯარის დათხოვნის შემთხვევაში ის რასაც ვხედავთ არის ის, რომ დაზარალდება ქვეყნის თავდაცვა და
თავის მხრივ ბევრი უმუშევარი ადამიანი დარჩება, მაგრამ რასაც ვერ ვხედავთ ის არის, რომ ეს
ჯარისკაცები წავლენ და მიწაზე იმუშავებენ თავთავიანთ სახლებში და იმ ფულს, რაშიც ჯარში
მსახურებაში იღებდნენ აიღებენ მუშაობაში, მოკლედ რეალურად არაფერი იცვლებაო რა. მაგრამ
ჯარის დათხოვნას იმიტო არ ვეთანხმები, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია თავდასაცველად რომ
ჯარი ყავდესო, მაგრამ ეკონომიკურად მნიშვნელოვანი რომ იყოს, მაშინ მთელი ქვეყნის მამრობითი
სქესის მოსახლეობას ჯარში წავიყვანდითო.

კითხვები/ამოცანები:
● პირველი კითხვა არის ბასტიას ესეების განხილვა და აზრი which you probably read right
before now
● რა დაგიჯდება ერთ-ერთი ლექციის გაცდენა 30 ლექციიდან, რომლებზე დასასწრებადაც 300
დოლარი გადაიხადეთ?
რა დაგიჯდებათ ლექციაზე დასწრება?
უფრო მონდომებულას სწავლობენ თუ არა ადამიანები იმ კურსზე, რომლებისთვისაც მათ მეტი
ფული გადაიხადეს?
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ლექციის გაცდენა დაგიჯდება ის ინფორმაცია რასაც ლექციაზე ისწავლიდი ან ნებისმიერი ის


რაღაცა რასაც ლექციის დროს მიიღებდი (მაგალითად თუ მნიშვნელოვანი ლექციაა უფრო მეტი
დაგიჯდებოდა, ვიდრე თუ არამნიშვნელოვანი ლექციაა) და არა 10 დოლარი რადგან ის 300
დოლარი წარსულის დანახარჯია და ყურადღება არ ექცევა.
ლექციაზე დასწრება დაგიჯდება ნებისმიერი ის რაღაცა, რაც ლექციაზე დასასწრებ დროში
ლექციაზე დასწრების მაგივრად შეიძლებოდა გაგეკეთებინა, მაგალითად attack on titan ის
3 ეპიზოდი გენახა <3.
დამოკიდებულია ადამიანზე, თუ ადამიანი ყურადღებას აქცევს იმ გადახდილ თანხას მაშინ კი
უფრო მეტი მონდომებით ისწავლის და თუ არა მაშინ არა.
● რა განსხვავებაა მიწოდების რაოდენობასა და მიწოდებას შორის? რა კავშირია მიწოდების
მრუდსა და ალტერნატიულ დანახარჯებს შორის?
მიწოდების რაოდენობა თავიდან ბოლომდე ფასზეა დამოკიდებული, მაგრამ მიწოდება ამ
ორივეზე ახდენს გავლენას და სხვადასხვა მიზეზები შეიძლება ჰქონდეს მის ცვლილებას.
მიწოდების მრუდი შეიძლება ალტერნატიულ დანხარჯებზე ცვლილების შედეგად შეიძლება
შეიცვალოს.
● შეავსეთ ეს ცხრილიო

პირველი
სტიროქნი - mc (ზღვრული ხარჯი) 7 და ac (საშუალო ხარჯი) 7

მეორე სტრიქონი - 5 და 6

მესამე სტრიქონი - 6 და 6

მეოთხე სტრიქონი - 10 და 7

● თუ ფინალური მატჩის ბილეთს 10 დოლარად გაძლევენ, ხოლო შავ ბაზარზე მისი ფასი 100
დოლარია, რა გიჯდებათ ამ თამაშზე წასვლა? თუ ვერ წახვალთ, როდის უფრო მეტს
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

იზარალებთ - როდესაც ეს ბილეთი ვიღაცამ გაჩუქათ, თუ როდესაც ის თქვენ თვითონ იყიდეთ


ის 100 დოლარად.
თამაშზე დასწრების მაგივრად რისი გაკეთებაც შეგვეძლო ეს გვიჯდება თამაშზე წასვლა და ის
100 დოლარიც, რომლადაც გაყიდვა შეგვეძლო.
ორივე შემთხვევაში ერთნაირად, რადგან ის გადახდილი 100 დოლარი წარსულის დანახარჯია
და ყურადღება არ უნდა მივაქციოთ.
● დავუშვათ, თქვენ გახსენით მაღაზია და მასში ყველა საქმეს ერთპიროვნულად უძღვებით;
თანაც კმაყოფილი ხართ იმით, რომ საკუთარ ფართს იყენებთ და მასში იჯარის გადახდა არ
გიწევთ; ასევე - სხვის დასაქირავებლად თანხა აღარ დაგეხარჯებათ...
რამდენად გაქვთ კმაყოფილების საფუძველი? ანუ - რაციონალურია თქვენი ქცევა?
თუ იგივე მოცემულ დროში, რასაც ამ მაღაზიაში მუშაობას ვახმართ ან რაიმე სხვა ქმედებით,
მაგალითად, ამ ფართის სხვაზე გაქირავებით ან ხალხის დაქირავებით უფრო დიდ მოგებას ვერ
ვნახავთ, მაშინ გვაქვს კმაყოფილების საფუძველი და ეს რაციონალურიცაა. მაგრამ თუ სხვა
უფრო მომგებიანი რაღაცის კეთება შეგვიძლია, მაშინ არ არის.
● სამართლიანად ჩათვლით თუ არა პურის სახცობის ქმედებას, თუ შეიტყობთ, რომ იგი პურში
იმაზე ორჯერ მეტ ფასს გახდევინებთ, ვიდრე საცხობს მისი წარმოება უჯდება?
არა რადგან თუ ბევრი პურის საცხობია იმ უბანში, უბრალოდ სხვასთან წავა მყიდველი და
დაკარგავს მყიდველს, თუ მაგალითად, მონოპოლია აქვს მაშინაც რაც უფრო გაზრდის ფასს
მით უფრო ნაკლები მყიდველი ეყოლება, შესაბამისად არცერთ შემთხვევაში არ აწყობს. ოლსო
სამართლიანი ფასი ყოველთვის თავისუფალი გაცვლის დროს ჩამოყალიბებული ფასიაო ეგრე
თქვა ბადრიმ.
● დასაშვებად მიიჩნევთ თუ არა ტაქსის მომსახურების ფასის მომატებას, როცა არ იცვლება
საწვავის ფასი? მზად ხართ, გადაუხადოთ ტაქსის მძღოლს მეტი მხოლოდ იმიტომ, რომ საწვავი
გაძვირდა?
მივიჩნევთ დასაშვებად, რადგან ტაქსის მძღოლის დანახარჯი იზრდება და შესაბამისად მისი
მიწოდებაც ანუ ძვირი, რომ გახდეს ლოგიკურია მაგრამ შეიძლება იყოს არაეფექტური. თუ
მძღოლი მარტო თვითონ მოუმატებს წაგებაში წავა, რადგან ყველა ამის კლიენტი სხვებთან
წავა, ანუ მარტო იმ შემთხვევაში უნდა მოუმატოს თუ სხვებიც მოუმატებენ.
● დაადგინეთ, როგორ იმოქმედებს ბერილიუმის მსოფლიო ბაზარზე ერთდრულად შემდეგი 2
ფაქტორის ცვლილება და აჩვენეთ გრაფიკულად:
ერთის მხრივ, მთელ მსოფლიოში იზრდება ბერილიუმის გამოყენება მრეწველობის სხვადასხვა
დარგში, ხოლო მეორეს მხრივ, ყველაგან მცირდება ბერილიუმის მოპოვებით სამუშაოებში
მონაწილობის მსურველთა რაოდენობა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გამო.
ეს ორივე მოვლენა ემსახურება ფასის გაზრდას. რადგან თუ მოთხოვნა იზრდება, მაშინ ფასიც
იზრდება და თუ მიწოდება მცირდება, მაშინ ფასი ისევ იზრდება. შესაბამისად საერთოდ
ბაზარზეც ფასი გაიზრდება და შეიცვლება რაოდენობაც (ლურჯი ხაზები საწყისებიდა და
წითელი შეცვლის შემდეგ ხაზები).
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

● დავუშვათ, როდესაც 1 ჭიქა „სტარბაქსის“ფასი 5 ლარია, კაფეტერიაში მისი საშუალო


გაყიდვების ოდენობა დღეში 300 ჭიქაა, ხოლო თუ მოთხოვნა ისე გაიზრდება, რომ ფასი 6
ლარი გახდება, გაყიდვები 450 ჭიქას შეადგენს. ააგეთ შესაბამისი გრაფიკი იმ დაშვებით, რომ
მოთხოვნაც და მიწოდებაც წრფივია. რომელი ელასტიურობის განსაზღვრაა ამ მონაცემებით
შესაძლებელი და რომელი - არა?

ლექცია 5
ჰეინე, ტომი I, თავი 5 მოთხოვნა და მიწოდება: კოორდინაციის პროცესი
(ვერ ვიტან ჰეინეს)

საბაზრო სისტემა ერთი შეხედვით თვითრეგულირებადი შეიძლება მოგვეჩვენოს მაგრამ ეს ასე არ


არის (გირჩი do you hear this). სინამდვილეში საბაზრო სისტემა არის შეთანხმებებისა და
შეთავაზებების ერთობლიობა, რომლებსაც ადამიანები ერთმანეთს სთავზობენ. მოთხოვნისა და
მიწოდების პროცესები არის კონკრეტულ ურთიერთშეთავაზებათა მიმდინარე ერთობლიობა.

ტრანზაქციული დანახარჯები არის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის მოსალაპარაკებელი


კონტრაქტის ფასი. ანუ ბეისიქლი ყველაფერი ის, რაც პროდუქტის მიმწოდებელსა და მომთხოვნს
შორის შეიძლება იდგეს, იგივე გადაზიდვა და ა.შ. თუ ტრანზაქციული ქმედებები ძირითადად კერძო
საკუთრებაშია, მაშინ ამ სისტემას დანგრევა ნაკლებად ემუქრება, რადგან მიდი ყველა რგოლი
ერთდროულად არ დაინგრევა (I mean unless apocalypse happens maybe). ეს და ასევე
თავისუფალი არჩევანი ამცირებს ტრანზაქციულ ხარჯებს, შესაბამისად პროდუქტი უფრო იაფი ღირს.

ბაზრის რეგულირება იმიტომ ხდება ფულადი ფასებით, რომ ფული არის უნივერსალური და
მოსახერხებელია გამოსაყენებლად. მაგალითად, როცა ბარტერის დროს პროდუქტს ცვლი შეიძლება
პროდუქტი რომელსაც სთავაზობ სხვას ვერ გაყო და ამიტომ მეტის ყიდვა მოგიწიოს ვიდრე გინდა და
ფული შეიძლება გაიყოს და თან ბევრი რამის ყიდვა შეიძლება ანუ ფულის გაცვალ უფრო მეტ რამეში
შეიძლება ვიდრე რამე კონკრეტული პროდუქციის. თან ტრანზაქციულ ფასებსაც ამცირებს. ასევე
ფასები ძირითადად აკონტროლებს ბაზარს და ეს ფასები ფულისგან მოდის.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ბევრი რამე რაც აქ წერია არის უკვე მენქიუს წინა თავში განხილული და ახსნილი და მაგიტო აღარ
გავიმეორებ, მაგრამ აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეიძლება გრძლევადიან და მოკლევადიან
პერიოდებში განსხვავებული ელასტიურობა ჰქონდეს მოთხოვნა-მიწოდებას.

რა შეიძლება იყოს დამაბრკოლებელი რეალურ საბაზრო ურთიერთობებში?

● ცუდი თამაშის წესები, ანუ ბუნდოვანი კანონები;


● მაღალი ტრანსაქციული დანახარჯები;
● საკუთრების უფლებათა დაცვის პრობლემები;
● ფულადი სისტემის გაუმართაობა;
● ინსტიტუტების არაეფექტიანობა.

ფასების დაფიქსირების მცდელობა


არსებობს იშვიათი საქონელი და არაიშვიათი საქონელი. იშვიათი საქონელი არის ის, რომელსაც
გადანაწილება სჭირდება და ყველას საკმარისი არ არის და არაიშვიათი საქონელი არის ის, რომელიც
ადამიანებს შეუძლიათ იმ რაოდენობის მიიღონ რამდენიც უნდათ, შეუზღუდავათ.

იშვიათობა იწვევს ნორმირების აუცილებლობას. ნორმირება კი კონკურენციას სასიცოცხლოდ


აუცილებელს ხდის. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც კონკურენცია არ არსებობს არის შემთხვევა,
როდესაც იშვიათბა აღმოფხვრილია. რაც ნორმირების კრიტერიუმად ირჩევა იმისკენ მიიწევენ
ადამიანები ეს იქნება ფული, ფიზიკური სიძლიერი თუ გონებრივი სიძლიერე.

როდესაც ფულადი ღირებული პროდუქტზე არის განსაზღვრული კანონით (ზედა ზღვარი ანუ სახურავი)
მაშინ დარჩენილი ღირებულების შესავსებად არაფულადი ღირებულებები გამოიყენება, როგორიც
არის მაგალითად დრო (რიგში დგომა) და ა.შ. და რა თქმა უნდა არმოიწმნება დეფიციტი.

იშვიათობა და სიჭარბე ამის საპირისპირო მოვლენაა, როდესაც ქვედა ზღვარია განსაზღვრული ანუ
იატაკი მაშინ სიჭარბე წარმოიქმნება, უფრო მეტი საქონელი იწარმოება ვიდრე მოთხოვნაა და
შესაბამისად არ იყიდება.

(ძალიან სწრაფად ჩავუარე ამ ნაწილს ბათ fear not my friends მენქიუში ბევრად კარგადაა
ახსნილი და ახლა იქიდან დავწერ <3)
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

მენქიუ, თავი 6 - მიწოდება, მოთხოვნა და სამთავრობო პოლიტიკა


ფასის ზედა ზღვარი - კანონით დაწესებული ფასის მაქსიმუმი, რომლითაც საქონელი უნდა გაიყიდოს.

ფასის ქვედა ზღვარი - კანონით დაწესებული ფასის მინიმუმი, რომლითაც საქონელი უნდა გაიყიდოს.

როგორ მოქმედებს ფასის ზედა ზღვარი ბაზარზე


ავიღოთ მაგალითად ნაყინის ბაზარი. ერთი ნაყინის ფასი არის 3 დოლარი. თუ მთავრობა კანონით
დააწესებს ფასის ზედა ზღვარს, მაშინ ორი შემთხვევა შეიძლება მოხდეს. ა) მთავრობა კანონად
აწესებს, რომ ნაყინის ფასის ზედა ზღვარი უნდა იყოს ოთხი დოლარი. გაწონასწორებული ფასი ანუ
სამი დოლარი არის ოთხ დოლარზე ნაკლები და ამიტომ ეს ზედა ზღვარი ბაზარს არ ზღუდავს. ბ)
მთავრობა ზედა ზღვარად აწესებს ორ დოლარს, სამი დოლარი მეტია ორ დოლარზე შესაბამისად
ნაყინის ფასი სამ დოლარამდე ვეღარ იწევს და ბაზარიც იზღუდება. ჩნდება დეფიციტი: ორ დოლარად
მოთხოვნას (125 ცალი ნაყინი) მოწოდებული რაოდენობა (75 ცალი ნაყინი) ვერ აკმაყოფილებს.
დეფიციტისი გაჩენას თან მოყვება განაწილების მექნიზმების გაჩენაც, მაგალითად: გრძელი რიგები,
ნაცნობ-მეგობრობა. გაჩენილი ნორმირების მექანიზმები ძირითადად ყოველთვის არასასურველია,
შესაბამისად ზედა ზღვარის დაწესება არაეფექტიანი პოლიტიკაა.

არაეფექტური ზედა ზღვარის მაგალითია ბინის ქირების ზედა ზღვარის დაწესება, ამას მოყვება უფრო
მოუვლელი ბინები, რადგან გამქირავებლები ცდილობენ, რომ საკუთარი ხარჯები შეამცირონ.

როგორ მოქმედებს ფასის ქვედა ზღვარი ბაზარზე


აქაც, როგორც ზედა ზღვარის შემთხვევაში ორი რამე შეიძლება მოხდეს. ა) მთავრობა აწესებს ქვედა
ზღვარს 2 დოლარს, სამი დოლარი ანუ გაწონასწორებული ფასი უკვე მეტია ორ დოლარზე, ამიტომ ის
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ბაზარს არ ზღუდავს და არაფერიც არ იცვლება ბაზარზე. ბ) მთავრობა აწესებს ქვედა ზღვარს 4


დოლარს, ამ დროს მიწოდება ხდება 120 ხოლო მოთხოვნა 80, და იქმნება სიჭარბე. სიჭარბის
აღმოსაფხვრელადაც სხვადასხვა არასასურველი და დისკრიმინაციული მექანიზმები ყალიბდება.

ფასის ქვედა ზღვარის დაწესების მაგალითებია: მინიმალური ხელფასის დაწესება, რის დროსაც
არაკვალიფიციური მომუშავეები, ანუ ადამიანები, რომლებიც ამ ხელფასის შესაბამისად ვერ
იმუშავებენ, რჩებიან სამუშაო ბაზრის გარეთ.

მოკლედ point being რო ფასების კონტროლი არცერთ შემთხვევაში არ არის ეფექტურიო წერტილი.
(ძალიან დიდი ტკივილია, რო აქ ემოჯიების დაწერა არ შემიძლია)

ამოცანები/კითხვები:
● ექიმები, რომლებმაც დიდი სესხები აიღეს თავიანთი სამედიცინო განათლების
დასაფინანსებლად პრაქტიკას ხშირად დიდი ზარალით იწყებენ, რაც მათ ბუნებრივად სურთ,
რომ აინაზღაურონ. რამდენად დიდი იქნება განსხვავებ იმ ფასებს შორის, რომელსაც სამი
დამწყები ექიმი დააწესებს თავის მომსახურებაზე, თუ ერთმა მათგანმა თავისი სწავლა ვალის
აღებით დააფინანსა და ახლა 15 წლის განმავლობაში ყოველწლიურად უნდა იხადოს ეს ვალი,
მეორე მთლიანად მშობლებმა დააფინანსეს, ხოლო მესამე სწავლის განმავლობაში მუდმივად
სახელმწიფო სტიპენდიას იღებდა?
ვერანაირად ვერ იქნება დიდი განსხვავება, რადგან თუ რომელიმე ბევრად განსხვავებულ ფასს
დაადებს, მაგალითად ის რომელმაც ვალი აიღო დაადებს უფრო მეტს, მასთან უფრო ნაკლებად
მივლენ პაციენტები და შეიძლება სრულიად უმუშევარიც კი დარჩეს. რადგან ეს კონკურენციის
ჩვეულებრივი მაგალითია, იმის ვარაუდიც შეიძლება, რომ ვალიანმა ექიმმა უფრო დაბალი ფასი
დააწესოს, რომ უფრო მეტი პაციენტი ყავდეს და შესაბამისად უფრო მეტი მოგებაც ჰქონდეს.
● როდესაც გარემოს დაცვის სამსახურმა მკვეთრად შეზღუდა ნიუ იორკში მანქანის
გასაჩერებელი ადგილები, ძალიან გაიზარდა ავტოფარეხებში გაჩერების ფასები.
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის საზოგადოების ხელმზღვანელმა მოუწოდა მერიას,
ბოლო მოეღო ავტოფარეხების ავტოფარეხების მფლობელთა სიხარბისთვის. როგორ უნდა
მოეხერხებინა ეს მერიას? რასთან გვექნებოდა საქმე, თუ მათ კანონით აიძულებდნენ
ავტოფარეხებში გაჩერებისათვის ფასის დაკლებას?
თუ კანონით აიძულებდნენ საქმე გვექნებოდა დეფიციტთან და ცუდ შედეგებზე გავიდოდნენ:
ცუდად მოწყობილი ავტოფარეხები, ადგილების დეფიციტი და ა.შ. ზოგს ალბათ არც
ეღირებოდა, რომ ეს ბიზნების გაეგრძელებინდა და თავს დაანებებდა.
აქვე გრაფიკები: მარცხნივ თუ მიწოდება მცირდება, მარჯვნივ თუ მოთხოვნა იზრდება.

● დავუშვათ, 1კგ. თხილის ფასი 25 ლარია


და ამ დროს მისი მიწოდების რაოდენობაა
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

150კგ., ხოლო მოთხოვნისა - 120კგ. რა ტერმინით დაახასიათებდით ასეთ მდგომარეობას?


თუ ფასს თავისუფალი ბაზარი ადგენს, რა ცვლილებაა აქ მოსალოდნელი? ახსენით!
ასეთ მდგომარეობას ჰქვია სიჭარბე. თუ ფასს თავისუფალი ბაზარი ადგენს ფასი დაიკლებს,
რადგან ამშემთხვევაში შემცირდება მიწოდება და გაიზრდება მოთხოვნა და საბოლოო ჯამში
მივალთ წონასწორობის წერტილამდე.

● ფასების „ჭერის“ მომხრეები ხშირად


ირწმუნებიან, რომ ამგვარი პოლიტიკით მთავრობა მხოლოდ მეწარმეთა მოგებას ამცირებს და
გავლენას არ ახდენს შესაბამისი საქონლის ბაზარზე გაყიდულ რაოდენობაზე. რამდენად
რეალისტურია მათი მტკიცება?
არ არის რეალისტური, რადგან გავლენას აუცილებლად ახდენს გაყიდულ რაოდენობაზე,
რადგან ცვლის მოთხოვნის რაოდენობას, ანუ იყიდება იმაზე ნაკლები, ვიდრე უნდა
იყიდებოდეს.
● ნახაზზე წარმოდგენილია სამედიცინო მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების მრუდები.
საბაზრო ფასი არის 30 დოლარი.
ა) რა მოუვა საბაზრო ფასს, თუ მთავრობა დათანხმდება, ყველა პაციენტის მაგიერ
გადაიხადოს მთლიანი ფასი?
მოთხოვნა გაიზრდება და შესაბამისად გაიზრდება ფასიც, ამიტომ მთავრობას მოუწევს უფრო
მეტის გადახდა. გაზრდილი მოთხოვნა
უფასო ფასის შემთხვევაში, რმდენსაც
მოუნდებოდა, იმ ნიშნულის ვერტიკალური
ხაზი გახდება. ამ შემთხვევაში ნახაზზე
ექვსიდან რო გამოდის ის მწვანე ხაზი

ლექცია VI
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

მენქიუ, თავი 6 - მიწოდება, მოთხოვნა და სამთავრობო პოლიტიკა


20 ივნისს ვიწყებ ამის წერას, ჩემი ბრალი არაა თუ შემდეგ რამდენიმე გვერდზე ფეხბურთზე
კომენტარებს შეხვდებით <3 cuurently იტალია უელსის ყურებას ვცდილობ ამის პარალელურად,
მოკლედ let’s start

გადასახადები
გადასახადებს აბსოლიტურად ყველა მთავრობა აწესებს, იმისთვის, რომ ხალხიდან საჭირო
რაოდენობის თანხა მიიღოს.

გადასახადის გადაკისრება - გადასახადის სხვა გადამხდელზე მთელი გადასახადის ან მისი ნაწილის


გადაკისრება მათთვის საქონლის უფრო მაღალ ფასად მიყიდვის გზით.

როგორ მოქმედებს მყიდველთა დაბეგვრა ბაზრის ფუნქციონირების შედეგებზე


მაგალითად, მთავრობამ გადაწყვიტა ქვეყანაში ნაყინის ფესტივალი ჩაატაროს და ამ ფესტივალის
ჩასატარებლად 0.50 ცენტს გადასახადს აკისრებს ნაყინის მყიდველეს. განვიხილოთ ეს როგორ
იმოქმედებს მოთხოვნა-მიწოდებაზე.

1. გადაადგილდება მხოლოდ მოთხოვნის მრუდი, რადგან მიმწოდებლებს არანაირი სტიმული არ


აქვს, რომ მოთხოვნა ან მიწოდება შეცვალოს. ხოლო მყიდველისთვის ფასი იზრდება.
2. რადგან მაღალი ფასი შეუმცირებს მყიდველს სურვილს, რომ ნაყინი იყიდოს მოთხოვნა
შესაბამისად შემცირდება და მოთხოვნის მრუდი იმოძრავებს მარცნხნივ (ანუ ქვემოთ). ამ
შემთხვევაში კონკრეტულადაც შეგვიძლია დავადგინოთ რამდენად შეიცვლება, რადგან ფასი
უბრალოდ 0,50 - ით მოიმატებს.
3. წონასწორობაც შეიცვლება, წონასწორული ფასი შემცირდება და წონასწორული რაოდენობაც
შემცირდება, რადგან გამყიდველები ნაკლებს ყიდიან და მყიდველები ნაკლებს ყიდულობენ.
მიუხედავად იმისა, რომ წონასწორული ფასი მცირდება, მაგას ემატება გადასახადი და უფრო
მეტი გამოდის ვიდრე საწყისი ფასი.

მიუხედავად იმისა, რომ გადასახადს მთლიანად მყიდველები იხდიან და ის მთლიანად მთავრობას


მისდის, გადასახადის სიმძიმეს მყიდველები და გამყიდველები თანაბრად ინაწილებენ. ახალ
წონასწორობაშ მყიდველები საწონელში მეტს იხდიან, გამყიდველები კი ნაკლებს იღებენ.

იკლებს გაყიდული საქონლის რაოდენობაც ანუ მცირდება საბაზრო სტიმულები.

როგორ მოქმედებს გამყიდველთა დაბეგვრა ბაზრის ფუნქციონირების შედეგებზე


დავუშვათ, რომ მთავრობამ მთელი გადასახადი დააკისრა გამყიდველებს.

1. ამ შემთხვევაში, რადგან გადასახადი მყიდველს საერთოდ არ ეხება, მოთხოვნის მრუდი


უცვლელი დარჩება. გამყიდველს ნაყინის დამზადებაზე ეზრდება ხარჯი და ამიტომ ამცირების
ნაყინის მიწოდების რაოდენობას.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

2. მიწოდება მცირდება, მრუდი მოძრაობს მარცხნივ (ანუ ზემოთ). ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია


ზუსტად ვთქვათ, ფასის ნიშნული როგორ შეიცვლება.
3. წონასწორული ფასი იზრდება, ხოლო რაოდენობა მცირდება. ამ შემთხვევაშიც მყიდველებიც და
გამყიდველებიც სიმძიმეს ინაწილებენ, რადგან მყიდველი უფრო მეტს იხდის, ხოლო
გამყიდველი მართალია მეტს იღებს, მარა გადასახადის გადახდის შემდეგ უფრო ნაკლებს
იღებს ვიდრე საწყისი წონასწორული ფასი იყო.

თუ გავითვალისწინებთ ორივეს შედეგად მიღებულ ცვლილებებს, მივხვდებით, რომ მყიდველთა და


გამყიდველთა დაბეგვრა ექვივალენტურია. ორივე შემთხვევაში მყიდველიც ზარალდება და
გამყიდველიც. პირველ შემთხვევაში გადასახადებში ფული პირდაპირ მყიდველის ჯიბიდან მიდის,
ხოლო მეორე შემთხვევაში ისევ მყიდველის ჯიბიდან მიდის, მაგრამ გამყიდველის გავლით.

ელასტიკურობა და გადასახადის გადაკისრება


როდესაც გადასახადი წესდება მის სიმძიმეს მყიდველები და გამყიდველები ინწაილებენ, მაგრამ ეს
გადანაწილება თითქმის არასოდეს არაა თანაბარი.

ნახაზზე გვაქვს მოთხოვნის საწყისი მრუდი, მიწოდების საწყისი მრუდი და გადასახადი. ამ ორ


გრაფიკს შორის განსხვავება მოთხოვნისა და მიწოდების ელასტიურობას შორის მდგომარეობს.

9 ა ნახაზზე ძალიან ელასტიური მიწოდებაა და შედარებით არაელასტიური მოთხოვნა. ანუ


გამყიდველები უფრო მეტად არიან ფასის მიმართ მგრძნობიარეები, ხოლო მყიდველები კი შედარებით
ნაკლებად. როდესაც ასეთი ელასტიკურობის მქონე ბაზარზე ჩნდება გადასახადი, გამყიდველის მიერ
მიღებული თანხა დიდად არ მცირდება, მყიდველების მიერ გადახდილი ფასი კი მნიშვნელოვნად
იზრდება და შესაბამისად გადასახდის სიმძიმე მნიშვნელოვნად მათ აწვება.

9 ბ ნახაზზე გვაქვს არაელასტიური მიწოდება და ელასტიური მოთხოვნა. ანუ გამყიდველები ნაკლებას


არიან ფასის მიმართ მგრძნობიარეები, ხოლო მყიდველები ძალიან მგრძნობიარენი არიან. ამ
შემთხვევაში მყიდველთა მიერ გადახდილი ფასი მხოლოდ ოდნავ იზრდება, მაგრამ გამყიდველთა
მიერ მიღებული თანხა დიდად მცირდება.

ბასტია - „ის რაც ჩანს და ის, რაც არ ჩანს“: „გადასახადები“


ბასტია არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ გადასახადები წარმოადგენს კარგ ინვესტიციას,
დაუშრეტელ ნაკადულს.

ამის საწინააღმდეგოდ მას მოყავს არგუმენტები. ბასტია ამბობს, რომ შესაძლებლობები და


მიმწოდებლების სარგებლის ზრდა არის ის რაც ჩანს და ის რაც გვაბრმავებს. ხოლო უსიამოვნებები,
რომელთა თავიდან აშორებაც გადასახადების გადამხედელებს უწევთ არის ის რაც არ ჩანს, არ ჩანს
ასევე მიმწოდებლების ზიანიც, რომელიც ერთი შეხედვით თვალსაჩინო უნდა იყოს. ის ფიქრობდა რომ
ადამიანები, რომლებიც გადაახადებს ემხრობოდნენ, ერს ადარებდნენ გვალვიან მიწას, ხოლო
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

გადასახადებს შხაპუნა წვიმას. მაგრამ ბასტია ამბობდა, რომ უნდა დაფიქრებულიყვნენ იმაზე, რომ
იქნება საერთოდ გადასახადები ის რაც სინოტივეს ართმევს და აშრობს?

ბასტია ასევე თვლიდა, რომ თუ მოსახლეობა მთავრობას გადასახადებს უხდიდა, მთავრობა მაინც არ
უბრუნებდა იმდენს მოსახლეობას, რამდენსაც ისინი იხდიდნენ. შესაბამისად მოსახლეობა წაგებული
რჩებოდა. თუ მოსახლეობა იგივე ფასის სამსახურს მიიღებდა ეს უბრალოდ ურთიერთსასარგებლო
გაცვლა იქნებოდა.

სისულელე იყო იმის თქმა, რომ სახელმწიფო გადასახადების ფულს ერის საერთო კეთილდღეობასა
და ეკონომიკურ კეთილდღეობას მოახმარდა, რადგან ძირითადად სახელმწიფო მოხელეები ამ ფულს
საკუთარი თავისთვისu იყენებდნენ.

(დანარჩენს მაგრად ბოდიალობს და თუ თავისუფალი 10 წუთი გექნებათ წაიკითხეთ)

კითხვები/ამოცანები:
● რა არგუმენტები მოჰყავს ბასტიას ესსეში „გადასახადები“ მათ მოსაზრებათა
გასაბათილებლად, ვისაც მოსწონს მაღალი გადასახადების პოლიტიკა? გულისხმობდა თუ არა
ბასტიას არგუმენტები იმას, რომ გადასახადები საერთოდ უნდა გაუქმებულიყო?
ბასტიას მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ როგორი შემთხვევაც არ უნდა ყოფილიყო,
გადასახადების გადამხდელი ძირითადად ყოველთვის ფულს კარგავდა. ის არ ფიქრობდა, რომ
გადასახადები საერთოდ უნდა გაუქმებულიყო, უბრალოდ სახელწმიფო მოხელეებს იმდენი
უნდა გაეკეთებინათ ხალხისთვის რამდენ გადასახადსაც ეს ხალხი აძლევდათ.
● აშშ-ს მთავრობა ახორციელებს ორ პროგრამას, რომლებიც სიგარეტის ბაზარზე
ზემოქმედებენ. პრესაში მიმდინარე კამპანიისა და სიგარეტის კოლოფებზე აღბეჭდილი
გამაფრთხილებელი წარწერების მიზანია, საზოგადოებას მოწევის მავნებლობის შესახებ
ამცნოს. ამავე დროს აგრარული მრეწველობის დეპარტამენტი ახორციელებს ფასის
მხარდაჭერის პროგრამას თამბაქოს მწარმოებელი გლეხებისთვის, რის შედეგადაც თამბაქოს
ფასი წონასწორულ ფასზე მეტია.
ა) როგორო მოქმედებს ეს ორი პროგრამა თამბაქაოს მოხმარებაზე? თამბაქოს მოხმარება
იკლებს.
ბ) როგორია ამ ორი პროგრამის ჯამური ეფექტი სიგარეტის ფასზე?
გ) სიგარეტზე დიდი გადასახადია დაწესებული. როგორ მოქმედებს ეს გადასახადი სიგარეტის
მოხმარებაზე?
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ლექცია VII
ჰეინე, ტომი I, თავი 7 - ინფორმაცია, შუამავლები და სპეკულანტები
სწორი ინფორმაციის ქონა გვეხამრება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ინფორმაციაც როგორც
დანარჩენი ყველაფერი წარმოადგენს პროდუქტს და თავისი შესაბამისი ფასი აქვს. (I hate this sht)

მაგალითად, როდესაც ბინის გაყდივა


გვინდა შეიძლება მას ჩვენით დავადოთ
ფასი 80k დოლარი და მოვახერხოთ
კიდეც ამ ფასათ გაყიდვა. მაგრამ თუ
მივიდოდით შუამავალთან და
გადავუხდითი მას 5k დოლარს ის სახლს
15k ით მეტად შეაფასებდა და გაყიდდა.
შესაბამისად იმითი, რომ შუამავალთან
არ მივედით დავზოგეთ ხუთი ათასი
დოლარი, მაგრამ დავკარგეთ თხუთმეტი
ათასი დოლარი. ეს იმიტომ ხდება, რომ
შუამავალი ამ შემთხვევაში ამ საქმის
პროფესიონალია, უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და ა.შ. შუამავლებს უჭირთ თავიანთი დანიშნულების
განმარტება, რადგან ბევრს არ ესმის, რომ ინფორმაციაც თავისებური პროდუქტია. ბეისიქლი
შუამავლები ინფორმაციის მწარმოებლები არიან და ჩვენს მაგივრად მოიპოვებენ ინფორმაციას, რაც
საბოლოო ჯამში სიმდიდრეს ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ შუამავლებს ბინის გაყიდვის მაგალითში
მხოლოდ გამყიდველები ქირაობენ, მაგრამ ეგ პოზიტიურ გავლენას ახდენს მყიდველებზეც, რადგან
ყველაზე დაბალ შესაძლო ფასს იღებენ.

რაციონალური ადამიანი მანამდე გააგრძელებს ახალი დამატებითი ინფორმაციის „ყიდვას“, სანამ


ინფორმაციაში გაღებული ხარჯი ნაკლები იქნება, მისგან მიღებულ მოგებაზე.

ასევე შუამავლების დანიშნულებაა, რომ ჩვენი მყიდველის ძიებაზე დანახარჯები შეამცირონ. ზოგადად
ინფორმაციას ქმნის ბაზარი, მაგალითად რესტორნის ფასებს ადგენს რესტორანი თვითონ, მაგრამ ეს
ფასები უკვე ინფორმაციაა.

ხშირად შუამავლებს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ და მათ სხვადასხვა სახელებს ეძახიან,


მათ შორის სპეკულიანტებს.

სპეკულიანტები და სპეკულაციის სახეები


სიტყვა „სპეკულაცია“ ლექსიკონში განმარტებულია, როგორც „ვაჭრობა საბაზრო ფასის
ცვლილებებისგან მოგების მიღების მიზნით“.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

„ბირჟის დათვები“ – ფასის დაგდებაზე ორიენტირებული დილერები. როდესაც ისინი რაიმე


საქონელზე ფასის შემცირებას მოელიან, ცდილობენ ამ საქონლის მომავალში ყიდვით
დაინტერესებულის მოძებნას და მასთან არსებულ ფასად კონტრაქტის დადებას;

„ბირჟის ხარები“ – ფასის აწევაზე ორიენტირებული დილერები; როდესაც ისინი რაიმე საქონელზე
ფასის ზრდას მოელიან, ცდილობენ ამ საქონლის მომავალში გაყიდვით დაინტერესებულის მოძებნას
და მასთან არსებულ ფასად კონტრაქტის დადებას;

„ფიუჩერსული კონტრაქტი“ – ხელშეკრულება საქონლის განსაზღვრული რაოდენობის მომავალში


მიწოდების შესახებ, დღეს შეთანხმებულ ფასად.

არსებობენ ისეთი სპეკულიანტები, რომლებიც ყიდიან აქციებს, მაგრამ მათზე მნიშვნელოვანი


სპეკულიანტები არიან ისინი, რომლებიც ყიდიან ხე-ტყეს, ხორცს, ხორბალს და ა.შ.

ყველა ადამიანი არის რაღაც მხრივ სპეკულიანტი. მაგალითად, მძღოლი, რომელიც იგებს, რომ
პირველ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასი ოცი თეთრით ნაკლებია, ვიდრე ყველა სხვა
სადგურზე, პირველივე სადგურზე უფრო მეტ ბენზინს ყიდულობს, ვიდრე ჩვეულებრივად იყიდდა.

კონკრეტული მაგალითი რო ავიღოთ


სპეკულაციის, მაგალითად თუ ხორბლის
მოსავალს ეტყობა რაღაც დაავდების ნიშნები
პირველ წელს, შეიძლება გლეხებმა ისინი
შეინახონ შემდეგი წლისთვის, როცა მოსავალი
უფრო ნაკლები იქნება იმ დაავადების გამო.
მეორე წელს ეს შენახული მოსავალი გლეხმა
შეიძლება გაყიდოს უფრო მაღალ ფასად, ან აღარ
დახარჯოს ბევრი ფული ყიდვაში და თვითონ
მოიხმაროს.

ერთი შეხედვით პირველ წელს მოსავლის


შენახვამ შეიძლება გამოიწვიოს ფასის ზრდა,
მაგრამ მეორე წელს შენახული მოსავლის
ბაზარზე გამოსვლა გამოიწვევს ფასის კლებას.
ანუ რეალურად სპეკულიანტური ქმედება
ემსახურება ფასის დასტაბილურებას.

ინფორმაციის ფლობის საკითხი


სპეკულიანტების მიმართ ზოგადად ცუდი დამოკიდებულება იმიტომ არსებობს, რომ ადამიანები
ფიქრობენ, რომ სპეკულიანტები სარგებლობენ იმ ინფორმაციით, რომლის ფლობაც არ აძლევთ
უფლებას, რომ მოგება მიიღონ. მაგალითად, ხშირად ისმის კითხვა, უნდა შეატყობინოს თუ არა
გამყიდველმა მყიდველს, რომ სხვა გამყიდველი იგივე პროდუქციას უფრო იაფად ყიდის? მორალურად
შესაძლებელია ვთქვათ, რომ გამყიდველმა უნდა შეატყობინოს, მაგრამ რადგან ინფორმაცია იშვიათი
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

პროდუქტია და თან სრულ ინფორმაციას ყველას მაინც ვერასოდეს ვერ მივაწვდით, ამის გამო
ვამბობთ, რომ არ არის საჭირო რომ ეს ინფრომაცია მიაწოდოს.

არსებობს კანონის ერთგულების ვალდებულება, ანუ იმ მორალური და სასამართლო ნორმების


ერთგულების ვალდებულება, რომლებიც კონტრაქტებით ან სხვა ვალდებულებებით არის
განსაზღვრული. მხოლოდ ერთგულების კანონის დარღვევის შემთხვევაში ხდება ვაჭრობა
თაღლითობა.

ასევე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის საკითხი. დღესდღეობით ამერიკის სასამართლო სისტემა


უფრო მეტად მყიდველზე ორიენტირებული და გამყიდველებს ბრალდებათ ბევრი რამე. მაგალითად,
ბალახის მჭრელი მანქანიდან ბალახის გამოღების დროს თუ მყიდველმა ხელი გაიჭრა ეს ყველაფერი
შეიძლება ამ მანქანის გამყდიველს დაბრალდეს, რადგან მანქანაზე არ იყო ამკრძალავი ნიშანი ან
რამე ასეთი. ეს აიძულებს გამყიდველებს შემქნან იდეალური პროდუქცია, რომელიც უაზროდ ძვირი
ღირს და ძალიან ბევრ ადამიანს აზარალებს. ამ ყველაფრის გამო ჰეინე ფიქრობს, რომ
პასუხისმგელობა მყიდველებს უნდა დავაკისროთ ანუ უნდა მოვთხოვოთ იმდენი რაციონალური
აზროვნება, რომ ბალახის საკრეჭი მანქანის ბასრ ნაწილებს ხელით არ შეეხონ.

ბასტია, „ის რაც ჩანს და ის, რაც არ ჩანს“ - შუამავლები


ბასტიას აზრით, საზოგადოება წარმოადგენს მომსახურების ერთობლიობას, რომელსაც ადამიანები
იძულებით თუ ნებაყოფლობით უწევენ ერთმანეთს, ის მოიცავს როგორც სახელმწიფო ასევე კერძო
მომსახურებას. პირველი კანონებით არის გათვალისწინებული და რეგულირებული, ხოლო მეორე
ეფუძნება კეთილ ნებას.

ზოგადად ბასტიას დროინდელი სოციალისტები უპირისპირდბოდნენ შუამავლების საქმიანობას და


სურდათ, რომ ეს საქმიანობა მთლიანად ყოფილიყო სახელმწიფოს ხელში.

სოციალისტები ფიქრობნენ, რომ, მაგალითად, პურის მიწოდება უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიერ
და არა კერძო მოვაჭრეების საშუალებით. ამშემთხვევაში ფასი, რომელსაც ვაჭრებს უხდიან არის ის
რაც ჩანს, ხოლო ფასი, რომელსაც სოციალისტურ სისტემაში სახელმწიფოს ან მის წარმომადგენლებს
უხდიან არის ის რაც არ ჩანს.

ბასტიას მოყავს კონკრეტული მაგალითი. მაგალითად, თუ ადამიანი რომელსაც პური სურს არის
პარიზში, ხოლო პური არის ოდესაში, ადამიანის სურვილი იქამდე არ დაკმაყოფილდება სანამ მას
პური არ ექნება. ამის მიღწევის სამი გზა არსებობს:

1. მშიერი კაცი თავად წავა პურის საშოვნელად;


2. პურის შოვნას იმას დაავალებს, ვინც ვაჭრობითაა დაკავებული;
3. საერთო შეთანხმების საფუძველზე, საქმე სახელმწიფო მოხელეებს დაევალოს.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ბასტია პირდაპირ ამბობს, რომ მეორე ვარიანტს უჭერს მხარს, თუნდაც იმიტომ, რომ ნებისმიერ
თავისუფალ და განვითარებულ ქვეყანაში ამ გზას უჭერენ მხარსო. მაგრამ მოდი დეტალებშიც
განვიხილოთ სამივე ვარიანტიო.

პირველი ვარიანტი ძალიან სწრაფად შეგვიძლია გამოვრიცხოთ, თუ ვიტყვით, რომ მილიონობით


ადამიანი თვითონ ვერ წავა ოდესაში, რომ პური ჩამოიტანოს. ამიტომ ადამიანებს სჭირდებათ
შუამავალი. ბასტია აღნიშნავს, რომ პირველი გზა ყველაზე ბუნებრივია, რადგან ამ შემთხვევაში
ადამიანი თვითონ შოულობს პურს და არავისთვის არ უჭევს ფულის გადახდა, მაგრამ თუ მას
შუამავალი სჭირდება, მაშინ ამ შუამავალს აუცილებლად სჭირდება გსამრჯელო, გაწეული
სამსახურისთვის. მომხარებელი ვაჭრებს ფულს უხდის არა მარტო პროდუქციაში, არამად მის
ტრანსპორტირებაშიც და მსგავს სხვა ხარჯებშიც. ეს არის იდეალურად მოწყობილი სისტემა,
რომელშიც ყველანაირი ხარჯი ანაზღაურდება, ხოლო ბაზარზე კონკურენციის შედეგად ფასი შესაძლო
მნიმუმამდე დადის. ბასტიას აზრით მსგავსი სისტემის მიმზიდველობა მის თავისუფლებაში
მდგომარეობს.

თუ ვაჭრობას სახელმწიფო თავის ხელში აიღებს, ტრანსპორტირების ხარჯები მაინც იგივე დარჩება,
რის გამოც სახელმწიფოს მოუწევს ამ თანხის ბიუჯეტიდან გადახდა და შესაბამისად გადასახადების
მომატება ანუ ფასი კი არ მცირდება, უბრალოდ სხვა ფორმაში გადადის.

მერე ისევ იმაზეა ლაპარაკი რო ვაჭრობა საშუალებას გვაძლევს, რომ სხვადასხვა საქმეში
სხვადასხვა ადამიანი სპეციალიზირდეს. შუამავლების არსებობის გასამართლებლად მოყვანილია ის
ფაქტი, რომ მაგალითად, ტანსაცმლის დამზადების პროცესი სხვადასხვა ადამიანს მოიცავს მათ
შორის, მის მიწოდებას მაღაზიამდე, რომელშიც ის გაიყიდება, ცალკე ადამიანი სჭირდება. ანუ
გადაზიდვას ცალკე ადამიანი სჭირდება და ის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ფერმერი, რომელიც
ტანსაცმლისთვის მატყლის მისაღებად ცხვრებს უვლის ან ის ადამიანი, რომელიც ტანსაცმელს ქსოვს
და ასე შემდეგ. (ხანდახან ისე სწრაფად ვიწყებ წერას, რო მავიწყდება მე თვითონ რისი დამატება
მინდოდა ☺)

მერე უბრალოდ სოციალისტებს დებილებს ეძახის. (მადლობა <3)

კითხვები/ამოცანები:
● მოკლედ მიმოიხილეთ ბასტიას ესსე „შუამავლები“ და ახსენით, რა პრობლემის წარმოჩენა
სურდა ავტორს მისი მეშვეობით.
განხილვა ზემოთ. მისი მეშვეობით ბასტია ცდილობდა, რომ ხალხისთვის გაეგებინებინა
შუამავლების რეალური როლი და მათზე გავრცელებული მოსაზრება, რომ ისინი უარყოფითად
მოქმედებდნენ გაექარწყლებინა.
● ბასტიას იმავე ესეში ნათქვამია, რომ შიმშილის დასაკმაყოფილებლად სამი გზა არსებობს:
1. მშიერი კაცი თავად წავა პურის საშოვნელად;
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

2.პურის შოვნას იმას დაავალებს, ვინც ვაჭრობითაა დაკავებული;


3.საერთო შეთანხმების საფუძველზე, საქმე სახელმწიფო მოხელეებს დაევალოს.
ამ სამი გზიდან რომელს ანიჭებს ის უპირატესობას?
მეორეს ანიჭებს უპირატესობას.
● ხელოვნებათმცოდნემ ანტიკვარიატის მაღაზიაში აღმოაჩინა ნახატი, რომელიც მისი აზრით,
ძალიან ჰგავს პიკასოს ნამუშევარს. თუ ის მართლაც პიკასოს ნაწარმოებია, მაშინ ათასობით
დოლარი უნდა ღირდეს. ამჟამად კი სურათის ფასი 35 დოლარია. როგორ უნდა მოიქცეს
ხელოვენბათმცოდნე - მაშინვე უთხრას მაღზიის მეპატრონეს, რომ პიკასოს ნახატი აქვს?
იყიდოს სურათი და მოგების ნაწილი მისცეს მაღაზიის მეპატრონეს, თუკი აღმოჩნდება, რომ ეს
მართლაც პიკასოა? თუ არაფრს გაუმხელს ის მეპატრონეს და შეიძენს ნახატს, ჩაითვლება იგი
შიდა ინფორმაციით მოვაჭრედ?
Okay so არ ჩაითვლება შიდა ინფორმაციის მოვაჭრედ, რადგან ხელოვნებათმცოდნეა, ამ
საქმეში ფული აქვს ჩადებული და სწორედ ამით სარგებლობს და ცნობს ნახატს. ასევე ცოდნის
ვალდებულება ეკისრება მეპატრონეს.
● უნდა გაგაფრთხილოთ თუ არა აეროპორტის გასასვლელთან მდგომმა ტაქსის მძღოლმა, რომ
ახლომდებარე მეორე გასასვლელთან მდგომი ასეთივე ტაქსი უფრო იაფად მოგემსახურებათ?
არ არის ვალდებული და მომხმარებელს ეკისრება პასუხისგებლობა. ანუ ტაქსისტი არ არის
ვალდებული, რადგან შენ შეგიძლია შენით გაიარო და გაარკვიო თუ ფასი არ მოგწონს.
(ფრიუნი გვირტყავს ნამიოკებს: თუ არ მოგწონს წადი.)
● სად უფრო განსხვავებული იქნება ფასები დააცლოებით ერთნაირი ხარისხის საქონელზე - ე.წ.
ბაზრობებზე, თუ ჩვეულებრივ მაღაზიებში? ნიშნავს თუ არა ფასებში დიდი სხვაობა იმას, რომ
ვიღაცას ატყუებენ, ან უსამართლოდ იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის?
მაღაზიებში შეიძლება უფრო მეტი იყოს, რადგან მაღაზიამ შეიძლება ბევრი ცვლილება
განახორციელოს, შექმნას უფრო კომფორტული გარემო ან გააკეთოს რეკლამა ან რაიმე
მსგავსი შესაბამისად საკუთარი თავის გაუმჯობესებაზე თანხა დახარჯოს, რის გამოც ფასს
მოუმატებს საკუთარი დანახარჯების პროპორციულად.
● დაადგინეთ, რომელია საბირჟო „დათვები“ და რომელი - საბირჟო „ხარები“ ქვემოთ
მოცემული შემთხვევებიდან:
ა) როდესაც რაიმე საქონელზე ფასის შემცირებას მოელიან, ცდილობენ ამ საქონლის
მომავალში ყიდვით დაინტერესებულის მოძებნას და მასთან არსებულ ფასად კონტრაქტის
დადებას;
ბ) როდესაც რაიმე საქონელზე ფასის ზრდას მოელიან, ცდილობენ ამ საქონლის მომავალში
გაყიდვით
დაინტერესებულის
მოძებნას და მასთან
არსებულ ფასად
კონტრაქტის დადებას.
ა. დათვები
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ბ. ხარები (choose your fighter)


● ხორბლის კონკურენტულ ბაზარზე მოთხოვნა და მიწოდება, შესაბამისად, მოცემულია
ფორმულებით:
D: P=80-0,08Q
S: P=20+0,02Q დაც P არის 1 ცალი ხორბლის ფასი ლარებში, ხოლო Q ხორბლის
რაოდენობა ცენტნერებში. რამდენი ხორბალი გაიყიდება ბაზარზე, თუ მთავრობა შემოიღებს 10
ლარის ტოლ გადასახადს ყოველ გაყიდული 1 ცალი ხორბლისთვის? წამოადგინეთ შესაბამისი
გრაფიკი! იპოვეთ საგადასახადო ტვირთების განაწილება და ახსენით მათი კავშირი
მოთხოვნისა და მიწოდების ელასტიურობებთან.
1. რამდენი ხორბალი გაიყიდება თუ მთავრობა 10 ლარის ტ
+
++
+
+ოლ გადასახადს შემოიღებს?
2. საგდასახადო ტვირთის განაწილება.
3. კავშირი ელასტიურობასთან.

1. 10 ლარი გადასახადის დაწესე ბის


შემდეგ ბაზარზე 500 ერთეული ხორბალი
გაიყიდება.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

2. საგადასახადო ფასები ასე განაწილდება: PD=40 ლარი და Ps=30 ლარი

3.

ლექცია VIII
(I’m tired megobrebo I’m too hot იმისთვის რო ეკონომიკა მესმოდეს)

მენქიუ, თავი 7-8: თეორიის პრაქტიკული გამოყენება: დაბეგვრის


დანახარჯები;
7 თავი - მომხმარებლები, მწარმოებლები და ბაზრების ეფექტიანობა
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

კეთილდღეობის ეკონომიკა - მეცნიერება, რომელიც სწავლობს რესურსების განაწილების გავლენას


ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

გადახდისთვის მზადყოფნა - მაქსიმალური თანხა, რომლის გადასახდელადაც მზად არის მყიდველი.

სამომხმარებლო დანაზოგი - სხვაობა იმ თანხას, რომლის გადახდისთვისაც მომხმარებელი მზადაა,


და იმ თანხას შორის, რომელსაც რეალურად იხდის.

მაგალითად აღებულია ის მომენტი როდესაც ერთ ალბომს ვყიდით და მის საყიდლად რამდენიმე
ადამიანი ასახელებს მაქსიმალურ თანხას, რომელსაც ალბომში გადაიხდიან. პირველის ასი ლარია,
მეორის 80, მესამის 70 და მეოთხის 50. ფასი თუ გაიზრდება 80 ლარამდე მაშინ პირველი იყიდის და
მისის სამომხმარებლო დანაზოგი იქნება 100-80=20. თუ ორ ალბომს ვყიდით და ორივე თანაბარ
ფასად უნდა გაიყიდოს, მაშინ 70 ზე რო ავა პირველი და მეორე იყიდიან. პირველი სამომხმარებლო
დანაზოგი იქნება 30 ლარი და მეორის 10. საერთო დანაზოგი ამ ბაზარზე 40 იქნება. vv

სამომხმარებლო დანაზოგი პირდაპირ კავშირშია მოთხოვნის მრუდთან.

ზოგადად სამომხმარებლო დანაზოგი არის მოთხოვნის მრუდის ქვემოთ და ფასის ზემოთ არსებული
სივრცის საერთო ფართობი.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

(გთხოვთ მენქიუში მარტო ნახაზებიც კი საკმარისია, რათ გვინდა საერთოდ ჰეინე)

რას ზომავს სამომხმარებლო დანაზოგი?


(ფლზ ეს ახლა რო გაახსენდათ)

ბეისიქლი სამომხმარებლო დანაზოგი კარგად აფასებს ბაზრის ეფექტიანობას. ის ასევე ეფექტური


საზომია ეკონომიკური კეთილდღეობის იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ ყველა ადამიანს სურს
ეკონომიკური კეთილდღეობა და იღებს რაციონალურ გადაწყვეტილებებს. და ორიენტირებულია
მყიდველის არჩევანზე და არა გამყიდველის არჩევანზე.

მწარმოებლების სარგებელი
დანახარჯები და გაყიდვისთვის მზადება
დანახარჯები - იმის ღირებულება, რაც გამყიდველმა უნდა გაიღოს საქონლის წარმოების მიზნით.

მწარმოებლის დანაზოგი - გამყიდველისათვის საქონელში გადახდილი ღირებულებისა და


გამყიდველის დანარხარჯების სხვაობა.

აქ ყველაფერი საპირისპიროდაა რა. სახლის შეღებვის მაგალითია, და სახლის შეღებვაში ოთხი


მღებავია და სხვადასხვა ყველაზე დაბალ თანხას ითხოვენ. მაგალითად, პირველი ითხოვს 900ს
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

მეორე 800ს მესამე 600ს და მეოთხე 500ს. თავიდან აუქციონი დაიწყება მაღალი ფასით და ნელნელა
ჩამოვა 600 მდე რომელზეც მარტო მეოთხე დათანხმდება და იმისი მწარმოებლის დანაზოგი იქნება
600-500=100.

თუ ორი სახლი გვაქვს 800 ზე რო ჩამოვა უკვე მესამე და მეოთხე დაგვთანხმდებიან და ერთის
მწარმოებლის დანაზოგი იქნება 200 მეორის სამასი და სულ 500.

ესეც პირდაპირ კავშირშია მოთხოვნის მრუდთან.

ფასის

ქვემოთ
და

მიწოდების ზემოთ მდებარე სივრცის ფართობი არიან მწარმოებლის დანაზოგის ტოლი.


თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

სამომხმარებლო დანაზოგი ის სარგებელია, რომელსაც მყიდველები იღებენ, ხოლო მწარმოებლის


დანაზოგი ის სარგებლობაა, რომელსაც გამყიდველები იღებენ ბაზრის ფუნქციონირებაში
მონაწილეობის მიღების დროს. ამ ორის ჯამი არის მთლიანი დანაზოგი.

სამომხმარებლო დანაზოგი = მყიდველის შეფასება - მყიდველების მიერ გადახდილი თანხა.

მწარმოებლის დანაზოგი = გამყიდველთა მიერ მიღებული თანხა - გამყიდველთა დანახარჯები.

მთლიანი დანაზოგი = მყიდველის შეფასება - მყიდველების მიერ გადახდილი თანხა + გამყიდველთა


მიერ მიღებული თანხა - გამყიდველთა დანახარჯები (შუა ორი შესაკრები გააბათილებს ერთმანეთს)
= მყიდველთა შეფასება - გამყიდველთა დანახარჯები.

ეფექტიანობა - რესურსების განაწილების თვისება, მიაღწიოს საზოგადოების ყველა წევრის მიერ


მიღებული საერთო დანაზოგის მაქსიმალურ დონეს.

თანასწორობა - საზოგადოების წევრებს შორის ეკონომიკური კეთილდღეობის სამართლიანად


განაწილება.

თავისუფალი ბაზრები საქონლის მიწოდებას ანაწილებენ იმ მყიდველებს შორის, რომლებიც ამ


საქონელს ყველაზე მეტად აფასებენ, რაც მათი გადახდისთვის მზადყოფნაში აისახება. თან
თავისუფალი ბაზრები საქონელზე მოთხოვნას ანაწილებელ იმ გამყიდველებს შორის, რომელთაც ამ
საქონლის წარმოება ყველაზე ნაკლები დანახარჯებით შეუძლიათ. ასევე თავისუფალ ბაზარზე
იწარმოება საქონლის ის რაოდენობა, რომელიც ახდენს მომხმარებლისა და მწარმოებლის
ერთობლივი დანაზოგის მაქსიმალიზაციას.

ფ(სხვათა შორის დღეს მენქიუ რო ნელნელა გადადის გვერდიდან გვერდზე მაგაზე უნდა მეწუწუნა,
მარა საერთოდ არ გაუჭედავს im surprised)
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

თავი 8 - თეორიის პრაქტიკული გამოყენება: დაბეგვრის დანახარჯები


დაბეგვრის საერთო დანაკარგი
როგორც უკვე ვთქვით არანაირი განსხვავება არაა იმაში, თუ ვის დაეკისრება გადსახადის გადახდა.
როდესაც გადასახადს მყიდველი იხდის, მოთხოვნის მრუდი გადაადგილდება ქვემოთ გადასახადის
ოდენობით, ხოლო როდესაც გამყიდველი იხდის, მიწოდების მრუდი გადაადგილდება ზემოთ ისევ
გადასახადის ოდენობით. ყველა შემთხვევაში მყიდველს უწევს უფრო მეტის გადახდა და გამყიდველს
უფრო ცოტას მიღება, შესაბამისად ორივე თანაბრად ზარალდება. ამასთანავე გადასახადის
პირობებში უფრო ნაკლები რაოდენობის საქონელი იყიდება ანუ მცირდება ბაზრის ზომა.

როგორ მოქმედებს გადასახადი ბაზრი მონაწილეებზე


წინა თავში უკვე ეწერა, რომ მყიდველის მიერ ბაზარზე მიღებული სარგებელი აისახება
სამომხმარებლო დანაზოგით, ხოლო გამყიდველების მიერ მიღებული სარგებელი მწარმოებლების
დანაზოგით.

მთავრობაზე შეიძლება ის ითქვას, რომ მათ მიერ მიღებული მთლიანი საგადასახადო შემოსავალი
იქნება T გამრავლებული Q - ზე (T არის გადასახადის სიდიდე და Q გაყიდული საქონლის
რაოდენობა გადასახადის პირობებში).

პირველ რიგში უნდა განვიხილოთ კეთილდღეობა გადასახადების გარეშე.

გადასახადის გარეშე P1 და Q1
წარმოადგენენ
გაწონასწორებულ
მდგომარეობაში ფასსა და
რაოდენობას,
სამომხამრებლო დანაზოგი
არის ყველაფერი ფასის
ზემოთ და მოთხოვნის მრუდის
ქვემოთ, ხოლო მწარმოებლის
დანაზოგი არის მიწოდების
ზემოთ რაცაა და ფასის
ქვემოთ. მთლიანი დანაზოგი
ამ ორის ჯამია (ანუ იდეაში
მოთხოვნის და მიწოდების
მრუდებს შორის რაცაა
ყველაფერი).
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

კეთილდღეობა გადასახადის დაწესების შემდეგ. მყიდველის მიერ გადახდილი ფასი იცვლება P1 დან PB
მდე და სამომხმარებლო დანაზოგი იქნება ყველაფერი მყიდველის მიერ გადახდილი ფასიდან
მოთხოვნის მრუდამდე. ანუ ამ შემთხვევაში A. გამყიდველის მიერ მიღებული ფასი ჩამოდის P1 დან PS
მდე და მწარმოებლის დანაზოგი იქნება ყველაფერი გამყიდველის მიერ მიღებული ფასიდან მიწოდების
მრუდამდე. ანუ ამ შემთხვევაში F. გაყიდული რაოდენობა იცვლება Q1 დან Q2 მდე და მთავრობის მიერ
მიღებული თანხა ანუ საგადასახადო შემოსავალი იქნება B+D. მთლიანი დანაზოგიც ამ შემთხვევაში
ამ ყველაფრის ჯამია ანუ A+B+D+F.

კეთილდღეობის ცვლილება. სამომხამრებლო დანაზოგიც მცირდება და საგადასახადო შემოსავალიც,


ანუ მყიდველის ეკონომიკური მდგომარეობაც უარესდება და გამყიდველის ეკონომიკური
მდგომარეობაც. გარდა ამისა ჩნდება საერთოდ დანაკარგიც, ამ შემთხვევაში C+E.

საერთო დანაკარგი - მთლიანი დანაზოგის შემცირება, რომელიც გამოწვეულია ბაზრის


დამახინჯებით, მაგალითად, გადასახადებით.

Q1 სა და Q2 ს შორის არსებული თითოეული წერტილისთვის მყიდველები და გამყიდველები ვერ იღებენ


ვაჭრობიდან სარგებელს, შესაბამისად ეს არის საერთო დანაკარგი.

საერთო დანაკარგის დეტერმინანტი


საერთო დანაკარგის სიდიდეს მიწოდებისა და მოთხოვნის ელასტიურობა განსაზღვრავს.

ა და ბ ნახაზებზე მოთხოვნის მრუდი


და გადასახადის ოდენობა
ერთნაირია. მარტო მიწოდების
ელასტიურობა არის განსხავევბული.
რაც უფრო ელასტიურია მიწოდება
მით უფრო მეტია გადასახადით
გამოწვეული საერთო დანაკარგი. გ
და დ ნახაზებზე მიწოდების მრუდი და
გადსახადის ოდენობაა ერთნაირი და
მარტო მოთხოვნის ელასტიურობა
განსხვავდება. რაც უფრო
ელასტიურია აქაც უფრო მეტია
გადასახადით გამოწვეული საერთო
დანაკარგი.

გადასახადისა და დანაკარგის
კავშირი
რაც უფრო იზრდება გადასახადი მით
უფრო იზრდება დანაკარგი და თან
სწრაფად იზრდება. მაგარამ
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

გადასახადის ზრდამ შეიძლება საგადასახადო შემოსავლის შემცირებაც გამოიწვიოს.

ნახაზზე მცირე გადასახადი იწვევს მცირე დანაკარგს და მცირეა შემოსავალიც.

ბ ნახაზზე გაზრდილი გადასახადი იწვევს დანაკარგის ზრდას და საგადასახადო შემოსავლის


ზრდასაც.

გ ნახაზზე ნაჩვენებია შემთხვევა, როცა გადასახადი ზედმეტად დიდია, დანაკარგი არის ძალიან დიდი
და ამასთანავე შემცირებულია საგადაახადო შემოსავალიც.

დ და ე
ნახაზები
აჯამებს
ამ

ყველაფერს.

დ ნახაზი გვიჩვენებს, რომ გადასახადის ზრდასთან ერთად იზრდება საერთო დანაკარგიც.

ე ნახაზი გვიჩვენებს, რომ გადასახადის ზრდასთან ერთად, საგადასახადო შემოსავალი ჯერ იზრდება,
რაღაც მომენტში პიკს მიაღწევს და შემდეგ კლებას იწყებს. (ე ნახაზზე შეცდომაა, ვერტიკალურ ხაზთან
საერთო დანაკარგის მაგივრად, საგადასახადო შემოსავალი უნდა ეწეროს ბტვ). ამ
დამოკიდებულებას ხშირად ლაფერის მრუდს უწოდებენ.

(გთხოვთ აღარ მინდა ეკონომიკა იაპონიაში კატის კუნძულები რო არის იქ ჩამაგდეთ ფლზ)

თუ გაინტერესებთ ლაფერის მრუდი რატო ქვია შეგიძლიათ წაიკითხოთ მექნიუს 167 გვერდი.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

დასკვნა
საზოგადოება ვერ იარსებებს სრულიად გადასახადების გარეშე. მაგრამ მთავრობა მაქსიმალურად
უნდა მოერიდოს გადაჭარბებული გადასახადების დაწესებას, რადგან ის ყველაზე უარყოფითად
მოქმედებს.

კითხვები/ამოცანები:
● კარგი ამინდების წყალობით ყურძნის
დიდი მოსავალი მოვიდა, რამაც მასზე
დაბალი ფასის დამყარება გამოიწვია.
მთავრობამ ფერმერთა დახმარება
გადაწყვიტა და ყურძნის ბაზარზე
ფასის „იატაკი“ შემოიღო.
მომხმარებელთა და მიმწოდებელთა
ხეირის გამოყენებით, გრაფიკულად
აჩვენეთ ამ ბაზრის ეფექტიანობის
ცვლილება.

● კოვიდ-კრიზისის ფონზე
მოთხოვნა სამედიცინო ნიღბებზე
მკვეთრდ გაიზარდა, რის გამოც
თბილისის მერიამ ნიღბების ფასის
„ჭერი“ შემოიღო საწყისი ფასის
დონეზე. მომხმარებელთა და
მიმწოდებელთა ხეირის
გამოყენებით, გრაფიკულად
აჩვენეთ შესაბამისი ბაზრის
კეთილდღეობის ცვლილება.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

● დავუშვათ, თხილის ბაზარზე დღის


განმავლობაში მოქმედებს შემდეგი
მოთხოვნისა და მიწოდების
განტოლებები:

D: P = 30 – 0,3Q

S: P = 5 + 0,2Q
სადაც Q თხილის რაოდენობაა
კგ-ებში, ხოლო P - 1 კგ.
თხილის ფასი. იპოვეთ საბაზრო
წონასწორული ფასი და
რაოდენობა. გამოთვალეთ
კეთილდღეობის ცვლილება,
გამოწვეული T=3 ლარის ტოლი
გადასახადით, რომელიც
თითოეული კგ. გაყიდული
თხილისთვის დაწესდება.
შეადგინეთ ლეფერის მრუდისა და
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

საერთო დანაკარგის განტოლებები ამ ბაზრისათვის და ააგეთ მათი გრაფიკები.

● ლუდზე მოთხოვნა უფრო ელასტიურია, ვიდრე რძეზე. რომელ მათგანზე დაწესებულ


გადასახადს მოჰყვება უფრო მეტი საერთო დანაკარგი? რატომ?
ლუდზე დაწესებულ გადასახადს, რადგან რაც უფრო დიდია ელასტიურობა, მით უფრო მეტია
საერთო დანაკარგი.
● რომელ პოლიტიკას ექნება მეტი საერთო დანაკარგი:
ა) სიგარეტის აქციზური გადასახადის გაზრდა;
ბ) ფუფუნების საგნების მოხმარების დაბეგვრა.
ზუსტად იდკ მარა მგონი მეორეს იმიტო რო უფრო ელასტიური იქნება.
● დავუშვათ, კოვიდ-კრიზისის შესაკავებლად მთავრობამ ბიზნესის დიდ ნაწილს მუშაობა
აუკრძალა და მათში დასაქმებულ პერსონალს სრულად აუნაზღაურა დაკარგული ხელფასები.
რა გავლენას მოახდენს ეს ქმედებები საბაზრო ფასებსა და საზოგადოების კეთილდღეობაზე?
ახსენით გრაფიკულად! (არ გავიკეთებია)
● დავუშვათ, ბენზინის ბაზარზე მომხმარებელთა და მიმწოდებელთა 2-2 ჯგუფი მოქმედებს,
რომელთა მოთხოვნისა და მიწოდების გრაფიკები, შესაბამისად, შემდეგი განტოლებებით
აღიწერება:

D1: P = 330 – 3Q1


D2: P = 420 – 2Q2

S1: P = 70 + Q1
S2: P = 80 + 2Q2

სადაც Q ბენზინის რაოდენობაა კასრებში, ხოლო P - 1 კასრი ბენზინის ფასი. იპოვეთ


საბაზრო მოთხოვნისა და მიწოდების განტოლებები, ააგეთ მათი გრაფიკები და დაადგინეთ
ბენზინის წონასწორული ფასი. გამოთვალეთ კეთილდღეობის ცვლილება, გამოწვეული t=$12
გადასახადით, რომელიც გაყიდული თითოეული კასი ბენზინისთვის დაწესდება. (არ შევაო)

ლექცია IX
ჰეინე, თავები 8-9
ჰეინე, თავი 8: ფასების დადგენა და მონოპოლიების საკითხი
ვის შეიძლება ვუწოდოთ მონოპოლისტი?////
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

მონოპოლია ორი ბერძნული სიტყვისგან წარმოდგება და ერთადერთ გამყიდველს ნიშნავს.

თუ კარგად დავფიქრდებით სიტყვა მონოპოლია არაზუსტია, რადგან ერთადერთი გამყიდველი


შეიძლება აღმოჩნდეს ან ნებისმიერი პიროვნება, ან არავინ, იმის მიხედვით თუ როგორ
განვსაზღვრავთ გასაყიდ საქონელს. თუ საქონელს ვიწრო განსაზღვრება აქვს, მაშინ ყველა ადამიანი
შეიძლება აღმოჩნდეს მონოპოლისტი, თუ ფართო განსაზღვრება აქვს მაშინ პირიქით. მაგალითად, თუ
ვიტყვით, რომ სატელეფონო კომპანია ჩვენ გვაწვდის პროდუქტს ერთმანეთთან კომუნიკაციის სახით,
მაშინ გამოდის რო სატელეფონო კომპანია კონკურენციას უწევს ფოსტასაც, სოციალურ ქსელებსაც,
ლაპარაკსაც კი. მაგრამ თუ დავკონკრეტდებით, რომ ამ წამს ჩვენს გარშემო არანაირი კავშირის
საშუალება არ არის გარდა ტელეფონისა და ამ ტელეფონთან დაკავშირებული სატელეფონო
კომპანიისა, მაშინ გამოდის რო ეს სატელეფონო კომპანია მონოპოლისტია. იდეაში ყველაფერი დადის
ალტერნატივებამდე, თუ ალტერნატივები არსებობს მაშინ, მონოპოლია არაა თუ არ არსებობს მაშინ
არი.

რატო არის მხოლოდ ერთი გამყიდველის არსებობა ცუდი? იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ
ალტერნატივა არ არსებობს და ამ გამყიდველს მარტივად შეუძლია მოახდინოს ხალხის
მანიპულირება.

არცერთი გამყიდველი არ წარმოადგენს მონოპოლისტს ამ სიტყვის სრული გაგებით, რადგან არ


არსებობს აბსოლიტურად არაელასტიური მოთხოვნა. ნებისმიერ შემთხვევაში, გარდა აბსოლიტური
ელასტიურობისა, გამყიდველები ინარჩუნებენ მყიდველების ნაწილს, როდესაც ფასს ცვლიან, რაც იმას
ნიშნავს, რომ გამყიდველებს ხელთ აქვთ ბაზრი ძალაუფლების მცირე ნაწილი. საბაზრო ძალაუფლება
უკუკავშირშია მოთხოვნის ელასტიურობასთან. არ არსებობს სრული საბაზრო ძალაულფლება.

რეალურად ვინ ადგენს ფასს და რამდენად თავისუფალია ის


თავისუფალ ბაზარზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ის ფასი დაადოს თავის საქონელს რაც სურს,
მაგრამ მათ არც ისე დიდი გავლენა აქვთ. მაგალითად თუ ფერმერი თავის ხორბალს შედარებით
ძვირად ყიდის, ის მაინც ვერ მოახდეს დიდ გავლენას საბაზრო ფასზე, რადგან ფასის დადგენა
მრავალი მყიდველისა და გამყიდველის ქმედებით ხდება.

ფასთმიმღები - ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია თავისი ქმედებებით შეცვალოს პროდუქციის ფასი.

ფასის მაძიებელი - ადამიანები, რომელბიც ეძებენ ყველაზე მისაღებ ფასს ან ფასთა კომპლექსს.

თავი 9 - ფასის ძიებაში (ფასი რა ნემო ხო არაა I hate myself anyways)


წმინდა შემოსავალი = მთლიან შემოსავალს - მთლიანი ხარჯები

ადამიანების უმეტესობა ფიქრობს რომ ფასი დგინდება შემდეგი მეთოდით: დანახარჯებს პლიუს
დანამატი, მაგრამ ეს აზრი არასწორია, რადგან თვითონ ეს მეთოდი არ გვაძლევს მაგალითად,
ინრომაციას იმის შესახებ, თუ რა რაოდენობის დანამატი უნდა დაემატოს დანახარჯებს და ა.შ.

ედ საიკის მაგალითი
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ჩავთავალოთ რომ ედ საიკი არის სტუდენტი, რომელიც თავს ირჩენს უნივერსიტეტში კულტურული
ღონისძიებების ორგანიზებით. ყოველ პარასკევს ედის უწევს მოაწყოს კინოჩვენება, რომელიც 2200
დოლარი უჯდება. ედიმ ახლა ბილეთებზე ფასი უნდა დააწესოს. მან იცის, რომ მოთხოვნა ყველა
ფილმზე ერთნაირია და დარბაზში მხოლოდ 700 ადგილია. ედი ფასს იმის მიხედვით დააწესებეს, თუ
რისი მიღწევა სურს.

მაგალითად, თუ მისი მიზანია, რომ დარბაზი სულ გაივსოს და თან არცერთ მსურველს არ ეთქვას
ბილეთზე უარი, მაშინ ბილეთის ფასი ედიმ 3 დოლარი უნდა დააწესოს, თუ უნდა რომ უნივერსიტეტში
პოპულარულობა მოიპოვოს, მაშინ დააწესებს 2.5 დოლარს, ბილეთის მსურველი იქნება 750
ადამიანი, ხოლო ედი იქნება ის პოპულარული ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბილეთის შოვნა მაშინ,
როდესაც ბილეთი რთული საშოვნელია.

დავუშვათ, რომ ედის მთავარი მიზანი მაქსიმალური მოგების მიღებაა. თუ მაქსიმლაური მოგების
მიღება გვსურს, უნდა დავწესოთ ფასი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავყიდოთ საქონლის ყველა
ის ერთეული, რომელთა გაყიდვით მიღებული ზღვრული შემოსავალი, ზღვრულ ხარჯებზე მეტი იქნება.

ზღვრული დანახარჯი - კიდევ ერთი ერთეულის გაყიდვაზე


დახარჯული თანხა.

ზღვრული შემოსავალი - კიდევ ერთი ერთეულის გაყიდვით


მიღებული თანხა.

ამ გრაფიკიდანაც ჩანს, რომ ედიმ მაქსიმალური მოგებისთვის


ბილეთის ფასი ხუთი დოლარი უნდა დააწესოს.

ბილეთის ფასის შემცირებისას მთლიანი შემოსავალი ხანდახან


იმიტომ მცირდება, რომ ედი ფასს ამცირებს არამარტო იმ ადამიანებისთვის ვისაც მანამდე ბილეთის
ყიდვა არ შეეძლო, არამედ იმათთვისაც ვინც უფრო მაღალ ფასზეც თანახმა იყო. (აუ ძააან უაზროდ
ბევრი წერია, უაზროდ დამაბნევლად თან ბეისიქლი ყველაზე მეტ შემოსავალს ის ფასი მოგვიტანს,
სადაც ზღვრული შემოსავალი ტოლია ზღვრული დანახარჯის, ამაზე დაბალი ან მაღალი ფასი, ან ამაზე
დაბალი ან მაღალი გაყიდვების რაოდენობა, უკვე შეამცირებს ჩვენს შემოსავალს).

თუ მაგალითად ედის ზღვრული დანახარჯი


რაღაც მიზეზის გამო ორი ლარი გახდება, ანუ
თითოეული ახალი ბილეთის გაყიდვა მას ორი
ლარი უჯდება, მაშინ უნდა გაივლოს ზღვრული
შემოსავლის მრუდი და გადაკვეთის
წერტილში ბილეთების რაოდენობაზე ფასი
იქნება ედისთვის ყველაზე მომგებიანი, ანუ
ორი ლარი ზღვრული დანახარჯის არსებობის
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

შემთხვევაში 400 ბილეთის შესაბამისი ფასი, ანუ 6 ლარი.

თუ ედი გადაწყვეტს, რომ მას დარბაზის შევსება უნდა და თან მაქსიმალური მოგების მიღება, მაშინ
მან ბილეთზე ფასს ისე უნდა დაუკლოს, რომ იმათაც იყიდოდნ ბილეთი ვინც უფრო მაღალი ფასის
დროს ყიდულობდა და იმათაც, ვინც მანამდე მზად იყვნენ ეყიდათ, იგივე ფასად იყიდონ რითაც
ფასდაკლებამდე ყიდულობდნენ. ამას ფასისმიერი დისკრიმინაცია ეწოდება.

ამ ფასისმიერს დისკრიმინაციას ბევრი კომპანია ცდილობს სხვადსხვა ხერხებით, ძირითადი პრინციპი


არის რო გაარკვიო ვინ არის ბევრის გადამხდელი და ვინ ცოტას გადამხდელი და შესაბამისი ფასები
დაუწესოს.

წარმატებული ფასისმიერი დისკრიმინაციის სამი პირობა:

● გამყიდველს უნდა შეეძლოს განასხვაოს მოთხოვნის სხვადასხვა ელასტიურობის მქონე


მყიდველები. (ვინ უფრო მეტის გადახდსითვის არის მზად და ვინ არა)
● თავიდან აიცილოს შეღავათიანი ბილეთების ხელმეორედ გაყიდვა გაზრდილ ფასად.
● თავიდან აიცილოს მომხმარებელთა უკმაყოფილება.

საბოლოო ჯამში როგორ აწესებენ გამყიდველები ფასებს?


1. ისინი ადგენენ ზღვრულ დანახარჯებსა და ზღვრულ შემოსავლებს.
2. ადგენენ პროდუქციის მოცულობას, რათა გაყიდონ პროდუქციის მხოლოდ ის ერთეულები,
რომლებისთვისაც ზღვრული შემოსავალი ზღვრულ დანახარჯზე მეტია.
3. აწესებენ ისეთ ფასს, რომელიც საშუალებას აძლევს, გაყიდონ მთელი წარმოებული
პროდუქცია.

პიტერ თილი, თავი 3 - ყველა ბედნიერი კომპანიაა თავისებურადაა


ბედნიერი
როგორი უნდა იყოს ნამდვილად მომგებიანი კომპანია - ისეთი როგორიც ჯერ არავის ქონია?

კომპანიის არსებობისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო რაიმე ღირებულის შექმნა, არამედ რაღაც
დოვლათის მიღების შემდეგ ამ დოვლათის შენარჩუნებაც უნდა შეეძლოს. კომპანია შეიძლება ქმნიდეს
ღირებულ პროდუქციას, მაგრამ თვითონ არ იყოს ღირებული თუ არ შეუძლია ამ დოვლათის
შენარჩუნება.

სრულყოფილი კონკურენცია. სრილყოფილი კონკურენცია უმარტივესი მოდელის ეკონომიკის როგორც


იდეალური ასევე საბაზისო მდგომარეობაა. კონკურენტულ ბაზარზე ყველა კომპანია ერთმანეთს გავს
და ერთნაირ პროდუქციას ყიდის. რადგან ბაზარზე განსაკუთრებული კონტროლი არავის აქვს, ყველა
გამყიდველი ბაზრის მიერ ნახარნახებ ფასს იღებს. მოგების მცირე შანსის დროსაც კი ახალი
მწარმოებლები ჩნდებიან, რაც დაბლა წევს მიწოდებას და ამცირებს ფასს, შესაბამისად მცირდება იმ
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

მოგების რაოდენობაც, რამაც ახალი კონკურენტები მოიზიდა. მწარმოებლების ნაწილი გადაწყვეტს,


რომ წარმოება შეწყვიტოს და ბაზარი საწყის მდგომარეობას უბრუნდება. გრძლევადიან
პერსპექტივაში, სრულყოფილი კონკურენციის პირობებში ეკონომიკურ მოგებას ვერც ერთი კომპანია
ვერ ნახავს.

მონოპო
ლია.
მონოპო
ლისტს
სრული
ძალაულ
ფლება
აქვს
ბაზარზე
და
შესაბამი
სად
საკუთა

ფასებს
თვითონ
აწესებს.
კონკურე
ნტების
გარეშე,
ის
არჩევს
ფასისა
და
რაოდენ
ობის იმ
კომბინა
ციას,
რომელი

მაქსიმა
ლურ
მოგებას
მოუტანს
.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ერთი შეხედვით კონკურენცია და კაპიტალიზმი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, მაგრამ რეალურად


კაპიტალიზმი მოგებაზეა დაფუძნებული, ხოლო კონკურენცია ყველანარ მოგებას ანადგურებს და
ასწავლის მეწარმეებს, რომ ფასეულობის შექმნასა და შენარჩუნებას მხოლოდ იმ შემთხვევაში
შეძლებენ, თუ სხვებისგან განსხვავებულ ბიზნესს ააგებენ და განსხვავებული პროდუქტის წარმოებას
დაიწყებენ. (ასე ერთ წინადადებაში ვინმე თავის ნათქვამს თან ეთანხმებოდეს და თან
ეწინააღმდეგებოდეს პირველად ვნახე).

ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა კომპანია ერთნაირია, მაგრამ სინამდვილეში ისინი
ორ ჯგუფად იყოფიან. სრულყოფილი კონკურენცია და მონოპოლია სრულიად ერთმანეთის
საპირისპიტო ცნებები არიან და თითოეული კომპანია რომელიმეს მიეკუთვნება იმაზე მეტად ვიდრე
ჩვენ ვფიქრობთ. აქ შეცდომის დაშვების მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ორივე ჯგუფი ბაზარზე
მდგომარეობის აღწერისას იტყუება.

მონოპოლისტები იტყუებიან, რადგან თუ თავიანთ მონოპოლიაზე ლაპარაკს დაიწყებენ, მაშინ


კონტროლის გაძილერებას, შემოწმებებს და თავდასხმებს უნდა მოელოდნენ. შესაბამისად ისინი
მაქსიმალურად ცდილობენ დამალონ თავიანთი მონოპოლია და გააზვიადონ თავინთი კონკურენტების
სიძლიერე.

მაგალითად, გუგლი თავის თავს წარმოადგენს, როგორც მაღალი ტექონოლოგიების ბაზარზე


მომუშავე კომპანიას, სადაც მისი გავლენა საკმაოდ მცირეა, ბაზარი კი ძალიან დიდი, შესაბამისად ასე
წარმოჩენით არ ჩანს რომ მონოპოლია აქვს. მაგრამ თუ განვიხილავთ გუგლს როგორც საძიებო
სისტემის ბაზარზე მოღვაწე კომპანიას, მას სრული მონოპოლია აქვს.

მსგავსად იტყუებიან არამონოპოლიურ პირობებში მყოფი კომპანიები და ამბობენ, რომ მათ თავიანთი
ლიგა აქვთ. ანუ მაგალითად, საკუთარი ბაზრის მაშტაბებს იმდენად ამცირებენ, რომ ჩანს თითქოს
დომინანტები არიან ამ ბაზარზე. ადამიანები ინსტიქტურად ცდილობენ იმის დამტკიცებას, რომ
თავიანთი ბიზნესი სხვებისგან რამით გამორჩეული და განსაკუთრებულია. ოლსო თქვენი ბიზნესი
ჩავარდება თუ რამე ბანალური მიზეზით ეცდებით საკუთარი თავის გამორჩევას და ბაზრის რეალურ
კონკურენციას მხედველობაში არ მიიღებთო.

(ონესთლი this is kinda main reason why you should hate capitalism anyway)

კონკურენტულ გარემოში არსებულ ბიზნესებს ბევრი პორბლემა აქვთ. კონკურენტული გარემო


სასტიკია და ადვილად შეუძლია ადამიანის განადგურება.

თავის მხრივ მონოპოლისტებს კონკურენციაზე ფიქრი არ უწევთ და შეუძლიათ სხვა რაღაცეებზე


იფიქრონ მაგალითად საკუთარი თანამშრომლების კეთილდღეობაზე. (რასაც მაინც არ აკეთებენ ☺)

მონოპოლისტები დანარჩენი სოციუმის ხარჯზე იღებენ მეტ მოგებას და იმსახურებენ უარყოფით


დამოკიდებულებას (ამას მართლა თვითონ ამბობს ჩემი დამატებული არაა)

მაგრამ მონოპოლიას მაინც მოაქვს დადებითი: კრეატიული მონოპოლისტები ხელს უწყობენ


პროგრესსა და განვითარებას. სწორედ ამიტომ არის საჭირო მონოპოლიის არსებობა. მონოპოლიის
არარსებობა ეკონომიკის უბრალოდ ერთ ადგილზე გაყინვას გამოიწვევდა.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

აღნიშვნები:

ფირმის მოგება (პი)

მთლიანი შემოსავლი (TR)

მთლიანი დანახარჯი (TC)

საზოგადოდ, ფირმის მთლიანი შემოსავალი ნაწარმის ფასისა და ამ ნაწარმის გაყიდული


რაოდენობის ნამრავლის ტოლია:

TR = PQ

ფირმის საშუალო შემოსავალი განიმარტება, როგორც მთლიანი შემოსავლისა და


ნაწარმის რაოდენობის შეფარდება და იგი საბაზრო ფასის ტოლია:
AR = TR/Q = P

ზღვრული შემოსავალი - ესაა ნაწარმის დამატებითი ერთეულის გაყიდვით გამოწვეული


ცვლილება მთლიან შემოსავალში; „ფასის მიმღების“ ბაზარზე იგი ასევე ფასის ტოლია:

MR = P

როდესაც არ გვაქვს ინფორმაცია, თუ როგორ იცვლება მთლიანი შემოსავალი ნაწარმის


ზუსტად 1 დამატებითი ერთეულის გაყიდვით, მაშინ ზღვრული შემოსავალი მიახლოებით
გამოითვლება როგორც მთლიანი შემოსავლისა და ნაწარმის რაოდენობის ცვლილებათა
შეფარდება:

MR=DTR/DQ

კითხვები/ამოცანები:
● წარმოადგენს თუ არა მონოპოლიას ფირმა, თუ ის გამოსცემს ერთადერთ ყოველდღიურ დილის
ან საღამოს გაზეთს ქალაქში? თუ ის გამოსცემს ერთადერთ ყოველდღიურ გაზეთს და მის
საკუთრებაში ქალაქში ერთადერთი სატელევიზიო არხი? რა არის ის პროდუქტი, რასაც აწვდის
ყოველდღიური გაზეთი? რომელ სხვა პროდუქტს უწევს ის კონკურენციას?
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

წარმოადგენს თუ არა მონოპოლიას დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ბაზარზე განვიხილავთ,


თუ ბაზარი საკმარისად ვიწროა, მაშინ ყველა შეიძლება მონოპოლისტი იყოს, თუ ბაზარი
საკმარისად ფართოა მაშინ ყველა შეიძლება კონკურენტი იყოს.
● რომელი გრაფიკი ეკუთვნის „ფასის მიმღებს“ და რომელი - „ფასის მაძიებელს“? მოცემული
სიტუაციებისთვის აირჩიეთ საქონლის ყველაზე მომგებლიანი რაოდენობა, რომლის წარმოება
და გაყიდვაც მიმწოდებლებს მოუნდებათ.
პირველი
- ფასის

მაძიებელი. მეორე - ფასის მიმღები. MC MR-ის გადაკვეთაზე ვიპოვით Q-ს და შემდეგ მის
შესაბამის ფასს.
● მოგების გაანგარიშება „ფასის
მიმღები“ ფირმისთვის:
აქ კითხვა ვერ გავიგე რა არი თბჰ დდდდ

● რას ნიშნავს:
ა) მარტივი საფასო დისკრიმინაცია?
ბ) სრული საფასო დისკრიმინაცია?
მოიყვანეთ შესაბამისი მაგალითები.
ა) მარტივი არის როდესაც პატარა ჯგუფია ან რამდენიმე ჯგუფი ან რამე მსგავსი. მაგალითად
როდესაც სტუნდეტური ფასდაკლებაა ან რამე ეგეთი.
ბ) როდესაც ყველაზე ვრცელდება და ყველა იმ ფასს იხდის რაც შეუძლია.
● ალბერტი იახტების მწარმოებელია. მას
ჰყავს 5 პოტენციური კლიენტი და იცის
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

მაქსიმუმ რა თანხის გადახდაზე არიან ისინი მზად.


ა) ჩამოწერეთ იახტების წარმოების დონეები (Q) გადახდის მზადყოფნის შესაბამისი თითოეული
ფასისთვის;

ბ)

რამდენი იახტის გაყიდვა მოუნდება ალბერტს თუ მისი მიზანია მთლიანი შემოსავლის (TR)
მაქსიმიზირება? რას უდრის ამ დროს ალბერტის ზღვრული შემოსავალი (MR)? იპოვეთ
ზღვრული შემოსავლის მნიშვნელობები წარმოების სხვა დონეებისთვისაც;
მოუნდება ოთხის, მისი MR ამ დროს არის ერთი.
გ) თუ ალბერტს სურს მოგების (პი) მაქსიმიზაცია და თითოეული იახტის წარმოების ზღვრული
დანახარჯია MC= $6 მლნ., რამდენი იახტის გაყიდვა მოუნდება მას? რა ფასს დააწესებს იგი?
შეამოწმეთ, სწორია თუ არა თქვენი პასუხი მთლიანი შემოსავლების მთლიან დანახარჯებთან
(TC) შედარებისა და შესაბამის მოგებათა გამოთვლის გზით;
მოუნდება ორი, 11 მილიონს.
დ) რამდენ იახტას აწარმოებს და რა მოგებას მიიღებს ალბერტი, თუ ის მოახერხებს სრულ
საფასო დისკრიმინაციას?
4 და მოგება 16.
● ფასის მიმღებია, თუ ფასის მაძიებელი „აგრარული უნივერსიტეტი“? ჩათვალეთ, რომ იგი
მოგების მაქსიმიზაციას ცდილობს და ამ მიზნით წელიწადში იღებს 200 სტუდენტს, რომელთაც
ერთნაირ სწავლის ფასს, 4500 ლარს ახდევინებს. წარმოადგინეთ შესაბამისი გრაფიკული
მოდელი, სადაც ნაჩვენები იქნება „აგრარული უნივერსიტეტის“ ეს არჩევანი, იმ პირობით,
რომ მოთხოვნა წრფივია და ზღვრული დანახარჯი ყოველ სტუდენტზე შეადგენს 3000 ლარს.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

რადგან ერთიდაიგივე ფასს ახდევინებს, მაშინ გამოდის რო ფასის მიმღებია მგონი ეს არ


განგვიხილია და იდკ ზუსტად.
● დავუშვათ, ლიმონის ბაზარზე მოთხოვნა თვეში შემდეგი ფორმულით მოიცემა:
P = 25 – 0.01Q
რამდენი კგ ლიმონი გაიყიდება, თუ:
ა) ამ ბაზარზე ლიმონს მხოლოდ 1 ფირმა აწვდის, რომლის ზღვრული დანახარჯი 1ტ. ლიმონის
მიწოდებაზე aრის MC=4+Q2
ბ) ბაზარი სრულად კონკურენტულია და საბაზრო მიწოდების ფუნქციაა P = 4+Q2
(არ შევაო)

ლექცია X
ჰეინე, ტომი I, თავი 11 - მოგება
მოგება ანუ წმინდა შემოსავალი.

ფულადი დანახარჯები იგივე არაა, რაც საერთო დანახარჯები, ფულდათან ერთად მწარმოებელი
იღებს დროისა და მუშაობის დანახარჯებს.

მრავალი ადამიანი მოგებას კაპიტალს უკავშირებს და ფიქრობს მოგებაზე ისე როგორც ზოგადად
შემოსავალზე. მაგრამ ასე ფიქრი არასწორია რადგან, შემოსავლის ნაწილი შეიძლება მიდიოდეს
ალტერნატიულ დანახარჯებზე, მაგალითად ახალი დანადგარის შეძენაზე ან რამე ეგეთზე. ეს არის
ზუსტად „კაპიტალი“ ანუ „წარმოებული საქონელი, რომელიც გამოიყენება მომავალი საქონლის
წარმოებისთვის“.

რა არის სარგებელი?
სარგებელს ვიხდით მხოლოდ მაშინ, როდესაც ფულს ვსესხულობთ. სესხი არის იმ ფულის მიღების
საშუალება, რომელიც ჩვენ არ გამოგვიმუშავებია. მსესხებელს ფული ახლავე სჭირდება, თუმცა
მიმდინარე მომენტში მის სანაცვლოდ ვერაფერს გაიღებს. ის არწმუნებს გამსესხებელს, მისცეს ფული
დღესვე და ჰპირდება, რომ მომავალში დაუბრუნებს. დაბრუნებული თანხისა და სესხად აღებული
თანხის შეფარდება განსაზღვრავს სწორედ სარგებლის განაკვეთს.

სარგებელი ფასია, რომელსაც ადამიანები იხდიან, რომ რესურსებით დღესვე ისარგებლონ და არ


დაელოდონ იმდენი ფულის გამომუშავებას, რამდენიც ამ რესურსების მისაღებადაა საჭირო.

ჩვეულებრიც რესურსებით დღეს სარგებლობა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მომავალში, მაგრამ დღეს
რესურსებით სარგებლობა შეიძლება ჩვენ გვაძლევდეს შესაძლებლობას, რომ მომავალში ჩვენი
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

შემოსავალი გავზარდოთ. როდესაც რესურსებით სარგებლობაში მსგავს შესაძლებლობას ვხედავთ,


მზად ვართ მისით დღეს სასარგებლოდ დანამატი გადავიხადოთ ანუ სარგებელი, მანამ სანამ ეს
სარგებელი ნაკლებია იმასთან შედარებით, რის მოგებასაც ვაპირებთ სესხის აღების შემთხვევაში.

დროითი პრეფერნციების დადებითი ნორმა არის დამოკიდებულება, რომ ადამიანები ახლო


მომავალში მოხმარებას მეტ ღირებულებას ანიჭებენ, ვიდრე შორეულ მომავალში მოხმარებას.

თუ დღევანდელ 1000 დოლარს იმავე ღირებულებას ანიჭებთ, რასაც მომავალი წლის 1250 დოლარს,
მაშინ თქვენი დროითი უპირატესობების მიმდინარე ნორმა 25 პროცენტის ტოლია.

სარგებლის განაკვეთი საზოგადოების დროითი უპირატესობის მიმდინარე ნორმას ასახავს.


ამასთანავე ისინი შეიცავენ პრემიებს, რისკისგან თავის დაზღვევისთვის და დანახარჯებს, რომელიც
ამ სესხის აღებას სჭირდება. ამის გათვალისწინებით თუ ბანკს სარგებლის განაკვეთი მაღალი აქვს ეს
იმას ნიშნავს, რომ ენდობა ერთი შეხედვით არასანდო ხალხსაც და თავს იზღვევს არ გადახდისგან და
ა.შ. ხოლო როცა სახელმწიფო ზედა ზღვარს აწესებს, შესაძლებლობას ართმევს ზოგიერთ ადამიანს,
რომ სესხი აიღოს.

სარგებლის განაკვეთი, ყველაფერთან ერთად მოიცავს ფასს, რომელიც მსესხებელმა გამსესხებელს


უნდა გადაუხადოს, იმ შემთვევაში, თუ ფულის მსყიდველობითი უნარი შემცირდება. მაგალითად, თუ
სარგებლის განაკვეთი არის 8% მაგრამ ველოდებით მომავალში 10% იან ინფლაციას, ეს ინფლაცია
ემატება სარგებლის განაკვეთს და ხდება 18%.

ფიშერის ფორმულა. სარგებლის რეალური განაკვეთი = საბაზრო (ნომინალურ) განაკვეთს -


ინფლაციის მოსალოდნელი დონე

მოგება არის მომავლის განუსაზღვრელობის შედეგი. ფირმებს შეიძლება ჰქონდეთ ნულოვანი მოგება
და მაინც განაგრძობდნენ მუშაობას, მარამ ძირითადად მოგება წარმოადგენს ყველა ფირმის მიზანს.

მოგების მეტად მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია შრომის აქტიური და შემოქმედებითი მხარე.


ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ თავიანთ საქმე განსხვავებულად წარმართონ, მეტი შემოსავლის
მღების მიზნით, მწარმოებლები ეწოდებათ. მწარმოებელი არის გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი
და ადამიანი, რომელიც თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას, როგორც დადებითის ასევე
უარყოფითის შემთხვევაში. საზოგადოება, რომელიც მოგებას კრძალავს, თავისი წევრების
პასუხისმგებლობას ამცირებს.

მომავლის ღირებულება, FV (რთული პროცენტით გამოთვლა)

რა იქნება თქვენს მიერ დაგროვილი თანხა (მომავლის ღირებულება, FV) ბანკის დეპოზიტზე დღეს
შეტანილი 15000 ლარიანი ანაბრიდან 3 წლის შემდეგ, თუ ცნობილია, რომ ბანკის წლიური
სარგებლის განაკვეთია 12%?
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

პასუხი: FV = 15000(1+0.12)3 = 21074

დისკონტირება, ანუ მომავლის თანხის დღევანდელი ღირებულების (PV) გამოთვლა

დავუშვათ, სასესხო ფონდების ბაზარზე წლიური სარგებლის განაკვეთია 12%. დავადგინოთ, რომელ
ვარიანტს შეესაბამება უფრო მეტი დღევანდელი ღირებულება:
12000 ლარს, რომელიც 1 წლის შემდეგ გვექნება, თუ 13000 ლარს, რომელიც 2 წლის შემდეგ
გვექნება?

ამოხსნა: ერთმანეთს უნდა შევადაროთ 12000/(1+0.12) და 13000/(1+0.12)2

PV=12000/(1+0.12) ≈ 10714,3

PV=13000/(1+0.12)2 ≈ 10363,5

მენქიუ, თავი 13 - წარმოების დანახარჯი


(გთხოვთ ეს თავი იწყება ესეთი სიტყვებით: „გაფრთხილება, ეს თემა ძალიან მშრალი და
თეორიულია. უფრო გულახდილი რომ ვიყო შეიძლება ვთქვა, რომ ცოტა მოსაწყენიცაა.“ ეს თავი არა
your whole subject is like that bestie)

რა არის დანახაჯები?
მთლიანი შემოსავალი - თანხა, რომელსაც ფირმა იღებს წარმოებული პროდუქტის რეალიზაციიდან.
(მთლიანი პროდუქციის რაოდენობის და ერთ პროდუქტზე დაწესებული ფასის ნამრთავლით
გამოითვლება)

მთლიანი დანახარჯი - პროდუქტის საწარმოებლად ფირმის მიერ გამოყენებული წარმოების


ფაქტორების საბაზო ღირებულება.

მოგება - მთლიანი შემოსავლებისა და მთლიანი დანახარჯების სხვაობა.

ეკონომისტები უშვებენ, რომ ყველა ადამიანის მთავარი მიზანი რაიმე საქმიდან მაქსიმალური მოგების
მიღებაა.

მთლიანი შემოსავლისგან განსხვავებით მთლიანი დანახარჯის დათვლა ოდნავ უფრო რთულია,


რადგან მთლიან დანხარჯში უნდა ვიგულისხმოთ ყველა შესაძლო ალტერნატიული დანახარჯი.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ცხადი დანახარჯები - წარმოების ფაქტორები, რომელთა შესაძენად ფირმას ფული სჭრიდება.


(მაგალითად დაქირავებული თანამშრომლებისთვის გადახდილი ხელფასი)

არაცხადი დანახარჯები - წარმოების ფაქტორები, რომელთა შესაძენად ფირმას ფული არ სჭრიდება.


(მაგალითად, ყველაფერი ის რისი გაკეთებაც შეეძლო ფირმის უფროსს იმის მაგივრად, რასაც
ფირმისთვის აკეთებს)

ბუღალტრები მარტო ცხად დანახარჯებს ითვლიან (ანუ იმ დანახარჯებს, რომელშიც ფირმა ფულს
იხდის) და ეკონომისტები ორივეს. რადგან ეს ორი განსხვავებულად ითვლიან დანახარჯებს, ამიტომ
განსხვავებულად ითვლიან მოგებასაც.

ეკონომიკური მოგება - მთლიან შემოსავალს გამოკლებული მთლიანი დანახარჯები ცხადი და


არაცხადი დანახარჯების ჩათვლით.

საბუღალტრო მოგება - მთლიან შემოსავალს გამოკლებული ცხადი დანახარჯები.

წარმოება და დანახარჯები
მაგალითად ავიღოთ ელენეს საცხობი, სადაც ელენეს გამომცხვარი ნამცხვრების რაოდენობის შეცვლა
მხოლოდ თანამშრომლების რაოდენობის შეცვლით შეუძლია. 1 თანამშრომელი 50 ნამცხვარს
აცხობს, 2 – 90-ს და ა.შ.

მესამე სვეტი: ზღვრული


პროდუქტი -პროდუქციის ნამატი, რომელიც საწარმოო ფაქტორის დამატებითი ერთეულის
გამოყენების შედეგია. (ანუ მაგალითად ამ შემთხვევაში ორი თანამშრომელის მიერ დამზადებულ
ნამცხვრების რაოდენობას გამოკლებული ერთი თანამშრომლის მიერ დამზადებული ნამცხვრების
რაოდენობა).

ზღვრული პროდუქტის კლებადობა - საწარმოო ფაქტორის ზღვრული პროდუქტის შემცირება ამ


ფაქტორის რაოდენობის ზრდასთან ერთად.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

დამოკიდებულებას საქონლის წარმოებაში გამოყენებული მასალების რაოდენობასა და წარმოებულ


პროდუქციას შორის, ანუ ამ შემთხვევაში თანამშრომლებსა და ნამცხვრებს შორის, წარმოადგენს
საწარმოო ფუნქციას. (მაცხენა ნახაზი)

ამავე ნახაზზე ჩანს ის რო ზღვრული პროდუქტი ყოველ შემდეგ თანამშრომელთან ერთად იკლებს, ანუ
საწარმოო ფუნქციის დახრილობა უკავშირდება ზღვრულ პროდუქტს.

ცხრილის ბოლო სამი სვეტი არის სულ დანახარჯები, მეოთხე სვეტი საწრმოს დანახარჯები, რაც

მუდმივად 30-ის ტოლია, მეხუთე სვეტი თანამშრომლების დანახარჯები, რაც თითო თანამშრომელზე
10-ს ის ტოლია და მეექვსე სვეტი მთლიანი დანახარჯები ანუ ამ ორის ჯამი.

მთლიანი დანახარჯის მრუდი - დამოკიდებულება მთლიან დანახარჯსა და დამზადებული პროდუქტის


რაოდენობას შორის. (მარჯვენა გრაფიკი)

როცა იზრდება პროდუქტის მოცულობა, მთლიანი დანახარჯების მრუდის დახრილობაც იზრდება.

დანახარჯები შეიძლება იყოს მუდმივი და ცვალებადი, რისთვისაც უნდა განვიხილოთ მეორე ცხრილი.

მუდმივი დანახარჯები - დანახარჯები, რომლებიც არ იცვლება წარმოების მოცულობის ცვლილებისას.

ცვალებადი დანახარჯები - დანახარჯები, რომლებიც წარმოებული პროდუქციის, რაოდენობასთან


ერთად იცვლება.

საშუალო მთლიანი დანახარჯი (ATC) - მთლიანი დანახარჯის განაყოფი პროუდქციის რაოდენობაზე.

საშუალო მუდმივი დანახარჯი (AFC) - მუდმივი დანახარჯის განაყოფი პროდუქციის რაოდენობაზე.


თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

საშუალო ცვალებადი დანახარჯი (AVC)


- ცვალებადი დანახარჯის განაყოფი
პროდუქციის რაოდენობაზე.

ზღვრული დანახარჯი (MC) - მთლიანი


დანახარჯის ნამატი, რომელიც
დამატებითი ერთეულის წარმოების
შედეგია. (ანუ მაგალითად, ორი
პროდუქტის დამზადებაზე მთლიანი
დანახარჯს გამოკლებული ერთი
პროდუქტის დამზადებაზე მთლიანი
დანახარჯი)

რადგან
საშუალო მთლიანი დანახარჯის მრუდს U-ს ფორმა აქვს U-ს ფსკერი გვიჩვენებს თუ სად იქნება
ყველაზე დაბალი დანახარჯი და ეფექტიანი მაშტაბი.

ეფექტიანი მასშტაბი - პროდუქციის რაოდენობა, რომლის დროსაც საშუალო მთლიანი დანახარჯი


მინიმალურია.

ზღვრული დანახარჯის მრუდი საშუალო მთლიანი დანახარჯის მრუდს ეფექტიანი მასშტაბის წერტილში
გადაკვეთს.

მოკლედ ნებისმიერი ფირმის დანახარჯების მრუდებს სამი თვისება ახასიათებს:


თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

1. ზღვრული დანახარჯი, საბოლოოდ, პროდუქციის რაოდენობასთან ერთად იზრდება.


2. საშუალო მთლიანი დანახარჯის მრუდს U-ს ფორმა აქვს.
3. ზღვრული დანახარჯის მრუდი საშუალო მთლიანი დანახარჯის მრუდს საშუალო მთლიანი
დანახარჯის მინიმუმის წერტილში გადაკვეთს.

დანახარჯების მრუდები შეიძლება განსხვავდებოდეს მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდებში.

მასშტაბის ეკონომიურობა - გრძელვადიანი პერიოდის საშუალო მთლიანი დანახარჯის შემცირება


პროდუქციის რაოდენობის ზრდისას.

მასშტაბის არაეკონომიურობა - გრძელვადიანი პერიოდის საშუალო მთლიანი ზრდა პროდუქციის


რაოდენობის ზრდისას.

მასშტაბის მუდმივი ეფექტი - თვისება, რომელიც გვიშვნებს, რომ გრძელვადიანი პერიოდის საშუალო
მთლიანი დანახარჯი უცვლელია პროდუქციის მოცულობის ცვლილებისას.

მასშტაბის ეკონომიას ფირმა აღწევს


მხოლოდ ცალკეული
თანამშრომლების სპეციალიზაციის
შემთხვევაში.

(ოლსო ლაშა ბექაურის ოლიმპიადაზე


გამარჯვებას გილოცავთ მეგობრებო)

კითხვები/ამოცანები:
● როგორ გამოითვლება ქვემოთ
ჩამოთვლილი აქტივების დღევანდელი
ღირებულება სარგებლის 13%-იანი
განაკვეთით დისკონტირების დროს:
ა) $25000-ის ოდენობის პრემია,
რომელიც ერთი წლის შემდეგ გაიცემა საუკეთესი იუმორისტული ლექსისთვის.
გამოითვლა: 25000/(1+0.13)
ბ) $25000-ის მემკვიდრეობა ბიძისგან, რომელსაც თქვენ მიიღებთ უნივერსიტეტის
დამთავრებისას;
გამოთვლა: 25000/(1+0.13)4(იმედია)
გ) საკუთრება ოფისზე, რომლისგანაც ყოველი წლის ბოლოს 30 წლის განმავლობაში თქვენ
მოელით $25000 წლიური შემოსავლის მიღებას?
გამოთვლა: 25000/(1+0.13)30
● ა) როგორია თევზაობაზე
დახარჯული თითოეული საათის
ზღვრული პროდუქტი?
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

1 საათზე -10, 2 – 8, 3 – 6 და ა.შ.


ბ) გამოიყენეთ ეს მონაცემები მეთევზის საწარმოო ფუნქციის ასაგებად. ახსენით ამ ფუნქციის
ფორმა.
გ) მეთევზის მუდმივი დანახარჯია $10 (მისი ნავი). მისი დროის ალტერნატიული დანახარჯია
საათში $5. ააგეთ მეთევზის მთლიანი დანახარჯის მრუდი. ახსენით მისი ფორმა.
● აშშ-ს ერთერთი სტატიის მიერ ჩატარებული ლატარიის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ
მთავარი პრიზი $1 მილიონია და მოგებული ბილეთის მფლობელი მისი წარმოდგენისთანავე
მიიღებს $50000-ს, დნარჩენი თანხა კი გადანაწილდება 19 წელზე: ყოველი წლის ბოლოს
გამარჯვებული მიიღებს ასევე $50000-ს. მართლა $1 მილიონია ეს პრიზი? ახსენით!
● როგორ შეუძლია მდიდარ საზოგადოებას ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გზით
დაეხმაროს ღარიბ საზოგადოებას, სადაც მუდმივად ფინანსური კაპიტალის არარსებობას
ასახელებენ ერთ ერთ მიზეზად? როგორ შეიცვლება სარგებლის განაკვეთი შესაბამის
ქვეყნებში, თუ ასეთი „დახმარების“ მასშტაბები გაფართოვდება? ახსენით სიტყვიერად და
გრაფიკულად!

● ა) საშუალო ცვალებადი დანახარჯი - ცვალებად


დანახარჯს ვყოფთ რაოდენობაზე. საშუალო მთლიანი
დანახარჯი - მთლიან დანახარჯს ვყოფთ რაოდენობაზე.
ზღვრული დანახარჯი - რომელი რაოდენობისთვისაც
ვითვლით იმის მთლიან დანახარჯს გამოკლებული წინა
რაოდენობის მთლიანი დანახარჯი.

● რა იქნება მიწის ნაკვეთის დღევანდელი


ღირებულება, თუ იგი გვპირდება $700-ის ტოლ იჯარას
ყოველი წლის ბოლოს უსასრულოდ და საბაზრო სარგებლის განაკვეთია წლიური 5%?
● რა იქნება მიწის ნაკვეთის დღევანდელი ღირებულება, თუ იგი გვპირდება $M-ის ტოლ იჯარას
ყოველი წლის ბოლოს უსასრულოდ და საბაზრო სარგებლის წლიური განაკვეთია?
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ლექცია XI
ჰეინე - ტომი II, თავი 13: გარეგანი ეფექტები და საკუთრების უფლებათა
კონფლიქტი
გარეგანი ეფქტები ჩვენზეც და სოციუმზეც უზარმაზარ გავლენას ახდენს. არსებობს ორი სახის
დადებითი და უარყოფითი და განხილულია ჰარი მაგალითი.

ჰარი არის მანქანის მძღოლი, რომელიც საკმაოდ ნელა ატარებს, შესაბამისად ყველას ვისაც მის უკან
უწევს საცობში დგომა მგზავრობა უფრო დიდხანს უწევს ვიდრე მის გარეშე მოუწევდა. ჰარი ამ
დანახარჯებს არ ითვალისწინებს, ამიტომ ეკონომისტები ამ დანახარჯებს ჰარის ქმედებების გარე
დანხარჯებს ანუ უარყოფით გარეგან ეფქტებს უწოდებენ.

ასევე, ჰარიმ თავისი გარაჟი წითელ ფრად შეღება მიუხედავად იმისა, რომ ეს ფერი დიდად არ
მოსწონს, სამაგიეროდ გარაჟის ფერი მოსწონთ ჩავლილ ადამიანებს და ამით ტკბებიან ანუ ტკბობის
სარგებელს იღებენ. მათ მიერ მიღებული სარგებელი დადებითი გარეგანი ეფექტია, ვინაიდან ჰარის ის
სრულიადაც არ ჰქონდა მხედველობაში, როდესაც თავის გარაჟს ღებავდა.

მაგრამ გარეგანი უარყოფითი ეფექტების მთლიანად აცილება გამორიცხულია, რადგან ისევ ჰარის
შემთხვევაში წითლად შეღებილი გარაჟი შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს და ეს უკვე უაროფითი
გარეგანი ეფქტი იქნება.

შეიძლება, რომ ვინმემ გაგვაგებინოს ჩვენს უარყოფით ეფექტებზე ან დაგვემუქროს ან პოლიცია


მოგვადგეს ან რამე მსგავსი და ამის გამო გავითვალისწინოთ ჩვენი უარყოფითი გარეგანი ეფექტები,
მაგრამ მისი სრულად აღმოფხვრის ერთადერთი გზა ტოლერანტული და ალტურისტული სახელმწიფოს
ჩამოყალიბებაა.

ასევე მის აღმოსაფხვრელად გამოიყენება მოლაპარაკება, რაც გაცვლის ორმხრივ მომგებიანობას


იწვევს. მოლაპარაკებებს ყოველთვის მოაქვს დადებითი შედეგი, მაგრამ მათ საწარმოებლად
საჭიროა გარკვეული წესები და უფლებები. სწორედ აქ შეიძლება გახდეს საჭიროს სასამართლოს
ჩარევა, რათა დაიცვას მან რომელიმე კონკრეტული ადამიანის უფლებები, მათ შორის საკუთრების
უფლება. ამისდა მიუხედავად სასამართლო მხოლოდ და მხოლოდ არკვევს თუ ვის ეკუთვნის
საკუთრების უფლება, ხოლო სხვა სახის მოლაპარაკბებმა შეიძლება უბრალოდ შექმნან საკუთრების
უფლებები.

ზოგიერთ სიტუაციაში რთულია იმის გადაწყვეტა უნდა მიიღონ თუ არა კომპენსაცია ადამიანებმა,
რომლებზეც უარყოფითი გარეგანი ეფექტები მოქმედებს, რადგან რთულია სამართლიანი გამოსავლის
პოვნა.

როდესაც რაღაცა რადიკალურად ცვლის უარყოფით გარეგან ეფექტებს, ამ პრობლემის გადასაჭრელას


ხშირად საჭირო ხდება თუნდაც უკვე კანონების მიღება.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

როდესაც ახალ კანონმდებლობას იღებენ მხედველობაში უნდა მიიღონ მისი სამართლიანობა და ასევე
მისი ეფექტიანობა და ეს ორი შეიძლება ერთმანეთს დაუპირისპირდეს.

მაგალითად თუ ქალაქში არის სამი ქარხანა A, B და C და ქალაქის მერ გადაწყვეტს, რომ მათ მიერ
გამოშვებული დაბინძურება 45000 ერთეულს არ უნდა აღემატებოდეს, ამ დადგენილების მთელი
ტვირთი ყველაზე ეფექტურ სიტუაციაში მხოლოდ A და B ქარხნებს შეიძლება დააწვეს, რაც ალბათ
სამართლიანობის გრძნობას არ ტოვებს.

კიდევ
ერთი
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

მიდგომა, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ გარემოს დაბინძურების დაბეგვრაა ანუ


დაბინძურების ერთ ერთეულზე რაღაც თანხის დაწესება, რომელიც დამბინძურებელმა უნდა
გადაიხადოს. ეს მიდგომა შეიძლება უფრო ეფექტურად მივიჩნიოთ ვიდრე წინა მიდგომა, რადგან ამ
შემთხვევაში ქარხანას უჩნდება შესაძლებლობა თვითონ გადაწყვიტოს რა ურჩევნია: დანახარჯის
გაზრდა თუ დაბინძურების შემცირება ანუ იმის გადაწყვეტის შესაძლებლობა თუ რომელი შემთხვევაა
მისთვის უფრო მომგებიანი.

ეს შემთხვევაც ბევრმა შეიძლება არასამართლიანად მიიჩნიოს, რადგან გადასახადები მთლიანად


ღარიბ ადამიანებს ეკისრებათ, ხოლო მდიდარი ადამიანები იღებენ უფლებას, რომ ჩვეულებრივად
აწარმოონ პროდუქტი და დააბინძურონ გარემო. მაგრამ მოკლედ იმას ამბობს, რომ ეფექტიანობა
უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ვიდრე სამართლიანობა (☺).

არსებობს რამდენიმე ეკონომიკური აზროვნების პრინციპი, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს


დასმული საკითხი.

1. მოთხოვნა რომელიმე საქონელზე, არასოდესაა სრულად არაელასტიური, ისეთი საქონლის


შემთხვევაშიც კი, როგორიც ეს სუფთა ჰაერია. იმის გადაწყვეტისას, თუ რამდენი გვინდა,
მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ მეტის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუ
უარს ვიტყვით ჩვენთვის სასურველი სხვა საქონლის უფრო დიდ რაოდენობაზე.
2. ადამიანებს იმდენი თავისუფლება უნდა მივცეთ, რომ მათი პირადი შეთანხმების გზების არჩევა
გაუადვილდეთ. შესაბამისად ბრძანებისა და კონტროლის მეთოდი არ გამოდგება, მაგრამ
გამოდგება ფასების სისტემის გამოყენება, რადგან პირველი ზრდის ხარჯებს, მეორე კი
პირიქით ამცირებს მათ.
3. ყოველთვის უნდა ვითვალისწინებდეთ საკუთრების ურყევ უფლებას. ეს ამცირებს ტრანზაქციულ
დანახაჯებს, რადგან ადამიანებმა იციან რისი უფლება აქვთ და რისი არა, შესაბამისად უფრო
ეფექტურად თანამშრომლობენ.

(ამითი მთავრდება ჩემი და ჰეინეს წიგნის შეხება და ამაზე ბედნიერი ბოლო რამდენიმე თვეა არ
ვყოფილვარ <3333333)

ლექცია XIII (ბადრისთვის XII არ არსებობს როგორც ჩანს)


ბაზრები და მთავრობა. ეკონომიკური პროგრესი და სახელმწიფოს
როლი
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

ბასტია, „ის რაც ჩანს და ის, რაც არ ჩანს“ - „უნდა დაუჭიროს თუ არა
სახელმწიფომ მხარი ხელოვნებას?“
პირველი არგუმენტი, რომელიც ამ აზრის მხარდასაჭერად შეიძლება მოვიყვანოთ არის ის, რომ
ხელოვნება ამღლებს, ამდიდრებს და ჰარმონიაში მოჰყავს ეროვნული სული. დადებითად მოქმედებს,
ყოფაქცევაზე, კულტურაზე და ა.შ. სავარაუდოა, რომ მის გარეშე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი
ფრანგული კულტურა საერთოდ არ იარსებებდა.

მაგრამ ამ საკმაოდ მნიშვნელოვან არგუმენტებს შეიძლება დავუპირისპიროდ არანაკლებ


მნიშვნელოვანი არგუმენტები, მაგალითად უნდა დაბეგროს თუ არა სახელმწიფომ ხელოსანი, რომ
მხარი დაუჭიროს ხელოვანს და რამდენად სამართლიანია ეს?

ამის მერე ბასტიას მოჰყავს ლამარტინის არგუმენტი, რომელიც ამბობდა: „თუ მხარში აღარ
ამოუდგებით თეატრს, მაშინ სად შეჩერდებით? განა ასევე შეწყვეტთ კოლეჯების, მუზეუმების,
ინსტიტუტების და ბიბლიოთეკების მხარდაჭერას?“ ამას ბასტია უპირსპირებს შემდეგ არგუმენტს,
რომ თუ სახელმწიფო ვალდებულია ყველაფერ კარგს დაუჭიროს მხარი, მაშინ სად უნდა გაჩერდეს ის?
რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი მრეწველობას, სოფლის მეურნეობას და ა.შ.?

ბასტია მკაცრად ეწინააღმდეგება მთავრობის ნებისმიერი სახით ჩარევას ნებისმიერ სფეროში (ეს
ბეისიქლი ამის ნებისმიერ ესეში ესეა). ამასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეკონომისტებს
აბრალებენ იმას, რომ თუ რაღაცაში მთავრობის ჩარევას ეწინააღმდეგებიან, მაშინ თვითონ ამ
რაღაცას ეწინააღმდეგებიანო. მაგალითად, მე თუ ვეწინააღმდეგები განათლებაში სახელმწიფოს
ჩარევასო, თვითონ განათლებას ვეწინააღმდეგებიო. მაგრამ ამ აზრს მთელი ჩემი ძალებით ვგმობო.
ჩვენ, ეკონომისტებს, მიგვაჩნიაო, რომ სახელმწიფოს გარეშე უფრო კარგი და ეფექტური
ეკონომიკური სისტემა იარსებებსო.

ბასტია ლამარტინს პასუხობს, რომ თქვენთვის მხარის არდაჭერა განადგურებას გულისხმობსო, და


უბრალოდ იმას ფიქრობთ, რომ სახელმწიფოს გარეშე არაფერი იარსებებს ანუ ახლა ყველაფერი რაც
არსებობს, სახელმწიფოს წყალობით არსებობსო, მაგრამ ეგ არასწორი და არალიბერალური
შეხედულებააო.

ამ თემასთან დახაკვშირებით ბევრი არგუმენტის მოყვანა შეიძლება და ბსტიამ ყველას არ


განვიხილავო, მაგრამ ერთ მაგალითს, რომელიც ლამარტინის აზრით არსებობს, ვერაფრით ვერ
ავუვლი გვერდსო. ლამარტინი ამბობს, რომ თეატი 80 ათასამდე ადამიანს უზრუნველყფოს
სხვადასხვა სამსახურით და შესაბამისად შემოსავლით და პურის ფულით, და ეს ადამიანები
რომლებიც არიან მხატვრები, კალატოზები, დეკორატოები და ა.შ. იმსახურებენ სახელმწიფოს
დახმარებასო. ის თვლის, რომ მათი დახმარება 60 ათასი ფრნაკის პირდაპირ მუშების ჯიბეში
ჩადებაა, რაც მისი აზრით დადებითია.

ბასტია ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. პირველ რიგში, ეს 60 ათასი არასოდეს არ მიდის


პირდაპირ მუშახელის ჯიბეში და ისინი მხოლოდ მცირე ნაწილს იღებენო. მაგრამ თუნდაც დავუშვათ,
რომ ეს 60 ათასი მიდის პირდაპირ მუშახელის ჯიბეში, ეს იქნება ის რაც ჩანსო, ბატონმა ბასტიამ.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

მაგრამ საიდან ჩნდება ეს ფული არის ის, რაც არ ჩანსო. ის მოდის არა ხელისუფლებისგან, არამედ
გადასახადების გადამხდელებისგან და გადასახადების გადამხდელები კარგავენ შესაძლებლობას,
რომ ეს ფული თავიანთი თავისთვის მოიხმარონო. ბასტია ფიქრობს, რომ მსახიობებსა და ფერწერებს
უფრო მეტი დახმარება ხვდებათ ვიდრე მუშებს, მაგრამ ისინი უფრო ნაკლებს შრომობენ, ვიდრე
სხვები (☺ მერე იტყვიან სოციალიზმი არ უჭერს მხარს ხელოვნებასო ენივეი).

მოკლეთ თუ მედლის ერთ მხარეს ვხედავთ, რომ ვეხმარებით მსახიობებს და მხატვრებს, უნდა
დავინახოთ მედლის მეორე მხარეც, რომ შემოსავალს ვართმევთ გლეხებს და მრეწველებს. ანუ
უბრალოდ რესურსების გადადინება ხდება მუშათა კლასის ერთი ნაწილიდან, მეორე ნაწილში, რითაც
მუშათა კლასს აბსოლიტურად არაფერი ემატება და შესაბამისად უაზრობააო.

სთროუფი, გუორთნი, ნაწილი III: ეკონომიკური პროგრესი და


სახელმწიფოს როლი (გვ. 44-71) (ultimate სახელმწიფო აუცილებელი ბოროტებაა
ტექსტი)

თომას ჯეფერსონის წერილი ენდრიუ ჯექსონს:

„სახელმწიფო ხელს უწყობს მთელი ქვეყნის კეთიდღეობას, მაგრამ მისი გამოყენება საზოგადოების
ყველა ნაკლის გამოსასწორებლად არ შეიძლება.

გარკვეულ ჯგუფებს სახელწმიფოს მექანიზმისა და გადასახადების გამოყენებით, შეუძლიათ ხალხის


ანუ გადასახადების გადამხდელების გაძარცვა.

სახელმწიფოს შეუძლია განგებ შექმნას ბიუჯეტის დეფიციტი, არასწორად გადაანაწილოს სახსრები და


ა.შ. ყველაფერი ეს კი ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას და იწვევს რესურსების ტყუილუბრალო
ხარჯვას.

კარგ სახელმწიფოს მხოლოდ ის მოეთხოვება, რომ უზრუნველყოს, რომ ადამიანებმა ერთმანეთს


ზიანი არ მიაყენონ, ხოლო დანარჩენში სრული თავისუფლება მისცეს მათ.“

სახელმწიფოს ორი გზა აქვს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ადამიანების ერთობლივ საქმიანობას და
უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა:

ა) უზუნველყოს ადამიანების სიცოცხლის, თავისუფლებების და საკუთრების დაცვა, თუ ეს


უკანასკნელი მოპოვებულია ძალის, თაღლითობის ან ქურდობის გამოყენების გარეშე. ამას
სახელმწიფოს დამცველობითი ფუნქცია ეწოდება. ეს ფუნქცია გულისხმობს უსაფრთხოებისა და
წესრიგის შენარჩუნებას, ანუ გარკვეული კანონების შესრულებას, რომელიც უკავშირდება ქურდობას,
ზიანს და ა.შ. სახელმწიფო იტოვებს სრულ მონოპოლიას, რომ ადამიანებს ამ კანონების შესრულება
ძალით აიძულოს. თუ კანონები კარგად არის დაცული, მაშინ ადამიანებს უჩნდებათ სიმშვიდის
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

შეგრძნება, რომ თუ, მაგალითად, რამეში ინვესტიციას ჩადებენ, ამ ინვესტიციიდან მოგებას


აუცილებლად მიიღებენ. როდესაც სახელმწიფო თავს ვერ ართმევს დამცველობით ფუნქციას ჩნდება
პრობლემები საკუთრების კანონებთან და გადასახადებთან დაკავშირებით, რაც თავისთავად იწვევს
ადამიანების უნდობლობას და ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს.

ბ) მიაწოდოს მოსახლეობას ზოგიერთი სპეციფიკური ხასიათის სიკეთე, რომელთა მიღება ბაზრის


საშუალებით გაძნელებულია. ამას სახელმწიფოს საწარმოო ფუნქცია ეწოდება. ეს ფუნქცია
მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ადამიანები ეგრეთ წოდებული
საზოგადოებრივი სიკეთეებით, რომლებსაც ორი ნიშანი ახასიათებთ: 1. შეუძლებელია ისინი
მივაწოდოთ ერთს, თუ იმავე დროს სხვებისთვის მისაწვდომი არ გავხადეთ და 2. ძნელია, ზოგჯერ
შეუძლებელიც კი, რომ მომხმარებლების წრე მხოლოდ ფულის გადამხდელი ხალხით შემოიფარგლოს.
ეროვნული თავდაცვა, წყალდიდობის თავიდან აცილება, მწერების შემოტევასთან გამკლავება, ეს
ყველაფერი წარმოადგენს სახელმწიფოს კომპეტენციას, რადგან კერძო მეწარმეებს მათი შესრულება
ან არ შეუძლიათ, ან შესრულების შემთხვევაში მხოლოდ ერთი რომელიმე კონკრეტული ჯგუფის
სარგებლით ვერ შემოიფარგლებიან და ყველა ის უნდა ასარგებლონ, ვინც შეიძლება ფულსაც კი არ
უხდით. სახელმწიფოს რაიმე პროექტის ეფექტიანობა განისაზღვრება იმით, უჭერს თუ არა
უმრავლესობა ხმას, და რჩება თუ არა ყველა ამომრჩეველი მოგებული. შესაბამისად ხალხის
გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო პროექტებს კენჭი უნდა ეყაროს არა აბსოლიტური
უპირატესობით, არამედ კომპეტენეტური ადამიანების შემადგენლობით.

ადამიანების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობას, განსაკუთრებით დემოკრატიულად


არჩეულ მთავრობას, ევალება საზოგადოების ყველა ნაკლის გამოსწორება: ღარიბების დახმარება,
სამედიცინო მოხმარების გაუმჯობესება და ა.შ. (it’s almost like that’s absolutely mtavrobis
job you know) მაგრამ ეს მოსაზრება ორი რამის გამო არის არასწორი: 1. მთავრობა ყოველთვის
საზოგადოების ინტერესის დასაცავად არ მოქმედებს, 2. სადაც საბაზრო ეკონომიკა არ იძლევა კარგ
შედეგს, იქ შეიძლება კარგი შედეგი ვერც მთავრობის ჩარევამ მოგვცეს. მოკლედ დემოკრატიული
არჩევნები და კარგი ეკონომიკური პოლიტიკა ერთმანეთს არ უკავშირდებაო, პირიქით შეიძლება,
რომ დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ თავისუფალი ბაზარი საერთოდ არ ჩამოაყალიბოსო და
არა დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ პირიქით საკმაოდ ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა
გაატაროსო. (კარგ ეკონომიკურ პოლიტიკაში საბაზრო ეკონომიკა იგულისხმება)

უნდა გვესმოდეს განსხვავებები პოლიტიკურ დემოკრატიას და საბაზრო ეკონომიკას შორის.


პირველის შემთხვევაში დემოკრატიული მთავრობა გადასახადებს აკისრებს ყველას, განურჩევლად
იმისა წარმოადგენენ თუ არა უმრავლესობას, ამ გადასახადების შედეგი ზოგისთვის შეიძლება უფრო
ფასეული იყოს, ვიდრე გადასახადებში გადახდილი ფული, ზოგისთვის კი პირიქით საერთოდ არ იყოს
ფასეული. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ადამიანებს ეძლევად საშუალება, რომ თვითონ აირჩიონ
თუ რა არის მათთვის უფრო სარგებლიანი და რაში გადაიხდიან ფულს. ამის კარგი მაგალითია
სასკოლო განათლება. მაგალითად, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ სკოლებში შემოიღოს
რელიგიური განათლება, უმცირესობას ამის მხარდაჭერა მოუწევს მოსწონს თუ არა ეს ფაქტი, მაგრამ
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

საბაზრო ეკონომიკის პირობებში მშობელს ექნება შესაძლებლობა, რომ თავისი ბავშვი მიიყვანოს
კერძო სკოლაში, რომელშიც სხვანაირი განათლების სისტემაა და არა საჯარო სკოლაში, რომელშიც
სახელმწიფო რელიგიურ განათლებას აძლევს ბავშვებს.

პოლიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ გადასახადები სახელმწიფო ძალაუფლების ხარჯია. ნებისმიერი


პროდუქტის ხარჯი არის ის, რაზეც უარის თქმა გვიხდება ამ პროდუქტის შესაძენად. არსებობს სამი
სახის ხარჯი, რომელიც წარმოიქმნება, როცა სახელმწიფო სხვადასხვა სიკეთითა და მომსახურებით
უზრუნველყოფს თავის მოქალაქეებს.

1. კერძო სექტორში იმ პროდუქციის დანაკარგი, რომელიც შეიძლებოდა დამზადებულიყო


სახელმწიფო სექტორში დახარჯული რესურსებისგან. ყველა რესურსს, რომელსაც
სახელმწიფო იყენებს სხვა გამოყენების სფეროც აქვს და ამ სხვა გამოყენების სფეროში ისინი
შეიძლებოდა უფრო ეფექტურად დახარჯულიყო. ამ ხარჯების შემცირება შესაძლებელია
მხოლოდ სახელმწიფოს ხარჯების შეზღუდვით.
2. საკმაოდ ბევრი ხარჯია საჭირო გადასახადების ასაკრეფად და საგადასახადო
კანონმდებლობის შესრულების უზრუნველსაყოფად: დასაბეგრი შემოსავლის
დაანგარიშება-გაკონტროლება, საგადასახადო კანონების კონტროლი და ა.შ. ეს რესურსები
ფაქტობრივად ხელმიუწვდომელი რჩება ყველასთვის.
3. დაბეგვრის შედეგად არამომგებიანი ხდება და ამიტომ აღარ ხოციელდება გრიგებები,
რომლებიც ადრე ურთიერთსარგებლიანი იყო.

პოლიტიკოსები ხშირად იტყუებიან იმის შესახებ, თუ რამდენი ფული იხარჯება მათი პროექტებში
რეალურად. ასევე ხშირია გადასახადების ბიზნესზე გადაბრალება, მაგრამ ამ ბიზნესზე
გადაბრალებულ გადასახადებსაც ჩვეულებრივი მომხმარებლები იხდიან.

დემოკრატიულად არჩეულმა მთავრობამ შეიძლება გადაწყვიტოს მხარი დაუჭიროს რაღაც პატარა


ჯგუფის ეკონომიკურ ინტერესებს, რაც ზოგადად ეკონომიკისთვის და რიგითი მოქალაქეებისთვის
საზიანო იქნება. რთული მისახვედრი არ არის, რატომ აწყობთ სახელმწიფოებს ამ მცირე ჯგუფების
მხარდაჭერა, რადგან მომავალში სწორედ ეს ჯგუფები წარმოადგენენ არჩევნების პერიოდში ან მათ
ამომრჩეველ ან დამფინანსებელ ძალებს.

რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფომ ბიუჯეტის დეფიციტი სპეციალურად შეიძლება წარმოქმნას.
ბიუჯეტური დეფიციტი არის ის შემთხვევა როდესაც სახელმწიფოს ფული არ აქვს და ვალს იღებს, ეს
შეიძლება იყოს შიდა ვალი ან გარე ვალი. გარე ვალის შემთხვევაში სახელმწიფო ყველაფერს ისევ ისე
აკეთებს უბრალოდ ამ ყველაფერში დახარჯულ ფულს მომავალ თაობებს უტოვებს გადასახდელად. თუ
ის შიდა ვალია, მაშინ ხალხზე დაკისრებული ბეგარა ისევ იზრდება. მოკლედ ყველა შემთხვევაში
მომავალი თაობისთვის დატოვებული კაპიტალი არის უფრო მცირე ვიდრე სხვა შემთხვევაში.

მეტიმეტად დიდი ვალი ყოველთვის და ყველგან ფინანსურ კრახს იწვევს, რადგან თუ გადასახადების
დიდი ნაწილი ხმარდება ვალის დაფარვას და არა რაიმე სარგებლის მიღებას შეიძლება ადამიანების
დიდმა ნაწილმა ამ გადასახადების გადახდა აღარ ისურვოს. დეფიციტის ხელოვნური შექმნით
პოლიტიკოსები ამომრჩევეს ასიამოვნებენ, მალავენ ხარჯებს და მათ მომავლისთვის გადადებენ.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

გადასახადების ზრდაც სხვათა შორის არ ამცირებს ბიუჯეტის დეფიციტს, რადგან გაზრდილი


შემოსავალი პოლიტიკოსებს კიდევ უფრო დიდ სურვილს უჩენს, რომ უფრო მეტი ისეთი პროექტი
გაიტანონ და წამოიწყონ, რომელიც მათ ამომრჩევლებს ასიამოვნებს.

თუ დეფიციტის მართლა აღმოფხვრა გვინდა უნდა მივიღოთ ისეთი კანონები, რომლებიც ხელს
შეუშლის პოლიტიკოსებს დახარჯონ იმაზე მეტი, რისი შეგროვებაც გადასახადებით შეუძლიათ. აუ
მოკლედ პოლიტიკოსები თუ არ ვაკონტროლეთ ყოველთვის მოგვატყუებენო.

არსებობს ორი ხერხი, რომლითაც ადამიანებს საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესება შეუძლიათ:


მუშაობა და ძარცვა. პირველ შემთხვევაში ადამიანი თვითონ ამზადებს პროდუქტს და შემდეგ ცვლის
მას, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას და ზოგადი კეთილდღეობის ზრდას. მეორე
შემთხვევაში ერთი ადამიანი მიითვისებს მეორეს მიერ შექმნილ სიკეთეს, ეს არ ზრდის ზოგად
კეთილდღეობას, რადგან ერთი ადამიანის მოგება მეორეს წაგებას ნიშნავს. ეგ კი არა შეიძლება
საერთოდ შემცირდეს, რადგან რესურსები იხარჯება გადანაწილებაზეც კი. სწორედ შეუზღუდავი
დემოკრატიის ფარგლებში მთავრობაში ყოველთვის ხდება ის, რომ საარჩევნო ხმების მისაღებას
მხარს უჭერენ „ქურდებს“. (ამ კაცს მგონი ნორმალური მთავრობის მნიშვნელობა არ ესმის)

შემოსავლების გადანაწილების დანახარჯები ბევრად აღემატება მათ მოგებას, ვისთვისაც


გადანაწილებული სახსრებია განკუთვნილი.

ბევრ ქვეყანაში არსებობს სოციალური დახმარების პროგრამები, რომლების მიზანიც არის ის, რომ
გადასახადების გადამხდელების ფულით დაეხმარონ გაჭირვებულ ადამიანებს, რათა სრულიად
აღმოიფხვრას სიღარიბე. ამისდა მიუხედავად კვლევების მიხედვით ამ პროგრამებით სიღარიბე
საერთოდ არ აღმოიფხვრება.

ამის მიზეზი არის ის, რომ ძნელია შემოსავლის გადანაწილება გაჭირვებულთა სასარგებლოდ ისე,
რომ მათი კეთილდღეობა ხანგრძლივი პერსპექტივით გაუმჯობესდეს. შემოსავლების გადანაწილების
ეფექტიანობას სამი ძირითადი ფაქტორი აქვეითებს:

1. გადანაწილების გაფართოება ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას. ეროვნული შემოსავალი არის


ფული, რომელსაც ადამიანები თვითონ აწარმოებენ, თუ ვიღაცას გადასახადებით ბევრს
ართმევს სახელმწიფო, იმ ადამიანს აღარ აქვს სურვილი, რომ უფრო მეტი ფული გამოიმუშაოს,
ხოლო ადამიანი, რომელსაც ეხმარება ისედაც არ გამოიმუშავებს ფულს და საერთო ჯამში
იკლებს ყველა მოქალაქის მატერიალური კეთილდღეობა.
2. ტრანსფერებისთვის ბრძოლამ შეიძლება საგრძნობლად შეამციროს მათ მიმღებთა საერთო
სარგებელი. სახელმწიფო ადგენს კრიტერიუმებს, რომ დაადგინოს ვის დაეხმაროს და ვის არა.
ეს კრიტერიუმები ცვლის ადამიანების დამოკიდებულებას და რაღაც ნაწილმა შეიძლება ძალით
სცადოს რომ მოერგოს ამ კრიტერიუმებს და მიიღოს დახმარება მაშინ, როდესაც შეიძლება
საერთოდ არ სჭირდება.
3. პროგრამები, რომლებიც უნდა იცავდნენ ტრანსფერების პოტენციურ მიმღებთ არაგონივრული
გადაწყვეტილებებით გამოწვეული გასაჭირისგან, პირიქით კიდევ უფრო აქეზებს ისეთი
გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ზრდის გაჭირვებული სიტუაციების ალბათობას.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

მაგალითად, თუ სახელმწიფო ეხმარება წყალდიდობით დაზარალებულებს, ეს ამცირებს


დაზარალებულთა დანაკარგს, მაგრამ ასევე აქეზებს ადამიანებს, რომ დახმარების მიღების
იმედით სახლები ააშენონ წყალდიდობის მხრის საშიშ რაიონებში.

მოკლედ ეს დახმარების პროგრამები არასოდეს არ ამართლებსო ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების და


პლიუს იმის გამო, რომ ადამიანებს დროის განმავლობაში ეცვლებათ ქცევები და სტიმულები, ამიტომ
რაც შეიძლება ამართლებდეს მცირე პერიოდში, იმან შეიძლება ვერ გაამართლოს გრძელვადიან
პერიოდში.

ასევე არ ამართლებს პოლიტიკოსების მიერ სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობების დაგეგმვა ანუ


ცენტრალიზებული დაგეგმვა და ამის ოთხი მიზეზი არსებობს:

1. ის უბრალოდ ჩაანაცვლებს ბაზარს პოლიტიკით. როდესაც სახელმწიფო ერევა ბაზრის


დაგეგმვაში ბაზარზე გავლენას ახდენს პოლიტიკური მოტივებიც.
2. ინვესტორები, რომლებიც რისკს ეწევიან საკუთარი ფულით, უფრო სწორ გადაწყვეტილებებს
მიიღებენ, ვიდრე ცენტრალური საგეგმო ორგანოები, რომლებიც გადასახადების
გადამხდელთა ფულს განაგებენ. ეს იმის გამო ხდება, რომ ინვესტორის მიერ სწორი
გადაწყვეტილების მიღება პირდაპირ არის დაკავშირებული მის პირად სარგებელთან, ხოლო
დამგეგმავის შემთხვევაში ეს ასე არ არის.
3. ცენტრალური საგეგმო ორგანოები მცდარი ინფორმაციის საზრდოობენ. საწარმოები
პოლიტიკოსებს მიაწვდიან მცდარ ინფორმაციას დახმარების მისაღებად.
4. არ არსებობს გონივრული სახელმწიფო გეგმის შესამუშავებლად საჭირო ინფორმაციის
მოპოვების საშუალება. არცერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია ეფექტურად ფეხი აუწყოს იმ
ცვლილებებს, რაც რესურსებში თითქმის ყოველდღიურად ხდება და შესაბამისად ვერ შეძლებს
ამ ინფორმაციის შეგროვებას. მაგრამ ამ ყველაფრის გათვალისწინება ეფექტურად შეუძლია
თურმე ბაზარს.

ყველა თანხმდება იმაზე, რომ კონკურენცია ეკონომიკაში ბევრი რაღაცის მისაღწევადაა საჭირო
მაგალითად უკეთესი სერვისის ან რაიმე მსგავსის. მაგრამ სახელმწიფოებს შორის კონკურენციაზე
იგივეს ბევრი არ აღიარებს. კერძო სექტორში წარმატება წარუმატებლობა განისაზღვრება იმით აქვთ
თუ არა მოგება და გაკოტრდნენ თუ არა. სახელმწიფო სექტორში მსგავსი ინდიკატორები არ
არსებობს, შესაბამისად მარტივი ხდება სახელმწიფოებისთვის საკუთარი წარუმატებლობის დამალვა.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწფიო სექტორს კერძო სექტორი უპირისპირდებოდეს, რათა
სახელმწიფო სექტორს გაუმჯობესების სტიმული ჰქონდეს. კარგია იგივე მიზეზის გამო ადგილობრივ
მთავრობებსა და ადმინისტრაციებს შორის კონკურენცია.

კონტიტუციური ნორმები უნდა უზრუნველყოფდეს დემოკრატიის და მძლავრი ეკონომიკის ჰარმონიულ


შერწყმას.
თათია ტაწიანი ჯანგულაშვილი

დემოკრატია მაინცდამაინც კარგ ეკონომიკურ სისტემას არ უზრუნველყოფს. კარგ ეკონომიკურ


სისტემას უზრუნველყოფს სახელმწიფოს მოღვაწეობის სფეროს შეზღუდვდა და მისი
დამოკიდებულების მიუკერძოებლობა.

ერთადერთი გამოსავალი მაღალი გადასახადებისა და პოლიტიზირებული ეკონომიკის წინააღმდეგ


კონსტიტუციური ნორმების შემოღებაა, რომლებიც თავიდან აგვაცილებს დემოკრატიის
ნაკლოვანებებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ პროგრესს.

I guess სულ ეს იყო მთელი ეკონომიკის კურსი, გილოცავთ ამ ტანჯვის


თავიდან მოცილებას, წარმატებები ყველას and may the odds be ever in
your favor!!! <3

You might also like