You are on page 1of 4

მემარჯვენეები:

მემარჯვენეები, რა თქმა უნდა, კერძო კომპანიის, სეფორას მხარეს დაუჭერდნენ,


ვინაიდან დაირღვა მისი, კერძო მწარმოებლის უფლებები და ასევე მთავრობა უხეშად
ჩაერია მომუშავეთა საქმიანობაშიც, ხოლო მომარჯვენეები ეწინააღმდეგებიან
ბიზნესში მთავრობის ნებისმიერ ჩარევას.

მთავარი არგუმენტი, რაც მემარჯვენეებს შეიძლება გააჩნდეთ, არის მთავრობის, როგორც


მესამე პირის ჩარევა ორი მხარის ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, დამსაქმებელს და
დასაქმებულს შორის ურთიერთობა ორი კერძო მხარის ურთიერთობაა, ხოლო ის
შეთანხმება, რომელსაც ისინი დამოუკიდებლად, მესამე მხარის ჩარევის გარეშე მიაღწევენ ,
იქნება საუკეთესო იმ თვალსაზრისით, რომ ორივე მხარის პოზიციები გათვალისწინებული
იქნება იმდენად, რამდენადაც ეს მათაც აწყობთ და მეორე მხარისთვისაც მისაღებია . ანუ
შექმნილია რაღაც წონასწორობა, რომლის დროსაც, ორივე მხარის მიერ მიღებული
სარგებლების ჯამი მაქსიმალურია. როგორც კი ნებისმიერი მესამე ძალა ჩაერთვება ამ
პროცესებში და დაიწყებს წინა ორს შორის შეთანხმების ,,მოწესრიგებას ’’, ეს სარგებელთა
ჯამი აუცილებლად მცირდება. ზოგ შემთხვევაში მომხმარებელი ან დამსაქმებელი
მთავრობის რეგულაციების შედეგად უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდებიან , თუმცა , სარგებელთა
ჯამი მაინც მცირდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დროებითი მოგების მიუხედავად , ეს
რეგულაცია საბოლოოდ ორივე მხარეს აზარალებს. ზუსტად ამას ვხვდებით სეფორას
მაგალითშიც: რეგულაციამ, რომელსაც წესით დასაქმებულთა უფლებები უნდა დაეცვა,
დამსაქმებლებთან ერთად მათაც შეუქმნა პრობლემები. თუ ადამიანი თანახმაა, იმუშაოს
ღამის საათებში, ნიშნავს იმას, რომ მისთვის დროის გამოყენება ასე უფრო პროდუქტიულია ,
ვიდრე სახლში ჯდომა და დროის ოჯახთან გატარება. კომპანია ვერ იზამს იმას, რომ
თანამშრომლებს უფრო ნაკლებ დროში იგივე ანაზღაურება მისცეს, ხოლო ეს რეგულაციები
ხელფასის ან სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს. სეფორას შემთხვევაში ,
შეზღუდვამ 58 ადამიანს სამუშაო ადგილი წაართვა, რადგან ეს ადამიანები ღამის ცვლაში
მუშაობდნენ. ანუ, ამ რეგულაციამ, პირიქით, შეზღუდა დასაქმებულთა უფლებები . ბოლოს
საქმე იქამდეც მივიდა, რომ თვითონ თანამშრომლებმა მოაწერეს რეგულაციების
წინააღმდეგ პეტიციას ხელი.

სეფორა არის კერძო კომპანია, მოგებაზე ორიენტირებული. როცა სახელმწიფო მას


რეგულაციას უწესებს, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში პროდუქციის გაყიდვას ვერ
შეძლებს, ეს კომპანიის უფლებების შეზღუდვაა. როგორც სეფორა აცხადებს, ბიზნესის 20%-ს
სწორედ 9 საათის შემდეგ აკეთებს. კომპანიის ეკონომიკური ზარალი, რა თქმა უნდა, ძალიან
დიდია.

ეკონომიკურ ფაქტორს თუ გავყვებით (რაც, ჩემი აზრით, მოცემულ საქმეში ყველაზე


მნიშვნელოვანია) გარდა იმისა, რომ კონკრეტულად დამსაქმებელს და დასაქმებულს
აზარალებს ეს რეგულაცია, ზოგადად სახელმწიფოს ეკონომიკაზეც უარყოფითი გავლენა
აქვს. ქეისის აღწერაშიც კარგად ჩანს, რომ სეფორა და სხვა მსგავსი დაწესებულებები
მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებს წარმოადგენდნენ, ხოლო თუ ტურისტებს მათით
სარგებლობა გარკვეულწილად შეეზღუდებათ, ეს ეკონომიკაზე უარყოფითად არა მხოლოდ
იმიტომ აისახება, რომ დროის იმ კონკრეტულ მომენტში ვერ გადაიხდიან პროდუქტში
თანხას, არამედ იმიტომაც, რომ ზოგადად შემცირდება ტურისტებისთვის მიმზდიველობა .

საინტერესოა, რომ ეს შეზღუდვა განსხვავდება სამუშაო დროის ლიმიტისგან. სამუშაო დროის


ლიმიტი გულისხმობს, რომ კონკრეტულმა ადამიანმა გარკვეული რაოდენობის საათზე მეტი
არ უნდა იმუშაოვოს, ხოლო ამ ქეისში მოყვანილი რეგულაცია ზღუდავს საწარმოს იმით, რომ
არათუ თანამშრომლები არ ამუშაოს გარკვეულ დროზე დიდხანს, არამედ საერთოდ
დაიხუროს. სამუშაო დროის ლიმიტის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა , დასაქმებელს
უფრო მეტი რაოდენობის პერსონალი აეყვანა ნაკლები სამუშაო დროებით , ახლა კი მათ
უწევთ საერთოდ არ იმუშაონ. როგორც აღვნიშნე, ეს ყველაფერი ეკონომიკურ ზარალს
აყენებს მწარმოებელსაც და სამუშაო ადგილებსაც აქრობს.

ასევე ცოტა გაუგებარია რეგულაციების მიზეზი. მთავრობა მიზეზად ასახელებს , რომ


დასაქმებულებმა კონკრეტული დრო ოჯახთან უნდა გაატარონ. ეს ერთი შეხედვით
კეთილშობილი მიზანი სინამდვილეში საერთოდ არაა ისეთი კეთილი, როგორიც
ზედაპირულად ჩანს. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ეს მთავრობისგან ადამიანის
ცხოვრების რეგულირებად და მის თავისუფლებაში უხეშად ჩარევად შეგვიძლია აღვიქვათ .
ჩნდება კითხვა, რატომ უნდა გადაუწყვიტოს მთავრობამ ადამიანებს, დროს სად გაატარებენ .
ღრმად თუ ჩავეძიებით ამ პრობლემას, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევამდე
შეიძლება მივიდეთ. სწორედ ამიტომ, ჯობია ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ , ღამის
საათებში იმუშავონ თუ არა, ხოლო თუ პირობები არ მოსწონთ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ
დატოვონ სამსახური.

მემარჯვენეები ნაკლებად უჭერენ მხარს ,,მზრუნველ’’ მთავრობას, ანუ ისეთ მთავრობას,


რომელიც ადამიანს ანიჭებს ეგრეთ წოდებულ პოზიტიურ თავისუფლებას და მის მაგივრად
თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს. საინტერესოა, თუ საფრანგეთის მთავრობა ასეთი
,,მზრუნველია’’, რატომ არ ზრუნავს ის იმ ადამიანების უფლებებზე, რომლებიც ამ მაღაზიაში
წასასვლელად მხოლოდ ღამის სააღებში იცლიან?? იმათ არ სჭირდებათ უფლებების დაცვა
და მომხმარებელთა კავშირები? მგონი, მემარცხენე ლოგიკა ჩიხში შედის. ხოლო,
მემარჯვენეთა აზრით, არა, არ სჭირდებათ, და არც არაფრისმომცემი რეგულაციებია საჭირო .

მემარცხენეები:

მემარჯვენეებისგან განსხვავებით, მემარცხენეები ამ კანონის მომხრეები არიან . საერთოდ ამ


რეგულაციის შემოღება პროფკავშირების მოთხოვნა იყო, პროფავშირის არსებობა კი
ზოგადად მემარცხენე იდეოლოგიის ფენომენია. ზოგადად მემარცხენეები წინ აყენებენ
დასაქმებულთა უფლებას და დამსაქმებლებს, ამ შემთხვევაში , კომპანია სეფორას, მოგებაზე
ორიენტირებულ, ნეგატიურ სუბიექტად აღიქვამენ, რომელიც, თუ შესაძლებლობა მიეცემა ,
მაქსიმალურად მოახდენს თანამშრომელთა ექსპლუატაციას. სწორედ ამიტომ თვლიან, რომ
აუცილებელია, სახელმწიფომ გარკვეულად შეუზღუდოს კომპანიას საქმიანობა , რათა მისი
თანამშრომლები უსამართლობის მსხვერპლნი არ გახდნენ.

პროფკავშირების მთავარი არგუმენტი ამ რეგულაციების სასარგებლოდ არის ის , რომ


დასაქმებულმა ადამიანებმა უნდა შეძლონ ღამის საათებში დროის თავისუფლად , ოჯახთან
ერთად გატარება. რა თქმა უნდა, ხაზგასმულია ის, რომ პრიორიტეტულია ოჯახთან ყოფნა ,
თუმცა თავისუფლად გატარებაში მხოლოდ ეს არ იგულისხმება, აქ მოიაზრება ნებისმიერი
ქმედება, რომელიც ადამიანის განტვირთვისთვისაა საჭირო. ვინაიდან მემარხენეების აზრით
სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს თავისი მოქალაქეების სულიერ და მენტალურ
ჯანმრთელობაზე, ასეთი რეგულაციის შექმნა მსგავს კომპანიებში დასაქმებული
ადამიანებისთვის ერთგვარი ტვირთის შემსუბუქება იქნება. როცა ადამიანი მთელ ღამეს
მუშაობაში არ ატარებს და დასვენების შესაძლებლობა აქვს, ის უფრო კარგად იგრძნობს
თავს და, როგორც პროფკავშირები აღნიშნავენ, ქვეყნის social fabric აღარ დაზარალდება.

გარდა იმისა, რომ განტვირთვის დრო ექნებათ, ეს რეგულაცია დასაქმებული ადამიანების


ფსიქოლოგიურ მდგომარეობას სხვა გზითაც გააუმჯობესებს: როცა სამუშაო დროის
შეზღუდვა არ არსებობს, ადამიანს გონებაში აქვს გამჯდარი, რომ რაც უფრო მეტს იმუშავებს,
უფრო გაუმჯობესდება მისი ფინანსური მდგომაროება. ამის გამო ისინი ცდილობენ, აკეთონ
იმაზე მეტი, ვიდრე შეუძლიათ, ხოლო როცა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აღწევენ,
ეს არა მხოლოდ ინტენსიური შრომით სტრესავს ხალხს, არამედ განიცდიან იმასაც , რომ
უფრო მეტის კეთება არ შეუძლიათ. რა თქმა უნდა, ინდივიდების სტრესი უკვე ნეგატიური
მოვლენაა, ხოლო ასევე ეს დაგროვილი სტრესი ბოლოს საზოგადოებაზეც აისახება.

ის, რომ რეგულაციები დასაქმებულებს ნაკლებად სტრესულ მდგომარეობაში აყენებს ,


თვითონ კომპანიისთვისაც მომგებიანია. როცა ადამიანი არაა გადაღლილი , მეტ დროს
უთმობს საკუთარ თავს, არ არის მუდმივ სტრესში, იგი უფრო პროდუქტიული ხდება. როცა
ადამიანს მთელი დღე და ღამე მუშაობა უწევს, იგი თანდათან სამუშაოს მიმართ ნეგატიურად
ეწყობა და კარგავს მოტივაციას, ხოლო როცა განტვირთვის და ცხოვრებაში სხვა
აქტივობებით დაკავების დრო რჩება, მას ემატება მოტივაციაც და ასევე არ არის ნეგატიურად
განწყობილი სამსახურის მიმართ. ასე მოტივირებული თანამშრომლები უფრო
პროდუქტიულები ხდებიან, მაგალითად, სეფორას თანამშრომლებს, როგორც მომსახურების
სფეროს წარმომადგენლებს, საქმისადმი სიყვარული და, შესაბამისად, პორფესიონალიზმი
მოემატებათ და კომპანია უფრო მიმზიდველი გახდება, რაც, რა თქმა უნდა, კომპანიის
ფინანსებზეც აისახება. ეს პროცესი ეკონომიკურად დასაქმებულებისთვისაც მომგებიანია ,
რადგან როცა დამსაქმებლის შემოსავალი იზრდება, თანაც თანამშრომელთა
პროფესიონალიზმის წყალობით, მეტად სავრაუდოა, რომ კომპანია ხელფასებს გაზრდის .

You might also like