You are on page 1of 3

ბიზნესის სუბიექტები და ობიექტები

ნებისმიერ ბიზნესში მონაწილეობენ გარკვეული სუბიექტები და ობიექტები.


ბიზნესის ობიექტს წარმოადგენს ის სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობა, რომესაც
ეწევა ბიზნესმები. მას შეუძია განახორვიელოს სამეურნეო საქმიანობის ნებისმიერი
სახეობა, რომელიც არა კანონით აკრძალული.მაგალითად: კომერციული
შუამავლობა, საკონსულტაციო და სხვა საქმიანობა, ფასიან ქაღალდებთან
დაკავშირებული ოპერაციები.

ბიზნესის ზოგიერთი სახეობის განხორციელებისთვის საჭიროა ნებართვა ან


ლიცენზია. ნებარათვა არის განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით ქმედების
განხორციელების უფელბა. ლიცენზია არის სახელმწიფო ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ, ფიზიკური და იურიდიული პირისთვის მინიჭებული
განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.

ფართო გაგებით სამეწარმეო საქმიანობის ობიექტებს წარმოადგენს ყველაფერი


რასაც შეუძლია მოგების მოტანა, ეს არის ქონება, საქონელი,ფული და ფასიანი
ქაღალდები.

განასხვავებენ უძრავ და მოძრავ ქონებას. უძრავ ქონებას განეკუთვნება ის


ობიექტები, რომელთ გადაადგილება შეუძლებელია მათთვის ზიანის მიყენების
გარეშე ან საერთოდა რ გადაადგილდებიან, ხოლო მოძრავ ქონებას განეკუთვდნება
ყველაფერი ის, რაც არ მიეკუთვნება უძრავ ქონებას.

სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტებს წარმოადგენს სპირები, რომლებსაც


შეუძლიათ მოცემული საქმიანობის განხორციელება. ბიძნესის სუბიექტები იყოფიან
ფიზიკურ და იურიდიულ პირებად. ფიზიკური პირი არის მოკალქე, რომელიც
ხასიათდება უფლებაუნარიანობით დაქმედითიუნარიანობით. იურჯიდიული პირი
არის ორგანიზაცია, ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც სკუთრებაში სამეურნეო
განკარგვაში გააჩნია გამოცალკევებული ქონება და ამ ქონებით პასუხობს თავის
ვალდებულებებს.

ბიზნეს საქმიანობაში მონაწილეობენ აქტიური და პასიური სუბიექტები. ბიზნესში


პასიური მხარეა შენიბები, ნაგებობები, მასალები და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ
პასიურია ყოველივე ის, რმომელიც ადამიანის ზემოქმედების შედეგად გამოიყენება
ან გარდაიქმნება წარმოების პროცესშ. ბიზნესის აქტიური სუბიექტია ბიზნესმენი,
რომელსაც ეკისრება ბიზნეს-საქმიანობის ხელმძღვანელობა და მართვა.
ბიზნესში მონაწილე სუბიექტების კლასიფიკაცია ხდება მათი ფუნქციონალური
სპეციალიზაციის ნიშნების მიხედვით: მეწარმეები, ინდივიდუალური და
კოლექტიური მომხმარებელი, მომუშავეები,სახელმწიფო და რეგიონული მართვის
ორგანოები, საერთაშორისო და ეროვნულ საზოგადოებრივი ორგანიზაციები,
არაკომერციული ორგანიზაციები.

ბიზნესში მონაწილე სუბიექტების სტრუქტურა სქემატურად შეიძლება


წარმოვადგინოთ შემდეგნაირად:

მეწარმეები
დაქირავებული მიშაკები
მომხმარებლები
ბიზნესის სახელმწიფო და რეგიონული მართვის ორგანოები
სუბიექტები საერთშორისო ორგანიზაციები
არაკომერციული ორგანიზაციები

მეწარმეები ისინი ვინც ახორციელებენ ინიციატივიან


საქმიანობას თავისი რისკით და თავისი იურიდიული და ეკონომიკური
პასუხისმგებლობით. ასეთი საქმიანობა შეიძლება განახორციელოს როგორც
ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა, ასევე მეწარმეთ გაერთიანებებმა და
სამეწარმეო ასოციაციებმა.

ინდივიდუალიური და კოლექტიური მომხმარებლები ისინი ვინც მოიხმარს


ბიზნესის მიერ შექმნილ საქონელს და მომსახურებას. მათ რიცხვში შედის აგრეთვე
მომხმარებელთა კავშირები და ასოციაციები.მომხმარებლის გარეშე ბიზნესი კარგავს
თავის მიზანს.

მომუშავეები ისინი ვინც ეწევსა შრომით საქმიანობას ქირავნობის ან სხვცა ტიპის


გარიგების საფუძველზე. მათ რიცხვს განეკუთვნება აგრეთვე სხვადასხვა
დარგობრივი და გაერთიანებული პროფესიული კავშირები.
სახელმწიფო და რეგიონული მარტვის ორგანოები ისინი, ვინც მეწარმეებს აძლევს
სახელისუფლრებო დაკვეთს, გასსაზღვრავს ტარიგებს, აწესებს გადასახადებს, საბაჟ
რეჟიმებს და ა.შ.

საერთშორისო და ეროვნული ორგანიზაციები ისინი, ვინც ამ ორგანიზაციების


მეშევეობით ხეწლს უწყობენ ბიზნესის განვითრებას, იღებენ ამმ კუთხით
დირექტიულ გადაწყვეტილებებს ან გამოდიან საქონსილ და მომსახურების
მყიდველის როლში.

არაკომერციული ორგანიზაციები ისინი, ვინც არ ითვალისწინებს მოგების მიღებას,


მაგრამ მონაწილეობენ კომერციულ ურთიერთობებში. მართალია ისინი სუფთ
მოგებაზე არ არიან ორიენტირებულნი, მაგრამ მათი მეშვეობით ხდება სხვადასხვა
სამუშაოების შესრულება.

ბიზნესში მონაწილე სუბიექტების ზემოთმოყვანილი კლასიფიკაცია გაფარტოებულ


ხასიათს ატარებს და იგი დამახასიათბელია პრაგმატული კონცეფციისათვის.

You might also like