You are on page 1of 12

ივ.

ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


Ivane Javakhishvili Tbilisi State University

სასწავლო კურსის (მოდულის) სილაბუსი

ფაკულტეტი იურიდიული ფაკულტეტი


საგანმანათლებლო პროგრამა სამართალი
უმაღლესი განათლების
ბაკალავრიატი
საფეხური

საქართველოს საკონსტიტუციო (სახელმწიფო მოწყობის) სამართალი


სასწავლო კურსის სახელწოდება
Constitutional (state arrangement) law of Georgia

სასწავლო კურსის სტატუსი სავალდებული სასწავლო კურსი

სახელი, გვარი ვასილ გონაშვილი


სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი
სასწავლო კურსის თანამდებობა ასოცირებული პროფესორი
განმახორციელებელი საკონტაქტო ტელ. 5 77 78 74 71
E-mail vasil.gonashvili@tsu.ge
კონსულტაციის დღე: ფაკულტეტის დეკანის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად

სასწავლო კურსის კოდი

სწავლების ენა ქართული

წინაპირობები სასწავლო კურსი - შესავალი საკონსტიტუციო სამართალში

კრედიტი (ECTS) 5
საათები (1 კრედიტი = 25 სთ) 125
საკონტაქტო საათები, მ.შ 55
სტუდენტის სასწავლო
დატვირთვა ლექცია 26 სთ.
სემინარი 24 სთ.
შუალედური და დასკვნითი გამოცდები 5 სთ
დამოუკიდებელი საათები 70

სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს:

 მისცეს სიღრმისეული ცოდნა საქართველოს კონსტიტუციური კანონმდებლობის, საქართველოს


სახელმწიფოს კონსტიტუციურ-სამართლებრივი ორგანიზაციისა და მოდელის, კონსტიტუციურ-
სამართლებრივი ინსტიტუტების, მათი შექმნისა და მუშაობის წესის, ფუნქციებისა და კომპეტენციების,
ასევე პიროვნებისა და საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობის კონსტიტუციური რეგლამენტაციის
ზოგადი დებულებების შესახებ;
 გამოუმუშავოს კონსტიტუციური ნორმების პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების, მათდამი
კრიტიკული დამოკიდებულებისა და მისი უკეთესით შეცვლის უნარი.

სწავლის შედეგები
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეიძენს სიღრმისეულ ცოდნას საქართველოს
კონსტიტუციური სამართლის წყაროებისა და მისი სისტემის, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების
ჰორიზონტალური (სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა ინსტიტუციონალური და ფუნქციური) და
ვერტიკალური განაწილების კონსტრუქციების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის,
საქართველოს მთავრობის კონსტიტუციურ-სამართლებრივი სტატუსის, ფორმირების/არჩევის წესის,
კომპეტენციების, უფლებამოსილებათა განხორციელების თავისებურებების, სასამართლო ხელისუფლების
კონსტიტუციურ-სამართლებრივი ორგანიზაციის თავისებურებებიის, საკონსტიტუციო სასამართლოს
ცოდნა და გაცნობიერება სტატუსის, ფორმირების წესის, უფლებამოსილებებისა და კონსტიტუციური სამართალწარმოების
თავისებურებების, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციურ-სამართლებრივ
სტატუსის, ასევე საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
გამიჯვნისა და ურთიერთმიმართების საკითხების შესახებ.

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს გაცნობიერებული ექნება კონსტიტუციური სამართლის არსი,
ასევე საქართველოს კონსტიტუციურ–სამართლებრივი წყობილების საფუძვლები და ძირითადი
კონსტიტუციურ–სამართლებრივი ინსტიტუტები.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:

 კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაწყვეტისათვის


ნორმატიული საფუძვლების მოძიებას, მათ განმარტებას და პრაქტიკულ საქმიანობაში სწორად
გამოიყენებას;
ცოდნის პრაქტიკაში
 კონსტიტუციურ-სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტების (ნორმატიული აქტის პროექტის,
გამოყენების უნარი
განმარტებითი ბარათის, საკონსტიტუციო სარჩელის/წარდგინების) შედგენას;
 საქართველოს სახელმწიფოს მოწყობის, საქართველოს საარჩევნო სისტემის, უნდობლობის ვოტუმის
გამოცხადების, კონტრასიგნაციის ინსტიტუტის და სხვა თემებზე სამოდელო პროექტების შექმნას;
 საქართველოს კონსტიტუციური კანონმდებლობის სრულყოფისა და მოდერნიზების თავისეული
ნორმატიული კონსტრუქციებისა და პროექტების შედგენას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:

 კონსტიტუციურ-სამართლებრივი შინაარსის მონაცემების შეგროვებას, ამ მონაცემებისა და


დასკვნის უნარი სიტუაციების (ფაქტობრივი გარემოებების) ანალიზს, კონსტიტუციურ-სამართლებრივ შეფასებას,
განმარტებას, მათ შესახებ არგუმენტირებული და დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბებას,
კონსტიტუციურ-სამართლებრივი პრობლემის მრავალმხრივი ხედვისა და ანალიზის საფუძველზე მისი
გადაწყვეტის თეზისის განვითარებასა და შერჩეული მიდგომის დასაბუთებას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:

 კონსტიტუციური სამართლის საკითხებზე დებატებში ჩართვას, განსხვავებული აზრის გაგებას და


კომუნიკაციის უნარი ცნებითი კატეგორიების გამოყენებით ზეპირი და წერილობითი ფორმით საქართველოს
კონსტიტუციური სამართლის ცალკეული ინსტიტუტების თავისებურებებისა და საქართველოს
სახელმწიფოს კონსტიტუციური კონსტრუქციის ნეგატიური და პოზიტიური მომენტების თაობაზე
ცოდნის გადმოცემას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
სწავლის უნარი
 საკანონმდებლო ცვლილებების, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის, კონსტიტუციური
სამართლის მეცნიერების სიახლეების მიდევნებას და ცოდნის მუდმივად განახლებას.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს:
ღირებულებები
 პრაქტიკული საქმიანობისას სამართლიანობის, კანონის უზენაესობის პრინციპის, ადამიანის
უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვას.

ლექცია
სამუშაო ჯგუფში მუშაობა
სწავლება-სწავლის
პრაქტიკული მუშაობა
მეთოდები
სემინარი
ელექტრონული რესურსით სწავლება
ელექტრონული სწავლება
სხვა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2 სასწავლო კურსის


(მოდულის) სილაბუსი
სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება
სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შეფასება წარმოებს 100-ქულიანი სისტემით. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის
დონის შეფასება მოიცავს შუალედურ შეფასებას (მაქსიმუმ 60 ქულა) და დასკვნით შეფასებას (მაქსიმუმ 40 ქულა), რომელთა ჯამი
წარმოადგენს საბოლოო შეფასებას (100 ქულა).

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების კომპონენტებია ზეპირი გამოკითხვა და შუალედური წერითი
გამოცდა. სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის შუალედური შეფასების თითოეულ კომპონენტს გააჩნია თა ვისი წილი
შუალედური შეფასების 60 ქულის ფარგლებში. სტუდენტის შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი
შეადგენს 21 ქულას.

სტუდენტის სწავლის შედეგის მიღწევის დონის დასკვნითი შეფასების კომპონენტია დასკვნითი წერითი გამოცდა. დასკვნითი წერითი გა-
მოცდა სავალდებულოა. დასკვნით წერით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით
დააგროვილი აქვს მინიმუმ 21 ქულა. სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებით დაგროვილი არ ექნება შუალედური შეფასების
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ანუ მინიმუმ 21 ქულა, დასკვნით წერით გამოცდაზე არ დაიშვება. დასკვნითი შეფასების მინიმალური
კომპეტენციის ზღვარის ხვედრითი წილი შეადგენს 20 ქულას. დასკვნითი შეფასება ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ
სტუდენტი დასკვნით წერით გამოცდაზე დააგროვებს მინიმუმ 20 ქულას.

სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასების (40 ქულა) გათვალისწი-
ნებით სტუდენტი დააგროვებს მინიმუმ 51 ქულას. სტუდენტს კრედიტი ენიჭება კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი
დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში.
დადებითი შეფასება
A - ფრიადი შეფასების 91-100 ქულა
B - ძალიან კარგი მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა
C - კარგი მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა
D - დამაკმაყოფილებელი მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა
E - საკმარისი მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა
უარყოფითი შეფასება
მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა (სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა
FX - ვერ ჩააბარა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. ამასთან, დამატებითი
გამოცდა შეიძლება დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 კალენდარულ
დღეში).
მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები (სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და
F - ჩაიჭრა
მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი)
შეფასების ფორმები და კომპონენტები
შეფასების ფორმები და რაოდენობა
N თითოეულის მაქსიმალური შეფასება მაქსიმალური ქულა
კომპონენტები

1 შუალედური შეფასება, მათ შორის: 60 ქულა

1.1 ზეპირი გამოკითხვა 10 3 30


1.2. შუალედური წერითი გამოცდა 1 30 30
2 დასკვნითი შეფასება 40 ქულა
2.1. დასკვნითი წერითი გამოცდა 1 40 40
სულ 100 ქულა
შუალედური შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
ზეპირი სტუდენტის ზეპირი გამოკითხვა ფასდება 3 ქულით. შუალედური შეფასების ფარგლებში, სემესტრის განმავლობაში,
გამოკითხვა სტუდენტი ზეპირი ფორმით გამოიკითხება ათჯერ. შესაბამისად, ზეპირ გამოკითხვებში სტუდენტმა შეიძლება
დააგროვოს მაქსიმუმ 30 ქულა (10X3), რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

ზეპირი გამოკითხვა ტარდება მოხსენებების, დისკუსიისა და კითხვა-პასუხის ფორმატში.ზეპირი გამოკითხვის


შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები): პრეზენტაცია, პრაქტიკული/თეორიული
დავალების შესრულება, სამუშაო ჯგუფში მუშაობა, დისკუსიაში მონაწილეობა.

ზეპირი გამოკითხვისას შეფასების კრიტერიუმებია: პასუხის ფორმულირება და გადმოცემა, იურიდიული


ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა.
ქულა ზეპირი გამოკითხვის შეფასების კრიტერიუმები
3 სტუდენტი კარგადაა მომზადებული, პასუხი მკაფიოდ და ადეკვატურადაა ფორმულირებული, მისი
სამართლებრივი მსჯელობა მაღალ დონეზეა. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3 სასწავლო კურსის


(მოდულის) სილაბუსი
სტუდენტი მომზადებულია, პასუხი მკაფიოდ და ადექვატურადაა ფორმულირებული, თუმცა შეკვეცილია.
2
მისი სამართლებრივი მსჯელობა კარგია. იგი იცავს იურიდიულ ტერმინოლოგიას
სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული., პასუხი არასრულადაა ფორმულირებული, მისი სამართლებრივი
1
მსჯელობა ფრაგმენტულია, ხოლო იურიდიული ტერმინოლოგია ნაკლოვანია
სტუდენტი ფაქტიურად მოუმზადებელია, პასუხი ბუნდოვანი და არაადეკვატურია. მისი სამართლებრივი
0
მსჯელობა არსებითად მცდარია, იგი არ იყენებს იურიდიული ტერმინოლოგიას
შუალედური შუალედური შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს შუალედურ წერით გამოცდას. შუალედური წერითი
წერითი გამოცდა ტარდება მე-7-მე-8 სასწავლო კვირას. შუალედურ წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს
გამოცდა მაქსიმუმ 30 ქულა, რაც საბოლოო შეფასების 30 პროცენტის ტოლია.

შუალედური წერითი გამოცდას შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები):


ტესტი, თეორიული საკითხი, კაზუსი. შუალედური წერითი გამოცდა მოიცავს 1 თეორიულ საკითხს, 2 კაზუსს და 20
ტესტს. შუალედური წერითი გამოცდასას თეორიული საკითხი ფასდება 10 ქულით, თითოეული კაზუსი - 5 ქულით,
ხოლო სწორად ამოხსნილი თითოეული ტესტი - 0.5 ქულით. თითოეულ ტესტს გააჩნია 4 სავარაუდო პასუხი,
რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი.
თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური,
თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემა, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა,
სამართლებრივი ანალიზი.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
9-10 თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, საკითხი
7-8 ლოგიკურად, თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია
დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
5-6 მასალას. საკითხი ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია.
იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
3-4 თუმცა აღინიშნება ნაკლოვანებები. საკითხის გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
1-2 გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული
ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის აღქმა, ჰიპოთეზის შედგენა,
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი, თეორიული მასალის ცოდნა, სამართლის ძირითადი
ღირებულებებისა და პრინციპების გააზრება და გამოყენება, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა და ენობრივი
სტილი, საბოლოო დასკვნა.
ქულა კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის
შედგენილია სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
5 სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს თეორიული მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას
იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი
სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და ზედმიწევნით სწორეა.
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია სწორად,
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი კარგია. სტუდენტი კარგად ფლობს თეორიული
4 მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და
პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და
სწორეა.
3 სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი . სტუდენტი
დამაკმაყოფილებელად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია,
საბოლოო დასკვნა დამაკმაყოფილებელია.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 4 სასწავლო კურსის


(მოდულის) სილაბუსი
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი. სტუდენტი საკმარისად
2 ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა
და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა
შეკვეცილი და ფრაგმენტულია.
სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
არასწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
1 სტუდენტი ვერ ფლობს ფლობს თეორიული მასალას და კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ხოლო
ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა ნაკლოვანია.
0 პასუხი კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
დასკვნითი შეფასების კომპონენტები, მეთოდები და კრიტერიუმები
კომპონენტები მეთოდები და კრიტერიუმები
დასკვნითი შეფასების ფარგლებში სტუდენტი აბარებს დასკვნით წერით გამოცდას. დასკვნითი წერითი გამოცდა
ტარდება მე-16-მე-19 სასწავლო კვირას. დასკვნით წერით გამოცდაში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს მაქსიმუმ 40
ქულა, რაც საბოლოო შეფასების 40 პროცენტის ტოლია.

დასკვნითი წერითი გამოცდის შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი საშუალებები (შეფასების მეთოდები):


თეორიული საკითხი, კაზუსი. დასკვნითი წერითი გამოცდა მოიცავს 2 თეორიულ საკითხს და 4 კაზუსს. დასკვნითი
დასკვნითი წერითი გამოცდასას თითოეული კაზუსი ფასდება 5 ქულით, ხოლო თითოეული თეორიული საკითხი - 10 ქულით.
წერითი
კაზუსის შეფასების კრიტერიუმებია: კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის აღქმა, ჰიპოთეზის შედგენა,
გამოცდა
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი, თეორიული მასალის ცოდნა, სამართლის ძირითადი
ღირებულებებისა და პრინციპების გააზრება და გამოყენება, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა და ენობრივი
სტილი, საბოლოო დასკვნა.
ქულა კაზუსის შეფასების კრიტერიუმები
სტუდენტს ზედმიწევნით კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის
შედგენილია სწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.
5 სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს თეორიული მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას
იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი
სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და ზედმიწევნით სწორეა.
სტუდენტს კარგად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია სწორად,
მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი კარგია. სტუდენტი კარგად ფლობს თეორიული
4 მასალას, გააზრებული აქვს და კაზუსის ამოხსნისას იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა და
პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია, საბოლოო დასკვნა სრულია და
სწორეა.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი . სტუდენტი
3 დამაკმაყოფილებელად ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი დაცულია,
საბოლოო დასკვნა დამაკმაყოფილებელია.
სტუდენტს დამაკმაყოფილად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
სწორად, თუმცა მსჯელობა არათანმიმდევრულია და სამართლებრივი ანალიზი. სტუდენტი საკმარისად
2 ფლობს თეორიული მასალას, თუმცა კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის ძირითად ღირებულებებსა
და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია და ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა
შეკვეცილი და ფრაგმენტულია.
სტუდენტს არასწორად აქვს აღქმული კაზუსის ფაბულა და შეკითხვის არსი. ჰიპოთეზის შედგენილია
არასწორად, მსჯელობის თანმიმდევრობა და სამართლებრივი ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
1 სტუდენტი ვერ ფლობს ფლობს თეორიული მასალას და კაზუსის ამოხსნისას არ იყენებს სამართლის
ძირითად ღირებულებებსა და პრინციპებს, იურიდიული ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ხოლო
ენობრივი სტილი ნაკლოვანია, საბოლოო დასკვნა ნაკლოვანია.
0 პასუხი კაზუსის ფაბულისა და შეკითხვის არსის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.
თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია: თეორიული მასალის ცოდნა, საკითხის ლოგიკური,
თანმიმდევრული და ადეკვატური გადმოცემა, იურიდიული ტერმინოლოგიის დაცვა, სამართლებრივი მსჯელობა,
სამართლებრივი ანალიზი.
ქულა თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმები
9-10 პასუხი სრულია. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას, საკითხი ლოგიკურად,
თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია.
სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი მაღალ დონეზეა.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 5 სასწავლო კურსის


(მოდულის) სილაბუსი
პასუხი სრულია. სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას, საკითხი
7-8 ლოგიკურად, თანმიმდევრულად და ადეკვატურად არის გადმოცემული. იურიდიული ტერმინოლოგია
დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და სამართლებრივი ანალიზი ძალიან კარგია.
პასუხი სრულია. სტუდენტი დამაკმაყოფილებელად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
5-6 მასალას. საკითხი ლოგიკურად და ადეკვატურად არის გადმოცემული, თუმცა არათანმიმდევრულია.
იურიდიული ტერმინოლოგია დაცულია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი დამაკმაყოფილებელია.
პასუხი შეკვეცილია. სტუდენტი საკმარისად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
3-4 თუმცა აღინიშნება ნაკლოვანებები. საკითხის გადმოცემულია ნაწილობრივ. იურიდიული ტერმინოლოგია
ნაკლოვანია. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი ფრაგმენტულია.
პასუხი ნაკლოვანია. სტუდენტი ვერ ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
1-2 გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. იურიდიული
ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. სამართლებრივი მსჯელობა და ანალიზი არადამაკმაყოფილებელია.
0 პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

ძირითადი ლიტერატურა  საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი, გ.


კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2017.

 საქართველოს კონსტიტუცია; https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346


 „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
 https://matsne.gov.ge/ka/document/view/30442
 საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/2244429
 „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/33028
 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/90676
 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;
ნორმატიული აქტები https://matsne.gov.ge/ka/document/view/32944
 კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო
ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/41626
 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/90052
 საქართველოს საარჩევნო კოდექსი; https://matsne.gov.ge/ka/document/view/1557168
 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
საქართველოს კანონი; https://matsne.gov.ge/ka/document/view/2062
 „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 21 მარტის კანონი;
https://matsne.gov.ge/ka/document/view/32986
 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი; https://matsne.gov.ge/ka/document/view/1691403

დამატებითი  საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორთა კოლექტივი – დ. გეგენავა, ბ. ქანთარია, ლ. ცანავა,


ლიტერატურა თ. თევზაძე, ზ. მაჭარაძე, პ. ჯავახიშვილი, თ. ერქვანია, თ. პაპაშვილი), დავით ბატონიშვილის სამართლის
ინსტიტუტი, თბილისი, 2016;
 კონსტიტუციური სამართალი, სახელმძღვანელო, ავტორთა კოლექტივი, ა. დემეტრაშვილის რედაქციით,
თბილისი, 2005.
 ა.დემეტრაშვილი, ი.კობახიძე, კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2011.
 ო. მელქაძე, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2008.
 პ. ცნობილაძე, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2004, ტ. I.
 ზ. რუხაძე, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი, ბათუმი 1999.
 ი.კობახიძე, საქართველოს კონსტიტუციური სამართალი. II ნაწილი. თბილისი, 2007;
 ა. დემეტრაშვილი, საქართველოს კონსტიტუციური ქრონიკები, (2009 – 2010 წლის კონსტიტუციური
რეფორმა საქართველოში), ბათუმი, 2012.
 ვ. ბაბეკი, კონსტიტუციის შემუშავება და მიღება საქართველოში (1993 – 1995), საერთაშორისო
იურიდიული დახმარების შედეგები ტრანსფორმირებად სახელმწიფოში, თბილისი, 2012 წლის გამოცემა.
 ვ. ბაბეკი, ს. ფიში, ც. რაიჰენბეჰერი, კონსტიტუციის გადასინჯვა - საქართველოს გზა ევროპისკენ,
თბილისი, 2012.
 ქართული კონსტიტუციონალიზმის ქრონიკები, თბილისი, 2016.

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 6 სასწავლო კურსის


(მოდულის) სილაბუსი
 ქართული კონსტიტუციონალიზმის სათავეებთან - საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 90 წლისთავი,
ბათუმი, 2011.
 საქართველოს კონსტიტუცია 20 წლის შემდეგ, თბილსი, 2016.
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), თბილისი,
1990.
 მაცაბერიძე მ., უზენაესი ბატონი ქვეყნისა, როგორი უნდა ყოფილიყო საქართველოს პარლამენტი 1921
წლის კონსტიტუციის ფუძემდებელთა აზრით, თბილისი, 2008.
 ლ. ბეჟაშვილი, საკანონმდებლო ტექნიკა, სამართალშემოქმედების მეთოდური სახელმძღვანელო,
თბილისი, 2012.
 ი. კობახიძე, პოლიტიკურ გაერთიანებათა სამართალი,თბილისი, 2008.
 ქ. ერემაძე, ინტერესთა დაბალანსება დემოკრატიულ საზოგადოებაში, თბილისი, 2013.
 ბ. ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007.
 ი. კახიძე, ადმინისტრაციული ზედამხედველობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
საქმიანობაზე, თბილისი, 2012.
 ო. მელქაძე, საუბრები ქართულ კონსტიტუციაზე, თბილისი, 1996.
 ო. მელქაძე, ქართული კონსტიტუციონალიზმის თანამედროვე პრობლემები, თბილისი, 2001.
 ო. მელქაძე, საკონსტიტუციო ქართველოლოგიის საშიშროება, თბილისი, 2005.
 ო. მელქაძე, ო. მახარაძე - პოლიტიკური ხელისუფლების ორგანიზაცია საპარლამენტო სისტემის ქვეყნებში
(ქართულ პრობლემებთან დაკავშირებით), თბილისი, 2001.
 ო. მელქაძე, გ. თევდორაშვილი, რეგიონალიზმი სახელმწიფოს ტერიტორიული ორგანიზაციის ფორმა,
თბილისი, 2003.
 როგორ იქმნება კანონი (პ. ცნობილაძე, გ. ხუბუა, ვ. ხმალაძე, ნ. მეტრეველი, ო. კაპანაძე), თბილისი, 2000.
 ლ. იზორია, საპრეზიდენტო, საპარლამენტო თუ ნახევრადსაპრეზიდენტო? გზა დემოკრატიული
კონსოლიდაციისკენ, თბილისი, 2010.
 ლ. იზორია, თანამედროვე სახელმწიფო თანამედროვე ადმინისტრაცია, თბილისი, 2009.
 გ. ხუბუა, ფედერალიზმი, როგორც ნორმატიული პრინციპი და პოლიტიკური წესრიგი, თბილისი, 2000.
 გ. გოგიაშვილი, შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, თბილისი, 2014.
 ვ. გონაშვილი, პარლამენტის წევრის სტატუსი, თბილისი, 2003.
 გეგენავა დ., საკონსტიტუციო მართლმსაჯულება საქართველოში: სამართალწარმოების ძირითადი
სისტემური პრობლემები, თბილისი, 2012.
 ბ. გულუა, ფიქრები საქართველოს კონსტიტუციაზე, თბ. 2003 წ.
 ი. სურგულაძე, სახელმწიფო და სამართალი, თბილისი, 2002.

 სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. საკანონმდებლო აქტების საძიებო კატალოგი:


https://matsne.gov.ge/
 საქართველოს სრული საკანონმდებლო ბაზა: http://laws.codexserver.com/
 „ვენეციის კომისია’’ - The European Commission for Democracy through Law. The Venice Commission:
http://www.venice.coe.int
 საქართველოს პარლამენტი: http://www.parliament.ge/ge/
ინტერნეტ-რესურსები  საქართველოს პრეზიდენტი: https://www.president.gov.ge
 საქართველოს მთავრობა http://gov.ge
 საქართველოს უზენაესი სასამართლო: www.supremecourt.ge
 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო: www.constcourt.ge
 საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: www.justice.gov.ge
 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: www.nplg.gov.ge

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7 სასწავლო კურსის


(მოდულის) სილაბუსი
სასწავლო კალენდარი

კვირა სწავლების მეთოდი საათი შეფასების კომპონენტი მაქსიმალური შეფასება


1-ლი კვირა ლექცია 2 სთ.
ლექცია 2 სთ.
მე-2 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-3 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-4 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-5 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-6 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
მე-7- მე-8 კვირა 2 სთ. შუალედური წერითი გამოცდა 30 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-9 კვირა
სემინარი 2 სთ. შუალედური გამოცდის შედეგების განხილვა
ლექცია 2 სთ.
მე-10 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-11 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-12 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-13 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-14 კვირა
სემინარი 2 სთ. ზეპირი გამოკითხვა 3 ქულა
ლექცია 2 სთ.
მე-15 კვირა
სემინარი 2 სთ. დასკვნითი დისკუსია
მე-16-მე-19 კვირა 3 სთ. დასკვნითი წერითი გამოცდა 40 ქულა

სასწავლო კურსის შინაარსი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 8 სასწავლო კურსის


(მოდულის) სილაბუსი
კვირა სწავლების მეთოდი შინაარსიშინაარსი/შეფასების კომპონენტი/მაქსიმალური შეფასება
საუბარი სასწავლო კურსის მოცულობაზე და პროცესის წარმართვის მეთოდებზე, შეფასების სისტემაზე
და სავალდებულო ლიტერატურაზე.

თემა 1. საკონსტიტუციო სამართლის არსი, მნიშვნელობა. საქართველოს კონსტიტუციის


ძირითადი პრინციპები

განსახილველი საკითხები:

საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული ღირებულებათა სისტემა; სამართლებრივი სახელმწიფოს


1 პრინციპი: საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლი, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის
ლექცია (2 სთ.) ნორმატიული საფუძველი, საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლი, როგორც სამართლებრივი
სახელმწიფოს პრინციპის კონსტიტუციური მასშტაბი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის
წანამძღვრები საქართველოს დამოუკიდებლობის აქტისა და 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის
მიხედვით, თანაზომიერების პრინციპი, განჭვრეტადობის პრინციპი; დემოკრატიული სახელმწიფოს
პრინციპი: სახალხო სუვერენიტეტის პრინციპი, ხელისუფლების დანაწილების პრინციპი; კანონის წინაშე
თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპი; ღირსება, როგორც ფუნდამენტური პრინციპი; სოციალური
სახელმწიფოს პრინციპი.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია (პრეამბულა, მუხლები 1-6; 8, 78).
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2017, გვ. 15 – 103.
თემა 2. კონსტიტუციის გადასინჯვა

განსახილველი საკითხები:

კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურა, კონსტიტუციის გადასინჯვის საქართველოს რესპუბლიკის


ლექცია (2 სთ.) 1921 წლის კონსტიტუციით, კონსტიტუციის გადასინჯვის წესი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური
2 რესპუბლიკის კონსტიტუციებით.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 77).
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2017, გვ. 103 - 112.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 3. საქართველოს მმართველობის ფორმა

განსახილველი საკითხები:

მმართველობის ფორმა 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის მიხედვით - პირველი რესპუბლიკის


გამოცდილება, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა სისტემა საბჭოთა საქართველოს
კონსტიტუციების მიხედვით, მმართველობის ორგანიზაცია გარდამავალ პერიოდში - გზა
ლექცია (2 სთ.) დამოუკიდებლობის აღდგენიდან 1995 წლის კონსტიტუციის მიღებამდე მმართველობის საპრეზიდენტო
3 სისტემა 1995 წლის კონსტიტუციის მიხედვით, მმართველობის ფორმა 2004 წლის 6 თებერვლის
კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით, 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური რეფორმა -
მმართველობის არსებული მოდელი.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია (1995 წლიs 24 აგვისტო).
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2017, გვ. 112 – 139.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
4 თემა 4. საქართველოს ტერიტორიული მოწყობა

განსახილველი საკითხები:

ლექცია (2 სთ.) საქართველოს ტერიტორიული მოწყობა 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციით, ტერიტორიული
მოწყობა საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციების მიხედვით, საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია
ტერიტორიული მოწყობის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური სტატუსი,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის
ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.
ძირითადი ლიტერატურა:

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 9 სასწავლო კურსის


(მოდულის) სილაბუსი
 საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 8);
 კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“;
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2017, გვ. 139 - 165.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 5. არჩევნები

განსახილველი საკითხები:

არჩევნები და საქართველო, არჩევნების ცნება და სახეები, არჩევნების დამკვიდრება საქართველოში,


არჩევნების თანამედროვე საკანონმდებლო საფუძველი, არჩევნების პრინციპები: საყოველთაობა,
თანასწორობა, პირდაპირობა, ფარულობა, თავისუფლება, არჩევნების საჯაროობა. საარჩევნო სისტემა:
ლექცია (2 სთ.) საარჩევნო სისტემის ქართული ტრადიცია, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი რეალობა. საარჩევნო
პროცესი საქართველოში: ასარჩევ ორგანოთა უფლებამოსილების ვადები და არჩევის საფუძვლები,
არჩევნების დანიშვნის უფლებამოსილება, საარჩევნო ოლქები და უბნები, საარჩევნო ადმინისტრაცია,
ამომრჩევეთა სიები, არჩევნების მონიტორინგი და მედია, წინასაარჩევნო კამპანია, არჩევნების
5 დაფინანსება, კენჭისყრა, პრეზიდენტის არჩევნები, პარლამენტის არჩევნები, ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები, საარჩევნო უფლების დაცვა.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია (1995 წლის 24 აგვისტო).
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2017, გვ. 165 – 245.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 6. საქართველოს პარლამენტი

განსახილველი საკითხები:

ქართული პარლამენტის სათავეები, საქართველოს პარლამენტის სტატუსი, საპარლამენტო საქმიანობის


პრინციპები, საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმაციის ფარგლები, ორპალატიანობის კონსტიტუციური
პერსპექტივა, პარლამენტის სუბიექტები: პარლამენტის წევრი, პარლამენტის კომიტეტები, დროებითი
6 ლექცია (2 სთ.)
კომისია, ფრაქცია, პარლამენტის თანამდებობის პირები.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია (თავი 3, მუხლები 36-42).
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2017, გვ. 245 - 322.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
7-8 შეფასების კომპონენტი - შუალედური წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 30 ქულა
თემა 7. საქართველოს პარლამენტი

ლექცია (2 სთ.) განსახილველი საკითხები:

9 საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებები: საკანონმდებლო უფლებამოსილებები, საკონტროლო


უფლებამოსილებები, ურთიერთობა საქართველოს პრეზიდენტთან, ურთიერთობა ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოებთან, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებთან,
თანამდებობის პირთა „შერჩევაში“ მონაწილეობა, ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის
კომპეტენცია საგარეო პოლიტიკაში, რატიფიცირების, დენონსირების, გაუქმების ფუნქცია,
განსაკუთრებული პროცედურები.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია (თავი 3, მუხლები 43-48).
 ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ მუხლები 2-18);
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2017, გვ. 322 - 352.
სემინარი (2 სთ.) შუალედური წერითი გამოცდის შედგების განხილვა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 10 სასწავლო კურსის


(მოდულის) სილაბუსი
თემა 8. საქართველოს პრეზიდენტი

განსახილველი საკითხები:

სახელმწიფოს მეთაურის ინსტიტუტი საქართველოში - 1995 წლის კონსტიტუციის მიღებამდე პერიოდი,


საქართველოს პრეზიდენტი 1995 წლის კონსტიტუციის მიხედვით: პრეზიდენტის ინსტიტუტის
ხელახალი დაბადება და მისი კონსტიტუციური სტატუსი 1995-2004 წლებში, საქართველოს
10 ლექცია (2 სთ.) პრეზიდენტის სტატუსი 2004 წლის კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით, საქართველოს
პრეზიდენტის სტატუსი 2010 წლის კონსტიტუციური ცვლილებების მიხედვით.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია (თავი 4);
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2017, გვ. 352 - 393.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 9. საქართველოს მთავრობა

განსახილველი საკითხები:

საქართველოს მთავრობა - ფუნქციები და მახასიათებლები: საქართველოს მთავრობა - აღმასრულებელი


ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, მთავრობის ინსტიტუტი ქართულ კონსტიტუციონალიზმში,
საქართველოს მთავრობა - კონსტიტუციური სტატუსი და სამართლებრივი წყაროები.
ლექცია (2 სთ.)
საქართველოს მთავრობა - შემადგენლობა და სტრუქტურა: საქართველოს მთავრობის შემადგენლობა,
საქართველოს მთავრობის სტრუქტურა; საქართველოს მთავრობის ფორმირება: მთავრობის ფორმირება
საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მთავრობის ფორმირება მთავრობის უფლებამოსილების ვადამდე
შეწყვეტის შემთხვევაში, მთავრობის ფორმირება მთავრობის შემადგენლობის განახლების შემთხვევაში;
11 საქართველოს მთავრობის კომპეტენცია; საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობა.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია (თავი 5);
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2017, გვ. 393 - 443
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თავი 10. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

განსახილველი საკითხები:

კანონმდებლობა საკონსტიტუციო სასამართლის შესახებ, საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზაცია:


სასამართლოს ფორმირების წესი და შემადგენლობა, სასამართლოს სტრუქტურა; მოსამართლეთა
სამართლებრივი სტატუსი; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები;
ლექცია (2 სთ.) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონტროლის ობიექტები, საკონსტიტუციო
12
სამართალწარმოება: საკონსტიტუციო სამართალწარმოების პრინციპები, საკონსტიტუციო
სამართალწარმოების სტადიები.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია (მუხლები 59-60);
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2017, გვ. 443 - 469.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა
თემა 11. საქართველოს საერთო სასამართლოები
13
განსახილველი საკითხები:
ლექცია (2 სთ.)
სასამართლო ხელისუფლების ისტორია საქართველოში, მოქმედი სასამართლო ხელისუფლების
სტრუქტურა, მოსამართლის სტატუსი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია (მუხლები 59; 61-65);
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2017, გვ. 469 - 484.
სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 11 სასწავლო კურსის


(მოდულის) სილაბუსი
თემა 12. სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი; სახელმწიფოს თავდაცვა და უსაფრთხოება

განსახილველი საკითხები:

ლექცია (2 სთ.)
 სახელმწიფო ბიუჯეტი, გადასახადები და მოსაკრებლები, ეკონომიკური პოლიტიკა,
14 ეროვნული ბანკი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური
 თავდაცვის ძალები, საგანგებო და საომარი მდგომარეობა, თავდაცვის ძალების
გამოყენება, ეროვნული თავდაცვის საბჭო
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია (თავები 7-8).

სემინარი (2 სთ.) შეფასების კომპონენტი - ზეპირი გამოკითხვა. მაქსიმალური შეფასება - 3 ქულა


თემა 13. ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოში

განსახილველი საკითხები:

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები,


ლექცია (2 სთ.) სახელმწიფო ზედამხედველობა, პირდაპირი სახელმწიფო მმართველობა, სამხარეო საკონსულტაციო
15
საბჭო.
ძირითადი ლიტერატურა:
 საქართველოს კონსტიტუცია (თავი 9).
 საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი, (ავტორები: ვ. გონაშვილი, ქ. ერემაძე, გ. თევდორაშვილი,
გ. კახიანი, გ. კვერენჩხილაძე, ნ. ჭიღლაძე), თბილისი, 2017, გვ. 484 - 501.
სემინარი (2 სთ.) შემაჯამებელი დისკუსია
16-19 შეფასების კომპონენტი - დასკვნითი წერითი გამოცდა. მაქსიმალური შეფასება - 40 ქულა

სილაბუსის ავტორი ვასილ გონაშვილი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 12 სასწავლო კურსის


(მოდულის) სილაბუსი

You might also like