You are on page 1of 5

1) საზოგადოებრივი საქონელი და მისი მაგალითები:

ა) საზოგადოებრივი საქონელი არის მაგალითი იმისა


რომ გარკვეული მიზეზების გამო ბაზარზე ამ საქონლის
ეფექტური რაოდენობით მიწოდება არ ხდება, ასევე ეს არის
საყოველთაოდ ცნობილი და ყოველდღიურად
გამოყენებადი საქონელი ან მომსახურება. მაგალითად ეს
შეიძლება იყოს პოლიცია , რომელიც ყოველდღიურად
იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებასა და წესრიგს, ასევე
სახელმწიფო თავდაცვა, რომელიც იცავს ქვეყანას
მოსალოდნელი საფრთხეებისგან ან თუნდაც სახანძრო
ესენი ის საზოგადოებრივი საქონელია , რომლის
მიწოდებასაც მთავრობა ახდენს.
ბ) საზოგადოებრივი საქონლის დამახასიათებელი 2
ძირითადი თვისება არსებობს:
1. ,,მოხმარების არა მეტოქის უნარიანობა“- რაც
გულისხმობს იმას რომ თუ ერთი მოიხმარს უფრო
მეტ პროდუქტს ეს არ ნიშნავს , რომ მეორე მოიხმარს
ნაკლებს
2. ,,არა გამორიცხვადობა“ -ანუ მოხმარებიდან
ადამიანებს ვერ გამოვრიცხავთ (მაგალითად: თუ
ერთი ადამიანი იტყვის უარს გადაიხადოს
თავდაცვაში თანხა ეს არნიშნავს იმას , რომ ის ვერ
ისარგებლებს ამით).
გ) საზოგადოებრივი საქონლის რაოდენობა:
კერძო საქონლის შემთხვევაში ზღვრული შემოსავალი
უტოლდება ზღვრულ დანახარჯს და ახდენენ
კეთილდღეობის დანაკარგების მინიმიზაციას.
მომხმარებლები ახდენენ სარგებლიანობის მაქსიმიზაციას,
მწარმოებლები კი წარმოების მაქსიმიზაციას, და ეს
ყველაფერი ერთმანეთთან კარგად მუშაობს ფირმები
ახდენენ წარმოებას იქამდე სანამ ზღვრულ შემოსავალს არ
გაუტოლებენ ზღვრულ დანახარჯს, რაც შეეხება
საზოგადოებრივ საქონელს ამ დროს ხარჯ
სარგებლიანობით უნდა განვსაზღვროთ საზოგადოებრივი
საქონლის რაოდენობა( მაგალითად: რამდენი
პოლიციელი უნდა იყოს ქუჩაში, ანუ თუ ზღვრული
სარგებელი მეტია ზღვრულ დანახარჯზე მაშინ ღირს
გავზარდოთ პოლიციიის მანქანების რაოდენობა ქუჩაში).
ხარჯთ სარგებლიანობით ვცდილობთ რაც შეიძლება
მივუახლოვდეთ ბაზარს.

2)გარე ეფექტი წარმოადგენს იმის მაგალითს თუ, როგორ


შეუძლია სახელმწიფოს იყოს უფრო ეფექტიანი ზოგიერთი
საქონლის მიწოდებაში ვიდრე ბაზარი. თვითონ გარე
ეფექტი წარმოადგენს პროდუქციის წარმოებას ან მისი
წარმოების დროს წარმოშობილ დანახარჯებს რომელიც
სხას გადაეცემა. მაგალითად დაბინძურება ის არის
უარყოფითი გარე ეფექტი, ანუ ქარხანა რომელიც
ელექტრო-ენერგიას აწარმოებს ის წვავს ნახშირს რომელიც
გამოიყოფა გარეთ და ატმოსფეროს აბინძურებს ეს კი
აზარალებს მოსახლეობას, ანუ ქარხნის მიერ წარმოებული
დანახარჯი მოსახლეობას დაეკისრა და არა თავად
ქარხანას, ასევე კიდევ ერთი უარყოფითი გარე ეფექტია
ხმაური მაგალითად წარმოვიდგინოთ რომ ქარხანა
მუშაობისას დიდ ხმაურს იწვევს რაც ძალიან აწუხებს მის
გარშემო არსებულ უბნებს რომლებშიც ხალხი ცხოვრობს .
ა) არსებობს ორი სახის გარე ეფექტი:
1. უარყოფითი გარე ეფექტი
2. დადებითი გარე ეფექტი
ბ)ფირმისთვის რომელიც გარე ეფექტებით აწარმოებს
საქონელს არსებობს ორი სახის მიწოდების მრუდი.
პირველი- კერძო ზღვრული დანახარჯების მრუდი, ანუ ეს ის
დანახარჯებია რომელიც ფირმას აკისრია ესაა ფირმის
საკუთარი კერძო დანახარჯი( მაგალითად ელექტრო
მწარმოებელი ფირმისთვის ეს შეიძლება იყოს
დამსაქმებულთათვის შრომის ანაზღაურება) ანუ
ნებისმიერი ხარჯი რასაც ფირმა აწყდება ელექტრო-
ენერგიის წარმოების დროს. მეორე კი რეალური ზღვრული
დანახარჯების მრუდი-ანუ სოციალური დანახარჯების
მრუდი, ფირმები წარმოების მაქსიმიზაციას ახდენენ
რისგამოც დიდ ყურადღებას უთმობენ ჯერძო ზღვრულ
დანახარჯებს და ამით ყურადღებას აკლებენ სოციალურ
დანახარჯებს.
გ) უარყოფითი გარე ეფექტის დროს დიდ როლს ასრულებს
საკუთრების უფლება ანუ ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც
პირს აქვს რაღაც კონკრეტულ ნივთზე ან სივრცეზე
საკუთრების უფლება სხვა ვერ შეძლებს მისი უფლებების
შელახვას, რადგან მთავრობა გვთავაზობს ეგრედწოდებულ
მართვისა და კონტროლის მექანიზმს, რომელიც კანონიერი
გზებით მიიღწევა, ანუ ის თავის მბძანებლური ქმედებით ორ
მოდავე მხარეს მოუწოდებს სტაბილურობისა და
სამართლიანობისკენ, ხშირად ამას სოციალურ-
ეკონომიკურ რეგულაციასაც უწოდებენ.
დ) გარე ეფექტების შემცირების მიზნით მთავრობა აწესებს
შეზღუდვებსა და მკაცრ რეგულაციებს, მაგალითად ეს
შეიძლება იყოს სუბსიდიები თუმცა ეს კონკრეტულად
რამდენად შეამცირებს გარე ეფექტებს წინასწარ ვერ
განვსაზღვრავთ.
3.ა)დასაქმებულისთვის განსაზღვრულ ხელფასი და პლიუს
ამას დამატებული სარგებელი ეს ორივე ერთად ჯამური
ანაზღაურებაა, რომელიც წარმოადგენს შრომის
ფაქტორის ფასს.
ბ) ნომინალური ხელფასი- ეს ტერმინი გამოიყენება მაშინ,
როდესაც ხელფასი არ არის კორექტირებული ინფლაციით,
ხოლო მისი საპირისპირო ტერმინია ,,რეალური ხელფასი“-
ეს გამოიყენება მაშინ როდესაც ინფლაციის მიხედვით
გვაქვს კორექტირებული ანაზღაურება. ასევე რეალური
ხელფასი გამოითვლება ნომინალური ხელფასის ფასების
დონეზე გაყოფით.
გ) შრომის ბაზარი შედგება: ფირმებისგან რომლებსაც
შრომით ბაზარზე აქვთ მოთხოვნა და ადამიანებისგან
რომლებსაც აქვთ შრომითი რესურსი.
დ)მიმწოდებლები არიან თვითონ ფირმები,
მომხმარებლები კი არიან ისინი ვინც ყიდულობს
მომსახურეობას ან პროდუქტს.
ე) მუშა ხელის რაოდენობა განისაზღვრება იმის მიხედვით,
თუ რამდენია ხელფასი ანუ რაც უფრო მეტია ხელფასი მით
უფრო ნაკლებ მუშას ქირაობს დამქირავებელი, და რაც
უფრო ნაკლებია ხელფასი მით უფრო მეტს ქირაობს.
ვ)დისკრიმინაცია შრომით ბაზარზე გულისხმობს ქალებსა
და მამაკაცებს შორის შემოსავლის სხვაობას, ან თეთრ
კანიანებსა და შავკანიანებს შორის სხვაობას. დღეს ქალები
მამაკაცების შემოსავლების 80%- ს გამოიმუშავებენ. ანუ
ზოგჯერ შემოსავლებს შორის სხვაობა დამოკიდებულია არა
თუ ზღვრულ პროდუქტზე, არამედ სქესზე , რასზე და მსგავს
ფაქტორებზე.
3)

You might also like