You are on page 1of 10

შესავალი: ეკონომიკური რყევები

ეკონომიკური რყევების შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან რეცესიას ხშირად მოყვება


უმუშევრობა და ,,რთული დრო’’ ბევრი ადამიანისთვის. გრძელვადიანი ეკონომიკური
ზრდის მნიშვნელობა არ უნდა იყოს გადაჭარბებული, რადგან მერყეობები ზრდის
ტრენდის გარშემო მილიონობით ადამიანზე ახდენს გავლენას. მაგალითად, 2007-2009
წლის დიდი დეპრესიის მიზეზებისა და შედეგების შესასწავლად მრავალი
ეკონომისტი კვლავ აგრძელებს მუშაობას. ეკონომიკური რყევების სწავლა, თავის
მხრივ, უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის ფუნქციონირების გასაგებად.

ამ ლექციაში ჩვენ გამოვიკვლევთ ეკონომიკურ რყევებს და განვავითარებთ მოდელს,


რომელიც ახსნის ამ შედეგებს. ეს მოდელი ასევე გამოსადეგია, საჯარო პოლიტიკის
გასაანალიზებლადაც.
ეკონომიკური რყევების ბუნება
1) ეკონომიკური რყევები არის რეალური მშპ-ს დროებითი გადახრა პოტენციური მშპ-
დან.
2) ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს აშშ-ს რეალურ და პოტენციურ მშპ-ს 1960 - 2010
წლებში, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია 2001 და 2007
წლების რეცესიებზე.
3) გვახსოვდეს, რომ პოტენციური მშპ არის რეალური მშპ-ს გრძელვადიანი ზრდის
ტრენდი. პოტენციური მშპ-ს ცვლილება გრძელვადიან პერიოდში ხდება.
4) შევნიშნოთ, რომ რეალური მშპ-ს რყევები პოტენციური მშპ-ს ზევით და ქვევით,
მოკლევადიან პერიოდისთვისაა დამახასიათებელი.
ქვემოთ მოცემული გრაფიკი აჩევენებს, რომ რეალური მშპ-ს გადახრები პოტენციური
მშპ-დან დიდწილად გამოწვეულია აგრეგირებული მოთხოვნის ზრდითა თუ
შემცირებით ეკონომიკაში.

აგრეგირებულ მოთხოვნაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა მომხმარებლები,


ფირმები, სახელმწიფო, ან უცხოელები ზრდიან ან ამცირებენ თავიანთ დანახარჯებს.
ეს ცვლილებები მოთხოვნაში არის თვალშისაცემი, რადგან მოკლევადიან პერიოდში
ფასები არის ხისტი, ანუ როგორც წესი, არ იცვლება.

ზევითა გრაფიკის მარცხენა ნაწილი აჩვენებს, რომ რეალური მშპ შემცირდა


პოტენციურთან შედარებით მესამე წელს, რაც გამოწვეულია აგრეგირებული
მოთხოვნის შემცირებით.

ზევითა გრაფიკის მარჯვენა მხარე წარმოადგენს იმის ილუსტრაციას, რომ რეალური


მშპ გაიზარდა პოტენციურთან შედარებით მესამე წელს. ეს კი გამოწვეულია
აგრეგირებული მოთხოვნის ზრდით.
საბოლოოდ, ქვევით არსებული გრაფიკი აჩვენებს, უმუშევრობის დონისა და რეალური
მშპ-ს პოტენციური მშპ-სგან გადახრების დამოკიდებულებას.

როდესაც ეკონომიკა ოპერირებს მის პოტენციურ მშპ-ზე მაღლა, უმუშევრობის დონე


მცირდება, იმიტომ, რომ ფირმები ითხოვენ მეტ თანამშრომელს უფრო მეტი
პროდუქციის საწარმოებლად.

როდესაც ეკონომიკა მის პოტენციურ მშპ-ზე დაბლაა, მაშინ უმუშევრობის დონე


იზრდება, რაც გამოიხატება იმით, რომ ფირმები უფრო ნაკლები პროდუქციის
საწარმოებლად ქირაობენ ნაკლებ თანამშრომელს.
მოხმარების ფუნქცია და მისი შედეგები
იმისთვის, რომ გადავდგათ პირველი ნაბიჯი რეალური მშპ-ს პოტენციური მშპ-სგან
გადახრების შესასწავლად, დავაკვირდეთ მოხმარების ფუნქციას, ანუ როგორ
რეაგირებს მოხმარება შემოსავალზე.

ქვევით მოცემული ცხრილი წარმოადგენს მოხმარების ფუნქციის მაგალითს.


შევნიშნოთ, რომ შემოსავლის ზრდა შედეგად გაზრდილ მოხმარებას გვაძლევს, თუმცა
შემოსავლის ზრდის ტემპი უფრო მაღალია.

მთლიანი ეკონომიკისთვის მოხმარება არის აგრეგირებული შემოსავლის ფუნქცია.


აგრეგირებული შემოსავალი ყოველთვის უდრის მშპ-ს.

შევნიშნოთ, რომ რეალური მშპ (Y) გამოისახება შემდეგნაირად: Y = C + I + X + G

მოხმარებისკენ ზღვრულო მიდრეკილება (MPC) არის მოხმარების ფუნქციის


დახრილობა. ის აჩვენებს რამდენად შეიცვლება მოხმარება, როდესაც შემოსავალი
შეიცვლება.
ქვედა გრაფიკი წარმოადგენს ამის ილუსტრაციას.

მოხმარების ფუნქციის წრფე გარკვეულწილად შეცვალეს ეკონომისტებმა, რადგან


დაამატეს ინვესტიციები, წმინდა ექსპორტი და სახელმწიფო შესყიდვები, და შექმნეს
დანახარჯების წრფე. ქვევით მოცემული გრაფიკი აღნიშნულის დემონსტრაციაა.
შევნიშნოთ, რომ ამ წრფეების დახრილობა კვლავ MPC-ის ტოლია.
ჩვენ ასევე უნდა შევნიშნოთ, რომ მოდელის მიხედვით დანახარჯების წრფე
გადაადგილდება ზევით ან ქვევით იმის მიხედვით, სახელმწიფო დანახარჯები,
ინვესტიციები, წმინდა ექსპორტი ან გადასახადები გაიზრდება თუ შემცირდება.

ქვევით მოცემულ გრაფიკზე 45 გრადუსიანი წრფის (დახრილობა=1) და დანახარჯების


წრფის გადაკვეთის წერტილი აჩვენებს მოსალოდნელ რეალურ მშპ-ს, მოცემულ
დანახარჯების დონეზე. (ამ გრაფიკს ხშირად კეინზის კვეთას უწოდებენ).
ქვევით არსებული გრაფიკი ასახავს, როგორ უნდა ვიპოვოთ რეალური მშპ
დანახარჯების ბალანსის მეშვეობით, მას ასევე შეუძლია ახსნას რეცესიის ან
გაჯანსაღების პირველი ნაბიჯები.

თუ ეკონომიკა რეცესიაშია, ეკონომიკაში ნაკლები დანახარჯების დონეა. შედეგად,


ეკონომიკა გადავა b წერტილიდან d წერტილში. მარჯვენა გრაფიკში წერტილი d
მიიღება 45 - გრადუსიანი წრფის და დანახარჯების წრფის გადაკვეთით.

პირიქით, ეკონომიკური გაჯანსაღების დროს ეკონომიკაში დანახარჯების დონე


მაღალია და ეკონომიკა გადადის b წერტილიდან e წერტილში.

მნიშვნელოვანია შევნიშნოთ, რომ ეს რეალური მშპ-ს გადანაცვლებები გამოწვეულია


დანახარჯების მრუდის გადაადგილებით.

ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია, რადგან მომავალ ლექციებში ჩვენ ვნახავთ, რომ


არსებობენ რაღაც ძალები, რაც უბიძგებს რეალურ მშპ-ს იმოძრაოს პოტენციური მშპ-
სკენ.
დასკვნა: ეკონომიკური რყევები
ამ ლექციაში ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკური რყევების შესწავლა. ზოგი ეკონომისტი
რეალური მშპ-ს გადახრას პოტენციური მშპ-სგან ხსნის იმით, რომ აგრეგირებულ
მოთხოვნაში არის ცვლილებები და რყევები სწორედ ამით არის გამოწვეული. რეცესია
მაშინ ხდება, როდესაც აგრეგირებული მოთხოვნა მცირდება, რაც უბიძგებს რეალურ
მშპ-ს პოტენციური მშპ-ს დაბლა.

ეს მსჯელობა გამოგვადგება რეალური მშპ-ს პროგნოზირებისთვის. დანახარჯების


წრფე, რომელიც გვიჩვენებს როგორაა დამოკიდებული მოხმარება, ინვესტიციები, და
წმინდა ექსპორტი შემოსავალზე, არის პროგნოზირების მნიშვნელოვანი ნაწილი, (45
გრადუსიან წრფესთან ერთად).

ძირითადი საკითხები:

 ეკონომიკური რყევები არის რეალური მშპ-ს მოკლევადიანი გადახრები


პოტენციური მშპ-დან.

 დასაქმება და უმუშევრობა რეალურ მშპ-სთან ერთად მერყეობენ. უმუშევრობა


იზდება რეცესიის დროს და მცირდება ეკონომიკური გაჯანსაღების დროს.

 რეალური მშპ-ს გადახრები პოტენციური მშპ-სგან ძირითადად გამოწვეულია


აგრეგირებული მოთხოვნის ცვლილებით.

 როდესაც მოკლევადიან პროგნოზს ვაკეთებთ, იმის გათვალისწინება რომ


რეალური მშპ-ს რყევები გამოწვეულია აგრეგირებული მოთხოვნით,
გამოყენებულია რეალური მშპ-ს საპოვნელად.

 რეალური მშპ შესაძლებელია ვივარაუდოთ მოხმარების, ინვესტიციების,


წმინდა ექსპორტის და სახელმწიფო შესყიდვების პროგნოგნოზით, ეს
უკანასკნელნი კი დამოკიდებულია შემოსავალზე, და შედეგად, ასევე რეალური
მშპ-ს პროგნოზიც.

 მოხმარების ფუნქცია აღწერს როგორაა მოხმარება შემოსავალზე


დამოკიდებული.

 დანახარჯების წრფე აგებულია თავად მოხმარების ფუნქციიდან


 დანახარჯების და 45 გრადუსიანი წრფეები საშუალებას გვაძლევს,
განვსაზღვროთ რეალური მშპ.

 რეალური მშპ მცირდება მოკლევადიან პერიოდში, როცა სახელმწიფო


დანახარჯები მცირდება.

 მომავალ ლექციებში ჩვენ ვაჩვენებთ, რომ მოხმარება, ინვესტიციები და წმინდა


ექსპორტი რეაგირებს საპროცენტო განაკვეთსა და ინფლაციაზე. ეს
დამოკიდებულება კი განსაზღვრავს იმას, რომ რეალური მშპ უბრუნდება
პოტენციურ მშპ-ს გრძელვადიან პერიოდში.

You might also like