You are on page 1of 16

გაეცით ამომწურავი პასუხები კითხვებს

1.მაკროეკონომიკა წონასწორობას, რომელი სამი სახის ბაზარზე აღწერს? (1)

საქონლის, ფინანსური და შრომის

2.როგორ განიმარტება მშპ შემოსავლების მიხედვით (1)

ეს არის ეკონომიკაში დროის ერთეულში წარმოებული პროდუქტის შემოსავლების ჯამი

3.Co-ის ზრდა რომელ მრუდზე იმოქმედებს და როგორ (1)

მოთხოვნის მრუდზე, გადაადგილებს მარჯვნივ

4.რას ეწოდება ოპერაციები ღია ბაზარზე (1)

ცენრტალური ბანკის მიერ ობლიგაციების ბაზარზე ყიდვა -გაყიდვა

5.რას გამოიწვევს გადასახადების ზრდა (1)

ა) იმოქმედებს IS და LM მრუდებზე?- იმოქმედებს IS მრუდზე

ბ)ამ მრუდს გადაადგილებს ზევით თუ ქვევით მარჯვნივ თუ მარცხნივ?-გადაადგილებს

მარჯვნივ

გ)გამოშვებას გაზრდის თუ შეამცირებს- გაზრდის

დ) საპროცენტო განაკვეთს გაზრდის თუ შეამცირებს- გაზრდის

6.როგორია სკლეროზული ბაზარი?

ისეთი ბაზრები, რომლებიც ცუდად ფუნქციონირებს და გარიგებების ნაკლები ოდენობით

გამოირჩევა

7. რით არის განპირობებული ის რომ მოსალოდნელი ინფლაციის ზრდა ფაქტობრივი

ინფლაციის ზრდას იწვევს (1)

ფასების მოსალოდნელი დონის ზრდა ფაქტობრივი დონის ზრდას ერთი-ერთზე

პროპორციით იწვევს, შესაბამისად ნომინალურ ხელფასსაც მაღალს აწესებენ, რაც კიდევ

ზრდის ფასების დონეს,რაც მაღალ ინფლაციის ტემპს გულისხმობს. ასევე გასული


ფასების

დონის შეფასება მოსალოდნელ მაღალ დონეზე ფასების მაღალ მოსალოდნელ დონეს


იწვევს

ე. ი მაღალმოსალოდნელ ინფლაციას.

8. რა განსხვავებაა ზრდის თეორიასა და განვითარების ეკონომიკას შორის?

მათ შორის განსხვავება მკაფიო არ არის. ზრდის თეორია ბევრ ინსტიტუტს იყენებს
როგორც
მოცემულობას. განვითარების ეკონომიკა დაინტერესებულია , თუ რა ინსტიტუტები უნდა

ქნეს გამოყენებული სტაბილური ზრდის მისაღწევად და რა ადგილი უნდა ეკავოთ მათ .

9. დავუშვათ ქვეყანაში ომის დროს დაბომბვის შედეგად უფრო მეტი მსხვერპლი იყო
ვიდრე

კაპიტალის დაკარგვა მაშინ დროთა განმავლობაში როგორ შეიცვლება ერთ მუშაკზე

კაპიტალის მოცულობა და ერთ მუშაკზე გამოშვება

ერთ მუშაკზე კაპიტალის მოცულობაც და გამოშვებაც გაიზრდება

10.როგორი ეფექტი აქვს მონეტარულ ექსპანსიას მოკლევადიან პერიოდში? (1)

საპროცენტო განაკვეთი მცირდება მოკლევადიან პერიოდში მონეტარული ექსპანსიისას ,

წარმოება კი იზრდება

განიხილეთ საკითხი სრულყოფილად

1. უმუშევრობის ბუნებრივი დონე (ხელფასწარმოქმნის-ხელფასის განსაზღვრის


დამოკიდებულება. ფასწარმოქმნის-ფასების განსაზღვრის დამოკიდებულება ,
წონასწორული რეალური ხელფასი და უმუშევრობა, უმუშევრობიდან დასაქმებმდე ,
დასაქმებიდან უმუშევრობამდე).

1.უმუშევრობის ბუნებრივი დონე განვიხილოთ რამოდენიმე ასპექტი რომელიც


მნიშვნელოვანია უმუშევრობის დონეზე საუბრისას ესენია ხელფასწარმოქმნა,
ფასწარმოქმნა, წონასწორული რეალური ხელფასი და უმუშევრობა, უმუშევრობიდან
დასაქმებამდე და დასაქმებიდან გამოშვებამდე არსებული სიტუაცია და სხვა . ხელფასის
განსაზღვრას აქვს განტოლება მას შემდეგი სახე აქვს:W/p=F(u,z) იგი გულისხმობს რომ
რეალურ ხელფასსა და უმუშევრობის დონეს შორის არსებობს უკუდამოკიდებულება რაც
მაღალია უმუშევრობის დონე მით დაბალია რეალური ხელფასი. რეალურ ხელფასსა და
უმუშევრობის დონეს შორის თანაფარდობას ვუწოდოთ ხელფასწარმოქმნის
დამოკიდებულება ის მოიაზრებს მრუდს რომელშიც რეალური ხელფასი ათვლილია
ვერტიკალური ღერძზე, უმუშევრობის დონე ჰორიზონტალურზე, ხელფასის
განმსაზღვრელი დამოკიდებულება გამოსახულია დახრილი WS მრუდი: რაც მაღალია
უმუშევრობის დონე, მით დაბალია რეალური ხელფასი.ახლა განვიხილოთ შემდეგი
განტოლება W/P=1/1+მიუ ფიმრების მიერ გადასახდელ რეალურ ხლფასს ფასწარმოქმნის
შესახებ გადაწყვეტილება განსაზღვრავს. მოცემული გადასახდელი ხელფასის პირობებში
ფასნამატის ზრდა ფირმებს აიძულებს თავიანთ პროდუქციაზე ფასები გაზარდოს , რაც
რეალური ხელფასის შემცირებას იწვევს. წარმოვიდგინოთ სიტუაცია რომ არა მარტო ის
ფირმა რომელშიც მუშაობთ არამედ ეკონომიკაში არსებული ყველა ფირმა ფასნამატს
ზრდის ამას ფასების დონის ზრდა მოჰყვება და თუ ნომინალურ ხელფასს გიხდიან მაშინ
თქვენი რეალური ხელფასი შემცირდება ფასწარმოქმნის დამოკიდებულების მრუდი
ჰორიზონტალურია და აღინიშნება PS ასოთი. შრომის ბაზარზე წონასწორობა მოითხოვს ,
რომ რეალური ხელფასი რომელიც ხელფასის განმსაზღვრელი ფაქტორებით არის
დადგენილი ტოლი უნდა იყოს იმ რეალური ხელფასის რომელიც ფასწარმოქმნის
ფაქტორებით არის დადგენილი ფორმულა F(un,z)=1/1+მიუ წონასწორულ უმუშევრობის
დონეს უმუშევრობის სტრუქტურულ დონეს უწოდებენ. უმუშევრობის ბუნებრივ დონესთან
ასოცირდება დასაქმების ბუნებრივი დონე ანუ დასაქმების ის დონე რომელიც
უმუშევრობის ბუნებრივი დონის პირობებშია განვიხილოთ კავშირი უმუშევრობას ,
დასაქმებასა და სამუშაო ძალას შორის u=U/L=1-N/L თუ უმუშევრობის დონე არის u ხოლო
სამუშაო ძალა L მაშინ დასაქმებულთა ბუნებრივი დონე იქნება Nn საბოლოოდ
დასაქმებულთა ბუნებრივრაოდენობასთან დაკავშირებულია გამოშვების ბუნებრივი
მოცულობა-წარმოების მოცულობა დასაქმებულთა ბუნებრივი რაოდენობის პირობებში .
საწარმოო ფუნქციის გატვალისწინებით Ynგამოითვლება შემდეგნაირად Yn= Nn=L(1-un)

ესსე

1. დაახასითეთ საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი-


ერთობლივი

გამოშვება.

მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) და მისი რეალური ზრდის ტემპი ქვეყნის ეკონომიკის
მდგომარეობის შეფასების ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია . 2018 წლის I კვარტალში
მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 150,2 მლნ. ლარი
შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის
რეალური ზრდა 5,3 პროცენტით განისაზღვრა.ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში :
ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა , სხვა
კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევ, სამთომოპოვებითი
მრეწველობა, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის
წარმოება და განაწილება, საფინანსო საქმიანობა, მშენებლობა , დამამუშავებელი
მრეწველობა, განათლება, ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და
პირადი მოხმარების საგნების რემონტი. ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა , რკინიგზის
ტრანსპორტისა და მილსადენებით ტრასნპორტირების მნიშვნელოვანმა ზრდამ
გამოიწვია, შესაბამისად, მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული
ღირებულების და ტრანსპორტის სფეროს რეალური ზრდა. ალკოჰოლიანი სასმელებისა
და თამბაქოს ნაწარმის წარმოების შემცირებამ დამამუშავებელი მრეწველობის სფეროს
დამატებული ღირებულების შემცირება გამოიწვია. ვაჭრობის სფეროში უარყოფითი
ზრდის ტემპი ავტომობილებით ვაჭრობის შემცირებით არის განპირობებული .
საქართველოსთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლებისა და ინვესტორების ნდობის
გაძლიერება. ასევე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გამოყენებით
ქართული ექსპორტისთვის ბაზრების დივერსიფიკაცია

ღია კითხვები:

1.როდისაა ბიუჯეტი დეფიციტური?

ბიუჯეტი დეფიციტურია როცა როდესაც სახელმწიფო გადასახადები (შემოსავლები )

ნაკლებია სახელმწიფო დანახარჯებზე. ამ დროს საზოგადოებრივი დანაზოგი


უარყოფითია.

2.ეკონომისტებს უმუშევრობა რომელი ორი ძირითადი მიზეზის გამო აწუხებთ?(1)

უმუშევრობა პირდაპირ გავლენას ახდენს უმუშევართა კეთილდღეობაზე;

უმუშევრობა იძლევა სიგნალს, რომ ეკონომიკა არაეფექტიანად იყენებს რესურსებს.

3.რას გვიჩვენებს სამომხმარებლო ფასების ინდექსი?


საქონლისა და მომსახურების გარკვეული ჩამონათვალის ღირებულების ცვლილება
დროის

განმავლობაში.

4.რა უპირატესობა აქვს ობლიგაციების ფულთან შედარებით?

ობლიგაციები პროცენტული შემოსავლის (სარგებლის) მიღების საშუალებას გვაძლევს.

5. რას გამოიწვევს გადასახადების შემცირება?

ა) იმოქმედებს IS თუ LM მრუდზე? პასუხი: IS მრუდზე

ბ) ამ მრუდს გადაადგილებს ზევით თუ ქვევით, მარჯვნივ თუ მარცხნივ? პასუხი : მარჯვნივ

გ) გამოშვებას გაზრდის თუ შეამცირებს? პასუხი: გაზრდის

დ) საპროცენტო განაკვეთს გაზრდის თუ შეამცირებს? პასუხი : გაზრდის

6.რას გულისხმობს ეფექტიანი ხელფასის თეორია?

თეორია, რომლის მიხედვით მწარმოებლურობა,ანუ მუშაკთა ეფექტიანობა მათ მიმართ

გადახდილ ხელფასს უკავშირდება. სარეზერვო ხელფასზე მაღალი ხელფასი .

7.რა ზეგავლენას ახდენს ინვესტიციებსა და გამოშვებაზე ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება

საშუალოვადიან პერიოდში(0,5)

გამოშვება უცვლელია, ინვესტიციები იზრდება.

8.რაა არის ხელფასის ინდექსაცია?

როდესაც ხელფასზე შეთანხმების პირობა ინფლაციის დონესთან ერთად იცვლება.


პირობა

რომელიც ხელფასს ინფლაციის შესაბამისად ავტომატურად ზრდის.

9.რას ეწოდება კაპიტალის კლებადი უკუგება?

თვისება, როდესაც შრომის მოცემული რაოდენობის პირობებში კაპიტალის ყოველი

მომდევნო ერთეულის ზრდას გამოშვების უფრო და უფრო მცირე ზრდა მოსდევს.

10.როგორი დამოკიდებულება არსებობს ერთ მუშაკზე კაპიტალის მოცულობისა და ერთ

მუშაკზე გამოშვების მოცულობის ცვლილებას შორის:

თემა: ერთობლივი მიწოდება

ერთობლივი მიწოდება აღწერს გამოშვების გავლენას ფასების დონეზე . ის შრომის


ბაზარზე წონასწორობიდანაა მიღებული. ეს არის დამოკიდებულება ფასების დონეს ,
ფასების მო- სალოდნელ დონესა და გამოშვების მოცულობას შორის: გამოშვების ზრდა
უმუშევრობას ამცირებს; უმუშევრობის შემცირება ზრდის ხელფასს და , თავის მხრივ ,
ფასების დონეს.ფასების მოსალოდნელი დონის ზრდა იგივე პროპორციით ფასების
ფაქტობრივი დონის ზრდას იწვევს. P =Pe(1+ )μ F(u,z)ფასების დონე, P, დამოკიდებულია
ფასების მოსალოდნელ დონეზე, Pe , და უმუშევრობის დონეზე, u, (აგრეთვე, ფასნამატზე, μ,
და განზოგადებულ ცვლადზე, z, რომლებსაც ამ შემთხვევაში მუდმივების - ფიქსირებული
სიდიდეების როლში განვიხილავთ).u=U/L=(L-N)/L=1-N/L=1-Y/L აქედან გამომდინარე
რაცმაღალია გამოშვება მით დაბალია უმუშევრობა. ერთობლივი მიწოდების
დამოკიდებულებას, ანუ AS დამოკიდებულებას P=Pe(1+μ)F (1-Y/L,z) Y-ის ზრდა P-ს ზრდას
იწვევს. გამოშვების ზრდა დასაქმების ზრდას იწვევს; 2. დასაქმების ზრდა უმუშევრობას
ამცირებს და მაშასადამე, ამცირებს უმუშევრობის დონეს; 3. დაბალი უმუშევრობის დონე
ნომინალური ხელფასის ზრდას იწვევს; 4. ნომინალური ხელფასის ზრდა ფირმების მიერ
დაწესებული ფასების და მაშასადამე, ფასების დონის ზრდას იწვევს . ერთობლივი
მიწოდების მრუდი აღმავალია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოშვების, Y, ზრდა ფასების
დონის, P, ზრდას განაპირობებს. თუ რატომ, ეს ზემოთ ვნახეთ. ■ ერთობლივი მიწოდების
მრუდი გადის A წერტილში, სადაც Y = Yn -ს, ხოლო P = Pe -ს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
როდესაც გამოშვება, Y, გამოშვების ბუნებრივი მოცულობის, Yn , ტოლია, ფასების დონე, P,
ფა- სების მოსალოდნელი დონის, Pe , ტოლი იქნება.

ესე:დაახასიათეთ საქართველოს ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი -


უმუშევრობის დონე უმუშევრობა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და
რთულად მოგვარებადი პრობლემაა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) 2015
წლის მაისის სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 67%
ყველაზე პრობლემატურ საკითხად სამუშაო ადგილების უკმარისობას მიიჩნევს .
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით კი 2017 წელს
საქართველოში უმუშევრობის დონე (უმუშევრების პროცენტული რაოდენობა სამუშაო
ძალაში) 13.9% იყო. ადამიანის მიერ საკუთარი უმუშევრობის აღქმა ხშირად არ ემთხვევა
ოფიციალური სტატისტიკური მეთოდოლოგიით განსაზღვრულ უმუშევრობას. ქვეყნის
სპეციფიკიდან გამომდინარე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციების
გათვალისწინებით, საქართველოში ზედა ასაკობრივი ზღვარი არ არის დაწესებული ,
რადგან საპენსიო ასაკის მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ მაღალია .
პენსიონერიც შეიძლება უმუშევრად ჩაითვალოს. რადგან საქართველოში უმუშევრობის
დახმარება არ არის, უმუშევრობის სტატისტიკას მხოლოდ ეკონომიკური სიტუაციის
ანალიზის დანიშნულება აქვს. საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობაში
თვითდასაქმებულები (სოფლის მეურნეობაში დასაქმებულები, საცალო ვაჭრობასა და
სხვა) ჭარბობს. სულ დასაქმებულია დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი, აქედან
დაახლოებით 1 მილიონი (60%) თვითდასაქმებულია. სწორედ ამ ფორმით დასაქმებული
მოსახლეობის დიდი ნაწილი არ თვლის თავს დასაქმებულად და სოციოლოგიურ
გამოკითხვებში პასუხობს, რომ უმუშევარია. საქართველოს შრომის ბაზარი მსოფლიოში
ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია: არ არის დაწესებული მინიმალური ხელფასის
სავალდებულო ზღვარი, იოლია სამუშაოზე აყვანა- გათავისუფლება, არ არის
უმუშევრობის დახმარება, სამუშაო საათების მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია ,
მაგრამ მკაცრად არ კონტროლდება. მთავრობას უმუშევრობის პრობლემის
თანდათანობით გადასაჭრელად ერთადერთი გზა რჩება: ხელი შეუწყოს ქვეყნის მაღალი
ეკონომიკური ზრდის ტემპის მიღწევას და პარალელურად განათლების ხარისხის
გაუმჯობესებაზე იზრუნოს.

ღია კითხვები:

1.როგორ გამოითვლება ინფლაციის ტემპი?(1)

Pt-(Pt-1)/Pt-1

2.რას გვიჩვენებს განკარგვადი შემოსავალი(YD)?


შემოსავლის იმ ნაწილს, რომელიც მომხმარებლებს მას შემდეგ რჩებათ, როცა

სახელმწიფოსაგან ტრანსფერებსმიიღებენდა სახელმწიფოს გადასახადებს გადაუხდიან .

3.როდისაა ბიუჯეტი პროფიციტური?(1)

როცა გადასახადები აჭარბებს სახელმწიფო ხარჯებს(ანუ როცა ბიუჯეტში შემოსავლები

მენტია ბიუჯეტის გასავლებზე)

4.რა დამოკიდებულებაშია ფულზე მოთხოვნა ნომინალურ შემოსავალთან?(1)

ნომინალური შემოსავლის ზრდის დროს ფულზე მოთხოვნა იზრდება,ხოლო კლების


დროს

ფულზე მოთხოვნა იკლებს

5.რას ნიშნავს კოორდინირებული პოლიტიკა?

როდესაც ერთდროულად ვატარებთ ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას

6.რა არის შრომის მწარმოებლურობა?(1)

შრომის მწარმოებლურობა არის ერთი ადამიანის მიერ ერთ საათში შექმნილი დოვლათის

ღირებულება

7.რას უწოდებენ ეკონომისტები ფულის ნეიტრალურობასდამოკიდებულების დონე .


მოგეხსენებათ ეროვნული ვალუტის გაუფასურება მნიშვნელოვნად ზრდის
იმპორტირებული საქონლის ფასს. საქართველოში მწარმოებლებს უძვირდებათ
წარმოებაც, რადგან იზრდება იმპორტირებული წარმოების საშუალებების ფასები .
ამასთან, ლარის გაუფასურება ბიძგს აძლევს მოთხოვნის ზრდით პროვოცირებულ
ინფლაციას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი, მოცემულ ვითარებაში,
ინფლაციის მაჩვენებლის ზრდაზე ნაკლებ გავლენას ახდენს.

2018 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო წინა
თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა. წლიური
ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ
ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები
მომატებულია 1,8%

ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3,5 პროცენტიანი ზრდა


ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები მომატებულია 6,4%
საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი: ფასები გაიზარდა 4,7%
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 4,3% საქართველოს საიმპორტო ათეულში
შედის ისეთი სასაქონლო ჯგუფები, რომელთა ადგილობრივი წარმოება არ არის
განვითარებული და შესაბამისად მათი ადგილობრივით ჩანაცვლებაც ვერ ხერხდება .
ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურება კი აძვირებს იმპორტირებულ პროდუქციას და
იწვევს ქვეყანაში ინფლაციის იმპორტს. სურსათის და სამკურნალო საშუალებების
ფასების მატება მტკივნეულად აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე . ფასების ზრდის
ტენდენციას აბრკოლებს საერთაშორისო ბაზარზე ენერგომატარებლებსა და სურსათზე
ფასების კლება, ასევე ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონში
შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა.
20.რა არის დამახასიათებელი ენდოგენური ზრდის მოდელისთვის?

ბ) ზრდის ტემპი გრძელვადიან პერიოდშიც კი დამოკიდებულია ისეთ მაჩვენებლებზე


როგორიცაა დაზოგვის ნორმა და განათლებაზე გაწეული დანახარჯების
რაოდენობაეროვნულ ბანკს გავლენა აქვს კომერციული ბანკების ლარში გასაცემი
სესხების საპროცენტო განაკვეთებზე. მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობისთვის
ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის განწყობა როგორც ქვეყანაში მიმდინარე
ეკონომიკური პროცესების, ასევე სახელმწიფოს მიერ გატარებული ეკონომიკური
პოლიტიკის მიმართ. როდესაც ეროვნულ ბანკს ფასებისა და ვალუტის კურსის
სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უხდება ,
მთავრობამ განსაკუთრებულად უნდა შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, ანუ
საქონლისა და მომსახურების მიწოდების სტიმულირება უნდა მოახდინოს. სამწუხაროდ ,
საქართველოში პირიქით ხდება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას თან ერთვის
გადასახადების ზრდა (აქციზის გადასახადის ზრდა, ასევე საუბარია მიწის გადასახადის
ზრდაზე) და რეგულაციების გამკაცრება. 2018 წლის პირველ კვარტალში წლიური
ინფლაცია,

როგორც მოსალოდნელი იყო, შემცირდა და 3.3% შეადგინა. თუმცა, შემცირების ტემპი წინა
პერიოდში პროგნოზირებულზე ოდნავ უფრო ჩქარი აღმოჩნდა , რაც ძირითადად
ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე მეტად გამყარებამ და წლის
პირველ კვარტალში საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის შედარებით გაიაფებამ
განაპირობა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ამ ეტაპზე
ზომიერი გამკაცრების ფაზაში ნარჩუნდება. როგორც ეროვნული ბანკის პროგნოზების
მიხედვით იყო მოსალოდნელი, ერთჯერადი ფაქტორების ძირითადი ნაწილის
განეიტრალებასთან ერთად, 2018 წლის დასაწყისში წლიური ინფლაცია შემცირდა და
აპრილში 2.5% შეადგინა.

გაეცით ამომწურავი პასუხები

1. რა შემთხვევაში ვამბობთ რომ უმუშევრობა სტაგნაციური გაერთიანებაა როცა


უმუშევრები ხანგრძლივი დროი მანძილზე რჩებიან უმუშევრებად.

2.ეკონომისტები ტერმინ ფინანსური ინვესტიციებით რას აღნისნავენ (1) ოქროს ან


აქციებისა და სხვა ფინანსური აქტივების ყიდვას

3.როგორია საზოგადოებრივი დანაზოგო როდესაც ბიუჯეტი დეფიციტურია ?(1)


დეფიციტურის დროს T<Gზე ანუ გადასახადები ნაკლებია სახელმწიფოებრივ
დანახარჯებზე. ამ დროს საზოგადოებრივი დანაზოგი უარყოფითია .

4.რა დამოკიდებულებაშია ფულზე მოთხოვნა საპროცენტო განაკვეთთან (1)


უკუპროპორციული დამოკიებულებაა ამას ფორმულაში არსებული მინუსიც მიუთითებს
Md=$Y(Li)

5. როგორი ფორმა აქვს IS მრუდს?(1) დაღმავალი ფორმა აქვს იგი გამოხატავს საქონლის
მდგომარეობას და არა ფინანსურს

6.უმუშევრობის დონის ზრდა რატომ ამცირებს ნომინალურ ხელფასს?(1)

იმიტომ რომ მოქალაქეს არ აქვს სხვა სამსახურის ალტერნატივა შესაბამისად იგი


იძულებულია დათანხმდეს დაბალ ანაზღაურებასაც
7.როგორი ფორმა აქვს ფასწარმოქმნით განსაზღვრულ მრუდს?

ჰორიზონტალური, რეალური ხელფასი არ არის დამოკიდებული უმუშევრობის დონეზე .

8.განვიხილოთ ეკონომიკა რომლის გამოშვება თავისი ბუნებრივი მოცულობის ტოლია.


ახლა დავუშვათ რომ მომხმარებელთა ნდობა მცირდება, რადგანაც განკარგვადი
შემოსავლის მოცემული სიდიდის პირობებში შიდამეურნეობა საკუთარი დანაზოგების
ზრდას ცდილობს მაშინ მოკლევადიან პერიოდში რა მოყვება გამოშვებას ფასების დონეს
და მოხმარებას?

10.რას ეწოდება მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მაჩვენებელი?

როდესაც მშპ და მშპ-ს კომპონენტები ყველა ქვეყნისათვის გაიანგარიშება ფასების


საერთო ნაკრებით. რეალური მშპ-ს ასეთ ადაპტირებულ მაჩვენებელსგანიხილეთ საკითხი
სრულყოფილად

1. წონასწორობა მოკლე და გრდზელვადიან პერიოდში

მოკლევადიან პერიოდში, ცვლილებები გამოშვებაში ერთობლივი მოთხოვნის , ან


ერთობლივი მიწოდების ცვლილებიდან გამომდინარეობს. საშუალოვადიან პერიოდში
გამოშვება თავის ბუნებრივ მოცულობას უბრუნდება, რომელიც შრომის ბაზარზე
წონასწორობით განისაზღვრება. რთობლივი მიწოდების მრუდი AS გამოსახულია
მოცემული Pe სიდიდი-

სათვის. მრუდი აღმავალია: რაც მაღალია გამოშვების მოცულობა , მით მაღალია ფასების
დონე. მრუდის მდებარეობა დამოკიდებულია Pe -ზე. ერთობლივი მოთხოვნის მრუდი, AD,
აგებულია მოცემული M, G და T სიდიდეებისათვის. ის დაღმავალია: რაც მაღალია ფასების
დონე, მით დაბალია გამოშვება. საშუალო ვადიანი პერიოდისათვის ამ სიტუაციაში
ფასების დონე ფასების მო- სალოდნელ დონეზე მაღალია, ანუ მაღალია იმ ფასების
დონეზე, რომელსაც ხელფასის განმსაზღვრელები ნომინალურ ხელფასს დაწესებისას
ითვალის- წინებდნენ. ფასების მაღალი დონე ხელფასის განმსაზღვრელებს აიძულებს
მომავალში ფასების დონის შესახებ თავიანთი მოლოდინები გადასინჯონ. ასე რომ,
შემდგომი ნომინალური ხელფასის განსაზღვრისას, ისინი მოსალოდ- ნელი ფასების
უფრო მაღალ დონეს, ვთქვათ P′ e -ს, დაეყრდნობიან, სადაც P′ e > Pe -ზე. მომავალში
ფასების მოსალოდნელი დონის ზრდა ერთობლივი მიწო- დების მრუდის ზემოთ AS-დან AS
′-მდე გადაადგილებას იწვევს: გამოშვების მოცემული მოცულობის პირობებში , ხელფასის
განმსაზღვრელები ფასების უფრო მაღალ დონეს მოელიან. ისინი უფრო მაღალ
ნომინალურ ხელფასს აწესებენ, რაც, თავის მხრივ, ფირმებს უფრო მაღალი ფასების
დაწესებისკენ უბიძგებს. ამიტომ, ფასების დონე მატულობს.მოკლევადიან პერიოდში
გამოშვება გამოშვების ბუნებრივ მოცულობა- ზე მაღლა ან დაბლა შეიძლება იყოს .
ნებისმიერ ცვლადის მნიშვნელობის ცვლილება, რომელიც შედის ერთობლივი მიწოდების
ან ერთობლი- ვი მოთხოვნის დამოკიდებულებაში, გამოშვების მოცულობის და ფასე - ბის
დონის ცვლილებებს იწვევს. საშუალოვადიან პერიოდში გამოშვება, საბოლოო ჯამში ,
გამოშვების ბუნებრივ მოცულობას უბრუნდება. წონასწორობაში მოყვანა ფასების დონის
ცვლილების მეშვეობით ხდება. როდესაც გამოშვება მის ბუნებრივ მოცულობას აღემატება ,
ფასების დონე იზრდება. ეს უკანასკნელი მოთხოვნასა და გამოშვებას ამცირებს. როდესაც
გამოშვება მის ბუნებ- რივ მოცულობაზე ნაკლებია, ფასების დონე იკლებს, რაც მოთხოვნის
და გამოშვების ზრდას იწვევს.

ესსე
1.დაახასიათეთ საქართველოს მონეტარული პოლიტიკა, რამდენად ეფექტიანია ის.
მონეტარული პოლიტიკა არის ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელსაც
საქართველოში ეროვნული ბანკი ახორციელებს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კი
მინიმალური საპროცენტო განაკვეთია ეროვნული ბანკის სესხებზე. ეროვნული ბანკი
სესხებს კომერციული ბანკებისთვის გასცემს. შესაბამისად, აღნიშნული განაკვეთის
ცვლილებითეროვნულ ბანკს გავლენა აქვს კომერციული ბანკების ლარში გასაცემი
სესხების საპროცენტო განაკვეთებზე.

მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის


განწყობა როგორც ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების, ასევე სახელმწიფოს
მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. როდესაც ეროვნულ ბანკს
ფასებისა და ვალუტის კურსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მონეტარული
პოლიტიკის გამკაცრება უხდება, მთავრობამ განსაკუთრებულად უნდა შეუწყოს ხელი
ბიზნესის განვითარებას, ანუ საქონლისა და მომსახურების მიწოდების სტიმულირება უნდა
მოახდინოს. სამწუხაროდ,

საქართველოში პირიქით ხდება. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას თან ერთვის


გადასახადების ზრდა (აქციზის გადასახადის ზრდა, ასევე საუბარია მიწის გადასახადის
ზრდაზე) და რეგულაციების გამკაცრება. 2018 წლის პირველ კვარტალში წლიური
ინფლაცია, როგორც მოსალოდნელი იყო, შემცირდა და 3.3% შეადგინა. თუმცა,
შემცირების ტემპი წინა პერიოდში პროგნოზირებულზე ოდნავ უფრო ჩქარი აღმოჩნდა ,
რაც ძირითადად ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის მოსალოდნელზე მეტად
გამყარებამ და წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის
შედარებით გაიაფებამ განაპირობა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული
პოლიტიკა ამ ეტაპზე ზომიერი გამკაცრების

ფაზაში ნარჩუნდება. როგორც ეროვნული ბანკის პროგნოზების მიხედვით იყო


მოსალოდნელი, ერთჯერადი ფაქტორების ძირითადი ნაწილის განეიტრალებასთან
ერთად, 2018 წლის დასაწყისში წლიური ინფლაცია შემცირდა და აპრილში 2.5% შეადგინა .

10.დაზოგვის ნორმა როგორ ზეგავლენას ახდენს ერთ მუშაკზე გამოშვებაე გრძელვადიან


პერიოდში,ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში? იწვევს უფრო მაღალი ზრდის
პერიოდს, ვიდრე გამოშვება ახალ, მაღალ ტრაექტორიას არ მიაღწევს.

თემა: დაზოგვის ალტერნატიული ნორმების შედეგები(კაპიტალისა და გამოშვების


დინამიკა,კაპიტალის მდგრადი მდგომარეობა და გამოშვება ,დაზოგვის ნორმა და
გამოშვება,დაზოგვის ნორმა და მოხმარება) აქ საჭიროა განვიხილოთ რამოდენიმე
ასპექტი ცალკ-ცალკე დავიწყოთ კაპიტალისა და გამოშვების დინამიკით : აქ საჭიროა
განვიხილოთ კაპიტალის ცვლილება t-დან t+1წლამდე Kt+1/N-Kt/N, რომელიც ტოლია
ინვესტიციებს t წლის განმავლობაში sf=(Kt/N)- ცვეთა t წლის განმავლობაში სიგმა Kt/N.
ინვესტიციები ერთ მუშაკზე განტოლების მარჯვენა მხარის პირველი წევრი - მიმდინარე
წელს კაპიტალის მოცულობა ერთ მუშაკზე, ერთ მუშაკზე მიმდინარე წლის გამოსვებას
განსაზღვრავს დაზოგვის ნორმის გათვალისწინებით, გამოშვება ერთ მუშაკზე
განსაზღვრავს დაზოგვას ერთ მუშაკზერომელიც თავის მხრის ერთ მუშაკზე ინვესტიციების
ტოლია. ცვეთა ერთ მუშაკზე ტოლობის მარჯვენა მხარის მეორე წევრი- კაპიტალის მარაგი
ერთ მუშაკზე დმოკიდებულია მიმდინარე წლის განმავლობაში ერთ მუშაკზე კაპიტალის
ცვეთის სიდიდეზე როცა ინვესტიციები ერთ მუშაკზე აღემტება ცვეთას ერთ მუშაკზე მასინ
კაპიტალის ცვლილება ერთ მუშაკზე დადებითია: ერთ მუშაკზე კაპიტალის მოცულობა
იზრდება.sf(Kt/N) დამოკიდებულებას რომელიც ერთ მუშაკზე ინვერსტიციებს გამოსახავს
საწარმოო ფუნქციის ფორმა აქვს მაგრამ მისგან განსხვავდება იმით რომ ის ერთ მუშაკზე
გამოშვების სიდიდეს s -ჯერ ჩამოუვარდება. სიგმა K/N დამოკიდებულებას , რომელიც ერთ
მუშაკზე ცვეთას ახასიათებს და გრაფიკი წრფით არის წარმოდგენილი ის ერთ მუშაკზე
კაპიტალის პროპორციულად იზრდება და შესაბამისი წრფივისთვის დახრის კუთხეა
სიგმა. მდგომარეობა რომლის პირობებშიც გამოშვება ერთ მუშაკზე და კაპიტალი ერთ
მუშაკზე აღარ იცვლება ეკონომიკის მდგრადი მდგომარეობითაა ცნობილი. ახლა კი
გადავიდეთ დაზოგვის ნორმასა და გამოშვებაზე 1.გრძელვადიან პერიოდში ერთ მუშაკზე
გამოშვების ზრდის ტემპი ნულის ტოლია ამიტომ მასზე დაზოგვის ნორმა გავლენას არ
ახდენს 2. მიუხედავად იმისა გრძელვადიან პერიოდში დაზოგვის ნორმა განსაზღვრავს
ერთ მუშაკზე გამოშევბის მოცულობას სხვა თანაბარ პირობებში ქვეყნებს
რომლებსაცმაღალი დაზოგვის ნომრა აქვთ, გრძელვადიან პერიოდში ერთ
მუშაკზეგამოშვების უფრო მაღალი მოცულობის მიღწევა შეუძლიათ. განვიხილოთ ორი
ვარიანტი როცა ეკონომიკაში დაზოგვის ნორმა ნულის ტოლია ამ შემთხვევაში გამოშვება
და მოხმარებაც ნულის ტოლია და მეორე ვარიანტი როცა დაზოგვის ნორმა ერთის ტოლია
ადამიანები მთლიან შემოსავალს ზოგავენ მოხმარება ნულს უდრის. დაზოგვის ეს ორი
უკიდურესი შემთხვევა გულისხმობს რომ უნდა არსებობდეს დაზოგვის ნორმა რომელიც
ნულსა და ერთს შორისაა და რომლის დროსაც მდგრადი მდგომარეობის მოხმარების
მოცულობა მის მაქსიმალურ მნიშვნელობას აღწევს.

 ესე: როგორ დაახასიათებდით საქართველოს საქონლის ბაზარს ზოგადად


ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, როგორც ექსპორტის განხორციელება, ასევე იმპორტის
შემოდინება. ეს არის მაჩვენებელი იმისა, რომ ქვეყანა ინტეგრირებულია გარე
სამყაროსთან. ჩვენს ქვეყანას სჭირდება, როგორც ექსპორტი ისე იმპორტი ეს ბუნებრივია ,
მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ეს ბალანსი დარღვეულია. საქართველოში არ იწარმოება არც
მნიშვნელოვანი პროდუქცია და არცმნიშვნელოვანი მომსახურება, რომელიც ქმნის
სიმდიდრეს. ჩვენი პროდუქცია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტია და თანამედროვე
გარემოში ამაზე ორიენტირება არ არის ჯანმრთელი. სხვა მხრივ საქართველოში
პროდუქცია არ იწარმოება, ისეთი რომელზეც მოთხოვნა იქნება გარე სამყაროში .
ქვეყნისთვის უკეთესია, თუ ისეთ პროდუქციას აწარმოებს, რომელსაც სხვა ქვეყანა ვერ
ჩაანაცვლებს. ჩვენი ქვეყნის მზადება უნდა მოხდეს ასეთი ეკონომიკური სტრუქტურის
შესაქმნელად. აქ აუცილებელია სახელწიფოს როლი, სახელმწიფოემ უნდა
ჩამოაყალიბოს მთავარი კონცეფცია რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ეკონომიკა ,
რა იქნება საქართველოს ნიშა. იმპორტს რაც შეეხება ქვეყანაში შემოდისთითქმის
ყველაფერი რისი მსყიდველუნარიანობაც აქვს ქვეყანას.საქართველო უნდა იყოს
ექსპორტზე ორიენტირებული არა ვაშლებით და მსხლებით, არამედინტელექტუალური
საკუთრებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, ამ პირობებში , როგორშიც
ჩვენ ვცხოვრობთ, ამ საუკუნის 40-იან წლებში, მსოფლიომოსახლეობა ცხრა მილიარდი
გახდება, როცა კლიმატის უარესობისკენ ცვლა ასეთი ჩქარიტემპით მიდის და როცა
მოსახლეობის საშუალო ფენა მთელ მსოფლიოში იზრდება, დახვეწილობა და ცხოვრების
სტილი რადიკალურად იცვლება. აი, ამ პირობებში, ყველაზემნიშვნელოვანია
საქართველომ აიღოს ნიშა ეკოლიგიისა და ეკოლოგიის
ხელშემწყობიინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით, ეს მოგვცემს ჩვენ
შესაძლებლობას, რომდახავსებულ, ჩამორჩენილ ეკონომიკიდან თანამდეროვე
ეკონომიკაზე ორიენტირიავიღოთ. სახელმწიფოს ვალია მართოს ეს პროცესები . მთელმა
მსოფლიომ განავითარება დაიწყო თავისიახალდაბადებული ინვესტირების დაცვით .
აწესებდა მაღალ სატარიფო გადასახადს, რომადგილობრივი პროდუქცია ფეხზე
დამდგარიყო და შემდეგ მას შესძლებოდა იმპორტირებულსაქონელთან კონკურენციის
გაწევა. ჩვენს ქვეყანაში ასეთი მსგავსი ინდუსტრიული პოლიტიკაარ არსებობს

10.რით განსხვავდება ერთ მუშაკზე ინვესტიციებისა და ერთ მუშაკზე გამოშვების მრუდები ?


გამოშვებას ამცირებს.აქ ვისაუბროთ ტექნოლოგიებზე ზოგადად(ბოდიალი კაროჩე )
დასაქმებულთა პროცენტული ცვლილება=გამოსვების პროცენტული ცვლილება-
მწარმოებლურობის პროცენტული ცვლილება დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ რომ
ზოგჯერ მწარმოებლურობის ზრდა გამოშვების ისეთ ზრდას იწვევს რომელიც საკმარისია
იმისთვის რომ შენარსუნდეს ან გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა მოკლევადიან
პერიოდში ზოგჯერ კი მწარმოებლურობის ზრდა გამოშვების არასაკმარის ზრდას იწვევს
და უმუშევართა რაოდენობა მოკლევადიან პერიოდში იზრდება .

ესე:როგორ დაახასიათებდით საქართველოს შრომის ბაზარს საქართველოში


დასაქმების ზრდის ძირითად წყაროს კერძო სექტორი წარმოდგენს. შესაბამისად ,
დასაქმების შემდგომი ზრდისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს კერძო სექტორის
აქტივობა და უზრუნველყოფილ იქნას მაღალი ეკონომიკური ზრდა. ბოლო წლებში
დაფიქსირებულმა ეკონომიკურმა ზრდამ ასევე ხელი შეუწყო უმუშევრობის დონის
შემცირებას. 2009 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე შემცირების ტენდენციით ხასიათდება
და 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 13.9% შეადგინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლებში
დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა დიდწილად მთლიანი პროდუქტიულობის ზრდით
იყო გამოწვეული. ბოლო წლებში უმუშევრობის დონის შემცირებას ძირითადად ქვეყნის
ეკონომიკური ზრდა და გაზრდილი ეკონომიკური აქტივობით სამუშაო ძალაზე შექმნილი
დამატებითი მოთხოვნა განაპირობებდა. აღნიშნული დასტურდება იმითაც , რომ 2010
წლის შემდეგ დასაქმების საშუალოწლიურმა ზრდამ 1.4% შეადგინა და ეს ზრდა
ძირითადად დაქირავებით დასაქმებულთა ზრდით იყო განპირობებული .

ამასთან სუსტი პოზიტიური ტენდენციები განვითარდა შრომის მიწოდების


თვალსაზრისითაც, რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო წლებში
შრომისუნარიანი მოსახლეობისა და აქტიურობის დონის კუთხით არსებული დინამიკა .
კერძოდ, ბოლო 10 წლის განმავლობაშიშრომისუნარიანი მოსახლეობა კლების
ტენდენციით გამოირჩევა, რაც განპირობებულია ზოგადად ქვეყანაში მოსახლეობის
შემცირებით, მათ შორის გაზრდილი მიგრაციით. დასაქმების მიმართულებით
მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დასაქმებულთა განაწილება (თვითდასაქმება და
დაქირავება). უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს
თვითდასაქმებულთა წილი. თვითდასაქმებაში საკმაოდ მაღალია სოფლის მეურნეობაში
დასაქმებულთა ხვედრითი წილი. არანაკლებ მნიშვნელოვანია უმუშევრობა სქესობრივ
ჭრილში, რომელიც შემდეგი ტენდენციით ხასიათდება: 1) მამაკაცის უმუშევრობის დონე
საგრძნობლად აღემატება ქალების უმუშევრობის დონეს, რაც სამუშაო ძალაში
მამაკაცების მაღალი მონაწილეობით აიხსნება (მამაკაცებში აქტიურობის დონე 75%-ს,
ხოლო ქალებში 59%- ს შეადგენს) 2) ქალების უმუშევრობის დონე ხასიათდება კლებადი
ტენდენციით, რაც იძლევა საპირისპირო სურათს მამაკაცების შემთხვევაში .

უმუშევრობის სტრუქტურის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ახალგაზრდებში


უმუშევრობის მაღალი დონეა. უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში
გვიჩვენებს, რომ 2017 წელს უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს 15-19 წლის
ასაკობრივ ჯგუფში მიაღწია (27.1%).

ღია კითხვები:
1.რას მოიცავს ინფლაციის დონე სიდიდეს, რომლითაც იზრდება საშუალო ფასები
ეკონომიკაში დროის განმავლობაში

2.რატომ აწუხებთ ეკონომისტებს ინფლაცი,რას იწვევს ის?

გავლენას ახდენს შემოსავლების განაწილებაზე. იქმნება სირთულეები საინვესტიციო


გადაწყვეტილებებთან მიმართებაში, ამახინჯებს ინფლაციასთან დაბეგვრის
ურთიერთობას. იწვევს ფარდობითი ფასების ცვლილებას, რაც ბადებს გაურკვევლობას ,
ფირ,ებს უკარგავს

რწმენასს მომავლისადმი.

3.რას მოიცავს მშპ-ს კომპონენტი „ინვესტიციები“(ფიქსირებული ინვესტიციები )?

ფირმების მიერ შეძენილ ახალ ქარხანებსა და მანქანა -დანადგარებს . მოსახლეობის მიერ


ახალი სახლებისა და ბინების შეძენას.

4.რას ეწოდება ღია ბაზარზე ექსპანსიურ ოპერაციები?

ღია ბაზარზე ცენტრალური ბანკის მიერ ობლიგაცების ყიდვას, რითაც იგი ეკონომიკაში
ფულის მიწოდებას აფართოებს.

5.რას გვიჩვენებს IS დამოკიდებულება?

საპროცენტო განაკვეთსა და გამოშვებას შორის დამოკიდებულებას საქონლის ბაზარზე .

6.რის ტოლია გამოშვების ერთეულის ფასი,როცა საქონლის ბაზარზე სრულყოფილი

კონკურენციაა? ზღვრული დანახარჯის P=W

7.განვიხილოთ ეკონომიკა,რომლის გამოშვება თავისი ბუნერივი მოცულობის


ტოლია.ახლა

დავუშვათ,რომ უმწეობაზე შემწეობები იზრდება.ამ თავში (VII)აღწერილი მოდელის

მიხედვით) როგორ იმოქმედებს ეს გამოშვებაზე და ფასების დონეზე საშუალოვადიან

პერიოდში?

8.რა შეიძლება შეიცვალოს ფილიპსის მრუდისდამოკიდებულებაში ,როდესაც ეკონომიკა

ნულოვან ინფლაციასთან ახლოსაა?

9.როგორ ეკონომიკას უწოდებენ განვითარებად ეკონომიკას?

ეკონომიკას, ზრდის მაღალი ტემპით, მაგრამ ერთ ადამიანზე გამოშვების დაბალი

მოცულობით.

თემა: მწარმოებლურობა,გამოშვება და უმუშევრობა მოკლევადიან

პერიოდში(ტექნოლოგიური პროგრესი,ერთობლივი მიწოდება და ერთობლივი


მოთხოვნა) მწარმოებლურობა, გამოსვება და უმუშევრობა მოკლევადიან პერიოდში
მოკლევადიან პერიოდში მწარმოებლურობა ცვლილების მიმართ გამოშვების
რეაგირების დასადგენად განვიხილოთ ძირითადი სტრუქტურა .
1.გამოშვება განისაზღვრება ერთობლივი მიწოდებისა და ერთობლივი მოთხოვნის
მრუდების გადაკვეთის წერტილით.

2.ერთობლივი მიწოდების დამოკიდებულება გამოშვების მოცემული მოცულობისთვის


ფასების დონეს გვიჩვენებს. ერთობლივი მიწოდების მრუდი აღმავალია : გამოშვების
მოცულობის ზრდა ფასების დონის ზრდას განაპირობებს. ამის უკან შემდეგი მექანიზმია :
გამოშვების ზრდა განაპირობებს უმუშევრობის შემცირებას ეს კი განაპირობებს
ნომინალური ხელფასის ზრდას რომელიც იწვევს ფასების საშუალო დონის ზრდას.
3.ერთობლივი მოთხოვნის დამოკიდებულება გამოშვებას ფასების მოცემული დონისთვის
გვიჩვენებს. ერთობლივი მოთხოვნის მრუდი დაღმავალია:ფასების დონის ზრდა
გამოშვებაზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს ვნახოთ რა ხდება ამის მიღმა ფასების დონის
ზრდა რეალური ფულის მარაგის შემცირებას იწვევს რეალური ფულის მარაგის შემცირება
საპროცენტო განაკვეთის ზრდას განაპირობებს ეს კი საქონელზე მოთხოვნის შემცირებას
იწვევს რაცგამოშვებას ამცირებს.აქ ვისაუბროთ ტექნოლოგიებზე ზოგადად (ბოდიალი
კაროჩე) დასაქმებულთა პროცენტული ცვლილება=გამოსვების პროცენტული ცვლილება-
მწარმოებლურობის პროცენტული ცვლილება დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ რომ
ზოგჯერ მწარმოებლურობის ზრდა გამოშვების ისეთ ზრდას იწვევს რომელიც საკმარისია
იმისთვის რომ შენარსუნდეს ან გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა მოკლევადიან
პერიოდში ზოგჯერ კი მწარმოებლურობის ზრდა გამოშვების არასაკმარის ზრდას იწვევს
და უმუშევართა რაოდენობა მოკლევადიან პერიოდში იზრდება .

ესე:როგორ დაახასიათებდით საქართველოს შრომის ბაზარს

საქართველოში დასაქმების ზრდის ძირითად წყაროს კერძო სექტორი წარმოდგენს.


შესაბამისად, დასაქმების შემდგომი ზრდისთვის მნიშვნელოვანია , რომ გაიზარდოს
კერძო სექტორის აქტივობა და უზრუნველყოფილ იქნას მაღალი ეკონომიკური ზრდა.
ბოლო წლებში დაფიქსირებულმა ეკონომიკურმა ზრდამ ასევე ხელი შეუწყო უმუშევრობის
დონის შემცირებას. 2009 წლის შემდეგ უმუშევრობის დონე შემცირების ტენდენციით
ხასიათდება და 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 13.9% შეადგინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ
წლებში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა დიდწილად მთლიანი პროდუქტიულობის
ზრდით იყო გამოწვეული. ბოლო წლებში უმუშევრობის დონის შემცირებას ძირითადად
ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და გაზრდილი ეკონომიკური აქტივობით სამუშაო ძალაზე
შექმნილი დამატებითი მოთხოვნა განაპირობებდა. აღნიშნული დასტურდება იმითაც , რომ
2010 წლის შემდეგ დასაქმების საშუალოწლიურმა ზრდამ 1.4% შეადგინა და ეს ზრდა
ძირითადად დაქირავებით დასაქმებულთა ზრდით იყო განპირობებული . ამასთან
სუსტი პოზიტიური ტენდენციები განვითარდა შრომის მიწოდების თვალსაზრისითაც ,
რომელთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო წლებში შრომისუნარიანი
მოსახლეობისა და აქტიურობის დონის კუთხით არსებული დინამიკა. კერძოდ, ბოლო 10
წლის განმავლობაში შრომისუნარიანი მოსახლეობა კლების ტენდენციით გამოირჩევა ,
რაც განპირობებულია ზოგადად ქვეყანაში მოსახლეობის შემცირებით , მათ შორის
გაზრდილი მიგრაციით. დასაქმების მიმართულებით მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება
დასაქმებულთა განაწილება (თვითდასაქმება და დაქირავება ). უნდა აღინიშნოს , რომ
ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. თვითდასაქმებაში
საკმაოდ მაღალია სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ხვედრითი წილი. არანაკლებ
მნიშვნელოვანია უმუშევრობა სქესობრივ ჭრილში, რომელიც შემდეგი ტენდენციით
ხასიათდება: 1) მამაკაცის უმუშევრობის დონე საგრძნობლად აღემატება ქალების
უმუშევრობის დონეს, რაც სამუშაო ძალაში მამაკაცების მაღალი მონაწილეობით აიხსნება
(მამაკაცებში აქტიურობის დონე 75%-ს, ხოლო ქალებში 59%- ს შეადგენს) 2) ქალების
უმუშევრობის დონე ხასიათდება კლებადი ტენდენციით, რაც იძლევა საპირისპირო
სურათს მამაკაცების შემთხვევაში.

უმუშევრობის სტრუქტურის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ახალგაზრდებში


უმუშევრობის მაღალი დონეა. უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში
გვიჩვენებს, რომ 2017 წელს უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს 15-19 წლის
ასაკობრივ ჯგუფში მიაღწია (27.1%).

თემა- is მრუდის დამოკიდებულება

ჩვენ დავახასიათეთ საქონლის ბაზრის წონასწორობა, როგორც წარმო- ების, Y, და


საქონელზე მოთხოვნის, Z, ტოლობის პირობა და ამგვარ და- მოკიდებულებას IS
დამოკიდებულება ვუწოდეთ.Y=C(Y-T)+G ტუ უარვყოფტ ინვესტიციების მუდმივობას ,მაშინ
გამოიყოფს ორი ფაქტორი-აყიდვების მოცულობა – განვიხილოთ ფირმა, რომლის
გაყიდვები გაი- ზარდა და, შესაბამისად, წარმოების ზრდას საჭიროებს. ამის
გასაკეთებლად მას შეიძლება დამატებითი მანქანა- დანადგარების ყიდვა ან დამატებითი
ქარხნის აშენება დასჭირდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის მოხმარებასა და
ინვესტიციაზე საპ როცენტო განაკვეთე- ბის გავლენას უფრო ღრმად მე-16 თავში
განვიხილავთ. ინვესტიციებს საჭიროებს. ფირმა, რომლის გაყიდვები მცირეა , ასეთ სა -
ჭიროებებს არ იგრძნობს და ინვესტიციებზე ნაკლებს დახარჯავს; საპროცენტო განაკვეთი
– განვიხილოთ ფირმა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, იყიდოს თუ არა ახალი მანქანა -
დანადგარები. დავუშვათ, ახალი მანქანა- დანადგარების საყიდლად ფირმამ უნდა
ისესხოს ფული. რაც უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთი, მით უფრო ნაკლებად
მიმზიდველი იქნება სესხის აღება და მანქანა- დანადგარების ყიდვა . საკმა - ოდ მაღალი
საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში ახალი მანქანა- დანადგარების გამოყენებით
მიღებული დამატებითი მოგება პროცენტებს ვერ დაფარავს და , შესაბამისად , მის შეძენას
აზრი არ ექნება.გამოშვების ზრდა ინვესტი- ცი ე ბის ზრდას განაპირობებს.

საპროცენტოგანაკვეთის ზრდა ინვესტიციების შემცირებას იწვევს. საპროცენტო


განაკვეთის ზრდა ინვესტიციებს ამცირებს. ინვესტიციების შემცირება გამოშვების
შემცირებას იწვევს, რომელიც, თავის მხრივ, მოხმარებასა და ინვესტიციებს
მულტიპლიკატორის ეფექტით ამცირებს. საქონლის ბაზარზე წონასწორობა გულისხმობს ,
რომ საპროცენტო განაკვეთის ზრდა გამოშვების შემცირებას იწვევს. ეს დამოკიდებულება
წარმოდგენილია დამავალი IS მრუდით. იმ ფაქტორების ცვლილება, რომლებიც
მოცემული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში საქონელზე მოთხოვნას ამცირებს, IS
მრუდს მარ- ცხნივ გადააადგილებს. ხოლო

იმ ფაქტორთა ცვლილება, რომლებიც მოცემული საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში


საქონელზე მოთხოვნას ზრდის, IS მრუდს მარჯვნივ გადააადგილებს ესსე-.რა შეიძლება
ითქვას საქართველოს ცხოვრების დონესა და მშპ-ს ზრდას შორის ავშირზე
საქართველოში ცხოვრების დონე სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური
დოვლათით მოსახლეობის უზრუნველყოფას აჩვენებს. ცხოვრების დონის ყველაზე
მარტივ შეფასებას ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) წარმოადგენს. ის
მიანიშნებს, საშუალოდ რა ღირებულების საქონელი და მომსახურება მოდის ერთ სულ
მოსახლეზე წლის განმავლობაში. თუმცა, მხოლოდ მშპ-ის ერთ მოსახლეზე
გადანაწილებით ცხოვრების დონის სრულყოფილად შეფასება ვერ მოხდება . ცხოვრების
დონის შეფასებისთვის ასევე მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული უმუშევრობის დონე ,
განათლებაზე ხელმისაწვდომობა და ხარისხი, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და
შემოსავლების გადანაწილება. ცხოვრების დონის ზრდაზე მშპ-სა და პროდუქტიულობის
ზრდა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საქართველოს მშპ 2003 წლიდან საკმაოდ სწრაფი
ტემპით იზრდებოდა, შესაბამისად, იზრდებოდა მშპ ერთ სულ მოსახლეზეც .
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში ერთ სულ
მოსახლეზე მშპ-მა 3 607 აშშ დოლარი შეადგინა და ამ მაჩვენებლით ჩვენი ქვეყანა
მსოფლიოში მართლაც 114-ე ადგილზეა. 2000 წელს აღნიშნული მაჩვენებლის მიხედვით
(686 დოლარი), ჩვენი ქვეყანა 128-ე ადგილზე იყო. 2003 წელს, 919 აშშ დოლარით ერთ სულ
მოსახლეზე, საქართველოს კვლავ 128-ე ადგილი ეკავა, ხოლო 2012 წელს, 3 523 აშშ
დოლარით, საქართველო 116-ე ადგილზე იყო.აღსანიშნავია, რომ ნომინალურ
მაჩვენებლებზე უფრო მნიშვნელოვან ინფორმაციას რეალური მაჩვენებლები გვაძლევს .
ამ მხრივ, საკმაოდ მნიშვნელოვანია მშპ-ის მსყიდველობითი უნარის მიხედვით დათვლა .
ეს მონაცემი დოლარში მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (PPP) გათვალისწინებით იმ
სამომხმარებლო კალათის ღირებულებას ასახავს, რომლის შეძენაც ჩვენი ქვეყნის
მოსახლეობას ნომინალური შემოსავლების მიხედვით შეუძლია. მაგალითად, თუ
ნომინალური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 3 200 აშშ დოლარია, ხოლო
მსყიდველობითი უნარის მიხედვით – 7 200, ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია, რომელიც
საქართველოში შეგვიძლია 3 200 აშშ დოლარად შევიძინოთ, აშშ-ში 7 200 დოლარი
ეღირება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში ერთ სულ
მოსახლეზე გაანგარიშებული მშპ მსყიდველობითი უნარის მიხედვით 2000 წელს 2 581 (125-
ე ადგილი) დოლარი იყო, 2003 წელს 3 428 (122-ე) დოლარი, ხოლო 2012 წელს 6 812 აშშ
დოლარი (117-ე ადგილი მსოფლიოში). 2014 წელს აღნიშნულმა მონაცემმა 7 666 დოლარი
(114-ე ადგილი) შეადგინა. როგორც ვხედავთ, 2000 წლიდან დღემდე, როგორც მშპ, ისე
ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლები გაიზარდა, რაც ცხოვრების დონეზეც აისახა
ა)Y=ფესვიK ფესვიN

10. როგორ შეაფასებდით საქართველოში ეკონომიკური განვითარების


მდგომარეობას, ტენდენციებსა და პერსპექტივებს.

როგორც უკვე დავინახეთ ეკონომიკური უსაფრთხოების ფაქტორებს შორის თავისი


რეიტინგით პირველი ადგილი უკავია ქვეყნის ძირითად მაკროეკონომიკურ
მაჩვენებელთა უკიდურესად დაბალ დონეს, რაც საბოლოო ჯამში გამოხატულებას
პოულობს მთლიანად ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჩამორჩენილ
მდგომარეობაში ყოფნას. მართლაც მნიშვნელოვანია ამ ფაქტორის გავლენა ქვეყნის
ეკონომიკურ წინსვლაზე. უფრო მეტიც, იგი წარმოადგენს საზოგადოებრივი ცხოვრების
ყველა სფეროს, ყველა დონის განვითარების საფუძველს. მეცნიერულად
დამტკიცებულია, რომ თანამედროვე მსოფლიოში, ყოველი ქვეყნის ეკონომიკური
უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მისი როლი და ადგილი მსოფლიოში განისაზღვრება
არა მისი ტერიტორიით, ამ ტერიტორიის ეკონომიკურ გეოგრაფიული და
გეოპოლიტიკური მდებარეობით, ან სამხედრო სიძლიერით, არამედ იმით , მის
ეკონომიკას რა წვლილი შეაქვს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში, მოსახლეობის
ცხოვრების როგორი დონე და ხარისხია მიღწეული ამ ქვეყანაში და როგორი უნარი აქვს
სახელმწიფოს გადაწყვიტოს საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური ამოცანები .
წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის იანვარში
რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,4 პროცენტი შეადგინა. წინასწარი
შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის იანვარში ზრდა
აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა , სხვა კომუნალური ,
სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, მშენებლობა, ვაჭრობა ,
სასტუმროები და რესტორნები, ხოლო კლება დაფიქსირდა მომხმარებლისათვის სხვა
მომსახურების გაწევის, ტრანსპორტის, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება -
განაწილების და კავშირგაბმულობის სფეროებში. საქართველოში ეკონომიკურ ზრდაზე
პოზიტიური გავლენა მოახდინა მომსახურების ექსპორტის ზრდამ. გაიზარდა შემოსავლები
საერთაშორისო ტურიზმიდან. დეკემბერში ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 22%-ით
(33.3 მლნ. აშშ დოლარით) გაიზარდა და 186 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 17.7%-ით
გაიზარდა წმინდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელი და მისმა მოცულობამ 118.5 მლნ.
აშშ დოლარი შეადგინა, ფულადი გზავნილები შიდა მოთხოვნის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი კომპონენტია, შესაბამისად მისი ზრდა დადებითად აისახება ეკონომიკურ
ზრდაზე.

You might also like