You are on page 1of 37

I

ძირითადი ცნებები:ეკონომიკის პრინციპები

მიკროეკონომიკა-იკვლევს ინდივიდუალური ფირმებისა და


შინამეურნეობების ქცევასა და გადაწყვეტილებებს.

მაკროეკონომიკა-კონცერტრირდება მთელი ქვეყნის ან მსოფლიო


ეკონომიკაზე.
ვაჭრობიდან მიღებული სარგებელი-უკავშირდება შემოსავლებისა და
წარმოების გაუმჯობესებას ან საქონლის ან მომსახურების გაცვლის
შესაძლებლობით მიღებულ სარგებელს.
ალტერნატიული დანახარჯი-არის არჩევნის გაკეთების დროს მომდევნო
საუკეთესო ხელიდან გაშვებული ალტერნატივის ღირებულება.
სპეციალიზაცია-საწარმოო ძალისხმევის (შესაძლებლობების)
კონცენტრაცია ერთ სპეციფიკურ ამოცანაზე
შრომის განაწილება-საწარმოო პროცესის დაყოფა სხვადასხვა
ნაწილებად,რომლებშიც დასაქმებულთა სხვადასხვა ჯგუფები
სპეციალიზდებიან
შედარებითი უპირატესობა-სიტუაცია,როდესაც ერთ ადამიანს ან
ჯგუფს,შეუძლია აწარმოოს ერთი საქონელი ნაკლები ალტერნატიული
დანახარჯით,ვიდრე მეორე ადამიანს ან ჯგუფს.

II
მიწოდება-მოთხოვნის მოდელი
ბაზრები და კონკურენცია
ბაზარი-არის კონკრეტული საქონლისა თუ მომსახურების მყიდველთა
და გამყიდველთა ჯგუფი
მყიდველები განსაზღვრავენ მოთხოვნას

1
გამყიდველები განსაზღვრავენ მიწოდებას
კონკურენტული ბაზარი-არის ბაზარი,რომელზეც მრავალი მყიდველი
და გამყიდველია და თითოეული მათგანი უმნიშვნელო გავლენას ახდენს
საბაზრო ფასებზე.

კონკურენცია:სრულყოფილი და სხვა.
სრულყოფილი კონკურენცია
გასაყიდად შემოთავაზებული ყველა საქონელი ერთნაირია.
მყიდველებისა და გამყიდველების რაოდენობა ისე დიდია,რომ ერთი
მყიდველი ან გამყიდველი საბაზრო ფასზე გავლენას ვერ
ახდენს.მყიდველები და გამყიდველები არიან ფასის მიმღებები.
მონოპოლია-ერთი გამყიდველი,რომელიც თავად აკონტროლებს ფასს.
ოლიგოპოლია-რამდენიმე გამყიდველი,ნაკლებად აგრესიული
კონკურენცია.
მონოპოლისტური კონკურენცია-ბევრი გამყიდველი,მცირედით
განსხვავებული პროდუქტები,თითოეულ გამყიდველს შეუძლია თავისი
პროდუქტის ფასის დაწესება.

მოთხოვნა
მოთხოვნის რაოდენობა-არის საქონლის რაოდენობა,რომლის შეძენის
სურვილი და შესაძლებლობაც აქვს მყიდველს მოცემულს ფასად.
მოთხოვნის კანონი-არის დებულება,რომლის მიხედვით,სხვა თანაბარ
პირობებში საქონელზე მოთხოვნის რაოდენობა მცირდება ამ საქონლის
ფასის ზრდასთან ერთად.

2
მოთხოვნის განრიგი-არის ცხრილი,რომელიც გვიჩვენებს
დამოკიდებულებას საქონლის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის.
მოთხოვნის მრუდი-არის საქონლის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას
შორის დამოკიდებულების ამსახველი გრაფიკი.
საბაზრო მოთხოვნა და ინდივიდუალური მოთხოვნა
საბაზრო მოთხოვნა არის კონკრეტულ საქონელსა თუ მომსახურებაზე
ყველა ინდივიდუალური მოთხოვნის ჯამი.
საბაზრო მოთხოვნის მრუდი იგება ინდივიდუალური მოთხოვნის
მრუდების ჰორიზონტალური შეკრებით.

მოთხოვნის რაოდენობის ცვლილება vs მოთხოვნის ცვლილება,ანუ


მრუდის გადაადგილებები.
მოთხოვნის რაოდენობის ცვლილება არის,მოთხოვნის გასწვრივ
მოძრაობა,რომელიც გამოწვეულია ამ პროდუქტზე ფასის ცვლილებით.
მოთხოვნის ცვლილება არის მოთხოვნის მრუდის მარჯვნივ ან მარცხნივ
გადაადგილება,რომელიც გამოწვეულია იმ ცვლილებით,რომელიც
ზეგავლენას ახდენს მოთხოვნის რაოდენობაზე ნებისმიერი ფასის
პირობებში.
მოთხოვნის რაოდენობის ცვლილება არის გადასახადი,რომელიც ზრდის
ნაყინის ფასს,იწვევს მოთხოვნის მრუდის გასწვრივ მოძრაობას ,ანუ
მოთხოვნის რაოდენობის ცვლილებას.
მოთხოვნის მრუდის ცვლილება
გადასახადი,რომელიც ზრდის ნაყინის ფასს,იწვევს მოთხოვნის მრუდის
გასწვრივ მოძრაობას,ანუ მოთხოვნის რაოდენობის ცვლილებას.

მოთხოვნის მრუდის გადაადგილებები


1. შემოსავალი

3
2. ურთიერთდაკავშირებული საქონლის ფასების
ცვლილება(შემცვლელები და შემავსებლები)
3. გემოვნება
4. მოლოდინები
5. მყიდველთა რაოდენობა

შემოსავლის ცვლილება
მომხმარებლის შემოსავალი,როცა შემოსავალი
იზრდება,ნორმალურ საქონელზე მოთხოვნა იზრდება,როცა
შემოსავალი იზრდება,მდარე საქონელზე მოთხოვნა მცირდება.
მიწოდება
მიწოდების რაოდენობა არის საქონლის რაოდენობა,რომლის გაყიდვის
სურვილი და შესაძლებლობაც აქვს გამყიდველს.
მიწოდების კანონი არის დებულება იმის შესახებ,რომ სხვა თანაბარ
პირობებში საქონლის ფასის ზრდა იწვევს ამ საქონლის მიწოდების
რაოდენობის ზრდას.
მიწოდების განრიგი არის ცხრილი,რომელიც გვიჩვენებს
დამოკიდებულებას საქონლის ფასსა და მიწოდების რაოდენობას შორის.
მიწოდების მრუდი არის გრაფიკი,რომელიც ასახავს დამოკიდებულებას
საქონლის ფასსა და მიწოდების რაოდენობას შორის.
მიწოდების მრუდის გადაადგილებები
 ინგრედინეტის ფასი
 ტექნოლოგია
 მოლოდინი
 გამყიდველთა რაოდენობა

მიწოდება და მოთხოვნა ერთად


წონასწორობა არის სიტუაცია,როდესაც მიწოდება და მოთხოვნა
გაწონასწორებულია.
4
წონასწორული ფასი-ფასი,რომელიც აწონასწორებს მიწოდებასა და
მოთხოვნას.გრაფიკულად,ეს არის ფასი (y კოორდინატი),სადაც
მოთხოვნის და მიწოდების მრუდები ერთმანეთს კვეთს.
წონასწორული რაოდენობა
საქონლის მიწოდებისა და მოთხოვნის რაოდენობა წონასწორობის
დროს.გრაფიკულად,ეს არის რაოდენობა (x კოორდინატი),სადაც
მოთოვნისა და მიწოდების მრუდები ერთმანეთს კვეთს.

III
ძირითადი ცნებები:ფასი და ელასტიკურობა
საბაზრო ეკონომიკაში ფასების როლის გააზრება ძალიან
მნიშვნელოვანია.ფასებს სამი ძირითადი როლი აქვს
1. ფასები ასრულებენ სიგნალების როლს
2. ფასები უზრუნველყოფენ სტიმულებს
3. ფასები გავლენას ახდენენ შემოსავლის განაწილებაზე

ელასტიკურობა ზომავს ერთი ეკონომიკური ცვლადის მეორე


ეკონომიკურ ცვლადზე ემოქმედების მგრძნობელობას

მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით იზომება მოთხოვნის


რაოდენობა პროცენტული ცვლილების შეფარდებით ფასის
პროცენტულ ცვლილებასთან.
ელასტიკურობა მნიშვნელოვანია,რადგან მისი საშუალებით
ეკონომისტებს რიცხობრივად შეაფასონ ეკონომიკური აგენტების
საპასუხო რეაქცია ფასების სიგნალებზე.
მოთხოვნის ელასტიკურობა დამოკიდებულია:
 აქვს თუ არა საქონელს ახლო შემცვლელები;

5
 საქონლის ღირებულება შემოსავლის ნაწილს (დიდსა თუ
მცირეს )შეადგენს;
 დროის რა პერიოდში ხდება ცვლილება.
e=მოთხოვნის ელასტიკურობა ფასის მიხედვით
q=მოთხოვნის რაოდენობა
P=ფასი

მიწოდებისა და მოთხოვნის მოდელის გამოყენება


ფასის ზედა ზღვარი(ფასის ჭერი)
არის მთავრობის მიერ ფასის კონტროლის მექანიზმი,რომელიც ადგენს
საქონლისა თუ მომხმარებისთვის მაქსიმალურ დასაშვებ
ფასს.იმისათვის,რომ ფასის ზედა ზღვარს რამე ეფექტი ჰქონდეს
ბაზარზე,ის უნდა იყოს ბაზრის წონასწორულ ფასზე დაბალი.
ქირის კონტროლი:მთავრობის მიერ ფასის კონტროლი,რომლის
მიხედვითაც მთავრობა ადგენს მაქსიმალურ შესაძლებელ ქირის
ფასს,სახლისა თუ ბინისთვის.
ფასის ქვედა ზღვარი(ფასის იატაკი)-მთავრობის მიერ კონტროლის
ფორმაა,რომელიც ადგენს მინიმალურ შესაძლებელ ფასს საქონელსა თუ
მომსახურებაზე.
მინიმალური ხელფასი-საათობრივი ხელფასის ზღვრული
რაოდენობა,რომელზე ნაკლები ხელფასის გადახდა მუშახელისთვის
უკანონოა.
IV
სარგებლიანობა
სარგებლიანობის ცნებას ეკონომისტებბი იყენებენ იმისთვის,რომ
განსაზღვრონ თუ რამდენად აფასებს მომხმარებელი რაიმე კონკრეტულ
საქონელს.ესაა რაოდენობრივი მაჩვენებელი და რაც უფრო მაღალია
ის,მით მეტ სარგებელზე მიუთითებს.

6
სარგებლიანობის თვისებები:
 სარგებლიანობა შესაძლებელია გამოვიყენოთ მოხმარების
ალტერნატიული კომბინაციების რანჟირებისთვის;
 უფრო მეტი საქონლის ფლობა არასდროს აყენებს ადამიაბს უარეს
სიტუაციაში;
 ერთეული,რომელშიც სარგებლიანობა იზომება,არაა
მნიშვნელოვანი;
 სარგებლიანობის დონეების შედარება სხვადასხვა ადამიანებს
შორის არ არის შესაძლებელი.

მოთხოვნის გამოყვანა
სამომხმარებლო დანაზოგი
გადახდისთვის მზადყოფნა არის მაქსიმალური თანხა,რომლის
გადასახდელადაც მზად არის მყიდველი,ზომავს იმას,თუ
რამდენად აფასებს მყიდველი ამა თუ იმ საქონელს ან
მომსახურებას.
სამომხმარებლო დანაზოგი არის-სხვაობა იმ თანხას,რომლის
გადახდისთვისაც მომხმარებელი მზადაა და იმ თანხას
შორის ,რომელსაც რეალურად იხდის.
მაგ:თუ გიორგი მზადაა კონცერტის ბილეთში გადაიხადოს
60$,ხოლო აღმოჩნდება,რომ ბილეთი ღირს 50$,მაშინ გიორგის
სამომზმარებლო დანაზოგი იქნება (60-50)10$.

ზღვრული სარგებელი
 ზღვრული სარგებელი-ყოველი დამატებით ერთი ერთეული
პროდუქტის მოხმარებიდან მიღებული სარგებელი;
 ზღვრული სარგებელი კლებადია,რაც ნიშნავს იმას,რომ რაც უფრო
მეტს მოიხმარ პროდუქტს,მით უფრო ნაკლებია ზღვრული
სარგებელი,რომელსაც ყოველი დამატებითი ერთი ერთეულის
მოხმარებიდან იღებს.

7
შემოსავლისა და ჩანაცვლების ეფექტები
 ფასის ცვლილებისას გვაქვს შემოსავლის ეფექტი და ჩანაცვლების
ეფექტი;
 შემოსავლების ეფექტი-ფასის ზრდის შედეგად მოვიხმართ ცოტა
რაოდენობას;
 ჩანაცვლების ეფექტი-ერთ პროდუქტზე ფასის ზრდისას ვამცირებთ
ამ პროდუქტის მოხმარებას და ვზრდით მისი ჩამნაცვლებელი
პროდუქტის მოხმარებას.
ცხრილი 1-ელი.ოთხი პოტენციური მყიდველის გადახდისთვის
მზადყოფნა.

მყიდველი გადახდისთვის მზადყოფნა


ჯონი 100
პოლი 80
ჯორჯი 70
რინგო 50

სამომხმარებლო დანაზოგი

საბაზრო მოთხოვნის მრუდი ასახავს საქონლისა და


მომსახურების იმ რაოდენობას,რომლის ყიდვა სურს და
შეუძლია მყიდველს მოცემულ ფასად ანუ გადახდისთვის
მზადყოფნას მოცემული რაოდენობისთვის.

მოთხოვნის განრიგი

ფასი($) მყიდველი მოთხოვნის რაოდ.


100-ზე მეტი არცერთი 0
80-100 ჯონი 1
70-80 ჯონი და პოლი 2
50-70 ჯონი,პოლი,ჯორჯი 3

8
50-ზე ნაკლები ჯონი,პოლი,ჯორჯი,რინგ 4

რას ზომავს სამომხმარებლო დანაზოგი?


სამომხმარებლო დანაზოგი არის სხვაობა იმ თანხას ,რომლის
გადახდისთვისაც მომხმარებელი მზადაა და იმ თანხას შორის,რომელსაც
რეალურად იხდის,ზომავს მომხმარებლის მიერ სუბიექტურად
შეფასებულ სარგებელს საქონლის ფლობისგან.

მდარე საქონელი-საქონელი,რომელზეც,სხვა თანაბარ


პირობებში,მოთხოვნა მცირდება შემოსავლის ზრდის შედეგად.
შემცვლელები-ორი საქონელი,რომელთაგან ერთის ფასის ზრდაიწვევს
მეორეზე მოთხოვნის ზრდას.
შემავსებლები-ორი საქონელი,რომელთაგანაც ერთ-ერთის ფასის გაზრდა
იწვევს მეორეზე მოთხოვნის შემცირებას.
ჭარბი მიწოდება (სიჭარბე)-სიტუაცია,როდესაც მიწოდება მოთხოვნაზე
მეტია
ჭარბი მოთხოვნა(დეფიციტი)-როდესაც მოთხოვნა მიწოდებაზე მეტია.
გადასახადისთვის მზადყოფნა-მაქსიმალური თანხა,რომლის
გადასახდელადაც მზად არის მყიდველი.
მწარმოებლის დანაზოგი-არის გამყიდველისთვის საქონელში
გადახდილი ღირებულებისა და გამყიდველი დანახარჯების სხვაობა.ის
ზომავს გამყიდველის სარგებელს საბაზრო ურთიერთობები.

9
ბაზარი-კონკურენტული საქონლისა თუ მომსახურების
მყიდველთა და გამყიდველთა ჯგუფი

კონკურენტული ბაზარი-ბაზარი,რომელზეც მრავალი


გამყიდველი და მყიდველია,თითოეული მათგანი უმნიშვნელო
გავლენას ახდენს საბაზრო ფასზე.

მოთხოვნის მრუდი-საქონლის ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის


დამოკიდებულების ამსახველი გრაფიკი.
მდარე საქონელი-საქონელი,რომელზეც,სხვა თანაბარ
პირობებში,მოთხოვნა მცირდება შემოსავლის ზრდის შედეგად.
შემცვლელები-ორი საქონელი,რომელთაგან ერთის ფასის ზრდა იწვევს
მეორეზე მოთხოვნის ზრდას.
შემავსებლები-ორი საქონელი,რომელთაგანაც,ერთ-ერთის ფასის გაზრდა
იწვევს მეორეზე მოთხოვნის შემცირებას.
ჭარბი მიწოდება-სიტუაცია,როდესაც მიწოდება მოთხოვნაზე მეტია
ჭარბი მოთხოვნა-სიტუაცია,როდესაც მოთხოვნა მიწოდებაზე მეტია
გადახდისთვის მზადყოფნა-მაქსიმალური თანხა,რომლის
გადასახდელადაც მზად არის მყიდველი
სამომხმარებლო დანაზოგი-სხვაობა იმ თანხას შორის,რომლის
გადახდისთვისაც მომხარებელი მზადაა,და იმ თანხას შორის,რომელსაც
რეალურად იხდის.

V
მიწოდების გამოყანა
მიწოდების მრუდის გამოყვანა
მნიშვნელოვანიარომ გვესმოდეს კონკურენტულ ბაზარზე ფირმა ფასის
მიმღებია.ეს ნიშნავს,რომ ფირმა ვერ აწესებს ფასს.მან უნდა გაყიდოს

10
საქონელი საბაზრო ფასად და გადაწყვიტოს რამდენი აწარმოოს სწორედ
ამ საბაზრო ფასის გათვალისწინებით.გარდა ამისა აღსანიშნავია,რომ
ფირმების წარმოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები
კონკურენტულ ბაზარზე არ ახდენს გავლენას საბაზრო ფასსზე.

ფირმების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები,რომლებიც მოგების


მაქსიმიზაციას ახდენენ,გვაძლევს მიწოდების მრუდს.იმის გამო,რომ
ზღვრული დანახარჯი იზრდება,როდესაც ფირმა აწარმოებს მეტს,ფირმა
გამოშვებას ზრდის მხოლოდ მაშინ,როდესაც ფასი კონკურენტულ
ნიშნულს სცდება.სწორედ იმიტომ,რომ ზღვრული დანახარჯი ზუსტად
ფასის ტოლია.
ამ გამოთვლებს ძალიან მნიშვნელოვან დასკვნასთან
მივყავართ:კონკურენტუნარიანი ფირმის,რომელიც მოგების
მაქსიმიზაციას ახდენს,წარმოების მოცულობა ზღვრული დანახარჯისა
და ფასის ტოლობის დროს არსებული პროდუქციის რაოდენობის
ტოლია.

ბაზარს,სადაც არც ერთ ცალკეულ ფირმას არ შეუძლია საბაზრო ფასზე


გავლენის მოხდენა,კონკურენტული ბაზარი ეწოდება.
მოგება=მთლიანი შემოსავალი-მთლიანი დანახარჯი
ფირმის მიზანი არის,მოგების მაქსიმიზაცია.
პროდუქტის წარმოების დანახარჯს ეწოდება მთლიანი დანახარჯი.
შრომის ერთი ერთეულით ზრდის შედეგად მიღებული წარმოების
ნაზარდს ეწოდება შრომის ზღვრული პროდუქტი.
ფიქსირებული დანახარჯისა და ცვალებადი დანახარჯის ჯამს მთლიანი
დანახარჯი ეწოდება.
დამატებითი ერთეული პროდუქტის წარმოების დანახარჯს ზღვრული
დანახარჯი ეწოდება.

11
VI

შესავალი: ბაზრის წონასწორობა და ეფექტიანობა


ძირითადი ცნებები: არის თუ არა კონკურენტული ბაზარი
ეფექტიანი?

პარეტო ეფექტიანობა არის სიტუაცია, როდესაც შეუძლებელია


გააუმჯობესო რომელიმე ერთი ადამიანის მდგომარეობა ისე, რომ არ
დააზარალო სხვა. თუ შესაძლებელია, ერთი პირის მდგომარეობის
გაუმჯობესება სხვისი მდგომარეობის გაუარესების გარეშე, მაშინ
არსებული მდგომარეობა არაეფექტიანია (პარეტო კრიტერიუმით).

პარეტო ეფექტიანობისთვის საჭიროა სრულდებოდეს შემდეგი სამი


პირობა:

 საქონლის წარმოებისგან ზღვრული სარგებელი ტოლია მისივე


ზღვრულ დანახარჯის: პროდუქციის ბოლო ერთეულის
წარმოებიდან მიღებული სარგებელი უნდა უდრიდეს მის
წარმოებაზე გაწეულ დანახარჯს. თუ სარგებელი მეტია
დანახარჯზე, მაშინ უმჯობესია წარმოების გაზრდა; ხოლო თუ
დანახარჯი აღემატება სარგებელს, მაშინ საჭიროა წარმოების
მოცულობის შემცირება.

 საქონლის წარმოების ზღვრული დანახარჯი ერთი და იგივეა


ყველა მწარმოებლისთვის: თუ ერთ მწარმოებელს მეორესთან
შედარებით მეტი ზღვრული დანახარჯი აქვს, მაშინ უმჯობესია
პირველმა შეამციროს წარმოების მოცულობა, მეორემ კი გაზარდოს.

12
 საქონლის ზღვრული სარგებელი ყველა მომხმარებლისათვის ერთი
და იგივეა: თუ მოცემული საქონლისგან მიღებული ზღვრული
სარგებლიანობა ერთი მომხმარებლისათვის უფრო მეტია ვიდრე
მეორესთვის, ამ შემთხვევაში უმჯობესია პირველმა გაზარდოს
მოცემული საქონლის მოხმარების მოცულობა მეორემ კი
შეამციროს.

კონკურენტულ ბაზარზე წონასწორობის წერტილში სრულდება


სამივე პირობა, ვინაიდან თითოეული მომხმარებლის ზღვრული
სარგებლიანობა და თითოეული მწარმოებლის ზღვრული
დანახარჯი ტოლია წონასწორული ფასისა.
როდესაც ბაზარზე არ იწარმოება წონასწორული რაოდენობის
შესაბამისი მოცულობა, აწარმოებენ მეტს ან ნაკლებს, ასეთი
მდგომარეობა არაეფექტიანია. ამ შემთხვევაში გვაქვს
სარგებლიანობის საერთო დანაკარგი.
იდეა იმასთან დაკავშირებით, რომ კონკურენტული ბაზრის
წონასწორული მდგომარეობა ეფექტიანია უხილავი ხელის
თეორემის ნაწილია, რომელიც ადამ სმიტმა შემოგვთავაზა
თავდაპირველად.

რამდენად კარგად მუშაობს კონკურენტული წონასწორობის


მოდელი?

მოთხოვნა-მიწოდების მოდელი, ანუ იგივე კონკურენტული წონასწორობის მოდელი,


უკვე გამოვიყენეთ სხვადასხვა მიზნებისათვის. მოდელის საშუალებით მოვახდინეთ
უხილავი ხელის თეორემის და გადასახადების ზრდის ეფექტის დემონსტრირება.
თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენად კარგად ხსნის მოდელი
მდგომარეობას, როდესაც რეალური ადამიანები ურთიერთქმედებენ ბაზრებზე.

იმისათვის რომ ვნახოთ თუ რამდენად კარგად მუშაობს მოდელი, ერთ-ერთი გზაა


ჩავატაროთ ექსპერიმენტი და გავაკეთოთ ისეთი დაშვებები, რომლებიც

13
მაქსიმალურად შეესაბამება ადამიანების რეალურ ქცევებს ბაზარზე. ცნობილი
მაგალითია ,,ორმაგი აუქციონის“ ექსპერიმენტი, რომელშიც მყიდველები და
გამყიდველები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ ბაზარზე. იმისათვის, რომ მოდელი
მივუახლოვოთ რეალობას არ არის საჭირო მრავალი მყიდველი და გამყიდველი,
ასეთი ორმაგი აუქციონები რამდენიმე ადამიანის ჩართულობითაც მარტივად
შეიძლება ჩატარდეს საკლასო ოთახში ან ონლაინ.

შემდეგი ლექცია აღწერს თუ როგორ ხდება ორმაგი აუქციონის ორგანიზება, რომელიც


სტენფორდის და სხვა უნივერსიტეტებში გამოიყენება. მოცემული ვიდეო ლექციის
გაგება შესაძლოა უფრო გაგიმარტივდეთ თუ ნანახი გექნებათ ორმაგი აუქციონი,
ამიტომ ვებ-გვერდზე ასევე ატვირთულია ორმაგი აუქციონის ამსახველი ვიდეო,
რომელიც რეალურად იმართება სტენდფორდის უნივერსიტეტში. ზღვრული
დანახარჯი და სარგებელი განსხვავებულია მოცემულ ორ ვიდეოში, ასევე
მონაწილეთა რაოდენობა, (ერთ ვიდეოში ინფორმაცია მყიდველების და
გამყიდველებისათვის მოცემულია ქაღალდის ფურცელზე, ხოლო მეორე ვიდეოში
ბარათებზე), თუმცა ეს ყველაფერი არ ცვლის ორმაგი აუქციონის მუშაობის პრინციპს.
თუ არასდროს მიგიღიათ მონაწილეობა ორმაგ აუქციონში და არც ნანახი გაქვთ,
თავდაპირველად რეკომენდირებულია საკლასო აუქციონის ვიდეოს პირველი
რამდენიმე წუთის ნახვა, შემდეგ ლექციის ნახვა სრულად, ბოლოს კი აუქციონის
ვიდეოს დასრულება.

ძირითადი ცნებები: ორმაგი აუქციონის ბაზრების


ინტერპრეტაცია

როდესაც ასეთი აუქციონები იმართება პრაქტიკაში, ვხედავთ რომ


აუქციონზე დაფიქსირებული შედეგები ძალიან ახლოსაა მოდელის
პროგნოზთან. ერთ-ერთ ვიდეო გაკვეთილში „ორმაგი აუქციონების
ინტერპრეტირება“, ნაჩვენებია რამდენიმე ორმაგი აუქციონი, რომლებშიც

14
მონაწილეობას იღებენ 10 მყიდველი და 10 გამყიდველი. შედეგები
თითოეული აუქციონიდან ახლოსაა მოდელის პროგნოზთან. უფრო
მეტიც, როორმაგი აუქციონი მოიცავს ორ ჯგუფს: მყიდველებს,
რომლებიც ღებულობენ გადაწყვეტილებას იყიდონ თუ არა საქონელი,
ამასთან ყიდვის შემთხვევაში რამდენი გადაიხადონ თითოეულში,
მათგან მიღებული ზღვრული სარგებლიანობის მიხედვით;
გამყიდველებს, რომლებიც ღებულობენ გადაწყვეტილებას გაყიდონ თუ
არა საქონელი და რა ფასი დააწესონ თითოეულზე, გაწეული ზღვრული
დანახარჯების მიხედვით. მყიდველები ცდილობენ გადაიხადონ რაც
შეიძლება დაბალი ფასი, გამყიდველები კი პირიქით - ცდილობენ
პროდუქტი გაყიდონ მაქსიმალურად (შესაძლებელ) მაღალ ფასში.

კონკურენტული ბაზრის წონასწორობის მოდელის მიხედვით ფასი


დაუახლოვდება წონასწორობის წერტილს. წონასწორობის წერტილში
მოთხოვნის მრუდი კვეთს მიწოდების მრუდს და ზღვრული დანახარჯი
ტოლია ზღვრული სარგებლის. იმისათვის, რომ ვნახოთ რამდენად
კარგად მუშაობს მოდელი, საჭიროა მოდელის პროგნოზი შევადაროთ
აუქციონის შედეგებს. აუქციონში ზღვრული სარგებელი და დანახარჯი,
ასევე მყიდველთა და გამყიდველთა რაოდენობა ცნობილია. ეს
საშუალებას გვაძლევს თითოეული მყიდველის მოთხოვნის მრუდის და
გამყიდველის მიწოდების მრუდის შეკრების საშუალებით
განვსაზღვროთ საბაზრო მიწოდების და მოთხოვნის მრუდები. ამის
შემდგომ შეგვიძლია მყიდველებს და გამყიდველებს საშუალება მივცეთ
ერთმანეთთან მოლაპარაკების და ვაჭრობის ისე, რომ არცერთ მათგანს არ
ჰქონდეს ინფორმაცია ბაზრის მოთხოვნის და მიწოდების შესახებ. თუ
მოლაპარაკებისა და ვაჭრობის შედეგები დაემთხვევა მოდელის
პროგნოზს, ნიშნავს რომ მოდელი მუშაობს.

დესაც მიწოდების მრუდი გადაადგილდა გადასახადების დაწესების


გამო, ბაზარზე ფასი და რაოდენობა შეიცვალა ისე, როგორც ამას მოდელი
პროგნოზირებდა.

15
ორმაგი აუქციონის ვიდეოში, რომელიც გადაღებულია სტენდფორდის
უნივერსიტეტში, განხილულია ასევე დამატებითი საკითხები. ნაჩვენებია
თუ როგორ მოქმედებს ინდივიდი მაშინ როდესაც მოდელი უახლოვდება
წონასწორობას. საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოდელი ბაზრის
შედეგებს კარგად პროგნოზირებს.

VII

დანახარჯები და ფირმის განვითარება დროში

ძირითადი ცნებები: დანახარჯების მრუდები

მოკლევადიანი პერიოდი წარმოადგენს დროის იმ მონაკვეთს, რომელშიც


ფირმებს არ შეუძლიათ წარმოების ყველა რესურსის ცვლილება

გრძელვადიან პერიოდი კი ის მინიმალური დროა, რომელშიც ფირმას


შეუძლია ყველა რესურსის ცვლილება, მათ შორის კაპიტალისაც.
მთლიანი დანახარჯი ფირმის მიერ საქონლის და მომსახურების
წარმოებაზე გაწეული დანახარჯების ჯამია. ფიქსირებული დანახარჯები
არის მთლიანი დანახარჯების ის ნაწილი, რომელიც არ იცვლება
წარმოების მოცულობის ცვლილებისას მოკლევადიან პერიოდში.
მთლიანი დანახარჯების დარჩენილი ნაწილი (ფიქსირებული
დანახარჯების გამოკლების შემდგომ დარჩენილი ნაწილი) კი ცვალებადი
დანახარჯებია, რომლებიც წარმოებული პროდუქციის რაოდენობასთან
ერთად იცვლება.

16
MC-ზღვრული დანახარჯი
ATC-საშუალო მთლიანი დანახარჯი
AVC-საშუალო ცვალებადი ხარჯი
რჩევები, რომლებიც გამოგადგებათ დანახარჯების მრუდების აგებისას:

 დარწმუნდით, რომ ზღვრული დანახარჯების მრუდი საშუალო მთლიანი


დანახარჯების მრუდსა და საშუალო ცვალებადი დანახარჯების მრუდს კვეთს
მათი მინიმუმის წერტილში.

17
 დარწმუნდით, რომ ვერტიკალური მანძილი საშუალო ცვალებადი
დანახარჯების მრუდსა და საშუალო მთლიანი დანახარჯების მრუდს შორის
მცირდება წარმოების მოცულობის ზრდასთან ერთად.
 ზღვრული დანახარჯების მრუდის საწყისი მონაკვეთი (მარცხნიდან) დახაზეთ
დაღმავალი, შემდეგ კი აღმავალი. ეს საშუალებას მოგცემთ ასახოთ კლებადი
ზღვრული სარგებლიანობა წარმოების დაბალ დონეზე.

ძირითადი ცნებები: მოგება და ზარალი

დანახარჯების მრუდი მოსახერხებელი გზაა, იმისათვის რომ შევაფასოთ


აქვს თუ არა ფირმას მოგება ან ზარალი მოკლევადიან პერიოდში. თუ
მოგების მაქსიმიზირებელ წერტილში ფასი მეტია ვიდრე საშუალო
მთლიანი დანახარჯები, მაშინ მოგება დადებითია. ნულოვანი მოგების
წერტილი არის წერტილი, სადაც ფასი ტოლია საშუალო მთლიანი
დანახარჯების მინიმუმის.
მოკლევადიან პერიოდში ფირმას შეუძლია წარმოების გაგრძელება
უარყოფითი მოგების პირობებშიც კი, თუ ფასი მეტია საშუალო
ცვალებად დანახარჯებზე. როდესაც საბაზრო ფასი ტოლია ფირმის
საშუალო ცვალებადი დანახარჯებისა, ფირმა დახურვის პირასაა. ფირმა
უნდა დაიხუროს როდესაც ფასი ნაკლებია საშუალო ცვალებად
დანახარჯებზე.

VIII

18
ძირითადი ცნებები: ფირმის ზომის ცვლილება დროთა
განმავლობაში

 გრძელვადიანი პერიოდში ფირმები აღარ არიან შეზღუდული მათი


ფიქსირებული დანახარჯებით და შეუძლიათ
შეცვალონ/დააკორექტირონ საკუთარი კაპიტალი. გრძელვადიანი
პერიოდის გასაზღვრისათვის არ არსებობს რაიმე კონკრეტული
პერიოდი, მისი განსაზღვრა დამოკიდებული ინდუსტრიაზე,
პროდუქტზე და ინდივიდუალურ ფირმაზე.
 ფირმისათვის მასშტაბის ეკონომია (economies of scale) არსებობს,
როდესაც გრძელვადიანი საშუალო მთლიანი დანახარჯი მცირდება
ფირმის ზომის ზრდასთან ერთად. მასშტაბის ეკონომია ხდება
სპეციალიზაციის შედეგად, რომლის შესაძლებლობასაც დიდ
ფირმებში შრომის დანაწილება იძლევა.
 მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბის ეკონომია არსებობს
გამოშვებული პროდუქციის რაოდენობის გარკვეულ საზღვრებში,
როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, როდესაც ფირმის ზომა ძალიან
იზრდება ადგილი აქვს მასშტაბის არაეკონომიურობას.
 პროდუქციის იმ უმცირეს რაოდენობას, სადაც გრძელვადიანი
საშუალო მთლიანი დანახარჯი მინიმუმს აღწევს ეფექტიანი
მასშტაბის წერტილი ეწოდება.
 კაპიტალის რაოდენობის შეცვლის ნაცვლად, ფირმები ზოგჯერ
გაერთიანების გზით იცვლიან ზომას. ისეთი ფირმების
გაერთიანებამ, რომლებიც მსგავს პროდუქციას აწარმოებენ
შეიძლება გამოიწვიოს დანახარჯების შემცირება და მასშტაბის
ეკონომიის წერტილის გადანაცვლება პროდუქციის (წარმოების)
უფრო დიდ რაოდენობაზე.
 გაერთიანება ჩვეული მოვლენაა ასევე ისეთი ფირმებისათვის,
რომლებსაც განსხვავებული ცოდნა და გამოცდილება გააჩნიათ.
ცოდნის გაერთიანების გზით ისინი აფართოებენ პროდუქციის

19
ასორტიმენტს. ფირმები, რომელთაც ასეთი ტიპის გაერთიანების
საშუალება აქვთ შედეგად აღწევენ ე.წ. საქმიანობის სფეროს
ეკონომიას (economies of scope).

ძირითადი ცნებები: ინდუსტრიების აღმასვლა და


დაღმასვლა

 გრძელვადიანი კონკურენტული წონასწორობის მოდელი ეყრდnობა


სამ დაშვებას: (1) ყველა ფირმას აქვს იდენტური ზღვრული, საშუალო
ცვალებადი და საშუალო მთლიანი დანახარჯი; (2) ყველა ფირმა
კონკურენტულია და მოთხოვნის მრუდი დაღმავალია; (3) ფირმებს
თავისუფლად შეუძლიათ ბაზარზე შესვლა და ბაზრიდან გასვლა.
 ინდუსტრიები დროთა განმავლობაში იზრდებიან ან მცირდებიან
ზომაში, მასში შემავალი ფირმების ზომის ცვლილების, ახალი
ფირმების შემოსვლის ან არსებული ფირმების გასვლის შედეგად.
გრძელვადიანი კონკურენტული წონასწორობის მოდელი ხსნის თუ
როგორ ხდება აღნიშნული პროცესები.
 ფირმის გადაწყვეტილება შესვლის თუ გასვლის შესახებ
დამოკიდებულია მოგების მიღების შესაძლებლობაზე. ეკონომიკური
მოგების მიღების შესაძლებლობა იზიდავს ახალ ფირმებს.
ეკონომიკური ზარალის შემთხვევაში კი ფირმები ტოვებენ ბაზარს.
გრძელვადიანი კონკურენტული წონასწორობის შემთხვევაში
ინდივიდუალური ფირმის მოგება ნულის ტოლია (P=ATC) და
ბაზარზე აღარ ხდება ფირმების შემოსვლა ან გასვლა.
 იმ შემთხვევაში თუ ინდუსტრია იმყოფება გრძევადიან
კონკურენტულ წონასწორობაში და მოთხოვნა იზრდება, ეს იწვევს
ფასების ზრდას. ფასების ზრდა იწვევს პოზიტიური ეკონომიკური
მოგების გაჩენას ინდივიდუალური ფირმებისათვის, რადგანაც ამ
შემთხვევაში P > ATC. მოგების მიღების შესაძლებლობის გაჩენის
20
შედეგად, ბაზარზე შემოვლენ ახალი ფირმები, რაც გამოიწვევს
მიწოდების მრუდის მარჯვნივ გადაადგილებას, სანამ მოგების
მიღების შესაძლებლობები არ ამოიწურება და ბაზარი დაუბრუნდება
გრძელვადიან კონკურენტულ წონასწორობას.
 იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნის შემცირების შედეგად ფასები
დაეცემა, ეს გამოიწვევს ზარალს არსებული ფირმებისათვის, რადგან
მოკლევადინ პერიოდში P < ATC. ეკონომიკური ზარალის მიზეზით
ფირმების ნაწილი დატოვებს ბაზარს, რის შედეგადაც მიწოდების
მრუდი გადაადგილდება მარცხნივ, ფასები გაიზრდება და ბაზარი
დაუბრუნდება წონასწორობას.
 ინდუსტრია შესაძლოა გაფართოვდეს ბაზარზე ფირმების
რაოდენობის ზრდის ან არსებული ფირმების გაფართოების შედეგად.
ანალოგიურიად, ინდუსტრია შესაძლოა შემცირდეს ფირმების
ბაზრიდან გასვლის ან არსებული ფირმების ზომის შემცირების
შედეგად.
 ინდუსტრიაში ფირმების რაოდენობა დამოკიდებულია ტიპური
(სტანდარტული) ფირმის ეფექტიანი მასშტაბის წერტილსა და
ინდუსტრიის ზომაზე. იმ შემთხვევაში თუ ფირმები არ ოპერირებენ
ეფექტიანი მასშტაბის წერტილში ან ტექნოლოგიის ცვლილება
ეფექტიანი მასშტაბის წერტილს ზრდის, არსებული ფირმები ზომაში
იზრდებიან.
 იმის შედეგად, რომ ფირმებს აქვთ ბაზარზე თავისუფლად შესვლისა
და გასვლის საშუალება, საშუალო მთლიანი დანახარჯი მინიმუმის
წერტილშია. ის, რომ საქონელი და მომსახურება იწარმოება ყველაზე
დაბალი დანახარჯების პირობებში, კონკურენტული ბაზრის ერთ-
ერთი სიკეთეა.
 ამ მსჯელობის ფარგლებში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ
საუბარია ეკონიმიკურ და არა საბუღალტრო მოგებაზე. ეკონომიკური

21
მოგება განსახვავდება საბუღალტრო მოგებისაგან იმით, რომ ის
ითვალისწინებს ფირმის მფლობელის ალტერნატიულ დანახაჯებსაც.

IX
შესავალი: მონოპოლია და საბაზრო ძალაუფლება
აქამდე კურსის განმავლობაში, ჩვენ ვუშვებდით, რომ ინდუსტრიაში
საკმარისი რაოდენობის ფირმები იყვნენ, იმისთვის რომ რომელიმე
მათგანს პროდუქციის გასაყიდ ფასზე გავლენა მოეხდინა. შესაბამისად
ფირმები იყვნენ ფასის მიმღებნი. მათ არ ჰქონდათ საბაზრო ძალაუფლება
რომ თავისთვის სასურველი ფასი დაეწესებინათ - ეს არის სრულყოფილი
კონკურენციის დაშვება. თუმცა, ზოგიერთ ინდუსტრიაში სულაც არაა
ამდენი ფირმა და ზოგიერთ ფირმას აქვს საბაზრო ძალაუფლება რომ
ფასზე გავლენა მოახდინა. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ინდუსტრიაში
მხოლოდ ერთი ფირმაა, მას აქვს სრული საბაზრო ძალაუფლება და
განსაზღვრავს ფასს მთლიანად ინდუსტრიისთვის.
მონოპოლიასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა ინდუსტრიაში პროდუქტს
ყიდის ერთადერთი ფირმა და მის გაყიდულ პროდუქციას ახლო
შემცვლელი არ გააჩნია. მონოპოლიის მაგალითია კომპანია, რომელიც
ანაწილებს და ყიდის ელექტროენერგიას კონკრეტულ რეგიონში.
მონოპოლიის მაგალითია ასევე ფირმა, რომელსაც აქვს პატენტი ახლად
გამოგონილ პროდუქტზე, რაც სხვა ფირმებს უკრძალავს აღნიშნული
პროდუქტის დუბლირებას და გაყიდვას.
შემდეგ ლექციაზე ჩვენ აღვწერთ მოდელს იმის ასახსნელად თუ როგორ
აწესებს ფასს და განსაზღვრავს პროდუქციის რაოდენობას მონოპოლია.
შემდეგ ჩვენ გამოვიკვლევთ ფირმის საბაზრო ძალაუფლების შედეგებს,
მათ შორის განვიხილავთ მონოპოლიური ფირმების ხელთ არსებულ
ისეთ ინსტრუმენტს, როგორიცაა საფასო დისკრიმინაცია, რაც

22
გულისხმობს სხვადასხვა მომხმარებლებისთვის ერთი და იმავე
პროდუქტზე განსხვავებული ფასის დაწესებას.
ძირითადი კონცეფციები: მონოპოლია და საბაზრო ძალაუფლება
ვიდეოს შემდეგ თქვენ უნდა გქონდეთ სამი კითხვა გონებაში:
 როგორ აწესებს მონოპოლისტი ფასს?
 როგორ განსაზღვრავს მონოპოლისტი რაოდენობას?
 რამდენია კეთილდღეობის დანაკარგი (ე.წ. მთიანი დანაკარგი)
მონოპოლიის შემთხვევაში სრულყოფილ კონკურენციასთან
შედარებით?

როგორ აწესებს მონოპოლისტი ფასს?


მონოპოლისტის საფასო გადაწყვეტილებები დამოკიდებულია ბაზრის
ხედვაზე, რომელიც განსხვავდება სრულყოფილად კონკურენტული
ფირმის ხედვისგან.

მარჯვენა გრაფიკი გვიჩვენებს სრულყოფილად კონკურენტული ფირმის


აღქმას ბაზრის შესახებ. რადგან ძალიან ბევრი ფირმაა, რომელიც
შემცვლელ პროდუქტებს აწარმოებს, ერთი ფირმის მიერ ფასის გაზრდის
23
მცდელობა, დასრულდება იმით რომ არცერთი მომხმარებელი არ შეიძენს
ამ ფირმისგან. შესაბამისად, ყველა ფირმამ უნდა დააწესოს ერთნაირი
ფასი, რაც იწვევს ბრტყელ (ჰორიზონტალურ) მოთხოვნის მრუდს.

ამის საპირისპიროდ, მარცხენა გრაფიკი გვაჩვენებს მონოპოლისტის


ბაზრის ხედვას. ვინაიდან, მონოპოლისტი არის ერთადერთი, ვინც
კონკრეტული საქონლის მიმწოდებელია, მას შეუძლია დააწესოს ფასი,
რომლის გადახდისთვისაც არიან მზად მომხმარებლები. მონოპოლისტი
იაზრებს, რომ თუ ის მაღალ ფასს დაგვიწესებს, მოთხოვნის რაოდენობა
შემცირდება. მონოპოლისტის პროდუქტზე მოთხოვნის მრუდი იგივეა,
რაც საბაზრო მოთხოვნის მრუდი, რაც, თავის მხრივ, ინდივიდუალური
მოთხოვნის მრუდების ჯამია.

როგორ განსაზღვრავს მონოპოლისტი რაოდენობას?

ახლა ჩვენ ვიცით, რომ მონოპოლისტის დაწესებული ფასი უნდა


მდებარეობდეს მოთხოვნის მრუდზე, მაგრამ როგორ განსაზღვრავს
მონოპოლისტი წარმოებული პროდუქციის რაოდენობას? პასუხი არის
მოგების მაქსიმიზაციისადმი სწრაფვაში. მონოპოლისტი ყოველთვის
აირჩევს რაოდენობას, რომელიც მოგებას მაქსიმალურს ხდის.

Profit (მოგება) = Total Revenue (მთიანი შემოსავალი) - Total Cost


(მთლიანი დანახარჯი) = Quantity (რაოდენობა) x (Price (ფასი) - Average
Total Cost (საშუალო მთლიანი დანახარჯი) )

რაოდენობა, რომელიც მოგების მაქსიმიზაციას ახდენს, ასევე შეიძლება


განისაზღვროს შემდეგი პირობის გამოყენებით:

Marginal Revenue (ზღვრული შემოსავალი) = Marginal Cost (ზღვრული


დანახარჯი)

ზღვრული შემოსავალი არის დამატებითი შემოსავალი, მიღებული,


დამატებითი ერთეულის გაყიდვით, ხოლო ზღვრული დანახარჯი არის

24
დამატებითი ხარჯი, მიღებული, დამატებითი ერთეულის გაყიდვით. თუ
ზღვრული შემოსავალი მეტია ვიდრე ზღვრული დანახარჯი, მაშინ
მონოპოლისტისთვის აზრი აქვს, რომ გაზარდოს წარმოება, რადგან მას
აქვს წმინდა სარგებელი დამატებითი ერთეული წარმოებით. ამ
შემთხვევაში, მისი ოპტიმალური რაოდენობა მეტია ვიდრე ამჟამად
წარმოების მოცულობა. შედარებისთვის, თუ ზღვრული შემოსავალი
ნაკლებია ვიდრე ზღვრული დანახარჯი, მაშინ ის განიცდის წმინდა
დანაკარგებს დამატებითი ერთეულისთვის და მან უნდა აწარმოოს
ნაკლები. მხოლოდ მაშინ, როცა ზღვრული შემოსავალი უტოლდება
ზღვრულ დანახარჯებს, მონოპოლისტი აკეთებს ოპტიმიზაციას (მოგების
მაქსიმიზაციას).

მარცხენა გრაფიკი გვიჩვენებს მთლიანი შემოსავლების და დანახარჯების


მრუდებს და მათ შორის სხვაობას, რომელიც არის მოგება. მარჯვენა
გრაფიკი ასახავს მოგებას, როგორც რაოდენობის ფუნქციას. როცა
მთლიანი შემოსავლების მრუდი არის ციცაბო, ზღვრული შემოსავლები
არის მაღალი. ჩვენ ვხედავთ, რომ როცა რაოდენობა არის უფრო ნაკლები
ვიდრე ოპტიმალური რაოდენობა 6, მაშინ მთლიანი შემოსავლების
მრუდი არის ბევრად უფრო ციცაბო ვიდრე მთლიანი დანახარჯების
მრუდი, რაც იმას ნიშნავს რომ ზღვრული შემოსავალი არის ზღვრულ
დანახარჯებზე მეტი. ფირმას შეუძლია გაზარდოს მოგება მეტის
წარმოებით. ამის საპირისპიროდ, როცა რაოდენობა არის ოპტიმალურ
რაოდენობაზე (6) მეტი, მთლიანი დანახარჯების მრუდი არის უფრო
ციცაბო, ვიდრე მთლიანი შემოსავლების მრუდი, რაც იმას ნიშნავს რომ

25
ზღვრული დანახარჯები მეტია ზღვრულ შემოსავლებზე. ფირმამ უნდა
აწარმოოს ნაკლები მოგების გასაზრდელად. როცა მთლიანი
შემოსავლების მრუდის დახრილობა უტოლდება მთლიანი
დანახარჯების მრუდის დახრილობას, ზღვრული შემოსავალი უდრის
ზღვრულ დანახარჯებს და ფირმა ახდენს მოგების მაქსიმიზაციას.

ჩვენ შეგვიძლია ფირმის საფასო და წარმოების მოცულობის


გადაწყვეტილებები ავსახოთ გრაფიკზე.

მწვანე ხაზი გვიჩვენებს საბაზრო მოთხოვნას მონოპოლიის შემთხვევაში.


ყვითელი ხაზი არის ზღვრული შემოსავლის მრუდი, ხოლო შავი
ზღვრული დანახარჯების. ფირმა აწარმოებს იმ რაოდენობას, როცა
ზღვრული დანახარჯები უდრის ზღრულ შემოსავალს. ფასი,
რომელსადანახარჯების წითელი მრუდი კვეთს ზღვრული
დანახარჯების მრუდს მაშინ, როცა საშუალო მთლიანი დანახარჯები
მინიმალურია. მოგება არის რაოდენობის ნამრავლი ფასისა და საშუალო
მთლიანი დანახარჯების სხვაობაზე.

26
კეთილდღეოიბის დანაკარგი მონოპოლიის შემთხვევაში სრულყოფილი
კონკურენციის ბაზართან შედარებით

ყურადღება მიაქციეთ რომ მონოპოლისტს შეუძლია დააწესოს ფასი,


რომელიც აღემატება ფასს, რომელიც გვაქვს მიწოდების (მოცემულია
ზღვრული დანახარჯების მრუდის სახით) და მოთხოვნის ტოლობის
შემთხვევაში. ასეთი მდგომარეობა ამცირებს საერთო კეთილდღეობას და
იწვევს დანაკარგებს. შემდეგი დიაგრამა გვეხმარება რაოდენობრივად
დავთვალოთ მთლიანი დანაკარგი ეკონომიკაში:

27
ძირითადი კონცეფციები: საფასო დისკრიმინაცია

საფასო დისკრიმინაცია არის სიტუაცია, როდესაც მომხმარებელთა


სხვადასხვა ჯგუფები სხვადასხვა ფასს იხდიან ერთი და იგივე
საქონლისთვის.

საფასო დისკრიმინაციის მაგალითებია:

 დაბალი ფასები ავიაკომპანიის ბილეთებზე შაბათი ღამის


ფრენებისას

 ფასდაკლებები ზრდასრული მოქალაქეებისთვის კინოთეატრებში

საფასო დისკრიმინაციის მთავარი მიზეზია ის, რომ სხვადასხვა ტიპის


მომხმარებლებს სხვადასხვა მოთხოვნის ელასტიკურობა აქვთ.
განვიხილოთ შემდეგი გრაფიკი:

მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ მათალი საფასო ელასტიკურობა


(ბიუჯეტური მოგზაურები), უწევთ უფრო ნაკლების გადახდა, რადგან
თუ ავიახაზები გაზრდიან ფასებს, დამსვენებელი მოგზაურები
მოძებნიან ტრანსპორტირების სხვა საშუალებებს. მომხმარებლებს,
რომლებსაც აქვთ დაბალი საფასო ელასტიკურობა, ავიახაზები
გადაახდევინებს მეტს, რადგან ისინი მაინც გადაიხდიან ბილეთში
28
თუნდაც ოდნავ უფრო მაღალ ფასს. უფრო ფორმალური განმარტება
იმისა, რომ მაღალი საფასო ელასტიკურობის მომხმარებლები უფრო
ნაკლებს იხდიან მოცემულია შემდეგ ფორმულით.

price-cost margin = (price-marginal cost)/price = 1/price elasticity of demand

ფასი−ზღვრულიდანახარჯი 1
საფასომარჟა= =
ფასი მოთხოვნის საფასო ელასტიკურობა

ფორმულა ამბობს, რომ ფასნამატი ზღვრულ დანახარჯთან შედარებით


არის უკუპროპორციული საფასო ელასტიკურობისადმი. შესაბამისად,
მომხმარებლები, მაღალი საფასო ელასტიკურობით, იხდიან დაბალ
ფასებს. მნიშვნელოვანი დაშვება საფასო დისკრიმინაციის მიღმა ისაა,
რომ ფირმას უნდა შეეძლოს იდენტიფიცირება და გარჩევა
განსხვავებული საფასო ელასტიკურობის მომხმარებლების. მაგალითად,
ავიახაზები შაბათი ღამის ფრენას შესთავაზებს ფასდაკლებით თუ
ეცოდინება რომ მოგზაურები, რომლებიც არ არიან დროში
შეზღუდულები იყიდიან მას, ხოლო ბიზნეს მგზავრებისთვის შაბათს
ღამით ფრენა ნაკლებად მიმზიდველია.

დასკვნა: მონოპოლია და საბაზრო ძალაუფლება

მონოპოლისტებს აქვთ უნარი, რომ დააწესონ უფრო მაღალი ფასი, ვიდრე


სრულყოფილი კონკურენციის ფასია, რომელიც ზღვრულ დანახარჯებს
უტოლდება. კონკურენტულ ფასზე მაღალი ფასის დაწესებით,
მონოპოლისტი ამცირებს სამომხმარებლო დანაზოგს და აჩენს საერთო
დანაკარგებს. რაოდენობა, რომლითაც მონოპოლისტის ფასი აღემატება
კონკურენტულ ფასს უკუპროპორცილია საფასო ელასტიკურობის.
საფასო ელასტიკურობა გამომდინარეობს იქიდან, რომ მონოპოლისტს
შეუძლია დაუწესოს განსხვავებული ფასები სხვადასხვა საფასო
ელასტიურობის მქონე მომხმარებლებლებს.

29
დანახარჯების ტიპები
FC - ფიქსირებული ხარჯი (Fixed Cost) - ხარჯი რომელიც არ იცვლება,
ანუ არ არის დამოკიდებული წარმოებული საქონლის რაოდენობაზე,
მაგალითად ოფისის ყოველთვიური ქირა.
VC - ცვალებადი ხარჯი (Variable Cost) - ხარჯი რომელიც იცვლება
წარმოებული საქონლის რაოდენობასთან ერთად. მაგალითად
ლიმონათის საწარმოსთვის ცვალებადი ხარჯი იქნება, ბოთლის,
ეტიკეტის, სახურავის, ბოთლში ჩასხმული სითხის, შეფუთვის ხარჯების
ერთობლიობა. ჩამოთვლილი ხარჯების მოცულობა შეიცვლება
წარმოებული ლიმონათის რაოდენობის მიხედვით, ამიტომ ამ ხარჯებს
ვუწოდებთ ცვალებადს.
TC - მთლიანი დანახარჯი - (Total Cost) - ეს არის ფიქსირებული და
ცვალებადი ხარჯების ჯამი. მაგალითად თუ ფიქსირებული ხარჯია 110,
ხოლო ცვალებადი 90, მაშინ მთლიანი დანახარჯი იქნება 110+90=200.
MC - ზღვრული დანახარჯი (Marginal Cost) - ეს არის ყოველი
დამატებითი ერთი ერთეული საქონლის წარმოებაზე გაწეული ხარჯი.
მის დასაანგარიშებლად საჭიროა ვიცოდეთ მთლიანი დანახარჯი.
მაგალითად თუ 3 ერთეული საქონლის წარმოებაზე გაწეული მთლიანი
ხარჯი(TC) არის 70, ხოლო 4 ერთეულის წარმოებაზე გაწეული მთლიანი
ხარჯი(TC) შეადგენს 78-ს, ეს ნიშნავს რომ მე-4 ერთეულის (და არა 4
ერთეულის) წარმოებამ მთლიანი დანახარჯი გაზარდა 8-ით (78-70), ანუ
შეგვიძლია ვთქვათ რომ მეოთხე ერთეულის წარმოების ზღვრული
დანახარჯი არის 8.
AFC - საშუალო ფიქსირებული ხარჯი (Average Fixed Cost) - მიიღება
ფიქსირებული ხარჯის გაყოფით წარმოების შესაბამის რაოდენობაზე (Q):
AFC = FC/Q
AVC - საშუალო ცვალებადი ხარჯი (Average Variable Cost) - მიიღება
ცვალებადი ხარჯის გაყოფით წარმოების შესაბამის რაოდენობაზე (Q):

30
AVC = VC/Q
ATC - საშუალო მთლიანი დანახარჯი - (Average Total Cost) - მიიღება
მთლიანი ხარჯის გაყოფით წარმოების შესაბამის რაოდენობაზე (Q): ATC
= TC/Q
მაგალითად თუ 5 ერთეული საქონლის წარმოებაზე გაწეული მთლიანი
ხარჯი (TC) არის 100, მაშინ საშუალო მთლიანი დანახარჯი იქნება
100/5=20.
შენიშვნა: თუ მოცემული გვაქვს ATC და Q, მაშინ უნდა შეგვეძლოს TC-ს
დათვლა ზემოთ მოცემული ფორმულით. მაგალითად თუ მოცემული
გვაქვს რომ ATC=10, Q=3, მაშინ TC = ATC x Q = 10x3 = 30. ანალოგიური
გამოთვლების გაკეთება უნდა შეგვეძლოს საშუალო ფიქსირებული და
საშუალო ცვალებადი ხარჯების შემთხვევაშიც.

მონოპოლია და საბაზრო ძალაუფლება


ძირითადი საკითხები:
 განსხვავებები მონოპოლიურ ბაზარსა და სრულყოფილი
კონკურენციის ბაზარს შორის;
 როგორ ჩნდება მონოპოლიური ბაზარი;
 მონოპოლისტისა და კონკურენტული ფირმის მოთხოვნის
მრუდები;
 მოგების მაქსიმიზაციის წესი-როგორ წყვეტს ფირმა რა
რაოდენობის პროდუქცია გაყიდოს და რა ფასად?;
 მოგების მაქსიმიზაცია გრაფიკულად;
 მონოპოლია და საზიგადოებრივი ზიანი.

განსხვავებები მონოპოლიურ ბაზარსა და სრულყოფილი


კონკურენციის ბაზარს შორის

31
მონოპოლია სრულყოფილი ბაზარი
 ბაზარზე არის მხოლოდ  ბაზარზე არის ბევრი
ერთი ფირმა; ფირმა;
 პროდუქტს არ აქვს ახლო  იდენტური პროდუქტია;
შემცვლელები;  ბაზარი ადგენს
 მონოპოლისტი თავად წარმოებული
ადგენს წარმოებული პროდუქტის ფასს,ფირმა
პროდუქტის ფასს; არის ფასის მიმღები;
 ფასი შედარებით  ფასი შედარებით
მაღალია; დაბალია;
 არსებობს ბაზარზე  არ არსებობს ბაზარზე
შესვლის და გასვლის შესვლის და გასვლის
ბარუერები. ბარიერები.

როგორ ჩნდება მონოპოლია?


მთავრობისგან მიღებული ექსკლუზიური ნებართვა;
პატენტები.
ბუნებრივი მონოპოლია-როდესაც ბაზარზე მხოლოდ ერთ ფირმას
შეუძლია ყველაზე ნაკლები დანახარჯებით აწარმოოს საქონელი.

მონოპოლისტები ხშირად არიან წყლის,ბუნებრივი აირის,


ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები,რომლებსაც
ხელისუფლებისგან აქვთ წარმოების ექსკლუზიური ნებართვები.

მონოპოლისტური და კონკურენტული ფირმის მოთხოვნის მრუდები


მონოპოლისტური ფირმა
32
 მთელი ბაზარი მას ეკუთვნის;
 აქვს კლებადი მოთხოვნის მრუდი,ანუ ამცირებს ფასს გაყიდვების
გასაზრდელად;
 ფასი ზღვრულ შემოსავლებზე მეტია (P>MR)

კონკურენტული ფირმა
 მთლიანი ბაზრის მხოლოდ მცირე წილი უკავია;
 აქვს ჰორიზონტალური მოთხოვნის მრუდი,ანუ მისი გაყიდვების
რაოდენობა გავლენას არ ახდენს ფასზე,ფირმა ფასის მიმღებია;
 ფასი ზღვრული შემოსავლის ტოლია (P=MR).

ფირმის მოგების მაქსიმიზაციის წესი


იმისათვის,რათა განისაზღვროს გასაყიდი საქონლის ოპტიმალური
მოცულობა კონკურენტული ფირმის მსგავსად მონოპოლისტი
ფირმაც იყენებს მოგების მაქსიმიზაციის შემდეგ წესს-გააგრძელოს
გაყიდვა მანამ,სანამ
ზღვრული შემოსავალი (MR)=ზღვრული დანახარჯი (MC)

მონოპოლიასა და კონკურენციას შორის


ძირითადი საკითხები:
 მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრის მახასიათებლები
 შედარებები კონკურენტულ და მონოპოლისტურ ბაზრებთან
 ფირმის მოგება და დანაკარგები მოკლევადიან და გრძელვადიან
პერიოდებში.
 ბაზარზე შესვლისა და ბაზრიდან გასვლის შესახებ
გადაწყვეტილების მიღება
 ოლიგოპოლია
 თამაშთა თეორია ოლიგოპოლიურ ბაზარზე

33
განსხვავებები მონოპოლიურ ბაზარსა და სრულყოფილი
კონკურენციის ბაზარს შორის

მონოპოლია სრულყოფილი ბაზარი


 ბაზარზე არის მხოლოდ  ბაზარზე არის ბევრი
ერთი ფირმა; ფირმა;
 პროდუქტს არ აქვს ახლო  იდენტური პროდუქტია;
შემცვლელები;  ბაზარი ადგენს
 მონოპოლისტი თავად წარმოებული
ადგენს წარმოებული პროდუქტის ფასს,ფირმა
პროდუქტის ფასს; არის ფასის მიმღები;
 ფასი შედარებით  ფასი შედარებით
მაღალია; დაბალია;
 არსებობს ბაზარზე  არ არსებობს ბაზარზე
შესვლის და გასვლის შესვლის და გასვლის
ბარუერები. ბარიერები.

მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრის მახასიათებლები:


მონოპოლიური და სრულყოფილად კონკურენტული ბაზრის
გარკვეული მახასიათებლები:
 ბევრი ფირმა
 მსგავსი მაგრამ ერთმანეთისგან გარკვეულწილად განსხვავებული
საქონელი (ნაიკი და რებოკი)
 გარკვეული კონტროლი ფასზე (P>MR=MC)
 დაღმავალი მოთხოვნის მრუდი
 არ არსებობს ბაზარზე შესვლის და გასვლის ბარიერები

34
 მონოპოლისტური კონკურენციის ბაზრის ძირითადი
მახასიათებელია ბაზარზე მრავალფეროვანი (დიფერენცირებული)
საქონლის არსებობა, რაც ფირმას აძლევს საფასო ძალაუფლებას

მონოპოლისტური კონკურენციის ფირმის


მოკლევადიანი პერიოდის ეკონომიკური
მოგება და დანაკარგები

მონოპოლისტური კონკურენციის ფირმის


გრძელვადიანი პერიოდის ეკონომიკური
მოგება არის ნულოვანი
35
~~

მოგება და დანაკარგები მოკლევადიან და


გრძლევადიან პერიოდებში
მოკლევადიანი პერიოდი
 დადებითი ეკონომიკური მოგება - ფირმები
იწყებენ ბაზარზე შემოსვლას
 უარყოფითი ეკონომიკური მოგება - ფირმები
იწყებენ ბაზრიდან გასვლას
გრძელვადიანი პერიოდი
 ნულოვანი ეკონომიკური მოგება - ბაზარზე
ფირემების შესვლა და გასვლა გრძელდება
მანამ სანამ ეკონომიკური მოგება არ გახდება
ნულის ტოლი

36
37

You might also like