You are on page 1of 24

თემა 5.

ფასებისა და ინფლაციის სტატისტიკური შესწავლა

1. ფასის არსი, სახეები და შესწავლის ამოცანები

ფასი რთული ეკონომიკური კატეგორიაა, რომელიც თანამედროვე პირობებში საბაზრო


მექანიზმების საფუძვლად გვევლინება. ის ასევე ბაზრის კონიუქტურის მნიშვნელოვანი
მაჩვენებელი, მოთხოვნა-მიწოდებას შორის თანაფარდობის, დონისა და სტრუქტურის
განმსაზღვრელი ფაქტორი და მოგების მიღებისა და ეფექტიანი მენეჯმენტის მძლავრი
ინსტრუმენტია. ფასი არსებითად ზემოქმედებს საქონლისა და მომსახურების მოძრაო-
ბის სიჩქარეზე, მთავარი ფაქტორია ინფლაციურ პროცესებში და ამავე დროს ზეგავლე-
ნას ახდენს საინვესტიციო პოლიტიკაზე.
ბაზარზე ფასის ეკონომიკური ბუნება მის მიერ განხორციელებული როლებით ვლინ-
დება:
1. ჯერ ერთი, იგი გვევლინება, როგორც ინდიკატორი, რომელიც ასახავს ბაზრის
პოლიტიკას და კონიუქტურას (მოთხოვნა-მიწოდებას შორის თანაფარდობას,
განსაზღვრავს ეკონომიკური რისკის დონეს, არეგულირებს საკრედიტო-საფი-
ნანსო სიტუაციას, ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ხარისხს და სხვ.);
2. მეორე – იგი გამოდის როგორც ბაზრის მარკეტინგული რეგულატორი, რომლის
დახმარებითაც ხორციელდება ზემოქმედება მიწოდებაზე, ბაზრის სრტუქტურა-
ზე, ტევადობაზე.
საერთოდ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასი ასრულებს სააღრიცხვო, მასტიმული-
რებელ და განმანაწილებელ ფუნქციას.
ფასის სააღრიცხვო ფუნქცია საშუალებას იძლევა გაზომილ იქნას იმ დარგების ყველა
დანახარჯი, რომლებიც აწარმოებენ საქონელსა და ეწევიან მომსახურებას (შუალედუ-
რი მოხმარება და წარმოების ხარჯები), მიმოქცევის სფეროს დარგების დანახარჯები,
აგრეთვე საწარმოთა საქმიანობის შედეგები და ამ საქმიანობის ეკონომიკური ეფექტი
(მოგება, რენტაბელობა და ა.შ.).
ფასის მასტიმულირებელი ფუნქცია მიმართულია ეკონომიკის ზრდისაკენ და ყველა
სახის რესურსების დაზოგვისაკენ, პროდუქციისა და გაწეული მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესებისა და წარმოების ეფექტიანობისაკენ.
ფასის გამანაწილებელი ფუნქცია საშუალებას იძლევა ფასის შემადგენლობაში გათვა-
ლისწინებულ იქნას ბიუჯეტში შემავალი მიმდინარე გადასახადები წარმოებასა და იმ-
პორტზე, დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი და სხვა.
ფასების სტატისტიკური შესწავლის საგანს წარმოადგენს ფასებისა და ფასწარმოქმნის
მრავალმხრივი, კერძოდ, ფასების დონისა და სტრუქტურის, ვარიაციის, ელასტიკურო-
ბისა და დინამიკის შესწავლა, ფასის უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ მაჩვე-
ნებლებზე გავლენის ანალიზი.
ფასის ყოველმხრივი შესწავლა გულისხმობს მთელი რიგი სტატისტიკური მეთოდების:
შერჩევითი დაკვირვების, დაჯგუფების, განზოგადებული სიდიდეების, ვარიაციის მაჩ-
ვენებლების გაანგარიშების, კორელაციურ-რეგრესიული, საინდექსო, დინამიკის
მწკრივების, გრაფიკული მეთოდების და ა.შ. გამოყენებას.
1
თანამედროვე ეკონომიკურ ლიტერატურაში ფასების სტატისტიკა გამოყოფს ფასების
შემდეგ ძირითად ტიპებს:
სასაქონლო მიმოქცევის სფეროს მიხედვით:
- საცალო ფასები, რომლის მიხედვითაც საქონელი რეალიზდება საბოლოო მომ-
ხმარებელზე;
- ფასები და ტარიფები მომსახურებაზე.
სატრანსპორტო ხარჯების გამოხატვის ხერხის მიხედვით:
- ფრანკო-გამგზავრების ფასები (შეზღუდული წარმოებისა და მოხმარების დაქ-
საქსული ქსელის საქონელზე), რომელიც მოიცავს მაგისტრალურ სატრანსპორ-
ტო პუნქტამდე სატრანსპორტო ხარჯებს (პორტი, რკინიგზის სადგური).;
- ფრანკო-დანიშნულების ფასები, რომელიც მოიცავს გაღებულ ხარჯებს დანიშნუ-
ლების ადგილამდე.
გაყიდვის ფორმების მიხედვით:
- საკონტრაქტო (სახელშეკრულებო) ფასები – იგივე მყიდველებსა და გამყიდვე-
ლებს შორის ფაქტიური შეთანხმების ფასები;
- აუქციონის ფასები, რომლებიც ასახავენ აუქციონზე საქონლის გაყიდვის მსვლე-
ლობას. განასხვავებენ სასტარტო და გასაყიდ ფასს.
გაყიდვის სტადიების მიხედვით:
- მიწოდების ფასები (გამყიდველის ფასი ან სასტარტო ფასი), რომლის მიხედვი-
თაც გამყიდველს აქვს სურვილი გაყიდოს საქონელი, როგორც წესი, ეს არის შე-
საძლო ფასების დიაპაზონის ზედა საზღვარი;
- მოთხოვნის ფასი, რომლის მიხედვითაც მყიდველი დაინტერესებულია საქონ-
ლისა და მომსახურების შეძენით;
- რეალიზაციის ფასები– ფაქტიური ან ნომინალური ფასები.
რეგულირების ხარისხის მიხედვით:
- მკაცრად ფიქსირებული ფასები;
- რეგულირებადი ფასი;
- თავისუფალი ფასი, რომელიც არ ექვემდებარება პირდაპირ ჩარევას, ფორმირდე-
ბა ბაზრის კონიუქტურის შესაბამისად.
დროში სიმყარის ხარისხის მიხედვით:
- მყარი ფასი – დგინდება ხელშკრულების დადების დროს და მოქმედებს ხელ-
შკრულებით გათვალისწინებული მთელი პერიოდისათვის;
- მოძრავი, ცვალებადი ფასი – ხელშკრულებაში ფიქსირებული ფასი იცვლება, თუ
შეიცვალა პროდუქტის საბაზო ფასი;
- მცოცავი ფასი – ხელშკრულებაში განისაზღვრება საწყისი ფასი, დამუშავდება
მასში ფასის შესწორების შეტანის წესი.1
ფასწარმოქმნის პროცესში გაითვალისწინება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა – მოთ-
ხოვნა, ფასი, კონკურენტების შესაძლებლობა, ფასების შეზღუდვა კანონმდებლობით,
საქონლის სხვადასხვა მახასიათებლები.
1
ნ.აბესაძე. ფასების სტატისტიკის შესწავლის საკითხისათვის.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის
ჟურნალი “მოამბე”ტ.156, გვ.27.
2
თავისუფალი ფასები სრულებითაც არ გულისხმობს მის სრულ სტიქიურობას. Bბევრ
განვითარებულ ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ტარდება თა-
ვისუფალი და რეგულირებადი ფასების შესაბამისობის პოლიტიკა. პრაქტიკაში ეკონო-
მიკური რეგულირების გარდა ფართოდ გამოიყენება აგრეთვე ადმინისტრაციული ღო-
ნისძიებების სისტემაც.
ფასების სტატისტიკის წინაშე დგას შემდეგი ამოცანები:
1. ბაზარზე საქონლისა და მომსახურების ფასებზე შერჩევითი დაკვირვების მეთო-
დოლოგიური საფუძვლების შემუშავება და ასეთი გამოკვლევების ჩატარების
ორგანიზება;
2. სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ფასების დაჯგუფებისა და კლასიფიკაციის შემუ-
შავება;
3. ფასების სტრუქტურისა და მასზე მოქმედ ფაქტორთა ანალიზი;
4. პროდუქციაზე სხვადასხვა ფასების დონის გაანგარიშებისა და ანალიზის მეთო-
დოლოგიის სრულყოფა;
5. ფასების ვარიაციის მაჩვენებლების ანალიზი;
6. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ფასების დინამიკის გაანგა-
რიშებისა და ანალიზის მეთოდოლოგიის სრულყოფა;
7. ინფლაციის დონის განსაზღვრის მეთოდების სრულყოფა.

2. ფასების სტატისტიკის მაჩვენებელთა სისტემა


ფასების სტატისტიკის წინაშე დასმული ამოცანების რეალიზება ხორციელდება შესაბა-
მისი მაჩვენებელთა სისტემის საფუძველზე, რომელიც შესაძლებელს გახდის სრულყო-
ფილად იქნას გამოყენებული სტატისტიკური კვლევისა და ანალიზის მეთოდები და
ხერხები.
ფასების სტატისტიკის მაჩვენებელთა სისტემა შეიძლება შემდეგნაირად იქნას წარმოდ-
გენილი:
I. ფასების დონის მაჩვენებლები:
1. საქონლისა და მომსახურების სამომენტო ფასი მოცემული თარიღისთვის;
2. საშუალო ფასი მოცემული პერიოდისათვის საქონლის, სასაქონლო ჯგუფების, კომ-
პლექსის, ტერიტორიების, ბაზრებისა და მყიდველთა ჯგუფების მიხედვით;
3. სამომხმარებლო კალათის ღირებულება;
4. ინდივიდუალური, საშუალო და განზოგადებული მაჩვენებლების ფასების ფარდობა
შემოსავლებთან;
II. ფასების სტრუქტურის მაჩვენებლები:
1. ცალკეული ელემენტის (თვითღირებულება, ფასნამატი, ფასდაკლება) ხვედრითი წი-
ლი საქონლის საბოლოო (საცალო) ფასში;
2. მთლიანი შემოსავლის ხვედრითი წილი საქონელბრუნვაში;
3. საცალო და საბითუმო ფასების ფარდობა;
4. საცალო ფასების სტრუქტურული ელემენტების ფარდობა;
3
III. ფასების ვარიაციის მაჩვენებლები:
1. ფასების განაწილება სასაქონლო ჯგუფის საზღვრებში, ანუ ერთგვაროვანი საქონლის
დაჯგუფება ფასების დონის მიხედვით;
2. ფასების ტერიტორიული მერყეობის დონე (რეგიონების ან დასახლებების დაჯგუფე-
ბა ფასების დონის მიხედვით);
3. ფასების მდგრადობის დონე დინამიკაში;
4. ფასების სეზონური და ციკლური მერყეობის დონე;
5. ფასების განსხვავების დონე მოსახლეობის სოციალური ჯგუფების მიხედვით.
IV. ფასების ელასტიკურობის მაჩვენებლები:
1. ელასტიკურობის ემპირიული კოეფიციენტი;
2. ჯვარედინი ელასტიკურობის კოეფიციენტი;
3. ელასტიკურობის თეორიული კოეფიციენტი;
4. შეწყვილებული და მრავალფაქტორული მოდელები;
V. ფასების დინამიკის მაჩვენებლები:
1. ფასების ინდივიდუალური ინდექსები;
2. ფასების საერთო ინდექსები;
3. საშუალო ფასების ინდექსები;

3. ფასების დონის, სტრუქტურისა და დინამიკის შესწავლის მეთოდები

ფასების სტატისტიკური შესწავლა და ანალიზი გულისხმობს ფასების მდგომარეობის


დახასიათებას, რომელიც მოიცავს ფასების დონის, სტრუქტურისა და დინამიკის შეს-
წავლას.
ფასების სტატისტიკური შესწავლა იწყება ფასების დონის გაზომვით. როგორც წესი,
ფასების დონე ასახავს გარკვეული დროისათვის (თარიღისათვის) მთელი საქონლისა
და მომსახურების მასის ფასების საშუალო დონის მნიშვნელობას.
სტატისტიკურ პრაქტიკაში ყველაზე ხშირად ფასების გამოთვლა და ანალიზი საშუა-
ლო სიდიდეებით ხდება. ის შეიძლება გაანგარიშებულ იქნას როგორც კონკრეტული სა-
ქონლისა და მომსახურებისათვის, ასევე სასაქონლო ჯგუფებისა და სხვადასხვა ტერი-
ტორიული ერთეულებისათვის.
საშუალო ფასები გაიანგარიშება სასაქონლო ჯგუფის ცალკეული საქონლის ღირებუ-
ლების შეფარდებით მის მოცულობაზე ნატურალურ გამოსახულებაში:

საშუალო ფასზე ძირითადად მოქმედებს ფასისმიერი და პროდუქციის სტრუქტურუ-


ლი ფაქტორები, რომელთა შორის განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ასორტიმენტული
ძვრები: ახალი პროდუქტის გამოჩენა, ძველის გაქრობა, ცალკეული სახის საქონლის
ხვედრითი წილის ცვლილება, სეზონური რხევები ტერიტორიული ფასების საქონლის
4
განლაგებაში და ა.შ. ამიტომაც საშუალო ფასები ყოველთვის არ შეიძლება იყოს გამოყე-
ნებული ფასების დინამიკის დასახასიათებლად.
ტერიტორიულ ჭრილში საშუალო ფასების დონე გაიანგარიშება, ცალკეული რეგიონის
ფასების დონეთა საშუალო არითმეტიკულით, რომელიც შეწონილია ცალკეული რეგი-
ონის ხვედრით წილთან. Bბუნებრივია, საშუალო ფასი გამოსახავს შესასწავლი ერთობ-
ლიობის ხარისხობრივ თვისებებს. როგორც წესი, საშუალო ფასი განისაზღვრება, რო-
გორც პროდუქციის რეალიზაციის ჯამის შეფარდება რეალიზებული პროდუქციის ერ-
თეულთა რაოდენობასთან. Eე. ი. შეწონილი საშუალო არითმეტიკულის ფორმულით.
თუ სტატისტიკური ინფორმაცია არ მოიცავს მონაცემებს რეალიზებული პროდუქციის
რაოდენობის შესახებ, საშუალო ფასის განსაზღვრა შესაძლებელია შეწონილი საშუალო
ჰარმონიულის ფორმულით, რომელსაც აქვს შემდეგი სახე:

ამ შემთხვევაში, უცნობი სიდიდის, რეალიზებულ ერთეულთა რაოდენობის განსაზ-


ღვრისათვის საჭიროა ცალკეული სახის საქონლის რეალიზაციის ჯამი გაიყოს ფასზე.
ფასების დონის ვარიაციული ანალიზი
საბაზრო ეკონომიკის პირობებში მთელ რიგ ეკონომიკურ მაჩვენებელთა გაანგარიშების
ინფორმაციული უზრუნველყოფის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ფასების
სტატისტიკა. ფასებისათვის დამახასიათებელია საშუალო დონის ირგვლივ ფაქტობრი-
ვი ფასების მუდმივი მერყეობა, რომელიც ასახავს საბაზრო კონიუქტურის ძირითადი
პროპორციის _ მოთხოვნისა და მიწოდების ცვლილებას, მოსახლეობის ცალკეული სო-
ციალური ფენის მსყიდველობითუნარიანობას, რეგიონულ თავისებურებებს, კონკუ-
რენტუნარიანობის ცვლილებას, აგრეთვე შემთხვევითი ფაქტორების ზემოქმედებას.
ფასების ვარიაციის, საშუალო დონისაგან ბაზარზე არსებული ფასის გადახრის საშუა-
ლო მაჩვენებლების, ვარიაციის ხარისხის დასახასიათებლად აუცილებელია ვარიაციის
სტატისტიკური მახასიათებლების გაანგარიშება, ხოლო ფასების შესახებ სარწმუნო მო-
ნაცემების მოპოვება, დამუშავება, მაჩვენებლების გაანგარიშება, ანალიზი და პროგნო-
ზი აუცილებელი პირობაა ქვეყნის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისა და
განხორციელებისათვის.
ფასების ცვლილების შედარებით მარტივი მაჩვენებელია _ ვარიაციის დიაპაზონი, რო-
მელიც ახასიათებს განსხვავებას მინიმალურ და მაქსიმალურ ფასებს შორის და არაპირ-
დაპირ მიუთითებს მოსახლეობის ცხოვრების დონეში არსებულ დიფერენციაციაზე:
R= Xmax- Xmin
სადაც, R - არის ვარიაციის გაქანება (დიაპაზონი);
Xmax _ ვარიაციული მწკრივის ვარიანტების მაქსიმალური მნიშვნელობა;
Xmin _ ვარიაციული მწკრივის ვარიანტების მინიმალური მნიშვნელობა.

ვარიაციის დიაპაზონი არ ითვალისწინებს ყველა დაფიქსირებული ფასის დონის


ცვლილებას. ამიტომ, მეტი სიზუსტისათვის ანგარიშობენ ვარიაციის განმაზოგადებელ
მაჩვენებლებს:
5
საშუალო წრფივ გადახრას ( ) :

და საშუალო კვადრატულ, ანუ სტანდარტულ გადახრას ( ):

სადაც, საშუალო ფასი;


P - საქონლის ან მომსახურების ფასი;
q - საქონლის ან მომსახურების სიხშირე, წონა;

აღნიშნულ მაჩვენებელთა ეკონომიკური შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო


ნაკლებია მათი მნიშვნელობა, მით უფრო ერთგვაროვანია ერთობლიობა, საშუალო ფა-
სი ტიპურია და მოვლენა მდგრადი.

ვარიაციის ზომა განისაზღვრება ვარიაციის შეფარდებითი მაჩვენებლით – ვარიაციის


კოეფიციენტით:

V= *100,
რომელიც ახასიათებს საშუალო ფასიდან გადახრის პროცენტულ მნიშვნელობას.

ვარიაციის კოეფიციენტის გამოყენება შეზღუდულია იმ თვალსაზრისით, რომ იგი შე-


საძლებლობას იძლევა განისაზღვროს მხოლოდ ერთი საქონლის ან მომსახურების ფა-
სის მერყეობა და არა განსხვავებულ საქონელთა ფასისა. ამიტომ, სხვადასხვა საქონელ-
თა ერთობლიობისათვის გამოიყენება ფასების ვარიაციის კოეფიციენტის შემდეგი მო-
დიფიცირებული სახე:

სადაც, d არის ცალკეული საქონლის მოცულობის ხვედრითი წილი საქონელბრუნვის


საერთო მოცულობაში;
V - ცალკეული სახის საქონლისათვის ვარიაციის კოეფიციენტი.

საბაზრო პირობებში ფასების მკვეთრი ცვლილება დამოკიდებულია მრავალ შინაგან


თუ გარეგან, შემთხვევით ფაქტორებზე. ამიტომ, საბაზრო ეკონომიკის მახასიათებელ
სპეციფიკურ მოვლენას წარმოადგენს ფასების ელასტიკურობა, რაც განპირობებულია
ბაზრის კანონებისა და აღნიშნული ფაქტორების ზემოქმედებით. მისი არსი მდგომარე-
ობს იმაში, რომ ფასი განსაკუთრებით მოქნილი და ცვალებადია სხვადასხვა სოციალ-
ეკონომიკური ფაქტორების, განსაკუთრებით მოთხოვნა-მიწოდების ზეგავლენით. ამას-
თან, ტურისტული საქონლისა და მომსახურების ფასების ცვლილება შეიძლება გამოწ-
ვეულ იყოს სხვა საქონლისა და მომსახურების ფასების ცვლილებითაც. სწორედ ასეთი
დამიკიდებულების დასახასიათებლად სტატისტიკის პრაქტიკაში გამოიყენებენ ფასე-
ბის ელასტიკურობის კოეფიციენტს, რომელიც გვიჩვენებს ერთი საქონლის ფასის 1%-

6
ით ცვლილების შემთხვევაში მეორე საქონლის ფასის პროცენტულ ცვლილებას. ამგვა-
რი ურთიერთდამოკიდებულება სტატისტიკურად შეიძლება გამოსახულ იქნას ფასების
ჯვარედინი ელასტიკურობის კოეფიციენტით:

Eჯვარედინი =

სადაც, არის a და b საქონლის ფასი საანგარიშო და საბაზისო პერიო-

დებში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფასების დონის ცვლილება შეიძლება გამოწვეულ იყოს
სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენით. რომ განისაზღვროს
ფასების ელასტიკურობის მაჩვენებელი (საშედეგო მოვლენა) მიზეზობრივი (შემოსავ-
ლის) ფაქტორის ზეგავლენის შედეგად, სტატისტიკაში ანგარიშობენ ფასების ელასტი-
კურობის ემპირიულ კოეფიციენტს:

Ep =
სადაც, Ep არის ელასტიურობის ემპირიული კოეფიციენტი;
ფასებისა და შემოსავლების ცვლილება,
P და S ფასისა და შემოსავლის მნიშვნელობები.
ისევე როგორც მოთხოვნა-მიწოდების ელასტიურობის შემთხვევაში, ფასი შეიძლება
იყოს ინფრაელასტიური (Ep<1), ულტრაელასტიური (Ep>1) და სუსტად ელასტიური
(Ep=1).
დროის მიხედვით ფასების შემთხვევითი მერყეობა აიხსნება სხვადასხვა ფაქტორის
ურთიერთგავლენით, გაუთვალისწინებელი ფაქტორების აღმოცენებით, ძირითადი
ტენდენციიდან შემთხვევითი გადახრების არსებობით და ა.შ.
ფასების შემთხვევითი მერყეობის რაოდენობრივი შეფასების მიზნით გამოიყენება აპ-
როქსიმაციის კოეფიციენტი 2:

სადაც,

- არის ფასების დონის ანალიზური გათანაბრება.


ფასების დონის გავლენის ელიმინირებით აპროქსიმაციის კოეფიციენტი შეიძლება მო-
დიფიცირებულ იქნას შემდეგნაირად:

2
ქ. მარშავა, კომერციული საქმიანობის სტატისტიკა. თბ., 1999, გვ. 257-258.
7
თითოეული თვის შემთხვევაში მერყეობა აღმოიფხვრება ცალკეული თვის ფასების
დონის საშუალო არითმეტიკულის გაანგარიშებით მთელი წლის მიხედვით და სეზო-
ნური ინდექსებიდან აიგება სეზონური ტალღა:

სადაც, არის ფასების საშუალო არითმეტიკული ;


- ფასები თვის მიხედვით;
_ საქონლისა და მომსახურების რაოდენობა სამომხმარებლო კალათაში.
თუ ფასების დონე ხასიათდება ცვალებადი ტენდენციით, მაშინ სეზონურობის ინ-
დექსის ბაზად აიღება 12-თვიანი მოძრავი საშუალო, ან ფასების ანალიზური გათანაბ-
რება, ხოლო წლის განმავლობაში ფასების სეზონური ხასიათის მერყეობის სიდიდის
გაანგარიშებისათვის იყენებენ სეზონურობის კოეფიციენტს:

აღნიშნული მაჩვენებლის გაანგარიშება რამდენიმე წლის მიხედვით შესაძლებლობას


იძლევა დავახასიათოთ ფასების სეზონურობის დინამიკა.
ფასების სტატისტიკური შესწავლის მთავარ მეთოდს წარმოადგენს საინდექსო მეთო-
დი.
ფასების ინდექსი შეფარდებითი მაჩვენებელია, გამოხატული კოეფიციენტებში ან პრო-
ცენტებში, რომელიც ასახავს ფასების ცვლილებას დროში (დინამიკის ინდექსი) ან სივ-
რცეში (ტერიტორიული ინდექსი).

4. საინდექსო მეთოდის გამოყენება ფასების სტატისტიკაში

საინდექსო მეთოდი საშუალებას გვაძლევს შესწავლილ იქნას ფასების ცვლილება დრო-


ში და სივრცეში, აგრეთვე გამოვლენილ იქნას ფასის, როგორც რთული ეკონომიკური
კატეგორიის ფაქტორის როლი. სტატისტიკურ პრაქტიკაში გამოიყენება როგორც ინდი-
ვიდუალური, ასევე საერთო ინდექსების სისტემა. ინდივიდუალური ინდექსი ახასია-
თებს ერთი საქონლის ფასების დონეთა შედარებას. ფასების საერთო ინდექსი კი შე-

8
ფარდებითი სიდიდეა, რომელიც ახასიათებს სხვადასხვაგვარი საქონლის ფასების
ცვლილებას.
გამოიყენება ფასების ინდექსების აგრეგატული, არითმეტიკული, ჰარმონიული და იშ-
ვიათად საშუალო გეომეტრიული ფორმა.
ფასების ინდივიდუალური ინდექსი გაიანგარიშება ფორმულით:

ასევე ფასების ინდექსი უშუალოდაა დაკავშირებული საქონლის ფიზიკური


მოცულობის ინდექსთან. ამისათვის საჭიროა საანგარიშო პერიოდში გაყიდული
ცალკეული საქონლის რაოდენობა შეუფარდდეს საბაზისო პერიოდში გაყიდული
საქონლის რაოდენობას.

მაგალითად, თუ ცნობილია, რომ 2022 წლის ოქტომბერში ერთი კგ ვაშლის ფასმა


შეადგინა 1,50 ლარი. 2021 წლის ოქტომბერში კი მისი ფასი იყო 1.30 ლარი. ფასის
ინდივიდუალური ინდექსი იქნება:

მაშასადამე, ერთ თვეში ვაშლზე ფასი გაიზარდა 15%-ით.

ფასების ინდექსების თეორიასა და პრაქტიკას დიდი ისტორია აქვს. ინდექსების აგების


ისტორიული შესწავლით ირკვევა, რომ უკვე 5 ათასი წლის წინ ძველ ეგვიპტეში ჩაიწე-
რებოდა ცალკეული სახის საქონელზე ფასები და მათი თანაფარდობანი. როგორც ეკო-
ნომიკურ ლიტერატურაშია მითითებული, ფასების პირველი ინდექსი აგებულ იქნა
იტალიელი ეკონომისტის ჯანო რინალდო კარლის მიერ 1751 წელს საშუალო არითმე-
ტიკულის საფუძველზე და არ იყო გამოყენებული შეწონვის სისტემა.
როგორც ინდივიდუალური, ისე საერთო ინდექსების ასაგებად გამოიყენება შედარების
სხვადასხვა ბაზა: შედარების ბაზის პირობებში გაიანგარიშება ფასების საბაზისო ინ-
დექსები, ხოლო წინა პერიოდთან შედარების შემთხვევაში აიგება ჯაჭვური ფასების ინ-
დექსები.
ფასების დინამიკის შესწავლისას სტატისტიკა ხშირად იყენებს საშუალო ფასებს და
მის საფუძველზე აგებს ფასების ინდექსებსა და დინამიკის მწკრივებს. ფასების ინდექ-
სების აგების თეორიასა და პრაქტიკაში სადისკუსიოა ფასების შეწონვის პრობლემა.
Fფასების აგრეგატული ინდექსის აგებისას მეცნიერებმა XIX საუკუნეში გამოიყენეს წო-
ნების სისტემა.
საბაზისო და მიმდინარე წონების არჩევასთან დამოკიდებულებით წარმოიშვა
გერმანელი ეკონომისტებისა და სტატისტიკოსების ეტიენ ლასპეირესის (1871) და
ჰერმან პააშეს (1874) ორი ფორმულა - ინდექსები ფიქსირებული წონების სისტემით. სა-

9
მეცნიერო ლიტერატურაში ფასების აგრეგატულმა ინდექსებმა ფიქსირებული წონებით
მიიღო `პააშეს” და `ლასპეირესის” ინდექსების სახელწოდება.
თეორიულად, ზემოაღნიშნულ ორივე ფორმულას განსაზღვრული ეკონომიკური შინა-
არსი გააჩნია. პააშეს ინდექსი ახასიათებს ფასების ცვლილების გავლენას საანგარიშო
პერიოდში რეალიზებულ პროდუქციის ღირებულებაზე, ხოლო ლასპეირესის ინდექსი
გვიჩვენებს ფასების ცვლილების გავლენას საბაზისო პერიოდში რეალიზებული პრო-
დუქციის ღირებულებაზე. პააშეს ინდექსი ახასიათებს საანგარიშო პერიოდში ფასების
ცვლილებისაგან მიღებულ ეკონომიკურ ეფექტს, ლასპეირესის ინდექსი კი განსაზ-
ღვრავს ფასების ცვლილებას იმ პირობით, რომ პროდუქციის რეალიზაცია ხდება იგივე
რაოდენობით, რაც აღინიშნებოდა საბაზისო პერიოდში. Eეს განაპირობებს ინდექსის
გამოყენებას საქონელბრუნვისა და ფასების პროგნოზირებისას.
პააშესა და ლასპეირესის ფორმულების მიხედვით გაანგარიშებული ინდექსის მნიშვნე-
ლობები შეიძლება იყოს ერთი და იგივე იმ შემთხვევაში (რაც იშვიათად ხდება), როდე-
საც საბაზისო და საანგარიშო პერიოდებში პროდუქციის მოცულობა და სტრუქტურა
უცვლელია.

აგრეგატული ინდექსების საშუალო ინდექსებად გარდაქმნა ხდება შესაბამისი

ინდივიდუალური ინდექსების საფუძველზე. მაგალითად, ფასების აგრეგატული

ინდექსია:

აქედან

თუ -ის მნიშვნელობას შევიტანთ აგრეგატული ინდექსის ფორმულის


მნიშვნელში, მივიღებთ ფასების საშუალო ჰარმონიული ინდექსის ფორმულას:

თუ რეალიზაციის ფიზიკური მოცულობის აგრეგატულ ინდექსში

აქედან,

10
ჩავსვამთ --ს, მივიღებთ რეალიზებული საქონლის ფიზიკური მოცულობის საშუალო

არითმეტიკულ ინდექსს:

ფიზიკური მოცულობის ინდექსი გამრავლებული ფასების ინდექსზე უდრის


საქონელბრუნვის ინდექსს:

ე. ი.:

ინდექსების გაანგარიშება ვაწარმოოთ შემდეგი პირობითი მაგალითის საფუძველზე.

ამოცანა 1
მოცემულია სუპერმარკეტში პროდუქტის რეალიზაციის შემდეგი მონაცემები:

პროდუქტის რეალიზაცია, მლნ.ლარი ფასების ცვლილება 2022 წელს


დასახელება 2022 2021 2021 წელთან შედარებით (%)
ხორცი 3 4 +2
ფქვილი 4 4 -3
ზეთი 5 5 +1

ააგეთ და გაიანგარიშეთ:
1) პროდუქტების ფასების ინდექსი;
2) საქონელბრუნვის საერთო ინდექსი;
3) ფიზიკური მოცულობის ინდექსი;

ამოხსნა
1. ავაგოთ ფასების საშუალო ჰარმონიული ინდექსი:

11
q1 p1 445
Ip    1,004
1 4 4 5
 p1 q1  
i 1,02 0,97 1.01
ეს იმას ნიშნავს, რომ სამივე პროდუქტზე სუპერმარკეტში საშუალოდ ფასები
გაზრდილა 0.4%-ით.

2. ავაგოთ საქონელბრუნვის საერთო ინდექსი და შევიტანოთ მონაცემები:

p1 q1 4  4  5
I pq    1,08
p 0 q 0 3  4  5
მაშასადამე საქონელბრნვა გაზრდილა 8%-ით.
3. ავაგოთ სამივე პროდუქტის გაყიდვის მოცულობისა და ფასების მიხედვით
საქონელბრუნვის ფიზიკური მოცულობის ინდექსი::
I pq 1,08
Iq    1,079
I p 1,004
ეს იმას ნიშნავს, რომ საქონელბრუნვის ფიზიკური მოცულობა გაიზარდა 7.9%-ით.

ამოცანა 2

მოცემულია სატრანსპორტო კომპანიის მიერ ბათუმიდან თურქეთიდან


შემოსული ტვირთის გადატანის შემდეგი მონაცემები:
სექტემბერი ოქტომბერი
ერთეულის
erTeuli paketis
mimarTuleba გადაზიდვის გადატანილი გადატანილი
fasi
ფასი (ცალი)
(lari)
(ცალი)
(lari)
Qქუთაისი 18 20 19 21
თბილისი 22 15 23 14
ოზურგეთი 15 25 15 27

ააგეთ და გაიანგარიშეთ:
1) გადაზიდვების ფიზიკური მოცულობის ინდექსი
2) გადაზიდვების ფასის ინდექსი..
ამოხსნა:
ავაგოთ ფიზიკური მოცულობის ინდექსი

Aგადაზიდვების ფიზიკური მოცულობა გაიზარდა 2,4%-ით.


ავაგოთ ფასების ინდექსი:

12
ფასები გაიზარდა 3.2%-ით.
ამოცანა 3

2022 წელს 2021 წელთან შედარებით ხორბლის ფქვილის ფასი გაიზარდა 2%-ით,
ჭვავის ფასი 5%-ით, ხოლო სიმინდის ფასმა მოიმატა 1%-ით. რამდენი პროცენტით
გაიზარდა სამივე პროდუქტის ფასები საშუალოდ, თუ 2022 წელს ხორბლის ფქვილის
საქონელბრუნვამ შეადგინა 5 მილიონი ლარი, ჭვავის ბრუნვამ 4 მილიონი ლარი,
ხოლო სიმინდისამ - სამი მილიონი ლარი.
ამოხსნა
ავაგოთ ფასების საშუალო ჰარმონიული ინდექსი:

საშუალოდ სამივე სახის ფქცილზე ფასი გაიზარდა 3%-ით.

ამოცანა 4
ცნობილია, რომ სატრანსპორტი გადაზიდვების მოცულობა გაიზარდა 22%-ით, ხოლო
მთლიანი ბრუნვა კი 8%-ით. გაიანგარიშეთ სატრანსპორტო გადაზიდვების ფასის
ცვლილება.
ამოხსნა
ინდექსების თვისების თანახმად, ფასების ინდექსი მიიღება საქონელბრუნვის
ინდექსისა და ფიზიკური მოცულობის ინდექსების ურთიერთ თანაფარდობით.
აქედან გამომდინარე:

ლასპეირესის ინდექსი (Iლას) ეს არის ფასების ინდექსი შეწონილი საბაზისო პერიოდის


წონებით:

პააშეს ინდექსი (Iპ) ეს არის ფასების ინდექსი შეწონილი მიმდინარე პერიოდის წონე-
ბით:

პააშესა და ლასპეირესის ფორმულების მიხედვით გაიანგარიშება ფიშერის ფასების


,,იდეალური” ინდექსი, როგორც ამ ორი ინდექსის ნამრავლიდან ამოღებული
13
კვადრატული ფესვი:

.
ფიშერის ,,იდეალური” ინდექსის
გაანგარიშება ვაჩვენოთ პირობით მაგალითზე:

ამოცანა

ფასების ლასპერირესის ინდექსმა 2022 წლის მონაცემების მიხედვით შეადგინა


1.25, ხოლო პააშეს ინდექსმა კი 1.35. გაიანგარიშთ ფიშერის იდეალური ინდექსი.
ამოხსნა
ფიშერის იდეალური ინდექსია:

შევიტანოთ მონაცემები:

საშუალო ფასის ცვლილებაზე გავლენას ახდენს თავად ფასების (საინდექსო სიდიდე)


დონისა და საქონლის სტრუქტურის ცვლილება. Aამ ფაქტორების გავლენის რაოდე-
ნობრივი გაზომვის მიზნით სტატისტიკაში გამოითვლება ცვალებადი, ფიქსირებული
შემადგენლობისა და სტრუქტურული ძვრების ინდექსების სისტემა. ცვალებადი შე-
მადგენლობის ინდექსი წარმოადგენს ფიქსირებული შემადგენლობის ინდექსისა და
სტრუქტურული ძვრების ინდექსის ნამრავლს. ცვალებადი შემადგენლობის ინდექსის
დაშლა ფიქსირებული შემადგენლობისა და სტრუქტურული ძვრების ინდექსად იძლე-
ვა საშუალებას გაანალიზირებულ იქნას ამ ორი ფაქტორის გავლენა საშუალო ფასებზე.
ცვალებადი შემადგენლობის ინდექსი ახასიათებს რა საშუალო ფასის დინამიკას, გამო-
ხატავს როგორც ფასების დონამიკის გავლენას, ისე საქონლის სტრუქტურის დინამიკის
გავლენას:

თუ წონად გამოვიყენებთ შეფარდებით მაჩვენებელს (პროდუქციის ხვედრითი წილი),


მაშინ ცვალებადი შემადგენლობის ინდექსი მიიღებს შემდეგ სახეს:

მუდმივი შემადგენლობის ინდექსი ახასიათებს ფასების საშუალო ცვლილებას,


ელიმინირებულია რა საქონლის სტრუქტურული ძვრების გავლენა. იგი აიგება შემდეგ-
ნაირად:

14
ხვედრითი წილის მიხედვით მუდმივი შემადგენლობის ინდექსი შემდეგი სახისაა:

გაყიდვის სტრუქტურის (ხვედრითი წილის) მიხედვით შეწონვისას კი ინდექსი მიი-


ღებს შემდეგ სახეს:

ცვალებადი შემადგენლობის ინდექსის შეფარდებით მუდმივი შემადგენლობის ინდექ-


სთან ვღებულობთ სტრუქტურული ძვრების ინდექსს:

I სტ. ძვ =

ხვედრითი წილის მიხედვით სტრუქტურული ძვრების ინდექსი შემდეგნაირად აიგება:

I სტ. ძვრ =

5. ინფლაციის სტატისტიკური შესწავლა


ინფლაცია სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ერთ-ერთი ურ-
თულესი და უმწვავესი პრობლემაა. იგი მეტნაკლები სიღრმითა და მასშტაბებით ყვე-
ლა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვისაა დამახასიათებელი.
ინფლაცია, როგორც ეკონომიკური მოვლენა ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არსე-
ბობს. თავად ტერმინი ინფლაცია ლათინურია, რაც ნიშნავს „გაბერვას”. მისგან არც ერ-
თი ქვეყანა არაა დაზღვეული.
ინფლაცია ნიშნავს ფასების საერთო დონის ამაღლებას, რომელიც განპირობებულია
ბრუნვაში მყოფი ფულადი მასისა და მისი საქონლით უზრუნველყოფას შორის წონას-
წორობის დარღვევით. იგი დამანგრეველ გავლენას ახდენს როგორც მაკრო, ისე მიკრო-
ეკონომიკურ პროცესებზე, ბიზნესსა და მენეჯმენტზე. ინფლაციის შედეგია მაკროეკო-
ნომიკური მაჩვენებლების ხელოვნური გადიდება და ამის საფუძველზე ცხოვრების
დონის მოჩვენებითი გაუმჯობესება. დისპროპორცია აღმოცენდება ერთმანეთთან და-
კავშირებული სხვადასხვა მიზეზით. ესენია: ინფლაციური მოთხოვნის წარმოშობა და
დანახარჯების დონის ზრდა. ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინფლაციის შესწავ-
ლას, მისი გაზომვის მეთოდების დაუფლებასა და სათანადო ეკონომიკური,
სამეწარმეო, მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებას პრევენციული ღონისძიებების
გასატარებლად ქვეყნისა და მის ცალკეულ რეგიონებში.

15
ინფლაცია იწვევს ფასების საერთო დონის ზრდას, მაგრამ არა ყველა სახის საქონელსა
და მომსახურებაზე ფასის აუცილებლად მომატებას. ინფლაციის დროს თავს იჩენს ფა-
სების ძალზე არათანაბარი ზრდის ტენდენცია. იგი ზოგჯერ თანაბარი ტემპებითაც იზ-
რდება. უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაცია გამოხატულებას პოულობს ბაზრის ხან-
გრძლივ საერთო უწონასწორობაში მოთხოვნის მხრივ, მაგრამ ეს არც საყოველთაო მოვ-
ლენაა და არც ინფლაციური, ამ შემთხვევაში ძალიან დიდ როლს ასრულებს ბაზარზე
მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა. მოთხოვნის შედარებითი ზრდა მიწოდებასთან
შედარებით გვიჩვენებს მხოლოდ ბაზრის მექანიზმის მუშაობას და არ ეხება ინფლაცი-
ას, მაგრამ როცა უწონასწორობა ხანგრძლივია და ერთბაშად მრავალი ბაზრის დამახა-
სიათებელ თავისებურებად იქცევა, საქმე გვაქვს ინფლაციური პროცესის გაშლასთან.
ინფლაციის მიზეზებს შორის მთავარია ისეთი მაკროეკონომიკური პროპორციების
დარღვევა, როგორიცაა წონასწორობა გადახდისუნარიან მოთხოვნასა და შესაბამისი
მოცულობის რეალურ მოხმარებას შორის.
მოთხოვნისმიერ ინფლაციას იწვევს ერთობლივი მოთხოვნის სიჭარბე იმასთან შედა-
რებით, რისი უზრუნველყოფაც შეუძლია წარმოებას. იმის გამო, რომ ფასების ზრდას
იწვევს არა მოთხოვნის სიჭარბე, არამედ მიწოდების შემცირება, რაც თავის მხრივ სა-
წარმოო დანახარჯების ზრდით არის განპირობებული, ე.ი. ფასების მუდმივი ზრდა
სრულიადაც არ არის ინფლაციის ერთად-ერთი ნიშანი, ინფლაცია შეიძლება მოხდეს
სტაბილური ფასების დროსაც, თუ კი ამავე დროს მიწოდება ქრონიკულად ჩამორჩება
მოთხოვნას.
ინფლაციური მოვლენების კლასიფიკაცია შეიძლება სხვადასხვა ნიშნით მოვახდინოთ.
ამ ნიშნებიდან ყველაზე მთავარია ინფლაციის ტემპი. ამ ნიშნით ინფლაცია შეიძლება
იყოს „მცოცავი”, „ჭენებადი” და ჰიპერინფლაცია (hiper ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს
ზევით).
მცოცავი ინფლაცია ქაღალდის ფულის ისეთი გაუფასურებაა, რომელიც ნელა, შედარე-
ბით შეუმჩნევლად მიმდინარეობს, რომლის დროსაც ფასების საერთო დონის მატება
შეადგენს 10-15%-ს. მცოცავ ინფლაციას თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში აქვს
ადგილი. ამ დროს ინფლაციის წლიური ტემპი მერყეობს 3-3,5%-ის ფარგლებში.
ჭენებადი ინფლაცია არის ქაღალდის ფულის სწრაფი ტემპით გაუფასურება (ფასების
წლიური ზრდა 20%-ზე მეტია), რაც იწვევს წარმოების დეზორგანიზაციას. ამ დროს მო-
სახლეობა ცდილობს შეიქმნას მარაგი და მოიცილოს გაუფასურებული ფული.
ჰიპერინფლაცია არის ზეინფლაცია, ამ დროს ფასების ყოველთვიური ზრდა 50%-ს აღე-
მატება. იგი ხდება უმართავი, მიმოქცევაში გროვდება ბევრი ფული, ცხოვრების დონე
მკვეთრად ეცემა, წარმოება იკვეცება ან საერთოდ ჩერდება.
ამის გარდა, ინფლაცია შეიძლება იყოს ღია (რომელიც კარგად ჩანს სამომხმარებლო სა-
ქონელსა და საწარმოო რესურსებზე ფასების ზრდით) და დახურული (რაც გამოწვეუ-
ლია სასაქონლო დეფიციტით და ჩანს არაპირდაპირ, წარმოების დანახარჯების გადი-
დებითა და მოგების თანდათანობითი შემცირებით ბიზნესში).
როგორც უკვე დავინახეთ, ინფლაციის პროცესი საკმაოდ რთულია, რაც მოითხოვს მის
გულმოდგინედ გამოკვლევას. ამიტომ ინფლაციაზე მომქმედი პროცესების ანალიზი

16
ხორციელდება სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლით, როგორც საერთო ეროვნული
ეკონომიკის, ისე ცალკეული საწარმოების დონეზე.

6. ინფლაციის გაზომვის სტატისტიკური მეთოდები

მსოფლიო პრაქტიკაში ინფლაციის დონის საერთო დახასიათებისათვის გამოიყენება


ორი მაჩვენებელი: სამომხმარებლო ფასების ინდექსი, რომელიც საშუალებას იძლევა
შეფასდეს ინფლაციის დონე სამომხმარებლო ბაზარზე და ზომავს იმ ფასების საშუალო
ცვლილებას, რომელსაც ქალაქის მოსახლეობა იხდის საქონლისა და მომსახურების
ფიქსირებული კალათის შესაძენად. დღეისათვის სამომხმარებლო ფასების ინდექსი
ერთადერთი მაჩვენებელია, რომლის საშუალებითაც იზომება ქვეყანაში ინფლაციის
დონე.
ინფლაციის დონე იზომება ფასის ინდექსის გამოყენებით;

Iინფ= 100

სადაც, I inf. - ინფლაციის დონე პროცენტულად;


- საქონლის ფასის ინდექსია საანგარიშო პერიოდში;
- საქონლის ფასის ინდექსია საბაზისო პერიოდში.
მოცემული ფორმულა შემდეგი სახითაც შეიძლება ჩაიწეროს:

მაგალითი. თუ ,
ინფლაციის დონე შეადგენს:

მისი ცვლილება გვიჩვენებს, თუ რამდენი პროცენტით შეიცვალა ინფლაციის დონე


დროის მოცემულ პერიოდში.
ინფლაციის შებრუნებული სიდიდეა ფულადი ერთულის
მსყიდველობითუნარიანობის ინდექსი, რომელიც აჩვენებს, თუ მოცემულ პერიოდში
რამდენად გაუფასურდა ან განმტკიცდა ფულადი ერთეული (ეროვნული ვალუტა). იგი
ფასების ინდექსის შებრუნებული მაჩვენებელია:

მსყ.
ინფ.

ინფლაციის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია ფულადი მასა, რომელიც არ არის


უზრუნველყოფილი შესაბამისი რაოდენობის საქონლითა და მომსახურებით. ფულადი
მასის სიდიდე დამოკიდებულია ბრუნვაში არსებული ფულის რაოდენობასა და მისი

17
ბრუნვის სიჩქარეზე. თეორიულად, ფულადი მასის ზრდამ ფულის ბრუნვის შენელე-
ბის შემთხვევაში შეიძლება არ გამოიწვიოს ინფლაცია. მაგალითად, თუ გაიზრდება დე-
პოზიტების საპროცენტო განაკვეთები. მაგრამ, როგორც წესი, საქონლით უზრუნველ-
ყოფის გარეშე ფულის გამოშვება მყიდველებს მისი (ფულის) სწრაფი რეალიზაციისაკენ
(დახარჯვისაკენ) უბიძგებს, რაც ადიდებს ფულის ბრუნვის სიჩქარეს და აძლიერებს ინ-
ფლაციას. ინფლაციის მეორე შემადგენელი კომპონენტი _ სასაქონლო მასის სიდიდე,
დამოკიდებულია მის ფიზიკურ მოცულობასა და საქონლის ფასებზე. რამდენადაც ფუ-
ლადი და სასაქონლო მასები მიისწრაფვიან საბაზრო წონასწორობისაკენ, ინფლაციის
საერთო ზომა ფულადი მასისა და ფულის ბრუნვის სიჩქარის გადიდების პირდაპირ-
პროპორციულია, ხოლო მუდმივ ფასებში გაანგარიშებული სასაქონლო (მომსახურე-
ბის) მასის (მთლიანი შიდა პროდუქტის) მოცულობის უკუპროპორციულია. ამრიგად,
მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი უდრის:

სადაც, Im არის ფულადი მასის ინდექსი და იგი ტოლია:

ხოლო, და m0 არის ფულადი მასა შე-


საბამისად საანგარიშო და საბაზისო წელს.

სადაც, n1 და n0 არის ფულადი მასის ბრუნვათა რიცხვი საანგარიშო და საბაზისო


წელს.
ინფლაციის დონისა და დინამიკის ერთ-ერთ ძირითად მაჩვენებელს წარმოადგენს `სა-
მომხმარებლო კალათის” და მოსახლეობის ფულადი შემოსავლების ურთიერთდამოკი-
დებულება:

Iინფ=

სადაც, Iინფ ინფლაციის დონეა პროცენტებში;


- სასურსათო პროდუქტების ღირებულება;
- მოსახლეობის ფულადი შემოსავლები.

მოსახლეობის ფულად შემოსავლებში გაერთიანებულია მოსახლეობის ყველა კატეგო-


რიის შრომის ანაზღაურება, პრემიები, ხელფასზე მუდმივი დანამატი და სამივლინებო
ხარჯები, ინდივიდუალური სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები, უძ-
რავ ქონებასა და კრედიტთან დაკავშირებული ოპერაციები, პენსიები, სტიპენდიები და
სხვა სოციალური ტრანსფერები.
ინფლაციის თვალსაჩინო მახასიათებელს მსყიდველობითურიანობის მაჩვენებელი
წარმოადგენს. მსყიდველობითურიანობის დინამიკის განზოგადებული მაჩვენებლებია

18
შეფარდებითი მაჩვენებლები, რომლებიც გაანგარიშებულია საშუალო ხელფასის შე-
ფარდებით ცალკეული კონკრეტული საქონლის (საბიუჯეტო შერჩევითი გამოკვლევის
მონაცემებიდან განსაზღვრული) ფასზე. ასეთი მაჩვენებლები ახასიათებენ საშუალო
ხელფასის მსყიდველუნარიანობის დონეს და განისაზღვრება ნატურალურ ერთეულებ-
ში (კგ., ცალი და სხვ.), ე.ი. გვაძლევს კონკრეტული საქონლისა და მომსახურების შეძე-
ნის მოცულობის მნიშვნელობას მოცემული წლის ფასების საშუალო დონის პირობებში.
ფასების ზრდა კი იწვევს საქონლისა და მომსახურების უმეტეს სახეზე შეძენის მოცუ-
ლობის შემცირებას.
ფასების ზრდა და საარსებო მინიმუმის სიდიდე პირდაპირდამოკიდებულებულნი
არიან. ე.ი. ფასების ზრდა იწვევს საარსებო მინიმუმის, კერძოდ მოსახლეობის საშუა-
ლოსულადობრივი შემოსავლების, საშუალოთვიური ხელფასის დანამატების, პენსიე-
ბის საშუალო მნიშვნელობათა შემცირებას.

ფასების ცვლილების გავლენის ანალიზის დამოუკიდებელ მიმართულებას წარმოად-


გენს საწარმოებისა და დარგების ფინანსური მაჩვენებლების _ ინფლაციის ზრდის შე-
დეგად მოგებისა და რენტაბელობის ცვლილების მაჩვენებლების შესწავლა. თანამედ-
როვე პერიოდში, როცა ქვეყანაში არამომგებიანი საწარმოები საკმაოდ ბევრია, ასეთი
სახის მაჩვენებელთა გაანგარიშებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
საწარმოს, დარგის საფინანსო მდგომარეობაზე ინფლაციის გავლენის გასაზომი ძირი-
თადი მაჩვენებლებია მთლიანად სასაქონლო მასისა და მისი ცალკეული პროდუქტე-
ბის ფასების ინდექსები. ასეთი მაჩვენებლების გასაანგარიშებლად აუცილებელია გამო-
ვიყენოთ საწარმოების შემოსავლებისა და გასავლების, პროდუქციის თვითღირებულე-
ბისა და სხვა მაჩვენებელთა შესახებ არსებული სტატისტიკური მონაცემები.
პროდუქციის წარმოების, ძირითადი კაპიტალისა და კაპიტალდაბანდებების მოგებისა
(ზარალის) და რენტაბელობის სტატისტიკური მაჩვენებლები, ასევე მათ ცვლილებაზე
მოქმედი ფაქტორები განისაზღვრება საანგარიშო წლის ფაქტიური ფასების მიხედვით.
ამიტომ, დინამიკური შესწავლისათვის ანგარიშგებებში მნიშვნელოვან პრობლემას მაჩ-
ვენებელთა შესადარ ფასებში გადაყვანა წარმოადგენს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ახორციელებს სამომხმარებლო


ფასების ინდექსის (ინფლაციის) გაანგარიშებას 1992 წლიდან.3 ინდექსის მეშვეობით
ხდება ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ცვლილების გაზომვა.
სამომხმარებლო ფასების რეგისტრაცია ხორციელდება ყოველი თვის 10-დან 20
რიცხვის ჩათვლით ექვს ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, თელავი,
ზუგდიდი) საცალო ვაჭრობის და მომსახურების ობიექტებზე, რომელთა მთლიანი
რაოდენობა 1800-ს აღემატება. სამომხმარებლო ფასების ინდექსი (სფი) მოიცავს 12
სასაქონლო ჯგუფს, საერთაშორისო კლასიფიკატორის (COICOP) შესაბამისად. ფასების
ინდივიდუალური ინდექსების ბაზაზე გაიანგარიშება ფასების აგრეგირებული
ინდექსები თითოეული სასაქონლო ჯგუფისათვის, როგორც თითოეული
ქალაქისათვის, ასევე მთლიანად ქვეყნისათვის. ინდექსის გამოქვეყნების ვადაა ყოველი
3
www.geostat.ge
19
თვის 3 რიცხვი. ინფორმაცია ქვეყნდება საქსტატის ვებ-გვერდზე 4 ძირითად ჭრილში:
წინა თვესთან, წინა წლის შესაბამის თვესთან, 12 თვის საშუალო წინა 12 თვის
საშუალოსთან და გრძელვადიან საბაზო პერიოდთან შედარებით. აგრეთვე, ქვეყნდება
საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი. სამომხმარებლო კალათა არის საფუძველი
სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშებისთვის. იგი წარმოადგენს ქვეყანაში
ყველაზე ხშირად მოხმარებადი საქონლისა და მომსახურების ჩამონათვალს და ასახავს
ქვეყნის საშუალო მომხმარებლის ხარჯების სტრუქტურას. სამომხმარებლო კალათა
იდენტურია ექვსივე ქალაქისთვის. 2022 წლის სამომხმარებლო კალათა ეფუძნება
ეროვნულ ანგარიშთა სისტემით განსაზღვრულ მოხმარების მონაცემებს და
შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევის შედეგებს, რაც ასახავს
დანახარჯების უახლეს სტრუქტურას. ეროვნული ანგარიშებიდან მიღებული წონების
გამოყენება სამომხმარებლო კალათის ფორმირების პროცესში წარმოადგენს ერთ-ერთ
არსებით რეკომენდაციას, რომელსაც ევროსტატი - ევროკავშირის მთავარი
სტატისტიკური სამსახური – თავის წევრ-ქვეყნებს სთავაზობს. ამჟამად
სამომხმარებლო კალათა შედგება 305 დასახელების სამომხმარებლო საქონლისა და
მომსახურებისგან, რომლებსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი ხვედრითი წონა,
მთლიანი მოხმარების პროპორციულად. 2012 წლიდან სამომხმარებლო კალათა
ყოველწლიურად ახლდება.

7. ტესტები

1. საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფასი ასრულებს:


ა) სააღრიცხვო, მასტიმულირებელ და განმანაწილებელ ფუნქციას;
ბ) სააღრიცხვო, მასტიმულირებელ და მარკეტინგული რეგულატორის ფუნქციას;
გ) სააღრიცხვო, მასტიმულირებელ და ბაზრის ინდიკატრის ფუნქციას;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
20
2. ფასის განმანაწილებელი ფუნქცია საშუალებას იძლევა:
ა) ფასის შემადგენლობაში გათვალისწინებულ იქნას ბიუჯეტში შემავალი მიმდინარე
გადასახადები წარმოებასა და იმპორტზე, დამატებული ღირებულების გადასახადი,
აქციზი და სხვა;
ბ) ფასის შემადგენლობიდან გამოირიცხოს ბიუჯეტში შემავალი მიმდინარე გადასახა-
დები წარმოებასა და იმპორტზე, დამატებული ღირებულების გადასახადი, აქციზი და
სხვა;
გ) ფასის შემადგენლობაში გათვალისწინებულ იქნას ბიუჯეტიდან გამავალი მიმდინა-
რე გადასახადები წარმოებასა და იმპორტზე, დამატებული ღირებულების გადასახა-
დი, აქციზი და სხვა; დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

3. სატრანსპორტო ხარჯების ასახვის ხერხის მიხედვით არსებობს:


ა) ფრანკო-გამგზავრების ფასები და ფრანკო-მიმწოდებლის ფასები;
ბ) ფრანკო-გამგზავრების ფასები და ფრანკო-მომხმარებლის ფასები;
გ) ფრანკო-გამგზავრების ფასები და ფრანკო-დანიშნულების ფასები;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

4. მიწოდების, მოთხოვნისა და რეალიზაციის ფასები, ეს არის ფასების კლასიფიკა-


ცია:
ა) გაყიდვის სტადიების მიხედვით; ბ) გაყიდვის ფორმების მიხედვით;
გ) სასაქონლო მიმოქცევის სფეროს მიხედვით:
დ) რეგულირების ხარისხის მიხედვით.

5. ამ ფორმულით p   pq გაიანგარიშება:
q
ა) საშუალო ფასები; ბ) ფასების დინამიკა;
გ) ფასების ვარიაცია; დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
6. მოცემული ფორმულა
p
 pq არის:
1
 p pq
ა) ფასების შეწონილი საშუალო ჰარმონიული;
ბ) ფასების შეწონილი საშუალო არითმეტიკული;
გ)ფასების შეწონილი საშუალო ქრონოლოგიური;
დ) ფასების შეწონილი საშუალო გეომეტრიული.

7. საშუალო წრფივი ( d ) გადახრა გაიანგარიშება:

ა) d =
 p pq ; ბ) d =
 pq p
; გ) d =
 p pq ; დ) d =
 p pq .
q q p q

21
8. ვარიაციის ზომა განისაზღვრება ფორმულით:
p p p i  p t
 p  p  q  c
2
:
ა)   ბ) Эp = S S ;;
p
q ; გ) V= p *100 ; დ)

12

9. აღნიშნული ფორმულით  (i s  1) 2
განისაზღვრება:
cs  1

12
ა) სეზონურობის კოეფიციენტი; ბ) რხევადობის კოეფიციენტი;
გ) ლიკვიდურობის კოეფიციენტი; დ) ვარიაციის კოეფიციენტი.

10. ეს ფორმულა I   pq 1 0
არის:
p q 0 0

ა) ფასების ინდექსი შეწონილი საბაზისო პერიოდის წონებით;


ბ) ფასების ინდექსი შეწონილი საანგარიშო პერიოდის წონებით;
გ) ფასების საშუალო არითმეტიკული ინდექსი;
დ) ფასების საშუალო არითმეტიკული ინდექსი

11. მოცემული ფორმულა  p  pd 1 1


არის:
p d 0 0

ა) ცვალებადი შემადგენლობის ინდექსი; ბ) მუდმივი შემადგენლობის ინდექსი;


გ) სტრუქტურული ძვრების ინდექსი; დ) საქონელბრუნვის ინდექსი.

12. სამომხმარებლო ფასების ინდექსი აიგება:


ა) პააშეს ფორმულის მიხედვით; ბ) ლასპეირესის ფორმულის მიხედვით;
გ) ფიშერის იდეალური ინექსის მიხედვით; დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

13. ინფლაციის დონე იზომება ფასის ინდექსის გამოყენებით:


I p1  I p 0 I p 0  I p1
ა) Iინფ= 100; ბ) Iინფ= 100;
I p0 I p0
I p1  I p 0 I p1  I p 0
გ) Iინფ= 100; დ)Iინფ= 1000
I p1 I p0
14. ინდექს-დეფლატორი მთელ მსოფლიოში გაიანგარიშება:
ა) პააშეს ფასების ინდექსით; ბ) ლასპეირესის ფასების ინდექსით;
გ) ფიშერის ფასების ინდექსით; დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

15. თუ ბაზრის მოცემულ სეგმენტზე ბიზნეს სუბიექტის ბრუნვის ინდექსმა


შეადგინა 135%, ხოლო მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდა 8%-ით,
მაშინ პროდუქციის ფიზიკური მოცულობის ინდექსი იქნება:

22
ა) 146%; ბ) 122% გ) 20%; დ) 68%

16. წლის განმავლობაში ფასების სეზონური ხასიათის მერყეობის სიდიდის გაანგა-


რიშებისათვის იყენებენ:
ა) სეზონურობის კოეფიციენტს; ბ) სეზონურობის დონეს;
გ) სეზონურობის ელიმინირების მეთოდს; დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

17. ფასების ცვალებადი შემადგენლობის ინდექსია 120%, ხოლო ფიქსირებული


შემადგენლობის ინდექსი კი არის 99%, ამ პირობებში სტრუქტურული ძვრების
ინდექსი არის:
ა) 131% ბ) 121% გ) 83% დ) არცერთი.

18. იტალიის ტურისტულ პაკეტზე მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ფასმა 4


ჯერ განიცადა ცვლილება. პირველად იყიდებოდა 400 ლარად, შემდეგ 450 ლარად;
480 ლარად და ბოლოს, 500 ლარად. ტურისტული პაკეტის საშუალო ფასის
დასათვლელად გამოყენებულ უნდა იქნეს:
ა) საშუალო ჰარმონიული; ბ) საშუალო ქრონოლოგიური;
გ) მარტივი საშუალო არითმეტიკული; დ) შეწონილი საშუალო არითმეტიკული.

19. ცნობილია, რომ ,,სანტეს“ მიერ წარმოებულმა რძის ფასმა 2015-2021 წლის
ყოველი წლის პირველი იანვრისათვის შეადგინა (ლარი): 1,80; 2,10; 2,40; 3,00; 3,40;
3.80; 4,80. მაშინ:
ა) საშუალო ფასი გაიანგარიშება საშუალო არითმერტიკულით და მისი სიდიდეა 3,20
ლარი;
ბ) საშუალო ფასი გაიანგარიშება საშუალო ქრონოლოგიურით და მისი სიდიდეა 3,00
ლარი;
გ) საშუალო ფასი გაიანგარიშება საშუალო ამარტივი ჰარმონიულით და მისი
სიდიდეა 3,00 ლარი;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

20. ეს ინდექსი არის: I=


i p q
p 0 0

p q 0 0

ა) ფასების საშუალო ჰარმონიული ინდექსი;


ბ) ფასების საშუალო არითმეტიკული ინდექსი;
გ) ფასების სასუალო გეომეტრიული ინდექსი;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

21. ფიშერის ,,იდეალური” ინდექსი არის:

23
ა) I pq  pq
1 0 1 1
I q p  q p
1 1 0 1

p q p q
0 0 0 0
ბ) q p q p
1 0 1 0

I
q p  q
1 1 0 p1 დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.
გ) q p q
1 0 0 p0

22. ფიშერის ,,იდეალური” ინდექსი მიიღება:


ა) ფასების ლასპეირესისა და პააშეს ინდექსების ურთიერთშეფარდებით;
ბ) ფასების ლასპეირესისა და პააშეს ინდექსების ურთიერთ გადამრავლებით;
გ) ფასების ლასპეირესისა და დიუტოს ინდექსების ურთიერთთანაფარდობით;
დ) არცერთი პასუხი არ არის სწორი.

24

You might also like