You are on page 1of 5

დავალება N10

სტუდენტი: ანი ერემაძე


მეორე ცვლა

ტესტებზე პასუხის გაცემა

ტესტიN1

წარმოების და მომსახურების დარგებში(ასევე ტურიზმშიც) მარკეტინგი ემყარება


„ოთხი P“ -ის პრინციპს, რომლისგანაც იქმნება მარკეტინგ-მიქსი-ნარევი. მასში შემავალი
თითოეული „P“ წარმოადგენს მარკეტინგის ცალკეულ მიმართულებას(შემოხაზეთ
ზედმეტი):

1. Product - პროდუქტი, საქონელი, მომსახურება ან ორივე ერთად;


2. Process - პროცესი - მარკეტინგში ასახავს ურთიერთქმედებას კომპანიასა და მომხმარე-
ბელს შორის: კომპანიის მიერ პროდუქტის მიწოდების პროცესს;
3. Price - ფასი, ფასის სწორად განსაზღვრა უზრუნველყოფს პროდუქტის მუდმივ გაყიდვებს;
4. Promotion - პროდუქტის პოპულარიზაცია, რეკლამა.

ტესტიN2

მომსახურების სფეროში, მარკეტინგული მეთოდების დანერგვის პირველი ცდა განახორ-


ციელეს :
1.ავიაკომპანიებმა;
2.საავტომობილო კომპანიებმა;
3.საკრუიზო კომპანიებმა;
4.სადაზღვევო კომპანიებმა.

ტესტიN3

გასული საუკუნის დასაწყისში ტურისტულ ბაზარზე კონკურენცია არ არსებობდა.


როდის გამოჩნდა კონკურენციის ზრდის პირველი ნიშნები?
1. გასული საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში;
2. გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში;
3.გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში;
4. გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში.

ტესტიN4

ტურიზმში ვაჭრობის საგანია როგორც საქონელი, ისე მომსახურება, საქონლით ვაჭრობაში


იგულისხმება სუვენირებით ვაჭრობა, მინი ბარით სარგებლობა და ა.შ.; ყველა სხვა აქტივობა,
კი წარმოადგენს მომსახურებით ვაჭრობას. აქედან, რამდენია საქონლით ვაჭრობის და
მომსახურებით ვაჭრობების მოცულობების შეფარდება პროცენტულად?
1. 30%- საქონლით, 70%- მომსახურებით;
2. 20%- საქონლით, 80%- მომსახურებით;
3.25%- საქონლით, 75% -მომსახურებით;
4. 40% -საქონლით, 60% -მომსახურებით.

ტესტიN5

ტურისტული პროდუქტს გააჩნია გარკვეული თავისებურებები, რომლითაც გან-


სხვავდება მომსახურების სხვა დარგებისგან(შემოხაზეთ ზედმეტი):
1.ტურისტული მომსახურების მოცულობა არაელასტიურია ტურისტების შემოსავლების
მიმართ;
2. მომხმარებელი (ტურისტი) თვითონ მიდის (გადალახავს მანძილს) პროდუქტის,
მომსახურების ადგილამდე და არა პირიქით;
3. ტურისტული მომსახურების მოხმარება ხდება მომსახურების წარმოშობის ადგილ-ზე,
მისი გადატანა შეუძლებელია (სასტუმროში ღამისთევა, ბუნებაში დასვენება, ისტორიული
ძეგლების მონახულება და სხვ.);
4. ტურისტული მომსახურების ხარისხზე დიდ გავლენას ახდენს გარე პირობები (ამინდი,
ბუნებრივი პირობები, ზღვის დონიდან სიმაღლე, პოლიტიკური მოვლენები და ა.შ.)

ტესტიN6
ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის ტურიზმის ინდუსტრიის სისტემის სპეციალიზე-
ბული საწარმო, ორგანიზაცია?
1. კვების საწარმოები (რესტორანი, ბარი, კაფე, სასადილო და სხვ.);
2.ადგილობრივი მუნიციპალიტეტები;
3. სარეკლამო-საინფორმაციო ტურისტული დაწესებულებები (სარეკლამო სააგენტო, სარეკ-
ლამო ბიურო, საინფორმაციო-ტურისტული ცენტრი და სხვ.);
4. სატრანსპორტო საწარმოები (ავტოსაწარმო, საავიაციო საწარმო, სარკინიგზო უწყება,
საზღვაო-სამდინარო სატრანსპორტო საწარმო და სხვ.).

ტესტიN7
თანამედროვე პირობებში, ტურისტულ ბაზარზე კონკურენცია გამძაფრებულია, ამიტომ
ტურისტულ საწარმოებს კონკურენციის დასაძლევად უწევთ რიგი მარკეტინგული აქტივო-
ბების ჩატარება; ერთერთი ასეთი აქტივობაა ტურისტული გარემოს მარკეტინგული კვლევა.
განარჩევენ ტურისტული საწარმოს შიდა და გარე გარემოს.
ტურისტული საწარმოს შიდა გარემოა(შემოხაზეთ ზედმეტი):
1.მაკრო გარემო;
2. ტურისტული საწარმოს კადრების (თანამშრომლები) პოტენციალის კვლევა;
3. მმართველობის ორგანიზაციის კვლევა - იგულისხმება გუნდში ორგანიზაციული იერარ-
ქია, შიდა სტრუქტურა, უფლება-მოვალეობების, პასუხისმგებლობის განაწილება და ა.შ.;
4.ფინანსების კვლევა - საწარმოს ლიკვიდურობის შენარჩუნება, მოგების უზრუნველყოფა,
ინვესტიციების მხარდაჭერა.

ტესტიN8

ჩამოთვალეთ თანამედროვე ტურისტული ბაზრის ფუნქციები(შემოხაზეთ ზედმეტი):


1.სამიზნე აუდიტორიის დემოგრაფიული კვლევა;
2.ტურისტული პროდუქტის წარმოების და მოხმარების კოორდინირება, მიწოდების და
მოთხოვნის ბალანსის დაცვა მოცულობისა და სტრუქტურის მიხედვით;
3.ტურისტული პროდუქტის გაცვლის პროცესში საფასო ექვივალენტების დადგენა;
4.ტურისტული პროდუქტის წარმოების ეფექტიანობის ეკონომიკური წახალისება (ტურპ-
როდუქტების მწარმოებლის წახალისება, შექმნან იაფი და მომგებიანი პროდუქტი).

ტესტიN9
არსებობს ტურისტული ბაზრების კლასიფიკაციის სხვადასხვა კრიტერიუმები (შემოხაზეთ
ზედმეტი):
1. მოგზაურობის მიზნების მიხედვით;
2. ტურისტული სუბიექტების მიხედვით;
3. გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით;
4.ტურისტული ობიექტების მიხედვით.

ტესტიN10
ტურისტული სუბიექტების მიხედვით არსებობს შემდეგი სახის ბაზრები(შემოხაზეთ
ზედმეტი):
1.ტურაგენტების ბაზარი -შუამავლები ტუროპერატორებსა და ტურისტებს შორის.
2. ტურისტების ბაზარი-ტურისტული პროდუქტის მყიდველები;
3.ტუროპერატორების ბაზარი -ტურისტული პროდუქტების შემქმნელები და რეალიზატო-
რები;
4.საერთაშორისო ტურისტული ბაზარი;

ტესტიN11
მარკეტინგული საქმიანობის შინაარსის მიხედვით არსებობს შემდეგი სახის
ბაზრები(შემოხაზეთ ზედმეტი):
1.ნაყოფიერი ბაზარი;
2.სამიზნე ბაზარი - ბაზარი, რომელზეც ტურისტული საწარმო ფუნქციონირებს ან აპირებს
შესვლას;
3.უნაყოფო ბაზარი - უპერსპექტივო ბაზარი;
4.ძირითადი ბაზარი - ბაზარი, რომელზეც ტურისტული საწარმო პროდუქტის გარკვე-ული
ნაწილის რეალიზებას ახდენს;

ტესტიN12

ტურისტული კომპანიისთვის, პოტენციურ კლიენტებს წარმოადგენს მთელი მოსახლეობის


100%; აქედან რამდენია საბოლოოდ ათვისებული ბაზრის პროცენტი?
1.5; 2.10; 3. 8; 4.12.

ტესტიN13

ტურისტული კომპანიის მიერ მიზნობრივი მარკეტინგის განხორციელება სამი ეტაპისაგან


შედგება (შემოხაზეთ ზედმეტი):
1. ბაზრის სეგმენტაცია;
2.სამიზნე ბაზრების ათვისება;
3.სამიზნე ბაზრის გამოყოფა;
4.ბაზრის სამიზნე სეგმენტზე მომსახურების პოზიციონირება.

ტესტიN14
სამიზნე ბაზრის შერჩევისას ტურისტული ფირმა ითვალისწინებს შემდეგ ფაქტორებს
( შემოხაზეთ ზედმეტი):
1. ბაზრის შერჩეული სეგმენტის პოტენციალს;
2.მიმღებ ქვეყანაში დემოგრაფიულ სიტუაციას;
3.ბაზრის სეგმენტზე წვდომას;
4.ბაზრის სეგმენტის ათვისების შესაძლებლობას.

ტესტიN15
სოციო-დემოგრაფიული კრიტერიუმების მიხედვით ,ტურისტული სააგენტოს მიერ
ტურისტების დაყოფა ხდება შემდეგი მახასიათებლებით(შემოხაზეთ ზედმეტი):
1. სქესი; 2. ასაკი; 3.მოგზაურობის მოტივი; 4. რელიგიური მრწამსი.

ტესტიN16
ფსიქო-ქცევითი კრიტერიუმების მიხედვით, ტურისტული სააგენტოს მიერ ტურის-ტების
დაყოფა ხდება შემდეგი მახასიათებლებით(შემოხაზეთ ზედმეტი):
1.ტურისტის ფსიქოლოგიური პორტრეტი;
2. მოგზაურობის მოტივი;
3.ოჯახის შემოსავალი;
4.ტრანსპორტირების ტიპი (თვითმფრინავი, მატარებელი, ავტობუსი, გემი)

You might also like