You are on page 1of 28

1ტურისტული პროდუქტი ძირითადად შედგება გადაყვანის, განთავსების, კვების,

საექსკურსიო მომსახურებისა და გართობისაგან. ტურისტული პროდუქტის წარმოებაზე


მუშაობენ საავიაციო, საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო კომპანიები, ასევე
სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებები, სამუზეუმო-საექსკურსიო
ბიზნესი, მასიური გართობის საშუალებები, სპორტული, საკურორტო ორგანიზაციები
და სხვა.
ტურისტული პროდუქტის დამამზადებელი - ტუროპერატორები ჰყიდიან თავის
პროდუქციას როგორც პირდაპირ მყიდველზე ასევე ტურაგენტების მეშვეობით.
ტუროპერატორების ბიზნესის აღმოცენება დიდ მანძილებზე მასიური ტურიზმის
განვითარების შედეგი გახდა. ტურისტული ფირმების სპეციალიზაციის პროცესი ორი
მიმართულებით ვითარდებოდა: -ფირმების ერთი ნაწილი კონცენტრირებული იყვნენ
მომსახურების პაკეტის წარმოებაზე, ითვისებდნენ ახალ რეგიონებს, ამუშავებდნენ
ტურიზმის ახალ სახეებს, ახდენდნენ ტუროპერეიტინგის მიმართულების ფორმირებას,
-ფირმების მეორე ნაწილი დიდ ყურადღებას უთმობდნე.ტუროპერატორის
საქმიანობის მცნება და სახეები

ნ გასაღებას (გაყიდვას) და ვითარდებოდნენ როგორც ტურისტული სააგენტოები.


ტუროპერეიტინგის აუცილებლობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ტურისტს
რომელმაც იყიდა ტური, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ განთავსებას და კვებას,
არა აქვს შესაძლებლობა დაისვენოს სრულფასოვნად. ამავე დროს კი
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ტურისტები მნიშვნელოვან თანხებს
ხარჯავენ დასასვენებელ-გასართობ ღონისძიებებზე, დაკავებული არიან სპორტით,
იღებენ დამატებით საკურორტო, საყოფაცხოვრებო და სხვა მომსახურებებს. საჭირო
გახდა ყველა მომსახურების მიმწოდებელი ფირმების, ორგანიზაციების,
საწარმოების ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართვა, ასევე ამ
მომსახურებებიდან სხვადასხვა თემატური ტურების კომპლექტაცია, ყველაფერმა ამან
მოითხოვა სპეფიციკური ბიზნესის -ტუროპერეიტინგის(ტურისტული პროგრამების
დამუშავება) განვითარება, რაც ტუროპერატორის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად
ითვლება.
ტუროპერატორი –ეს არის ტურისტული ფირმა (ორგანიზაცია), რომელიც
ტურისტების მოთხოვნილებების შესაბამისად აკომპლექტებს ტურებს მომსახურების
მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ტუროპერატორი
არის ტურისტული პაკეტის მწარმოებელი. ტუროპერატორები ასრულებენ სპეციალურ
როლს ტურისტულ ინდუსტრიაში, ისინი იძენენ ტურისტულ პროდუქტს,
აკეთებენ ტურისტული მომსახურების პაკეტის ფორმირებას და ჰყიდიან მას
მომხმარებელზე პირდაპირ ან ტურაგენტის მეშვეობით მოგების მიღების მიზნით.
პირველ შემთხვევაში, როცა ტუროპერატორი აკეთებს პაკეტის ფორმირებას, ის
გამოდის ტურისტული პროდუქტის მწარმოებლის როლში. მეორე შემთხვევაში,
როცა ტუროპერატორი ყიდის მომსახურებას ცალკე, ის გამოდის, როგორც
ტურისტული მომსახურების საბითუმო დილერი. ეს ხდება მაშინ, როცა
ტუროპერატორი მწარმოებელთან ყიდულობს მეტ ტურისტულ მომსახურებას
ვიდრე საჭიროა ტურისტული პაკეტის ფორმირებისათვის, ამის გარდა, დღეს უკვე
არის სპეციალიზირებული საბითუმო ტუროპერატორები, რომლებიც
აწარმოებენ მომსახურების მასიურ შესყიდვას შეღავათიან ფასებში სასტუმროებიდან
და სხვა მომსახურების მომწოდებლებისაგან. ტუროპერატორის განსაკუთრებულობაც
ამაში მდგომარეობს, რომის ახერხებს მომსახურების ფასების ცვალებადობისაგან
დაზღვევას და ტურისტებისათვის ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტურისტული
პაკეტის ფორმირებას. საბითუმო ტუროპერატორის ფასები ყოველთვის დაბალია,
ვიდრე საცალო ფასები სასტუმროსა და სხვა მომსახურებებზე.
ძირითადი განსხვავება ტუროპერატორსა და ტურაგენტს შორის:
ა) შემოსავლების სისტემის მიხედვით
ტუროპერატორი ყიდულობს რომელიმე ტურისტულ პროდუქტს, მისი მოგება
ფორმირდება შესყიდვის ფასისა და გასაყიდი ფასის სხვაობისაგან. ძალიან ხშირად
ტუროპერატორი იძენს ცალკეულ მომსახურებებს და შემდეგ მათგან ფასწარმოქმნის
თავისი მექანიზმის მეშვეობით აკომპლექტებს კომპლექსურ ტურისტულ პროდუქტს.
ტურაგენტი მოქმედებს როგორც საცალო გამყიდველი და მისი მოგება მიიღება
ტურისტული პროდუქტის გაყიდვის საკომისიოსაგან. ტურაგენტი ყიდის ტურისტულ
პროდუქტს და ცალკეულ მომსახურებას(მაგ. ავიაბილეთები, სასტუმროების ნომრები)
ტუროპერატორებისა და მომსახურებათა მწარმოებლების განსაზღვრულფასებში.
ბ) ტურისტული პროდუქტის კუთვნილების მიხედვით:
ტუროპერატორს ყოველთვის აქვს ტურისტული პროდუქტის მარაგი გაყიდვისათვის,
ხოლო ტურაგენტი ითხოვს განსაზღვრულ პროდუქტს (მომსახურებას) მხოლოდ მაშინ
როდესაც კლიენტი გამოხატავს შესყიდვის ინტერესს. ყოველდღიურ პრაქტიკაში
ზოგჯერ ძნელი გასარჩევია განსხვავება ტუროპერატორსა და ტურაგენტს შორის,
რამდენადაც მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ მსგავსი ამოცანები.
ტურიზმის ინდუსტრიის ინტენსიურმა განვითარებამ, ტურისტულ ბაზარზე
კონკურენციის აღმოცენებამ და გაძლიერებამ გავლენა იქონია ტუროპერატორების
სტრუქტურაზე და განსაზღვრა მათი შემდგომი სპეციალიზაცია.
ტუროპერატორები იყოფიან:
1. მასიური ბაზრის ოპერატორები. ისინი ყიდიან ტურპაკეტებს ჩარტერული
ავიარეისების გამოყენებით მასიური ტურზმის ადგილებში.
2. სპეციალიზირებული ოპერატორები, რომლებიც სპეციალიზირებული არიან
განსზღვრულ პროდუქტზე ან ბაზრის სეგმენტზე (განსაზღვრულ ქვეყანაში, ტურიზმის
განსაზღვრულ სახეზე და სხვა) თავის მხრივ ისინი შეიძლება იყვნენ:
ა) სპეციალური ინტერესის ტუროპერატორები (სპორტულ-სათავგადასავლო
ტურიზმი);
ბ) სპეციალური დანიშნულების ადგილის ოპერატორები (მაგ. მოგზაურობა
ინგლისში, საფრანგეთში და სხვა);
გ) განსაზღვრული კლიენტების ტუროპერატორები
დ) განთავსების სპეციალური ადგილების ტუროპერატორები
ე) ტუროპერატორები, რომლებიც იყენებენ ტრანსპორტის განსაზღვრულ სახეს
3. საქმიანობის ადგილის მიხედვით
1. ადგილობრივი, (შიდა) ტუროპერატორები. ისინი ადგენენ ტურპაკეტებს
მარშრუტებზე ქვეყნის ფარგლებში.
2. გამშვები ტუროპერატორები ადგენენ ტურპაკეტებს საზღვრაგარეთის ქვეყნებზე.
3. მიმღები ტუროპერატორები ემსახურებიან ჩამოსულ ტურისტებს.
ამის გარდა მიღებულია ტუროპერატორების დაყოფა ინიციატივიან და რეცეპტორ
ტუროპერატორებად. ინიციატივიანი ტუროპერატორები აგზავნიან ტურისტებს
საზღვარგარეთ ან სხვა რეგიონში მიმღებ ოპერატორებთან ან პირდაპირ
ტურისტულ საწარმოსთან ხელშეკრულების საფუძველზე. ისინი აკომპლექტებენ
ტურებს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ნორმების მიხედვით, რომელშიც
შედის არანაკლები 3 მომსახურება (განთავსება, ტრანსპორტირება და კიდევ ერთი
მომსახურება, რომელიც არ არის დაკავშირებული პირველ ორთან).
რეცეპტიული ტუროპერატორები - ესენია მიმღები ტუროპერატორები, რომლებიც
აკომპლექტებენ ტურებსა და მომსახურების პროგრამებს ტურისტების მიღებისა და
მომსახურების ადგილზე, რომლებიც იყენებენ პირდაპირ ხელშეკრულებებს
მომსახურების მომწოდებელთან (სასტუმროები, კვების ბლოკები, დასასვენებელ-
გასართობი დაწესებულებები და სხვა) ეს არის ტუროპერეიტინგის სუფთა ფორმა.

2. ტუროპერატორის ფუნქციები
ტუროპერატორის ფუნქციებად ითვლება:
1. პოტენციური ტურისტების მოთხოვნების შესწავლა ტურებსა და ტურისტულ
პროგრამებზე;
2. მომსახურებისა და ტურების პერსპექტიული პროგრამების შედგენა, მათი
ბაზარზე აპრობირება ტურისტების მოთხოვნების გამოვლენის მიზნით.
3. ურთიერთქმედება ტურზე მომსახურების მომწოდებელთან ხელშეკრულების
საფუძველზე:
-სასტუმროებთან –ტურისტებისათვის საცხოვრებელი ადგილების გამოყოფაზე;
-კვების საწარმოებთან –ტურისტებისათვის კვების მიღებაზე;
-სატრანსპორტო საწარმოებთან, ფირმებთან და კომპანიებთან –ტურისტების
სატრანსპორტო მომსახურებაზე;
-საექსკურსიო ფირმებთან, მუზეუმებთან, საგამოფენო დარბაზებთან და სხვა
დაწესებულებებთან –ტურისტების საექსკურსიო მომსახურებაზე.
-ფირმებთან, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მომსახურებას
ტურისტების შესაბამის მომსახურებაზე.
-სპორტული ნაგებობების ადმინისტრაციასთან –ტურისტების მიერ სპორტული
შესაძლებლობების გამოყენებაზე.-შოუ, კინო, ვიდეო, თეატრალური
დაწესებულებების მენეჯერებთან –ტურისტების აღნიშნულ ღონისძიებებზე
დასასწრებად.
4. ტურებისა და ტრანსტურების ღირებულების გაანგარიშება და ბაზრის
სიტუაციიდან გამომდინარე ფასების განსაზღვრა. სხვადასხვა შემადგენლობისდა
კლასებითტურების კომპლექტაციისდროსმომსახურებაზე ტარიფებისა და ფასების
დადგენა.
5. ტურისტების უზრუნველყოფა ტურების მარშრუტებზე სარეკლამო –
სუვენირული ხასიათის მასალებით, სპეციალური აღჭურვილობითადა ინვენტარით.
6. მარშრუტზე კადრების მომზადება, შერჩევა და დანიშვნა, რომლებსაც აქვთ
კონტაქტი ტურისტებთან და უწევენ კოორდინაციას და კონტროლს მომსახურების
პროგრამის შესრულებას (გიდები, ექსკურსიამძღოლები, ინსტრუქტორები,
მეთოდისტები და სხვა).
7.სარეკლამო –საინფორმაციო საქმიანობა ტურისტული პროდუქტის
მომხმარებლამდე მისატანად.
8.მომხმარებელზე ტურების რეალიზაცია ტურისტული სააგენტოების სისტემის
მეშვეობით.
9. კონტროლი მომსახურების ხარისხზე.
10. ტურისტებთან მომსახურების პერიოდში მუდმივი ოპერატიული კავშირი,
წარმოქმნილი სიძნელეების გადასაჭრელად

3.ტუროპერატორის წარმომადგენლები საზღვარგარეთ

ტუროპერეიტინგის საჭირო მხარეს წარმოადგენს ინიციატივიანი ტუროპერატორის


მუშაობა საზღვარგარეთ, ე.ი. მისი საზღვარგარეთელი წარმომადგენლების
მუშაობა. ტუროპერატორის საზღვარგარეთელი წარმომადგენლები ეს ის ადამიანებია,
რომლებიც ტურისტებთან დაკავშირებით მუშაობენ დანიშნულების რეგიონში
(ქვეყანაში). მათ ფუნქციებს შეადგენს გეგმიური და დამატებითი მომსახურების,
აგრეთვე ტურისტების ჩასვლასთან დაკავშირებული წარმოშობილი სხვა საკითხების
გადაწყვეტა. ის წყვეტს მომსახურების ყოველდღიურ საკითხებს, დღე-ღამის
ნებისმიერ დროს. წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს, როგორც გამგზავნი,
ასევე მიმღები ქვეყნის მოქალაქე.
საზღვარგარეთის წარმომადგენლის თანამდებობაზე არჩევენ უცხოეთის ქვეყნის
წარმომადგენელს, რომელმაც იცის ენა, გეოგრაფია და ადგილობრივ მცხოვრებთა წეს-
ჩვეულებები, იცის ადგილობრივი საქონლის ხარისხი, იცნობს სასტუმროებისა და სხვა
მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მაგრამ მას გაუჭირდება ყველა
პრობლემის გადაჭრა, როცა ის იცნობს კლიენტების წესჩვეულებებს და არ იცის
მათი ენა. ამისათვის წარმომადგენლის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა
იქნას ეს მომენტები.
ზოგიერთ ქვეყნებს შეზღუდული აქვს უცხოელების მიღება სამუშაოზე.
ჩვეულებისამებრ ტუროპერატორის წარმომადგენლის მონაცემები შეტანილია
სტენდზე სასტუმროს ჰოლში, როდესაც ტუროპერატორი მოაწყობს ტურისტებს
სხვადასხვა სასტუმროებში, წარმომადგენელი მთელი დღის განმავლობაში განრიგის
მიხედვით აწარმოებს სასტუმროებში ტურისტული-საექსკურსიო საკითხების
გადაწყვეტას.
ტუროპერატორის საზღვრგარეთელი წარმოამდგენლის ძირითად ფუნქციებს
წარმოადგენს:
-გადაყვანების (ტრანსფერების) უზრუნველყოფა;
-ოტელში ტურისტების განთავსება და მომსახურების დამთავრების დროს
სასტუმროდან გამოწერა;
-ვალუტის გაცვლასთან და ვაჭრობასთან დაკავშირებული კონსულტაციები;
-ოტელში წესრიგზე დაკვირვებადა სტუმრების უფლებების დცვა;
-ექსკურსიების ორგანიზება;
-ტურისტების ავადმყოფობასთან და ბარგის დაკარგვასთან დაკავშირებული
კონფლიქტების, საყვედურების და პრობლემების გადაწყვეტა.
წარმომადგენლები ანხორციელებენ კონტროლს დანიშნულების ქვეყანაში ტურის
პირობების დაცვაზე, რათა მყიდველმა მიიღოს მომსახურების ის ხარისხი, რაც
იყო გათვალისწინებული. საზღვარგარეთელი წარმომადგენლის ყველაზე
დაძაბული სამუშაო დღეებია ტურისტების მასიური შესვლისა და გასვლის
დრო. ის პასუხისმგებელია ტურისტების მიღება-განთავსებაზე, გაფორმებებზე
სასტუმროებში და გაცილებებზე.
ბევრი ტუროპერატორი კლიენტებისათვის ჩასვლის დღეს აწყობს საღამოებს. ამ
შეხვედრებზე უყვებიან ტურისტებს საინტერესო ამბებს ქვეყნის შესახებ, უღვიძებენ
ინტერესს სხვადასხვა მოვლენებისადმი.წარმომადგენელი ჩვეულებისამებრ ჩადის
კურორტზე სეზონის დაწყებამდე და ამოწმებს დაჯავშნული სასტუმროები
შეესაბამება თუ არა სტანდარტებს, სარეკლამო ბუკლეტებსა და კატალოგების
შინაარს.ტუროპერატორების საზღვარგარეთელი წარმომადგენლის მუშაობაში
ძალიან საჭირო გარემოებას წარმოადგენს, მშობლების შვილებთან ერთად
სრულფასოვანი დასვენების უზრუნველყოფა. წარმომადგენლები წყვეტენ მრავალ
ფინანსურ პრობლემას სასტუმროებში ტურისტების განთავსების დროს.
საზღვარგარეთის წარმომადგენლის დასწრება სხვა ქვეყანაში ადამიანებისათვის
ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა.
ტუროპერატორის წარმომადგენლებმა უნდა იცოდეს რა შესთავაზოს ოჯახური
ტურიზმის წარმომადგენლებს, რომლებიც მოგზაურობენ ბავშვებთან ერთად, რა
შესთავაზოს ახალგაზრდებს და რა მესამე ასაკის (64 წლის შემდეგ) ტურისტებს.
აუცილებელია კურორტებისა და ტურისტული ბაზების შესაძლებლობის საფუძვლიანი
ცოდნა, მაგ. უდიდესმა ინგლისურმა ტურისტულმა ფირმამ “Lunn Poly”ჩაატარა კვლევა
და გამოარკვია ტურისტული პრიორიტეტები ასაკთან დაკავშირებით.
საზღვარგარეთელი წარმომადგენელი ერთ-ერთი ძირითადი პასუხისმგებელი პირია
მომსახურებაზე მყოფი სტუმრების საყვედურების განხილვის დროს,
ინიციატივიანი ტუროპერატორები მოითხოვენ აქტებისა და საყვედურების
შედგენას მომსახურების ადგილზე წარმომადგენლის ხელმოწერით,
საგზურების რეალიზაციასთან ერთად განხილვისათვის, ამიტომ საყვედურის
გულმოდგინედ განხილვის შემდეგ საზღვარგარეთელი წარმომადგენელი ატარებს
პასუხისმგებლობას კონფლიქტების ადგილზე მოხსნისათვის.
საზღვარგარეთელი წარმომადგენლის არსებობა, ძალიან მოსახერხებელი პოზიციაა
ტურპროდუქტის ხარისხის კონტროლის უზრუნველსაყოფად და ტურისტების
მხარდასაჭერად დანიშნულების ქვეყანაში.ამიტომ იქმნება სპეციალური ოფისები,
რომელთა სათავეში დგანან ე.წ. უფროსი წარმომადგენლები (სუპერვაიზერები).
სუპერვაიზერის ამოცანებში შედის:
-პერსონალის მოკრება და სწავლება;
-წარმომადგენლობის მუშაობის მართვა;
-წარმომადგენლების მუშაობის განრიგისა და გამოსასვლელი დღეების
ორგანიზაცია;
-წარმომადგენლების უზრუნველყოფა უნიფორმით და სხვა აუცილებელი
რექვიზიტებით (სპეციალური ტაბლოები, ტრაფარეტები, სტენდები სასტუმროებში და
სხვა).
თუ ოპერატორს არა აქვს შესაძლებლობა ტურცენტრებშიც გაგზავნოს თავისი
წარმომადგენლები, აღნიშნული ფუნქციები სრულდება ადგილობრივი გიდების
მიერ, რეცეპტიული ტუროპერატორთან გაფორმებული ხელშეკრულების
საფუძველზე, ამასთან ერთად წესებს და სტანდარტებს მიმღებ ტუროპერატორს
აძლევს ინიციატივიანი ტუროპერატორი, რომელიც ყიდის პროდუქტს ეროვნულ
ბაზარზე. ამისათვის სეზონის წინ ტურისტული და ინიციატივიანი
ტუროპერატორებისათვის ტარდება გაცნობითი ტური, პროდუქტის
სასააგენტოებისაფუძვლიანი შესწავლის მიზნით.
4. ტურისტული დოკუმენტაცია

ტუროპერატორის მიერ შექმნილი ტურისტული პროდუქტი (ტურის) გულისხმობს


მის აუცილებელ მეთოდურ უზრუნველყოფას ფირმაში. მეთოდური უზრუნველყოფა
ხორციელდება სპეციალური ტექნოლოგიური დოკუმენტაციის მომზადების სახით,
რომელიც მოწოდებულია მთლიანად აღწეროს ტური, მისი წარმოებისა და
მომსახურების პროცესები, რომელიც ეძლევათ ტურისტებს. ეს აუცილებელია ფირმის
თანამშრომლების ზუსტი, ოპერატიული და მოქნილი მუშაობისათვის, ასევე ტურის
შინაარსის მუდმივი კონტროლის ორგანიზების შესაძლებლობისა და მის სრულყოფაზე
მუშაობისათვის.
ტექნოლოგიური დოკუმენტაციის ჩამონათვალში ყოველი ტურისათვის
აუცილებლად შედის:
-მარშრუტზე ტურისტული მოგზაურობის ტექნოლოგიური რუკა.
-ტურისტული ჯგუფებით ტურისტული საწარმოს დატვირთვის განრიგი
განსაზღვრულ დროში;
-ტურისტული საგზურის ინფორმაციული ფურცელი;
-ტიპიური ფორმის ტურისტული საგზურის ბლანკები;
-დაჯავშნის ფურცლები;
-კლიენტებთან –ტურაგენტებთან გასაფორმებელი ხელშეკრულების ბლანკები,
-ხელშეკრულებები მომსახურების მიმწოდებლებთან (სასტუმროებთან,
სატრანსპორტო ორგანიზაციებთან, საექსკურსიო ბიუროებთან და სხვა);
-ტურის ღირებულების გაანგარიშება (კალკულაცია);
-მარშრუტის აღწერა;
-მარშრუტზე მოძრაობის განრიგი;
მარშრუტის რუქა-სქემა
კატალოგები(პრაის-ლისტები).
ტურისტული მოგზაურობის ტექნოლოგიური რუქა, ეს არის დოკუმენტი, რომელიც
თვალსაჩინოდდა ლაკონურად იძლევა ყველა აუცილებელ ინფორმაციას და
მონაცემებს ტურის შესახებ რიგ შემთხვევებში (მარშრუტისა და მომსახურებები
სპეციფიკიდან გამომდინარე) ზოგი ობიექტი შეიძლება გამოტოვებულ იქნას:
ტურისტული ორგანიზაციის მარშრუტის დატვირთვის გრაფიკი - გვიჩვენებს
მარშრუტზე ტურისტული ორგანიზაციის დატვირთვის რეალურ სურათს, იძლევა
მასზე თვალის მიდევნებისა და კონტროლის საშუალებას.
ტურისტული საგზურის საინფორმაციო ფურცელი - შეიცავს მარშრუტზე
არსებული ძირითადი და დამატებითი ინფორმაციის განყოფილებებს, რომლებიც
განკუთვნილია ტურისტებისთვის და რაც ტურისტული საგზურის (ან ვაუჩერის)
განუყოფელი ნაწილია.
საინფორმაციო ფურცელი შეიცავს შემდეგ მონაცემებს:
-ტურისტული მოგზაურობის სახე და ტიპი, მომსახურების პროგრამის ძირითადი
შინაარსი, მთელი მარშრუტის ხანგრძლივობა და სიგრძე, ფეხით სასიარულო
(ლაშქრობა) ნაწილი, ლაშქრობის კატეგორია და სხვა სპეციფიკაცია;
-მოგზაურობის მარშრუტის (ტრასის) აღწერა - გაჩერების ადგილები, გაცერების დრო
და მომსახურების ცალკეულ ადგილებში განთავსების პირობები(შენობის ტიპი,
ნომერში ადგილების რაოდენობა, სანიტარულ-ტექნიკური მოწყობილობა და ა.შ.);
-მოგზაურობის რაიონის (ღირშესანიშნაობები, ადგილმდებარეობის რელიეფის
თავისებურებები და ა.შ.), ტურის თითოეულ პუნქტში მომსახურების პროგრამის
მოკლე აღწერა;
-დამატებითი მომსახურების შესაძლებლობათა ჩამონათვალი (დამატებული
ღირებულება);
-ინფორმაცია სპორტული მოედნებისა და დარბაზების, ავტომობილების გასაჩერებელი
ადგილების, საბაგირო გზების, ტბების, ატრაქციონების, ბავშვთა სათამაშო მოედნების
(ოთახების), ბიბლიოთეკების, კინოდარბაზების და ა.შ. არსებობის შესახებ და მათი
მოკლე აღწერა;
-მიმღები ტურისტული ორგანიზაციის მისამართი და ორგანიზაციამდე მისვლის სქემა.
ტურისტული საგზური(ტიპიური ფორმის ბლანკი) -უკეთეს შემთხვევაში იგი
ქვეყნის ხელისუფლების მიერ განსაზღვრული ფორმით (სახით) არის წარმოდგენილი,
გვევლინება როგორც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი და შეიცავს რეკვიზიტების
ოპტიმალურ ნაკრებს, რაც კლიენტს აძლევს, შესაძლებლობის ფარგლებში, სრულ
ინფორმაციას ტურთან დაკავშირებით.
ხელშეკრულების არსებით პირობებს განეკუთვნება:
 ინფორმაცია ტუროპერატორზე (გამყიდველი), ტურისტულ საქმიანობაზე
ლიცენზიის ქონის ჩათვლით, იურიდიული მისამართი და საბანკო
რეკვიზიტები;
 ტურისტის (მყიდველი) მონაცემები იმ შინაარსითა და მოცულობით,
რაც აუცილებელია ყიდვა -გაყიდვის ოპერაციისათვის;
 ინფორმაცია მიმღებ ტუროპერატორზე (გამყიდველის პარტნიორის
არსებობის შემთხვევაში -როცა გამყიდველი მიმღები არ არის, ან როცა
მარშრუტზე რამოდენიმემიმღებია), ლიცენზიის ქონის შესახებ,
იურიდიული მისამართი, საბანკო და საკონტაქტო რეკვიზიტები:
 ინფორმაცია ტურისტული პროდუქტის სამომხმარებლო თვისებების, ტურის
პროგრამისა და მარშრუტის, ტურისტების უსაფრთხოებისა და
ტურისტული პროდუქტის სერთიფიცირების შესახებ;მოგზაურობის დაწყებისა
დადამთავრების დრო (ტურის ხანგრძლივობა);
 ტურისტების დახვედრის, გაცილებისა და თანხლების წესი;
 მხარეების უფლებები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობები;
 ტურისტული პროდუქტის საცალო ღირებულება და გადახდის წესი;
 ჯგუფში ტურისტების მინიმალური ოდენობა;
 ტურისტისატვის იმის შეტყობინების ვადები, რომ დაუკომპლექტებლობის
შემთხვევაში ტური არ შედგება;
 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანისა და მისი გაუქმების პირობები,
ამის გამო წარმოქმნილი კამათების რეგულირების და მხარეებისატვის
მიყენებული ზარალის ანაზღაურების წესი;
 ტურისტის მიერ კომპანიისატვის ტურის ხარისხთან დაკავშირებული
პრეტენზიის წარდგენის წესი (ჩვენთან ეს დარეგულირებული იყო
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით: მუხლი 659 -664);
 სხვა დამატებითი მომენტები ხელშეკრულებაში შეიძლება გაჩნდეს მხარეების
მოთხოვნით.
ხელშეკრულება პარტნიორებთა ნ- წარმოადგენს მომსახურების (სერვისის)
მომწოდებლებთან შესაბამისი მომსახურების გაწევის შესაძლებლობის დადასტურებას;
მარშრუტის აღწერა-მზადდება თავისუფალი ფორმით (ყოველკომპანიას საკუთარი
ხელწერა აქვს და უნდა ჰქონდეს) იმისათვის, რომ მარშრუტის მენეჯერებს,
სუპერვაიზერებს, გიდებს და ა. შ. ხელი შეეწყოთ მუშაობაში; ასევე გამოიყენება
ტურაგენტთან დასადები ხელშეკრულების დანართის სახით, რათა მასალა
შემდეგში შეტანილი იქნას საგზურზედართულ საინფორმაციო ფურცელში;
დოკუმენტი. იმაზე, თუ რამდენად ლაკონურად და საქმის ცოდნით
(პროფესიონალურად) არის გადმოცემული მასში ესა თუ ის ინფორმაცია, ბევრად არის
დამოკიდებული ტურაგენტებთან საქმიანობის წარმატება. მას შეიძლება ჰქონდეს
სხვადასხვა ფორმა, მაგრამ მთავარია, რომ იგი წარმოადგენს სხვადასხვა
ტურისტული მომსახურების ფასების ჩამონათვალს. ფურცელზე ინფორმაცია
მოცემულია ძალზე მოკლედ, ხოლო ფასები დროის კონკრეტული (ისიც მოკლე!)
მონაკვეთებისათვის.
ტექნოლოგიური დოკუმენტების წარმოდგენილი ჩამონათვალი სარეკომენდაციო
ხასიათისაა, თუმცა მარშრუტზე მოძრაობის გრაფიკი-დგება ცხრილის სახით
მარშრუტის გავლის ქრონომეტრაჟის შესაბამისად (აღნიშნულია თითოეული
პუნქტის გავლის, ყოველი გაჩერების და ა. შ. საკონტროლო დრო);
მარშრუტის რუქა -სქემა - კეთდება გასვლითი (სახაზო ან წრიული) მარშრუტების
უკეთესი თვალსაჩინოებისათვის;
პრაის-ლისტი -ეს არის ტუროპერატორული კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი
გამომდინარეობს დარგში კომპანიების მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკიდან. რიგი
კომპანიები, რომელთაც ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას აძლევთ, კიდევ
უფრო მეტ მასალას (საინფორმაციო-სარეკლამო) ამზადებენ და ავრცელებენ. მთელი
ამ სამუშაოს არსი ერთია -მაქსიმალურად ფართო, ამასთან ერთად მიზნობრივი
სარეკლამო კომპანია და მეორეს მხრივ, ყველა დაინტერესებული პირისათვის
(სავარაუდო კლიენტებისათვის) ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაში მაქსიმალური
კომფორტის შექმნა.
მთელი ტექნოლოგიური დოკუმენტაცია თავსდება ე.წ. „ტურის საქაღალდეში“
იმისატვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ტუროპერატორის შეუფასებელი მუშაობა
მარშრუტის შესაბამისად და ასევე, ტურისტული პროდუქტის „მოქნილობის“
პრინციპის უზრუნველყოფისათვის, როდესაც კომპანიის ნებისმიერ წევრს შეუძლია
კვალიფიციურად შეცვალოს დროებით არმყოფი კოლეგა -მენეჯერი.

5. მომსახურების პაკეტი
ტურისტულ პრაქტიკაში მოქმედებს მცნებები ძირითადი და დამატებითი
მომსახურება.
ძირითად ტურისტულ პროდუქტს ჩვენს პრაქტიკულ საქმიანობაში წარმოადგენს
კომპლექსური მომსახურება, ე.ი. მომსახურების სტანდარტული ნაკრები, რომელიც
მიეყიდება ტურისტს ერთ პაკეტში.
მომსახურების პაკეტი (ტურპაკეტი)–ეს არის ტურისტული ოპერატორის მიერ
ნაწარმოები ტურისტული პროდუქტი, რომელიც შედგება განსაზღვრული
მომსახურების ნაკრებისაგან: გადაყვანა, განთავსება, კვება, ექსკურსია და სხვა.
მომსახურების პაკეტი ტურზე ფორმირდება მოგზაურობის მიზნებითდა ტურისტების
მოთხოვნილებათა მიხედვით მათ მიერ შერჩეული დასვენების სახიდან გამომდინარე.
ტურისა და მისი პაკეტის ფორმირების დროს ტურისტებთან მუშაობის ორი
ვარიანტია შესაძლებელი:
 შეკვეთილი ტურების რეალიზაცია;
 ინკლიუზივ-ტურების რეალიზაცია.
შეკვეთილი ტური - შეკვეთილი ტურების გაყიდვის დროს პროგრამების ფორმირება და
მომსახურების შემადგენლობის დაკომპლექტება წარმოებს ტურისტის სურვილითა
და უშუალო მონაწილეობით. მას სთავაზობენ მომსახურების სხვადასხვა ვარიანტის
არჩევას დასვენების ადგილზე მომსახურების ყოველ სახეზე:
-განთავსება, სასტუმროების სხვადასხვა ადგილის, ტიპისა და დონის მიხედვით;
-კვება –სხვადასხვა ვარიანტი (მთლიანი, ნახევრადპანსიონი, ან კვების გარეშე)
შვედური მაგიდა და სხვა;
-ექსკურსიები, თავისუფალი დროის –გასართობი მომსახურებები შერჩევით;
-სატრანსპორტო მომსახურებანი;
-სპორტული და საკუროროტო მომსახურებები;
-სავიზო მომსახურება, ასევე სადაზღვევო მომსახურებები.
როგორც იყო ნათქვამი, ტურისტი თვით მონაწილეობს თავისი დასვენებისა და
მოგზაურობის პროგრამის შედგენაში. ტურისტის მიერ შერჩეული მომსახურებები
ფორმირდებიან ტურის პროგრამაში. გაიანგარიშება ფასი, რომელსაც ტურისტი იხდის
ტურის პაკეტის (ტურსაგზურის) შეძენის დროს. ჩვეულებისამებრ ასეთი შეკვეთები
ფორმირდება სააგენტოებში და შემდეგ გადაეცემა ტუროპერატორს
სარეალიზაციოდ. ახლანდელ დროში შეკვეთების ოპერატიული და ხარისხიანი
შესრულებისათვის საერთაშორისო ტურიზმში ფართოდ გამოიყენება კომპიუტერული
და ტელეფაქსის კავშირები, რომელიც შესაძლებელს ხდის ოპერატიულად
(საათნახევრის განმავლობაში) გადაწყვიტოს პაკეტის კომპლექტაციის ფასის
გაანგარიშებისა და ტურის გაყიდვის პრობლემა.
ინკლიუზივ-ტური–ეს არის ტური, ადრე დაგეგმილი მომსახურების ნაკრებით,
რომელიც ორიენტირებულია განსაზღვრული სახის დასვენებასა და ტურიზმზე; ასევე
ტურისტების სოციალურ კლასსა და მათ ასაკზე. უფრო გავრცელებულ
ინკლიუზივ-ტურებად შეიძლება დავასახელოთ სამარშრუტო ტურები, ჯგუფი
ავტობუსით
ანხორციელებს მოგზაურობას რამდენიმე ქალაქსა და ქვეყანაში. ინკლუიზივ-
ტურებს აგრეთვე წარმოადგენენ საკრუიზო ტურები და ჰობი ტურები.ინკლუიზივ-
ტურების მომსახურების შემადგენლობა რეალიზაციის დროს არ იცვლება.
ტურისტმა ან უნდა იყიდოს მთლიანად ან უარი უნდა თქვას ყიდვაზე.
ინკლუიზივ-ტურების ორგანიზება და შეთავაზება ხდება პოპულარულ
მარშრუტებზე (მაგ. კლასიკური იტალია ან ავტობუსით ევროპაში) ტურიზმისა და
დასვენების ცნობილ ადგილებში, რომლებიც სარგებლობს მტკიცე მოთხოვნით.
ინკლიუზივ-ტურების ღირებულების დიდ ნაწილს ჩვეულებისამებრ შეადგენს
ტრანსპორტისა და განთავსების გადახდა, მცირე ნაწილს კვების გადახდა
დანარჩენი მომსახურების ხარჯები, მათ შორის საექსკურსიო, ასევე შეადგენენ
მთლიანი ღირებულების მცირე ნაწილს.
ინკლუიზივ-ტურები იძლევა შესაძლებლობას გაითვალისწინო სპეციალური
საავიაციო ტარიფები, რომლებსაც აძლევენ ავიაკომპანიები ტურაგენტებს
სახელდობრ ამ ტურებისათვის. ინკლუიზივ-ტური ტურისტული ტარიფებისათვის
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მოთხოვნების შესაბამისად უნდა
შეიცავდეს არა უმცირეს სამ მომსახურებას: ავიაგადაფრენას, სასტუმროში
განთავსებას მთელ მარშრუტზე და ერთ ნებისმიერ, რომელიც არაა
დაკავშირებული პირველ ორთან (ექსკურსია, ავტომობილის არენდა და
სხვა).მიუხედავად ასეთ ტურებზე მოთხოვნის ცვალებადობისა, მათ აქვთ
გარკვეული უპირატესობა შემდგომი განვითარებისათვის:
-მთლიანად კომპლექსური გასვლა ღირს იაფი, ვიდრე შესყიდული მომსახურების
ნაკრები ცალკე;
-ტურისტული სააგენტოსათვის ადვილია ურჩიოს კლიენტს, რომელი მარშრუტი
აირჩიოს, რადგანაც მომსახურების პროგრამა და ფასები მისთვის ცნობილია
;-დიდია შესაძლებლობა აჩვენონ თავისი პროდუქტის მიმზიდველობა;
ინკლუიზივ-ტურების ნაკლოვანებებს განეკუთვნებიან:
-ასეთ ტურებში მომსახურების ჩამონათვალი, რომელიც არ აინტერესებს კლიენტს;
-პროგრამის გადაჭარბებული დატვირთულობა;
-ასეთი ტურის რეკლამა იზიდავს არა ყველა მომხმარებელს, არამედ მხოლოდ მათ
გარკვეულნაწილს.

6. ტურის პროექტირება
მომსახურების პროექტირების საფუძველს წარმოადგენს მის ვერბალური მეთოდი
(მოთხოვნებისჩამონათვალის მოკლე აღწერა), რომლებიც გამოვლენილია ბაზრის
შესწავლის შედეგად, შეთანხმებულია დამკვეთთან და ითვალისწინებს
მომსახურების შემსრულებლის შესაძლებლობას.
მომსახურების დახასიათება არ უნდა იყოს შესაბამისი მომსახურების სახის
სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნებზე დაბალი. პროექტში აუცილებლად უნდა იყოს
ჩართული კონკრეტული მოთხოვნები მომსახურების უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, რისკების მინიმალურობა მომსახურების მომხმარებელთა და
მათი ქონებისათვის, მომსახურე პერსონალისა და გარემოსათვის.
დოკუმენტები, რომელიც ასახავს ტურისტების მომსახურების ნებისმიერი სახის
მოთხოვნებს უნდა შეიცავდეს:-ტურისტების მომსახურების პროცესების, ფორმების და
მეთოდების აღწერას;
-ტურისტების მომსახურების პროცესების დახასიათებას;-მოთხოვნები გამოუყენებელი
მოწყობილობების ტიპზე, რიცხვზე და გამტარუნარიანობაზე;
-პერსონალის აუცილებელი რაოდენობა და მისი პროფესიული მომზადების დონე;-
მომსახურების სახელშეკრულებო უზრუნველყოფა;
-ტურისტების მომსახურების გარანტია;
-შეთანხმება რეკრეაციული რესურსების მესაკუთრეებთან, სანიტარულ-
ეპიდემიოლოგიური კონტროლის ორგანოებთან, სახანძრო ზედამხედველობასთან
და სხვა.
მომსახურების პროექტირება “ტურისტული მოგზაურობა’’ ითვალისწინებს 2 ეტაპს.
1) მომსახურებაში “ტურისტული მოგზაურობა” ჩართული ყოველი ტურის
პროექტირებას, ტურისტების მომსახურების პროგრამის შესაბამისად.
2) მომსახურების “ტურისტული მოგზაურობა” პროექტირება მთლიანად.
ტურისტების გამოკითხვის შედეგად მომსახურების პროექტირების დროს
გათვალისწინებულ უნდა იქნას მომსახურების შემსრულებელი საწარმოს
შესაძლებლობები.
მომსახურების მოკლე აღწერა “ტურისტული მოგზაურობა”დგება მოსახლეობის
მოთხოვნებისა და გადახდისუნარიანობის შესწავლის საფუძველზე, ტურისტული
მოგზაურობის სახის მოთხოვნაზე, ასევე რეკრეაციული რესურსების შესაძლებლობების
შესწავლის საფუძველზე კონკრეტულ რაიონში. ისინი კონკრეტდება ტურისტების
მომსახურების პროგრამის პროექტში. მომსახურების პროგრამის დამუშავების დროს
განისაზღვრება:
-მოგზაურობის მარშრუტი;
-მომსახურების შემსრულებელი ტურისტული საწარმოების ჩამონათვალი;
-ყოველი საწარმოს მიერ მომსახურების მექსკურსიების შემადგენლობა;
-ტურისტული ლაშქრობების, გასეირნებების ჩამონათვალი;
-თავისუფალი დროის ღონისძიებების კომპლექსი;
-მარშრუტის ყოველი პუნქიწოდების პერიოდი;
-ღირშესანიშნავი ობიექტებისა და
ტში ყოფნის ხანგრძლივობა;
-მოგზაურობაში მონაწილე ტურისტების რაოდენობა;
-შიდა გადაყვანის ტრანსპორტის სახეები;
-მოთხოვნა გიდებზე, ექსკურსიამძღოლებზე, საზღვრაგარეთის წარმომადგენლებზე,
ინსტრუქტორებზე, თარჯიმნებზე და სხვა, ასევე მოთხოვნა მათ მომზადებაზე;
-სატრანსპორტო საშუალებების აუცილებელი რაოდენობა;
-სარეკლამო, საინფორმაციო მასალების მომზადების წესი, მოგზაურობის აღწერის
ფორმა ტურისტული საგზურის საინფორმაციო ფურცლებისათვის და მათი რიცხვი.
ტურის პროექტირების შედეგი არის სწორი შედგენილი შემდეგი შინაარსის
დოკუმენტები:
ა) ტურისტული მოგზაურობის ტექნოლოგიური რუქა;
ბ) მომსახურების მიმწოდებელი საწარმოს დატვირთვის გრაფიკი;
გ) ტურისტული საგზურის საინფორმაციო ფურცელი;
დ) ტურისტების მომსახურების პროგრამები.
ტურისტული მომსახურების საერთო მოთხოვნებია: აუცილებელი და
სარეკომენდაციო.
აუცილებელი -სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, ტურისტების
ქონების დაცვა და გარემოს დაცვა.
სარეკომენდაციო-დანიშნულებისადმი შესაბამისობა, დროული შესრულება და
სიზუსტე, კომპლექტურობა, მომსახურე პერსონალის ეთიკა, კომფორტულობა,
ესთეტიურობა.მომსახურების პროექტირების დროს ტურიზმში აუცილებლად უნდა
იქნას გათვალისწინებული ტურისტების მომსახურების ხარისხის კონტროლის
მეთოდები.ხარისხის კონტროლის პროექტირება ითვალისწინებს:
-მომსახურების პროცესში საკვანძო პროცესების განსაზღვრა, რომლებიც
არსებითად ახდენს გავლენას მომსახურების ხასიათზე;
-საკონტროლო პოზიციების შეფასების მეთოდების განსაზღვრა.
კონტროლის მეთოდები შეიძლება იყოს: ვიზუალური(მარშრუტებისა და
ობიექტების დათვალიერება), ანალიტიკური(დოკუმენტების ანალიზი),
სოციოლოგიური(ტურისტებისა და პერსონალის გამოკითხვა) და სხვა.
მომსახურების პროექტირების დამამთავრებელ ეტაპს წარმოადგენს პროექტის
ანალიზი, რომელიც მიმართულია შეუსაბამობების აღმოჩენასა და დროულ
გასწორებაზე. ის ხორციელდება ტურისტული საწარმოს შესაბამისი
ფუნქციონალური ქვედანაყოფის წარმომადგენლების მიერ. პროექტის ანალიზის
შედეგი –ტურისტული საწარმოს ტექნოლოგიური დოკუმენტაციის სწორი შინაარსია.
ტურისტული მომსახურების პროექტირებაზე დოკუმეტაციას და ტურისტების
მომსახურების პროცესებს ამტკიცებს ტურისტული საწარმოს ხელმძღვანელი
დამკვეთთან შეთანხმებით. პროექტის შეცვლა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებულ
შემთხვევაში დამკვეთთან შეთანხმებით და მტკიცდება ტურისტული საწარმოს
ხელმძღვანელის მიერ.

7.ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები

ტურისტების მომსახურებაში მოგზაურობის დროს მონაწილეობს მრავალი


სხვადასხვა საწარმო და ორგანიზაცია, მათ მიეკუთვნებიან განთავსების
საშუალებები, კვების საწარმოები, საექსკურსიო ფირმები, სატრანსპორტო კომპანიები
და საწარმოები, სავაჭრო ორგანიზაციები და სხვა.
ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც მონაწილეობენ ტურისტების კომპლექსურ
მომსახურებაში ტურის ჩატარების დროს, ტურისტულ პრაქტიკაში ჰქვია მომსახურების
მიმწოდებლები.
მომსახურების ხარისხი ტურებზე მეტწილად დამოკიდებულია ყოველი
ცალკეული მომსახურების ხარისხზე. ამისათვის ტურების პროგრამების შედგენის
დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომსახურების მიმწოდებლებს:
მომსახურების მიმწოდებელთან მუშაობის დროს აუცილებელია:
-სერიოზული მიდგომა მომსახურების ხარისხზე, ასევე მომსახურების
მიმწოდებელი ფირმის რეპუტაციის გარკვევა ტურისტულ ბაზარზე;
-სასტუმროების ტიპის, კვების საწარმოების, სატრანსპორტო მომსახურების
შესაბამისი დონის დაცვა, ტურიზმის რომელ სახეზეც და მომხმარებელზეც არის
ორიენტირებული კონკრეტული ტური;
-ყურადღებიანი და კვალიფიცირებული მიდგომა თანამშრომლების მთელი
სახელშეკრულებო დოკუმენტაციის შედგენაზე, რადგანაც ამ საქმემ შეიძლება
მომავალში გავლენა იქონიოს ფირმის ავტორიტეტზე.
მომსახურების მიმწოდებლები ირჩევა რეგიონალური ინტერესის, ტურიზმის სახის,
მომსახურების პროგრამის შინაარსის, ასევე მომხმარებელთა სეგმენტის ასაკის,
სოციალური და ეკონომიკური მხარის გათვალისწინებით.
დიდი მნიშვნელობა აქვს მათ საქმიან თვისებებს და რეპუტაციას.ტურისტულ ფირმას
მუშაობა უწევს სხვადასხვა კლიენტებთან, ამიტომ ფირმას უნდა ჰქონდეს
შესაძლებლობა შესთავაზოს მათ სხვადასხვა დონის მომსახურება. მთავარი საკითხი,
რომელიც დგას ფირმის წინაშე არის კლიენტისათვის შეთავაზებული მომსახურების
კომპლექსური შესაბამისობა.
რეცეპტიული (ტურისტების მიმღები) ტუროპერატორი იღებს პასუხისმგებლობას
ტურისტების ყველა იმ მომსახურებაზე, რომელიც შედის ტურში. ამის გარდა
ინიციატივიანი (ტურისტებისგამგზავნი) ტუროპერატორი იღებს პასუხისმგებლობას
ტურისტების წინაშე არა მარტო ძირითად მომსახურებაზე, არამედ დამატებით
მომსახურებაზეც, თუ ის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული მიღების
დროს. ინიციატივიან ტუროპერტორს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია
მიმღებიპარტნიორის ყველა დამატებითი მომსახურების ნომენკლატურის,
შინაარსის და ხარისხის შესახებ. პირადად უნდა შეამოწმოს სეზონის დაწყების წინ
და ინფორმაცია მიაწოდოს ტურისტებს ტურის გაყიდვის დროს. ამის გარდა
პარტნიორულ ხელშეკრულებაში ინიციატივიან და რეცეპტიულ ტუროპერატორებს
შორის უნდა იყოს გათვალისწინებული, მიმღები მხარის გარკვეული
პასუხისმგებლობა სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გამო მიყენებული
ზარალისათვის, მიმღები მხარის მიზეზით. ამიტომ საჭიროა პარტნიორების-
მომსახურების მიმწოდებლების-დიდი პასუხისმგებლობით შერჩევა.
ტურების ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიღებამდე, ტურისტული ფირმა
ატარებს მარკეტინგულ კვლევებს. აუცილებელია გამოვლინდეს საჭიროებები,
მომხმარებელთა პრიორიტეტები, მოთხოვნის ტენდენციები. ეს დაეხმარება ისე
გააკეთოს ტურპაკეტი, მთლიანად დააკმაყოფილოს მყიდველის (ტურისტის)
მოთხოვნები. კვლევები ეხმარება სწორად დაგეგმოს ტურები და აწარმოოს
სახელშეკრულებო კომპანია მომსახურების მიმწოდებლებთან.

8. ხელშეკრულება ინიციატივიან და რეცეპტორ


ტუროპერატორებს შორის.

სახელშეკრულებო ურთიერთობები ინიციატივიან და


რეცეპტიული ტუროპერატორებს შორის მეტწილად მსგავსია
ურთიერთობებისა ტუროპერატორსა და ტურაგენტს შორის.
ინიციატივიანი და რეცეპტიული ტუროპერატორების ხელშეკრულებაში
უნდა იყოს ასახული:
 მარშრუტი, ტურის პროგრამა და მომსახურების პაკეტი, რომლებიც
უნდა მიეცეს ტურისტებს მათი მოგზაურობის დროს;
 ჩამოსვლის რიცხვი და წასვლის რიცხვი;
 ქალაქებისა და მათი ნახვის ჩამონათვალის თანმიმდევრობა;
 ტრანსპორტის სახე;
 გაჩერების დღეთა რიცხვი ყოველ ქალაქში;
 ექსკურსიების ჩამონათვალი;
მარშრუტების განხილვის თუ ტურისტების დასვენების ადგილზე
სტაციონალური ყოფნის დროს აუცილებელია განისაზღვროს ტურისტების
ყოფნის ხანგრძლივობა განთავსების ადგილზე ღამისთევის რიცხვის
მიხედვით, რადგანაც სასტუმროში ანგარიშსწორება მიმდინარეობს მათი
რიცხვის მიხედვით. თითქმის ყველა სასტუმროში ანგარიშსწორების საათად
ითვლება 12 საათი.
ტურისტების განთავსების საკითხის განხილვის დროს ფირმასთან
აუცილებლად უნდა შეთანხმდეს სასტუმროს კლასი, ტიპი და მდებარეობა. ეს
პარამეტრები დამოკიდებულია ტურისტების სოციალურ შემადგენლობასთან
და მოგზაურობის მიზანთან. აუცილებლად უნდა იყოს შეთანხმებული
ნომრების კატეგორია.
ხელშეკრულებაში თანხმდება ტურისტების კვების შესაძლებელი ვარიანტები :
o მთლიანი პანსიონი – მთლიანი მომსახურება,
რომელიც შეიცავს განთავსებას და სამჯერად კვებას
o v ნახევარპანსიონი – განთავსება და ორჯერადი კვება.
o v მხოლოდ საუზმე - განთავსება და კვება.
დაბალი კატეგორიის მომსახურების დროს კვება შეიძლება
მთლიანად გამოირიცხოს მომსახურების პაკეტიდან.
ასევე ტურისტების ინდივიდუალური
მოგზაურობის დროს შეუძლიათ უარი თქვან კვებაზე და თვით იკვებონ
ადგილობრივ კაფეებსა და რესტორნებში.
მომსახურება (ala kart) ე.ი. კლიენტების მიერ კერძების თავისუფალი
შერჩევა რესტორანის შეთავაზებული მენიუდან. ჩვეულებისამებრ ასეთი
მომსახურება გამოიყენება ინდივიდუალური და მცირე ტურისტული ჯგუფების
მომსახურების დროს;
მომსახურება (tabldot) – მომსახურება ყველა კლიენტისათვის ერთნაირი
მენიუთი, კერძების შერჩევის უფლების გარეშე. ასეთი მომსახურება
ძირითადში გამოიყენება ტურისტული ჯგუფების კვების ორგანიზაციის დროს.
შვედური სუფრა (ან “ღია ბუფეტი”) - საერთო სუფრაზე დადგმული
კერძების თავისუფალი არჩევა თვითმომსახურების პრინციპით. ის საშუალებას
აძლევს ტურისტს ამოარჩიოს საჭმელი გემოსა და რიცხვის მიხედვით, რაც
დააკმაყოფილებს მათ მადას.
კვების დროს ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები მენიუში არ შედის,
თუ ეს სპეციალურად არ არის შეთანხმებული ხელშეკრულებაში. მიმღებ
ფირმასთან დაწვრილებით არის შეთანხმებული ტურისტების შეხვედრის და
აეროპორტიდან გადაყვანის, ასევე ბარგის გადატანის პირობები სასტუმროში
და სასტუმროდან უკან აეროპორტში. ტურისტების გადასაყვანად
აეროპორტში გამოიყენება ავტობუსები.
კონტრაქტში გარკვეულად უნდა იყოს შეთანხმებული გეგმიური,
დამატებითი ექსკურსიები და სხვა ობიექტების ნახვა. ასევე აუცილებელია
ექსკურსიის ჩატარების ენის შეთანხმება.
მიმღებ ფირმასთან ტურების მარშრუტებზე აუცილებელია
შეთანხმდეს ტრანსპორტის სახე მარშრუტზე ტურისტების გადასაყვანდ .
საზღვარგარეთის ფირმასთან მოლაპარაკების დროს
აუცილებელია ტურისტებისათვის დასვენების ხელსაყრელი პირობების
შეთანხმება, რომ მათ ჰქონდეთ პლაჟის, აუზის, საუნას, ტრენაჟორებისა და
სხვა სპორტული დარბაზების უფასოდ გამოყენების უფლება.
გამცილებელი გიდი ორივე მხარის შეთანხმების შემდეგ თან მიჰყვება
ტურისტულ ჯგუფს. ამ შემთხვევაში უცხოეთის ფირმა თანხმდება გამცილებლის
უფასო მომსახურებაზე. 20 ტურისტზე ნორმად ითვლება ერთი უფასო
გამცილებელი ჯგუფში.
ტურების ყიდვა-გაყიდვის გარიგების გაფორმების დროს
ხელშეკრულების არსებით პირობებად ითვლება:
o ტუროპერატორის (გამყიდველის) ვალდებულება
გადასცეს ტურაგენტს (მყიდველს) საქონელზე საკუთრების
უფლება;
o მოცემული საქონლის შესაბამისობა მყიდველის
მოთხოვნებთან;
o ტურაგენტის ვალდებულება გადაუხადოს
ტუროპერატორს თანხა დათქმულ ვადებში.
o მხარეთა პასუხისმგებლობა სარკინიგზო, საჰაერო და
სხვა გადაზიდვებზე;
o პასუხისმგებლობა ვალდებულებებზე ზარალის
მიყენების გამო;
ტურისტული ფირმების უმეტესი ნაწილი თვითონ გადის
საერთაშორისო ბაზარზე. კონტრაქტების გაფორმების დროს აუცილებლად
უნდა იქნას გათვალისწინებული ნორმატიული აქტები, რადგანაც
აუცილებლობის შემთხვევაში დაიცვა შენი უფლება, რომლის მიხედვითაც
შეიძლება მიაღწიო ხელშეკრულების ორმხრივ მისაღებ პირობებს.
ხელშეკრულებები როგორც ადგილობრივ ისე საზღვარგარეთელ
პარტნიორებთან მზადდება და ხელი ეწერება ორ ეგზემპლარად.
საზღვარგარეთელ პარტნიორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები დგება
ქართულ და იმ ენაზე, რომელიც მისაღებია პარტნიორისათვის.

9. სავიზო მომსახურება

რადგანაც ბაზარზე მოქმედებს ტუროპერეიტინგის ორი ფორმა-


ინიციატივიანი (ქართველების გაგზავნა საზღვარგარეთის ქვეყნებში) და
რეცეპტიული (უცხოეთის მოქალაქეების მიღება საქართველოს ტერიტორიაზე),
საპასპორტო სავიზო ფორმები განსხვავდება ერთმანეთისაგან მათი
საქმიანობის მიხედვით.
საერთაშორისო ფორუმების ყველა ძირითად დოკუმენტებში
ტურისტული გაცვლის შესახებ აღინიშნება, რომ საჭიროა შესასვლელი ვიზის
გამარტივება უცხოელი ტურისტებისათვის.
ტურისტული ვიზა – ეს არის აღნიშვნა პასპორტში, შესრულებული
უცხოეთის სახელმწიფოების დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ,
რომლის მფლობელს აქვს დროებითი შესვლის უფლება ვიზის გამცემი
ქვეყნის ტერიტორიაზე, ტურიზმისა და დასვენების მიზნით. ვიზა ქვეყნის
ნახვისათვის იცემა მოსაწვევის საფუძველზე.
მოსაწვევები შეიძლება იყოს:
- სამსახურეობრივი ან საქმიანი (უცხოეთის ორგანიზაციისაგან –
საქართველოს ორგანიზაციას);
- კერძო (უცხოეთის მოქალაქისაგან საქართველოს მოქალაქეს);
- სასტუმრო (ხანგრძლივი დროით საზღვარგარეთ მყოფი მივლინებულისაგან
– თავის თანამემამულეს);
- ტურისტული (ტურიზმის, მკურნალობის, მოკლევადიანი სწავლების,
სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის და ბიზნეს სემინარებში მონაწილეობის
მიზნით).
მოსაწვევებთან დაკავშირებით იცემა სხვადასხვა ვიზები: საქმიანი,
კერძო, ტურისტული, სატრანზიტო და სამუშაო.
საქმიანი ვიზა (ბიზნეს ვიზა) იცემა უცხოეთის ორგანიზაციის
(უცხოეთის იურიდიული პირი) მიერ მიწვევის გაფორმების შემდეგ, მეორე
სახელმწიფოს ორგანიზაციის (ვიზის მიმღები) მიერ ამ ორგანიზაციის
კონკრეტულ მუშაკზე მიზნისა და ყოფნის ვადის მითითებით.
კერძო ვიზა იცემა კერძო პირის (უცხოეთის სახელმწიფოს მოქალაქის)
მიწვევის გაფორმების შემდეგ, მეორე სახელმწიფოს (ვიზის მიმღები) კერძო
პირზე. მიწვევა ფორმდება მთავრობის ადგილობრივ ორგანოებში.

ტურისტული ვიზა ფორმდება იმ დონეზე, რომელიც მითითებულია


ტურისტულ საგზურში, სემინარებში მონაწილეობის მიწვევებში, სპორტულ
ღონისძიებებში და სხვა. ტურისტული გასვლები (როგორიცაა დასვენება,
მკურნალობა, შეჯიბრებებში მონაწილეობა), როგორც წესი განსაზღვრული
ხნით ყოფნით, ამიტომ აქ მრავალჯერადი ვიზები არ გაიცემა.

სატრანზიტო ვიზა ვიზის მიმღებისათვის წარმოადგენს უფლებას მესამე


ქვეყნის გავლისათვის ძირითადი დანიშნულების ქვეყანაში ჩასასვლელად .
სატრანზიტო ვიზა იცემა მესამე ქვეყნის საელჩოს მიერ განსაზღვრული
საათებით ძირითადი ვიზის მიღების შემდეგ.

სამუშაო ვიზა წარმოადგენს დაქირავებით მუშაობის უფლებას


საზღვარგარეთ. ასეთი ვიზის მისაღებად მიმწვევი ქვეყანა (სამუშაოს მიმცემი)
დებს კონტრაქტს მომავალ მუშაკთან, ათანხმებს ყველა ნიუანსს (სამუშაოს
პირობები, ღამისთევა, დაზღვევა) ადგილობრივ საიმიგრაციო სამსახურთან,
მიიღებს რა მთავრობის ნებართვას, დოკუმენტების პაკეტს უგზავნის მომავალ
მუშაკს, მოქალაქე ამ დოკუმენტებით მიმართავს საელჩოს სამუშაო ვიზის
მიღებისათვის.
ვიზის გაცემის შესაძლებლობა ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში, ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში, განიხილება ინდივიდუალურად, ყოველ საელჩოში
თავისი მოთხოვნებია.
ვადა, რომელზეც იცემა ვიზა დამოკიდებულია მიწვევაზე, რის
საფუძველზეც იცემა ვიზა. მიწვევის ბლანკის შევსების დროს მიმღები მხარე
უთითებს ნახვის მიზანს, ყოფნის შეთავაზებულ ვადას და ქვეყნის ნახვის
ჯერადობას. ამ მონაცემების შესაბამისად საელჩო იღებს გადაწყვეტილებას
გასაცემი ვიზის ვადის შესახებ. ტურისტულმა სააგენტოებმა შეიძლება თვით
დაამყარონ საქმიანი კავშირები უცხოეთის საკონსულოებთან. ამის გარდა
შეიძლება გამოიყენონ საშუამავლო ორგანიზაციები, რომლებიც
სპეციალიზირებული არიან ვიზების გაფორმებაზე, მაგრამ მეორე ხერხი იწვევს
ტურების ფასის გაძვირებას, რადგან საშუამავლო
მომსახურებისათვის გადასახდელია მნიშვნელოვანი თანხები.
ტურისტული ვიზის გაცემა წარმოებს მიმღები მხარის ტურისტული
ფირმის შუამდგომლობით, რომელიც უზრუნველყოფს მიღებას შეთანხმებული
მარშრუტით დამტკიცებულ ვადებში.
ტურისტული ფირმები ვიზებს ყოფენ ორ პირობით ჯგუფად: ნაყიდი და
ნების დამრთველი.
1. ნაყიდი ვიზების გაფორმებისათვის საკმარისია შეკრიბო საჭირო
დოკუმენტები და გადაიხადო შესატანი. ასეთი ვიზა ფორმდება ავტომატურად.
ასეთი ვიზებით მიმღებს მიეკუთვნებიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები.
ვიზების მიღების პროცედურა ამ ქვეყნებში უბრალოა და ტურფირმებიდან არ
მოითხოვენ დამატებით ძალისხმევას.
2. ნების დამრთველი ვიზები ფორმდება შენგენის თანამეგობრობის ბევრი
ქვეყნის, დიდი ბრიტანეთის და ა.შ.შ-ის მიერ. ყველა აუცილებელი და სწორად
გაფორმებული დოკუმენტების წარდგენა აღნიშნული ქვეყნების საელჩოებში
ჯერ კიდევ არ არის წარმატების გარანტია. ამ ქვეყნების საელჩოების
გავრცელებული მოთხოვნებია სასტუმროების დაჯავშნა და უკან
დასაბრუნებელი ბილეთები. ამის გარდა საელჩოები ხშირად იძახებენ
გასაუბრებაზე.
ვიზების გაფორმება წარმოებს რამდენიმე დღიდან დაწყებული
რამდენიმე თვემდე. ვიზის გაფორმების ვადა დამოკიდებულია
სამთავრობათშორისო შეთანხმებებსა და დამკვიდრებულ პრაქტიკაზე .
საკონსულო შესატანი ვიზების გაფორმებისათვის სხვადასხვა
ქვეყანაში სხვადასხვაა, მისი სიდიდე მუდმივად იცვლება. ზოგ შემთხვევაში
საკონსულო შესატანმა შეიძლება შეადგინოს საზღვარგარეთ გასვლის
ღირებულების 20-30%, რაც შეესაბამება მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის
რეკომენდაციებს.

ვიზის მისაღებად აუცილებელია შეავსო ერთი ან რამდენიმე ანკეტა და


თან დაურთო სურათები. სავიზო ანკეტების ბლანკები სხვადასხვა
ქვეყანაში სხვადასხვაგვარია.
ტურისტული ჯგუფებისათვის და საქმიანი გასვლებისათვის რიგ
შემთხვევებში ფორმდება ჯგუფური ვიზა, რომელიც ისმება ტურისტების ან
საქმიანი ადამიანების სიაზე.
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ უცხოეთის შესასვლელ-
გამოსასვლელი ვიზები იცემა ორგანიზებული ტურის რიცხვებთან
მკაცრ შესაბამისობაში. ამიტომ ტურისტებისათვის პასპორტებისა და ვიზების
მიცემის დროს ტურისტული სააგენტო ვალდებულია შეამოწმოს ვიზის
მოქმედების ვადების შესაბამისობა და ტურის დაწყებისა და დამთავრების
ვადები, თუ ვადები არ ემთხვევა, ტურისტების გასვლამდე ეს პრობლემა უნდა
დარეგულირდეს.
ტურისტული სააგენტო ასევე ვალდებულია გააფრთხილოს ტურისტები
ვიზის მოქმედების დამთავრების შესახებ, ტურისტული გასვლის დამთავრების
დროს, რადგანაც თუ ვინმე აპირებს დარჩენას ნათესავთან ან რაიმე მიზნით ,
რომ გააგრძელოს მოქმედების ვადა თავის ანგარიშზე.
თუ ტურისტი გადაწყვეტს იგნორირება გაუკეთოს აღნიშნულ
მოთხოვნებს, დაარღვევს სავიზო რეჟიმს და ამასთან ერთად დაარღვევს
ქვეყნის კანონმდებლობას, ტურისტული სააგენტო არ ატარებს არავითარ
პასუხისმგებლობას ტურისტის წინაშე.
1996 წლის 26 მარტს ევროპაში ძალაში შევიდა შენგენის შეთანხმება,
რომელსაც ხელი მოაწერეს 1985 წლის 14 ივნისს ლუქსემბურგის ქ. შენგენში
და რომელიც ითვალისწინებს ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნების საერთო
საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლის თანდათანობით მოშლას. შენგენის
შეთანხმებას ხელი მოაწერეს: ბელგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა,
ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა. შემდეგში მათ შეუერთდნენ: საბერძნეთი ,
იტალია, ესპანეთი, ავსტრია, პორტუგალია, შვედეთი, დანია, ისლანდია. დიდმა
ბრიტანეთმა და ირლანდიამ დაიკავეს განსაკუთრებული პოზიცია და უვიზო
სივრცეში არ შევიდნენ.
თუ ტურისტი ვარაუდობს რამდენიმე ქვეყანაში გასვლას, შენგენის
შეთანხმების თანახმად, მიიღებს რა შეთანხმების მონაწილე ერთ-ერთი
ქვეყნის ვიზას, თავისუფლად გადაადგილდება სხვა ქვეყნებში, ვიზაში
მითითებული ვადისა და ქვეყნებში შესვლის რიცხვის მიხედვით.
1. მოკლევადიანი ვიზა შენგენის სივრცეში შესვლისათვის იცემა 1 დღიდან
90 დღემდე (3 თვემდე) ვადით. ის იძლევა მოცემული ქვეყნების ტერიტორიებზე
ნახევარი წლის განმავლობაში წინააღმდეგობის გარეშე შესვლის და
გადაადგილების საშუალებას, მაგრამ ჯამური დრო არ უნდა აღემატებოდეს 3
თვეს.
2. ვიზა ერთი წლის ვადით, რომლის მოქმედების დრო არის ერთი წელი,
მაგრამ შენგენის შეთანხმების ქვეყნებში ყოფნის ვადა 180 დღეა და
ითვალისწინებს მრავალჯერად გასვლებს საელჩოში მიმართვის გარეშე.
126 ქვეყნის ტურისტები სარგებლობენ შენგენის ვიზით. შეღავათიანი
შესვლის უვიზო წესი აქვთ შემდეგ ქვეყნებს: უნგრეთს, პოლონეთს,
სლოვაკეთს, ჩეხეთს.

10.გასაღების ქსელის ფორმირება


ტუროპერატორის ტურისტული ფირმის საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებად
ითვლება ტურისტული პროდუქტის წინწაწევა მისი შემდგომი რეალიზაციისათვის. ეს
ამოცანა ეკისრება გასაღების ქსელს, რომელსაც გადის ტურისტული პროდუქტი
შესრულებიდან მის პოტენციურ მყიდველამდე.
გასაღების ქსელის ფორმირება შეიცავს გასაღების პერსპექტიული პარტნიორების
მოძებნას, მათი საქმიანი თვისებების შესწავლას, გარიგების დადებას და შემდგომ
მუშაობას თანამშრომლობის სრულყოფისათვის.
ნებისმიერი სახით და ნებისმიერი ფორმით გაყიდვის დროს აუცილებელია
ყოველთვის დაცული იქნას დასავლეთში დამკვიდრებული 7 მარკეტინგული
ღონისძიებების სტანდარტული თანმიმდევრობა, რომელთაგან ყოველი იწყება
ინგლისური ანბანის ასო “პიზე”(P): პროდუქტი (product), “დაგეგმვა”(plane),
“ადგილი”(place), “ხალხი”(people), “ფასები”(price), “წინწაწევა”(progress),
“პროცესი”(process). ამიტომ არის ეს პროდუქტი მოთხოვნის შესაბამისად
დამუშავებული ფირმის საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვის საფუძველზე,
შეთავაზებული საჭირო ადგილზე, მომხმარებელთა კონკრეტულ სეგმენტზე,
მისაღები ფასებით, რეალიზებული ხარისხიდან შესრულებული მომსახურებით.
ტურისტული ორგანიზაციების საქმიანობის პრაქტიკაში გამოიყოფა გასაღების არხის
ფორმირების ორი მიმართულება:
გასაღების შიდა არხები–ეს, როგორც წესი,ფილიალების სისტემა, განყოფილებები და
საშუამავლო ორგანიზაციებია (სააგენტოები), რომელთა მეშვეობით იყიდება
სხვადასხვა ტურისტული მომსახურება თვით ქვეყნის ტერიტორიაზე.
გასაღების საგარეო არხები–ეს საზღვარგარეთის ტურისტული ფირმები შუამავლების
(ტუროპერატორების,ტურაგენტების) განსაზღვრული რიცხვია, რომლებიც
ხელშეკრულების თანახმად თავის ქვეყანაში ჰყიდიან მოცემული ქვეყნის
ტურისტულ გასვლებს.
საგარეო გასაღების არხების ფორმირება გაგებულ უნდა იქნას, როგორც
პარტნიორული ურთიერთობების დაწესება ხელშეკრულებისა და კონტრაქტების
საფუძველზე საზღვარგარეთის ტურისტულ ფირმებთან.ტუროპერატორების
ფუნქციები ბაზარზე შეიძლება შევადაროთ საბითუმო ვაჭრობის საწარმოს
მოღვაწეობას: ის ყიდულობს დიდი მოცულობით სასტუმროების, სატრანსპორტო და
სხვა ტურინდუსტრიის საწარმოების მომსახურებას და მათგან ქმნის თავისი ტურების
პროგრამებს, რომლებსაც ყიდის შუამავლების მეშვეობით ან პირდაპირ
მომხმარებლებზე.
ბოლო წლებში ტურისტული პროდუქტის გასაღების სისტემამ შეიძინა ორი
მასიური ფორმა: ტრადიციული და არატრადიციული.
ტურისტული მომსახურების გაყიდვის ტრადიციულ ფორმებს მიეკუთვნებიან ყველა
ის მრავალრიცხოვანი ტურისტული ფირმები, რომლებისთვისაც ეს საქმიანობა
ითვლება ძირითადად, რომელიც უზრუნველყოფს მათ სიცოცხლისუნარიანობას.
სტატისტიკა აჩვენებს, საზღვარგარეთ ეს ფორმა უფრო გავრცელებული
სტრუქტურაა ტურიზმის დარგში.
ტურისტული მომსახურების გაყიდვის არატრადიციული ფორმები აღმოცენდებიან და
აქტიურად მოქმედებენ დარგებში, რომლებიც პირდაპირ არ არიან დაკავშირებული
ტურიზმთან. საერთაშორისო ტურიზმის დინამიური განვითარების გამო დიდი
არატურისტული კომპანიები დებენ თავიანთ სახსრებს ტურისტულ ინდუსტრიაში.
დღეს წესად იქცა, როდესაც დიდი ავიაკომპანიები, ბანკები, სადაზღვევო
საზოგადოებები, სავაჭრო სახლები და უნივერსალური მაღაზიები ხსნიან ტურისტულ
მომსახურების გაყიდვის ფილიალებს.
ერთ-ერთ არატრადიციულ გაყიდვის ფორმად შეიძლება დავასახელოთ
კორპორაციული კლიენტისათვის პირდაპირი მიყიდვა. ასეთი ფორმა გამოიყენება,
როდესაც ჯგუფი კომპლექტდება ცალკეულისაწარმოს, დაწესებულების, სკოლის,
კოლეჯის, ბანკების და სხვა დაწესებულებების მუშაკებისაგან. კორპორაციული
კლიენტის დაკვეთით ორგანიზებულ ტურებს ეწოდება ინსენტივ ტური, -ეს არის
ტურისტული პროდუქტის რეალიზაციის პერსპექტიულად განვითარებადი
მიმართულება. ასეთი ტურების გაყიდვა წარმოებს ტუროპერატორის პირდაპირი
კონტაქტების საფუძველზე დამკვეთ საწარმოებთან ხელშეკრულება –დავალების
საფუძველზე.
ამის გარდა ტურისტული პროდუქტის გაყიდვის არატრადიციულ ფორმებად
შეიძლება დავასახელოთ ტურების რეალიზაცია გლობალური კომპიუტერული
სისტემების დაჯავშნის და რეზერვების მეშვეობით, ასევე ინტერნეტის მეშვეობით.
ტურებისა და ტურისტული მომსახურების გაყიდვის ეს ხერხი ფართოდ ინერგება
საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე
11. გასაღების ქსელის პარტნიორების შერჩევა
გასაღების პარტნიორების შერჩევის დროს აუცილებელია გათვალისწინებულ იქნას სამი
მთავარი მომენტი: უფლებაუნარიანობა, კრედიტუნარიანობა და პარტნიორის
პოტენციური ქმედითუნარიანობა.
უფლებაუნარიოანობა–ეს არის ფირმის იურიდიული საფუძველის არსებობა
ტურისტული მომსახურების გაყიდვის დაწყებისათვის. სამართლებრივი სტატუსი
განისაზღვრება ეროვნული კანონმდებლობით და სხვადასხვა ქვეყანაში მტკიცდება
სხვადსხვა იურიდიული ფორმებით (მაგ. ლიცენზია, პატენტი, რეგისტრაცია
სავაჭრო რეესტრში). იურიდიული პირი, რომელსაც არ აქვს ასეთი სტატუსი არ
შეიძლება განვიხილოთ, როგორც ტურისტული ფირმა. ამისათვის ასეთი ფირმის
მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევის დროს სასამართლო
ორგანოებმა შეიძლება არ მიიღოს სასარჩელო განცხადებები განსახლილველად.
ამასთან დაკავშირებით ტურისტული ფირმის სამართლებრივი სტატუსის
განსაზღვრა უნდა იყოს მასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების პირველი
პირობა. ტურისტული ფირმის უფლებაუნარიანობის საკითხის განხილვის დროს
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული სააგენტო შეთანხმებების არსებობა
სატრანსპორტო ორგანიზაციებთან.კრედიტუნარიანობა.აქ იგულისხმება ფირმის
აუცილებელი ფულადი სახსრების არსებობა დადებული გარიგების დროული
გადახდის უზრუნველყოფისათვის.
ტურისტული ფირმის კრედიტუნარიანობა შეიძლება დადასტურებულ იქნას საბანკო
გარანტიით. გარანტიის გაცემის დროს ბანკი ფირმის მიმდინარე ანგარიშიდან ხსნის
შესაბამის თანხას და იჭერს მას საგარანტიო დეპოზიტის სახით.
ფირმასთან ანგარიშგების უფრო რეალურ გზას წარმოადგენს მისგან საავანსო
ფულადი გადასახადის მიღება, მიღწეული შეთანხმებების მიხედვით საავანსო გადახდა
შეიძლება შესრულდეს დეპოზიტისა და ბეს მიცემის სახით.
დეპოზიტად ითვლება გარიგების საერთო ფასის შეთანხმებული ნაწილი,
რომელსაც გამყიდველი პარტნიორი გადარიცხავს ტურისტულ ფირმაში შეთანხმებულ
ვადაში მოცემული გარიგების რეალიზაციის დაწყებამდე საბოლოო
ანგარიშსწორების გარანტიისათვის. საბოლოო ანგარიშსოწორების დროს დეპოზიტი
ითვლება გარიგების საერთო გადახდის ფასში.
საზღვარგარეთის ტურისტული ფირმების თანამშრომლების პრაქტიკაში
მოქმედებს დეპოზიტის ორი ფორმა. პირველი –ეს არის დეპოზიტი, შეტანილი
ტურისტული მომსახურების გადახდისათვის, რომლებიც ეძლევა ტურისტებს წლის
განმავლობაში. ასეთი დეპოზიტი შეაქვთ წლის დასაწყისში. მისი სიდიდე (10-50%)
განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. წლის ბოლოს ის შეიძლება ჩაითვალოს
ბოლო ოპერაციების გადახდაში ან გადატანილ იქნას მომავალ წელს ახალი დეპოზიტის
სახით.
დეპოზიტის მეორე ფორმა გამოიყენება ტურისტული მომსახურების ყოველი
კონკრეტული გაყიდვის დროს, უფრო ხშირად ტურისტული ჯგუფების მიღების დროს.
ამ შემთხვევაში დეპოზიტი შედის ყოველ ჩამოსულ ჯგუფზე დაწესებულ ვადებში
და დაწესებული სიდიდით (50-60%). დეპოზიტის ფორმით პარტნიორებთან
ანგარიშსწორების დროს ტუროპერატორმა აუცილებლად მუდმივად უნდა ადევნოს
თვალყური, რომ ტურაგენტის მიმდინარე დავალიანების თანხა არასოდეს არ უნდა
აჭარბებდეს შეტანილი დეპოზიტის თანხას.ბეს მიცემა.დეპოზიტიდან განსხვავებით
ბეს მიცემა წარმოადგენს საავანსო ფულად გადასახადს, რომელიც არ
ექვემდებარება დაბრუნებას ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში იმ მხარის
მიზეზით ვინც შეიტანს ბეს, მაგრამ მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ
საერთაშორისო პრაქტიკაში მოქმედებს წესი, რომლის მიხედვითაც, მხარე,
რომელმაც მიიღო ბე და მისი მიზეზით მოხდა კონტრაქტის გაწყვეტა, უნდა
დააბრუნოს ის ორმაგი ოდენობით.
ქმედითუნარიანობა. ამ ცნებით იგულისხმება ტურისტული ფირმის უნარიანობა
შეასრულოს მოვალეობები და უფლებები დადებული გარიგებიდან გამომდინარე.
ტურისტული ფირმის ქმედითუნარიანობის კრიტერიუმები არ შემოიფარგლება
რომელიღაც მუდმივი მაჩვენებლებით, არამედ ხასიათდება ფირმის მრავალმხრივი
მოღვაწეობით, მისი ქონებით, მდგომარეობით ბაზარზე, საქმიანი კავშირებით და სხვა.
ტუროპერატორმა გულმოდგინედ უნდა შეარჩიოს ტურაგენტი, შეისწავლოს მისი
იმედიანობა და საქმიანი აქტივობა და მხოლოდ შემდეგ გააფორმოს მასთან
სააგენტო შეთანხმება.აგენტს არჩევენ რეალიზაციის ამოცანისა და
ტურპროდუქტის განსაკუთრებულობიდან გამომდინარე.
ფაქტორები, რომლებიც უნდა იყოს მხედველობაში მიღებული ტურაგენტების
არჩევის დროს.
-ტურების საგნობრივი მიმართულება (დასვენება, ბიზნეს-გასვლა, ნადირობა და
სხვა);
-უფლებისა და მოვალეობის მოცულობა;
-პოტენციური ტურისტების ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკური და სხვა
კრიტერიუმები;
-ურთიერთანგარიშსწორების სახე;
-მუშაობის გამოცდილება და იმიჯი ტურიზმის სფეროში;
-ლიცენზიის ჩამონათვალი მოცემული საქმიანობის სახეში.

12.სააგენტო ხელშეკრულება
მსოფლიო პრაქტიკაში შექმნილია და კარგად არის დამუშავებული აგენტებთან
ურთიერთქმედების ორგანიზაციის მეთოდები და სააგენტო ქსელების დაწყობა. ამ
რთული ჯაჭვის ყველა რგოლი ურთიერთქმედებს სააგენტო ხელშეკრულების
საფუძველზე, რომელიც რამდენადმე განსხვავებულია ტურების გაყიდვის
არაჩვეულებრივი ხელშეკრულებისაგან.
როგორც წესი, სააგენტო ხელშეკრულებაში ორი მონაწილეა. სააგენტო
ხელშეკრულება –ეს არის ხელშეკრულება მწარმოებელსა და აგენტ რეალიზატორს
შორის, რომელიც ყიდის ტურებს სააგენტო დაჯილდოების პირობებით.
სააგენტო ხელშეკრულებას შეიძლება ჰქონდეს პირობები, რომლის მიხედვითაც –ერთი
მხარე (ტურაგენტი) ვალდებულებას იღებს მეორე მხარის (ტუროპერატორის)
სახელით განახორციელოს გარკვეული იურიდიული მოქმედებები.
ერთი მხარე (ტურაგენტი) ვალდებულებას იღებს გასამრჯელოს საფუძველზე მეორე
მხარის (ტუროპერატორის) დავალებით განახორციელოს იურიდიული და სხვა
მოქმედებები თავისი და ტუროპერატორის (პრინციპალის) სახელით.
ამასთანავე, თუ ტურაგენტი დებს ხელშეკრულებას ტურისტთან ტურის გაყიდვის
შესახებ თავისი სახელით (თუმცა ტუროპერატორის პრინციპალის ანგარიშზე) ის იძენს
უფლებას და ვალდებულებებს ტურისტის წინაშე, მიუხედავად იმისა დასახელებულია
თუ არა ტუროპერატორი ტურისტთან გარიგების დროს და მიუხედავად იმისა,
რომ ტურისტს უშუალოდ ემსახურება ტუროპერატორი. სააგენტო ხელშეკრულება
უნდა იყოს გაფორმებული წერილობით, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში მაგ. აშშ-ში
დასაშვებია ზეპირი შეთანხმება.
მიუხედავად სააგენტო ხელშეკრულების ტექსტის სიდიდისა, ის უნდა შეიცავდეს
აუცილებელ ატრიბუტებს, რომელთა გარეშე ის იქნება აზრს მოკლებული და შეიძლება
ჩათვლილ იქნას გაუქმებულად.
ხელშეკრულების აუცილებელ პირობებს მიეკუთვნებიან:
1. ხელშეკრულების დასახელება, რომელსაც ექნება ორივე მხარის სარეგისტრაციო
ნომერი;
2. ხელშეკრულების დადების ადგილი და რიცხვი;
3. ხელშეკრულების მონაწილეთა აღწერა,
4. მცნებები, განსაზღვრებები და სპეციფიკური განმარტებები, რომელიც
ხელშეკრულების ტექსტშია გამოყენებული.
5. ხელშეკრულების საგნისა და ობიექტის აღწერა.
.6. ტურების ღირებულება.
7. შეღავათებისა და დამატებების სიდიდე სტანდარტული ტურების
ღირებულებაზე
8. ვალუტა, ფასები (გაცვლის პროცენტი).
9. კლიენტის განაცხადის გაფორმების ფორმები და წესები ტურის შესყიდვაზე.
10. დეპოზიტის სიდიდე და დეპოზიტური პოლიტიკის პრინციპები, საჯარიმო
ბადე.
11. ინფლაციაზედამატებითი გადახდის პირობები.
12. ურთიერთანგარიშსწორებისა და გადახდის წესი და ვადები.
13. კომისიური გასამრჯელოს გადახდის წესი, ვადები, ხერხი და სიდიდე. აგენტმა
ზუსტად უნდა იცოდეს კომისიურის სიდიდე, რომელსაც ის იღებს ყოველი გაყიდვის
დროს. სააგენტო გასამრჯელომ შეიძლება შეადგინოს სოლიდური თანხა, ტურის ან
მომსახურების ღირებულების 2-დან 12%-მდე.
14. დაზღვევისა და მისი გაყიდვის პირობები.
15. დამატებითი მომსახურების გაყიდვის პირობები.
16. განსაკუთრებული პირობები.
17. დაჯავშნული მომსახურების ანულირების პირობები კლიენტის ინიციატივით,
საჯარიმო სანქციები.
18. ტურის ანულირების პირობები ტუროპერატორის ინიციატივით.
19. კომპნესაციის პირობები.
20. პასუხისმგებლობა ხარისხიანი მომსახურებისათვის ან მომსახურების
არმიწოდებისათვის.
21. ფორს-მაჟორი.ფორს-მაჟორული ვითარება ვრცელდება ყველა სამეურნეო
სუბიექტზე. სტიქიური უბედურების და ხანძრების გარდა მათ მიეკუთვნება
გაფიცვები, სამოქალაქო მღელვარება, რევოლუციები, ცვალებადობა საპასპორტო
რეჟიმში და სხვა.დამატებით მხარეებმა უნდა განსაზღვრონ ასეთი ვითარების
ინფორმაციებისა და დოკუმენტების გაცვლის წესი.
22. პრეტენზიები, გაფორმებისა და მათი წარდგენის ვადები.
23. ხელშეკრულების მხარეებმა პრეტენზიები უნდა გადაწყვიტონ
მოლაპარაკებების გზით. წინააღდეგობებს და პრეტენზიებს აქვს ადგილი და
ხელშეკრულებაში აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს მათი
გადაწყვეტის პროცედურა.
24. ხელშეკრულების მოქმედების ვადები. ხელშეკრულებაში ზუსტად უნდა იყოს
მითითებული მისი ხელმოწერის და მოქმედების დაწყების დრო.
25. ხელშეკრულების ვადამდე ადრე მოქმედების შეწყვეტის წესი ერთი ან ორივე
მხარის ინიციატივით.
26. ხელშეკრულების გაფორმების ენა. მხარეთა შეთანხმებით კონტრაქტი იწერება ორ
ენაზე. საერთო წესით ყოველი მხარე იყენებს თავის სახელმწიფო ენას, მაგრამ როცა
ძნელია დოკუმენტი შეადგინო არაბულ, ივრითულ, ჩინურ ან იაპონურ ენებზე,
მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ მისაღებ მესამე ენაზე.
27. ეგზემპლარების რაოდენობა. ტექსტში მითითებულია მხარეების მიერ
შედგენილი და ხელმოწერილი ეგზემპლარების რაოდენობა. ზედმეტი ეგზემპლარების
გაკეთება არ არის რეკომენდირებული. ისინი შეიძლება მოხვდნენ სხვის ხელში და
გამოიყენონ თავიანთი მიზნებისათვის.
28. კონფიდენციალურობის პირობები.
29. მხარეთა რეკვიზიტები (იურიდული მისამართები და საბანკო რეკვიზიტები).
30. დანართების ჩამონათვალი.
31. დასახელებები და მხარეთა ხელმოწერები.-ჩვეულებისამებრ ხელშეკრულებას
ტექსტის ბოლოს ხელს აწერს ხელმძღვანელები (დირექტორები, პრეზიდენტები
და სხვა).

You might also like