You are on page 1of 15

თემა 3.

ხელშეკრულების გაფორმება
მომსახურების მიმწოდებლებთან

ტურისტების მომსახურებაში მოგზაურობის დროს მონაწილეობს მრავალი


სხვადასხვა საწარმო და ორგანიზაცია, მათ მიეკუთვნებიან განთავსების საშუალებები
(სასტუმროები, ტურბაზები, მოტელები), კვების საწარმოები (რესტორანი, კაფე,
სასადილო), საექსკურსიო ფირმები, სატრანსპორტო კომპანიები და საწარმოები, შოუ,
კინო, ვიდეო და სხვა მსგავსი ორგანიზაციები, სპორტული საწარმოები და ნაგებობა,
რეკრეაციული საწარმოები, საყოფაცხოვრებო ფირმები, სავაჭრო ორგანიზაციები და
სხვა. ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც მონაწილეობენ ტურისტების კომპლექსურ
მომსახურებაში ტურის ჩატარების დროს, ტურისტულ პრაქტიკაში ჰქვია მომსახურების
მიმწოდებლები.
მომსახურების ხარისხი ტურებზე მეტწილად დამოკიდებულია ყოველი
ცალკეული მომსახურების ხარისხზე. ამისათვის ტურების პროგრამების შედგენის
დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მომსახურების მიმწოდებლებს:
მომსახურების მიმწოდებელთან მუშაობის დროს აუცილებელია:
- სერიოზული მიდგომა მომსახურების ხარისხზე, ასევე მომსახურების
მიმწოდებელი ფირმის რეპუტაციის გარკვევა ტურისტულ ბაზარზე;
- სასტუმროების ტიპის, კვების საწარმოების, სატრანსპორტო მომსახურების
შესაბამისი დონის დაცვა, ტურიზმის რომელ სახეზეც და მომხმარებელზეც არის
ორიენტირებული კონკრეტული ტური;
- ყურადღებიანი და კვალიფიცირებული მიდგომა თანამშრომლების მთელი
სახელშეკრულებო დოკუმენტაციის შედგენაზე, რადგანაც ამ საქმემ შეიძლება
მომავალში გავლენა იქონიოს თქვენი ფირმის ავტორიტეტზე, პასუხისმგებლობას
კლიენტების წინაშე ყველა პარტნიორის მაგიერ იღებთ თქვენ, მაშასადამე ეს მომენტები
გათვალისწინებული უნდა იყოს შიდა სახელშეკრულებო დოკუმენტაციაში.
პერსპექტიული პარტნიორების მოძებნა მდგომარეობს იმაში, რომ ტურისტული
ფირმებისა და საწარმოების დიდი რიცხვიდან, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან
ამა თუ იმ ქვეყანაში, საჭიროა შევარჩიო ისინი, რომლებიც გამოიჩენენ
თანამშრომლობის ინტერესს, ამასთან ერთად ისინი უნდა შეესაბამებოდნენ თქვენს
ინტერესებს და მოთხოვნებს ტურისტების მომსახურებასთან დაკავშირებით. მათი
მოძებნისათვის შეიძლება გამოიყენოთ სხვადასხვა ცნობარები, ინტერნეტი და სხვა
კომუნიკაციის საშუალებები. ტრადიციულად ითვლება მომსახურების მიმწოდებელთან
კონტაქტების დამყარება სპეციალიზირებული გამოფენებისა და ბაზრობების დროს.
საჭიროა ამოვარჩიოთ უკეთესი შესაძლებლობები მომსახურების ყოველ სახესთან
დაკავშირებით.
მომსახურების მიმწოდებლები ირჩევა რეგიონალური ინტერესის, ტურიზმის
სახის, მომსახურების პროგრამის შინაარსის, ასევე მომხმარებელთა სეგმენტის ასაკის,
სოციალური და ეკონომიკური მხარის გათვალისწინებით.
დიდი მნიშვნელობა აქვს მათ საქმიან თვისებებს და რეპუტაციას.
ტურისტულ ფირმას მუშაობა უწევს სხვადასხვა კლიენტებთან, ამიტომ ფირმას
უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა შესთავაზოს მათ სხვადასხვა დონის მომსახურება.
მთავარი საკითხი, რომელიც დგას ფირმის წინაშე არის კლიენტისათვის შეთავაზებული
მომსახურების კომპლექსური შესაბამისობა.
რეცეპტიული (ტურისტების მიმღები) ტუროპერატორი იღებს პასუხისმგებლობას
ტურისტების ყველა იმ მომსახურებაზე, რომელიც შედის ტურში. ამის გარდა
ინიციატივიანი (ტურისტების გამგზავნი) ტუროპერატორი იღებს პასუხისმგებლობას
ტურისტების წინაშე არა მარტო ძირითად მომსახურებაზე, არამედ დამატებით
მომსახურებაზეც, თუ ის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული მიღების დროს.
ინიციატივიან ტუროპერტორს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია მიმღები
პარტნიორის ყველა დამატებითი მომსახურების ნომენკლატურის, შინაარსის და
ხარისხის შესახებ. პირადად უნდა შეამოწმოს სეზონის დაწყების წინ და ინფორმაცია
მიაწოდოს ტურისტებს ტურის გაყიდვის დროს. ამის გარდა პარტნიორულ
ხელშეკრულებაში ინიციატივიან და რეცეპტიულ ტუროპერატორებს შორის უნდა იყოს
გათვალისწინებული, მიმღები მხარის გარკვეული პასუხისმგებლობა სიცოცხლის,
ჯანმრთელობისა და ქონების გამო მიყენებული ზარალისათვის, მიმღები მხარის
მიზეზით. ამიტომ საჭიროა პარტნიორების - მომსახურების მიმწოდებლების - დიდი
პასუხისმგებლობით შერჩევა.
ტურების ორგანიზაციის გადაწყვეტილების მიღებამდე, ტურისტული ფირმა
ატარებს მარკეტინგულ კვლევებს. აუცილებელია გამოვლინდეს საჭიროებები,
მომხმარებელთა პრიორიტეტები, მოთხოვნის ტენდენციები. ეს დაეხმარება ისე
გააკეთოს ტურპაკეტი, მთლიანად დააკმაყოფილოს მყიდველის (ტურისტის)
მოთხოვნები. კვლევები ეხმარება სწორად დაგეგმოს ტურები და აწარმოოს
სახელშეკრულებო კომპანია მომსახურების მიმწოდებლებთან.
მოღვაწეობის წლები ვადები სამუშაოების კონკრეტული სახეები
სახეები
სახელმწიფო I-ი წელი ივნისი მარკეტინგული კვლევები, ეკონომიკური ფაქტორების
საკვლევი (ტურის აგვისტო შესწავლა, რომლებიც მომავალში გავლენას ახდენენ
სამუშაო დაგეგმვამდე სექტემბერი საპაკეტო ტურების განვითარებაზე
დაგეგმვა 2 წლით დეკემბერი
ადრე)
დაგეგმვა, II-ე წელი იანვარი მარკეტინგის მეორე სტადია ალტერნატიული
მოლაპარაკებები თებერვალი დანიშნულების ადგილების მრავალმხრივი შედარება
მარტი და მათი არჩევა. დანიშნულების ადგილის,
აპრილი სასტუმროების, მათი ტევადობის, ტურის
მაისი ხანგრძლივობის დასაწყისის, გამგზავრების
თარიღებთან დაკავშირებით ცვლილებების მიღება.
გადაწყვეტილების მიღება, ბროშურების დიზაინისა და
სიდიდის, ბუკლეტების, მათი ტირაჟის შესახებ.
კონკურსის გამოცხადება ბროშურებისა და
ბუკლეტების გაფორმებაზე. მოლაპარაკებები
ავიახაზებთან ჩარტერული რეისების შესახებ.
მოლაპარაკებები სასტუმროებთან, საექსკურსიო
ოპერატორებთან და ტრანსფერ სერვისების
სამსახურებთან.
მუშაობა ივნისი კონტრაქტების გაფორმება სასტუმროებთან,
პერსონალისა ივლისი ავიახაზებთან, ტრანსფერით სერვისის
და აგვისტო სამსახურებთან, ექსკურსიები და სხვა.
ბუკლეტების სექტემბერი ბროშურის/ბუკლეტის სასიგნალო ეგზემპლიარის
მომზადებისათ ოქტომბერი მომზადება და დაბეჭდვა. კატალოგების
ვის ილუსტრაციებისათვის მუშაობა. ტექსტების
ადრეული დამუშავება. გასაფორმებელ სტუდიაში
მუშაობა და წინადადებები დიზაინთან
დაკავშირებით.
ბუკლეტის წარმოება, ტურის გასაყიდი ფასის
შეფასება ინფლაციასთან და სავალუტო კურსთან
დამოკიდებულებაში. დაჯავშნის მომსახურეთა
მომზადება. ტურის (დაბეჭდვისათვის) საბოლოო
ფასის გაანგარიშება. ბუკლეტი/კატალოგი
დაბეჭდილია. დაჯავშნის სისტემა შექმნილია.
წინ წაწევა III-ე წელი იანვარი დაბეჭდილი ბროშურების განაწილება ბაზარზე.
თებერვალი გაყიდვების საწყისი წინ წაწევა. ტურის პირველი
მარტი საჯარო რეკლამა მასიური ინფორმაციის
აპრილი საშუალებებში (პრესაში და სხვა) რეკლამისა და
მაისი გაყიდვის პიკი ტურისტების წარმომადგენლებთან
შეკრება და სწავლება.
ახალ ტურზე პირველი გაგზავნა.
მოსამზადებელი სამუშაო იწყება 2 წლით ადრე, ვიდრე მოხდება ტურისტების
პირველი გაგზავნა ახალ მარშრუტზე, ახალი პროგრამით ან ახალ ქვეყანაში.
პარტნიორების ურთიერთობა მომსახურების მიმწოდებელთან ყალიბდება
ხელშეკრულების გაფორმებით. მუშაობის ყოველ წელს ან სხვა სამუშაო პერიოდს წინ
უსწრებს სახელშეკრულებო კამპანია, როდესაც ფორმდება ხელშეკრულება.
სახელშეკრულებო კამპანიის წინ ჩვეულებისამებრ ფორმდება სახელშეკრულებო
ფორმა, რომელიც შეიცავს შემდეგ განყოფილებებს:
 პარტნიორის სახელწოდება;
 ხელშეკრულების ძირითადი საგანი;
 ხელშეკრულების მოქმედების დრო;
 ხელშეკრულების გაფორმების ვადა;
 განსაკუთრებული ცნობები.
ეს გეგმა საშუალებას იძლევა შედგეს ტურისტული ფირმის მუშაკების მოქმედების
სქემის რეალური სურათი. სახელშეკრულებო გეგმის შემადგენლობა დამოკიდებულია
ტურის სახეზე და მომსახურებაზე.
სახელშეკრულებო კამპანიის პერსპექტიული დამუშავების დროს ტურისტული
ფირმები ფართოდ სარგებლობენ ტურისტული ორგანიზაციების, სასტუმროებისა და
რესტორნების სხვადასხვა ცნობარებით, რომლებიც გამოცემულია საერთაშორისო
ტურისტული ორგანიზაციების მიერ და შეიცავს ინფორმაციას დასვენებისა და
მოგზაურობის ორგანიზაციის, განთავსებისა და სასტუმრო მომსახურების შესახებ,
ძირითადი მომსახურების სახეების მითითებით. რეგულარულად გამოიცემა
ეროვნული, ადგილობრივი ცნობარები, მარშრუტების გზამკვლევები, რომლებიც
გამოიყენება ტურებისა და მომსახურების პროგრამების ორგანიზაციის დროს და
ითვლება ლიტერატურად, რომელსაც იყენებენ ტუროპერატორები ახალი მარშრუტების
დამუშავებისა და სახელშეკრულებო გეგმის შედგენის დროს.
ცხრილში მოცემულია ინიციატივიანი ტუროპერატორის ახალი საზაფხულო
ტუროპერეიტინგის პროგრამის ტიპიური დროებითი სკალა.
ხელშეკრულების ხელმოწერას მომსახურების მიმწოდებლებთან წინ უსწრებს
მოლაპარაკებები. საჭიროა ისინი ჩაატარო ისეთი წესით, რომ მიიღო სასურველი შედეგი
- კარგი ხარისხის, საჭირო რაოდენობისა და სასურველი ფასის აუცილებელი
ტურისტული პროდუქტი (საქონელი ან მომსახურება).
პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოებისათვის საჭიროა საგულდაგულო
მომზადება. აუცილებელია გაანალიზო:
1. ხელშეკრულებების საფუძვლიანობა – რა გჭირდებათ პარტნიორებისგან? რა
მოცულობით? რა პერიოდში? რა გსურთ დამატებით პარტნიორისაგან? ფასების რა
დონეა საქონელზე და მომსახურებაზე მასთან და ბაზარზე? დიფერენცირებულია თუ
არა მოთხოვნები?
2. შესაძლებელი გადაწყვეტილებების მიღების გზები – უნდა იცოდე,
კონკრეტულად ვინ და რას აკეთებს და რა დროში? გადაწყვეტილების ერთი სტადია
როგორ გადადის მეორეში? მომზადების რა ხარისხში იმყოფება ხელშეკრულების
დადების საშუალებები? ვინ ამზადებს ხელშეკრულების პროექტს და ჯგუფების
შემოსვლის განრიგს? როგორ განიხილება დამატებითი მომსახურების საკითხები?
მაშინვე ჩაერთვება ისინი ხელშეკრულებაში თუ არა? პირობები შეიტანება
ხელშეკრულების ტექსტში, ხოლო მოლაპარაკებების პროცესში ან გამოირიცხება ან
დაემატება.
3. თქვენი პარტნიორის “პორტრეტი” ხელშეკრულების მიხედვით, რამდენად
განსხვავდება პარტნიორის მიზანი თქვენი მიზნისაგან? რომელ პარამეტრებს
(მომსახურების დონე, ვადა, მომსახურების ნაკრები) დაეყრდნობა პარტნიორის
სტრატეგია? და სხვა.
მოცემული რეკომენდაციის გამოყენებით, მოლაპარაკებების დაწყების წინ
სასარგებლოა შედგეს მათი წარმოების გეგმა.
ნებისმიერ მოლაპარაკებებზე საჭიროა არა მარტო სტრატეგიული მიდგომა,
არამედ ფსიქოლოგიური განწყობაც.
ნებისმიერი ხელშეკრულება ითვლება იურიდიულ ფაქტად და დოკუმენტად,
ამისათვის ხელშეკრულების დადების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს
ურთიერთობის ყველა შესაძლებელი ვარიანტი, ასევე ფორს-მაჟორული მდგომარეობა,
მატერიალური და ფინანსური პასუხისმგებლობა, მოქმედების ვადები და სხვა.
ყველაფერი ეს ფიქსირებული უნდა იყოს წერილობითი დოკუმენტის სახით
(ხელშეკრულება, კონტრაქტი) დამტკიცებული ფირმის ხელმძღვანელთა ხელმოწერითა
და ბეჭდით. ხელშეკრულებისათვის აუცილებლად უნდა მომზადდეს ჯგუფების
სასტუმროში შესვლის განრიგი, ტრანსპორტის გამოყოფა და სხვა, რიცხვების, ვადებისა
და ტურისტების რაოდენობის მითითებით, ასევე კალკულაციები და ტარიფები
მომსახურების დონეებისა და კატეგორიების მიხედვით. ამის შემდეგ როგორც
დადგინდება, კაცთა რაოდენობა ჯგუფში და მათი შესვლის თარიღი, სასტუმროებთან,
ავიახაზებთან და სხვა მომსახურების მიმწოდებლებთან დგება ხელშეკრულებებისა და
კონტრაქტების ხელმოწერის სტადია.
კონტრაქტი (ხელშეკრულება) აუცილებელია მხარეების მოვალეობებისა და
პასუხისმგებლობის დარეგულირებისათვის.
საკონტრაქტო-სახელშეკრულებო ურთიერთობები ტურიზმში რეგულირდება
საერთაშორისო და ეროვნული სამოქალაქო სამართლის ნორმებით.
ტურისტული მომსახურებით ვაჭრობის პრაქტიკაში ტუროპერატორები იყოფა
გამგზავნ (ინიციატივიანი, საზღვარგარეთის ტურის ორგანიზატორი) და მიმღებ
(რეცეპტიული) ტუროპერატორებად. ინიციატივიანი ტუროპერატორი ყოველთვის არ
გადის პირდაპირ მომსახურების მიმწოდებლებზე, ის დებს ხელშეკრულებას მიმღებ
ტუროპერატორთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მთელ კომპლექსს
მიღების დროს.
ხელშეკრულებები მომსახურების მიმწოდებელთან იდება ტიპიური
ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ტურისტების მომსახურების
საკითხებს და პარტნიორების ურთიერთობებს (მომსახურების მიმწოდებლის და
ტუროპერატორის).
პარტნიორების ყველა ურთიერთობა მომსახურების მიმწოდებლებთან
ტურისტების მომსახურებაზე ტურის მარშრუტზე ფორმდება წერილობითი
ხელშეკრულებით (კონტრაქტებით). მათ შეიძლება ჰქონდეთ ყიდვა-გაყიდვის
ხელშეკრულების ან კომისიის ხელშეკრულების ან გაცვლის ხელშეკრულების
(ტურისტული ჯგუფების უვალუტო გაცვლის დროს) ტიპიური ფორმა.
ხელშეკრულების ძირითადი დებულებები მომსახურების მიმწოდებელთან
ტიპიური ხელშეკრულებების დებულებების ანალოგიურია: ხელშეკრულების საგანი,
ძირითადი პირობები, მომსახურების მიმწოდებლის უფლება და მოვალეობა,
ტუროპერატორის უფლება და მოვალეობა, მხარეთა პასუხისმგებლობა, ფორმალური
ვითარება, პარტნიორების იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები.
ხელშეკრულება გაფორმებულად ითვლება, მაშინ როდესაც მხარეებს შორის
სათანადო ფორმით მიღწეულია შეთანხმება მისი ყველა არსებითი პირობებით.
საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება “საერთაშორისო სასტუმრო კონვენცია”,
რომელიც ითვლება კოდექსად სასტუმროებს, ტურაგენტებს (ტუროპერატორებს) შორის
და გამოიყენება სასტუმროების კონტრაქტების გაფორმების დროს.
კოდექსი ავალდებულებს სასტუმროს მისცეს ინფორმაცია მისი კატეგორიის და
განლაგების შესახებ, ასევე მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით. ინფორმაციაში
განსაზღვრულია, რომ ტურაგენტს არა აქვს უფლება დააწესოს ფასები თავის
კლიენტისათვის მასზე მეტი, რომლებიც დადგენილია კომისიის ხელშეკრულების მიერ.
ეს ეხება ტუროპერატორსაც, რომელიც მუშაობს სასტუმროსთან ამავე პირობებზე.
ამასთან ერთად ტურაგენტმა, ტუროპერატორმა და სასტუმრომ არ უნდა გაამხილოს
ფასი, რომელიც შეთანხმებულია კონტრაქტში.
ურთიერთობა სასტუმროებთან ძირითადში განისაზღვრება შემდეგი
შეთანხმებით:
 ხელშეკრულება ადგილების კვოტის შესახებ 30-80%-ით შევსების გარანტიით. ამ
ხელშეკრულებით ფირმა იღებს დაბალ ფასებს სასტუმრო ადგილებზე ვიდრე
ტარიფით არის განსაზღვრული;
 ხელშეკრულება ადგილების კვოტის შესახებ შევსების გარანტიის გარეშე,
გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვეულებრივი ტარიფით;
 ხელშეკრულება ადგილების მტკიცე შესყიდვაზე მთლიანი გადახდით. ამ
პირობებში მოქმედებს დაბალი ფასები, ვიდრე ტარიფით არის განსაზღვრული;
 ხელშეკრულების მიმდინარე დაჯავშნის შესახებ. ამ ხელშეკრულების დროს
სასტუმრო ადგილებზე მოქმედებს ტარიფით განსაზღვრული ფასები.
ხელშეკრულებების ნებისმიერი ვარიანტის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს
შემდეგი პირობები:
 ნომრებისა და დაჯავშნის ღირებულება;
 ნომრების ტიპი და მათი აუცილებელი რიცხვი;
 მომსახურების (სეზონი) ხანგრძლივობა;
 თავისუფალი პერიოდი;
 ტურისტების შესვლის განრიგი;
 ერთჯერადი მომსახურების ვადა და ხანგრძლივობა;
 მომსახურების ნაკრები;
 კვების ორგანიზაციის ფორმა და რიცხვი (პანსიონი) კვების მიცემის
ვარიანტები რესტორანში (სასაუზმე, ნახევრადპანსიონი, მთლიანი პანსიონი,
შვედური სუფრა და სხვა);
 ტურისტების კვებითი მომსახურების დრო;
 დასვენების სპეციალური პირობები;
 პერსონალისათვის აუცილებელი სასუბრო ენა;
 ტურისტების შესვლის ვადის დადასტურება;
 ტურისტების შესვლის ვადის მოხსნა საჯარიმო სანქციების გარეშე;
 საჯარიმო სანქციები;
 შეღავათები დიდ შესვლაზე ან მუდმივ დატვირთვაზე;
 მატერიალური პასუხისმგებლობა შესვლების ჩაშლაზე ან სტუმრების არ
მიღების შემთხვევაში;
 სხვა სპეციფიკური საკითხები.
ხელშეკრულება კვების საწარმოსთან იმ შემთხვევაში თუ კვების ობიექტი არ
შედის ტურისტების განთავსებების საშუალებებში, მარშრუტებზე და თემატურ
ტურებზე (კვების გარეშე). ასეთ ხელშეკრულებაში ასახული უნდა იყოს:
 ტურისტების რაოდენობა;
 დაკვეთების რეგულარულობა და სიდიდე;
 კვების სახე (შვედური სუფრა და სხვა);
 მენიუს სავარაუდო ვარიანტები;
 სავარაუდო ფასები კვების სხვადასხვა რაციონზე;
 შეღავათები კლიენტების დიდ რიცხვზე ან კლიენტურით მუდმივ
უზრუნველყოფაზე;
 განაცხადის მიწოდების ვადა კვებაზე;
 დაკვეთის მოხსნის ზღვრული ვადა საჯარიმო სანქციების გარეშე;
 მატერიალური პასუხისმგებლობა კვების ჩაშლის შესახებ ამა თუ იმ მხარის
მიერ.
სატრასნპორტო საშუალებების ეკიპაჟთან ერთად არენდის ხელშეკრულების
დროს, სატრანსპორტო საწარმოო ტურისტულ ფირმას აძლევს ავტობუსს დროებით
მფლობელობაში და თავისი ძალებით დახმარებას უწევს მისი მართვისა და ტექნიკური
ექსპლუატაციისათვის.
ავტობუსის მძღოლები (კვალიფიკაცია) უნდა პასუხობდეს ხელშეკრულების
წესებსა და მოთხოვნებს, ისინი ითვლებიან სატრანსპორტო საწარმოს მუშაკებად და
მართვისა და ტექნიკური ექსპლოატაციის საკითხებში ემორჩილება მათ, ხოლო
ავტობუსის კომერციული ექსპლუატაციის საკითხებში ტურისტულ ფირმას, როგორც
წესი მძღოლების მომსახურების და შენახვის ხარჯებს იხდის სატრანსპორტო საწარმო.
საზღვარგარეთის გასვლების ორგანიზაციის დროს აუცილებელია სპეციალური
დაზღვევა და დაზღვევა ზარალზე, რომელიც მიყენებულია მესამე პირზე.
სატრანსპორტო საწარმოსთან ხელშეკრულების დროს საჭიროა შეთანხმდეს ასეთი
დაზღვევის აუცილებელი ჩამონათვალი ავტობუსზე.
ტურისული ფირმა ჩვეულებისამებრ გზაში ეწევა საწვავის, საგზაო და
გასაჩერებელი ადგილების ხარჯებს.
ამის გარდა ხელშეკრულებაში აუცილებელია შეთანხმებული იყოს შემდეგი:
 ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარკები, რომლებიც გამოყოფილია
ტურისტებისათვის;
 ფასები და ტარიფები;
 ავტოტრანსპორტის მუშაობის ვადები და განრიგები;
 მარშრუტები, რომლებზეც გამოყენებული იქნება ავტოტრანსპორტი;
 ავტოტრანსპორტის გამოყოფაზე განაცხადის შეტანის ვადა;
 განაცხადზე უარის თქმის ვადა საჯარიმო სანქციების გარეშე;
 სატრანსპორტო საწარმოს მატერიალური პასუხისმგებლობა ტურისტების
მომსახურებისათვის, ავტოტრანსპორტის მიწოდების ჩაშლაზე;
 ავტოტრანსპორტის ლოდინის მაქსიმალური ვადა ტურისტების დაგვიანების
დროს;
 ტურისტების ლოდინის მაქსიმალური ვადა ავტოტრანსპორტის დაგვიანების
დროს;
 ტურისტების, გიდების, ექსკურსიამძღოლების ძირითადი უფლება და
მოვალეობა მომსახურებისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების
გამოყენების დროს;
 ფასდაკლება და შეღავათები.
საერთაშორისო ტურიზმში მიიღება ზომები ტურისტების უსაფრთხოების
უზურუნველსაყოფად. სატრანსპორტო (ავტობუსები) ტურებზე და მომსახურების
სტანდარტების უზრუნველყოფისათვის. ბევრ ქვეყანაში შემოღებულია ტურისტებისა
და ექსკურსანტების ავტობუსებით გადაყვანის ლიცენზირება.
ხელშეკრულება ავიაკომპანიასთან შეიძლება იყოს 3 სახის:
ა) ხელშეკრულება ადგილების კვოტაზე რეგულარულ ავიარეისებზე;
ბ) სააგენტო შეთანხმება;
გ) ჩარტერი (თვითმფრინავის არენდა).
ადგილების კვოტა შეიძლება იყოს მაგარი და რბილი, მაგარი ადგილების,
კვოტის დროს მთელი პასუხისმგებლობა გაუყიდავი ადგილების გამო ეკისრება
ტურისტულ ფირმას, რბილი ადგილების კვოტისას დგინდება ტურისტული ფირმის
მხრიდან შესაძლებელი უარის თქმის დრო კვოტაზე მთლიანად ან ნაწილობრივ,
ტურისტული საგზურების გაუყიდაობის გამო.
ხელშეკრულება რეგულარულ ავიარეისებზე ადგილების კვოტაზე შეიცავს:
 ტურების ფუნქციონირების განრიგს ორივე მიმართულებით დანიშნულების
ადგილის მითითებით;
 ტურისტების რიცხვის მითითებით ყოველ ჯგუფში (ადგილების კვოტა);
 განაცხადისა და ავიაბილეთების გამოსყიდვის ვადის მიწოდება;
 ბილეთებზე დაკვეთების მოხსნის ვადა ჯარიმების გარეშე (რბილი ბლოკი);
 ბილეთების ტარიფის სახეები, შეღავათიანი ტარიფები;
 შეღავათები და ფასდაკლება ადგილების კვოტაზე;
 გამოსყიდული ბილეთების დაბრუნების წესი და ვადა, მატერიალური
პასუხისმგებლობა დაბრუნების ვადები გამომდინარე (რბილი ბლოკი).
ზოგიერთი ავიაკომპანიები თავის აგენტებად თვლიან ყველა ტურისტულ
ფირმას, რომლებთანაც მათ აქვთ ხელშეკრულება, ადგილების კვოტაზე, მაგრამ
სააგენტო ხელშეკრულება სუფთა სახით – ეს არის სამუშაო ავიაბილეთების გაყიდვაზე,
ე.ი. როცა ტურისტულ ფირმას აქვს შესაძლებლობა გამოვიდეს ავიაკომპანიის
ბილეთების გამყიდველი სააგენტოს როლში, რაც აადვილებს და აჩქარებს სამგზავრო
დოკუმენტების დაჯავშნისა და გაფორმების პროცედურას. ტურისტული ფირმა
თვითონ გამოდის ავიაბილეთების გაყიდვის სალაროს როლში ე.ი. თვითონ იწერს
ბილეთებს აქვს შესაბამისი კომპიუტერულ პროგრამაზე წვდომა და მოცემული
ავიაკომპანიის დაჯავშნის ქსელში მონაწილეობის უფლება.
ტურისტული ფირმა ავიაკომპანიასთან სააგენტო შეთანხმებით ათანხმებს
შემდეგ მომენტებს:
 ვინ და რა პირობებით უზრუნველყოფს მოწყობილობების ჩამონათვალს
ავიაბილეთების და მათი ბლანკების გაფორმებისათვის;
 კადრების მომზადების საკითხები ამ მოწყობილობების მომსახურებისათვის;
 გაყიდვის მოცულობა;
 შესაძლებელი გაყიდვის საზღვრები (რეგიონალური ან მომხმარებელთა
სეგმენტის მიხედვით);
 ვისი ფასით იყიდება ავიაბილეთები – ავიაკომპანიის თუ ტურისტული
სააგენტოს ფასით (უფრო ხშირად ავიაკომპანიის ფასით);
 ავიაბილეთების ფასები და ტარიფები;
 ავიაბილეთების გადახდის პირობები;
 წინასწარი გადახდა თუ გადახდა გაყიდვის სიდიდის მიხედვით;
 კომისიური გასამრჯელოს სიდიდე ავიაბილეთების გაყიდვისათვის (9%-მდე
გაყიდული ტარიფიდან);
 ავიაკომპანიისთვის ანგარიშების ჩაბარების ვადა და რეგულარულობა, მათი
ფორმა და აუცილებელი დოკუმენტაციის დანართები;
 საბანკო გარანტიების სიდიდე ავიაკომპანიების სასარგებლოდ.
ჩარტერი (თვითმფრინავის არენდა) ჩარტერული ავიაგადაზიდვების
ორგანიზაციის დროს დამკვეთი და ავიაკომპანია განსაზღვრავენ მარშრუტს, ათანხმებენ
მხარეთა ვალდებულებებს. არკვევენ საარენდო ხელშეკრულების შესაბამისობას
საერთაშორისო წესებთან და განსაზღვრავენ რეისის ღირებულებას, რომელიც
ჩართულია თვითმფრინავის არენდაში, საწვავის ხარჯს, ეკიპაჟის ხარჯს, აეროპორტში
მომსახურებას.
შემდეგ ფორმდება სპეციალური ჩარტერული ხელშეკრულება, რომელშიც
შეთანხმებულია:
 თვითმფრინავის სახე;
 ადგილების რაოდენობა, რომლებიც ექვემდებარება გაყიდვას;
 თვითმფრინავის არენდის ღირებულება;
 მარშრუტი გაფრენისა და მიღების აეროპორტების ჩვენებით;
 ხელშეკრულების მოქმედების ვადა (სეზონი, წელი);
 ავიარეისების განხორციელების რეგულარულობა;
 ავიარეისების მოხსნის (გაუქმების) ზღვრული ვადა და შესაბამისი სანქციები.
ჩარტერის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს ერთ-ერთ მთავარ პირობად
ითვლება თანხის წინასწარი გადახდა.
სტანდარტული სარკინიგზო ტურები შეიძლება პირობითად დაიყოს 3
კატეგორიად: ერთდღიანი, ხანმოკლე (2-3 დღე-ღამე), მრავალდღიანი (5 დღე და მეტი).
ერთდღიანი ტურები იწყება დილით და მთავრდება იმავე დღის საღამოს. გზაში
ტურისტებს ემსახურებიან ვაგონრესტორნებში, მათ შეუძლიათ ნახონ სხვადასხვა
ღონისძიებები. ტურისტები მიჰყავთ განსაზღვრულ ადგილამდე, სადაც მათთვის
მომზადებულია სპეციალური საექსკურსიო და დასვენების პროგრამები.
ხანმოკლე ტურების დროს ტურისტები ცხოვრობენ ცალკე კუპეებში.
მატარებლები ძირითადში ღამით არიან გზაში. დღისით ტურისტები მონაწილეობენ
დაგეგმილ საექსკურსიო და სხვა ღონისძიებებში.
მრავალდღიანი ტურები გულდასმით არის მოფიქრებული. მარშრუტისა და
საექსკურსიო პროგრამების მიხედვით ტურისტები ხშირად არიან გზაში დღისით, როცა
მათ თვალწინ ჩნდება საინტერესო სანახაობები და ლანდშაფტები. ცალკეულ
შემთხვევებში გათვალისწინებულია მოკლეხნიანი “მწვანე გაჩერებები” უშუალოდ
ტყეში ან მთებში, ზღვის ან ტბის ნაპირზე.
ტურისტულ მატარებლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძახიან სასტუმროებს
ბორბლებზე. ტურისტები ცხოვრობენ სხვადასხვა კატეგორიის კუპეებში. ტურისტული
მატარებლის შემადგენლობაში შედის რამდენიმე ვაგონ-რესტორანი, ვაგონ-სალონი
(ბიბლიოთეკა, თამაშების, მოლაპარაკებებისა და დასვენებისათვის) საკონფერენციო
ვაგონი, ასევე ბავშვთა ვაგონი ან მოძრავი თამაშების ვაგონი.
სპეციალურ ტურისტულ-საექსკურსიო მატარებლის არენდის ხელშეკრულებაში
ჩართულია შემდეგი საკითხები:
 არენდის;
 მატარებლის მარშრუტი გაჩერების ყველა პუნქტების მითითებით;
 ვაგონებისა და ვაგონ-რესტორნების არენდის ღირებულება;
 მოგზაურობის ვადა მარშრუტის ყოველ პუნქტში გაჩერების რიცხვისა და
ხანგრძლივობის მითითებით;
 ვაგონებისა და მათში ადგილების რაოდენობა, ვაგონების არენდის
ღირებულება;
 ვაგონ-რესტორნების რიცხვი;
 საძინებელი თეთრეულის გამოცვლის რიცხვი 1 კაცზე;
 მარშრუტის მანძილი (კილომეტრაჟი) და მგზავრობის ღირებულება;
 მოგზაურობაზე უარის თქმის ვადა (არაუგვიანეს 20 დღისა გამგზავრებამდე);
 მომსახურება მატარებელში (ჩაი, საუზმე კუპეში და სხვა);
ტუროპერატორს თუ არ აქვს საკუთარი საექსკურსიო განყოფილება,
ხელშეკრულება საექსკურსიო ფირმასთან შეიცავს შემდეგ პუნქტებს:
 ექსკურსიის დასახელება, ხანგრძლივობა, მათზე გადაადგილების წესი
(ავტობუსით, ფეხით, თბომავლით და სხვა);
 განცხადების მიწოდების ვადა ექსკურსიის ჩატარებაზე;
 განცხადების გაუქმების ვადა;
 ფასები ექსკურსიებზე;
 ექსკურსანტების რაოდენობა ჯგუფში ყოველ ექსკურსიაზე;
 მატერიალური პასუხისმგებლობა ექსკურსიის ჩაშლისათვის (საექსკურსიო
ფირმის ან ტუროპერატორის მიზეზით);
ხელშეკრულება მუზეუმებთან შეიცავს:
 ექსკურსიები, ვარიანტი და მათი თემატიკა;
 ჯგუფში ექსკურსანტების რაოდენობა;
 ფასები ექსკურსიებზე (დიფერენცირებული – ჯგუფური და
ინდივიდუალური, ასაკის მიხედვით და სხვა);
 შეღავათები მუზეუმების ჯგუფური ნახვის დროს;
 განაცხადების გაუქმების ვადა;
 მატერიალური პასუხისმგებლობა სამუზეუმო ექსკურსიის ჩაშლაზე ერთ-
ერთი პარტნიორის მიზეზით.
დიდი მნიშვნელობა აქვს დამატებით მომსახურებას, რომელიც არ შედის ტურის
პაკეტში. ისინი ეძლევა ტურისტებს ადგილზე დამატებითი გადახდის მიხედვით, ეს
არის სპეციფიკური ექსკურსიები, შოუ, საზღვაო, სამთო ან სამდინარო გასეირნება,
აკვაპარკების, ეროვნული პარკების და ნაკრძალების დათვალიერება, ნადირობა,
თევზაობა და სხვა მრავალი. აღნიშნული მომსახურების ორგანიზაციებთან ფორმდება
ცალკეული ხელშეკრულებები ტურისტების უზრუნველყოფის მიზნით და ბილეთებზე
შეღავათების მისაღებად ჯგუფური ნახვის დროს.
რეცეპტიული ტუროპერატორები ხშირად მუშაობენ თავის ქვეყანაში მიღებაზე
და აფორმებენ ხელშეკრულებებს სამამულო მომსახურების მიმწოდებლებთან.
ინიციატივიანი ტუროპერატორები ხშირად მუშაობენ არა პირდაპირ საზღვარგარეთის
და რეგიონალური მომსახურების მიმწოდებლებთან, არამედ ადგილობრივი
რეცეპტიული ტუროპერატორების შუამავლობით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ
შეეძლოთ პირდაპირი კავშირი მომსახურების მიმწოდებლებთან, შუამავლების გარეშე.
ასეთი შემთხვევები გვხვდება ტურისტულ ბაზარზე დიდ კომპანიებს შორის.
ინიციატივიანი და რეცეპტიული ტუროპერატორების სახელშეკრულებო საქმიანობა
მომსახურების მიმწოდებლებთან თითქმის არ არის განსხვავებული, თუმცა
თავისებურებები გააჩნია ზოგიერთ საზღვარგარეთის ქვეყანაში.
საკონტროლო შეკითხვები
1. რომელი ორგანიზაციები და საწარმოები მონაწილეობენ ტურზე ტურისტის
მომსახურებაში?
2. რომელ მომენტებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება მომსახურების მიმწოდებლების
შერჩევის დროს?
3. რა პასუხისმგებლობას ატარებს ტუროპერატორი ტურის მარშრუტზე?
4. როგორ ფორმდება ურთიერთობები პარტნიორებთან – მომსახურების
მიმწოდებლებთან?
5. რომელ განყოფილებებს შეიცავს სახელშეკრულებო გეგმა? რაზე არის დამოკიდებული
ტუროპერატორის სახელშეკრულებო გეგმა?
6. მოიყვანეთ ახალი საზაფხულო ტუროპერეიტინგის პროგრამის ტიპიური დროებითი
სკალა.
7. როგორ უნდა მოემზადო სახელშეკრულებო კომპანიისათვის?
8. რას წარმოადგენს ხელშეკრულება და როგორ ფორმდება ის?
9. დაასახელეთ ტუროპერატორის მომსახურების მიმწოდებელთან ხელშეკრულების
აუცილებელი დანართები.
10. რისთვის არის საჭირო ხელშეკრულება მომსახურების მიმწოდებელთან?
11. დაასახელეთ ხელშეკრულების ძირითადი დებულებები მომსახურების
მიმწოდებელთან და ტიპიური ხელშეკრულების დებულება.
12. დაასახელეთ ხელშეკრულების სახეები სასტუმროებთან და მათი შემადგენლობა.
13. დაასახელეთ ხელშეკრულების სახე ავიაკომპანიასთან და მათი სპეციფიკა.
14. რა საკითხები უნდა იყოს გათვალისწინებული ხელშეკრულებაში ავტოსატრანსპორტო
საწარმოსთან?
15. დაასახელეთ სტანდარტული სარკინიგზო ტურები. რას შეიცავს ხელშეკრულება
სპეციალური ტურისტულ-საექსკურსიო მატარებლის არენდაზე?

You might also like