Professional Documents
Culture Documents
1)
I თემა
მასპინძლობის ინდუსტრია
1
უზრუნველსაყოფად დაჯავშნის, დახვედრის, დახმარებისა და სხვა სერვისების
შეთავაზების მიზნით იქმნება არაერთი სამუშაო ადგილი.
მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროს უმნიშვნელოვანესი ნაწილია სარესტორნო
საქმე. მიუხედავად იმისა, რომ შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილება ადამიანის ერთ-
ერთი უმთავრესი და პირველადი ბიოლოგიური მოთხოვნილებაა, რესტორნის
პერსონალს კლიენტების სხვა სურვილებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაც
უწევს: სოციალიზაციიდან დაწყებული და გართობით დამთავრებული. რაც თავის
მხრივ მრავალფეროვან სამუშაო ადგილებსა და პერსონალს მოითხოვს: საკვების
მომწოდებლებს, ბარმენებს, მეტროდოტელებს, მიმტანებს, მენეჯერებს, შეფ-
მზარეულებსა და ა.შ.
სურსათით მომსახურება ხორციელდება ავიახაზების, თავდაცვის ძალების,
სკოლების, კოლეჯების, უნივერსიტეტების, ჯანდაცვის ორგანიზაციებისა და ბიზნესის
ინდუსტრიისათვის. მსგავსი ტიპის მომსახურების მისია ორმაგი გამოწვევის
დაკმაყოფილებაა - ტურიზმის ინდუსტრიაში კმაყოფილი უნდა დარჩეს კლიენტიც და
მისი სტუმარიც. ეს კი ამ სფეროს თანამშრომლებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას
აკისრებს. რეისის დროს მგზავრებისთვის მირთმეული საჭმლის ხარისხზე
მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული გაუწევს თუ არა იგი ავიაკომპანიას რეკომენდაციას
სხვებთან და ისარგებლებს თუ არა კლიენტი მეორეჯერ იმავე ავიახაზების
მომსახურებით.
ტურიზმის ინდუსტრიაში საჭმლის მსგავსად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია
სასმელსაც. სასმელი პროდუქტებით მომსახურება დიდი ხანია გასცდა მხოლოდ
სასმელი წყლის მიწოდების და ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების
საზღვრებს. რივიერაზე მორთმეულ ცივ ჩაისაც და ბოსტონურ ქორწილში ჩამოსხმულ
შამპანურსაც ერთნაირად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების მოთხოვნილებების
დაკმაყოფილების საქმეში.
2
მასპინძლობა და ტურიზმი, მასპინძლობის ინდუსტრიის მახასიათებლები -
3
შოუში მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიების კულმინაციას „წარმატების აღნიშვნის“
დღე წარმოადგენს თავისი ფორუმებით, სემინარებითა და დაჯილდოების
ცერემონიალისათვის მიძღვნილი ბანკეტით, რომელსაც სტუდენტებთან ერთად
ინდუსტრიის ლიდერებიც ესწრებიან. ღონისძიების გენერალური სპონსორი,
ინდუსტრიის სხვა წარმატებულ ბრენდებთან ერთად „კოკა-კოლა“ გახლავთ,
სტუდენტები კი თავიანთ ოცნებებს და სურვილებს ამისთვის საგანგებოდ მომზადებულ
დიდი ზომის ბანერებზე წერენ: „განათლება ყველასათვის“, „ვიყო საუკეთესო“, „6
წელიწადში გავხსნა ჯაზ-კაფეების ქსელი“ და ა.შ.
4
ალბრეჰტის ბესტ-სელერის „მომსახურება ამერიკაში“-ს წინაიტყვაობაში დაწერა, რომ
„მერიოტის“ ფილოსოფია მისი ოჯახის უმთავრესი ფასეულობიდან გამომდინარეობს.
მერიოტები თაობიდან თაობას გადასცემდნენ, რომ ბიზნესში უმთავრესი ადამიანია - „
კარგად იზრუნე „მერიოტის“ პერსონალზე და ისინიც კარგად იზრუნებენ სტუმრებზე“.
„მერიოტის“ უმთავრესი მიზანია რომ საკუთარი სახლიდან შორს მყოფმა
ადამიანებმა თავი მეგობრულ და კომფორტულ გარემოში იგრძნონ.
კორპორაციული კულტურა. კორპორაციული კულტურა კომპანიის ზოგად
სტილსა და იერსახეს გამოხატავს და იგი გვიჩვენებს პერსონალის დამოკიდებულებას
ერთმანეთთან და სამუშაოსთან. კორპორაციული კულტურა შეგვიძლია შემდეგი
სიტყვებით გამოვხატოთ: „ჩვენ აი, ასე ვაკეთებთ საქმეს“. ყველა დიდ კორპორაციას
თავისი გამოკვეთილი კულტურა აქვს.
მისიის განსაზღვრა. ეს არის განაცხადი კომპანიის ძირითადი მიზნის,
ფასეულობებისა და სტრატეგიის შესახებ. სწორად განსაზღვრული მისია შემდეგ
შეკითხვას პაუხობს: „რომელი ბიზნესის ნაწილი ვართ?“.
კიდევ უფრო მარტივია სასტუმროს მისიის განსაზღვრა: „გააოცე სტუმარი“
მიზანი. მიზანი გვიჩვენებს რისი მიღწევა სურს კომპანიის თითოეულ
დეპარტამენტს. მაგალითად, სასტუმროს მიზანი შეიძლება იყოს გახდეს ინდუსტრიის
ლიდერი საშუალო დღიური ტარიფის მიხედვით.
5
სტრატეგია/ტაქტიკა. სტრატეგია და ტაქტიკა მიზნის მიღწევისთვის
აუცილებელი მოქმედებებია. სტრატეგია განსაზღვრავს სასურველი მიზნის მისაღწევად
აუცილებელ მოქმედებებს.
6
ერთ-ერთმა ამერიკულმა ჟურნალმა ამერიკის ექვსი ყველაზე „უხეში“ რესტორნის
სია გამოაქვეყნა და ამ თემისადმი მიძღვნილ სტატიაში სტუმრებისთვის ყველაზე
მეტად ნერვების მომშლელი შემდეგი მიზეზები მოიყვანა:
გადაჭედილი რესტორნები;
საუკეთესო მაგიდების გამორჩეული სტუმრებისთვის შენახვა;
მეტროდოტელი, რომელიც მაგიდას ამატებს კარგი ქრთამის სანაცვლოდ;
უხეში მომსახურება.
7
4. „მაღლი ტექნოლოგიების“ ცნების „მაღალი ტაქტის“ ცნებით ჩანაცვლება;
5. ცვლილებები უკეთესობისაკენ.
8
სტუმარის ბართან თავისუფალ სკამს ვერ პოულობს და ცდილობს ბარმენის
ყურადღების მიქცევას;
სტუმარს მაგიდასთან უხმობენ;
სტუმარი ჯდება მაგიდასთან;
მიმტანი იღებს შეკვეთას და ა.შ.
თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დღეში რამდენი ასეთი ჭეშმარიტების
მომენტი იქმნება სტუმართან ურთიერთობისას.
9
ასისტენტ-დირექტორად დაინიშნა, სამი წლის შემდეგ კი ვაშინგტონის „ომნი
შორემის“ საკვებისა და სამელის დირექტორად გადავიდა. 1976-1994 წლებში „ომნის“
სასტუმროებში სხვადასხვა პოზიციებზე წარმატებულად შესრულებული
სამუშაოსათვის 1993 წელს სან დიეგოში სასტუმროების წლის ადამიანის ოქროს
გასაღებით დააჯიდლოვეს.
ლუის ბარიოსი ამჟამად სან დიეგოს სასტუმროებისა და მოტელების
ასოციაციის პრეზიდენტი, კალიფორნიის სატუმროებისა და მოტელების ასოციაციის
დირექტორთა საბჭოს წევრი, კალიფორნიის სასტუმროებისა და მოტელების
ასოციაციის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე და სან დიეგოს ყრილობისა და
ვიზიტორთა ბიუროს მარკეტინგის კომიტეტის წევრი გახლავთ და იგი მასპინძლობის
ინდუსტრიის მომავალ პროფესიონალებს შემდეგი სიტყვებით მიმართავს:
„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მასპინძლობის ამაღელვებელ სამყაროში!
თავბრუდამხვევ, საინტერესო და შემოქმედებით საქმიანობაში. ეს არის სფერო,
რომელიც მიზნის მიღწევისთვის აუცილებელ უამრავ პროფესიას მოიცავს.
ჩვენი ბიზნესი კარგად ორგანიზებული დისციპლინაა, რომელიც პროფესიული
ზრდის უნიკალურ შესაძლებლობას გთავაზობთ. სადაც არ უნდა მოღვაწეობდეთ -
საბუღალტრო აღრიცხვაში, მარკეტინგში, ადამიანურ რესურსებსა თუ საინჟინრო
საქმეში, სიამოვნებას მიიღებთ მსოფლიოს ყველა კუთხის, სხვადახსვა ტრადიციებისა
და განსხვავებული მოლოდინის მქონე ადამიანებთან ურთიერთობისგან.
სასტუმრო ინდუტრიის უმნიშვნელოვანესი საკითხია სტუმრის
მოთხოვნილებების ცოდნა, ამ მოთხოვნებზე პოზიტიური რეაგირება და ხარისხიანი
პროდუქტი.“
10
კორპორაციული პროფილი
რიც-კარლტონის სასტუმროების კომპანია
11
მსგავსი მომსახურების მისაღწევად კომპანია უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს
პერსონალის წვრთნასა და მომზადებას. კომპანიაში სამუშაოდ აყვანას წინ სამუშაო
ადგილზე სტაჟირების დამატებითი ასი საათი, გარეგნობისა და ყოფა-ქცევის
სისტემატიური შემოწმება და ხარისხი კონტროლი უსწრებს. კარგად შესრულებული
სამუშაო კი კომპანიის მხრიდან სრულად ანაზღაურებული დასვენებითა და სხვა
წამახალისებელი ჯილდოებით აღინიშნება. „რიც-კარლტონის“ რიგითი
თანამშრომლებისადმი გამოვლენილი ნდობა კი ყველაზე კარგად მათთვის
მინიჭებულ უფლებაში ვლინდება: სტუმრის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად
თავისი შეხედულებისამებრ თავისუფლად განკარგოს 2 ათასი დოლარის ოდენობის
თანხა სატუმროს ბიუჯეტიდან. როგორც ბატონი შულცი ამბობს, ნებისმიერ თანხაზე
უფრო მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომელი თავს კომპანიის ნაწილად გრძნობდეს.
12