You are on page 1of 7

რეფერატი

ჯგუფის წევრები:
 ნინი კაკულია
 მარიამ ჭანკოტაძე
 მარიამ აბელაშვილი

ბრენდინგი

ლექტორი:მარი დათიშვილი
რონიკო

კომპანიის შესახებ

ოპტიკური კომპანია „რონიკო“ 1995 წელს დაარსდა და 25 წელზე მეტია ადგილობრივი


ოპტიკური ბაზრის ლიდერია! ამ ხნის მანძილზე ის მომხმარებლის კეთილგანწყობითა და
ნდობით სარგებლობს. 1995 წლიდან დაწყებული საქმე სტაბილურად იზრდება და
ვითარდება. 22 ოპტიკური სალონით წარმოდგენილი ყველაზე ფართო ქსელი;
პროდუქციის ყველაზე დიდი არჩევანი; თანამედროვე ოფთალმოლოგიური კაბინეტები და
მაღალპროფესიული დონის მომსახურება – სწორედ ეს გახლავთ, „რონიკოს“
გამორჩეულობის ნიშანი.

კომპანია თავის უმნიშვნელოვანეს მისიად მიიჩნევს მომხმარებლებისთვის ოპტიკური


ინდუსტრიის სიახლეებისა და მიღწევების შეთავაზებას, რაც მათ ეხმარება გაიუმჯობესონ
მხედველობა, შეარჩიონ მზისგან დამცავი შესაფერისი სათვალე. კომპანიის სლოგანიც
სწორედ ეს არის: „რონიკოსთან ერთად უკეთესად ხედავთ და შესანიშნავად გამოიყურებით!“

ბრენდის პოზიციონირებას, რაც შეეხება რონიკო ბაზარზე პოზიციონირებას ახდენს,


პროდუქციის ხარისხის და მაღალი ხარისხის მომსახურეობის საფუძველზე. „რონიკოს“
პორტფოლიო მუდმივად განახლებადია საერთაშორისო პოპულარობის მქონე ლუქს-
კატეგორიის მზისა და ოპტიკური ჩარჩოების უახლესი კოლექციებით. უმსხვილეს
საერთაშორისო კომპანიებთან – Luxottica Group, De Rigo, Marcolin, Eschenbach და სხვ. –
პარტნიორობის შედეგად „რონიკო“ ადგილობრივ ბაზარს აწვდის ცნობილი ბრენდების
პროდუქციას, როგორიცაა: Prada, Giorgio Armani, Dolce&Gabbana, Miu-Miu, Emporio Armani,
Ralph Lauren, Bvlgari, Chopard, Givenchy, Ermenegildo Zegna, Mont Blanc, Swarovski, Versace,
Ray-Ban, Vogue, Oakley, Persol, Polaroid და სხვა. რონიკო კონკურენტი კომპანიებისგან ასევე
გაომორჩევა მომსახურეობის სერვისით, რაც გამოიხატება დახვეწილი სერვისი; განვადების
საუკეთესო პირობები; ურთიერთობა სადაზღვევო კომპანიებთან – ეს ყოველივე
მორგებულია დაინტერესებული საზოგადოების მოთხოვნებთან და საჭიროებებთან. ამასთან
ერთად „რონიკოს“ ოპტიკურ სალონებში ფუნქციონირებს მხედველობის სადიაგნოსტიკო
თანამედროვე ოფთალმოლოგიური კაბინეტები. კვალიფიციური ექიმი-ოფთალმოლოგები
მხედველობის სიმახვილის დადგენითა და შესაფერისი სათვალის ან კონტაქტური ლინზის
შერჩევით, მომხმარებელს საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებიან.
„რონიკოში“ ყველაფერი ერთ სივრცეშია: ადგილზე ხდება მხედველობის დიაგნოსტიკა,
რეცეპტის შედგენა და სასურველი ჩარჩოსა და სასათვალე ლინზის შერჩევა. აქვე მზადდება
ნებისმიერი სირთულის სათვალე, – პაციენტის ინდივიდუალური პარამეტრების
გათვალისწინებით. ასეთი კომპლექსური მომსახურებით მომხმარებელი ზოგავს დროს,
ენერგიასა და ხარჯებს. უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და მომხმარებლის მოთხოვნათა
დაკმაყოფილება - ეს არის რონიკოს ძირითადი დაპირება და ღირებულება.

კომპანიის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ, ადამიანები, რომელბსაც სურთ


როიგორც მზის ისე ოპტიკური სათვალის ან ლინზების შეძენა. ძირითადად გათვლილია
საშუალო ან მაღალ სეგმენტზე, რადგან პროდუქცია ხარისხის შესაბამისად არც ისე დაბალ
ფასიანია. კომპლექსური მომსახურებით მომხმარებელი ზოგავს დროს, ენერგიასა და
ხარჯებს, რადგან ერთ სივრცეშია გაერთიანებული ოფთალმოგიური კაბინეტთან ერთად
პროდუქტი და ასევე მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი სირთულის სათვალე, რაც
რათქმაუნდა ერგება მის ინდივიდუალურ პარამეტრებს.

ბრენდის დაპირება

ბრენდის დაპირებას, რაც შეეხება რონიკო მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის დიდ


არჩევანს, თანამედროვე ოფთალმოლოგიური კაბინეტებს და მაღალპროფესიული დონის
მომსახურებას – სწორედ ეს გახლავთ, „რონიკოს“ გამორჩეულობის ნიშანი. კომპანია თავის
უმნიშვნელოვანეს მისიად მიიჩნევს მომხმარებლებისთვის ოპტიკური ინდუსტრიის
სიახლეებისა და მიღწევების შეთავაზებას, რაც მათ ეხმარება გაიუმჯობესონ მხედველობა,
შეარჩიონ მზისგან დამცავი შესაფერისი სათვალე.

ძირითადი კონკურენტები, რომელიც ბრენდს ბაზარზე ჰყავს არის კენარი, ოპტიმისტი,


სათვალის გალერეა. მისი პოზიცინორებით, და იმ ფაქტის გათვალისწინებით რომ რონიკოს
მრავალფუნქციური ,მომხმარებელზე მორგებული სერვისი გააჩნია მომხმარებლისთვის
სათვალეების პროდუქტის აყიდვის დროს ყოველთვის არის shortlist-ში.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც არის საჭირო ბრენდის რეპოზიციონირება. 21


საუკუნეში, როდესაც მუდვმივი სიახლეები და განვითარებაა, აუცილებელია რომ ბრენდი
სიახლებთაან ადაპტირებული იყოს. ამისთვის კომპანიამ უნდა შეაფასოს პირველ რიგში
კონკურენტული გარემო, და ეცადოს მათგან იყოს გამორჩეული, რადგან მომხმარებლის
გონებაში დაიმკვიდროს ადგილი. ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ასოციაცების
მომხმარებლამდე მიტანა, მომხმარებლის ბრენდთან კავშირის გაძლიერება. რაც ხდება
მარკეტინგული რეკლამის,რომელიც უნდა იყოს კრეატიული და დასამახსოვრებელი. ასევე
მომხმარებელთან კომუნიკაციის საფუძველზე. ბრენდი მეტად აქტიური უნდა იყოს
სოციალურ ქსელებზე, რაც დღესდღეობით ყველაზე აქტიური პლატფორმაა,
მომხმარებლამდე ისე უნდა მივიდეს ინფორმაცია რომ იყოს მარტივად აღსაქმელი, გასაგები
და დასამახსოვრებელი. ბრენდი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ლოიალურ
მომხმარებლებთან კომუნიკაციაში, გაუკეთოს სხვადასხვა სახის ფასდაკლებების კუპონები,
ვაუჩერები და ა.შ. უმჯობესი იქნება თუ ბრენდი, დაამატებს სასაჩუქრე შეფუთვებს,
რომელიც იქნება სხვა სათვალის ბრენდებისგან განსხვავებული. მსგავსი მცირე მაგრამ
მნიშვნელოვანი კრიტერიუმები მომხმარებელზე დიდ გავლენას ახდენს.

კომპანიის გრძელვადიან ხედვას, რაც შეეხება რონიკო მუდმივად ცდილობს შემოიტანოს


ახალი პროდუქცია, მუდმივად განახლებადი, ექსკლუზიური კოლექციები რონიკოს
წარმატებაზე დიდ გავლენას ახდენს. კოლექციების შერჩევა ხდება კომპანის ბაიერების მიერ,
რომლებიც სისტემატიურად ესწრებიან საერთაშორისო ოპტიკურ გამოფენებს.
ყოველწლიურად, წელიწადში რამდენიმეჯერ „რონიკოს“ ხელმძღვანელთა გუნდი
მიემგზავრება პარიზის SILMO-ს და მილანის MIDO-ს გამოფენებზე, ესწრება ასევე Luxottica-ს
გამოფენებს იტალიის სხვადასხვა ქალაქებში. სწორედ აქ შერჩეული საუკეთესო კოლექციები
ხვდება შემდგომში „რონოკოს“ ოპტიკურ სალონებში. ამ წელსაც რონიკო აპირებს, რომ
იტალიის და საფრანგეთის გამოფენებს დაესწროს და სწორედ ამის მიხედვით შემოიტანოს
პროდუქცია. ასევე რონიკო ცდილობს მუდმივად გააუმჯობესოს მომსახურების სერვისი,
აყვეს სიახლეებს, რისთვისაც ის მუდმივად ზრუნავს პერსონალის ზრდა-განვითარებაზე,
მუდმივმოქმედი ტრენინგები, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორ კომპანიათა
წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სემინარები და მუშა-შეხვედრები კონსულტანტების,
ოფთალმოლოგების თუ ხელოსნების კვალიფიკაციას ამაღლებს. საერთო იდეით
შთაგონებული გუნდის ნაყოფიერი მუშაობით ქსელი თანდათან ფართოვდება,
დედაქალაქის გარდა, „რონიკო“ ქვეყნის ორ უმნიშვნელოვანეს ქალაქსაც ამშვენებს –
ბათუმის ფილიალი 2008 წელს, ხოლო ქუთაისის 2014 წლის დეკემბერში გაიხსნა.

კომპანიის მთავარი ამოცანაა, რომ ასოცირდებოდეს მუდმივად მაღალ ხარისხთან, კარგ


სერვისთან და დახვეწილ გემოვნებასთან.

ბრენდის არქეტიპი ბრენდს ხასიათს ანიჭებს და კონკურენტებისგან განასხვავებს.


მომხმარებელს უმარტივდება ბრენდი კონკურენტებისგან გამოარჩიოს. ბრენდის არქეტიპად
ამ შემთხვევაში მოვიაზრეთ, მზრუნველი, რომლის სასაუბრო ენაც არის თბილი, მზრუნველი
და გამამხსნევებელი. რაც გამოიხატება, რონიკოს სლოგანშიც არის ,,რონიკოსთან ერთად
უკეთესად ხედავთ და უკეთესად გამოიყურებით“ ასევე რონიკოს სლოგანია ,,დაიცავი შენი
თვალი“ !

ბრენდის სახელი უნდა იყოს მარტივად დასამახსოვრებელი და აღსაქმელი,


მორგებადი,ვიზუალური,გამორჩეული,.როგორც ვიცით არსებობს სახელის სხვადასხვა
ტიპები ამ შემთხვევაში ,,რონიკო’’ ეს არის გამოგონილი. გამოგონილი სახელი სინამდვილეში
არაფერს ნიშნავს , მიუხედავად ამისა თუ ის მარტივად დამახსოვრებელია გონებაში მალე
რჩება, მსგავს სახელს პირველი კონკრეტული ბრენდი ქმნის . საქართველოს ბაზარზეც ეს
სახელი პირველი ამ ბრენდმა შემოიტანა.

ლოგოს რაც შეეხება, გამოხატულია სახელწოდების პირველი ასოთი , რომელიც


კომპანიის სახელში დომინირებს, არის ძირითადად გამოხა,0ტულაი ლურჯ და თეთრ
ფერებში,ლურჯი ფერი ლოგოში აღიქმება როგორც სანდო და საიმედო.
რონიკოს სლოგანია ,,რონიკოსთან ერთად უკეთესად ხედავთ და უკეთესად
გამოიყურებით“ - ეს სლოგანი გამოხატავს რონიკოს პოზიციონირებას და ხასიათს ,
რომელიც გულისხმობს რომ კომპანია მომხმარებლის გარკვეულ საჭიროებებზე ზრუნავს.

ბრენდის პოზიციონირება

რონიკოს პოზიციონირება ხდება პროდუქტის ხარისხისა და ფუფუნების საფუძველზე, რაც


გულისხმობს იმას, რომ ბრენდი მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს უმაღლესი ხარისხის
პროდუქციას, რომელიც ფუფუნების საგანსაც გამოხატავს. ასევე პოზიციონირება ხდება
პროდუქტის მახასიათებლის საფუძველზეც, ვინაიდან რონიკოს პროდუქტს სარგებლობა
მოაქვს მომხმარებლისთვის. რონიკო ასევე საკმაოდ დიდ კონკურენციას უწევს სხვა
ბრენდებს, ვინაიდან გამოირჩევა მათთან შედარებით მომსახურების მაღალი ხარისხით და
ადგილზე წარმოდგენილი ოფთალმოლოგიური ფილიალებით.

The brand for what- ბრენდის დაპირება მდგომარეობს, იმაში რომ მომხმარებელს
შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის სათვალეები, როგორც მზის ისე ოპტიკური და ასევე
ლინზები. რონიკო მომხმარებელს ეხმარება მხედველობის პრობლემებში.

The brand for whom?- მომხმარებელთა სეგმენტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი,
ვისაც სურს მზის ან ოპტიკური სათვალის შეძენა.

The brand why?- ბრენდის ხარისხი, სანდოობა და კარგი სერვისი კიდევ უფრო ამყარებს
პროდუქციის სარგებელს.

The brand against whom?- რონიკოს კონკურენტებია, კენარი, ოპტიმისტი, სათვალეების


გალერია და ა.შ.

თავდაპირველად უნდა შეიქმნას საკომუნიკაციო გეგმა . ამ გეგმის შემუშავებისას საჭიროა


ჩატარდეს კვლევები. ასევე თანამშრომლებთან მოხდეს აქტიური კომუნიკაცია. ამასთანავე
მნიშვნელოვანია შეიქმნას კონკრეტული მიზნები რაც მდგომარეობს შემდეგში . კომპანიის
ცნობადობა და პრესტიჟი უნდა გაიზარდოს ბოლო ექვს თვეში მინიმუმ 35% ით . რაც
კომპანიას მოუტანს მეტ ლოიალურ მომხმარებელს და შედეგად მივიღებთ
კონკურენტებისგან გამორჩეული კომპანიას , რომელიც ბაზარზე დაიკავებს მოწინავე
ადგილს. აქედან გამომდინარე კომპანიას გაეზრდება მოგების მაჩვენებელი. აუდიტორიის
განსაზღვრებისას კომპანიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია მისი სამიზნე აუდიტორია.
რონიკოს შემთხვევაში სამიზნე აუდიტორიაა მისი მომხმარებლები ვიზეც ცდილობს
მოახდინოს მთლიანი ფოკუსირება. კომპანია საკომუნიკაციო არხებს გამოიყენებს ძირითად
შემთხვევაში სოც ქსელების მეშვეობით. სადაც მისი სამიზნე აუდიტორია ფართო მაშტაბით
იყრის თავს . ასევე კომპანიის საკომუნიკაციო არხებად შეგვიძლია გამოვიყენოთ ბანერებიც
რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ცნობადობის გაზრდას იმ სამიზნე აუდიტორიასთან ვინც არ
იყენებს სოციალურ ქსელს . ამ ყველაფერთან ერთად საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება
მოითხოვს გარკვეული ვადების დათვლას რის შედეგადაც განხორციელდება არსებული
სამუშაოები. ვადების აღრიცხვის შემდგომ ფასდება შედეგები. საკომუნიკაციო გეგმის
შესრულება სირთულეებთანაა კავშირში თუმცა მიღწეული შედეგები სამუშაოებს
აუმჯობესებს . იმისათვის რომ გაყიდვებში წარმატებას მივაღწიოთ აუცილებელია
ციფრული მედიის გამოყენება და მის საჭიროებებში ბალანსის დამყარება . კომპანიის
გაცნობაში მომხმარებელს სწორედ ეს საკომუნიკაციო არხები ეხმარება. რაც მეტად სწორადაა
შერჩეული საკომუნიკაციო არხი მით უფრო მეტი მომხმარებელი ყავს კომპანიას . ჩვენ
შემთხვევაში ვიყენებთ სოც. ქსელებს რომელიც კომუნიკაციის სწრაფი და მარტივი
შესაძლებლობაა. ახალი პოსტები და საინტერესო სიახლეები შექმნის დაინტერესებას
მომხმარებლებში. პოსტები ინფორმაციულთან ერთად იქნება ვიზუალურად სასიამოვნო
აღსაქმელი . ამასთანავე ბანერები მოგვცემს შესაძლებლობას წარვადგინოთ უახლესი
სარეკლამო კამპანიები, რაც მეტ ვიზუალიზაციას შექმნის. ციფრული მედიის ეს არხები
შესაძლებლობას იძლევა მომხმარებლის მოზიდვასა და დაინტერესებაში.

ჩვენი კომპანიის მთავარი აქტივობები მდგომარეობს სოც ქსელებში გავრცელებულ პოსტებში


რომელიც წარმოაჩენს კომპანიის პროდუქციას . ასევე ბილბორდები სადაც აქტიურად
განთავსდება ახალი ჩვენი პროდუქციის ახალი მოდელები . კამპანიის სახით შევიმუშავეთ
შემდეგნაირი მიდგომა რაც დაეხმარება ჩვენს კომოანიას ბაზარზე ცნობადობის გაზრდაში .
კამპანია მოითხოვს მცირედ ხარჯებს რითაც გაიზრდება ბაზარზე მოთხოვნა . -
მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა 5 დღის მანძილზე გამოიყენოს კომპანიის 3 სათვალე
და საბოლოოდ შეიძინოს ის ერთი რომელიც მოეწონება . - მომხმარებელი თავის სოც. ქსელში
დადებს მისი 3 სათვალეში გადაღებულ ფოტოს და მონიშნავს ჩვენ გვერდს .
საზოგადოებისგან მიიღებს შეფასებას რომელი სათვალე უფრო უხდება . - ყოველი
გაყიდული სათვალის შემდგომ. მეორე სათვალე გაჩუქდება მათთვის ვისაც მხედველობის
პრობლემა აქვს და სათვალე ესაჭიროება . ამის შედეგად კომპანიას ექნება მაღალი
სოციალური ჩართულობა რაც ხილვადობის მაღალ ჩართულობას მოუტანს ჩვენს გვერდს .

ბაზარზე დიდი კონკურენციიდან გამომდინარე, საჭიროა კომპანიის უპირატესოსბების


გამოჩენა. მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან მომხმარებლის გონებაში გარკვეული
ცვლილებებისა და ზეგავლენის მოხდენა. აუცილებელია სწორი ინფორმაცია მივიტანოთ
სწორ ავდიტორიასთან დროულად . ჩვენს მიერ განხილული სტრატეგიის მიხედვით,
კომპანია მომხმარებელს უცვლელად აწვდის ინფორმაციას კონკურენტი ბრენდის შესახებ.
ამის შემდგომ, ის ყურადღებას ამახვილებს ყველა იმ უპირატესობაზე, რომელიც მის
ორგანიზაციას გააჩნია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამგვარი სტრატეგიის მთავარი მიზანია
კონკურენტ კომპანიაზე ნეგატიური წარმოდგენის ჩამოყალიბება. სანაცვლოდ კი ჩვენ
კომპანიაზე ყალიბდება დადებითი შთაბეჭდილება. ამის შემდგომ საზოგადოება თვითონ
წყვეტს, ვის მიანიჭოს უპირატესობა. მოკლე ვადიან პერიოდში მოხდემა მომხმარებლის
დაინტერესება, მათი გადაწყვეტილებების მიღების შედეგად მივიღებთ მუდმივ
მომხმარებელს რომელიც ჩვენი კომპანიის ლოიალური მომხმარებელი გახდება .
გრძელვადიან პერიოდში კომპანიაში არსებული მუდმივი და ლოალური მომხმარებელი
შექმნის პრიორიტეტებს . ბაზარზე კონკურენტებს შორის უპირატესობა მიენიჭება ჩვენს
კომპანიას .

ბიბლიოგრაფია: https://roniko.ge/

You might also like