You are on page 1of 3

Golden Circle 

“მეამა” იმ ქართულ ბრენდთა მცირე რიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც


განსხვავებული მიდგომითა და სწრაფი ზრდის ტემპით შემოდის ქართულ ბაზარზე. “მეამა”
არის ქართული კომპანია, რომელიც ცვლის ყავის მიღების საუკუნოვან ტრადიციას და
ამკვიდრებს, ახალ, ინოვაციურ მიდგომებს.  

    მათი კომუნიკაცია თავიდანვე, ღირებულებებზე საუბრით დაიწყო, მათი მთავარი იდეა


უკეთესობისკენ დროული ცვალებადობაა “შეცვალე რამე უკეთესობისკენ, დღეს”, მათი
მიზანი იმთავითვე იყო პოზიტიური გავლენის არსებობა საზოგადოებაზე. ასევე მათი
მნიშნველოვანი ღირებულებაა რესურსების ეფექტიანად გამოყენება - “ იცხოვრე ჭკვიანურად
და არა მეტი ძალისხმევით”, ისინი ქმნიან ყავას შესანიშნავი გემოთი, მაგრამ ასევე
ამარტივებენ შესყიდვასა და მოხმარებას - რამდენიმე წამი კაფსულიდა ფინჯნამდე. 

სწორედ ეს მესიჯებია საიმონ სინეკის “ოქროს წრის” მთავარი გასაღები, სწორედ ამ


მესიჯებში იკითხება პასუხები კითხვებზე - თუ რატომ დაფუძნდა კომპანია, თუ რა მიზნით
შემოვიდა და რატომ სურთ შეცვალონ ყოველდღიურობა. 

ამის შემდგომ კი “მეამა” იწყებს განმარტებას თუ როგორ აკეთებს იმას, რასაც აკეთებს.
ამისათვის, რომ თავიანთი მესიჯები მკაფიო ყოფილიყო მომხმარებლისთვის, მანამ სანამ
პროდუქტს ჩაუშვებდა აწარმოა Brand Awareness-ის ზრდისაკენ მიმართული კამპანია,
რომელიც ხაზს უსვამდა მის მთავარ ღირებულებებწ. დიდი მონდომებით შერჩეული
დიზაინი, Tone-of-voice, კომუნიკაციის არხები, შეფუთვა, უშუალოდ კომუნიკაციის გზები -
ყოველივე ეს არის სინეკის ოქროს წრის შუალედური ეტაპის “მეამური” პასუხი. 

 საბოლოოდ კი მეამა საუბრობს ყველაზე რაციონალურ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ


გულისხმობს თუ რას საქმიანობს კომპანია? Რრას ყიდის ბრენდი. 

საბოლოოდ კი სწორედ ამ “ოქროს ციკლზე” შენდება მეამას ფილოსოფია, რომელსაც


საბოლოოდ ბრენდის პოზიციონირებაში უდიდესი როლი შეაქვს და მასზე შენდება ბრენდის
იმიჯი. 

ბრენდის სეგმენტი - People Wheel 

სეგმენტი კი განვსაზღვროთ People wheel-ის მეთოდით 

Culture: 
მეამას მომხმარებელთა ღირებულებებია:ხარისხი, სიმარტივე,  გემრიელი პროდუქტი,
დროის დაზოგვა, უნიკალური მიდგომა, ორგანული პროდუქტი, დროული მომსახურება,
მომხმარებელთა მომსახურება. 

“მეამას” მომხმარებელთა ცხოვრების სტილი საქმიანი და დატვირთულია, მათთვის


მნიშნველოვანია თითოეული წუთი და შესაბამისად ცხოვრებაში ეძებენ ისეთ
გამოცდილებებს და გადაწყვეტებს, რომლებიც გაამარტივებენ მათ ყოველდღიურობას და
დააზოგვინებს დროსა და ენერგიას. 
Media: მეამას მომხმარებლები ძირითადად ის ასაკობრივი კატეგორიაა, რომლებიც
აქტიურები არიან სოციალურ მედიაში, ასევე აქვთ წვდომა და ხშირად იყენებენ
სმარტფონებს.( სწორედ სმარტფონისა და შტრიხ კოდის მეშვეობის არის მეამას Dropper-დან
ყავის მიღება შესაძლებელი). ისინი დიდ მნიშნელობას ანიჭებენ კონტენტის მნიშვნელობას
და ხარისხს. 

Brand: რაც შეეხება ამ ნაწილს, “მეამას” სეგმენტს საკმაოდ დიდი brand awareness გააჩნია,
ისინი ძალიან დადებითად არიან განწყობილნი ბრენდის მიმართ, არიან ბრენდის
ლოიალურნი, მათი მოსაზრებები და შეხედულებები ემთხვევა იმას, რაც ბრენდის
ფილოსოფიას უდევს საფუძვლად. გამომდინარე იქედან რომ ბრენდი ცდილობს თავისი
მომხმარებლის ცხოვრებისა და დღიური რუტინის ნაწილად იქცეს, ბრენდის მოხმარება
ძალიან დიდია. 

Category:  “მეამას” მომხმარებლები პროდუქტს ძირითადად იყენებენ სახლში, ოფისებსა და


კიოსკებში. გამოყენების დროს რაც შეეხება, ძირითადად საუზმისას, ან შუადღისას
შესვენებებზე, რადგან დრო შეზღუდული აქვთ და სურთ რაც შეიძლება ნაკლებ დროში
მიიღონ პროდუქტი. “მეამას” პროდუქტის გამოყენების მიზეზებზე თუ ვისაუბრებთ ასევე
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ “მეამა” ყიდის არა მხოლოდ ყავას, არამედ ბრენდს, ცხოვრების
სტილს, შეხედულებებს, სწორედ ამიტომ ყავს მას ბევრი მიმდევარი. 

Positioning 
 

To: დანარჩენი საქართველოსთვის 

In situation of: ადამიანები, რომლებიც ცხოვრების გამარტივებისთვის ეძებენ მარტივ,


ხარისხიან და ინოვაციურ გამოსავალს. 

The brand: “მეამა” 

Is the brand of:  ინოვაციური ბრენდი

That offers: რომელიც ყავასთან ერთად მომხმარებელს სთავაზობს, ემოციებს, მოგონებებს,


ბრენდს, ხარისხს და კომფორტს

Over the competitors: ძირითადი კონკურენტი სრული პროფილით არ ჰყავს, თუმცა


კონკურენტად შეიძლება ჩაითვალოს სხვა ბრენდული ყავის აპარატები და ყავის ბრენდები,
რომელთაგან განსხვავებით მას აქვს full service( Machine,   რასაც საბოლოოდ ერთ ნაბიჯამდე
დაჰყავს ყავის დალევის ოპერაცია. აშენებს ბრენდს, ქმნის მრავალმხრივ უნიკალურ
გამოცდილებას, არის ქართული, აქვს გამორჩეული ბრენდ ელემენტები და  

The reason is: აქვს მომხმარებლისადმი ისეთი დამოკიდებულება, რომელიც მიმართულია


ნდობისა შენარჩუნებაზე, რამაც საბოლოოდ უნდა გამოიწვიოს მომხმარებლისა და ბრენდის
გრძელვადიანი ურთიერთობა.

The brand character is: „მეამა“ გაწონასწორებულია, მშვიდი, მომხმარებელზე


მორგებული, გემოვნებიანი და დახვეწილი.

  
„მეამა“
ვისთვის? საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის, ვინც ეძებს ყოველდღიურობის
გამარტივების გზებს და მათი ცხოვრების რუტინაში შედის ყავა.

  

რა? ინოვაციური მიდგომა, რომელიც ყავის კაფსულიდან ყავის აპარატამდე ერთ ნაბიჯად
აქცევს ყავის მიღების რიტუალს. 

  

რატომაა მნიშვნელოვანი? რადგან ადამიანებს სჭირდებათ დაზოგონ დრო, გაიმარტივონ


ცხოვრება თანაც „გემოვნებიანი გზით“

  

RTB: „მეამა“ გვთავაზობს როგორც უგემრიელეს ყავის კაფსულებს, ასევე ყავის აპარატებს
და დროფერებს, რაც მას განსაკუთრებულს ხდის. კომპანია გვთავაზობს ყველანაირ
შესაძლებლობას, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ყავის დალევის რიტუალს
გაამარტივებს.

You might also like