You are on page 1of 12

TourIn • ტურინი

პრობლემა
• ქვეყნის მასშტაბით უამრავი სასიამოვნო/ღირებული ადგილია, რომლის
პოტენციალიც არ არის გამოყენებული.

• ტურების არაორგანიზებულობა - ხშირად მომხმარებელს ზედმეტი მუშაობა უწევს, რომ


ტური დაგეგმოს, რადგან ბევრ შემთხვევაში ტურის სრული პაკეტი არ არის
შეთავაზებული (მაგ. ტრანსპორტირება - ცალკე, თვითონ ადგილზე ტური - ცალკე ,
სასტუმრო/სახლი - ცალკე, სხვადასხვა რესურსების მოძიება - ცალკე)

• მარტო მოგზაურობის ან არანაცნობებთან ერთად მოგზაურობის კულტურა ქვეყანაში


ნაკლებად გვაქვს, არადა ასეთი სახის ტური ბევრად უფრო განსხვავებული და
საინტერესო შეიძლება გამოვიდეს.
პრობლემის გადაჭრის გზები
პროდუქტის აღწერა

• ნაკლებად ცნობილი ადგილების პოპულარიზაცია, რომლებიც ამ ადგილებში ტურის


შეთავაზებით ან რაიმე სახის ივენთის მოწყობით მოხერხდება.

• ჩვენ მომხმარებელს შევთავაზებთ მთლიან პაკეტს, End-to-End პროდუქტს სადაც


ოპტიმალურად და მარტივად შეეძლებათ დაგეგმონ მთლიანი ტური ჩვენს
აპლიკაციაში, ზედმეტი პრობლემების გარეშე.

• იქნება შესაძლებლობა როგორც ოჯახთან ერთად, დასასვენებელი ტურის


დაგეგმვის, ასევე რაიმე ივენთში (ლაშქრობა, ელ. მუსიკა ბუნებაში), მეგობრებთან
და სხვა დაინტერესებულ უცხო ადამიანებთან ერთად გართობა და განტვირთვა .
სამიზნე აუდიტორია და ბაზრის სიდიდე
• ჩვენი სამიზნე აუდიტორია შესაძლებელია ორ ნაწილად დავყოთ:
1. 18-35 წლამდე / +5 წელი - ამ კატეგორიაზე გათვლილი იქნება ბუნებაში მოწყობილი
სხვადასხვა ივენთები, მაგალითად თავყრილობა მუსიკის და სასმლის თანმხლებით
(ფაქტობრივად დიდი და ელ. მუსიკით გაფორმებული პიკნიკი), ლაშქრობა, კემპინგი.
გარდა ამისა იქნება შეთავაზებული ტრადიციული ტურებიც, თუმცა ხაზგასმა
ინტერაქტიულ ივენთებზე იქნება.

2. 35-65 წლამდე / +-5 წელი - ამ კატეგორიაზე გათვლილი იქნება უფრო ტრადიციული,


ორთოდოქსული ტურები, რომლებიც მოიცავს რაიმე ნაკლებად ცნობილი
ღირსშესანიშნაობის ნახვას, ვუზრუნველყოფთ ტრანსპორტს, გიდს და
სახლის/სასტუმროს არჩევა/დაჯავშნაც ჩვენი აპლიკაციით შეეძლებათ.
• ბაზარი მსხვილი ამ ეტაპზე არ არის, რადგან მსგავსი სერვისი იშვიათია და
ბევრმა ადამიანი ჩართული არ არის, თუმცა დროის გასვლასთან ერთად
შეიძლება პოპულარიზაციამ ბაზრის გამსხვილება გამოიწვიოს.
კონკურენტების ანალიზი და კონკურენტული უპირატესობა

• ზოგადად, ტურიზმის სფეროში უამრავი გიგანტური კომპანია გვხვდება და


მათთან პირდაპირ შერკინება უბრალოდ უაზრობა იქნება, თუმცა ჩვენი
სხვაგვარი პერსპექტივა, რომელიც ტრადიციულ ტურსა და სახლი/სასტუმროს
დაჯავშნაზე შორს მიდის და უფრო ინტერაქტიული და ახალი გამოცდილებების
მიღებისკენ ორიენტირებულია, ბაზარზე კონკურენტუნარიანს გვხდის.

• მომხმარებელმა ჩვენ სასტუმროს დაჯავშვნისთვის ან მარტივი ტურის


მოწყობისთვის არ უნდა აგვირჩიოს. მას ჩვენი უნიკალური შეთავაზება უნდა
მოეწონოს და სწორედ ამიტომ აგვირჩიოს.
ბიზნეს მოდელი
• ჩვენი პროდუქტის კომერციალიზაციას შემდეგი სახით ვგეგმავთ:

1. მთლიანი ტურის ღირებულებას +5% რაც იმერყევებს დაახლოებით 10-40 ლარამდე ერთ
ადამიანზე, ტურის მრავალფეროვნებისა და კომფორტულობის გათვალისწინებით.
2. თუ რაიმე ივენთი დავგეგმეთ, ადგილისა და ივენთის ტიპის მიხედვით განსაზღვრული
გვექნება ხარჯები. მაგალითად ბუნებაში მუსიკა/დალევა/დასვენების ივენთი
სავარაუდოდ 50-80 ადამიანზე იქნება გათვლილი და ამის მიხედვით გამოთვლილ
მთლიან ღირებულებას დაემატება 7%, რომელიც მომხმარებელთა რაოდენობაზე
თანაბრად გადანაწილდება.
3. აპლიკაციის გარეკლამება
4. ივენთების მოწყობის დროს შეიძლება სხვადასხვა კომპანიებისგან დავსპონსორდეთ
და მათი პროდუქცია გავაპიაროთ ივენთებზე.
მარკეტინგული სტრატეგია და ვალიდაცია

• სოც. ქსელში გამოკითხვებით დავადგენთ პოპულარულ ადგილებს ,


რომლებშიც ტურის დაგეგმვა შეგვეძლება. ინტერაქციული პოსტები .

• ინფლუენსერებსა და ცნობად სახეებს დავიხმარებთ, რომ ჩვენი სერვისი


გაპიარდეს.
• ბუნებაში გასვლის და ჯანმრთელი ცხოვრების წინ წამოწევა
გარეკლამებისას, რაც სალაშქრო ტურებს გაუწევს პოპულარიზაციას.
საჭიროებები და ბიუჯეტი
• საწყისი/საპილოტე ხარჯები - 10625₾
1 APP DEVELOPER-ის დაქირავება 3000.00 გააკეთებს TouIn-ის აპლიკაციას

2 PLAY STORE- ზე რეგისტრაცია 79.62 განვათავსებთ ჩვენს აპლიკაციას play store-ზე

3 APP STORE - ზე რეგისტრაცია 315.32 განვათავსებთ ჩვენს აპლიკაციას app store-ზე

4 გიდის დაქირავება 1000.00 საჭიროა ტურის მრავალფეროვნებისთვის

5 ტრანსპორტის დაქირავება 3000.00 საჭიროა ტურის ფუნქციონირებისთვის

6 მარკეტერის დაქირავება 1500.00 დაგეგმავს მარკეტინგულ აქტივობებს

7 FACEBOOK-ზე რეკლამის განთავსება 1000.00 გავაგებინებთ ხალხს ჩვენი აპლიკაციის შესახებ

8 Cloud გადაწყვეტილება აპლიკაციის დაჰოსტვისთვის 230.40 აპლიკაციის ამუშავებისათვის

9 საპილოტე ივენთის მოწყობა 3500.00 მომხმარებლების მოზიდვისთვის და სერვისის გაცნობისთვის


სავარაუდო მოგება ერთი წლის
განმავლობაში
• ტურის +5% შემოსავლებიდან, თუ კვირაში დაახლოებით 6 ტურამდე
დაიგეგმება/განხორციელდება, წელიწადში ამ მხრივ დაახლ. 100000₾
წმინდა მოგება დაგვრჩება.
• წელიწადში 20 მუს. ივენთისა და რეგულარული სალაშქრო/საკემპინგო
ივენთების შემთხვევაში დაახლ. 30000 ₾ წმინდა მოგება გვრჩება.
• აპლიკაციის გარეკლამებით დიდ შემოსავალს არ ველოდებით, თუმცა
გარკვეული თანხა ამ მხრივაც შემოვა.
• დასპონსორების შანსიც პირველ წელს საკმაოდ პატარაა, ამიტომაც არ
ვთვლით შემოსავალში.

• დარჩება: 130000-6725(თვიური გასავალი max)*12 = 49300₾


ბაზარზე გასვლის სტრატეგია
• პირველი საპილოტე ივენთი ბუნებაში იქნება უფასო/მინ. ფასები რომ ხალხი
გაეცნოს ჩვენს სერვისს და ფასეული ფიდბეკი მივიღოთ.

• სოც. ქსელში გამოკითხვებით დავადგენთ პოპულარულ ადგილებს ,


რომლებშიც ტურის დაგეგმვა შეგვეძლება.

• ინფლუესერებსა და ცნობად სახეებს დავიხმარებთ, რომ ჩვენი სერვისი


გაპიარდეს.
ჯგუფის წევრები
• გიორგი ქემოკლიძე
• თორნიკე ბერეკაშვილი
• ნიკა ქინქლაძე
• რატი შანავა
• გიორგი შაიშმელაშვილი

You might also like