You are on page 1of 11

ტურისტული კომპანიების მარკეტინგული ანალიზი

კვლევა
 მინდა შემოგთავაზოთ მარკეტინგული კვლევა ტურისტულ
სააგენტო ,, IBERIA TRAVEL”-ზე ამისათვის ავიგებ ერთ
კონკრეტულ ტურს და გავაკეთებ SWOT ანალიზს , რაც
საშუალებას მოგვცემს დავადგინოთ აღნიშნული კომპანიის
მიერ შემუშავებული ტურის სტრუქტურა და მისი
შესაძლებლობები.
 ანალიზი რომ თვალსაჩინო იყოს შევადარებ კიდევ ერთ
ტურისტულ სააგენტოს, რომელიც ,,GOOD TRAVEL”-ის
სახელწოდებითაა ცნობილი.
ვებ გვერდის დიზაინი ( ,,IBERIA TRAVEL” VS ,,GOOD TRAVEL” )
შემოთავაზებული ტურები
IBERIA TRAVEL- მცხეთის ტური
ხანგრძლივობა: 4 საათი

სეზონი: მთელი წლის განმავლობაში

ტურის აღწერა:ტური მცხეთაში: ჯვრის მონასტერი არის ქართული მართლმადიდბლური 
მონასტერი მცხეთასთან ახლოს, სადაც მე–6  საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა მცირე 
ზომის წმინდა ჯვრის ტაძარი, ხოლო  586-605  წლებში ხის ჯვრის ირგვლივ აშენდა
 უფრო დიდი ზომის ტაძარი ერისმთავარ სტეფანოზ I-ის მიერ.
ექსკურსია სვეტიცხოველში: ყველაზე მისტიკური ფაქტი ამ ტაძრის შესახებ არის ის, რომ
იგი დღისგანმავლობაში რამდენჯერმე იცვლის ფერს ამინდის მიხედვით.
 
 
მომსახურების ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გიდის მომსახურება
GOOD TRAVELI-მცხეთის ტური
 მარშრუტი - თბილისი - ქ. მცხეთა - შიომღვიმე - თბილისი
სახეობა : კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.
ხანგძლიობა: 6 - 7 სთ
მანძილი: 80 კმ.
ფასი : -- (ფასში შედის : ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა, ერთჯერადი კვება)

1. ჯვრის მონასტერი - VI ს-ის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცხეთის აღმოსავლეთით, მდ. მტკვრისა და არაგვის შესართავთან,
კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული
საფუძველი აქვს. IV ს-ის 30-იან წლებში ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის დიდი ჯვარი აღმართა. ჯვრის უშუალო წინამორბედია
ნინოწმინდის ტაძარი. ჯვრის დიდი ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ტიპის ნაგებობაა. გუმბათის ნახევარსფეროში გამოსახულია რელიეფური
ჯვარი. ჩვენამდე მიღწეული წარწერები ქართული ასომთავრული დამწერლობის ერთ-ერთი უძველესი ეპიგრაფიკული ნიმუშია.

2. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა
მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს
წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის
ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010
დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა.
 3. ანტიოქია, ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი დგას მცხეთაში მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე, არაგვისა და მტკვრის
შესართავთან. შედგება სხვადასხვა დროის ნაგებობებისაგან: ძველი სამნავიანი ბაზილიკის ჩრდილოეთით ნავიდან გადაკეთებული
დარბაზული ეკლესიისაგან (VII-VIII სს.), კარიბჭისა და კარიბჭეზე დაშენებული სათავდაცვო კოშკისაგან (XVI-XVII სს.). ეკლესიის სამი
კედელი და კარიბჭე ნაგებია ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით, ხოლო ეკლესიის სამხრეთი კედელი (გვიანდელია) და
სათავდაცვო კოშკი - ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და აგურით.
 4. სამთავრო, ხუროთმოძღვრების ძეგლი, XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარი,აქ უცხოვრია საქართველოში
ქრისტიანობის საქადაგებლად ჩამოსულ წმინდა ნინოს. აქვეა დასაფლავებული ერთ-ერთი ასურელ მამათთაგანი აბიბოს ნეკრესელი.
ოქტომბრის რევოლუციამდე აქ დიდი დედათა მონასტერი იყო, (ამჟამად არსებობს სასულიერო სემინარია და დედათა მონასტერი), აქ
მოინათლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია II. აქ არიან დაკრძალულნი მირიან მეფე და ნანა დედოფალი.
აგრეთვე ერთ–ერთი ასურელ მამათაგანი აბიბოს ნეკრესელი.
 5. შიომღვიმე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი, ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი
თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ . როგორც
წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ,
თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება "შიოს მღვიმე", "შიომღვიმე"). XI საუკუნეში მღვიმეს ეკლესია
დააშენეს, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას შეუერთეს. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე
ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო.
შედარება
არსებობს მრავალი განსხვავება ზემოთ მოყვანილ
ორ ტურისტულ კომპანიას შორის,მაგრამ არის
მსგავსებაც.
მსგავსება და ამავე დროს ნაკლი ისაა რომ არცერთ
კომპანიას არ აქვს ხარჯთაღრიცხვა ,მარშრუტების
დრო არ არის მითითებული დაწვრილებით , ასევე
არც კვებისა და განთავსების დრო და ადგილი.
განსხვავება კი ის არის,რომ good travel-ის მიერ
შემოთავაზებული ტური ბევრად მისაღებია , რადგან
იქ უფრო მეტი ინფორმაციაა მოცემული
ტურისტებისთვის ვიდრე Iberia travel-ის მიერ
შემოთავაზებულ ტურში.
აღნიშნულ კომპანიებს შორის კავშირის
დადგენას ჩვენ შევძლებთ SWOT
ანალიზის მეშვეობით :
• აქვს საკუთარი ვებ გვერდი; • არ აქვს დახვეწილი ვებ გვერდი;
• უკავია ბაზრის განსაზღვრული • ხარჯთაღრიცხვა არ აქვს ტურზე;
სეგმენტი; • არასრულყოფილი ტურია;
• გაფორმებული აქვს • ერთფეროვანია;
ხელშეკრულებები ცნობილ • არ აქვს ინფორმაცია საიტზე
ტურისტულ ბიზნესში ჩართულ
კომპანიის წარმატებების;
კომპანიებთან.
• ნაკლებად ცნობილია
საზოგადოებისთვის;


• ბაზარზე არის დიდი
შეუძლი ბაზრის უფრო დიდი
სეგმენტის დაპყრობა; კონკურენცია,რაც დიდ საფრთხეს
• უნდა გააუმჯობესოს ვებ გვერდის უქმნის კომპანიას;
დიზაინი; • ბაზარზე არსებობს ღირსეული
• შესთავაზოს მომხმარებელს მოწინააღმდეგეები;
უკეთესი პროდუქტი და • არასაკმარისი ღონისძიებეია
საინტერესო; გატარებული პარტნიორებისა და
• გაუკეთოს საუკეთესო რეკლამა მომხმარებლების მოსაზიდად;
სააგენტოს;
• აქვს მრავალფეროვანი ვებ
გვერდი;
• არ აქვს სრულყოფილი
• უკავია ბაზრის დიდი სეგმენტი;
მომსახურება;
• ყავს კვალიფიცირებული • ხარჯთაღრიცხვა არ აქვს
თანამშრომლები; ტურებს;
• კარგი ურთიერთობა • არ ყავს რეალური
პარტნიორებთან; პარტნიორები;
• არის სანდო კომპანია;

• აქვს შესაძლებლობა იმუშაოს


უფრო ორგანიზებულად; • დიდი კონკურენცია და ძლიერი
• გაუკეთოს რეკლამა კონკურენტები;
კომპანიას; • პარტნიორების ნაკლები
• უნდა შეძლოს უფრო დიდი რაოდენობა;
ბაზრის სეგმენტის დაკავება;
• უნდა შექმნას
მრავალფეროვანი
ტურისტული პაკეტი;
დასკვნა
ჩემი აზრით, მათ შორის დიდი განსხვავებაა.
შედარება უკვე მოყვანილია ანალიზის
დახმარებით და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ
,,GOOD TRAVEL”-ის შემოთავაზებული ტური
უფრო დახვეწილი,ბევრის მთქმელი და
მრავალფეროვანია ვიდრე ,,IBERIA TRAVEL”-ის,
რადგან ის უფრო ,,მშრალ“ , არასრულყოფილ და
ერთფეროვან ტურს გვთავაზობს.

You might also like