You are on page 1of 13

თემა 1.

ტუროპერატორის საქმიანობის მცნება და სახეები

ტურისტული პროდუქტი ძირითადად შედგება გადაყვანის, განთავსების, კვების,


საექსკურსიო მომსახურებისა და გართობისაგან. ტურისტული პროდუქტის წარმოებაზე
მუშაობენ საავიაციო, საზღვაო, სარკინიგზო, საავტომობილო კომპანიები, ასევე
სასტუმროები და განთავსების სხვა საშუალებები, სამუზეუმო-საექსკურსიო ბიზნესი,
მასიური გართობის საშუალებები, სპორტული, საკურორტო ორგანიზაციები და სხვა.
ტურისტული პროდუქტის დამამზადებელი - ტუროპერატორები ჰყიდიან თავის
პროდუქციას როგორც პირდაპირ მყიდველზე ასევე ტურაგენტების მეშვეობით.
ტუროპერატორების ბიზნესის აღმოცენება დიდ მანძილებზე მასიური ტურიზმის
განვითარების შედეგი გახდა. ტურისტული ფირმების სპეციალიზაციის პროცესი ორი
მიმართულებით ვითარდებოდა: - ფირმების ერთი ნაწილი კონცენტრირებული იყვნენ
მომსახურების პაკეტის წარმოებაზე, ითვისებდნენ ახალ რეგიონებს, ამუშავებდნენ
ტურიზმის ახალ სახეებს, ახდენდნენ ტუროპერეიტინგის მიმართულების ფორმირებას,
- ფირმების მეორე ნაწილი დიდ ყურადღებას უთმობდნენ გასაღებას (გაყიდვას) და
ვითარდებოდნენ როგორც ტურისტული სააგენტოები.
ტუროპერეიტინგის აუცილებლობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ტურისტს
რომელმაც იყიდა ტური, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ განთავსებას და კვებას,
არა აქვს შესაძლებლობა დაისვენოს სრულფასოვნად. ამავე დროს კი
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ტურისტები მნიშვნელოვან თანხებს
ხარჯავენ დასასვენებელ-გასართობ ღონისძიებებზე, დაკავებული არიან სპორტით,
იღებენ დამატებით საკურორტო, საყოფაცხოვრებო და სხვა მომსახურებებს. საჭირო
გახდა ყველა მომსახურების მიმწოდებელი ფირმების, ორგანიზაციების, საწარმოების
ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართვა, ასევე ამ მომსახურებებიდან სხვადასხვა
თემატური ტურების კომპლექტაცია, ყველაფერმა ამან მოითხოვა სპეფიციკური
ბიზნესის -ტუროპერეიტინგის (ტურისტული პროგრამების დამუშავება) განვითარება,
რაც ტუროპერატორის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ითვლება.
ტუროპერატორი – ეს არის ტურისტული ფირმა (ორგანიზაცია), რომელიც
ტურისტების მოთხოვნილებების შესაბამისად აკომპლექტებს ტურებს მომსახურების
მიმწოდებლებთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ტუროპერატორი
არის ტურისტული პაკეტის მწარმოებელი. ის ამუშავებს ტურისტულ მარშრუტებს და
აკომპლექტებს ტურებს, უზრუნველყოფს მის ფუნქციონირებას, ორგანიზებას უკეთებს
რეკლამას, აკეთებს ტურების ფასების გაანგარიშებას მარშრუტებზე, ჰყიდის ტურებს
პირდაპირ ტურისტებზე ან ტურისტული სააგენტოების მეშვეობით.
ტუროპერატორი ტურისტებისთვის უზრუნველყოფს ტურისტული მომსახურების
მრავალფეროვნების შერჩევას და იმავდროულად აადვილებს მომსახურების დაკვეთას
სხვა ქალაქებში და ადგილებში.
ტუროპერატორები ასრულებენ სპეციალურ როლს ტურისტულ ინდუსტრიაში,
ისინი იძენენ ტურისტულ პროდუქტს (ადგილები თვითმფრინავში, ოთახები
სასტუმროში) აკეთებენ ტურისტული მომსახურების პაკეტის ფორმირებას და ჰყიდიან
მას მომხმარებელზე პირდაპირ ან ტურაგენტის მეშვეობით მოგების მიღების მიზნით.
ტუროპერატორს ასევე შეუძლია მოგების მიღების ან სხვა აუცილებლობისათვის
გაჰყიდოს ტურისტული მომსახურება ცალ-ცალკე.
პირველ შემთხვევაში, როცა ტუროპერატორი აკეთებს პაკეტის ფორმირებას, ის
გამოდის ტურისტული პროდუქტის მწარმოებლის როლში. მეორე შემთხვევაში, როცა
ტუროპერატორი ყიდის მომსახურებას ცალკე, ის გამოდის, როგორც ტურისტული
მომსახურების საბითუმო დილერი. ეს ხდება მაშინ, როცა ტუროპერატორი
მწარმოებელთან ყიდულობს მეტ ტურისტულ მომსახურებას ვიდრე საჭიროა
ტურისტული პაკეტის ფორმირებისათვის, ამის გარდა, დღეს უკვე არის
სპეციალიზირებული საბითუმო ტუროპერატორები, რომლებიც აწარმოებენ
მომსახურების მასიურ შესყიდვას შეღავათიან ფასებში სასტუმროებიდან და სხვა
მომსახურების მომწოდებლებისაგან. ტუროპერატორის განსაკუთრებულობაც ამაში
მდგომარეობს, რომ ის ახერხებს მომსახურების ფასების ცვალებადობისაგან დაზღვევას
და ტურისტებისათვის ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტურისტული პაკეტის
ფორმირებას. საბითუმო ტუროპერატორის ფასები ყოველთვის დაბალია, ვიდრე
საცალო ფასები სასტუმროსა და სხვა მომსახურებებზე.
ტუროპერატორები უნდა განვიხილოთ, როგორც ახალი პროდუქტის
მწარმოებლები და არა როგორც ფართო ასორტიმენტის ტურისტული პროდუქტის
ბითუმად გამყიდველი. ეს სრულიად მართლზომიერია, რადგანაც ტუროპერატორის
საქმიანობის ძირითად სახედ ითვლება ტურებისა და მომსახურების პაკეტების
(ტურპაკეტების) ფორმირება.
ძირითადი განსხვავება ტუროპერატორსა და ტურაგენტს შორის:
ა) შემოსავლების სისტემის მიხედვით,
ტუროპერატორი ყიდულობს რომელიმე ტურისტულ პროდუქტს, მისი მოგება
ფორმირდება შესყიდვის ფასისა და გასაყიდი ფასის სხვაობისაგან. ძალიან ხშირად
ტუროპერატორი იძენს ცალკეულ მომსახურებებს და შემდეგ მათგან ფასწარმოქმნის
თავისი მექანიზმის მეშვეობით აკომპლექტებს კომპლექსურ ტურისტულ პროდუქტს.
ტურაგენტი მოქმედებს როგორც საცალო გამყიდველი და მისი მოგება მიიღება
ტურისტული პროდუქტის გაყიდვის საკომისიოსაგან. ტურაგენტი ყიდის ტურისტულ
პროდუქტს და ცალკეულ მომსახურებას (მაგ. ავიაბილეთები, სასტუმროების ნომრები)
ტუროპერატორებისა და მომსახურებათა მწარმოებლების განსაზღვრულ ფასებში.
ბ) ტურისტული პროდუქტის კუთვნილების მიხედვით:
ტუროპერატორს ყოველთვის აქვს ტურისტული პროდუქტის მარაგი
გაყიდვისათვის, ხოლო ტურაგენტი ითხოვს განსაზღვრულ პროდუქტს (მომსახურებას)
მხოლოდ მაშინ როდესაც კლიენტი გამოხატავს შესყიდვის ინტერესს. ყოველდღიურ
პრაქტიკაში ზოგჯერ ძნელი გასარჩევია განსხვავება ტუროპერატორსა და ტურაგენტს
შორის, რამდენადაც მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ მსგავსი ამოცანები. ტურისტული
ორგანიზაცია ერთდროულად შეიძლება იყოს ტურაგენტი და ტუროპერატორი. მაგ.
ფირმა, როგორც ტუროპერატორი ამუშავებს მარშრუტებს და ყიდის ტურისტებზე და
სხვა სააგენტოებზე. ამავე დროს ეს ტურისტული საწარმო, როგორც ტურაგენტი იძენს
ტურებს სხვა ფირმებისაგან და ყიდის ტურისტებზე.
ტურიზმის ინდუსტრიის ინტენსიურმა განვითარებამ, ტურისტულ ბაზარზე
კონკურენციის აღმოცენებამ და გაძლიერებამ გავლენა იქონია ტუროპერატორების
სტრუქტურაზე და განსაზღვრა მათი შემდგომი სპეციალიზაცია.
ტუროპერატორები იყოფიან:
1. მასიური ბაზრის ოპერატორები.
ისინი ყიდიან ტურპაკეტებს ჩარტერული ავიარეისების გამოყენებით მასიური
ტურზმის ადგილებში.
2. სპეციალიზირებული ოპერატორები, რომლებიც სპეციალიზირებული არიან
განსზღვრულ პროდუქტზე ან ბაზრის სეგმენტზე (განსაზღვრულ ქვეყანაში, ტურიზმის
განსაზღვრულ სახეზე და სხვა) თავის მხრივ ისინი შეიძლება იყვნენ:
ა) სპეციალური ინტერესის ტუროპერატორები (სპორტულ-სათავგადასავლო
ტურიზმი);
ბ) სპეციალური დანიშნულების ადგილის ოპერატორები (მაგ. მოგზაურობა
ინგლისში, საფრანგეთში და სხვა);
გ) განსაზღვრული კლიენტების ტუროპერატორები (ახალგაზრდობისათვის,
ოჯახური წყვილისათვის, ბიზნესმენებისათვის);
დ) განთავსების სპეციალური ადგილების ტუროპერატორები (დასასვენებელ
სახლებში, ტურბაზებში და სხვა);
ე) ტუროპერატორები, რომლებიც იყენებენ ტრანსპორტის განსაზღვრულ სახეს
(თბომავლები, მატარებლები).
3. საქმიანობის ადგილის მიხედვით
1. ადგილობრივი, (შიდა) ტუროპერატორები. ისინი ადგენენ ტურპაკეტებს
მარშრუტებზე ქვეყნის ფარგლებში.
2. გამშვები ტუროპერატორები ადგენენ ტურპაკეტებს საზღვრაგარეთის ქვეყნებზე.
3. მიმღები ტუროპერატორები ემსახურებიან ჩამოსულ ტურისტებს.
ამის გარდა მიღებულია ტუროპერატორების დაყოფა ინიციატივიან და რეცეპტორ
ტუროპერატორებად.
ინიციატივიანი ტუროპერატორები აგზავნიან ტურისტებს საზღვარგარეთ ან სხვა
რეგიონში მიმღებ ოპერატორებთან ან პირდაპირ ტურისტულ საწარმოსთან
ხელშეკრულების საფუძველზე. ისინი აკომპლექტებენ ტურებს მსოფლიო ტურისტული
ორგანიზაციის ნორმების მიხედვით, რომელშიც შედის არანაკლები 3 მომსახურება
(განთავსება, ტრანსპორტირება და კიდევ ერთი მომსახურება, რომელიც არ არის
დაკავშირებული პირველ ორთან).
რეცეპტიული ტუროპერატორები - ესენია მიმღები ტუროპერატორები, რომლებიც
აკომპლექტებენ ტურებსა და მომსახურების პროგრამებს ტურისტების მიღებისა და
მომსახურების ადგილზე, რომლებიც იყენებენ პირდაპირ ხელშეკრულებებს
მომსახურების მომწოდებელთან (სასტუმროები, კვების ბლოკები, დასასვენებელ-
გასართობი დაწესებულებები და სხვა) ეს არის ტუროპერეიტინგის სუფთა ფორმა.
ინიციატივიანი ტუროპერატორის მუშაობის სქემიდან ჩანს, რომ ტურისტული
ფირმა ასრულებს სააგენტოს ფუნქციებს: ყიდის პარტნიორების მიერ ფორმირებულ
ტურპაკეტებს, აფორმებს ტურისტების დაზღვევას, სავიზო დოკუმენტებს და
ავიაბილეთების დაჯავშნას, ყიდის ცალკეულ მომსახურებებს თავის პაკეტის
შემადგენლობიდან საკომისიოს მიღებით.
sastumro- transporti kvebis eqskursiebi damatebiTi momsaxureba
ebi sawarmoebi

receptiuli turoperatori momsaxurebis paketebis receptiuli turoperatori sabiTumo dileris calkeuli


formireba momsaxureba

iniciativiani turoperatori(momsaxurebis პირდაპირი გაყიდვა)


paketi+dazRveva+viza+gadafrena

turistuli saagentoebi momxmarebeli

ტუროპერატორის ფუნქციებად ითვლება:


1. პოტენციური ტურისტების მოთხოვნების შესწავლა ტურებსა და ტურისტულ
პროგრამებზე;
2. მომსახურებისა და ტურების პერსპექტიული პროგრამების შედგენა, მათი
ბაზარზე აპრობირება ტურისტების მოთხოვნების გამოვლენის მიზნით.
3. ურთიერთქმედება ტურზე მომსახურების მომწოდებელთან ხელშეკრულების
საფუძველზე:
- სასტუმროებთან – ტურისტებისათვის საცხოვრებელი ადგილების გამოყოფაზე;
- კვების საწარმოებთან – ტურისტებისათვის კვების მიღებაზე;
- სატრანსპორტო საწარმოებთან, ფირმებთან და კომპანიებთან – ტურისტების
სატრანსპორტო მომსახურებაზე;
- საექსკურსიო ფირმებთან, მუზეუმებთან, საგამოფენო დარბაზებთან და სხვა
დაწესებულებებთან – ტურისტების საექსკურსიო მომსახურებაზე.
- ფირმებთან, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მომსახურებას
ტურისტების შესაბამის მომსახურებაზე.
- სპორტული ნაგებობების ადმინისტრაციასთან – ტურისტების მიერ სპორტული
შესაძლებლობების გამოყენებაზე.
- შოუ, კინო, ვიდეო, თეატრალური დაწესებულებების მენეჯერებთან –
ტურისტების აღნიშნულ ღონისძიებებზე დასასწრებად.
- ნაკრძალების, ბაღ-პარკების, მონადირეთა და მეთევზეთა მეურნეობებთან –
ტურისტების ასეთ ადგილებში დასვენებისა და მომსახურების უზრუნველყოფის
მიზნით.
- ადგილობრივ მუნიციპალურ მთავრობასთან – ტურისტული ფირმების
მიზნობრივი შენატანები გზების აღდგენაზე, ძეგლების რესტავრაციაზე, მოვლაზე და
სხვა ღონისძიებებზე.
ტურზე მომსახურების მომწოდებლებთან ურთიერთქმედება უნდა ატარებდეს,
როგორც პერსპექტიულ (ახალი ტურებისა და ტურისტული პროგრამების მუდმივი
დამუშავება), ისე მიმდინარე ხასიათს (მოქმედი ტურებისა და ტურისტული
პროგრამების კონტროლი).
4. ტურებისა და ტრანსტურების ღირებულების გაანგარიშება და ბაზრის
სიტუაციიდან გამომდინარე ფასების განსაზღვრა. სხვადასხვა შემადგენლობის და
კლასებით ტურების კომპლექტაციის დროს მომსახურებაზე ტარიფებისა და ფასების
დადგენა.
5. ტურისტების უზრუნველყოფა ტურების მარშრუტებზე სარეკლამო –
სუვენირული ხასიათის მასალებით, სპეციალური აღჭურვილობითა და ინვენტარით.
6. მარშრუტზე კადრების მომზადება, შერჩევა და დანიშვნა, რომლებსაც აქვთ
კონტაქტი ტურისტებთან და უწევენ კოორდინაციას და კონტროლს მომსახურების
პროგრამის შესრულებას (გიდები, ექსკურსიამძღოლები, ინსტრუქტორები,
მეთოდისტები და სხვა).
7. სარეკლამო – საინფორმაციო საქმიანობა ტურისტული პროდუქტის
მომხმარებლამდე მისატანად.
8. მომხმარებელზე ტურების რეალიზაცია ტურისტული სააგენტოების სისტემის
მეშვეობით.
9. კონტროლი მომსახურების ხარისხზე.
10. ტურისტებთან მომსახურების პერიოდში მუდმივი ოპერატიული კავშირი,
წარმოქმნილი სიძნელეების გადასაჭრელად.
რეცეპტიული ტუროპერატორი დაკავებულია მიღებაზე ტურების ფორმირებით.
ინიციატივიანი სპეციალიზირებული ტუროპერატორი, როგორც წესი, აკეთებს
ტურების ფორმირებას, აკომპლექტებს მათ რამდენიმე ადგილზე მიღებით.
ტუროპერატორი აკომპლექტებს პროგრამების პაკეტს, ტურის პაკეტს, რომელიც
შეიძლება იყოს დაკვეთილი (პეკიჯტური) და ადრე განსაზღვრული (ინკლუიზივ
ტური) ტური შესაბამისად პირველი იყიდება მომსახურების ვარიანტებით, მეორე –
ვარიანტების გარეშე, კომპლექსური მომსახურების ნაკრებით. ეს დამოკიდებულია
მოგზაურობის მარშრუტსა და მიღების შესაძლებლობებზე.
ტუროპერატორი ტურისტულ ბაზარზე იკავებს პოზიციას მომსახურების
მწარმოებლებსა და მათ მომხამრებლებს (ტურისტებს) შორის. მის ამოცანად ითვლება
ცალკეულ მწარმოებლის მომსახურების წინ წაწევა მომხმარებლებამდე, კომპლექსური
ტურისტული პროდუქტის სახით, რომელიც მოიცავს როგორც ძირითად
მომსახურებებს (ტურის პაკეტი), ასევე დამატებითს (მომსახურება ადგილზე ნაღდ
ანგარიშზე).
დამატებითი მომსახურება ერთი შეხედვით არ ითვლება ტუროპერატორის
საზრუნავად. პირველ რიგში ბევრი დამატებითი მომსახურებები ითვლება
ტურისტების მისაზიდ ძირითად მოტივად. მეორე რიგში, პრაქტიკა აჩვენებს, რომ
ტუროპერატორის შემოსავლების დიდ ნაწილს შეადგენს დამატებით მიწოდებული
მომსახურებები, რომლებსაც ტურისტები იძენენ პაკეტის გარდა დასვენების ადგილზე.
მიმზიდველი ტურისტული პროდუქტის შექმნა. ტუროპერატორის საქმიანობის
ძირითად ამოცანას წარმოადგენს ტურის შექმნა, რომელიც გამაგრებულია შესაბამისი
მომსახურების პროგრამით. ეს პროდუქტი ითვლება ტუროპერატორის ძირითად
პროდუქტად, რომელიც გადის ბაზარზე. ტურისტის განცხადებისა და გაყიდვის
ორგანიზაციიდან გამომდინარე ტურები შეიძლება იყოს ინდივიდუალური და
ჯგუფური.
ინდივიდუალური ტურები ტურისტს აძლევენ მეტ დამოუკიდებლად ცხოვრების
შესაძლებლობას, მაგრამ ისინი უფრო ძვირია, ისე როგორც, მომსახურების ისეთი
სახეები, როგორც შიდასამარშრუტო ტრანსპორტი, გიდის მომსახურება და ზოგიერთი
სხვა, რომელსაც ტურისტი იხდის მთლიანად, ჯგუფური ტურებისგან განსხვავებით,
სადაც ეს ფასი ნაწილდება ჯგუფის ყველა წევრზე. ამიტომ ინდივიდუალური ტურები
არცთუ მისაწვდომია მასიური ტურისტისათვის.
ამის გარდა, ინდივიდუალური გასვლების ორგანიზაცია წარმოადგენს ძალიან
შრომატევად პროცესს, რომელიც საჭიროებს კომპიუტერული ტექნიკის გამოყენებას
დაჯავშნის, სადისპეჩერო, ანგარიშსწორების და სხვა ოპერაციებისათვის. მეორე მხრივ
ინდივიდუალური ტურიზმი ეკონომიკური თვალთახედვით ტურისტული
ფირმებისათვის ძალიან სასარგებლოა, რადგანაც ერთ ტურისტზე გაანგარიშებით
მოაქვს მეტი შემოსავლები შედარებით ჯგუფური ტურების შემოსავლებისაგან. ამიტომ
ფირმის სტრატეგიაში უნდა მოიძებნოს განსაზღვრული ადგილი როგორც ჯგუფური,
ისე ინდივიდუალური ტურიზმისათვის.
ჯგუფური ტურები უფრო იაფია, მასიური ტურისტისათვის ხელმისაწვდომი,
მაგრამ ჯგუფურ გასვლებში ყოველი მისი მონაწილე ვალდებულია დაემორჩილოს
ჯგუფისათვის დადგენილ მოგზაურობის წესს.
მიმზიდველი ტურისტული პროდუქტის შექმნა წარმოადგენს ტუროპერატორის
პირველ და ყველაზე საჭირო ამოცანას. ტურისტული საწარმოების საქმიანობის ეს
სფერო უშუალოდ დაკავშირებულია საწარმო პროცესებთან. საწარმოების სასაქონლო
პოლიტიკა საჭიროებს შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღებას წარმოებასა და
რეალიზაციას შორის, ასევე გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხება ტურების
ასორტიმენტს, მომსახურების პროგრამებსა და ტურისტული პროდუქტის რიცხვს.
ტურისტული პროდუქტის შექმნის დროს აუცილებელია გვქონდეს ნათელი
პასუხი კითხვაზე: რას იყიდის ტურისტი? აკი ის იხდის არა მარტო სასტუმროს
მომსახურებისათვის, არამედ ახალი შეგრძნებებისათვის, მყუდროების, ყურადღებისა
და მიმზიდველი გარემოსათვის. ამიტომ ტურისტული პროდუქტის შექმნა იწყება მისი
სამომხმარებლო ხარისხისა და თვისებების შესწავლისაგან, ტურისტებისათვის უფრო
მიმზიდველი მხარეების აღმოჩენით. სწორედ ისინი წარმოადგენენ ორიენტირებს
ტურისტული პროდუქტის დამუშავებისა და რეალიზაციის დროს.
სპეციალისტების მიერ გამოყოფილია ტურისტული პროდუქტის რამდენიმე
ძირითადი თვისება:
- დასაბუთებულობა - ყველა მომსახურების მიწოდება განპირობებული უნდა
იყოს ტურისტის მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მოგზაურობის მიზნით და
თანმხლები პირობებით;
- საიმედობა – პროდუქტის სარეკლამო ინფორმაციის რეალურ შინაარსთან
შესაბამისობა, ინფორმაციის უტყუარობა;
- ეფექტურობა – ტურისტის მხრიდან უმცირესი დანახარჯებით უდიდესი
ეფექტის მიღწევა;
- მთლიანობა – პროდუქტის უნარი მთლიანად დააკმაყოფილოს ტურისტული
მოთხოვნილება;
- გარკვეულობა – პროდუქტის მოხმარება გასაგები უნდა იყოს, როგორც
ტურისტისათვის, ისე მომსახურე პერსონალისათვის;
- სიმარტივე ექსპლუატაციაში;
- მოქნილობა – მომსახურების სისტემისა და პროდუქტის უნარი შეეგუოს როგორც
მომხმარებლის ასევე მომსახურე პერსონალის შეცვლას;
- სარგებლიანობა – პროდუქტის უნარი ემსახუროს ერთ ან რამდენიმე მიზანს (მაგ.
დასვენება და შემეცნება), დააკმაყოფილოს ტურისტის სხვადასხვა მოთხოვნილებები.
ამ თვისებების კონტროლის უზრუნველყოფა ტურის რეალიზაციის დროს და
ტურისტის დაკმაყოფილების ხარისხის შესწავლა მოგზაურობის შემდეგ (გამოკითხვა,
ანკეტის შევსება), ახალი ტურისტული პროდუქტის დაგეგმვის დროს უნდა იქნეს
გათვალისწინებული.
ზემოთ აღნიშნულის გარდა სპეციალისტების მიერ აღიარებულია ტურისტული
პროდუქტის ხარისხის ისეთი განსაზღვრების საჭიროება, როგორიც
სტუმართმოყვარეობაა. ამის გარეშე ნებისმიერი სრულყოფილი ტურისტული
პროდუქტი თავის თვისებებს დაკარგავს. სტუმართმოყვარეობა ტურისტული
ინდუსტრიის სფეროში პროფესიული მოთხოვნაა, ეს ხელოვნებაა ადამიანებს
აგრძნობინო რომ მათი ხილვით გახარებული არიან. სტუმარმასპინძლობა პერსონალის
ღირსების საქმეა და გულისხმობს კლიენტის მიმართ პატივისცემის და თავაზიანობის
გამოჩენას. სტუმართმასპინძლობის გამოხატულება მრავალფეროვანია და მრავალი
შემადგენელი ფაქტორებისაგან შედგება:
1) ადგილობრივი და რეგიონალური ბაზრებიდან ხარისხიანი ინფორმაცია
დასვენების, შემეცნების და გართობის შესაძლებლობების შესახებ, რომ ტურისტებს
ელიან და მათთან შესახვედრად ემზადებიან.
2) ტურისტული ადგილმდებარეობის, საწარმოს დადებითი იმიჯის შექმნა
(რეკლამა, ტელეგადაცემებში მონაწილეობა და სხვა).
3) მომსახურე პერსონალის დაუფარავი მცდელობა ყურადღება გამოიჩინონ
ტურისტების მიმართ (მომსახურების პოლიტიკა პრინციპით, ყველაფერი
კლიენტისათვის).
4) ყურადღებიანი დამოკიდებულება კლიენტების თხოვნებსა და სურვილებზე იმ
ხალხის მხრიდან, ვინც წარმოადგენს ტურისტულ პროდუქტს (პრინციპით, კიდევ რა
შეგვიძლია გავაკეთოთ თქვენთვის?).
5) ზრუნვა მომსახურების მიღების გამარტივებაზე ტურისტებისათვის (ფირმის
შიდა ინფორმაცია ობიექტების შესახებ გზამკვლევებსა და ბუკლეტებში
ტურისტისათვის გასაგებ ენაზე მომზადება).
6) ტურისტებთან კეთილი დამოკიდებულება მომსახურების დროს.
ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
ტრადიციულ ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს.
ყველა ეს პრინციპი ჩადებული უნდა იყოს მომსახურების ტექნოლოგიაში. ტურის
ორგანიზაციის ტექნოლოგიაში საჭიროა მომსახურე პერსონალსა და ტურისტებს შორის
ურთიერთმოქმედების კლიმატის გათვალისწინება, ტურისტების მიერ მომსახურების
მიღების ფსიქოლოგიური ასპექტების აღრიცხვა. ეს ნიშნავს, რომ პირველ პლანზე
გამოდის ტურისტის პირადი ინტერესი, მისდამი გულისხმიერი დამოკიდებულება.
ამასთან დაკავშირებით დიდი ხანია საერთაშორისო ტურიზმში პრაქტიკად იქცა
ყურადღების გამოხატვა შემდეგი ნიშნებით:
- მისასალმებელი სუვენირი ყოველ ტურისტს;
- ტურების დამთავრების შემდეგ სპეციალურად დამუშავებული დიპლომების,
სიგელების, სამკერდე ნიშნების გადაცემა, მათ მიერ განვლილი მარშრუტის შესახებ;
- ტურისტებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დასვენების ადგილების
შესაბამისი სარეკლამო ფურცლები, ბუკლეტები, გზამკვლევები და ცნობარები;
- დასვენების პირველ დღეს ტურით დაგეგმილი და დამატებითი მომსახურების
შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
ყველაფერი ეს ითვლება სტუმართმოყვარეობად და მიმზიდველია
ტურისტებისათვის.
მომსახურების ორგანიზაციის დროს უნდა მოქმედებდეს ერთგვარი
განთავისუფლების პრინციპი ე.ი. კლიენტი თავისუფალი უნდა იყოს მომსახურების
მიღების საორგანიზაციო საკითხებისაგან.
მომსახურების ოპტიმალურობა – ასევე საჭირო სამომხმარებლო თვისებაა,
რომელიც უშუალო კავშირშია სტუმართმოყვარეობასთან. ის გულისხმობს:
- ყველა მომსახურების სახეების შესაბამისობას მომსახურების დონესთან;
- ყველა მომსახურების შესაბამისობას ტურის თემატიკასთან;
- ტურის მიმართვას მომხმარებელთა განსაზღვრულ მიზნობრივ ჯგუფზე;
- მომსახურების პროგრამის წინასწარ შეთანხმებას;
- პროგრამის მოქნილობას (ამა თუ იმ მომსახურების შეცვლის შესაძლებლობა);
- ტენდენციურობის გამორიცხვა მომსახურებაში.
ყველა ეს პრინციპი საჭიროა გავითვალისწინოთ ტურისტული პროდუქტის
დამუშავების ეტაპზე, გვახსოვდეს ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ არასწორად
მომზადებული პროდუქტი არამარტო არ სარგებლობს მოთხოვნით, არამედ იმ
სერიოზული კონკურენციის პირობებში, რომელიც დღეს ტურისტულ ბაზარზეა,
შეუძლია დაუკარგოს საწარმოს პოტენციური კლიენტები.
მომსახურების კლასები
მომსახურების კლასები გამოიყენება მიწოდებული მომსახურების ხარისხის
აღნიშვნისათვის. ვინაიდან ტურისტული პროდუქტი კომპლექსურია და შედგება
მრავალფეროვანი მომსახურებისაგან (სასტუმრო, ტრანსპორტი, კვება და სხვა), მისი
ტურისტზე გაყიდვის დროს წარმოიშობა გაყიდული ტურისტული პროდუქტის
(მომსახურების კომპლექსი) კლასის აღნიშვნის პრობლემა. არსებობს მომსახურების
პროგრამებისა და ტურების კლასების დადგენის ნორმატიული სტანდარტები, როგორც
ჩვენს ქვეყანაში ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ამიტომ ტუროპერატორები და
ტურაგენტები ტურისტული პროდუქტის ფორმირებისა და გაყიდვის დროს ტურის
მომსახურების დონეს პირობითად აღნიშნავენ შემდეგი კატეგორიებით: “ლუქსი”,
პირველი კლასი, ტურისტული კლასი, ეკონომიკური კლასი.
“ლუქსის” კლასი – ამ კლასით ტურის ორგანიზაციის დროს მომსახურებას უწევენ
ყველაზე მაღალი კლასით. 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, გადაფრენა პირველი
კლასით ან ბიზნეს ავიაციის თვითმფრინავებით, მდიდრულ რესტორნებში კვება,
აუცილებელი მომსახურებით, ინდივიდუალური მომსახურება “ლუქსის” კლასის
მანქანებით (ლიმუზინსერვისი), გიდის ინდივიდუალური მომსახურება და სხვა.
პირველი კლასი – ესეც მომსახურების საკმარისად მაღალი დონეა, რომელიც
ითვალისწინებს 4-5 ვარსკვლავიან სასტუმროებში განთავსებას, გადაფრენას ბიზნეს
კლასით, საუცხოო სამზარეულოს და კერძების ფართო არჩევანს, შესაძლებელია
შვედური სუფრა, ინდივიდუალური ტრანსფერი და გიდის კურატორობა.
ტურისტული კლასი – მომსახურების ყველაზე მასიური ვარიანტია, რომელიც
ითვალისწინებს 2-3 ვარსკვლავიან სასტუმროებში განთავსებას, რეგულარული
ავიარეისების ეკონომიკური კლასით გადაფრენას, (დასაშვებია ჩარტერი) კვება
შვედური სუფრის ტიპის მიხედვით ჯგუფური ტრანსფერი, (ტურისტებს ხვდება
ავტობუსი, რომელსაც მიჰყავს სასტუმროში).
ეკონომ კლასი – ეს არის მომსახურების ყველაზე დაბალი ვარიანტი.
ჩვეულებისამებრ ეკონომიკური კლასით სარგებლობენ სტუდენტები და ნაკლებად
უზრუნველყოფილი ხალხი, ამ კლასის პროგრამები ითვალისწინებენ მომსახურების
მინიმუმს და არცთუ მაღალ დონეს. განთავსება 1-2 ვარსკვლავიან სასტუმროებში,
რომლებიც ითვალისწინებენ თვითმომსახურების პრინციპს: კვება შეიძლება არ მიეცეს,
შეიძლება დაგეგმილი იქნეს შვედური ტიპის საუზმე, გადაფრენა როგორც წესი
ჩარტერული რეისებით, შეხვედრა და გაცილება შეიძლება ორგანიზებული იქნას
საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
მაგრამ მხედველობაში მისაღებია, რომ ყველა ეს მომსახურების კლასები
პირობითია და ხშირად აქვს შესაბამისი ნაციონალური ვარიანტი და განსხვავებები.
ნებისმიერ შემთხვევაში ტურის ყიდვის დროს საჭიროა დაზუსტდეს ყოველი
მომსახურების დონე და მისი კონკრეტული შინაარსი.

საკონტროლო შეკითხვები
1. რამ გამოიწვია ტუროპერეიტინგის ბიზნესის აღმოცენება ტურისტულ ბაზარზე?
2. რა არის ტუროპერატორი?
3. როგორია ძირითადი განსხვავება ტურაგენტსა და ტუროპერატორს შორის?
4. ტუროპერეიტინგის რომელი ტიპებია თქვენთვის ცნობილი?
5. რა არის ინიციატივიანი და რეცეპტიული ტუროპერატორები?
6. როგორია ტუროპერატორის ძირითადი ფუნქციები?
7. რა არის ინდივიდუალური ტური?
8. რა არის ჯგუფური ტური?
9. დაასახელეთ ტურისტული პროდუქტის ძირითადი სამომხმარებლო თვისებები
და დაახასიათეთ ისინი.
10. რა არის მომსახურების კლასი?
11. როგორი კლასები გამოიყენება მომსახურების დონის აღნიშვნისათვის
ტუროპერეიტინგში. დაახასიათეთ ისინი.

You might also like