You are on page 1of 7

დავალება N9

სტუდენტი: ანი ერემაძე


მეორე ცვლა

ტესტებზე პასუხი

ტესტი N9

სასტუმროს კლასიფიკაციას ახდენენ რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით


(შემოხაზეთ ზედმეტი):
1. ტევადობის მიხედვით; 2.ადგილმდებარეობის მიხედვით; 3. ფუნქციონალური
დანიშნუ-ლების მიხედვით; 4. ფასების მიხედვით.

ტესტიN10

სასტუმროების კლასიფიკაციას ახდენენ რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით.


ერთ ერთი კრიტერიუმია- სასტუმროს ტევადობა. (შემოხაზეთ ზედმეტი):
1. მცირე სასტუმრო - ტევადობა 150 ადგილამდე, (არაუმეტეს 100 ნომრისა);
2. მიკრო სასტუმრო-ტევადობა 50 ადგილამდე(არაუმეტეს 30 ნომრისა);
3. საშუალო სასტუმრო - ტევადობა 150-400 ადგილი (არაუმეტეს 300 ნომრისა);
4.დიდი სასტუმრო - ტევადობა 400 ადგილზე მეტი (300 ნომერზე მეტი).

ტესტიN11

სასტუმროების კლასიფიკაციას ახდენენ რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით. ერთ


ერთი კრიტერიუმია-სასტუმროში ნომრების ფასების მიხედვით(შემოხაზეთ ზედ-
ეტი):
1.უმაღლესი კლასის; 2. ეკონომ-კლასის; 3.საშუალო ფასების; 4.პირველი კლასის.

ტესტიN12
სასტუმროების კომფორტულობის შეფასება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება
ერთმანეთისგან. როგორ ფასდება დიდი ბრიტანეთში?

1.მინიჭებული გვირგვინების რაოდენობის მიხედვით;


2.მინიჭებული ვარსკვლავების მიხედვით;
3.ასოითი სისტემით;
4. მინიჭებული ბრილიანტების რიცხვის მიხედვით.

ტესტიN13

სასტუმროების კომფორტულობის შეფასება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება


ერთმანეთისგან. როგორ ფასდება საბერძნეთში?

1.მინიჭებული ვარსკვლავების მიხედვით;


2.მინიჭებული გვირგვინების რაოდენობის მიხედვით;
3.ასოითი სისტემით;
4. მინიჭებული ბრილიანტების რაოდენობის მიხედვით.

ტესტიN14

სასტუმროებს გააჩნიათ სამსახურები, რომელთაგან თითოეულს შესაბამისი


პროფილის მენეჯერი ესაჭიროებათ, ეს სამსახურებია(შემოხაზეთ ზედმეტი):

1.სტუმრის მომსახურების სამსახური (შეხვედრა, ბარგის დაბინავება, ნომრებში


მომსახუ-რება, გაცილება).
2.სასტუმროში ადგილების დაჯავშნის სამსახური;
3. სტუმრის მიღების და საბოლოო ანგარიშსწორების (ვიზიტის ბოლოს) სამსახური;
4.სტუმართა გაცილების სამსახური;

ტესტიN15

სასტუმროებს გააჩნია დაჯავშნის სამსახური, რომლის ფუნქციებია (შემოხაზეთ


ზედ-მეტი):
1.ნომრების დაჯავშნის შესახებ განცხადებების ანალიზის საფუძველზე ტურისტების
შემოსვლის გრაფიკის შედგენა, დღეების, კვირეების, თვეების მიხედვით;
2.ნომრების დაჯავშნის შესახებ განაცხადებების მიღება და დამუშავება;
3.სტუმრის მიღება და საბოლოო ანგარიშსწორება;
4. სანომრე ფონდის დატვირთვის რუკების შედგენა-ჯავშნების და თავისუფალი
ნომრების სინქრონში მოყვანა:
ტესტიN16

სასტუმროებს გააჩნია სტუმრის მიღების და საბოლოო ანგარიშსწორების სამსახური,


რომლის ფუნქციებია (შემოხაზეთ ზედმეტი):
1. ყოველ სტუმარზე, სასტუმროს დანარჩენი სამსახურებიდან ინფორმაციის
შეგროვება სტუმრის სურვილების, ჩვევების, მოთხოვნების შესახებ და
ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შენახვა
2.თავისუფალი ნომრებისა და დატვირთვების აღრიცხვა,
3.ანგარიშების გამოწერა და კლიენტებთან საბოლოო ანგარიშსწორება;
4.ნომრების დაჯავშნის შესახებ განცხადებების მიღება და მათი დამუშავება;

ტესტიN17

ტურისტული ფირმები სასტუმროებისთვის ხელსაყრელი კლიენტები არიან.


შესაბამისად, სხვა სტუმრებისგან განსხვავებით, ტურფირმების კლიენტებისთვის,
სასტუმროს შემუშავებული აქვს მოქნილი ფასდაკლების სისტემები. რა შემთხვევაში
აკეთებს სასტუმრო ფასდაკლებას(შემოხაზეთ ზედმეტი)?

1.სასტუმრო შეღავათს უკეთებს ტურფირმას, თუ ფირმა პირობას იძლევა, რომ


აღნიშნულ ქალაქში სტუმრობისას, მუდამ კონკრეტული სასტუმროს მომსახურებით
ისარგებლებს;

2. სასტუმრო ტურფირმას ნომრებს უთმობს ფასდაკლებით, თუ ეს უკანასკნელი


საცნობარო კატალოგების გამოცემისას, რეკლამას გაუწევს კონკრეტულ სასტუმროს;
3. სასტუმრო ფასდაკლებას აკეთებს ასევე ერთდროულად შემოსული სტუმრების
ჯგუფის რიცხოვნობის მიხედვით;
4.სასტუმრო ტურფირმას სთავაზობს ფასდათმობას იმ შემთხვევაში, თუ სტუმარი
შემოდის ღამის 12 საათიდან, მეორე დღის 12 საათამდე, ან დღის 12 სთ-დან ღამის 12
სთ-მდე.

ტესტიN18

ტურისტული ფირმის მენეჯმენტი შეიმუშავებს ხელშეკრულების ტექსტს და


წარუდგენს მას სასტუმროს მენეჯმენტს; ხელშეკრულებაში ტურფირმა ითვალი-
სწინებს იმ აუცილებელ პუნქტებს, რაც მნიშვნელოვანია ტურისტების ნორმალური
მომსახურებისათვის. ეს პუნქტებია((შემოხაზეთ ზედმეტი):
1. სასტუმროს ნომრების და ჯავშნის ღირებულება;
2.ტურისტების ასაკი და პროფესია:
3. ტურისტთა სასტუმროში შესვლის თარიღი;
4. ტურისტების სასტუმროში შესვლის გრაფიკები (დაახლოებით რომელ საათზე შევა
ჯგუფი სასტუმროში);
ტესტიN19
თითოეულ სასტუმროს გააჩნის კვების ორგანიზაციის თავისებური ფორმა,
კვების ტიპი. ტურისტი სასტუმროს სხვა კრიტერიუმებთან ერთად, სწორედ კვების
ორგანიზაციის ფორმითაც ირჩევს. სასტუმროებში კვების ორგანიზაციის ფორმებია
(შემოხაზეთ ზედმეტი):
1.შვედური მაგიდა;
2.მხოლოდ საუზმე;
3.მხოლოდ ოთახი;
4.საწოლი და საუზმე.

ტესტიN20

თითოეულ სასტუმროს გააჩნის კვების ორგანიზაციის თავისებური ფორმა,


კვების ტიპი. ტურისტი სასტუმროს სხვა კრიტერიუმებთან ერთად, სწორედ კვების
ორგანიზაციის ფორმითაც ირჩევს. სასტუმროებში კვების ორგანიზაციის ფორმებია
(შემოხაზეთ ზედმეტი):
1.არასრული პანსიონი:
2.ნახევრად პანსიონი;
3.სრული პანსიონი;
4.ყველაფერი ჩათვლილია - All Inclusive.
ტესტიN21

თითოეულ სასტუმროს გააჩნის კვების ორგანიზაციის თავისებური ფორმა,


კვების ტიპი. ტურისტი სასტუმროს სხვა კრიტერიუმებთან ერთად, სწორედ კვების
ორგანიზაციის ფორმითაც ირჩევს. სასტუმროებში კვების ორგანიზაციის ფორმებია
(შემოხაზეთ ზედმეტი):
1.ევროპული საუზმე;
2. კონტინენტური საუზმე;
3. ინგლისური საუზმე;
4. მხოლოდ ოთახი.

ტესტიN22

ტურისტული მომსახურების კვების ობიექტები სტუმრებს სთავაზობენ საუზმის,


სადილის, ვახშმის ორგანიზაციის შემდეგ სახეობებს(შემოხაზეთ ზედმეტი):
1.ტაბლ დოტი; 2.ა პარტი; 3.ა ლა პარტი: 4.ა ლა კარტი.

ტესტიN23

დასვენების ადგილამდე მგზავრობისათვის(განსაკუთრებით საერთაშორისო


მარშრუტებზე) ტურისტი დიდ ყურადღებას უთმობს სატრასპორტო საშუალებების
შერჩევას. რა კრიტერიუმით ხელმძღვანელობს იგი ამ დროს?(შემოხაზეთ ზედმეტი):
1.თავისუფალი დროის შეზღუდულობა (თუ არსებობს საჰაერო ტრანსპორტის
ალტერნატივა და ტურისტს გააჩნია მგზავრობისთვის საკმარისი დრო, მაშინ
შესაძლებელია, მან აირჩიოს სარკინიგზო ტრანსპორტი, რადგან მატარებლით
მოგზაურობის დროს ტურისტი ეცნობა გარემოს, ბუნებას, რაც მას დამატებით
კამაყოფილების ხარისხს ანიჭებს ტურიდან;
2.მოგზაურობის მიმართულება და დასვენების ადგილამდე მანძილი (არის
ადგილები, სადაც მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი ჩაღწევა);
3. მგზავრობის ღირებულება;
4.ერთი ოჯახიდან მოგზაურობაში წამსვლელთა რაოდენობა.

ტესტიN24

ტურისტული კომპანიის მენეჯერი ტურისტების გადასაყვანად ავტოსატ-


რანსპორტო კომპანიებთან აფორმებს ხელშეკრულებას, რომელშიც ასახული უნდა
იყოს შემდეგი ინფორმაცია(შემოხაზეთ ზედმეტი):
1.ავტოსატრანსპორტო საშუალების დიზაინი, ფერი;
2.იჯარის ღირებულება;
3.იჯარის ხანგრძლივობა, გრაფიკი;
4.ავტოსატრანსპორტო კომპანიის მატერიალური პასუხისმგებლობა რეისის ჩაშლის
შემთხვევაში.

ტესტიN25
ტურისტული კომპანია საკუთარი კლიენტების გადაყვანაზე ხელშეკრულებას
აფორმებს რომელიმე ავია სააგენტოსთან; ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს შემდეგ
აუცილებელ პუნქტებს (შემოხაზეთ ზედმეტი):
1.ტურისტების ასაკი და სქესი;
2. ტურისტული ჯგუფის გამგზავრებისა და უკან დაბრუნების თარიღები;
3.ტურისტების რიცხვი ჯგუფში;
4.ბილეთების გამოსყიდვაზე განაცხადის მიღების თარიღი.
ტესტიN26
რა შემთხვევაში მიმართავს ტურსააგენტო ჩარტერს ტურისტების გადასაყვანად?
(შემოხაზეთ ზედმეტი):
1. ჩარტერული რეისი სრულდება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ტურისტული
მიმართულებით სარეისო თვითმფრინავები არ დაფრინავენ;
2.ტურისტების მოთხოვნით;
3. მგზავრთა მოზღვავებული რაოდენობის გამო, სარეისო თვითმფრინავებში
ადგილი არ არის;
4.ჩარტერული რეისები ხშირად სრულდება მიზნობრივი გადაზიდვების დროს
(მაგალითად, სპორტული შეჯიბრი, კონფერენცია, გამოფენა და სხვ.)

ტესტიN27
საკრუიზო სანაოსნო ტურიზმს გააჩნია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი
მხარეები. უარყოფითი მხარეებია(შემოხაზეთ ზედმეტი):
1.მოძრაობის დაბალი სიჩქარე და შეზღუდული მობილობა;
2.საკრუზო ლაინერების მაღალი მგზავრთა ტევადობა;
3.„ჩაკეტილი სივრცის“ სინდრომი და „ზღვის ავადმყოფობის“ საფრთხე;
4.მაღალი ტარიფები.

ტესტიN28
ტურისტების მიღების შემთხვევაში, აგროფერმაში დამატებით წარმოიშვება
მომსახურების ისეთი სახეების საჭიროება, რომლებიც განსხვავებულ პროფესიული
ჩვევების მოითხოვს და რომელთა შესწავლა ფერმერს და მისი ოჯახის წევრებს
მოუწევთ (შემოხაზეთ ზედმეტი):

1.ადგილობრივი რეცეპტებით კერძის მომზადების კულტურა:


2. უცხო ენების ელემენტარულ დონეზე შესწავლა;
3.საგადასახადო, საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები, სანიტარულ-ჰიგიენური,
სახანძრო ნორმები, რეკლამის პრინციპები, მარკეტინგის საწყისები;
4. ადამიანებთან ურთიერთობის პრინციპები, ეთიკა, სხვადასხვა გასართობი ღონის-
ძიების ორგანიზების მეთოდები, როგორიცაა: ექსკურსიები, ნადირობა, თევზაობა და

ტესტიN29

ტურფირმის მენეჯერები მომსახურების მომწოდებლებთან ათანხმებენ მთელ


რიგ საკითხებს (შემოხაზეთ ზედმეტი):
1.ტურფირმის მუშაკების ანაზღაურებას;
2. ანგარიშსწორების ფორმას და საშუალებას, ტურფირმასა და მომსახურების მომწო-
დებელს შორის;
3. გაწეულ მომსახურებაზე ანაზღაურების გადახდის ვადებს და ფორმას;
4. სანქციებს ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის დარღვევისას.

You might also like