You are on page 1of 2

ლას ვეგასი - „ცოდვილთა ქალაქი“

1. ლას-ვეგასის სახელი თავიდანვე დამკვიდრებული იყო ადამიანის


ცნობიერებაში, თუმცა არა ისე, როგორც ის ახლაა. ლას-ვეგასი ასოცირდებოდა
„ცოდვების ქალაქთან“ და დიდი სეგმენტისთვის ეს მიუღებელი იყო. თუმცა
ტურიზმის დეპარტამენტმა შეძლო და ქალაქი თავიდან გააშენიანეს, თემატური
პარკები ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით შეიცვალა, ოჯახური გართობები -
ზრდასრულთა შოუპროგრამებმა. ქალაქში მრავალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნა და
შესაბამისად, ტურისტთა მიზნებიც ლას-ვეგასში ჩასვლისას შეიცვალა.
შესაძლებელია, „ცუდი“ რეპუტაციის ქონა ქალაქის განვითარების
ხელისშემშლელ ფაქტორად ჩავთვალოთ, მაგრამ ლას-ვეგასში შეძლეს ამ
„ცუდი“ რეპუტაციის რადიკალურად შეცვლა და სათავისოდ გამოყენება.
2. მომხმარებელი შეიძლება ითქვას ყიდულობს თავისუფლებას, გართობას, რომ
მაქსიმალურად დაიკმაყოფილოს თავისი სურვლები, რომელთაც სხვა ქალაქში
ვერ ახერხებდა. ვეგასის სარგებელი არის ის, რომ მომხმარებელს დაეხმაროს
აკეთოს ყველაფერი თავისუფლად. ლას-ვეგასი რეალური პროდუქტია მისი
სახელიდან, იმიჯიდან და დამახასიათებელი თვისებებიდან გამომდინარე-
"ყველაფერი რაც აქ ხდება, ჩვენთან რჩება". რაც შეეხება ვეგასის გაზვიადებულ
პროდუქტებს, ესენია მდიდრული, უმაღლესი დონით გამორჩეული კლუბები,
რესტორნები და გასართობი ობიექტები. მაგალითად, გაზვიადებულ გაყიდვებს
მოიცავდა ის ფაქტი, ვეგასის 8.5 მილიარდიანი სამშენებლო პროექტი.
3. ტურისტული სააგენტოს მუშაობის გაგრძელება აუცილებელია, მათ უნდა
შეძლონ სიახლეებით გააკვირვონ მომხმარებელი და შესთავაზონ ახალი
მომსახურება. მათი როლი არ დასრულებულა იქ, როდესაც ქალაქს „ცუდი“
რეპუტაცია მოაშორეს და ახალ საფეხურზე გადაიყვენეს, როგორც
მომხმარებელთა მომსახურება, ასევე სეგმენტის გაფართოებაც. მათი
უმოქმედობის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ქალაქმა ისევ დაკაგოს ეს
დიდება და ინერციით აღარ გააგრძელოს წინსვლა.
4. ჩვენი აზრით, ლას-ვეგასის იმიჯის შექმნაზე ფილმებმა და მათმა სიუჟეტებმა
უდიდესი როლი ითამაშეს. ფილმში თუკი პერსონაჟი მიდის ლას-ვეგასში ან
უბრალოდ, შემთხვევით აღმოჩნდება იქ, საბოლოოდ, მისი მოგზაურობა
დაუვიწყარი ემოციებითაა აღსავსე. დღეს ფსიქოლოგიურად ცნობილი და
არავისთვის გასაკვირი ფაქტია, რომ ფილმების მიმართ დიდი ემოციები
უჩნდებათ ადამიანებს და ერთგვარად მათში იძირებიან. დღესაც ყველას
გვახსოვს Friends-ში მთავარი პერსონაჟების მოულოდნელი დაქორწინება და
დაუვიწყარი თავგადასავლები ლას-ვეგასში. ფილმი „წვეულება ვეგასში“,
რომელიც მთლიანად ლას-ვეგასის იმიჯს ქმნის. შესაბამისად, კარგი იდეის
ფილმად გადაქცევის შემთხვევაში, შეუძლიათ მუდამ ახალი სიცოცხლე „აჩუქონ“
ქალაქს და ადამიანთა ცნობიერებამდე ის მესიჯი მიიტანონ, რაც
შესაძლებელია, პირდაპირი თქმით იმდენად ეფექტური არ იყოს, რამდენადაც ამ
ყოველივეს ჩვენება.
5. ბრენდი კომპანიისთვის მომხმარებელთან ურთიერთობის ყველაზე
მნიშვნელოვანი საშუალებაა, ვინაიდან ბრენდი არსებობს მომხმარებელის
გონებაში.
შეგვიძლია, ერთ-ერთ საყვარელ ბრენდად დავასახელოთ ნაიკი, რადგან იგი
ჩვენთვის ასოცირდება საყვარელ ათლეტებთან , რომლებიც ამ ბრენდის
სარეკლამო სახეს წარმოადგენენ და ასევე საფეხბურთო კლუბთანაც. ამის გამო,
როგორც მომხმარებლები, ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებთ ნაიკის
პროდუქციას, ის ჩვენთვის გამარჯვებულის მენტალიტეტის გამოხატულება და
ნაიკის პროდუქციის ტარებისას მეტად თავდაჯერებულად და თავისუფლად
ვგრძნობთ თავს , ასევე ბრენდის ცნობილი დევიზი just do it ალბათ ყველა
ადამიანისთვის დაუვიწყარი და მოტავაციის ამმაღლებელია.

ნინო სამხარაძე
გელა ზარნაძე
ნინო კვაჭაძე

You might also like