You are on page 1of 14

DRESSUP.

GE

დრესაპ ჯგუფი 1994 წლიდან არის წარმოდგენილი ქართული ტანსაცმლის, ფეხსაცმლის,


აქსესუარების ბაზარზე და უკვე რამოდენიმე ათწლეულია ზრუნავს საქართველოში იმ
ყველაზე დემოკრატიული სტილის დამკვიდრებასა და მხარდაჭერაზე, რასაც ჯინსი,
თავისუფალი ცხოვრების წესი და საკუთარი ინდივიდუალური სტილის შექმნა ჰქვია.

კომპანია მისი არსებობის მანძილზე მუდმივად განაგრძობს გაფართოებას და ახალი


მიმართულებების გაძლიერებას, იქნება ეს ფეხსაცმლის ხაზის კუთხით, ონლაინ
გაყიდვების არხის დამატებით თუ სხვა.

დრესაპ ჯგუფის სლოგანი: „ორიგინალი ჩვენი სტილია“ და ლოგო (ფრთიანი D), სწორედ
ჯგუფის მთავარი არსის გამოხატულებაა.

კომპნია მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს მხოლოდ საერთაშორისო ბრენდების


ორიგინალ პროდუქციას – საკუთარი, ყოველდღიური სტილის შესაქმნელად.

ჯგუფი არის ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური და უმეტეს შემთხვევაში


ექსკლუზიური პარტნიორი, როგორებიცაა:

ტანსაცმლის ხაზით - Levis, Etam, Tommy Jeans, Jack & Jones, Lee, Wrangler,
Guess, Lacoste, GANT, Rifle, Mavi, Tommy Hilfiger, Calvin Klein და სხვა.

ფეხსაცმლის ხაზით - Converse, Vans, Lacoste, Greyder, AS98, Bensimon, Levis,


Wrangler, Birkenstock, Toms, Mjus, Marco Tozzi, GANT, Gaimo და სხვა.

აქსესუარების ხაზით - Falke, Burlington, Lee, Wrangler, Vans, Levi's, Guess,


GANT, Lacoste და სხვა

Dressup Group ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია როგორც მონობრენდული, ასევე


მულტიბრენდული მაღაზიებით.

Dressup Group - ის მაღაზიები არის ადგილი, სადაც ყოველთვის შეგიძლია იპოვო


საკუთარი სტილი, ისიამოვნო უმაღლესი ხარისხითა და ორიგინალი ბრენდების უახლესი
კოლექციებით.

Facebook გვერდის შექმნა


პირველ რიგში, ვქმნით დრესაპის ფეისბუქ გვერდს და ვუთითებთ მისთვის
დამახასიათებელ პარამეტრებს, შემდეგ ვტვირთავთ პროფილისა და ქავერის ფოტოებს.
Facebook პოსტების შექმნა
ამ პროცესების შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვედო კარუსელის ტიპის პოსტი, კერძოდ,
მომხმარებელთათვის სურათების საშუალებით გვეჩვენებინა შემოდგომის ახალი
კოლექცია. აღწერაში მითითებულია ვებსაიტის ლინკი და თითოეული ფოტოს ქვეშ
შევხვდებით, კონკრეტული კატეგორიის ლინკებსაც.

მეორე პოსტად გადავწყვიტეთ დაგვედო პატარა ვიდეო, რილსი, რადგან როგორც


მოგეხსენებათ ის საკმაოდ პოპულარობით გამოირჩევა. თემატიკად ავირჩიეთ ბოლო
დროს პოპულარული ვინტაჟური, რეტრო სტილი, რომლითაც დღითიდღე უფრო და უფრო
მეტი ადამიანი ინტერესდება.
საბოლოოდ, გადავწყვიტეთ მომხმარებელთათვის შეგვეთავაზებინა საინტერესო
ჩელენჯი. რადგან პირდაპირ ფასდაკლების შეთავაზება არ გვსურდა, მოვიფიქრეთ ასეთი
სახალისო გზა (ზუსტად ამ პოსტზე უნდა გაკეთდეს შემდგომ Growth tools და
Broadcast). ვფიქრობთ, ეს ბრენდის ცნობადობას უფრო გაზრდის და ასევე იმოქმედებს
გაყიდვებზეც.
Many chat-ის შექმნა
ახლა კი უკვე ვქმნით Many chat-ს, რადგან დრესაპი არის აქტიური ლოკალური
ბიზნესი, რომელიც ძირითადად მომხმარებელთან სოციალური მედიის საშუალებით
სარგებლობს, ვუთითებთ მისთვის შესაფერის პარამეტრებს.
Welcome Message
ვიწყებთ Welcome Message-ით. გადავწყვიტეთ აქ ჩაგვეშალა მომხმარებელთა მიერ
ხშირად დასმული კითხვები. უნდა აღვნიშნოთ ის, რომ დრესაპი ამჟამად აწარმოებს ასეთ
დაკვირვებას, მან გააფართოვა სერვის ცენტრი, რომელიც დილის 10 საათიდან საღამოს 2
საათამდე ემსახურება სოციალურ ქსელებში, რის შედეგადაც სრულიად გააუქმა ჩატბოტი.
მათი მიზანია, შეისწავლოს საკუთარი თანამშრომლების ეფექტურობა, გაიგოს თუ რამდენ
ხანში მიიღო მომხმარებელმა პასუხი, რამდენად ამომწურავი პასუხი იყო და ა.შ. აქედან
გამომდინარე, Many Chat კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე უმჯობესია
მოქმედებდეს არასამუშაო საათებში, საღამოს 3 საათიდან დილის 10 საათამდე.
Default Reply
როგორც ზემოთ ვახსენეთ, უმჯობესია ჩატბოტი გაკეთდეს არასამუშაო საათებში,
სწორედ ამას უკავშირდება Default Reply.

Growth Tool
გვსურს ხალხს კვლავ მივაწოდოთ გაყიდვების შესახებ ინფორმაცია, აქედან გამომდინარე სამიზნე
აუდიტორიად ვირჩევთ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესდნენ ბოლო პოსტში ნახსენები
დრესაპის ჩელენჯით და დააკომენტარეს.

Broadcast
გვსურს გავზარდოთ ჩვენი მომხმარებელთა აქტიურობა, ბრენდის ცნობადობა, აქედან
გამომდინარე სამიზნე აუდიტორიად ვირჩევთ ადამიანებს, რომლებიც დაინტერესდნენ
ბოლო პოსტში ნახსენები დრესაპის ჩელენჯით და დააკომენტარეს. კონკრეტულად კი,
ვაცნობთ თუ რა სარგებელს, პრიზებს მიიღებენ ჩელენჯში მონაწილე ადამიანები.

Automation Keywords
როგორც ზემოთ ვახსენეთ, უმჯობესია ჩატბოტი გაკეთდეს არასამუშაო საათებში,
სწორედ ამას და Welcome Message-ს უნდა დავუკავშიროთ Automation Keywords.
ვქმნით 2 ტიპის Keyword-ებს, პირველი, რომელიც ინფორმაციას აბრუნებს პროდუქტის
დაბრუნება, გადაცვლის შესახებ, ხოლო მეორე, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის
ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

ყავდათ ლიკუნა ხაჭაპურიძე, მარი სანი, სალომე ღვინიაშვილი. ჰქონდათ გაიდლაინებიც.


რომელი ბრენდისთვის როგორი ტიპაჟი არის სასურველი, მათთვის რომ პოზიციონირდეს.
ამის მერე იწყებენ ფიქრს, მაგალითად ტომი ჯინსი რომელიც არის არასტანდარტული
ახალგაზრდული ფიქრობენ თუ ვინ შეიძლება მოირგოს ის.

მას შემდეგ რაც გრანდ მოლი გაიხსნა გააკეთეს ტიკ ტოკ გვერდი, რომელსაც ფოქსი
ელენიკო ხელმძღვანელობს, და ამასთანავე თანამშრომელია დრესაპის.

გუგლ ედსი მუდმივად ჰქონდათ თდა აქვთ. აქვთ სერჩინეთვორქი რომლის მიზანია საიტის
სერჩის წინ წამოწევა რასაც ქივორდების მეშვეობით აკეთებენ. მაგალითად პირველს რომ
ჩაწერ ტანსაცმელს ამოგიგდოს დრესაპის ტანსაცმლის ფეიჯი ან თუნდაც კონკურენტი
მაღაზიის სახელი რომ ჩაწერო და მაგის დაბლა ამოაგდოს დრესაპის გვერდი. რადგან ეს
პროცესი აუქციონებივით კეთდება და ვინც უფრო მეტს იხდის იმისი გვერდი ვარდება,
რთულია კონკურენცია გაუწიო თუმცა საქართველოში ამ კუთხით დიდი კონკურენცია არ
არის და არ ჯდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში ძვირი.

დრესაპის დისფლეიზე როდესაც სხვადასხვა გვერდებზე ჩნდება მათი რეკლამა მაგის


მიზნობრიობა ძირითადად საიტზე გადმოსვლების გაზრდაა ჰქონდათ. ამას გარდა
გაყიდვის გაზრდის რეკლამებიც ხშირად შემოუთავაზებიათ.

იუთუბზე სხვადასხვა ვიდეო კამპანიებია გარდა იმისა რომ აქვთ ის აი სქიფსის დაჭერისას
და გოტოს სახით რეკლამაც.

საკომუნიკაციო ტონიც დამოკიდებულია, იმაზე თუ რომელი ბრენდის პოსტი იდება.


მაგალითად, პრემიუმ ბრენდი ატრიო საუბრობს უფრო აკადემიურად, ფორმალურად.
სხვები კი უფრო არაფორმალურად რადგა. ბრენდებმა იციან რომ ძირითადად
მომხმარებელს კომფორტს შინაურული გარემო და მათზე მორგებული დამოკიდებულება
მოსწონთ. ამიტომ საერთო ჯამში უფრო მეგობრული ტონი აქვთ.

რაც შეეხება სამიზნე აუდიტორიას რადგან 100-ზე მეტი ბრენდი აქვთ და სხვადასხვა
მაღაზიები ამათი მიზანი ისაა რო ნებისმიერი სქესის და ნებისმიერი შემოსავლის მქონე
ადამიანისთვის იყოს შესაბამისი გემოვნების არჩევანი. მაგალითად რომ ავიღოთ აქვთ
ატრიო პრემიუმ ბრენდი სადაც ძვირი ფასებია. სეგმენტს ორად იყოფა 15-20 და 25-55
წლის ხალხი პრემიუმ ბრენდებზე.

ფლეისმენთის ტიპი დამოკიდებულია მასშტაბზე. როცა მაშტაბურია ყველა შესაძლო


საკომუნიკაციო არხს იყენებენ. თუ კონკრეტულია და გვინდა ვთქვათ ინსტაზე გაზარდო
ვიზიტები მაშინ ამეებს ფიდში უშვებენ.

ინფლუენსერებს არჩევენ ხოლმე ბრენდიდან გამომდინარე. არ სურთ იმათთან

თანამშრომლობა ვინც უამრავ ბრენდათ თანამშრომლობს. ამიტომ ამ მხრივ


ინფლუენსერების ნაკლებობას განიცდიან.

ზოგადად გუგლზე ნაკლებად ზღუდავენ აუდიტორიას იმიტომ რომ, გუგლი მათ


ინფორმაციას აგროვებს როცა რეგისტრიდები და შეიძლება როცა შენი მეილით ხარ
შესული ის რეკლამა შენამდე არ მოვიდეს რადგან სხვა ზის შენი სერვერით.ასევე
პირიქით, ამიტომ აქვთ ზოგადზე გათვალისწინრბული. აქ გუგლის სეგმენტირება ისეთივე
ზოგადი არაა როგორც ფეისბუქზე, ფბზე ადვილად გადის აუდიტორიამდე ბრენდის
სათქმელი.ფეისბუქზე აქვთ ასეთი სეგმენტაცია, ხალხი რომელიც ჩართული არიან მათ
გვერდებზე, ხალხი რომლებსაც აინტერესებთ მოდა და სხვადასხვა შოპინგის თემები.
შეიძლება ამასთანავე იყოს ბრენდები. პრემიუმ ბრენდის შემთხვევაში შეიძლება ქცევითი
ფაქტორიც დაამატო, მაგალითად ხშირად მოგზაურობა.
რეგიონებში ძირითადად რა თქმა უნდა თბილისი და ბათუმია მთავარი მაგრამ აქვთ
გახსნილი მაღაზია ზუგდიდში და რუსთავში. გარდა მაგისა საიტით არის მითითებული
დიდი დომინანტი ქალაქები. ესენია თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი,
თელავი.

გვაქვს შემთხვევებიც მაღალმთიან რეგიონებში გაშვებული კონკრეტული შეთავაზებებისა.


რითაც აკვირდებიან შედეგებს, მაგრამ ნაკლები პოპულარიზების გამო ძალიან იშვიათია
ეს შემთხვევები.მაგალითად ერთხელ სვანეთშიც გაუშვეს და აკვირდებოდნენ რამდენად
გაიზარდა შეკვეთა.

ბიდინგ სტრატეგიას ავტომატურად ირჩევენ ხოლმე მაგრამ ფასს თავად ურეგულირებენ.

კონტენტის ძირითადი სეგმენტია 18-55 წლის საშუალო და მაღალი სტატისტიკის

შემოსავლის მქონე ადამიანები, რადგან მათ ინტერესებშია ხარისხიანი პროდუქციის


მიღება.

კონტენტ ლაინები ანუ ქოფირაითერები მთლიანად ბრენდზე არის დამოკიდებული, თვითონ


ქოფის პოსტიც მაგის მიხედვით ყალიბდება, ეცნობა და იკვლევს თუ როგორ ამყარებდნენ
აქამდე კავშიდს. აქვე ვახსენებთ ბრენდის გაიდლაინსაც და რა ტიპის მარკეტინგული
კონტეენტი იქნება გამოცდილების მიხედვით განსაზღვრავენ.

1. კარუსელის სისტემის ტიპი რითაც გავაცნობთ კოლექციას და დადებული იქნება ბევრი


ფოტო და საიტის ლინკიები

2. რილსი რადგან ძალიან აქტუალურია

3. რა თქმა უნდა შეთავაზება

You might also like