You are on page 1of 15

შესავალი და დაარსების ისტორია (ლიკო)

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 15 წლის ნიჭიერმა ბრიტანელმა ბიჭუნამ რიჩარდ ბრენსონმა
დააარსა სკოლის ჟურნალი „სტუდენტი“, რომლის პირველივე გამოცემის 50000 ეგზემპლარი
გაიყიდა. იქიდან გამომდინარე, რომ მისმა ჟურნალმა ძალიან დიდი ფურორი მოახდინა
რიჩარდმა გადაწყვიტა მიეტოვებინა სკოლა 17 წლის ასაკში 1970 წელს იმისათვის, რომ
დაეარსებინა საკუთარი ჟურნალი, რომელმაც მალევე ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა,
ედვერთაიზერების ყურადღება მიიპყრო და საფუძველი ჩაუყარა
მულტიმილიარდდოლარიან კონგლომერატს 1990იან წლებში. პირველი წარმატება
გაგრძელდა იმით, რომ რიჩარდმა თავის მეგობრებთან ერთად დააარსა კომპანია „ვირჯინი“ -
ეს იყო მაღაზია, რომელშიც იყიდებოდა ყველასათვის ცნობილი შემსრულებლების
გრამფირფიტები. The brand name "Virgin" arose when Richard Branson and Nik Powell formed a
record shop. They considered themselves virgins in business.[4] Branson has described the "V" in the
logo as an expressive tick, representing the Virgin seal of approval. ნელნელა კომპანიამ დაიწყო
განვითარება და შეიქმნა „Virgin Atlantic”, შემდეგ “Virgin Radio” და სულ უფრო და უფრო
სწრაფად ფართოვდებოდა. 1990 წლის ბოლოსთვის ბრენდი უკვე იყო ტოპ 50ეულში და
ბრიტანულმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ მომხმარებლების 96%-მა იცოდა ვირჯინის
არსებობის შესახებ.

როგორც თავად რიჩარდი ამბობს, მას არ ჰქონდა განზრახული უზარმაზარი ბიზნეს-იმპერია


შეექმნა, ის უბრალოდ აკეთებდა იმ საქმეს, რომელიც მოწონდა და სიამოვნებას ანიჭებდა, ეს
კი ითვალისწინებდა მისთვის სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობასა და დროის
გატარებას.

დღეისათვის, ვირჯინი წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს. 200-ზე


მეტი კომპანიის გაერთიანება აგრძელებს წარმატებული ბიზნესების ზრდას სხვადასხვა
ინდუსტრიებში - მობილური ტელეფონები, მოგზაურობა, ფინანსური მომსახურება, მუსიკა,
ჯანმრთელობა და სხვა. ვირჯინის კომპანიებს შორის მათ შორის უდიდესია ვირჯინ
ათლანთიქ ეარვეისი, რიგით მეორე ავიახაზები დიდ ბრიტანეთში.

„ვირჯინ ჯგუფის“ პროექტები (გიორგი)


„ვირჯინ ჯგუფი“ უზარმაზარი კომპანიაა, რომელიც ათობით კომპანიის მფლობელი თუ
მეწილეა. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ის არის, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ერთ რომელიმე
კონკრეტულ სფეროს. პირიქით, ვირჯინის ბრენდებს შეხვდებით უამრავ ერთმანეთისგან
განსხვავებულ და დამოუკიდებელ სფეროებში. მუსიკა, სპორტი, ჯანდაცვა, ტურიზმი და
ტრანსპორტი, კვება, მედია, ბიზნესს სერვისები, საბანკო სერვისები, გართობა და დასვენება,
საცალო ვაჭრობა, ქველმოქმედება და ბუნებრივი ენერგიებიც კი - „ვირჯინ ჯგუფის“ ვრცელი
სამოქმედო არეალის ჩამონათვალია. ყველაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს და დიდ
დროც დასჭირდება, სწორედ ამიტომ ვეცდები ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები გამოვყო
და მათზე ვისაუბრო.

ალბათ ძალიან საინტერესოა თუ როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა ამხელა კომპანიის შექმნა
და ამდენ სფეროში ერთდროულად ჩართვა. დღეს სწორედ ამის ჩვენებას ვეცდებით ჩვენ,
თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად თავად რიჩარდის სიტყვები დაგვეხმარება, როდესაც
მას სახელზე შეეკითხეს. ბრენსონის განცხადებით, სახელწოდება „ვირჯინის“ არჩევისას მან
გაითვალისწინა ის იდეა, რომ ბრენდი ახალშობილივითაა, როდესაც რაიმე ბიზნესს
საქმიანობაში ერთვება - ყველაფერს ისინი ნულიდან იწყებენ. „ჭკვიანურად შეარჩიეთ
ბრენდის სახელი“ – სწორედუნიკალური სახელი წარმოადგენს Virgin–ის წარმატების ერთ–
ერთ საიდუმლოს, რომლის იდეაც მოულოდნელად, მეგობრული შეკრების დროს გაჩნდა.
ერთი შეხედვით ეს რისკზე წასვლას ჰგავდა, მაგრამ ფაქტია, რომ გაამართლა. ამას გარდა,
რიჩარდ ბრენსონის კიდევ არაერთი საინტერესო ფრაზა შეიძლება გავიხსენოთ, მათ შორის - „
როდესაც საქმე სიამოვნებას აღარ მანიჭებს, ვფიქრობ, ორგორ შევცვალო, განვაახლო
ყველაფერი“ - ამ სიტყვების ნახვის შემდეგ ალბათ კიდევ უფრო ნათელი ხდება თუ რატომ
ფლობს ვირჯინი ამდენ განსხვავებულ კომპანიას.

კარგით ახლა კი უშუალოდ მის კომპანიებს დავუბრუნდეთ და მიმოვიხილოთ ისინი.


მივყვეთ ქრონოლოგიურად. „ვირჯინ ჯგუფი“ 1971 წელს დაარსდა, როდესაც ბრენსონმა
გახსნა ორი მუსიკალური მაღაზია ოქსფორდ-სტრიტზე. რიჩარდი თავის ამხანაგებთან ერთად
გრამფირფიტებს ყიდდა. იგი ძალიან იყო გატაცებული მუსიკით და რა გასაკვირია, რომ მისი
პირველი ბიზნეს ნაბიჯები სწორედ ამ სფეროში დაიწყო. ორი წლის შემდეგ კი იგი თავის
პირველ უდიდეს ბრენდს „ვირჯინ რექორდს“ აარსებს. ეს კომპანია იყო ხმის ჩამწერი
სტუდია, რომელშიც სხვადასხვა დროის მანძილზე არაერთ ცნობილ მუსიკოსთან თუ
მომღერალთან თანამშრომლობდა. „ვირჯინ რექორდსი“ ბრენსონის წარმატების გარანტი
გახდა. 1980 წელს ის უკვე მსოფლიოს მასშტაბით აგრძელებდა მუშაობას და მისი ფილიალები
ნელ-ნელა გაიხსნა ამერიკაშ, კანადაში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.

ზოგადად 80-ანი წლები ბრენსონისთვის ზეწარმატებული აღმოჩნდა. 1983 წელს დაარსეს


„Virgin Communications.“ მას გადაწყვეტილი ჰქონდა თავისი კომპანია მედია სფეროში კიდევ
უფრო განევრცო და უდიდეს ბრენდად ჩამოეყალიბებინა, სწორედ ამის შედეგი გახლდათ ამ
ბრენდის დაარსება. საბოლოო ჯამში, 1985ში ვირჯინი ვიდეო თამაშების წარმოებას იწყებს,
87-ში კი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ნაბიჯი- „ვირჯინის სატელიტური ტელევიზია.“
ვირჯინი ახალ ბაზარზე შედის, მიუხედავად ამისა ეს ნაბიჯიც საკმაოდ წარმატებული
აღმოჩნდა და 1988 წელს უკვე საკაბელო ტელევიზიასაც ხსნის. იმავე წელს მუსიკალურ
სფეროში ვირჯინი აარსებს „ვირჯინ კლასიკს,“ რომელიც მხოლოდ კლასიკური მუსიკის
პოპულარიზაციაზე იყო ორიენტირებული. 1993 წელს ვირჯინი უკვე საკუთარ რადიო
სადგურსაც ხსნის. ეს ძალიან წარმატებული ნაბიჯი გამოდგა და დღემდე აქტიურად
აგრძელებს მუშაობას. ხოლო 2007 წელს უკვე რიჩარდ ბრენსონი ამ ყველა მედია საშუალებას
ერთ ბრენდად აერთიანებს და იქმნება „ვირჯინ მედია“ და „ვირჯინ რადიო.“

„ვირჯინ მედია“ დღევანდელ დღეს აერთიანებს ტელევიზიას, ინტერნეტსა და მობილურ


კავშირგაბმულობის ქსელებს. მისი მოგება 2012 წლისთვის 3 მილიარდ დოლარამდე იყო. რაც
შეეხება „ვირჯინ რადიოს“ დღესდღეისობით იგი მოიცავს 20-მდე რადიო სადგურს და
ვრცელდება 9 ქვეყნის ტერიტორიაზე. ბოლო მონაცემებით სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ
ვირჯინის მსმენელთა რაოდენობამ 22 მილიონს გადააჭარბა.

მედიადან გადავინაცვლოთ მეორე ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ ვირჯინის პროდუქტზე


სატრანსპორტო საშუალებებზე. აქ ჩვენ ვხვდებით, როგორც თვითმფრინავებსა და
რკინიგზას, ასევე 2003 წლიდან კოსმოსურ ხომალდებსაც კი, თუმცა ამაზე მოგვიანებით.

დავიწყოთ ავიახაზებით. ჩემი აზრით, ვირჯინის ყველაზე გამორჩეული პროდუქტი.მეტიც,


თავად რიჩარდ ბრენსონის განცხადებით ეს მისი ყველაზე საყვარელი ბიზნეს საქმიანობაა.
დღევანდელდღეს ვირჯინ ჯგუფი სამ ბრენდს აერთიანებს: „ვირჯინ ატლანტიკა,“ „ვირჯინ
ამერიკა“ და „ვირჯინ ავსტრალია.“ ამას გარდა ვირჯინის სამოგზაურო „პაკეტში“ ვხვდებით
„ვირჯინ ჰოლიდეისა“ და „ვირჯინ ვექეიშენი.“ ავიახაზების გარდა ვირჯინს აქვს საკუთარი
კრუიზიც და რკინიგზაც. ხოლო მათი საწვავით მომარაგებას 2003 წლიდან „ვირჯინ საწვავი“
ცდილობს. რიჩარდი ორიენტირებულია ბუნებრივი ენერგიების გამოყენებაზე და ამ ბაზარზე
აქტიურად აპირებს მოღვაწეობას. „ვირჯინ ენერგია“ სწორედ ამისთვის შეიქმნა 2003 წელს,
ხოლო ერთ წელში „ვირჯინ საწვავი,“ რომლის მთავარი მიზანიცაა სუფთა ბენზინის წარმოება
სამომავლოდ. 2005 წლიდან კი ვირჯინი სენსაციურ იდეას გვთავაზობს და იწყებს უკვე
კოსმოსური ხომალდების შექმნას. ხოლო 2013 წლიდან, რიჩარდ ბრენსონმა და კომპანია
“მაიკროსოფტის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა პოლ ალენტმა საინტერესო პროექტი
წამოიწყეს – “Virgin Galactic”, რაც ითვალისწინებს კოსმოსური სადგურების აშენებას.
მომავალში, ნებისმიერი მსურველი მიზერულ თანხად შეძლებს კოსმოსში გამგზავრებას.

მედია და სატრანსპორტო საშუალებები უდავოდ ყველაზე დიდი პროდუქტებია, რასაც


ვირჯინი აწარმოებს. თუმცა აქვე აღვნიშნოთ ძალიან მოკლედ სხვა სახის პროდუქციაც. არის
ისეთები, რომლის გაგებაც მე პირადად ძალიან გამიკვირდა - „ვირჯინ არაყი,“ „ვირჯინ კოლა“
(ორივე 1994) და „ვირჯინ კოსმეტიკა (1999).“ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით
რიჩარდმა შექმნა „ვირჯინ აქტივი,“ რომელიც დღეს მსოფლიოს 10მდე ქვეყანაში მოღვაწეობს,
მათ შორის აფირკისა და აზიის ქვეყნებიც არიან. განსაკუთრებით აღსანიშნავია სამხრეთ
აფრიკის ფილიალი. ამ სახელმწიფოში 77ზე მეტ სპორტულ დარბაზს შეხვდებით და ამას
გარდა სა-ული „ვირჯინ ექტივის“ განკარგულებაშიაახალი ვირჯინის კომპანია - „იზრუნე
ცხოვრებაზე.“ ამ სფეროში რიჩარდი კიდევ უფრო მეტი და მეტი თანხის დახარჯვას აპირებს.
საბანკო და ბიზნეს კუთხით სფეროში ვხვდებით - „virgin money” da “virgin bussines”. Aseve virgin
hotels, virgin ფესტივალს გამოვყოფ. ბოლოს, კი ვთქვათ ქველმოქმედებაზეც. „ვირჯინ
იუნაითი“ დაარსდა 2004 წელს და დღეს ალბათ ყველაზე დიდ როლს თამაშბს ვირჯინებს
შორის. რიჩარდი ამ ბრენდის განვითარებაზე ფულს არ ზოგავს. 2006 წლიდან ის ბრიტანეთის
საზღვრებსაც გასცდა და ავსტრალია და აფრიკაც მოიცვა. დღეს მათი უმთავრესი
დანიშნულებაა ე.წ დიდი 3-ის: აივ, შიდსის და ტუბერკულიოზის განკურნებასა და
დამარცხებაში მონაწილეობა. აქვე ვთვათ, რომ აშშ-ში ვირჯინის ქველმოქმედება ცდილობს
უსახლკარო ბავშვების პრობლემის მოგვარებასა და ასევე გლობლაური დათბობის
წინააღმდეგ საჭირო პოლიტიკის შემუშავება.
მარკეტინგი (ილია)
ვირჯინ გუფსი გიგანტური კონგლომერატია, რომელიც უამრავ კომპანიას აერთიანებს.
თითოეულ დარგში წარმატების მისაღწევად მას კარგი მარკეტინგული სტრატეგია სჭირდება.
განვიხილოთ ის:

პირველი, რაც უნდა ვთქვათ, ის არის, რომ ვირჯინ გრუფსი იყენებს ე.წ. მონოლითურ
ბრენდინგს, ანუ თითოეული კომპანიის დასახელება იწყება ვირჯინით და შემდეგ მოსდევს
პროდუქტის სახელი. ეს იმით არის კარგი, რომ თუ ადამიანს ავიაკომპანია მოეწონა, ის
იფიქრებს, რომ ვირჯინ კოლაც კარგი ხარისხის იქნება.

ხალხის მისაზიდად ვირჯინ გრუფსი ცდილობს, რომ შექმნას არა იაფი და


ყველასთვის ხელმისაწვდომი პროდუქტი, არამედ რაღაც განსხვავებული, სხვებზე უკეთესი
და გამორჩეული. ის მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი კლასის მომსახურებასა და
კომფორტს, ფასსაც შესაბამისად არჩევს. ძალიან იაფი რომ იყოს, ხალხი არ დაიჯერებს რომ
პროდუქტი ხარისხიანია, ხოლო მაღალი ფასი მომხმარებლის უმეტესობას დააკარგვინებს,
ამიტომ ვირჯინ გრუფსი ცდილობს ჰქონდეს საშუალოზე ცოტათი მაღალი ფასი, თუმცა იმავე
ფასის მქონე კომპანიებთან შედარებით უფრო კარგი ხარისხის პროდუქტი შესთავაზოს
მომხმარებელს.

ვირჯინ გრუფსს ბევრი რამ განასხვავებს სხვა კონგლომერატებისგან. ამის ერთ-ერთი


მთავარი მიზეზი მისი მფლობელი რიჩარდ ბრენსონია. სხვა კონგლომერატების
მფლობელებისგან განსხვავებით ის საკმაოდ ცნობილია, ხშირად ჩანს იუთუბის ვიდეოებში,
რომლებშიც კომპანიაზე საუბრობს, რაც ეხმარება მომხმარებელთან დაახლოებას და
ფირმისთვის მეგობრული იმიჯის შექმნას, ასევე ხშირად ჩანს ვარსკვლავების გვერდით,
თავად იღებს მონაწილეობას ვირჯინ გრუფსის ვიდეო რეკლამებში და კიდევ აკეთებს
რაღაცებს, რაზეც შემდეგ მოგიყვებით.

კომპანია, როგორც ვთქვი, ცდილობს შეიქმნას მაღალი დონის, ორიგინალურისა და


ინოვაციურის იმიჯი, რასაც ხაზს უსვამს თავის რეკლამებში. ასეთი მიდგომის კარგი
მაგალითია 2011 წელს გამოშვებული ვირჯინ ათლანთიქის რეკლამა. 1:30 წუთიან ვიდეოში
ე.წ. „ჯეიმს ბონდის“ სტილში ერთმანეთში ირევა უამრავი სურათი, რომლებიც ხაზს უსვამენ
კომპანიის განსაკუთრებულობას, მის „ელიტურობას“. ასევე ყურადღება თანაბრად
ნაწილდება ორივე სქესზე, რაც, დღევანდელელი სიტუაციის გათვალისწინებით, საკმაოდ
ჭკვიანური ნაბიჯია კომპანიისთვის. კიდევ ის უნდა ითქვას, რომ რეკლამა კარგად უსვამს
ხაზს კომპანიის სურათს, ის არ არის ტრადიციული, ჩარჩოებში მოქცეული, არამედ ანგრევს
ყველა წესს.

ახლა კი უფრო მხიარულ ნაწილზე გადავიდეთ. როგორც ვთქვი, რიჩარდ ბრენსონი


საკმაოდ ექცენტრული და უცნაური პიროვნებაა, რასაც ხაზს უსვამს პირადად მის მიერ
გაკეთებული მარკეტინგული ნაბიჯები:

1. ვირჯინ ბრაიდსის გასაპიარებლად თავად მოირგო პატარძლის კაბა;


2. ვირჯინ კოლას შექმნის შემდეგ ნიუ-იორკში ტანკით გაიარა, ვითომ კოკა-კოლის
ოფისებს აფეთქებდა;

3. სამხრეთ აფრიკაში გამოეწყო ზულუს მეომრის ფორმაში;

4. სტივენ კოლბერტთან ინტერვიუსას იწუწავა წამყვანთან;

5. როდესა ვირჯინმა განაცხადა, რომ ხსნიდა ავიახაზებს შოტლანდიაში, მან კილტი


ჩაიცვა და ისე გამოჩნდა ტელევიზიაში;

6. ვირჯინ გალაქტიკის წარდგენისას ასტრონავტის კოსტიუმი

ფინანსები (თემუკა)
როგორ დაიწყო ყველაფერი? დედამისი ცოტა რაღაცნაირი ქალი იყო ბრენსონის, ანუ სად
იზრდებოდა ბავშვი, დედა ევა ბრენსონი ამბობს “ ფაქტი, რომ ჩვენ ბევრი ფული არ გვაქვს,
ძალიან კარგია“, ხოლო პატარა რიჩარდს ყოველთვის სურდა დამხარებოდა ოჯახს.
სერ რიჩარდ ბრანსონი არის ლეგენდა. კაცი რომელმაც თავისი ქარიზმით ააშენა და შექმნა
ძალიან მაგარი ბრენდი.

საიდან დავიწყოთ? ჯურნალი „სტუდენტი“, 15 წლის რიჩარდი ყიდის გაზეთს და აქვს


პირველი შემოსავალი. სადაც სტუდენტები წერდნენ თავის ამბებს და იწერებოდა
სიახლეები. ამან წარმატება მოუტანა რადგან გაყიდა 50,000 ეგზემპლარი. ბიზნესი
წარმატებული აღმოჩნდა და მიატოვა სკოლა ბრენსომა. ერთი ერთი მაგ რიგს მიეკუთვნება
სკოლა რომ მიატოვეს და მილიარდერები გახდნენ. და როგორც ახსენებ 1970 წელს დაარწა
ვირჯინი. და იალაპრაკეს იმაზე რმო თავიდან ხმის ჩამწერი სტუდია და ეგენი იყო. ანუ
ამით იშოვა ფული სტუდენტების გაყიდვით. (ტეფიკინგი? არა).

ამის შემდეგ გაიყდო ჩანაწერების გაყიდვა და კარგი შემოსავალიც ჰქონდა. მაგრამ 70-80 იან
წლებში დაიწყო საშინელი კანონოების მიღება და კრიზისი ინგლისში. მაღალი გადასახადები
ბიზნესზე. დაიხურა უამრავი კომპანია. სად არის ამ დროს ბრინსონი? და რა ხდება მის
სულში? სული მეამბოხეა, მაგრამ ეკონომიკა არ აძლევს გასაქანს. (ბრენსონის სულის ფოტო
აქ). სულის შეუპოვრობად ყველაფერს აჯობა და შევიდა ბრანსონი ბიზნესში, როგორც Virgin.

ამის შემდეგ ის ყიდის ბევრ ჩანაწერებს.

ნუ მერე შედის ბიზნესში ავიაკომპანიის და ამით ნახულობს დიდი მოგებას. საერთო ჯამში,
1985 წლისთვის მისი მოგება ყველა კომპანიიდან, რაც მას დაარსებული ჰქონდა შეადგენდა
25 მილიონ დოლარს. მადენი ხარჯი გასწიო და ამდენი მოგება გქონდეს ძაან მაგარია.

1986 წელს კი გამოუშვა აქციები, და ამით 56 მილიონი დოლარი დააგროვა. მაგრამ აქციები არ
გამოუშვია ავიაკომპანიისთვის. და მან და თავისმა ერთ-ერთიმა დირექტომა ითამაშეს ამის
პატრონმა რა ქნას. და ვინცა წააგებდა უნდა ეყვირა “from the rock market to the stock market”
რეკლამაში. ბრენსომა გაიმარჯვა. 87 წლისთვის უკვე ბრენსონის აქციებიდან შემოსული
თანხა 230 მილიონს შეადგენდა. და ამასტან ერთად მოგებასაც თუ ვნახავ ავიაკომპანიიდან,
საერტო ჯამში დაახლები350 მილიონი ჰქონდა შემოსავალი ყოველწლიურად. 1988 წელს კი
ისევ კერძო კომპანია გახადა და გამოიყვანა აქციების ბაზრიდან თავისი კომპანია. და გაყიდა
Virgin Music Group-ის 25% 170 მილიონად.

1991 წელს კი Virgin Group-ის შემოსავალი 2 მილიადრი დოლარი იყო. 1990 წლებში როდესაც
ეკონომიკური კრიზისი იყო ამერიკაშიც, ბრანსონს სახსრები შემოაკლდა და გაყდა Virgin
Records 957 მილიონად 1992 წელს. რადგან მას ფოკუსირება უნდოდა ავიაკომპანიაზე. ამის
შემდეგ აღარ ჩამოვთლი რა ხდებოდა შემდეგ წლებში.

რა ხდება დღეს? ზოგადად ბრენსონი არ ერევა ბიზნეს საქმიანობაში, არამედ მას აინტრესებს
რა ხდება კომპანიებში.

საიდან შოულობს ვირჯინი ფულს? ნუ ეს შემოსავლები გასაგებია სხვადასხვა კომპანიებიდან.


მაგრამ ვირჯინი ამაზე მეტ ფულს შოულობს ლიცენზიებიდან, როდესაც ის უფლებას აძლევს
სხვა კომაპნიებს ისარგბლონ თავისი ბრენდით. აქედან ყოველწლიური შემოსავალი 120
მილიონია.

როგორც ზემოთ ვთქვით ვირჯინს ძალიან ბევრი კომპანია აქვს და ამიტომ ვისაუბრებ
რამდენი მათგანის ფინანსებზე. რომელიც მიმაჩნია რომ მნშვნელოვანია.

იმ ფოტოს განვიხილავ. და მერე გადავალ კომპანიებზე.

ანუ აქ წერია წილები, რა წილიც ვიჯინს ეკუთვნის. რატომ აკეთებს ის ამას? ის ხვდება რომ
ყველაფერს თვითონ ვერ გააკეთებს, რადგან ზოგ კომპანიას აქვს უკეთესი რესურსი რაღაცის
საწარმოებლად, ანუ რას აკეთებს ასევე ვირჯინი. ეს კარგი სტრატეგიაა რომ ის აშენებს
კომპანიებს და შემდეგ ყიდის მათ. მაგალთად თუნდაც ამერიკის ავიახაზების 49 %-ის
მფლობელი სინგაპურის ავიახაზებია და ა.შ.

Virgin Galactic

ზოგადად ვირჯინ კოსმოსის იდეა ტავიდანვე ჰქონდა ბრანსონს და ყოველთვის სურდა მისი
განხორციელება. ანუ ეს გულისხმობს ადამიანების გაშვება კოსმოსში სპეციალური
კოსმოსური ხომალდით. ეს იდეა პირველი იმიტომ უნდა ბრენსონს, რომ გაუშვას ხალხი
კოსმოსში და მეორე რომ გაამაგროს უფრო ბრენდი, რადგან მიაჩნია რომ ასეთი რაღაცების
კეთება ბრენდისთვის კარგი იქნება. ამისთვის ბრენდოს უნდოდა რომ დაეფინანსებინათ
თავისი პროექტი, ასევე დამოკიდებულ იქნებოდა Virgin Group-ის ფინანსებზე, მაგრამ სხვა
ინვესტიციებიც უნდოდა. სულ $600 მლნ იყო საჭირო პროექტის განხორციელებისთვის. $380
მილიონით დააფინანსა Aabar (აბუ დაბის სახემლწიფო საინვესტიციო სააგენტო), ეს ფული
დახარჯა ვირჯინმა და ააბარს ეუბნება რომ ის ჯერ არ უნდა ელოდე ფულის უკან
დაბრუნებას, მაგრამ არც დაკარგვას. ამ დროს დაანონსეს გაფრენის თარიღი, მაგრამ არ
გამოდგა სწორი ეს, რადგან გეგმა არ ჰქონდა წესიერი ვირჯინს კომპანიას კოსმოსში წასვლის.
ბილეთების გაყიდვიდან მიღებული ფული დაახლოებით $89 მილიონი იყო, ანუ რა
ხდებოდა? მოუწევდა ვირჯინს უკან ადრებუნებინა ფული ყველა ბილეთის და ასევე ააბარის?
მაგრამ ყველას გადსაოცრად ვირჯინს იმხელა ნდობა ჰქონდა მოპოვეუბლი უკვე, რომ ხალხმა
უარი თქვა ანხის უკან დაბრუნებაზე და ელოდებოდა როდის გაფრინდებოდნენ, ახლაც
ელოდებიან.

Virgin America

Virgin America ავიაკომპანიაა და შესაბამისად მისი შემოსავლის წყაროს ბილეთების გაყიდვა


წარმოადგენს. Sky News-ის ცნობით, რიჩარდ ბრენსონის ვირჯინ გრუპი ავიაკომპანიის
აქციების 25%-ს ფლობს.

Virgin America-ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ქაში აცხადებს, რომ


2013 ვირჯინ ამერიკასთვის უდიდესი პროგრესის წელი იყო. 2013 წელს მათი მთლიანი
შემოსავალი იყო 1 425 მილიარდი $, 6,9%-ით მეტი ვიდრე 2012-ში. კომპანია აცხადებს, რომ
მისი წმინდა მოგება 2013-ში იყო 155,5 მლნ $, 10,1 მლნ $-ით მეტი ვიდრე წინა წელს.
ავიაკომპანიის მოგება მეოთხე კვარტალში იყო 14,2 მლნ $.

ვირჯინ ატლანტიკმა თავისი დიდი წარმატებისა და მოგების მიზეზად დაასახელა premium-


class traveler-ების დიდი რაოდენობა. (საიტზე შევედი და პრემიუმ კლასის one way ბილეთი
ლონდონიდან ნიუ იორკამდე, თუ გავფრინდები 9.06-ში, ღირს 1 734,56 GBP = 2655,090992 $).

ის ართობს კლიენტებს თვითმფრინავში. მისი მთავარი მიზანი ეგ არის. რომ გაერთოს ხალხი
როცა 10 საათი მგზავრობს.

ამასთან მნიშვნელოვანი ის ფაქტი რომ ვირჯი ამერიკამ ხელშეკურლება დადო „დელა


ავიახაზებთა, რამაც ვრიჯინს 10.000 დამატებითი კლიეტნი მოუტანა $10 მლნ დამატებიტი
ემოსავლით. ასევე რა ხდება დღეს. ის ამცირებს დანახარჯებს ავიკომპანიების თუნდაც
ბილეთების გაყიდვის სისტემა, ინტერნეტიდან ყიდულობს ხალხი, ამიტომ თანმშრომლები
აღარ სჭირდება. ასევე გაიაფდა ბენზინი და სხვა.

In March 2016, the airline confirmed it was considering a sale.[47] Alaska Air Group and JetBlue
Airways made offers to purchase the airline from Virgin Group.[48] On April 4, 2016, Alaska Air
Group announced that it had agreed to buy Virgin America for $2.6 billion.[49] Including debt and
aircraft leases, the transaction is worth about $4 billion.[50] In December 2015, Alaska was interested
at $44.75 per share, before JetBlue manifested its interest in February 2016. A bidding war ensued
culminating on 31 March and 1 April at $57 per share, 47% higher than the day's closure at $38.9.[51]

The acquisition is expected to be completed by January 1, 2017 and both airlines are planning to
operate under a single air operator's certificate under the Alaska Airlines name by 2018.[52] Alaska
Air Group will continue to honor the Loyalty programs of both groups with no foreseen changes.
Virgin America's founder Richard Branson stated that he was disappointed by the merger. Virgin
shareholders still need to vote to approve the merger.[53] Should the merger agreement be
terminated by Virgin America, they may be required to pay Alaska Air Group a Termination Fee
equal to $78.5 million.[54]

სწორი და არასწორი ნაბიჯები (ალექსი)


ვირჯინის წარმატების ისტორია მისი შექმნის დღიდან იწყება.ამ კომპანიის სახელი მის
ძლიერ მხარედ ითვლება უკვე 45 წელია და დიდი წვლილი შეიტანა ვირჯინის, როგორც
ბრენდის ჩამოყალიბებაში. რიჩარდი ამბობდა, რომ ისინი ნებისმიერ ბიზნესში დამწყებები
იყვნენ, სწორედ ამიტომ ვირჯინი ასოცირდებოდა ინოვაციასთან და
გამბედაობასთან.რთულია ორასი კომპანიისგან შემდგარ კონგლომერატზე საუბარი, მაგრამ
ვირჯინის წარმატებას აქვს თავისი მიზეზები. კომპანიის შიდა ურთიერთობები საკმაოდ
საინტერესოა. რიჩარდი ყოველთვის აძლევდა მენეჯრებს საშუალებას ყოფილიყვნენ
დამოუკიდებელნი და შეეტანათ ინოვაცია კომპანიაში, ეს სტრატეგია ამართლებდა და
შედეგად ხშირ შემთხვევაში ახალი კომპანია იბადებოდა. ასეთი ტიპის დივერსიფიკაცია
გამოარჩევს ვირჯინს სხვა ბრენდებისგან, მას ბევრ სფეროზე მიუწვდება ხელი და მაინც არ
კარგავს სახელს.ჟურნალი „სტუდენტის“ დახურვა ვირჯინის ერთ-ერთ წარუმატებლობად
ითვლება, პირველ რიგში, იმიტომ რომ ის, ფაქტობრივად, რიჩარდის პირველი ბიზნესი იყო,
თუმცა სწორედ ამ ჟურნალის დახურვამ განაპირობა ახალი კომპანიის,Virgin Records-ის,
შექმნა.ეს იყო იმის მაჩვენებელი რომ მომავალში დივერსიფიკაციის სტრატეგიას უნდა
გაემართლებინა.ამასთან ერთად პირველი დიდი მოგება რიჩარდმა სწორედ ჩამწერ
სტუდიოში ნახა, როდესაც მაიკ ოლდფილდთან თანამშრომლობით შექმნა ათწლეულის
საუკეთესო ჰიტი.მათ შეძლეს ჩანაწერის 5 მილიონი ასლი გაყიდვა, ამავდროულად მუსიკა
ექზორცისტის საუნდტრეკიც გახდა.1984 წელს რიჩარდმა ავიაკომპანიების ინდუსტრიაში
დამკვიდრება გადაწყვიტა,ხალხს ეს სურვილი სასაცილოდ არ ეყო.მაგრამ რიჩარდმა იყიდა
ბოინგ 747 და კომპანია ახორციელებდა ფრენებს ლონდონიდან ნიუ ჯერსიში და
უკან.სერვისი იყო გაუმჯობესებული და განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნიდნენ
თვითმფრინავში, იმართებოდა ლაივ წარმოდგენები, აჩვენებდნენ ვიდეოებს, პირველი
კლასის მგზავრებს ლიმუზინით ემსახურებოდნენ.მეორე წელსვე მოგებაში გავიდნენ, რაც
ძალიან კარგი მაჩვენებელია.სტატისტიკა აჩვენებდა, რომ ყველაზე ცოტა ცარიელი ადგილი
ვირჯინის თვითმფრინავში იყო.უნდა ავღნიშნოთ, რომ Virgin Atlantic ნელა ვითარდებოდა,
რათა ხარჯები უცბად არ გაზრდილიყო. ამ სტრატეგიამ ასე თუ ისე გაამართლა და
რამდენიმე წელიწადში დაამატეს ფრენები ამერიკის სხვა ქალაქებში,ტოკიოში,ჰონგ-კონგსა
და საბერძნეთში.ვირჯინმა სასტუმროების ქსელიც შექმნა ინგლისში.ასევე ჰქონდა
ტურისტული კომპანია.კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო შედარებით პატარა
კომპანიების Virgin PLC-ში, ხოლო ავიაკომპანიის და რამდენიმე სხვა ბიზნესის Voyager-ში
გაერთიანება.ვირჯინმა 90-იანი წლებიდან სწრაფი ექსპანსია დაიწყო, ამ დროისთვის მისი
შემოსავლები 2მილიარდს აჭარბებდა.ამ დროს ვირჯინმა შეიძინა ავიაკომპანია
ფლორიდაში,ამით ნელ-ნელა პოზიციები გაიმყარა ამერიკაში.ფლორიდაში გახსნა
მეგამაღაზია, რომელიც უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა 20 სხვა ქვეყანაში.1990
წელს მარუისთან პარტნიორობით ვირჯინი ხსნის მეგამაღაზიას იაპონიაში.ვირჯინი
ბრიტანეთში ყიდულობს პატარა კომპანიებს,მათ შორის საკუთარ შვილობილ Virgin Books,
და WH allen-თან და allison & busby-თან თანამშრომლობით ქმნის ბრიტანეთის ერთ-ერთ
უდიდეს საგამომცემლო კომპანიას.რიჩარდი 1992 წელს ყიდის Virgin Records 957მილიონ
დოლარად, რათა მეტი ფული ჩადოს ავიაკომპანიებში. ამავე წელს ბრენსონი იწყებს ვეინ
ჰუიზენგასთან პარტნიორობას. ეს ორი თავიანთი გამოცდილების კომბინირებით აარსებენ
ვირჯინის რამდენიმე მეგამაღაზიას ამერიკის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ლოს
ანჯელესში. პროექტი გამართლებულია, იმით რომ ვირჯინი ადრეც ყიდდა მუსიკის
ჩანაწერებს, ხოლო ვეინი ვიდეო ინდუსტრიაში იყო გამოცდილი.1993-ში ვირჯინი აარსებს
ბრიტანეთში საკმაოდ პოპულარულ რადიოს, რომელიც 25-44 წლის მსმენელზეა
გათვლილი.1996 წელს ვირჯინი ყიდულობს Euro belgian airlines, რითაც ახალ სეგმენტზეც
გადის.შემდგომში კომპანიას დაერქვა Virgin Express და ახორციელებდა შედარებით
დაბალფასიან ფრენებს მადრიდში,ბარსელონაში, რომსა და სხვა ქალაქებში.Virginstudent.com
იყო სოციალური ქსელის ტიპის საიტი, სადაც მომხმარებლები საკმაოდ საინტერესო
ფუნქციებით სარგებლობდნენ:უფასო sms სერვისი, უფასო Email, მესენჯერის მსგავსი
სერვისი და სურათების ასატვირთი და შესანახი სივრცე ფუნქციების მხოლოდ მცირე
ნაწილია. ხალხი ფიქრობდა, რომ ეს საიტი საკმაოდ წარმატებული გახდებოდა და მსოფლიოს
დაიპყრობდა. შექმნიდან მცირე დროში უკვე 100000-ობით მომხმარებელი ყავდა, თუმცა
5წელი გაძლო და 2005წელს შეწყვიტა არსებობა, მხოლოდ იმის გამო რომ ტექნიკური
პრობლემები ჰქონდა და ხშირად მომხმარებლები უკმაყოფილოები იყვნენ.ვირჯინის ერთ-
ერთ ყველაზე წარუმატებელ პროექტად ითვლება Virgin Cars, რომელიც შეიქმნა 2000წელს და
საკმაოდ ინოვაციური იყო, იმ მხრივ რომ მანქანების ონლაინ გაყიდვას გულისხმობდა,ეს
შეიძლება ნამდვილ გადატრიალებად მოგვეჩვენოს, რადგან მაშინ მსგავსი თითქმის არაფერი
არსებობდა,თუმცა პროექტმა არ გაამართლა და 2005 წელს კომპანიამ შეწყვიტა
არსებობა.მიზეზი პრინციპში ლოგიკურია, რიჩარდს არ ესმოდა, რომ მანქანების
ინდუსტრიაში მთავარი პრობლემა გაყიდვები არ ყოფილა.მყიდველებისთვის მთავარი იყო
რა მონაცემები ჰქონდა მანქანას, ამასთან ერთად გიგანტი მანქანათმშენებელი კომპანიები
უკვე დიდი ხანია ქმნიან ჰიბრიდულ,ეკოლოგიურად შედარებით სუფთა მანქანებს, ამავე
დროს ცდილობენ შექმნან ეკონომიური მოდელები.სწორედ ეს არის მთავარი მანქანების
ინდუსტრიაში-ფასი,სიმძლავრე,ელეგანტურობა და ეკოლოგიური ფაქტორი, რადგან
მსოფლიო გლობალური დათბობის პროცესშია.ცხადია, რომ ვირჯინი სწორედ ასეთ
წარუმატებლობებზე სწავლობდა, ამ მაგალითით რიჩარდი მიხვდა, რომ მხოლოდ ინოვაცია
საკმარისი არაა და საჭიროა მიზანი ზუსტად იყოს განსაზღვრული.რიჩარდი თავის
გამონათქვამში კარგად აღწერს მისი და შესაბამისად ვირჯინის დამოკიდებულებას
შეცდომებისადმი “ის, ვინც ამბობს,რომ შეცდომა არ აქვს დაშვებული , ახლახანს დაუშვა
შეცდომა“.ვირჯინის კიდევ ერთი ტოპ წარუმატებელი პროექტია Virgin Cola.90-იან წლებში
რიჩარდმა ცადა გაზიანი სასმელების და კიდევ სხვა უამრავი პროდუქტის მწარმოებელ
გიგანტთან, კოკა-კოლასთან დაპირისპირება, თუმცა , რა თქმა უნდა, უშედეგოდ. ვირჯინის
ეს ნაბიჯი ბავშვურ სისულელეს ჰგავს, რადგან ვირჯინი ძლიერი იყო სწორედ იმით, რომ
ჩნდებოდა ახალ სფეროში და მაშინვე იპყრობდა იქაურობას, ანუ უსწრებდა კონკურენტებს,
ცხადია, 150წლის ისტორიის მქონე კოკა-კოლას ჩამოცილება პრაქტიკულად შეუძლებელი
იყო. კოკა-კოლამ, როგორც ბრენდმა მალევე გააქრო ვირჯინი ამ ბაზრიდან,პირველ რიგში,
იმიტომ, რომ დისტრიბუტორებთან უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა და მეორე, იმიტომ, რომ
ის კოკა-კოლა იყო. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო კოკა-კოლას დისტრიბუციის ქსელთან
დაპირისპირება.ვირჯინმა კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა British Airways-თან კონკურენციის
დროს. იმისთვის, რომ ყოფილიყო პირველი და ამავდროულად ინოვაციური, ვირჯინმა
საკუთარი თვითმფრინავებისთვის შექმნა 30 გრადუსით დახრილი საწოლი, რომელიც
ფრენის დროს გადავარდნის საშიშროებას ქმნიდა, ამ დროს British Airways-მა გამოუშვა
ჰორიზონტალური და კომფორტული საწოლი. ვირჯინმა ამ უხეში შეცდომით საკმაოდ ბევრი
იზარალა.მაშინ, შეიძლება გაგვიჩნდეს კითხვა თუ რატომ იჩქარა ვირჯინმა? პასუხი ნათელი
ხდება მას მერე, რაც ვირჯინის საიდუმლოებას ჩავწვდებით, რომელიც მის ინოვაციურობასა
და იდეების განხორციელებაში მდგომარეობს. ზოგჯერ რიჩარდი კარგად არ ფიქრობს
შედეგზე და მხოლოდ იმიტომ, რომ პროექტი ინოვაციურია, იწყებს მის
განხორციელებას.სწორედ ასე შეიქმნა ვირჯინი, როგორც კონგლომერატი, თუმცა ხშირ
შემთხვევაში სწორედ ამ მიზეზით დაიხურა ვირჯინის კომპანიათა ნაწილი.ზოგადად,
ვირჯინის მთავარ პრობლემად შეიძლება განვიხილოთ ის, რომ მისი კომპანიათა ნაწილის
დახურვა ან ცუდი ოპერირება ზოგადად ვირჯინის ბრენდზე ახდენს გავლენას. ეს ზოგადად
კონგლომერატების პრობლემაა, ამიტომ ღრმად არ შევეხებით ამ საკითხს, მაგრამ აღნიშვნად
ღირს Virgin Train, რომლის წარუმატებლობამაც ჩირქი მოსცხო ზოგადად ვირჯინს.ამ
კომპანიის ჩამოყალიბების შემდეგ კრიტიკა არ წყდებოდა, სტატისტიკის მიხედვით, ვირჯინი
მატარებლების სერვისებში 24-ე ადგილზე გავიდა 25-დან.ასეთი შემთხვევები გავლენას
ახდენს იმ ადამიანებზე, ვინც შეიძლება არ იყოს დაინტერესებული ვირჯინის ზოგადი
სახელით და შესაბამისად უნდობლობა გაუჩნდეს და მაგალითად აღარ ისარგებლოს
ვირჯინის ტრანსპორტირების სხვა კომპანიებით, მათ შორის Virgin Atlantic-ით.

პარტნიორები (სანდრო)

Virgin Atlantic-ს აქვს ერთი ძალიან კარგი აქცია მისი კლიენტებისთვის. “Earn and spend miles”.
აქციის არსი იმაში მდგომარეობს რომ ყოველი ფრენისას კლიენტი აგროვებს გარკვეულ
მილებს რომლითაც შეუძლია შემდეგ იმოგზაუროს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ პროექტში მისი
ძირითადი პარტნიორები არიან: Air China; Air New Zeland; Delta Airlines; Hawaiian Airlines.

Virgin Group-ის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ბრენდი გახდა Virgin Galactic. მის
განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის „Aabar Investments”-ს. 2009 წელს ამ ორმა
კომპანიას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც „Aabar Investments“
მიიღებდა სააქციო წილს მსოფლიოში პირველ კოსმოსურ ხაზში რომლის შექმნასაც virgin
group აპირებდა. „Aabar Investments“ ჩადო დაახლოებით 280 მილიონის დოლარის ინვესტიცია
ამ პროექტში და სანაცვლოდ მიიღო 32% წილი virgin galactic-is ჰოლდინგში. ამ ყველაფერმა
პროექქტის ღირებულება 900 მილიონ დოლარამდე აიყვანა. ამის გარდა „Aabar Investments“-
გამოყო 100M $ ახალი სატელიტების შესაქმნელად.
კოსმოსური ტურიზმის განვითარებაში მონაწილეობა მიიღო “scalled compsites”-მაც
რომელიც თავის თავზე აიღო კოსმოსური ხომალდების გარეგნული იერი შექმნა და
განვითარება.

საინტერესოა ის რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო Land rover-აც. და ერთ-ერთი


ხომალდის წარდგენაზე ლენდ როვერის მანქანაც იმყოფებოდა ხომალდთან ერთად.

Virgin Group-ის კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა Strauss Group. ეს
გახლავთ კომპანია რომელიც მოღვაწეობს კვების სფეროში და ისრაელში ის გახლავთ
ყველაზე დიდი საკვები კომპანია. ამ 2 კომპანიის პარტნიორობით შეიქმნა ახალი კომპანია
Virgin strauss Water რომელიც აქტიურია დიდ ბრიტანეთში. ისინი თვლიდნენ რომ თუ strauss
water-ის გამოცდილებასა და ტექნოლოგიებს გააერთიანებდნენ virgin group-ის სიძლიერესა
და რეპუტაციასთან ისინი ძალიან წარმატებულ პროდუქტს მიიღებდნენ. ასე შეიქმნა მათი
პროდუქტი - Virgin pure. ამ წყლის აპარატს შეუძლია გაფილტროს ჩვეულებრივი წყალი და
შემდეგ სპეციალური მოწყობილობის წყალობით გადააქციოს მინერალურ წყლად. ეს
პროდუქტი საკმაოდ გაყიდვადი აღმოჩნდა დიდ ბრიტანეთში.

Virgin group ამ სფეროების გარდა წარმატებულად მოღვაწეობს საავტომობილო სფეროშიც. ამ


კომპანიის და „DS Automobiles”-ის პარტნიორობით შეიქმნა ახალი სარბოლო ჯგუფი რომელიც
მონაწილეობას იღებს formula e-ში. ეს გახლავთ ყველაზე მაღალი კლასის ჩემპიონატი
ელექტრონული მანქანებისთვის. ამ ჯგუფის წევრები სტაბილურად წარმატებულად
გამოდიან შეჯიბრზე. DS გახლავთ ფრანგული ბრენდი რომელიც აწარმოებს
ძვირადღირებულ luxury მანქანებს. ამ პროექტში ზემოთხსენებული 2 კომპანიის გარდა
მონაწილეობას იღებს „Hewlett Packard enterprise“, რომელიც ხელს უწყობს ელექტრონული
ძრავები განვითარებას და „one all sports”, რომელიც ზრუნავ ჯგუფი წევრების სპორტულ
ტანსაცმელზე.

Virgin group დაკავებულია ქველმოქმედებითაც. ამ ჯგუფი ერთ-ერთმა ბრენდმა Virgin unite-მა


2014 წელს დადო ხელშეკრულება „mars”-თან იმ მიზნით რომ ხელი შეეწყოთ იმ
მეწარმეებისთვის რომლებიც ‘იბრძოდნენ’ სოციალური და გარემოს დაცვასთან
დაკავშირებული პრობლემების წინააღმდეგ. ამის გარდა Virgin group-მა საშუალება მისცა
„donda’s house”-ს გამოეყენებინა ამ ჯგუფის სასტუმროები საკუთარი მიზნებისთვის.
ცნობისთვის donda’s house უფასო პროგრამებს სთავაზობს ხელოვნებით და მუსიკით
დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

Virgin group ჩართულია ტელეკომუნიკაციის სფეროშიც და გააჩნია სატელეფონო ქსელი. ამ


სფეროში მისი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდა bell mobility რომლის
მეშვეობითაც მისი სატელეფონო ქსელი კანადაში შევიდა და გავრცელდა.

და ბოლოს მინდა აღვნიშნო რომ კომპანია ჩართულია მუსიკალურ სფეროშიც. ცოტა ხნის წინ
9 მარტს Virgin Radio-მ დადო კონტრაქტი “musicnet”-თან. კომპანიის დამაარსებელმა
გამოაცხადა რომ ამ 2 კომპანიის თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება საცალო ვაჭრობის,
მობილური სერვისის, და ინტერნეტის გაერთიანება ციფრული მუსიკის დანიშნულების ქვეშ
და საშუალებას მისცემს მომხმარებლებს წვდომა ქონდეს Virgin radio-ს მუსიკაზე ნებისმიერ
დროს ნებისმიერ ადგილას. ისინი შექმნიან ეგრედწოდებულ music store- რომელზეც
განთავსებული იქნება დაახლოებით 700000 მუსიკა თუ სიმღერა.

კონკურენტები და სამომავლო გეგმები (თათუ)

კონკურენტები
virgin atlantic-ის ძირითადი კონკურენტი british airwaysია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერი
იყო ვირჯინის გამოჩენამდე და ეს დაპირისპირება დღემდე გრძელდება. 1991 წელს virgin
atlantic-ს მიეცა ჰითროუდან ოპერირების საშუალებაც, რამაც გაამწვავა კონკურენცია, რადგან
BA მხოლოდ გეტვიკს იყენებს. ამ ორ კომპანიას შორის ურთიერთობა საინტერესოა იმითაც
რომ 1993 წელს ატლანტიკი აცხადებს რომ დაკარგა 9.3 მლნ ფუნტი, ba-ს ე.წ „ბინძური
კამპანიის გამო“, როცა მათ ჯურნალში გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ბრენსონს baს
„ანტირეკლამაში“ ადანაშაულებდნენ, რაც ბრენსონმა ცილისწამებად მიიჩნია, უჩივლა მათ
და მოახერხა პროცესის მოგება. ამგვარ ტრიუკებს ხშირად მიმართავდა british airways-სი, 1991
წელს ერთ ერთ ცნობილ ბრიტანელ დიზაინერს, რომელიც ტოკიოში british airways-ით
მიდიოდა და უკან virgin-ით ბრუნდებოდა თავად ba-ს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ
და შესთავაზეს 2 უფასო ბილეთი პარიზში თუ ვირჯინის ნაცვლად მათი სერვისითვე
ისარგებლებდა დაბრუნებისას. ამგვარი კამპანიის შემდეგ ba-ს მოუწია 3 მილიონი ფუნტის
ჯარიმად გადახდა. 500 000-ის ბრენსონითის ანაზღაურება და 110 000-ის მისი
კომპანიისთვის. ბრენსონმა მთელი ეს თანხა virgin atlantic-ის თანამშრომლებს გადასცა.
კონკურენცია რომ დღემდე ძალიან მწვავეა და ორივე კომპანია ცდილობს ერთმანეთს
არაფრით ჩამორჩნენ ეს ინტერნეტ სივრცეში მათი მომხმარებლების აქტიურობითაც ჩანს.
ძალიან ბევრი იწერება იმაზე თუ რომელი ავიახაზებია უპირატესი და პასუხებიც ძალიან
სუბიექტურია ხოლმე. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია - რომ ba უფრო მეტად
ფორმალური, სოლიდური და აგრესიულია, va კი ცდილობს თანამედროვე და
მომხმარებლების კომფორტზე ორიენტირებული იყოს.საინტერესოა ისიც, რომ ვირჯინის
upper class ბილეთი შეგიძლია გადაცვალო ba-ს ბიზნეს კლასში.პირველი მათ შორის ალბათ
ბრიტანული easygroup-ია, რომელსაც არაერთი შვილობილი კომპანია ჰყავს თუმცა მისი
სფეროები ვირჯინთან შედარებით ბევრად მოკრძალებულია -ავიახაზები, სამარშრუტო
ტაქსების გაქირავება, სასტუმროები და უძრავი ქონების სააგენტოები: easyjet (ავია ხაზები),
easycar (ავტომანქანის ქირაობა), easyhotel და ა.შ. Easygroup-ი შედარებით დაბალ ფასიან
პროდუქციას და შესაბამისად საშუალო ხარისხის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს,
მისი სასტუმროები არაძვირადღირებულია, მანქანებიდან კი მხოლოდ მერსედესის A კლასს
აქირავებს. ამიტომ ის virginისთვის პირდაპირ კონკურენტად ვერ აღიქმება. თუმცა
ვირჯინსაც ჰქონდა რამდენიმე მსგავსი წამოწყება. ვირჯინის და იზიგრუპის პირველი
რეალური კონკურენციის მაგალითი იყო easyjet და virgin express,რომლებიც 1995-96
წლისთვის იწყებენ მოღვაწეობას ერთსა დ იმავე ბაზარზე - სთავაზობენ მომხმარებელს
ავიარეისებს ევროპაში დაბალ ფასად, თუმცა ამ კონკურენციაში easyjet-მა მოახერხა
უპირატესობის მოპოვება, მისი პირველობის გამო ვირჯინმა ვერ შეძლო virgin express-ის
შენარჩუნება და ის 2006 წლიდან brussels airline-ს შეუერთდა.
სამომავლო გეგმები
რომ შევაჯამოთ რა ხდება დღევანდელობაში . იმით დავიწყებ რომ რიჩარდ ბრენსონო დიდი
ბრიტანეთის ყველაზე მდიდარ ადამიანთა შორის მეოთხე ადგილზეა. მისი კომპანიები
წარმატებით განაგრძობენ ბაზარზე ასპარეზობას და მათ რიცხვს კვლავ ემატება სხვადასხვა
ახალი ინოვაციური პროექტები . ერთ- ერთი გამორჩეული პროექტია Virgin Galactic - ი .

2009 წელს პირველად გამოვიდააა. რიჩარდ ბრენსონს უნდა გაუშვას ახალი თვითფრინავი ,
რომელიც ტურისტებს ორბიტაზე ამოგზაურებს . სივრცულ თვითფრინავს მართავს ორი
პილოტი, მას შეეძლება ექვსი მგზავრის ხუთი წუთის განმავლობაში სუბორბიტალურ
სივრცეში გაატარონ . მათ ეს კამპანია 2014 წელს დაიწყეს . ბილეთის ფასი 250000 დოლარი
იქნება .

პირველი მცდელობა ფატალურად დამთავრდა 16 თვის წინ სანამ ეს პროექტი ჩაეშვებოდა.


(launch one , spaceship company მფლობელია virgin galacticy

ამ პროექტის მთავარი დამფინანსებელია aabar investments , abu dhabi government ,


რომელელმაც უკვე 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია გააკეთა . ასევე 700 კაცზე მეტი ,
მათ შორის ( ასტროფიზიკოსი სტეფან ჰოვკინგი ) ანჯელინა ჯოლი , ბრედ პიტი , ლეონარდო
დიკაბრიო და სხვებმა უკვე შეიძინეს ბილეთები.

Vergin galaxy – proekti spaceship two

რამდენიმე წამის განმავლობაში შეეძლებათ დატოვონ ადგილები და „იტივტივონ


‘’კაფსულაში.

ასევე კიდევ ერთი გიჟური პროექტია დაანონსდა 2012 წელს - virgin volcanic რომელიც
მოგცემს საშუალებას დედამიცის ცენტრში იმოგზაურო აქტიური ვულკანის ცენტრში . ტომ
ჰენქსი პირველი ექსპედიიციის მოხალისე. რიჩარდმა განაცხადა , რომ 500 ადამიანი იყო
კოსმოსში , სამი ადამიანი ოკეანის ფსკერზე , მაგრამ არავის

მათ დაგეგმილი ჰქონდათ რომ პირველ ექსპედიციას ტომ ჰენქსი ბლექ აით ფისის მომღერალ
ვილაემთან და სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად და თვითონ რიჩარდი ერთად
მოაწყობდნენ .

Virgin oceanic - გამოვიდა 2009 წელს , მისი მიზანი იყო გემოგზაურა მსოფლიო ხუთი ოკეანის
ყველაზე ღრმა ნაწილებში . როგორც შევატყვეთ რიჩარდს უნდა აღმოაჩინოს მთლიანად
კოსმოსიც და ზღვაც . მაგრამ ეს პროექტი შეჩერდა , რადგან ვისთან ერთადაც მუშაობდა
პარტნიორებმა უთხრეს რომ მხოლოდ ერთხელ შეიძლება ამის გაკეთება და ყოველდღიურ
სამოგზაუროდ ვერ ააშენებდნენ ამგვარ გემებს , ამიტომ რიჩარდმა განაცხადა რომ დროებით
შეწყვიტავს ამ პროექტს და დაელოდება სწორი ტექნოლოგიების განვითარებას და სწორი
პარტნიორების მოძიებას , რომელიც მას შეუძლებელს შეაძლებინებინებს.

ცოტა ამქვეყნიურ პროექტებს რომ დავუბრუნდეთ virginis - წამყვანი ქსელი virgin America
დღევანდელობაში წამყვანი ავიაკომპანიაა და sky news - ის ცნობით ავიაკომპანიების აქციების
25% -ს ფლობს.( ასევე ვირჯინ ატლანტიკი და აუსტრალია ჰოლდინგი ) მათი შემოსავლები
ყოველწლიურად მილიონობით იზრდება .

ასევე 2015-2016 წლებში დაამატეს მობილურ პროვაიდერები სხვადასხვა არეალში , კერძოდ


საფრანგეთსა და ინდოეთში .

You might also like