You are on page 1of 10

გახადე მოდა შენთვის ხელისაწვდომი,

წადი პრაიმარკში!

Primark

მარიამ აფციაური
ქეთევან გოგიჩაიშვილი
ლიზა თათრიშვილი

01/12/2021
Caucasus University
სარჩევი
ზოგადი მიმოხილვა................................................................................................................................1
Primark-ის შექმნის ისტორია...................................................................................................................2
25 საინტერესო ფაქტი მაღაზიათა ქსელის შესახებ:..........................................................................4
ბიბლიოგრაფია........................................................................................................................................6

ზოგადი მიმოხილვა


ა არის მოდა?— ტერმინი, რომელიც გამომსახველობის გაბატონებულ
მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო
მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე
ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად.
ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც
ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად
დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა
ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის
სინონიმს. დამეთანხმებით, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში პერსონალური სტილი
გადამწყვეტ როლს თამაშობს თუმცა ესეც რომ არ იყოს დღევანდელ საზოგადოებაში
ადამიანები საკუთარ ჩაცმულობას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩვენ ყოველთვის
კარგად შევისწავლით ბრენდებსა და ტენდენციებს რათა გამოვიყურებოდეთ გემოვნებიანად.
თანამედროვე მსოფლიოში მრავალი ბრენდი და ტანსაცმლის მაღაზია არსებობს, სადაც ჩვენ
შეგვიძლია მცირე დანახარჯით საკმაოდ კარგად ვიშოპინგოთ. თუმცა წარსულში ეს ასე არ
ხდებოდა, განსაკუთრებით მაშინ კი როდესაც მოდის სფეროში Penneys-ის ახალი ქსელი
იკიდებდა ფეხს. ეს საკმაოდ დიდი განაცხადი იყო იმ დროინდელი მსოფლიოსთვის.

მისი დამფუძვნებელი არტურ რაიანი გახლდათ. რაიანი კომპანიას მართავდა 4 ათწლეულის


განმავლობაში, თუმცა ბოლოს მან უარი თქვა მის ყოველდღიურ კონტროლზე თუმცა იგი
ხშირად სტუმრობდა მის საყვარელ მაღაზიას. პრიმარკის აღმასრულებელმა დირექტორმა

1
პოლ მარჩანტმა რაიანი დაახასიათა, როგორც ნამდვილი საცალო ვაჭრობის პიონერი,
რომელიც დასაჩუქრებულია წინასწარ ხედვითი ნიჭით და ლიდერობით. იგი იყო
ინოვატორი, რომელიც მიუხედავად ბევრი წარმატებისა არასდროს ყოფილა
თვითკმაყოფილი. მან გამოგვიწვია, რომ გავაკეთოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი.
რაიანმა მოდა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა.

Primark-ის შექმნის ისტორია


1973 წელს გადაწყდა კომპანიის გაფართოება და მაღაზიების გახსნა დიდ ბრიტანეთში,
კომპანიის მმართველებს მოუწიათ სახელის შეცვლა რადგან ამერიკული სახელწოდების
კომპანია JCPenney აქ უკვე არსებობდა. აქედან დაიბადა სახელი - Primark, რომელიც ამ
პერიოდიდან მოყოლებული გამოიყენებოდა ყველა ახალი მაღაზიისთვის ,რომლებიც
შემდგომ გაიხსნა ირლანდიის გარეთ. 50 წლის შემდეგ ქსელი კვლავ გაფართოვდა და გაიხსნა
ახალი 350 მაღაზია 11 ქვეყანაში ევროპასა და ამერიკაში. პრიმარკის ქსელი სწრაფად
განვითარდა რამოდენიმე წელიწადში, რაც მძიმე იყო იმდროინდელი კონკურენტებისთვის.
მისი წარმატება გარკვეული კრიტიკის ნაწილიც გახდათ, თანამშრომლების ანაზღაურებისა
და სოციალური გარემოს კუთხით. გაიხსნა ყველაზე დიდი პრიმარკი ბირმინგემის
შტატში(161 ათასი კვ. მ), რომელიც იკავებდა 5 სართულიან შენობას. მივყვეთ ფეხ და ფეხ
მაღაზიის განვითარების ისტორიას 2006 წლის მაისში, მადრიდში, ესპანეთში, გაიხსნა
პირველი პრიმარკის მაღაზია ევროპაში. 2008 წლის დეკემბერში პრიმარკი გაიხსნა
ნიდერლანდებში, შემდეგ მოჰყვა პორტუგალია, გერმანია და ბელგია 2009 წელს. პრიმარკმა
პირველი მაღაზია გახსნა ავსტრიაში 2012 წლის 27 სექტემბერს, ინსბრუკში. იგი საფრანგეთში
გაფართოვდა 2013 წელს, მარსელში. პირველი იტალიური მაღაზია 2014 წელს გაიხსნა. 2015
წელს პრიმარკმა გახსნა შეერთებული შტატების პირველი მაღაზია ბოსტონში. 10 წლის
განმავლობაში ესპანეთში 40-მდე მაღაზიათა ქსელის მშენებლობის შემდეგ, პრიმარკმა
მადრიდში კიდევ ერთი მაღაზია გახსნა 2015 წლის ოქტომბერში, სიდიდით მეორე ქსელში.
2018 წლის ივლისში გაირკვა, რომ ის შედიოდა პოლონეთში. ყველაზე დიდი პრიმარკის
მაღაზია გაიხსნა ბირმინგემის შტატში, 2019 წლის 11 აპრილს, სადაც ყოფილი სავაჭრო

2
პავილიონების სავაჭრო ცენტრი 161,000 კვ.მ. 2019 წლის 13 ივნისს პრიმარკი გაიხსნა აგრეთვე
სლოვენიაში. მან ხელი მოაწერა იჯარას პირველი მაღაზიებისთვის ვარშავაში, პოლონეთში,
პრაღაში, ჩეხეთის რესპუბლიკაში და ბრატისლავაში.

ქსელის გაფართოება აგრეთვე აშშ-შიც გაგრძელდა და მაღაზიები გაიხსნა აღმოსავლეთ


სანაპიროს გასწვრივ. მისი მეცხრე მაღაზია კი ივლისში, ბრუკლინში, Kings Plaza mall- ში
გაიხსნა.

იმ დროს, ანალიტიკოსები ელოდებოდნენ, რომ მაღაზია საფრთხეს შეუქმნიდა აშშ-ს


ტანსაცმლის მეტოქე მაღაზიებს, როგორიცაა Gap და Abercrombie, ფასების შემცირებით და
ახალი სტილის მუდმივი ბრუნვის შეთავაზებით. 2016 წელს მორგან სტენლის მიერ
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პრაიმარკში ფასები საშუალოდ 202% -ით დაბალია, აშშ-ს
საშუალო ტანსაცმლის ფასებთან შედარებით. პრაიმარკის-ის მაღაზიას შეუძლია
შეინარჩუნოს დაბალი ფასები გლუვი ლოჯისტიკის სისტემით, ლიმიტირებული
რეკლამირებით და პროდუქტების შესყიდვით ბაზრობიდან, რომელიც მომწოდებლებს
აძლევს შესაძლებლობას ფასთან დაკავშირებით აწარმოონ მოლაპარაკებები .

მაღაზიათა ქსელი გთავაზობთ მრავალფეროვან პროდუქციას, მათ შორის ჩვილ და ბავშვთა


ტანსაცმელს, ქალისა და მამაკაცის ხაზს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, აქსესუარებს,
ფეხსაცმელებს, სილამაზის პროდუქტებს და საკონდიტრო ნაწარმსაც კი .

2014 წლიდან პრიმარკმა დაიწყო მაკიაჟის პროდუქტების გაყიდვაც. მათ აგრეთვე დაიწყეს
ვეგანური საჭმლის გაყიდვა 2018 წლის იანვრიდან. კომპანია ყიდის ტანსაცმელს ზოგად
ფასებზე შედარებით დაბალ ფასებში.

პრიმარკი H&M-თან და ზარასთან ერთად ხელს უწყობს თანამედროვე მოდის ტენდენციების


განვითარებას. ერთერთ ჟურნალში პრიმარკის შესახებ სტატიის თანახმად, "მრავალი
მყიდველისთვის Primark- ს აქვს დაუძლეველი შეთავაზება: მოდური ტანსაცმელი
გასაოცრად დაბალ ფასებში.

2006 წელს პრიმარკი შეუერთდა ეთიკური ვაჭრობის ინიციატივას, კოლაბორაციულ


ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს ბიზნესებს, პროფკავშირებსა და არასამთავრობო
ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ შრომითი უფლებების საკითხებზე. წევრები

3
ვალდებულებას იღებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ძირითადი კონვენციების
საფუძველზე ქცევის კოდექსის დანერგვისთვის. 2011 და 2012 წლებში პრიმარკმა მიაღწია
"ლიდერის" სტატუსს ეთიკური ვაჭრობის ინიციატივაში

პრაიმარკის” ტიპიური მყიდველი იხრება იმისაკენ, რომ გააკეთოს დიდი რაოდენობის


შენაძენი მაღაზიაში არსებული დაბალი ფასების გამო. თითოეული მაღაზიის წინა მხარეს
არსებული კალათები საკვანძო წერტილია იმ ჩვევისა, რომელიც კლიენტს საშუალებას
აძლევს დატვირთოს ისინი ახალი ნივთებით.

როგორც მსოფლიოს ეკონომიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს წევრს პრიმარკსაც შეექმნა


პანდემიის გამო პრობლემები, ჩაკეტვის შედეგად კომპანიამ განაცხადა გაყიდვების ზარალი
430 მილიონი ფუნტი სტერლინგი. 2020 წლის დეკემბერში მაღაზიამ განაცხადა, რომ იგი
დაკარგავს დამატებით 220 მილიონ ფუნტ სტერლინგს, რადგან უფრო მეტი მაღაზია
იძულებულია დაიხუროს ახალი შეზღუდვების შესაბამისად, რათა გააკონტროლოს COVID-
19- ის გავრცელება დიდ ბრიტანეთში.

25 საინტერესო ფაქტი მაღაზიათა ქსელის შესახებ:


1) პრაიმარკის არის დაბალფასიანი საცალო ვაჭრობის მაღაზიათა ქსელი, რომელიც
გვთავაზობს პროდუქტის ფართო არჩევანს, მათ შორის საყოფაცხოვრებო ტექნიკას, ქალისა
და მამაკაცის ტანსაცმელს , აგრეთვე ბავშვების ტანსაცმელს აქსესუარებს და აშ.

2) პრაიმარკი ითვლება,როგორც საცალო მოვაჭრეების მიერ შექმნილი ბრენდი,რომელიც


მზადდება უახლესი ტენდენციების შესაბამისად და მას შეიძლება ჰყავდეს ისეთი
კონკურენტები,როგორიცაა მაგალითად ზარა ან ეიჩენდემი.

3) პრაიმარკი თავიდანვე გამოირჩეოდა იმით,რომ კონკურენტებში ის მუდმივად


გვთავაზობდა მკვეთრად დაბალი ფასების ნივთებს.

4) პირველმა პრაიმარკის მაღაზიამ კარი გახსნა დუბლინში 1969 წელს.

5) საცალო ვაჭრობა პირველად გაიხსნა Penney's სახელის გამოყენებით, მაგრამ ირლანდიის


საზღვარგარეთ გაფართოების შემდეგ მოუწია პრაიმარკ-ს ხელახლა სახელის დარქმევა. ეს

4
განპირობებული იყო ამერიკელი საცალო ვაჭრობის კომპანია JC Penney– ით, რომელიც
Penney– ს სახელით უკვე რეგისტრირებული იყო გაერთიანებულ სამეფოში.

6) პრაიმარკი ამჟამად ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის თერთმეტ ქვეყანაში გვხვდება.

7) მათი უდიდესი მაღაზია, რომელიც მოიცავს ხუთ სართულსა და 161,000 კვ.მ., მუშაობს
ბირმინგემში, ინგლისი.

8) ირლანდიის მასშტაბით, საცალო ვაჭრობა ბრენდირებულია ორიგინალური


სახელწოდებით "Penney's".

9) პრაიმარკი ვაჭრობას ანხორციელებს ასევე ინგლისში და იყენებს სამ ძირითად მოდელს.

10) საინტერესოა, რომ ამ პოპულარულ საცალო ვაჭრობას ეკუთვნის Associated British Foods-ი.

11) პრაიმარკ- ის დამფუძნებელი, არტურ რაიანი, კვლავ კომპანიის თავმჯდომარეა.

12) როდესაც ლონდონში,ოქსფორდის ქუჩაზე პრაიმარკი- გაიხსნა, მხოლოდ პირველი 10


დღის განმავლობაში მილიონზე მეტი პროდუქტი გაიყიდა.

13) პრაიმარკი გვთავაზობს უფრო დაბალ ფასებს,ვიდრე მათი კონკურენტები ასევე


პრაიმარკი გვთავაზობს მინიმალურ რეკლამას და შეფუთვას პროდუქციისთვის.

14) პრაიმარკი თავისს გაუყიდავ ტანსაცმელს , მთელ ევროპულ მაღაზიებში


,საქველმოქმედო ორგანიზაციას Newlife-ს სწირავს.

15) გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად პრაიმარკმა შექმნა ენერგორესურსების


შემცირების ჯგუფი ისინი თავიანთი პროდუქციის მიმწოდებელი სატვირთო მანქანებით
აგროვებენ მაღაზიებიდან გადამუშავებულ ნივთებს , გადამუშავების ცენტრებისთვის.

16) პრაიმარკი პირველად გაფართოვდა ევროპული ბაზრის გარეთ 2015 წელს, მაღაზიის
გახსნით ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში.

17) 2013 წლის მოხდა რანა პლაზას ტრაგედია,ბანგლადეშში პრაიმარკის ქარხანაში


რომელმაც ჩამოინგრა და 1,134 ადამიანი იმსხვერპლა,ამან გამოიწვია ეთიკური

5
დაპირისპირება,ამის მიუხედავად, პრაიმარკმა დატოვა სახელი, როგორც ერთ-ერთი
პირველი კომპანია, რომელმაც კომპენსაცია გადაუხადა დაზარალებულებსა და მათ ოჯახებს.

18) პრაიმარკი ძირითადად იყენებს ბამბას ამიტომაც აფინანსებს პროგრამა CottonConnect,


რომელიც ეხმარება ბამბის ფერმერ ქალებს ისწავლონ ბამბის მდგრადი წარმოება

19) ბამბა არის პრიმარკის ყველაზე მეტად გამოყენებადი ქსოვილი მათ სამოსში.

20) პრაიმარკი არ ყიდის პროდუქტებს ინტერნეტით. კომპანიამ გააკეთა საცდელი გაყიდვა


ინტერნეტით ASOS– ის საშუალებით, მაგრამ შეწყვიტა პარტნიორობა და არ განაგრძო
გაყიდვები ელექტრონული კომერციის საშუალებით, რადგან გადაზიდვის ფასები ხშირად
აღემატება პროდუქტის საცალო ფასს.

21) ელექტრონული კომერციის საშუალებით გაყიდვის გარეშეც, პრაიმარკ– ს ჯერ კიდევ აქვს
ვებსაიტი, სადაც წარმოდგენილია თავისი პროდუქტები ის იყენებს სოციალურ მედიას,
ინსტაგრამს,სადაც 5 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს

22) 2018 წლის დასაწყისში, პრაიმარკს ჰქონდა 6,9% წილი გაერთიანებული სამეფოს
ტანსაცმლის ბაზარზე.

23) მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის წარმოშობა ირლანდიაშია, გაერთიანებულ სამეფოში


ამჟამად არის პრაიმარკის 174 მაღაზია.

24) კომპანიის მწარმოებლების 98% ასევე აწარმოებს პროდუქტებს სხვა კომპანიებისთვის.

25) პრაიმარკს რეკომენდაცია გაუწია გავლენიანმა ადამიანებმა, მათ შორის ჰუდა კატანმა,
რომელმაც ინსტაგრამის საშუალებით,თავის 24 მილიონ მდევარს უთხრა, რომ პრაიმარკი -ეს
იყო "საუკეთესო რამ, რაც მან ამ წელს აღმოაჩინა".

ბიბლიოგრაფია
BBC NEWS n.d.

Berger, Jonah. Contagious: Why Things Catch On. n.d.

6
Godin, Seth. This is Marketing: You Can’t Be Seen Until You Learn To See. n.d.

Primark’s official website. n.d.

www.businessinsider.com. n.d.

www.Statista.com. n.d.

www.thefactshop.com. n.d.

მარკეტინგული სტრატეგიები

როგორც უკვე ჩვენთვის ცნობილია Primark გაზაფხულიდან ქართულ ბაზარზე ოპერირების


დაწყებას აპირებს. ჰიპერმარკეტის წარმატება და ბაზარზე ფეხის მოკიდება კი რა თქმა უნდა
სწორად შერჩეულ მარკეტინგულ სტრატეგიებსა და უნიკალურ მარკეტინგულ კამპანიებზე
არის დამოკიდებული. მანამ სანამ უშუალოდ მარკეტინგულ კამპანიაზე გადავალთ, გვინდა
გავაანალიზოთ და შევაფასოთ ის მარკეტინგული სტრატეგიები, რომელთა გატარება
რელევანტური იქნება Primark-ის გუნდისთვის საქართველოში. პირველ რიგში, მიგვაჩნია,
რომ უნდა შეფასდეს და გაკეთდეს ინდუსტრიის ანალიზი, რაშიც დაგვეხმარება პორტერის 5
ძალის მოდელი.

1. ინდუსტრიაში არსებული კონკურენცია- ქართულ ბაზარზე საკმაოდ მაღალია ამ


მიმართულებით კონკურენცია. ბაზარზე წარმოდგენილია უამრავი საერთაშორისო
ბრენდი, რომლებსაც უკვე წლებია აქვს ფეხი მოკიდებული. ესენია: Zara, Mango, H&
M, Next, Koton, Marks & Spencer, Stradivarius, Bershka, Pull&Bear, OVS, Collezione.
მეტიც, ქართული ბაზარი განსაკუთრებიტ პანდემიის პერიოდიდან გამოირჩევა
ქართული წარმოების ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდებით, რომლებიც საკმაოდ
დიდი პოპულარობით სარგებლობს. ესენია: Meraki, Tavrieli, Aka Nanikashvili, Atelier
Pirveli, Love-Stars, Garderobi, Atelier N5. მიუხედავად იმისა რომ Primark-ს ბევრ
ზემოდხსენებულ ბრენდთან შედარებით ფასები დაბალი აქვს, აქვს საფრთხე
კონკურენტების მხრიდან, იქიდან გამომდინარე რომ მომხმარებლები უკვე
მიჩვეულები არიან ამ ბრენდებს, მეტიც, Primark მოკლებულია მარკეტინგულ
მიმართულებებს, როგორებიცაა რეკლამა, მედია და სხვა, მაშინ როცა

7
ზემოდხსენებული კონკურენტები ქართულ ბაზარზე გამოირჩევა აქტივობებით, მათ
შორის სოციალურ ქსელებშიც.
2. ინდუსტრიაში ახალი შემომსვლელების პოტენციალი- აღნიშნული Primark-თვის
ერთ-ერთ გადამწყვეტი ელემენტია იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ბაზარზე არ
არის ბარიერი და ხელშემშრელი ფაქტორები ბაზარზე შესვლის, რასაც ხელს უწყობს
მასიური დისტრიბუციები, მომწოდებლების დიდი რაოდენობა და სხვა. აღნიშნული
რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად გაზრდის Primark-ის კონკურენტების რიცხვს
ბაზარზე.
3. მომწოდებელთა ძალა- Primark-ს კონკურენტი კომპანიებისგან განსხვავებით მჭიდრო
და ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს თავის მომწოდებლებთან, რომელიც ნდობაზე
არის დამყარებული. მეტიც, Primark თითოეულ მის მომწოდებელს
კონკურენტუნარიან თანხას უხდის, რათა შეინარჩუნოს მათთან კავშირი, ამასთან
ყავს უამრავი მომწოდებლები, რათა თავიდან აირიდოს რომელიმე მათგანის
დაკარგვით გამოწვეული ზარალი.
4. მომხმარებელთა ძალა- ქართველ მომხმარებელს დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს
ბრენდზე იქიდან გამომდინარე, რომ ქართული მომხმარებლების მოთხოვნები
საკმაოდ მაღალია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ბრენდების მიმართ. ქართველი
მომხმარებლები დიდ დროს და თანხებს ხარჯავენ შოპინგზე, მეტიც, დიდ
ყურადღებას აქცევენ ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა ფასი, ხარისხი, ბრენდის
ხანგრძლივობა ბაზარზე, ამასთან ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ქართველი
მომხმარებლის ტენდენციები ადგილობრივი, ქართული ბრენდების მიმართ.
5. შემცვლელი პროდუქტების გამოჩენის საფრთხე- იქიდან გამომდინარე რომ Primark
მომხმარებელს უკონკურენტოდ დაბალ ფასებს სთავაზობს, ძნელია ბაზარზე
ჩამნაცვლებლის გამოჩენა.

პატარა აბზაცით შეგიძლია დაწერო პრიმარკი რა კატეგორიისთვის არის გათვლილი


ანუ სეგმენტაცია მოახდინო - 35 წლამდე, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე
ხალხი, კაცი, ქალი, ბავშვები.
ამის მერე გადადი უკვე მარკეტინგულ კამპანიებზე- მაგალითად, სააღდგომო
კამპანია მოვა გაზაფხულზე როცა შემოვა რას გააკეთებდა პრიმარკი ( H&M easter
campaign an primark easter campaign dagoogle), ცნობილი ადამიანები ჩართოს
ინფლუენსერები და დაარეკლამონ, კიდე მაგალითად გიგა უჩუვატოვს ერთ-ერთ
ინფლუენსერს აქვს გადაცემა ბლოგერ შოუ და იქ აპიარებს ხოლმერამე ბრენდს
შეფარვით, და მის ერთ-ერთ გადაცემაში პრიმარკ გამოიყენოს, კოვიდის პონტში
პირბადეების გაყიდვა, ბუნების დაცვის მიზნით რამე გადამამუშავებელი პროცესები-
ვთქვათ ხალხს უთხრას პრიმარკმა რომ იბარებს წინა წლის ტანსაცმელს და მერე
მაგას იყენებს ისევ ახალი რამის დასამზადებლად, დაგუგლე ჰ&მ-ის მარკეტინგული
კამპანიები და იგივე შეგიძლია პრომარკზე მოარგო, კიდე შეგიძლია მარი ვთქვათ

8
ვიდეო რგოლის გადაღება უცხოურ პრიმარკს გადაუღია ვიდეო რგოლი და იგივე
ქართულ რეალობას რომ მოერგოს და ა.შ

You might also like