You are on page 1of 2

ქეისი განხილვისთვის-„გუდვილი“

გახსნის პერიოდში „გუდვილის“ ხელმძღვანელობა თვლიდა, რომ მათი მიზნობრივი


სეგმენტი უნდა ყოფილიყო დაბალშემოსავლიანი მოსახლეობა. ამ სეგმენტის
წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც საოჯახო საყიდლების
90%-ს ბაზარსა და ბაზრობაზე ახორციელებდნენ.მათთვის „გუდვილში“ უნდა ყოფილიყო
ბაზრობის ფასები და უფრო მომხიბვლელი და მოსახერხებელი ინტერიერი.

„გუდვილის“ გახსნამდე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ეს იდეა არ გაამართლებდა,


ვინაიდან საკმაოდ ინოვაციური იყო და თბილისის მოსახლეობას არ ჰქონდა საყიდლებზე
მსგავსი სიარულის გამოცდილება. შედეგად, საჭირო იქნებოდა ძალიან დიდი
მარკეტინგული ძალისხმევა და დრო იმისთვის , რომ მიზნობრივ სეგმენტს ყიდვის
კულტურა რადიკალურად შეცვლოდა. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებდა, რომ გუდვილი დიდ
დიღომში იხსნებოდა, რაც უფრო ცუდი მისადგომი იყო. ხელმძღვანელობა კი პირიქით,
ადგილმდებარეობას ძლიერ მხარედ თვლიდა, ვინაიდან დიდი დიღმის მოსახლეობის
უმეტესი ნაწილი უფრო დაბალშემოსავლიან ფენად ითვლებოდა.

„გუდვილის“გახსნისას ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი პროდუქტი იყო 2 სახის: პირველი


სახის პროდუქტი ბაზრობაზეც იყო წარმოდგენილი და ბაზრობაზე უფრო დაბალ ფასად
იყიდებოდა, ხოლო მეორე სახის პროდუქტი, რომელიც მფლობელებმა მცირე რაოდენობით
შემოიტანეს, წარმოადგენდა გერმანულ საოჯახო პროდუქციას და დიდი ფასნამატით
იყიდებოდა.

შედეგით როგორც ექსპერტები ასევე მფლობელები გაკვირვებულნი დარჩნენ. ექსპერტები


მართლები აღმოჩნდნენ იმაში, რომ დაბალშემოსავლიანი ფენა „გუდვილის“ხშირი სტუმარი
არ იყო, სამაგიეროდ გამოჩნდა ახალი სეგმენტი -საშუალოშემოსავლიანი და
მაღალშემოსავლიანი ფენა, რომელიც გუდვილის ლოიალურ მომხმარებლად გვევლინება
დღემდე და მათთვის ყიდვის სიადვილე და ხარისხის გარანტია წარმოადგენდა დიდ
ფასეულობას.

ჰიპერმარკეტის ხელმძღვანელობამ დაახლოებით 4-5 თვეში მოახდინა რეაგირება ამ


ცვლილებაზე. ფასები აწიეს, ხოლო გერმანული პროდუქცია, რომელიც თავიდან მხოლოდ
5%-ს წარმოადგენდა, გაზარდეს 40%-დე.

დღესდღეისობით „გუდვილი“ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესად გვევლინება.

1. რა მდგომარეობაში ჩავარდებოდა გუდვილი უფრო კონკურენტულ გარემოში რომ


გახსნილიყო?
2. რამ გამოიწვია ის რომ დაბალშემოსავლიანმა ფენამ არ იარა მათთვის განკუთვნილ
ჰიპერმარკეტში?
3. რატომ შეცდნენ ექსპერტები?
კომპანია გუდვილის ისტორია არის ისტორია დინამიურად განვითარებადი
ბიზნესისა ქართულ საცალო ბაზარზე, რომელსაც დღეს ჰიპერმარკეტი გუდვილი,
გუდვილი ვაკე და გუდვილი ბათუმი წარმოადგენს. 2004 წელს პირველი
ჰიპერმარკეტის გახსნა, ახალი ფორმატის და კულტურის შეთავაზება ქართული
ბაზრისთვის სარისკო და ამბიციური ნაბიჯი იყო. მაღალი ხარისხის მომსახურებამ,
ფართო ასორტიმენტის შეთავაზებამ, მუდმივმა კონტროლმა პროდუქციის ხარისხზე
და ინოვაციურმა პროექტებმა ეს ნაბიჯი გაამართლა.

კომპანია გუდვილი 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია.


გუდვილი პროდუქტის ასორტიმენტისა და რეალიზაციის ზრდასთან ერთად
საკუთარ წარმოებასაც აფართოებს. კომპანიის მენეჯერთა მთავარი ამოცანა
ინოვაციების, ახალი პროდუქტების, მომხმარებელზე ორიენტირებული პროექტებისა
და ახალი ბიზნეს იდეების შეთავაზებაა. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული
პერსონალი მუდამ ზრუნავს მომხმარებლის კმაყოფილებაზე.

You might also like