You are on page 1of 2

Mc’Donalds - ის სეგმენტი/SWOT

Mc’Donalds - ყველასთვის ცნობილი კომპანიაა, რომელიც წლებია ბაზარზე


მყარად დგას, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ჩნდებიან ახალ-ახალი
კომპანიები, რომლებიც მისთვის კონკურენციის გაწევას ცდილობენ. კომპანიის
თავდაპირველი გათვლა იყო, რომ სეგმენტაციაში მოეცვათ ბავშვები და
ახალგაზრდები, თუმცა ზრდა-განვითარებასთან ერთად, გაფართოვდა მათი
სეგმენტი და უკვე უფროსი თაობის სეგმენტსაც მოიცავენ. ასევე კომპანია
ქვეყანასა და საზოგადოებაზე მორგებულ სეგმენტაციას ცდილობს, ამისთვის
ზოგიერთ ქვეყანაში სთავაზობს „Family meal“, რითაც მთელ ოჯახს მოიცავს.

Mc’Donalds-ის ძლიერი მხარეები:


 ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, რაც მათ, რა თქმა უნდა, ბევრი
მხრივ ეხმარება;
 წარმატებული/ცნობილი რეკლამები;
 გლობალურ ბაზარზე არიან მრავალი წელია;
 აქვთ კულტურაზე მორგებული სერვისი/პროდუქტი;
 ისეთ ლოკაციებზე მდებარეობს, სადაც ხალხისთვის მარტივდება მათით
დაინტერესება (ასევე ხალხმრავალ ადგილებში, მაგ: აერტოპორტებსა
თუ სავაჭრო ცენტრებში);
 საკვები პროდუქტის უსაფრთხოების ზომები მკაცრად დაცულია;
 მომსახურების მოკლე დრო;
 კოკა-კოლასთან კოლაბორაცია;
 სუფთა გარემო და ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცე;
 მისაღები ფასები;
 უფასო ინტერნეტი;
 კარგად გადამზადებული სტაფი.

Mc’Donalds-ის სუსტი მხარეები:


 მათ ვერ შეძლეს სწრაფი კვების პროდუქტებში პიცის დამატება;
 ძალიან ცოტა ყურადღება ეთმობა ჯანსაღი საკვების გამოყენებას;
 არ არის დიდი არჩევანი სეზონურ პროდუქტებზე;

Mc’Donalds-ის შესაძლებლობები:
 შეუძლია შესთავაზოს მეტი/საინტერესო გასართობი სივრცე,
არამხოლოდ ბავშვებისთვის;
 მეტად ორიენტირებულნი იყვნენ ჯანსაღი პროდუქტების გამოყენებაზე ;
 ახალი ფილიალების დამატება;
 განვითარებად ქვეყნებშიც მათ სეგმენტზე მორგებულად გასვლა;
 ალერგიული ხალხისთვის პროდუქტების არაქისის გარეშე შეთავაზება;

Mc’Donalds-ის საფრთხეები:
 გლობალური რეცესია შეიძლება მათთვის ყველაზე საშიში აღმოჩნდეს;
 ლოკალური კონკურენტები ქვეყნებში, რომლებიც მეტად მორგებულ
პროდუქტებს შესთავაზებენ მომხმარებლებს;
 შესაძლებელია, სეგმენტის ამდენად გაფართოვებაც საფრთხე
აღმოჩნდეს საბოლოოდ.
 სოციალური ტენდენცია, რომ რაც შეიძლება ჯანსაღად ვიკვებოთ.

You might also like