You are on page 1of 11

ორსართულიანი კვების ობიექტი

შესავალი

ხალხი ყოველთვის აფასებდა და ახლაც აფასებს კვების მოძრავ ობიექტებს.


დღევანდელი კვების მოძრავი ობიექტების მენიუები მხოლოდ უბრალო ქუჩის
საჭმლის მიწოდების ადგილისგან გარდაიქმნა სხვადასხვა რთული კერძებით
მასპინძლობის ადგილად. მათი თანამედროვე მენიუს ჩამონათვალი უსასრულოდ
გრძელდება.

კვების სატვირთო მანქანები ოდესღაც შემოიფარგლებოდა მხოლოდ დიდ


ქალაქებით, ბაზრობებითა და ფესტივალებით. დღეს კი კვების სატვირთო მანქანები
ასევე პოპულარობას იძენს პირად და ოფოციალურ წვეულებებზე. მაგალითად,
რესტორნების ან მიმწოდებელი კომპანიების დაქირავების სანაცვლოდ, მშობლები
ქირაობენ მოძრავი კვების მანქანებს მათი ბავშვების დაბადების დღისთვის.
სხვადასხვა ორგანიზაციებიც ქირაობენ ამ ობიექტებს თავიანთი ღონისძიებებისთვის.

რადგანაც ეს ბიზნესი საქართველოში პირველი იქნება მსგავსი ტიპის ბიზნესებს


შორის, გვაქვს შესაძლებლობა რომ ამ წამოწყებაში პირველი სიტყვა ჩვენ
გვეკუთვნოდეს.

შეტყობინება: მიიღეთ თქვენი საკვები ისე, როგორც გსურთ.

ბიზნეს იდეა

ჩვენი ბიზნეს იდეა ეხება სწრაფი კვების ობიექტს, კერძოდ, ორსართულიან


ავტობუსს, სადაც გაიყიდება კონკრეტული პროდუქცია, ტკბილეული, რომელიც
ყველას უყვარს და შესაბამისად გაყიდვადიც იქნება. თუმცა ეს არ იქნება მხოლოდ
საკვებისთვის განკუთვნილი ავტობუსი, რადგან მეორე სართულზე განთავსებული
ყავის კუთხე, ყველასათვის სასიამოვნო და, ვფიქრობთ, მოთხოვნადიც გახდება
უმოკლეს ვადაში. ჩვენი მთავარი უპირატესობა ისაა , რომ პროდუქტის დიზაინი
უნიკალურია და პირველი იქნება საქართველოში.

ჩვენი სწრაფი კვების ობიექტი განთავსებული იქნება დიღმის ტყე-პარკის მიმდებარე


ტერიტორიაზე, რაც უფრო მეტად მოგვცემს საშუალებას მომხმარებელს შევუქმნათ
მაქსიმალურად კომფორთული გარემო , ეკოლოგიურად სუფთა ბუნებაში.
მისია , მიზანი, ღირებულებები

ჩვენთან მოსულ თითოეულ მომხმარებელს დახვდება სასიამოვნო და მეგობრული


გარემო, უმაღლესი ხარისხის და ჯანსაღი პროდუქცია, სასიმოვნოდ თბილი
ინტერიერით.

იის რასაც ჩვენგან მოელის მომხმარებელი არის განტვირთვა, და გართობა


მეგობრებთან ერთად რადგანაც ასეთი ადგილები ძრითადად ასოცირდება
გართობასთან და განტვირთვასთან.

მისია: მომხმარებელთათვის უგემრიელესი პროდუქტისა და მაღალი დონის


მომსახურების მიწოდება მათთვის მისაღებ ფასად.

ჩვენი კვების ორსართულიანი ობიექტი მიზნად ისახავს მაღალი ხარისხის


მომსახურებისა და პროდუქტების ხელმისაწვდომ ფასად მიწოდებას,საკვების
შეთავაზებას ადგილობრივი წარმოების პროდუქტების გამოყენებით. ჩვენს თავს
ვხედავთ როგორც პარტნიორებს მომხმარებლებთან, დაქირავებულ გუნდთან და
გარემოსთან.

ღირებულებები:

 მომარაგება - ჩვენ გთავაზობთ უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ კვებაა. ჩვენ


შევქმნით ცხოვრებისეულ მოგონებებს მომხმარებლებთან ერთად, კერძო თუ
ოფიციულურ შეკრებებზე ჩვენი საკვების მირთმევით.
 კავშირები და მომხმარებელთა კმაყოფილება - ჩვენთვის ძალიან
მნიშვნელოვანია თანამშრომლობის განვითარება ადგილობრივ ფერმერებთან და
მეწარმეებთან. ასევე, ახლო ურთიერთობათა დამყარება მომხმარებლებთან,
საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან.
 მუდმივი გაუმჯობესება - მუდმივი სურვილი უკუკავშირზე რეაგირებისა და
ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესება.
 ხარისხი - მივაწოდოთ უსაფრთხო პროდუქტები, რომლებიც
დააკმაყოფილებენ მომხმარებლების მოლოდინსა და გემოვნებას. ვიყოთ
მომხმარებლებზე ორიენტირებულნი და გავითვალისწინოთ მათი სურვილები.

პროდუქტები და მომსახურებები
ძირითადი პროდუქტი რასაც ჩვენ ვსთავაზობთ მომხმარებელს ესაა სხვადასხვა სახის
და სახვადახსვა სეგმენტზე მორგებული ტკბილეული და სასმელები.

ყავა და ტკბილეული ყველასთვის სასურველია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ნებისმიე


სეგმენტს შეეძლება მისი დაგემოვნება და ყიდვა (იგულისხმება დიაბეტით
დაავადებული ადამიანები).

ბელგიური ვაფლი (რომლის აპარატის შეძენა შესაძლებელია საქართველოშიც)


ძალიან მოთხოვნადი და გემრიელია, მისი დამზადება შესაძლებელია რადენიმე
წუთში და ზემოდან მოვასხამთ გამდნარ შოკოლადს ან იმას, რისი სურვილიც ექნება
მომხმარებელს. გვექნება სპეციალური შეფუთვა, რომ მომხმარებელმა ყავასთან
ერთად თან წაიღოს და დააგემოვნონ. ფასი იქნება მიზერული, ვინდაინ
საქართველოში ბელგიურ ვაფლის ფასი საკმაო თნხას შეადგენს.

შესაძლებელი იქნება მარწყვის, ბანანის, ვანილისა და სხვადასხვა არომატიზებული


შეიკის გაკეთება, რომელიც ჩვენს მომხმარებელთა დილის რუტინას საკმაოდ
გააფერადებს. შეიკთან ერთად შესაძლებელი იქნება დესერტის დაგემოვნება,
რომელიც მომხმარეებლის თვალწინ გაკეთდება ნებისმიერი ხილის, ორცხობილისა
და ხაჭოსგან. მას შეგვიძლია დავარქვათ „სეზონი“, ვინაიდან ყველა სეზონს თავისი
ხილი აქვს და ვისაც რა უყვარს იმას აიღებს.

დესერტების დამზადებასთან ერთად, პარალელურად შესაძლებალია ყავის შეკვეთა,


რომელიც სხვადასხვა ყავის ერთობლიობა იქნება, გააჩნია მომხმარებელს რა სურს -
ტკბილი, მწარე, რძიანი, ნალექიანი, ქვიშაზე თუ აპარატთ დამზადებული. (ამისთვის
აუცილებლად დაგვჭირდება ყავის დეგუსტატორი, ან ადამიანი ვინც კარგად ერკვევა
ამ სფეროში)

რადგანაც ყავის კუთხე მეორე სართულზე იქნება, შესაძებელია გავამარტივოთ მისი


მიწოდება და სპეციალური „თოკის ლიფტით“ ყავა ჩავუშათ პირველ სართულზე
(ამისთვის ყავის ჭიქას უნდა ქონდეს თავისი ფიქსატორი , რომ ყავა არ დაიღვაროს და
არ გადაბრუნდეს ჭიქა).

თუ თქვენ მკითხავთ, რა უნდა მოვუხერხოთ ხალხს, თუ იქნება რიგები, შეგვიძლია


ასევე შეკვეთის აღება და ადგილზე მიტანაც, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ დილით
და საღამოს ყველაზე დიდი დატვირთვა ექნება ჩვენს ავტობუსს, რადგან ყავა-დილის
რუტინაა უმეტესი ადამიანისთვის.
დესერტი მხოლოდ ზემოთხსენებულისგან არ შედგება, შესაძლებელია
ორცხობილების გაყიდვა, სხვადასხვა არომატით, ხილი, კაკალი , ნუში, შოკოლადი
და კრემი.

რა თქმა უნდა გვექნება ფასდაკლების კალათი, რომელშიც შევა მენიუები, მცირე და


რა თქმა უნდა დიდი ზომისაც (მაგალითად მცირეში შეიძლება შევიდეს ყავა და
ორცხობილა და იყოს იმაზე ნაკლები ფასი ვიდრე ცალ-ცალკე, დიდი მენიუ უფრო
დიდ შეკვეთას გულისხმობს რა თქმა უნდა) . გვეყოლება ჩვენი კურიერი, რომელიც
მოთხოვნის შემთხვევაში შეკვეთას მიიტანს ადგილზე (თავისთავად ამას თავისი
საფასური დაეკისრება, ანუ მიტანა არ იქნება უფასო).

გაზვიადებული პროდუქტი

მომხმარებლის სურვილისამებრ შეგვიძლია მოვაწყოთ ბარბექიუ საღამოები, ან


დავგეგმოთ ივენთები სადაც ფურშეტულ მომსახურებასაც გავუწევთ.

პოტენციური პროდუქტი

სამომავლო შესაძლებლობებში განვიხილავთ ახალი ობიექტების გახსნას,


მომხმარებლის სფეციფიკიდან და მოთხოვნილებებიდან გამომდინარე
ასორტიმენტის გაზრდას.

SWOT ანალიზი

ძლიერი მხარეები: სუსტი მხარეები:


 საქართველოში პირველი  ცნობადობის ნაკლებობა
მსგავსი წამოწყება იქნება;  შესაძლოა ადამიანებმა ვერ აღიქვან
 სწრაფი სერვისი; სიახლე სწორად და ჩათვალონ რომ ეს იქნება
 ხარისხიანი და ახალი უკვა მზა საკვები;
პროდუქტი;
 ხელმისაწვდომი ფასები;
შესაძლებლობები: საფრთხეები:
 მომხმარებელთა სხვადასხვა  სხვა რესტორნები და კაფეები;
ჯგუფები;  ამ ბიზნესის კოპირება სხვის მიერ და
 ადგილობრივ კაფე-ბარებთან ამით კონკურენტის შეძენა;
თანამშრომლობა სადილისა და  ცუდი ამინდი;
სასმელის პაკეტის შესამუშავებლად;  ინფრასტუქტურის არ ქონა;
 მოთხოვნადობის შემთხვევაშ  მერიამ შესაძლოა გადახედოს
გაფართოვების შესაძლებლობა; კანონმდებლობას და დამატებით
 სრულიად ახალ, შეზღუდვები დააწესოს
განვითარებად ბაზარზე ყოფნა

უნიკალური გასაყიდი პოზიცია

მოგეხსენებათ ჩვენი პროდუქტი ბაზარზე ახალი და ინოვაციურია. მომხმარებელს


იზიდავს ინოვაციური პროდუქტები და გარემო სადაც დამღლელი სამუშაო დღის
შემდეგ მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად შეძლებენ განტვირთვას და
დასვენებას. სწორედ ჩვენი პროდუქტის უნიკალურობაც იმაში მდგომარეობს, რომ
თავის ინტერიერთან ერთად (რომლის მსგავსიც ჯერჯერობით ბაზარზე არაა) იგი
სთავაზობს მომხმარებელს ბუნებაში , მშვიდ და წყნარ გარემოში, სასიამოვნო წყნარი
მუსიკის ფონზე დასვენებას და განტვირთვას, რასაც ემატება ხარისხიანი და
ყველასათვის საყვარელი პროდუქცია.

მომხმარებლები

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ჩვენი პროდუქტის ძირითად მომხმარებელს


წარმოადგენს 18-დან 35 წლამდე ასაკის ადამიანები, რომელთათვისაც მსგავსი ტიპის
ობიექტებით სარგებლობა წარმოადგენს ძირითადად განტვირთვის და გართობის
საშუალებას.

კონკურენტები

პირდაპირი კონკურენტები

პირდაპირი კონკურენტები შეიძლება იყოს ისეთი ბიზნესი, რომელიც:

 სთავაზობს მომხმარებელს იმავე პროდუქტებს და / ან მომსახურებას;


 აქვს იმავე მომხმარებელთა სექტორი.

სასურსათო სატვირთო მანქანაზე პირდაპირი კონკურენტის კარგი მაგალითია სხვა


საკვები სატვირთო მანქანა ან სწრაფი ჩვეულებრივი რესტორანი, რომელიც ყიდის
იმავე ტიპის საკვებს. პირდაპირი კონკურენციის დროს მომხმარებლები
გაითვალისწინებენ ფასებსა და მომსახურების დონეს, როდესაც გადაწყვეტენ, თუ
რომელ მეწარმესთან მივიდნენ. საკუთარი მენიუს შექმნით, შეთავაზების
ვარიანტების უნიკალური ნაზავით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის
მომხმარებელის მიზიდვა. ჩვენს პირდაპირ კონკურენტად შესაძლებელია
ჩაითვალოს კაფე „საპორე“ , სადაც მზადდება მსგავსი პროდუქცია, ასეთი
დაწესებულებები ხშირია თბილისში, სადაც შეგიძლია ბელგიური ვაფლი,
ნებისმიერი სახის ტკბილეული და სასმელი მიირთვა.

არაპირდაპირი კონკურენტები

არაპირდაპირი კონკურენტებს წარმოადგენენ ისინი, ვინც მომხმარებელს სთავაზობს


ოდნავ განსხვავებულ პროდუქტებსა და მომსახურებას, მაგრამ მიზნად ისახავს
კონკურენტის სამიზნე მომხმარებელთა ჯგუფის იმავე მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებას. მაგალითად, შიმშილი ქმნის საკვების მოხმარების აუცილებლობას.
მომხმარებელმა შესაძლოა არჩიოს ბურგერი, ან იყიდოს სუში, ან შეარჩიოს მაღაზიაში
ნახევრად მზა საკვები და სახლში მარტივად მოიმზადოს. სამივე ეს პროდუქტი
ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ისინი ირიბად ეჯიბრებიან ერთმანეთს,
რადგან ყველა აკმაყოფილებს შიმშილს. არაპირდაპირ კონკურენტად შესაძლოა
ნებისმიერი სახის სწრაფი კვების ობიექტი განვიხილოთ, თუმცა მაღაზია „ჰური“ ,
რომელიც მდებარებს დოლიძეზე, ამზადებს ტკბილ ფუნთუშებს, ვფიქრობ
არაპირდაპირი კონკურენტია.

ინდუსტრიის ანალიზი

დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში კვების ინდუსტრია ძალიან სწრაფად იზრდება და


ვითარდება, ყოვედღიურად იცვლება და იხვეწება ამ ინდუსტრიის სტანდარტები და
მოთხოვნები, სულ უფრო და უფრო მეტ ინოვაციურ პროდუქტს გვთავაზობენ
კომპანიები. შესაბამისად, ბაზარზე ბევრი კაფეტერია და სწრაფი კვების ობიექტია,
რონელნიც მომხმარებელს ხარისხიან და ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობენ.

კვების სატვირთო ავტომობილები განიხილება, როგორც სარესტორნო ბიზნესის


მოძრავი ვერსია. სასურსათო სატვირთო მანქანას შეუძლია გადაადგილდეს
ნებისმიერ ადგილას, სადაც იქნებიან მისი მომხმარებლები. ეს მას ერთ-ერთ ყველაზე
მოთხოვნად საქმედ აქცევს სარესტორნო ბიზნესში. მომხმარებელთა გემოვნების
ხშირმა ცვლილებამ და ქუჩის საკვებისა და სასმელების მოხმარებისკენ
მიდრეკილებამ წლების განმავლობაში გამოიწვია კაფე-ავტომობილებზე მოთხოვნის
ზრდა. კაფე- მანქანების გლობალურმა ბაზარმა სწრაფი ცვლილებები განიცადა
ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა მოსახლეობის ზრდა, ხალხის
სამსახურში ყოფნის დროის მატება, ქუჩის საკვებისკენ მიდრეკილება და სწრაფი
ურბანიზაცია.

გლობალური სასურსათო ბაზრის მიხედვით, მოძრავი კვების ობიექტები


სეგმენტირებულია სხვადასხვა ტიპის სერვისის მიწოდებაზე: სანაყინეზე, ბარბექიუს
ტიპის საკვებზე, სასუსნავებზე, სასმელზე, სწრაფ კვებაზე, ხილსა და ბოსტნეულზე
და სხვ. მოძრავი კვების ობიექტების გლობალური ბაზარი კიდევ უფრო დაყოფილია
ავტომობილების ტიპების მიხედვით: სრული ზომის ვენი, ავტობუსი, მინი ვენი ან
ნებისმიერი დიდი ზომის მანქანები. გარდა ამისა, სეგმენტი კატეგორიზებულია
ბიზნესის ადგილმდებარეობის მიხედვითაც: კომერციული ზონები,
საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიმდებარე ადგილები, ქუჩები, პარკები,
კურორტები და სხვა.

სასურსათო სატვირთო ავტომობილების ბიზნესმა გლობალურ ბაზარზე


პოპულარობა ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით მოიპოვა, როგორიცაა,
მაგალითად, საკვები სატვირთო მანქანების ინტერიერის ინოვაცია,...

სასურსათო სატვირთო მანქანების გლობალურ ბაზარზე ძირითადი


განმაპირობებელი ფაქტორებია: ცხოვრების დინამიკის შეცვლა, ადამიანთა
გადატვირთული გრაფიკი, მომსახურების სტილი და ახალი მენიუს დამატების
შესაძლებლობა მომხმარებელთა გემოვნების ცვლილების გათვალისწინებით. ეს
ყოველივე ზრდის ქუჩის საკვებისს და სასმელების პოპულარობას, რაც, თავის მხრივ,
ზრდის მათხოვნას ბაზარზე.

ბაზრის კვლევა

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის მიზანი იყო მომხმარებლის დამოკიდებულების


დადგენა აღნიშნული იდეის მიმართ. ძირითადი საკვლევი საკითხი იყო თუ
რამდენად ხშირად სარგებლობდა ჩვენი სამიზნე ჯგუფის მომხმარებლები მსგავსი
ტიპის ობიექტების მომსახურებით და იქნებოდა თუ არა მათთვის საინტერესო ჩვენი
ბიზნეს იდეა, ასევე როგორი ტიპის მომსახურებასა თუ საკვებს ისურვებდნენ ასეთი
ტიპის ობიექტში რომ დახვედროდათ. ავარჩიეთ კვლევის მეთოდად რაოდენობრივი
კვლევა და სოციალური ქსელების მეშვეობით გამოვიკითხეთ ჩვენთვის
განსაკუთრებულად საინტერესეო სამიზნე ჯგუფი.
როგორც კვლევამ აჩვენა, ეს იდეა საინტერესოდ მიიჩნია გამოკითხულთა
უმრავლესობამ და შესაბამისად იგი ეფექტური იქნება მოგების მისაღებად. რადგანაც
ორსართულიანი კაფე-ავტობუსი წარმოადგენს სიახლეს ქალაქში, და როგორც ეს
ყველა ახალ იდეას ახასიათებს, მოგვეცემა ბევრი ახალი შესაძლებლობა - როდესაც
არსებობს უნიკალური პროდუქტი/სერვისი და მასზე მოთხოვნაც დიდია, არსებობს
წარმატების მშვენიერი შანსიც.

ბაზრის მიზნები

1. შევქმნათ მყარი, დასამახსოვრებელი ცონცეპტი

შესაძლოა, საჭმლის სატვირთო მანქანის შემოსავლიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი


ასპექტი არის კონცეფციის დამკვიდრება, რომელიც დასამახსოვრებელი იქნება.

ძლიერი კონცეფცია არამარტო ხელს შეუწყობს სიახლის გავრცელების, არამედ


ბიზნესის ცნობადობასაც აამაღლებს, რაც დიდ გავლენას მოახდენს გაყიდვებზე. თუ
1000 მომხმარებელი ისაუბრობს ბრენდზე, ამან შეიძლება 500 000 საუბარი შექმნას.
ასე რომ, როცა მომხმარებლები ბიზნესის შესახებ საუბრობენ, ეს არის მყარი
სტრატეგია, რომელიც მეტი შემოსავალს განაპირობებს.

2. რაც შეიძლება მყარად, დიდხანს დავრჩეთ ბაზარზე

ბაზარზე პროდუქტს და წარმოებას უნდა ეჭიროს თავისი ადგილი, რა თქმა უნდა ამ


ადგილს მოპოვება სჭირდება შემდეგ კი შენარჩუნება, ის აუცილებელად დიდხანს
უნდა იყოს მყარად ბაზარზე, ამისათვის კი საჭიროა სიახლეები და ახალი
მომხმარებლები, თავისი შესაძლებლობების განვითარება და გაფართოება.

3. ყველა პოტენციური კონკურენტის შესწავლა

კონკურენტების შესწავლა საშუალებას და შესაძლებლობას მოგვცემს


ზემოთაღნიშნულის განხორციელებაში.

4. გამოვავლინოთ ბაზარზე ახალი შესაძლბელობები და შევქმნათ ახალი , უცხო


პროდუქტი

5. შევარჩოთ მიზნობრივი ბაზარი

კონკრეტული სეგმენტი და მომხმარებელი, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას რომ


სხვა ადამმიანს არ შეეძლება ან სხვისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნება ჩვენი
პროდუქცია, რა თქმა უნდა უნდა გვყავდეს მიზნობრივი ბაზარი , რომლის
მოთხოვნებაზე და სურვილებზე ვიქნებით ორიენტირებულები, თუმცა
აუცილებელია სეგმენტის გაზრდაც.

რეკლამა და გაყიდვები

ბაზრის სტატისტუკურ ანალიზზე დაყრდნობით, დავასკვენით, რომ მარკეტინგული


სტრატეგია უმჯობესია მივმართოთ სოციალური ქსელის გვერდის განვითარებაზე,
რადგანაც მომხმარებელთა დიდი ნაწილი დღესდღეობით ძირითადად ინფორმაციას
კვების ობიექტის შესახებ ეძებს სოციალურ ქსელში კაფე-რესტორნების გვერდებზე,
ასევე ენდობიან მეგობრებისა და ახლობლების რჩევას, ამისთვის შეგვიძლია
ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, მაგალითად, უნივერსიტეტებთან.
უნივერსიტეტის ღონისძიებებზე მონაწილეობით შეგვეძლება ჩვენი ბიზნესი
გავაცნოთ უფრო მეტ ადამიანს, რითაც ჩვენი ცნობადობა გაიზრდება.

საიტი/სოციალური ქსელის გვერდი ასევე გამოვა ინფორმაციის წყაროს როლში,


რადგანაც კვების მოძრავ ობიექტს არ ექნება ერთი კონკრეტული ადგილი,
მომხმარებლებისთვის შესაძლებელი უნდა იყოს ჩვენი ადგილმდებარეობისთვის
თვალის მიდევნება.

აგრეთვე ვებ-გვერდზე, პოტენციურ მომხმარებლებს შეეძლებათ ნახონ, რაზეა ჩვენი


ბრენდი. რეკლამირებული იქნება ჩვენი მომსახურებები - ფესტივალებზე,
კონცერტებზე, პირად თუ კორპორატიულ ივენთებზე ჩვენი დაქირავების
შესაძლებლობა.

ასევე გაიმართება სხვადასხვა ივენთი - გახსნისადმი მიძღვნილი ფასდაკლება, ახალი


კერძების უფასო დეგუსტაცია, სეზონური ფასდაკლებები და სხვა.

ხალხს უნდა მივცეთ ჩვენთან დაბრუნების მოტივაცია. ამისთვის გამოვიყენებთ


კუპონებისა და ფასდაკლების ბროშურებს, რომლებიც გაიცემა გარკვეული სასმელისა
თუ საკვების შეძენისას. ეს შეღავათები გავრცელდება მომდევნო მოსვლაზე. აგრეთვე
კარგი იქნება საოჯახო მენიუს ფორმირება. ოჯახთან ერთად სტუმრობის
შემთხვევაში მომხმარებლებისთვის იქნება საოჯახო კომბოს შეთავაზება, რომელიც
ცალ-ცალკე პროდუქტებთან შედარებით უფრო იაფი დაუჯდებათ.

ასევე, კვლევის მონაცემების მიხედვით, შესაძლებელია იმის თქმა, რომ უმჯობესია


ავტობუსის გაფორმება მხიარულ და ნათელ ფერებში სხვადასხვა საჭმლის
ნახატებით, რაც მიიპყრობს ბავშვების თვალს და ჩვენი ავტობუსის სხვებისგან
გარჩევა შორი მანძილიდანაც იქნება შესაძლებელი.

ფასი

საკვების ხარჯები, რომელიც შევა მენიუში - ანუ კერძის დასამზადებლად საჭირო


ინგრედიენტების ღირებულება, ერთ – ერთი-ერთი პირველია, რაც უნდა
გავითვალისწინოთ; ასევე გასაათვალისწინებელია სხვა ხარჯები, რომლებიც უნდა
დაანგარიშდეს კვების სატვირთო მანქანის ფასების სტრატეგიაში, ისინი მოიცავენ
საწვავის, შრომის, მომარაგების და სპეციალური აღჭურვილობის ხარჯებს. თუ
კერძები მოითხოვენ მაღალკვალიფიციურ სამზარეულო პერსონალს, მათი ხელფასი
მენიუს ფასებში აისახება. ხოლო ისეთ კერძებს, რომლებსაც ნაკლები შრომა
სჭირდება, შესაბამისად ნაკლები ფასი დაედება.

ბაზარზე ცვლილებებმაც საკვების ფასები შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს.


უნაყოფო სეზონებმა შეიძლება გავლენა იქონიონ გარკვეული ხილისა და
ბოსტნეულის ფასებზე. როგორც დღეს ვხედავთ, მსოფლიო პოლიტიკურმა თემებმა
შეიძლება გავლენა იქონიოს საწვავის ფასზეც. გათვალისწინებულ უნდა იქნეს მენიუს
ფასების მოქნილობა, რათა შესაძლებელი იყოს ახალი ფასების შეტანა. მსგავს
შემთხვევებში მომხმარებლებს ჩავაყენებთ საქმის კურსში და ჩვენს
საიტზე/სოციალური ქსელის გვერდზე დავამატებთ განახლებულ ინფორმაციას
მენიუში ცვლილებების შესახებ, როდესაც ბაზრის ფასების ცვლილებებზე
რეაგირებისთვის მენიუს ფასების რეგულირება მოგვიწევს.

პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონკურენციის შემთხვევაში გავაკეთებთ


„სადაზვერვო სამუშაოებს“, რათა შევადაროთ ჩვენი კონკურენტების ფასები მსგავს
მენიუზე. რა თქმა უნდა, ყოველთვის არ დაგვჭირდება მათი ფასების დაკლება,
შეგვეძლება ფასების სხვაობა უკეთესი სამომხმარებლო სერვისის ან უფრო მაღალი
ხარისხის ინგრედიენტებისგან დამზადებული საკვების შეთავაზებით
ავანაზღაუროთ.

მოსალოდნელი გაყიდვები

შესაძლებელია, რომ თავდაპირველად ჩვენი გაყიდვები ისეთ შედეგს არ


გვაძლევდნენ , რაც ჩვენ გვინდა, თუმცა სიახლე ყველასთვის მარტივი მისაღები არ
არის, განსაკუთრებით ამ სფეროში, რადგან მსგავსი კვების ობიექტები მრავალია
ჩვენს ქალაქში, თუმცა ჩვენ გვაქვს მთავარი რამ, ინტერიერი და გარემო, რაც
დააინტერესებს მომხმარებელს, ასევე გვეყოლება ძალიან მეგობრული და თბილი
გუნდი, ეს იქნება ადგილი სადაც ყველა ადამიანს ექნება მოსვლის სურვილი.
მომსახურების ხარისხი იქნება მაღალი და ვინც ინტერესის გამო ერთხელ მაინც მოვა
ჩვენთან , ყველა თუარა უმეტესი ადამიანების ნაწილი გახდება ჩვენი მომხმარებელი,
თავიდან შესაძლოა 10 ადამიანის სტუმრობიდან 4ს გაუჩნდეს სურვილი გახდეს
ჩვენი პოტენციური კლიენტი და სწორედ ეს 4 ადამიანი უნდა იყოს კმაყოფილი ჩვენი
მომსახურებით , ხელმისაწვდომობით, რომ შემდეგ ჯერზე მომხმარაბელთა
რაოდენობა გაიზარდოს.

პირველი თვე შესაძლოა ვერ მივიღოთ ისეთი შედეგი, თუმცა სწორი მარკეტინგით
და ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მაქსიმუმ 6 თვეში ჩვენი გაყიდვები უნდა
აღემატებოდეს მოსალოდნელს.

თავდაპირველად ვთვლი, რომ უფრო მეტი გაყიდვა და დატვირთვა ექნება


სასმელებს, რადგან დილით ყველა ადამიანს სიამოვნებს ყავა ან ნებისმიერი სახის
თბილი , ტკბილი სასმელი.

დაახლოებით ერთი თვის შემდეგ სასმელებთან ერთად გაყიდვები იქნება


ტკბილეულზე ვაფლზე შეიკებზე და სხვა პროდუქტებზე, რომლებსაც ჩვენ
მოვამზადებთ.

მარკეტინგული ბიუჯეტი

საქმიანობის კონტროლი

კონტროლი აუცილებელია ყველა საქმეში, რადგან ნებისმიერ დაწესებულებას ,


ორგანიზაციას შესაძლოა კონტროლის გარეშე პრობლემები შეექმნას, ვგულისხმობ
რომ , აუცილებლად უნდა ხდებოდეს პირველ რიგში ფინანსური კონტროლი,
აღრიცხვა გადახარისხება , პროდუქტების შემოწმება მისი ვარგისიამობის ვადა,
სივრცის კონტროლი, სადაც კეთდება და მზადდება საკვები, სისუფთავის უმკაცრესი
ფორმები, აუცილებელია მომსახურე პერსონალზე კონტროლი, რამდენად კარგად და
ზედმიწევნით ასრულებენ თავიანთ დავალებას, კონტროლი საჭირო და
სავალდებულოა, თუ გვინდა რომ საქმე კარგად განვითარდეს და წინ წავიდეს.

საქმიანობის კონტროლი ყველა ზემოთ აღნიშნულს გულისხმობს.

You might also like